პოსტის ავტორი: Ttt21 თარიღი: Oct 9 2019, 09:06 PM
გამარჯობა, ძილის წინ ლოცვებს ვკითხულობ ტელეფონში , მწოლიარე მდგომარეობაში , მაინტერესებს დიდი ცოდვაა ხატებთან და ფეხზე მდგომარე რომ არ ვკითხულობ ? ეკლესიაში არ დავდივარ არც მოძღვარი მყავს , მაწუხებს რათქმაუნდა მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, და ამსახით ვცდილობ დროდადრო მაინც ვიკითხო სხვადასხვა ლოცვები
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 12:32 PM
ციტატა(Ttt21 @ Oct 9 2019, 09:06 PM)
გამარჯობა, ძილის წინ ლოცვებს ვკითხულობ ტელეფონში , მწოლიარე მდგომარეობაში , მაინტერესებს დიდი ცოდვაა ხატებთან და ფეხზე მდგომარე რომ არ ვკითხულობ ? ეკლესიაში არ დავდივარ არც მოძღვარი მყავს , მაწუხებს რათქმაუნდა მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, და ამსახით ვცდილობ დროდადრო მაინც ვიკითხო სხვადასხვა ლოცვები
გამარჯობა. რომ ლოცულობთ ეს ძალიან კარგია, ღმერთმა შეიწიროს თქვენი ვედრება
მწოლიარე მდგომარეობაში ლოცვა მაშინ არის დასაშვები, როცა ადამიანი უძლურებაშია და თავი არ აქვს ფეხზე დგომის. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ და თქვენს თავში იპოვით ძალას რომ ხატების წინაშე დადგეთ, ეს უფრო მეტი მადლის მომნიჭებელი იქნება თქვენთვის
პოსტის ავტორი: დეკ. ირაკლი თარიღი: Oct 11 2019, 11:28 PM
ლოცვა უდიდესი საზთნოებაა,თქვენ ამ დროს უფალს ესაუბრებით.
შესაბამისად ამდენი რომ შეძალით ძალიან კარგია.ახლა მცირედიღა გაკლიათ.