IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები, სიზმარი, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰიპნოზი, მედიტაცია
ikanosi
პოსტი Jan 12 2012, 08:41 PM
პოსტი #1


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები (ცშმ) ცნობილია ყველა ადამიანისათვის. ზოგი მათგანი საკმაოდ ხანმოკლეა და შეიძლება შეუმჩნეველიც აღმოჩნდეს. ასეთია მაგალითად ყურადღების გაფანტულობა ან გარემოს აღქმის სიცხადის დაკარგვა. საზოგადოდ ცშმ უნდა გავიგოთ, როგორც თვისობრივი ძვრა ფსიქიკური ფუნქციენერების ჩვეულებრივ ხასიათსი გამოიყოფა სპონტანურად წამოქმნილი და ხელოვნურად გაპირობებული ცშმ. სპონტანური ცშმ ჩნდება ადამიანის ჩვეულებრივ პირობებში (დაძინებისას ან გადაღლისას) ან უჩვეულო მაგრამ ბუნებრივ ვითარებაში (კერძოდ ნორმალური მშობიარობისას). ფსიქოტექნიკურად გაპირობებული ცშმ თან სდევენ ფსიქიკური რეგულაციისა და თვითრეგულაციის პროცესებს. ავადმყოფური ფსიქიკის მსგავსად ცშმ შესწავლა არის ერთ-ერთი გზა ჩვეულებრივი ცნობიერების კანონზომიერების დასადგენად.

ცნობიერების შემცველი ერთ-ერთი მდგომარეობაა ძილი და სიზმარი.
ერთი შეხედვით ძილი და სიფხიზლე ან ღვიძილი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობებია. ძილში ცნობიერება ისვენებს, ხოლო ღვიძილში აქტიურია. სინამდვილეში მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: ძილი არ არის აბსოლუტურად სიმშვიდე, ძილში გონება მუშაობს, ეს იქიდან ჩანს რომ ვხედავთ სიზმრებს და ზოგჯერ ვიმახსოვრებთ მათ. ძილში მთლიანად არ ვეთიშებით არეგან ინფორმაციას და მზად ვართ გარკვეული სიგნალების მისაღებად. ძილი არ სპობს ჩვენს განზრახვებს. ბევრი იღვიძებს ზუსტად იმ დროს, როდესაც წინასწარ დაგეგმა გაღვიძება.

ღვიძილისა და ძილის მდგომარეობათა მონაცვლეობა უკავშირდება დღე-ღამის რითმს, რომელიც 24 საათიან ციკლს ქმნის. ზრდასრულ ადამიანს აქედან საშუალოდ 8 საათი ყოფნის. თოთო ბავშვი კი დღე-ღამის ძირითად ნაწილს ძილში ატარებს. ხანში შესულ ადამინებს კი, ჩვეულებრივ 6 საათზე მეტი არ სჭირდებათ.

ჩვენ გვაქვს ძილის ხუთი საფეხური. მათ შორის ოთხი ღრმა, ანუ ნელი ძილის, ხოლო ერთი ე.წ. თვალის სწრაფი მოძრაობის, ანუ უბრალოდ სწრაფი ძილის საფეხურია. ნელი ძილის საფეხურების ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია და სწრაფი ძილის საფეხურთან ერთად ისინი ქმნიან ძილის ერთ ციკლს, რომელიც ღამის განმავლობაში 4-5 ჯერ მეორდება. I საფეხური გრძელდება 4-5 წუთს. ამ დროს ღვიძილიდან ძილის მდგომარეობაში გადავდივართ. II საფეხური გრძელდება 10-20 წუთს და ხასიათდება საკმაო ღრმა ძილით. განსაკუთრებით ღრმა ძილი III და IV საფეხურებზეა, რომელთა ხანგრძლივობა 20-30 წუთს შეადგენს. ამის შემდეგ ნელი ძილის საფეხურები შებრუნებული თანმიმდევრობით I საფეხურს უბრუნდება და 90 წთ-ის შემდეგ გადადის სწრაფ ძილზე, იგი გრძელდება დაახლოებით 10-15 წთ-ს. შემდეგ კი ახალი ციკლი იწყება
ნელი ძილის საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს მოძრაობას. გულისცემა და სუნთქვის შიხშირე მნიშვნელოვნად კლებულობს სწრაფი ძილის საფეხურზე კი პირიქით, გულისცემა, ტვინში ნივთიერებათა ცვლა და მისი ელექტრო-ფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება, რომ დიდად აღემატება კიდეც ღვიძილის მდგომარეობას. ამის პარალელურად სხეული აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაშია, კუნთური ტონუსი მკვეთრად დაცემულია, ასეთი შეუსაბამობის გამო ამ საფეხურს პარადოქსულსაც უწოდებენ.

ძილს აქვს აღდგენითი ფუნქცია, ასევე იგი ემსახურება ადამიანის შეგუებას ღამის სპეციფიკური პირობებისადმი.
აღდგენითი ფუნქციის თვალსაზრისი უფრო ფართოდ არის გავრცელებული და საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. თუ ადამიანი გამოუძინარია ის ადვილად იღლება და უმიზეზოდ ღიზიანდება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად არ არსებობოს ზუსტი მეცნიერული მონაცემები თუ რისი აღდგენა ხდება ძილში. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ადამიანს ნორმაზე მეტ ხანს ძინავს, იგი თავს მოთენთილად და დაღლილად გრძნობს და არა დასვენებულად.

მეორე მოსაზრებით ადამიანს ძინავს, რათა თავი დააღწიოს სხვადასხვა საფრთხეს. ამ ვარაუდის მიხედვით, პრეისტორიული ადამინები ძილის მეშვეობით თავს არიდებდნენ საფრთხეს. მაგ: უფსქკრულში გადაჩეხვას ან მხეცის მსხვერპლად გახდომას. მაგრამ წარსულს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ახლაც ურჩევნია ღამე რაიმე თავშესაფარში გაატაროს, სადაც მას, როგორც წესი ძინავს.
რა ფუნქციასაც არ უნდა ასრულებდეს ძილი, ერთი რამ ცხადია, ადამიანი როგორ ყველა ცოცხალი არსება, უძილობას ვერ იტანს .

ძილის მოშლის ერთ-ერთი სახეა სუნთქვის შეჩერება (ე.წ. აპნოე). ხშირად ეს ემეართება ზედმეტად მსუქან ადამიანებს, სუნთქვის შეჩერებისას ადამიანი იღვიძებს და მალევე იძინებს, ეს მრავალჯერ მეორედება ღამის განმავლობაში, ამიტომ ადამიანი გამოუძინებელი რჩება. ძილის მოშლის კიდევ ერთი სახეა ნარკოლეფსია. ადამიანს მოულედნელად ერევა ძილი და იგი კარგავს კონტროლს მოძრაობაზე.

სიზმარი ძილის ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. სიზმარში ადამიანები შესაძლებლობები უსაზღვროა. ამავე დროს, სიზმრის შინაარსი, რაც არ უნდა ფანტასტიკური და ალოგიკური იყოს, მძინარე ადამიანის მიერ განიცდება როგორც სინამდვილე.
აღსანიშნავია,რომ ადამინები ამ ტიპის სიზმრებს სწრაფი ძილის დროს ნახულობენ. ვინც ამ საფეხურზე იღვიძებს, სიზმრის ნახვის ფაქტს ადასტურებს და ახსოვს კიდეც მისი შინაარსი.

სიზმრის შინაარსის მასალას წარმოდგენები შეადგენს. მათი უმეტესობა მხედველობითი წარმოდგენებია. სიზმარზე ზემოქმედებენ გარეგამღიზიანებლებიც. ასევე მოქმედებს სიზმრის შინაარსზე შიდაგამღიზიანებლები. მაგ.: მშიერს შეიძლება დაესიზმროს რომ საჭმელს შეექცევა. აღსანიშნავია, რომ ეს გამღიზიანებლები სიზმრის შინაარსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს განსაზღვრავენ. თუ საიდან ჩნდება სიზმრის შინაარსის უსაზღვრო მრავალფეროვნება მაინც აუხსნელი რჩება.

ფროიდის აზრით ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და ზნეობრივად მიუღებელ სურვილბს. ძილში ცნობიერების ცენზურა რამდენამდე შესუსტებულია და მათ საშუალება ეძლევათ სიზმრისეულ ცნობიერებაში ამოვიდნენ, მაგრამ ვინაიდან პიროვნების გარკვეული კონტროლი ძილშიც შენარჩუნებულია, აგრძალული ლტოლვები სახეს იცვლიან და სიზმარში შენიღბული სიმბოლური სახით წარმოგვიდგებიან. ამიტომაცაა რომ სიზმრები ხშირად საკვირველი და უაზრო გვეჩვენება.

მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიზმარში არსებითად არაფერია სიმბოლური და საიდუმლო. მათი აზრით ფანქარი ან თოფი სიზმარში ის არის რაც სინამდვილეშია და სხვა არაფერი. თვით ფროიდიც, რომელსაც ძალიან უყვარდა სიგარები აღიარებდა რომ „ზოგჯერ სიგარა სიზმარში - ეს მხოლოდ სიგარაა“.
სხვა თვალსაზრისის მიხედვით, სიზმარი ერთგვარი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმს ასრულებს. კიდევ ერთი შეხედულები სიზმრის ფუნქციად მიჩნეულია იმ პრობლემის გადაწყვეთა, რომლებიც ადამიანის წინაშე სიფხიზლეში დგას.

თანამედროვე კოგნიტურ თეორიების მიხედვით, ტვინი ძილის პროცესში ისე მუშაობს როგორც კომპიუტერი. როდესაც ძილში ტვინი თავისუფლდება გარე გამღიზიანებლებისაგან, მეხსიერების მთელი მარაგი და მაკონტროლებელი პროგრამები მისთვის მისაწვდომი ხდება და იწყება მათი მოდიფიკაციისა და რეორგანიზაციის პროცესი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად, ინფორმაციის გადამუშავება ორ ფაზად მიმდინარეობს. ჯერ ხდება ინფორმაციის შეფასება და განზოგადება, რაც ნელი ძილისთვის არის დამახასიათებელ სიზმრებში აისახება. გამომუსავების მეორე სტადიაზე ინფორმაცია გადაიგზავნება ხანგრძლივი მეხსიერების სტრუქტურის გარკვეულ უბნებში და უკავშირდება იქ შენახულ მასალას. ამას თან ახლავს სწრაფი ძილის სიზმრებისათვის დამახასიათებელი შინაარსეული უცნაურობანი, რაც აიხსნება ძველი და ახალი მასალის ურთიერთმორგებულობით.

ოცნება ცნობიერების ისეთი შემცვლელი მდგომარეობაა, რომლისთვისაც სიზმრის მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა.

განსხვავებით სიზმრისაგან რომელშიც ფანტაზია თითქმის შეუფერხებლად მოქმედებს, ადამიანი ოცნებობს ცხადში და მისი ოცნების შინაარის არასდროს ღებულობს აბსურდულ ფორმას.

ადამიანი ოცნებობს რომ მას არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრების კონკრეტული პირობები.
ოცნების ძირითადი ნიშანი მისი ეგოცენტრულობაა. ადამიანი იმაზე ოცნებობს რაც უშუალოდ მის „მე“-ს შეეხება. ოცნების კიდევ ერთ მთავარ ნიშანს მისი პროსპექტულობა ანუ მომავალზე მიმართულებას წარმოადგენს. ოცნება მხოლოდ იმას შეეხება, რაც უნდა მოხდეს და არა იმას, რაც მოხდა. ოცნების ფუნქციას სწორედ ის შეადგენს, რომ ადამიანი თავისი ფანტაზიის მეშვეობით წარმოიდგინოს ისეთი პირობები, რომლებშიც მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილდება.

ოცნების აღმოცენებათა თავისებურებათა გასარკვევად, აუცილებელია მეოცნებე ადამიანის პიროვნული თვისებების გათვალისწინებაც. ყოველი ადამიანის ოცნების შინაარსი დიდად არის დამოკიდებული მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და ინფორმირებულობაზე. ვერ იოცნებებ იმაზე რის შესახებაც არაფერი არ გაგიგია და წარმოდგენა არა გაქვს.

ცნობიერების ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ე.წ. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენითაც. მათი მიღების შედეგად ადამიანის აზროვნება , წარმოსახვა და საერთოდ მთელი ქცევა სახეს იცვლის. ადამიანი თავისუფლდება დაძაბულობისაგან, უფრო გაბედულად მოქმედებს და ამავე დროს სიამოვნებს და ზოგჯერ ეიფორიასაც განიცდის.

ცნობიერებაზე ნივთიერებების ზემოქმედებების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ სამ ჯგუფად ყოფენ. 1) დეპრესანტები, რომელთაც დამაწყნარებელი, გამაყუჩებელი ზემოქმედება აქვთ. 2) სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ადამიანს. 3) ჰალუცინოგენები, რომლებიც ცვლიან აღქმის ნორმალურ მსველლობას.
ადამიანები ამ ნივთიერებების მიმართ ხდებიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები. ფიზიკური დამოკიდებულებისას ორგანიზმში ხდება ისეთი ბიოქიმიური ძვრები, რის გამო ადამიანს აღარ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე არსებობა. მისი უეცარი შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომს ე.წ. „ლომკას“.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ნარკოტიკის მიღების სურვილში, სიამოვენბის ან კმაყოფილების განსაცდელად. ნარკოტიკული დამოკიდებულება აყალიბებს ტოლერანტობას: სასურველი ეფექტის მისაღებად.
დეპრესანტები ეწოდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აწყნარებენ ადამიანს . მათ მიეკუთვნება ტრანკვილიზატორები (დამაწყნარებელი საშუალებები), ბარბიტურატები (ძილის აბები), ალკოჰოლი და ოპიატები.
ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე თავისებურია. მორცხვი ადამიანი შეიძლება გაბედული და აგრესიულიც გახდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალკოჰოლი მაინც დეპრესანტია, ვინაიდან ნასვამ ადამიანს ძილი ერევა, მისი მოქმედება შენელებულია.

ოპიატები გაცილებით ძლიერმოქმედი დეპრესანტებია. მათ მიეკუთვნება ოპიუმი, მორფინი, ფეროინი და კოდეინი.
სტიმულანტები ამაგზნებელი ნივთიერებებია, მათ მიეკუთვნება კოფეინი, ნიკოტინი, ამფეტამინები და კოკაინი.
ჰალუცინოგენები (ფსიქოდელიკები), კერძოდ ჰაშიში, უძველესი დროიდან მოიხსენება აღმოსავლეთში. დღეს ჰაშიში და მარიხუანა გასართობად მისაღებ ნარკოიტებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნიკოტინისა და ალკოჰოლის მერე.
ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა. იგი ხასიათდება ცნობიერების მოცულობის შევიწროვებით და შთაგონების შინაარსზე ფოკუსურებით. აქედან გამომდინარე კონტროლისა და თვითცნობიერების ფუნქციების შეცვლით. ის აღმოცენდება სპონტანურად, მიზანდასახული თვითშთაგონებით (აუტოჰიპნოზით) ან ჰიპნოტიზიორის სპეციალური ზემოქმედების (ჰიპნოზის შედეგად).

ჰიპნოზში შეიძლება შეიცვალოს აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, პიროვნება. სწორედ ამიტომ ჰიპნოთერაპია ფსიკოთერაპიის ერთ-ერთ უძველეს და დამკვიდრებულ ფორმად ითვლება.

მოსახლეობის 5-10% არაჰიპნობილურია, ანუ მისი ჰიპნოზში შეყვანა შეუძლებელია. დაახლოებით იმდენიდვე ძალიან ადვილად გადის ჰიპნოტურ მდგომარეობაში, ანუ ფიპნობელურია. ჰიპნოზის კიდევ ერთი დამსახასიათებელია ე.წ. პოსტჰიპნოტური ამნეზია. ადამიანი ივიწყებს იმას, რაც მოხდა ჰიპნოზში, თუ ჰიპნოზიორისაგან ასეთ ინსტრუქციას მიიღებს.

ჰიპნოზის ყველაზე საინტერესო და დრამატულ-თავისებურებას ე.წ. პოსტჰიპნოზური რეაქციები შეადგენს. ადამიანი ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ ასრულებს იმ მოქმედებებს, რომელთა შესრულება ჰიპნოზში ჩააგონეს, თანაც ისე რომ ამ დავალების შესახებ არაფერი ახსოვს.

მედიტაცია ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა. იგი გულისხმობს გარკევული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგად ადამიანი დუნდება, სულიერად მშვიდდება.
თანამედროვე სამყაროში მედიტაცია უპირატესად იოგას პრაქტიკას უკავშირდება, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს. ეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო მიზანს ადამიანის ტანჯვისაგან გათავისუფლებაში ხედავს. გათავისუფლება მხოლოდ განსაკუთრებულ მდომარეობაში ნირვანაშია შესაძლებელი. მედიტაცია ნირვანის მიღწევის გზაა.

იოგა ორ ურთიერთდაკავშირებულ ასპექტს შეიცავს: თითშეზღუდვას (ასკეტიზმი) და გონებრივ ჭვრეტა-კონცენტრაციას.
მედიტაციაში დახოლოვნებული პირები სასიცოცხლო პროცესების ფლობის საოცარ დონეს აღწევენ. შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლის, სუნთქვის, ტემპერატურის და სხვა პროცესების რეგულირება. ამიტომ მედიტაცია თანამედროვე დასავლეთმა აითვისა, როგორც ყოფითი, ისე ფსიქოთერაპიულ სფეროში.

©ikanosi
იმედი მაქვს ბოლომდე წაიკითხავთ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ikanosi   ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები   Jan 12 2012, 08:41 PM
ნაინა   ikanosi იმედი ნუ მოგიშა...   Jan 12 2012, 09:11 PM
ikanosi   1 კაცისთვის დამიწე...   Jan 12 2012, 10:33 PM
A.V.M   მოიცა კაცო... ყველა ...   Jan 12 2012, 11:19 PM
georgios   კარგი თემაა. ჩემი ...   Jan 13 2012, 01:18 AM
ikanosi   georgios :D თუმცა ეს ფროი...   Jan 13 2012, 01:57 AM
აბდალა   მედიტაცია ბუდიზმ...   Jan 13 2012, 06:59 AM
georgios   ikanosi უარყო გარკვეულ...   Jan 13 2012, 10:41 AM
ikanosi   საიდან მოდის? მანდ ...   Jan 13 2012, 03:01 PM
აბდალა   ikanosi მედიტაცია ყოვე...   Jan 13 2012, 03:05 PM
ikanosi   ლენინ ჯილ ლენინ ჯი...   Jan 13 2012, 03:11 PM
აბდალა   ikanosi მედიტაცია პირვ...   Jan 13 2012, 03:20 PM
ikanosi   მე ვსაუბერობ ცნობ...   Jan 13 2012, 03:25 PM
აბდალა   ikanosi მარადიულად იცვ...   Jan 13 2012, 03:51 PM
georgios   ikanosi არანაირი მისტი...   Jan 13 2012, 03:58 PM
ikanosi   გაურკვევლად არის ...   Jan 13 2012, 03:59 PM
lingvo   ვინც ცდილობს ეკლეს...   Jan 13 2012, 04:01 PM
ikanosi   georgios კარგი ქონდეს, უ...   Jan 13 2012, 04:03 PM
georgios   ikanosi და რატომ არ უნდ...   Jan 13 2012, 04:08 PM
ikanosi   georgios აღარ მახსოვს, კ...   Jan 13 2012, 04:11 PM
georgios   ikanosi რაღაც ძალიან უ...   Jan 13 2012, 04:15 PM
აბდალა   ikanosi ხო გითხარი უკვ...   Jan 13 2012, 04:38 PM
lingvo   აბდალა მე დავწერე ...   Jan 14 2012, 12:26 PM
აბდალა   ბინგო! :) და ამისთ...   Jan 14 2012, 12:33 PM
lingvo   [b]ИЕРОМОНАХ СЕРАФИМ (РОУЗ) П...   Jan 14 2012, 12:53 PM
GIORGI LELUASHVILI   lingvo :thumbs:   Jan 14 2012, 07:34 PM
A.V.M   მოკლედ.მართლმადიდ...   Jan 14 2012, 07:34 PM
georgios   და არა მხოლოდ დაჯე...   Jan 14 2012, 07:46 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 05:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი