თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ კახეთი

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 01:45 AM

გურიაო, აჭარაო, რაჭაო და ჩვენ რაღა დავაშავეთ? biggrin.gif აბა კახელებო წავიდა სურათებიი
ეს გრემის სამრეკლოდან გადაღებული სურათი smile.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 19 2007, 01:47 AM

კაი,ახლა კახეთის სურათები რა დასადებია,ნეტა ვიცოდეlaugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 01:48 AM

ციტატა(მაეასი @ Jun 19 2007, 02:47 AM) *

კაი,ახლა კახეთის სურათები რა დასადებია,ნეტა ვიცოდეlaugh.gif

აბა რისი სურათებია დასადები გურიის? biggrin.gif biggrin.gif სურათიდანაც რომ იტყუებიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 19 2007, 01:51 AM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 18 2007, 10:48 PM) *

აბა რისი სურათებია დასადები გურიის? biggrin.gif biggrin.gif სურათიდანაც რომ იტყუებიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სწორედაც რომ...და იმერეთის კიდე...მაცალეთ,ბატონო,ჩევისეირნებ და გადევიღებ კაი-კაი სურათებს და დავდებ biggrin.gif

ნუ კახეთი და ქართლი რომ ბუნებით ჩამორჩება დასავლეთს ფაქტია laugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 02:12 AM

ციტატა(მაეასი @ Jun 19 2007, 02:51 AM) *

სწორედაც რომ...და იმერეთის კიდე...მაცალეთ,ბატონო,ჩევისეირნებ და გადევიღებს კაი-კაი სურათებს და დავდებ biggrin.gif

ნუ კახეთი და ქართლი რომ ბუნებით ჩამორჩება დასავლეთს ფაქტია laugh.gif

იმერეთს არ ვეხებ რაღაც მიზეზთა გამო არა და როგორ მინდა გული მოვიფხანო რა sad.gif biggrin.gif biggrin.gif

აი კიდევ :
IPB-ს სურათი

ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ერთადერთი ორ გუმბათიანია საეკლესიო ძეგლი საქართველოში smile.gif
IPB-ს სურათი

ეს ნეკრესიდან ხედი ვგიჟდები ამ სურათზე wub.gif wub.gif
IPB-ს სურათი

ეს დაისი ნეკრესიდან
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 19 2007, 02:13 AM

კახეთოოო, ჩემო კახეთოოოო,,,

ბექუშკების გადმოსახედოოო laugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 02:14 AM

ციტატა(მნათე @ Jun 19 2007, 03:13 AM) *

კახეთოოო, ჩემო კახეთოოოო,,,

ბექუშკების გადმოსახედოოო laugh.gif

მოდეროოოოოოოოოოო გაიყვანეთ ეს ბავშვი აქედან თორე გამაოფებინებს ამ თემას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 02:29 AM

გრემი wub.gif wub.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 19 2007, 03:32 AM

http://imageshack.us

ვიცი ხვალე ჩემი საქციელი გაგოგნებს რომ ნახავ მაგრამ, აჰაა გაიხარე გენაცვალე biggrin.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 19 2007, 07:47 AM

მაეასი
ბექა როგორც ღვინო შეყვარებული კაცი (ყოველ შემხვევაში სურათებში სულ ეგრე ჩანს biggrin.gif ) არ შეიძლება კახეთი არ უყვარდეს, სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარს, შეიძლება ბუნება ვერ უსწრებს სხვა კუთხებს მაგრამ სალოცავებით ძზალიან ბევრს. smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 19 2007, 03:29 PM

ციტატა(შოთა @ Jun 19 2007, 08:47 AM) *

მაეასი
ბექა როგორც ღვინო შეყვარებული კაცი (ყოველ შემხვევაში სურათებში სულ ეგრე ჩანს biggrin.gif ) არ შეიძლება კახეთი არ უყვარდეს, სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარს, შეიძლება ბუნება ვერ უსწრებს სხვა კუთხებს მაგრამ სალოცავებით ძზალიან ბევრს. smile.gif

სირცხვილია კახეთი რო არ მიყვარდეს რას ამბობ კაცო შენ biggrin.gif biggrin.gif

ქეთი
მართლა "surprise" იყო აქ რომ სურათები დადე თელავმა დაგლიჯა მადლობა :* არ გინდა გორზე გახსნა თემა? biggrin.gif biggrin.gif

ეს ალავერდია, ჩემი ძმაა მონათლული ალავერდში wub.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 29 2007, 07:23 PM

ბექა.შუხოშვილი†
კახელი ხარ ბიჯო შენცა?! გაგახარა ღმერთმა ამ თემისთვინა.
მაიცა ეხლა ჩამოვაწიკწიკო ჩემი გალერეა:

ტაკ, პირველ რიგში ალავერდის სურათები:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი




ა? როგორი იყო? ახლა ანანურშიც გავიაროთ ცოტა:

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



ივრის ჭალა:

IPB-ს სურათი




სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა, და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი ალაზნის ველზედ წამოიხარა......

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


გრემი:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იყალთო:

IPB-ს სურათი


დავითგარეჯი:


IPB-ს სურათი




სიღნაღი:

IPB-ს სურათი

თელავი:


IPB-ს სურათი


ლაგოდეხი:

IPB-ს სურათი





აბა სულელის გარდა ვინ იტყვის კახეთი არაა ულამაზესიო.....

სურათები აღებულია ბოკე.გე-დან... (საავტორო უფლებებს არ ვარღვევ რა...)

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 29 2007, 08:58 PM

რა იქნებოდა ჩემო კახეთო,
გომბორის მთიდან კვლავ გადმოგხედო.......

ეს მაგარი ლექსია.
მაგარი კუთხეა(გრემი მომწონს) და მაგარი ხალხია მანდედან

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 29 2007, 09:26 PM

komisia
გაიხარე biggrin.gif აბა რა! კახელი ვარ კახელი biggrin.gif და სადაური კახელი ხარ შენა? smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 29 2007, 11:00 PM

კახეთი არი ნამბა უან!!!!!!!!
ყველა ვარიანტში.
(მე არა ვარ კახელი.)

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 30 2007, 12:34 AM

ციტატა(ლეონტი @ Jun 29 2007, 08:00 PM) *

კახეთი არი ნამბა უან!!!!!!!!


huh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 30 2007, 12:37 AM

ულამაზესია კახეთი ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები

გაიხარე ბექა smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 30 2007, 01:01 PM

ბექა.შუხოშვილი†

ციტატა
გაიხარე

შენცა! wink.gif

ციტატა
ა სადაური კახელი ხარ შენა?

კარდენახელი ვაარ. wink.gif შენ საიდანა ხარ?


მამფალი
ციტატა
მაგარი კუთხეა(გრემი მომწონს) და მაგარი ხალხია მანდედან

აბა რა.... ჯიგარი ხარ!

ლეონტი
ციტატა
კახეთი არი ნამბა უან!!!!!!!!
ყველა ვარიანტში.

აჰა, გცოდნია რა გინდა biggrin.gif

მაეასი
ციტატა
huh.gif

ეხლა არა თქვა არაო....
პ.ს.
შენი ავატარი ძალიან მაგარია და სულ მინდოდა მეთქვა...


ნათია
ციტატა
ულამაზესია კახეთი ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები

100%
ყველა კუთხე ლამაზია. მე კახელი ვარ და კახეთს ვაქებ, აბა აჭარელი ან სვანი არ შეაქებს კახეთს. და ვიღაცამ ხომ უნდა გაუკეთოს რეკლამა ამ მართლაც ღვთის მადლით სავსე მხარეს... კახეთის დამსახურებაა დღეს რომ თათრები არა ვართ... პირველი დარტყმა ყოველთვის კახეთზე მიდიოდა...

კახეთს გაუმაარ-ჯოოოოოოოს!!!!!!!!
მიყვარს და რა ვქნა...

დილას რო გადახედავ ალაზნის ველს, დიდი ღრუბლის ჩრდილები რომ ეტყობა... ცადატყორცნილ კავკასიონს.... უუუუუხხხ! მერე ვენახში რო ჩახვალ და ვაზს რო დაინახავ, იმ ყველაზე მადლიან მცენარეს რომლის გულისთვისაც ჩვენი პაპები ყველაფერს სწირავდნენ... ისეთი გრძნობა დაგეუფლება, გათქმევინებს უუხ შე დალოცვილოო... სიტყვებით ძნელია გამოხატვა....

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 30 2007, 01:25 PM

komisia


,,ნამბა უან'' არაა თორე ისე კარგია,რას ვერჩი biggrin.gif
მე კახეთის ბუნებაზე მეტად თავად კახელები მიყვარს,მაგარი ხალხია ძალიან..ნუ ერთი ორი ბექასნაირები შემარცხვენელი ყველას ყავსlaugh.gif (იმედია არ გამლახავს) help.gif

პ.ს.ავატარიი სიცოცხლეა wub.gif მინდა რომ თვალებს აფახურებდეს,ცქმუტავდეს და ყნოსავდეს ,მაგრამ სად არის sad.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 1 2007, 11:30 PM

კახელებს მივესალმები (მიმითვალეთ თქვენს რიგებში კახელებო) და არა მარტო მათ

ესეც ერეკლეს სახლ-მუზეომი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 1 2007, 11:33 PM

ციტატა(შევრდომილი @ Jul 2 2007, 12:30 AM) *

კახელებს მივესალმები (მიმითვალეთ თქვენს რიგებში კახელებო) და არა მარტო მათ

ესეც ერეკლეს სახლ-მუზეომი
IPB-ს სურათი



რა ლამაზია!


მადლობა

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 1 2007, 11:53 PM

ესეც ჩემი სკოლის კარი (თელავი I სკოლა). ეჰ რა დრო იყო...
IPB-ს სურათი



ესეც მეორე შესასვლელი
IPB-ს სურათი




ლეგენდარული ჭადარი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jul 2 2007, 05:11 PM

ეს ჭადარი მართლაც შეუდარებელია
ლამაზი სურათებია გაიხარეთ კახელებოო

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 2 2007, 07:12 PM

შევრდომილი
აქედან მარტო მთასვლელები აკეთებდნენ შატალოს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 2 2007, 08:16 PM

შევრდომილი

ციტატა
კახელებს მივესალმები

გამარჯვება შენი!
ციტატა
მიმითვალეთ თქვენს რიგებში კახელებო

ჰოო მაშა, მაშა!

კაი სურათები კი დაგიყრია და...
პ.ს.
ეგ სურათები მეც მაქვს biggrin.gif ადრე მომეცი თბილისის ფორუმზე biggrin.gif


პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 2 2007, 10:35 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jul 2 2007, 06:12 PM) *

შევრდომილი
აქედან მარტო მთასვლელები აკეთებდნენ შატალოს? biggrin.gif

biggrin.gif ერთხელ შევძელი

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 2 2007, 10:58 PM

კომისია

ციტატა
კარდენახელი ვაარ. შენ საიდანა ხარ?

ყვარელშიც მაქვს სახლი და გურჯაანის რაიონში სოფელ ჭანდარში
შევრდომილი
გაიხარე შენა და რა მაინტერესებდა გოგოლაძეებს თუ იცნობ თელავში ზუზუმბოს გორზა ცხოვრობენ? smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 3 2007, 09:22 AM

როუ, ვინმე ბერიკელაშვილსა არ იცნობთ? ან თელავში, ან თბილისში, ან სადმე კახეთში, ჩემი ნათესავი იქნება უეჭველი biggrin.gif ჯერ ბევრნი არ ვართ ბერიკელაშვილები biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 3 2007, 10:42 AM

IPB-ს სურათი

ალავერდობა.

1890 წელი.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 3 2007, 01:42 PM

ტყის ძმები (ხარება ჯიბუტი და გოგია კენკიშვილი):

ცხენზე - გიორგი ბერძენიშვილი (ჟორჟიკა).
IPB-ს სურათი

პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე - ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკოშვილი.
IPB-ს სურათი


ვასილ როინაშვილის ფოტო. 1910 წ.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jul 3 2007, 01:49 PM

მაეასი
გვირაბგაღმელი ხარ?ყველაფერი გასაგებია wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 3 2007, 01:55 PM

გლახა

ციტატა
მაეასი
გვირაბგაღმელი ხარ?ყველაფერი გასაგებია

ეგ რასაი ნიშნამს როუ...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 3 2007, 01:56 PM

ციტატა(komisia @ Jul 3 2007, 12:55 PM) *

გლახა

ეგ რასაი ნიშნამს როუ...

ჩამაასხი ერთი , არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი...

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 3 2007, 02:24 PM

ლეონტი

ციტატა
ჩამაასხი ერთი , არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი...

ეგ ფიალა მამაწოდე შენა wink.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 3 2007, 05:22 PM

ციტატა(komisia @ Jul 3 2007, 10:22 AM) *

როუ, ვინმე ბერიკელაშვილსა არ იცნობთ? ან თელავში, ან თბილისში, ან სადმე კახეთში, ჩემი ნათესავი იქნება უეჭველი biggrin.gif ჯერ ბევრნი არ ვართ ბერიკელაშვილები biggrin.gif

არაა smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jul 3 2007, 05:52 PM

ციტატა(გლახა @ Jul 3 2007, 10:49 AM) *

მაეასი
გვირაბგაღმელი ხარ?ყველაფერი გასაგებია wink.gif

laugh.gif
და რა გინდა,კაცო,ცუდი არაფერი მითქვამსbiggrin.gif

უბრალოდ დასავლეთის ბუნება მირჩევნია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 3 2007, 05:59 PM

ციტატა(მაეასი @ Jul 3 2007, 06:52 PM) *

laugh.gif
და რა გინდა,კაცო,ცუდი არაფერი მითქვამსbiggrin.gif

უბრალოდ დასავლეთის ბუნება მირჩევნია biggrin.gif

ვაა unsure.gif იმერლებს ბუნებაც ჰქნოიათ laugh.gif laugh.gif ისე და ბუნებას მინდვრებს ეძახი შეენ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jul 3 2007, 06:02 PM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 3 2007, 02:59 PM) *

ვაა unsure.gif იმერლებს ბუნებაც ჰქნოიათ laugh.gif laugh.gif ისე და ბუნებას მინდვრებს ეძახი შეენ tongue.gif biggrin.gif

laugh.gif
ვაა,კახელებს ხუმრობაც გცოდნიათ IPB-ს სურათი

ბექუშ,შენ მგონი ლიხს იქით არ ხარ გადანასვლელი laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 3 2007, 06:14 PM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 3 2007, 05:59 PM) *

ვაა unsure.gif იმერლებს ბუნებაც ჰქნოიათ laugh.gif laugh.gif ისე და ბუნებას მინდვრებს ეძახი შეენ tongue.gif biggrin.gif

ყველაზე "მაგარი" ბუნება რაჭაშია smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 3 2007, 06:40 PM

ციტატა(მაეასი @ Jul 3 2007, 07:02 PM) *

laugh.gif
ვაა,კახელებს ხუმრობაც გცოდნიათ IPB-ს სურათი

ბექუშ,შენ მგონი ლიხს იქით არ ხარ გადანასვლელი laugh.gif tongue.gif

შენ მაგ იმედით იყავი tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა( გიორგი @ Jul 3 2007, 07:14 PM) *

ყველაზე "მაგარი" ბუნება რაჭაშია smile.gif

ახალი ამბავი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jul 3 2007, 09:30 PM

მაგარი თემაა საღოოლ !!! გენაცვალეთ კახელებოო 001.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 3 2007, 11:49 PM

როუ, კახეთზე ცუდი არავინა თქვას, რაც არ იცით ნუ იტყვით.
ბექა.შუხოშვილი†
აზრი აქა აქვს კამათს, მალე იმის მტკიცებასაც დაიწყებენ ჩვენი ღვინო კახურ ღვინოს ჯობიაო biggrin.gif გამოცდილება ასე გვიჩვენებს biggrin.gif
არ იციან კახეთის ფასი და რა ქნან rolleyes.gif
მოდით უბრალოდ სურათები დავყაროთ.

IPB-ს სურათი

Didgoreli

ციტატა
მაგარი თემაა საღოოლ !!! გენაცვალეთ კახელებოო

გენაცვალე შენცა, კაი კაცო wink.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 01:35 AM

ჰაი დედასა biggrin.gif აიტ მოვედი ქიზიყელი smile.gif და ვინც თქვა კახეთში ბუნება არ არის ლამაზიო ჯერ ერთი ჩემზე უწიგნურია გეოგრაფიაში მეორე კიდენა ჩემი აივნიდან არ გადაუხედავს კიდე ნაკრდზალი არ უნახავს არც ალაზნის ველი დაუნახავს არც სიგნაგი ცოდნია smile.gif

ეს მარტო ბუნება და ხალხი იკიტხეტ თქვენა ხალხი smile.gif

ჯერ ბატონი არა მყოლია ეგ ერთი მეორეც ყველაზე მეტი ომი ქიზიყს აქ გადატანილი და შესაბამისად კახეთს ანუ სხვანებივით არ ვართ რო ვერავინ ამოდიოდა ან იშვიათად ამოდიოდნენ smile.gif მერე კიდე ის ნახეთ რამდენი ტაძარია და ვინ იყო ყველაზე მეტად მორწმუნე ხალხი smile.gif კიდე ის ნახეთ რა ტყული არ იცის ხალხმა ნუ ახლა ყველამ ყველაპერი დაიწყო მარა ადრინდელ დროზე ვამბობ მე smile.gif კიდე ისაც გაიხსენეთ ერთმანეთს პირში ვძრახავთ მოყვრები ვართ ურთიერთის და არა პირს უკან smile.gif ამას ერთვის ისიც რო დაზარება არ ვიცით სხვის დახმარებაზე კიდე ისიც დაუმატეტ რა ღვინო გვაქ და გაიხსენეთ ჩვენი ვენახთან დამოკიდებულება თუ მიწის სიყვარული და მერე კიდე იტყვიტ ქიზიყზე და გინდაც კახეთზე ცუდს და მაშინ ჩემზე ხისთავიანები ყოფილხართ და ეგაა smile.gif აბა დამიდექით ამ საქმეში რომელიც ბიჭი ხარ და ქუდი გხურავს smile.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 03:28 AM

აუ ჩემ დას აქვს გამოცდები წელს და 20 მდე ვერ წავალ ალბათ არ მინდა მშობლებს ვეურჩო და ისე ბოდბისხეველი ვარ მე smile.gif 7 კილომეტრია წმ ნინოს წყარომდე smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 4 2007, 04:52 AM

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 04:28 AM) *

აუ ჩემ დას აქვს გამოცდები წელს და 20 მდე ვერ წავალ ალბათ არ მინდა მშობლებს ვეურჩო და ისე ბოდბისხეველი ვარ მე smile.gif 7 კილომეტრია წმ ნინოს წყარომდე smile.gif

მაიცა კაცოუ, თბილისში ხარ ეხლა? smile.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 10:16 AM

თბილისში ვარ sad.gif 2 თვეა სოფელში არ ვყოფილვარ თან და გაგიჯებას ვარ უკვე sad.gif ისე აქ მაქ მარტო კომპიუტერი და ინტერნეტი იქ ეგენი არც მაქ და რომც მქონდეს ამისთვის არ მოვიცლიდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 4 2007, 11:13 AM

stch
გაიხარე როუ.

ციტატა
აუ ჩემ დას აქვს გამოცდები წელს

როუ, მეცა მაქვს გამოცდები, იქნებ დაემთხვას რომელიმე და ერთად დავსხდეთ biggrin.gif
სასოფლოში ხომ არ აქვს გამოცდები?

ბექა.შუხოშვილი†
ციტატა
მარა კაია ზოგიერთები რომ აღიარებენ კახური ღვინო ყველაზე მაგარიაო და კახური მრავალჟამიერიო თუ ის პიროვნება შემოვა ამ თემაში მიხვდება ვიზეცაა საუბარი

ბევრს ვიცნობ კახელები რომ არ არიან და კახეთს აღიარებენ ყველაზე კაი მხარედ სიმღერის, ხალხის, ღვინისა და ბუნების თვალსაზრისით.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 01:37 PM

კომისია კი მანდ აქვს smile.gif სად აბარებ შენ ? და 6 ში აქ შემდეგი თან დილით მგონი smile.gif

მეც ვიცნობ კახელები რომ მიაჩნიათ ისეთებად როგორიც შენ დაწერე და არ არიან კახელები smile.gif ოღონდ როუ თუ ჯოუ ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 4 2007, 09:39 PM

stch

ციტატა
კომისია კი მანდ აქვს smile.gif სად აბარებ შენ ? და 6 ში აქ შემდეგი თან დილით მგონი smile.gif

მე 5, 10 და 13-ში მაქვს დილით.

ციტატა
ოღონდ როუ თუ ჯოუ ?

როგოა ეხლა საქმე:
ოფიციალურად არის "ჯო", მაგრამ მეტი სილამაზისათვის და ამბობდნე "ჯოუს'. მერე, საუბარში "ჯოუ"-ს თქმა ცოტა გამარტივდა და არაოფიციალურად ამბობენ "როუ", და ვაბშე არაოფიციალურად "ო"-საც ხომ ამბობენ. მაგ.: "რას ამობ ო", "მაიდა ო"...
ხოდა ჯოუ არის ოფიციალრი ფორმა, როუ კიდე სალაპარაკო biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 4 2007, 10:27 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: Jul 5 2007, 12:09 AM

komisia


shen gaixare!!!!!!!

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 5 2007, 02:58 PM

როუ კი არა ლაპარაკში იოს ვამბობ ან ჯოს ხოლმე მე კიდე biggrin.gif რას ამბობ იო biggrin.gif აი მასე ვიცით ჩვენთან biggrin.gif

ხო ეგ ზანგებმა გადაიღეს ჩვენგან საავტორო უფლებები ჩვენზეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 5 2007, 10:02 PM

ციტატა
როუ კი არა ლაპარაკში იოს ვამბობ ან ჯოს ხოლმე მე კიდე

ხო, იო და ო ერთია რა biggrin.gif
ციტატა
ზანგებმა გადაიღეს ჩვენგან

იასნა, კახეთში რომ მეფენი მეფობდნენ და კულტურა ყვაოდა ზანგებს ჯერ ცეცხლიც არ ჰქონდათ მოპოვებული და ბლაგვი ქვებით ნადირობდნენ.

:_მარიამი_:
ციტატა
shen gaixare!!!!!!!

შენცა biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 5 2007, 11:10 PM

ნახეთ როუ რა ლამაზია:
IPB-ს სურათი

და ბარემ ესეცა (უჯარმა):
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 6 2007, 02:37 AM

ნახე რა სილამაზეა
IPB-ს სურათი
ალავერდი ვენაცვალე
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 6 2007, 11:30 AM

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 8 2007, 07:10 PM

შუამთა
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 9 2007, 11:43 AM

საგარეჯო, ნინოწმინდის მონასტერი:
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 11 2007, 11:10 PM

ძალიან მაგარი სურათებია.მე სიღნაღს იქით არ ვყოფილვარ და მოლოდინს გადააჭარბა. thumbs.gif ჩურჩხელებიც ერთობ მადისაღმძვრელად გამოიყურებააააააააააა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 12 2007, 12:06 AM

ციტატა(e k a @ Jul 12 2007, 12:10 AM) *

ძალიან მაგარი სურათებია.მე სიღნაღს იქით არ ვყოფილვარ და მოლოდინს გადააჭარბა. thumbs.gif ჩურჩხელებიც ერთობ მადისაღმძვრელად გამოიყურებააააააააააა rolleyes.gif

აბა რააა, ხედავ გიო რა "ცვეტშია" კახეთი D: biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 12 2007, 02:12 PM

ეკა მიხარია რო სიღნაღში ნამყოფი ხარ smile.gif ჩემი რაიონია ეგ ან რაც ქვია ახლა biggrin.gif მაგრამ მარტო სიღნაღი არაა მთელი კახეთი smile.gif მარტო ქიზიყი ბევრად დიდია და უკეთესი რამეებიც არის იქ smile.gif

ანუ ბევრი რამე ჯერ კიდე წინ გაქ wink.gif თუ შევძლებ დაგეხმარები კახეთის კარგად გაცნობაში smile.gif


ბექა biggrin.gif მა როგო იქნებოდა ჯო wink.gif კახეთი მარტო სახელიც კი მოქმედებს biggrin.gif

ო როგორ მენატრება სიფელი ჩავიდე ერთი სული მაქვს

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 12 2007, 03:35 PM

მადლობ stch ვეცდები მთლიანად დავათვალიერო კახეთი,
სურათზე მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურება...
ბექ ხომ დამეხმარები შენც კახეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში a075.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 12 2007, 09:12 PM

ციტატა(e k a @ Jul 12 2007, 04:35 PM) *

მადლობ stch ვეცდები მთლიანად დავათვალიერო კახეთი,
სურათზე მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურება...
ბექ ხომ დამეხმარები შენც კახეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში a075.gif

ჰმ, აბა რააა 2kiss.gif ოღონდ მარშუტი აირჩიე შენ მე პრობლემა არ მაქვს wink.gif

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 12 2007, 09:26 PM

ზანზიბარი_ყვარელი, არის ასეთი მარშუტი? skate.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 13 2007, 08:28 PM

ციტატა
ზანზიბარი_ყვარელი

biggrin.gif
კახელი ხარ გოგოუ შენცა?

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 13 2007, 09:17 PM

არა სვანი bye1.gif

პოსტის ავტორი: forest თარიღი: Jul 13 2007, 09:30 PM

ძირკოკიდან თუ ხართ ვინმე????????????????? შესანიშნავი სოფელია...... smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 13 2007, 10:23 PM

ციტატა(forest @ Jul 13 2007, 10:30 PM) *

ძირკოკიდან თუ ხართ ვინმე????????????????? შესანიშნავი სოფელია...... smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

მეზობელოოოოოო, ჭანდარში მაქვს სოფელი და ყვარელში smile.gif გაიხარე ჭანდრიდან ვის იცნობ? smile.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 14 2007, 01:19 AM

mec kaxeli vaaaaaaaaar.magaria kaxetiiii.gansakutrebit telavi-axmetaaaa wink.gif rolleyes.gif smile.gif wub.gif ra jobia maranshi keips.kvevridag gvinis smaaaaaas da kaxur simgeraaaaas tongue.gif wub.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 14 2007, 11:23 AM

e k a

ციტატა
არა სვანი

ძალიან კარგი. მიყვარს სვანები. ძალიან მდიდარი კულტურა აქვთ. სვანების ფრესკები ერთ-ერთი უმაგრესია სხვათა შორის. სიმღერაც არანაკლებია, თავისებბური სტილი აქვს smile.gif

forest
ციტატა
ძირკოკიდან თუ ხართ ვინმე

არა...
ციტატა
შესანიშნავი სოფელია......

შესანიშნავი იქნება მა რა იქნება, კახეთშია და wink.gif

nataaa
ციტატა
mec kaxeli vaaaaaaaaar

იცოცხლე smile.gif
ციტატა
magaria kaxetiiii

მა რაა ო biggrin.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 14 2007, 01:06 PM

გაიხარე... ისე კახელებს და სვანებს კი ამსგავსებენ ერთმანეთს ხასიათით....და რავიცი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 14 2007, 01:14 PM

e k a

ციტატა
ისე კახელებს და სვანებს კი ამსგავსებენ ერთმანეთს ხასიათით

ჯიუტები ვაართ კახელებიც და სვანებიც wink.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 14 2007, 01:23 PM

ციტატა
ისე კახელებს და სვანებს კი ამსგავსებენ ერთმანეთს ხასიათით....და რავიცი

`ravici ravici,me veraprit vamsgavseb svanebs da kaxelebs da...

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 14 2007, 01:31 PM

nataaa
დასა გაქვს სოფელი?

პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Jul 14 2007, 01:52 PM

ხო აი ალბათ უფრო სიჯიუტით ვგავართ.
პირადად მე ბევრი კახელი მეგობარი მყავს და ადვილად ვუგებ საერთოდ კახელებს thumbs.gif

ხალხიც ხშირად აღნიშანავს რომ Gვანან ერთმანეთს ....... და რა ვიცი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 14 2007, 02:26 PM

ციტატა
დასა გაქვს სოფელი?

chemi sopelia axmetis raioni,sopeli qistauri,rapiel eristavis sopeli.ulamazesiaaa.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 14 2007, 04:14 PM

nataaa

ციტატა
qistauri

ხო ვიცი ეგ სოფელი მარა არ ვარ ნამყოფი sad.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 14 2007, 05:43 PM

ციტატა
ხო ვიცი ეგ სოფელი მარა არ ვარ ნამყოფი

gepatijebi

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 14 2007, 07:35 PM

ციტატა(komisia @ Jul 6 2007, 07:30 PM) *

IPB-ს სურათი



ეს რომელი მონასტერია?

პოსტის ავტორი: forest თარიღი: Jul 15 2007, 06:07 PM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 13 2007, 09:23 PM) *

მეზობელოოოოოო, ჭანდარში მაქვს სოფელი და ყვარელში smile.gif გაიხარე ჭანდრიდან ვის იცნობ? smile.gif

კახელი არ ვარ მაქ მეგობარი მყავს ზაკალაშვილი,მაგრამ მაინც მეზობლები ვართ მეც ქართველი ვარ smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 16 2007, 03:07 AM

ციტატა(forest @ Jul 15 2007, 07:07 PM) *

კახელი არ ვარ მაქ მეგობარი მყავს ზაკალაშვილი,მაგრამ მაინც მეზობლები ვართ მეც ქართველი ვარ smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

გაიხარე აბა რა smile.gif არა მასეთს არავის ვიცნობ 3 წელია მაქეთ არ ვყოფილვარ sad.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 16 2007, 05:08 PM

აუ კახელები სვანების არ იყოს უბატონო ხალხია smile.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 16 2007, 10:09 PM

მე სოფელი მაქვს ყვარლის რაიონში.
"სამშობლო მთებო..."

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 17 2007, 01:37 AM

ვენაცვა კახეთსა smile.gif ხვალ არტგენზე კახელები ჩამოდიან smile.gif აბა ახლა ჩვენ ვიცით smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 17 2007, 12:42 PM

ციტატა(შევრდომილი @ Jul 16 2007, 11:09 PM) *

მე სოფელი მაქვს ყვარლის რაიონში.
"სამშობლო მთებო..."

რომელი სოფელი? გრემი შილდა თუ ენისელი, მე შიგ ყვარელში მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 18 2007, 01:15 AM

დღეს არტგენში კახელების ზეიმი იყო smile.gif jump.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 10:39 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 10:56 AM

komisia
დედა მყავს წარმოშობით კარდენახიდან huh.gif

IPB-ს სურათი
იყალთო

IPB-ს სურათი
გრემი

IPB-ს სურათი
ყვარელი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 18 2007, 11:02 AM

kisish

ციტატა
დედა მყავს წარმოშობით კარდენახიდან

2kiss.gif IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
რა გვარია?
დაახლოებით სად აქვს სახლი კარდენახში?

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 11:14 AM

komisia
ჩახვაშვილი..თავისი სახლი არ ქონიათ, უბრალოდ მანდედან არის წარმოშობით...და ისე მანდ საავადმყოფოსთან გვქონდა ადრე სახლი ნაყიდი, მაგრამ ვეღარ ჩავდიოდით და გაყიდეს sad.gif
IPB-ს სურათი
ლაგოდეხი

IPB-ს სურათი
თელავშია გადაღებული, ოღონდ რა ადგილას არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 11:17 AM

kisish
მაგარი სურათია ბოლო, ჩაგეთვალა..

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 11:22 AM

შოთა
ინტერნეტში ვნახე biggrin.gif მე არ გადამიღია..მანდ ნამყოფიც არ ვარ sad.gif
IPB-ს სურათი
ბოდბე

IPB-ს სურათი
alaverdi

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Jul 18 2007, 11:51 AM

აი თემა ამას ქვია... tongue.gif
კახეთი სულ სხვაა... laugh.gif
სურათების დადებას ვაპირებდი, მაგრამ... smile.gif
ნეტა ვებ-კამერის ჩართვა არ შეიძლება? laugh.gif laugh.gif სურათები საჭირო აღარ იქნებოდა? smile.gif
აუ კახეთი მართლა მაგარიააააააააააა............. jump.gif jump.gif

ციტატა(kisish @ Jul 18 2007, 11:14 AM) *

komisia
IPB-ს სურათი
თელავშია გადაღებული, ოღონდ რა ადგილას არ ვიცი biggrin.gif

ეს ის ადგილია ეხლა გარეთ რო გავიხედავ და დავინახავ tongue.gif tongue.gif
ეს ერეკლე მეორის ძეგლია, თელავის ცენტრში smile.gif
სხვათაშორის იმაზე ლამაზია ვიდრე სურათზე ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 11:57 AM

makuna7474
იმაზე ლამაზი რაღა უნდა იყოს?! ცხენი 2 ფეხზე ხომ არ დაყენა ახლა? ohmy.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Jul 18 2007, 12:01 PM

ციტატა(შოთა @ Jul 18 2007, 11:57 AM) *

makuna7474
იმაზე ლამაზი რაღა უნდა იყოს?! ცხენი 2 ფეხზე ხომ არ დაყენა ახლა? ohmy.gif

არა ისევ სამზე დგას laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 12:03 PM

makuna7474smile.gif

შოთა
laugh.gif laugh.gif laugh.gif
IPB-ს სურათი
ესეც კახური ღვინო biggrin.gif
სიამოვნებით დავლევდი ეხლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 12:07 PM

kisish
რა ღვინოებს გვანახებ ამ დილაუთენია ნერწყვები გინდა გვაყლაპინო?!

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Jul 18 2007, 12:11 PM

ციტატა(kisish @ Jul 18 2007, 12:03 PM) *

makuna7474smile.gif

შოთა
laugh.gif laugh.gif laugh.gif
IPB-ს სურათი
ესეც კახური ღვინო biggrin.gif
სიამოვნებით დავლევდი ეხლა biggrin.gif

კაი რა არ გრცხვენია? laugh.gif ეგ რა არის?ეგ სურათი კახეთში არ იქნება გადაღებული. კახეთში მასე ცოტა ღვინოს ვერცერთ ოჯახში ვერ იპოვი აშკარად... tongue.gif მაგდენ ღვინოს კახელები ყურში ისხამენ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 12:16 PM

შოთა
biggrin.gif თან სურათეიც რომ მოაყოლო კარგია, თორე ეგრე შემოგეოფება biggrin.gif

IPB-ს სურათი
რა უსირცხვილო ბავშვია huh.gif
ესეც კახეთშია, კერძოდ სად არ ვიცი

makuna7474
ვახ...გარშემო ქვევრებია smile.gif
ხოდა ეგეც მაგათია, იმას კი არ ვიძახი ცოტა ღვინო აქვთ-მეთქი..
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 12:17 PM

[quote name='kisish' date='Jul 18 2007, 08:16 PM' post='134868']
შოთა
biggrin.gif თან სურათეიც რომ მოაყოლო კარგია, თორე ეგრე შემოგეოფება biggrin.gif

IPB-ს სურათი
რა უსირცხვილო ბავშვია huh.gif
ესეც კახეთშია, კერძოდ სად არ ვიცი



kisish
რა გინდა მართალი ყოფილა, აგერ შენ სურათზე ჩანს ბავშვი პირდაპირ ყურებში ცდლობს ჩაიწუროს ღვინო blink.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 12:39 PM

შოთა
smile.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 12:57 PM

kisish
რაც მართალია მარტალია კახეთი მდიდარია არა მარტო ვაზით არამედ უძველესი სალოცავებით.

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 18 2007, 01:03 PM

შოთა ნუ უოფებ თემას პატრონს, ვახ biggrin.gif


IPB-ს სურათი
ალავერდი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 18 2007, 01:47 PM

kisish

ციტატა
ჩახვაშვილი

რეზო ჩახვაშვილს იცნობთ?

kisish
შოთა
თქვენ გაიხარეთ, ეს რა მაგარი სურათები დაგიწყვიათ!

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 19 2007, 01:52 PM

http://rg.foto.radikal.ru/0707/25/bbe33e0bf3cc.jpg

es surati gaketebuliaaaa eseti citeli ca telavshi ar aris xolmeeee. martla bevrad upro lamazia cocxlad es adgiliiiiii

kartulad ver vcer da mascavlet raaaaa sad.gif sad.gif sad.gif sad.gif cray.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 19 2007, 02:12 PM

nataaa

ციტატა
kartulad ver vcer da mascavlet raaaaa

ოპერათი შემოდიხარ და იმიტო ეტყობა...
ინტერნეტ ექსპლორერით შემო, ან ქართული უნიკოდი დააყენე შენს კომპზე.

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 19 2007, 02:29 PM

გაიხარეთ კახელებოოოოო jump.gif preveds.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 19 2007, 02:47 PM

nataaa

მოგიხერხებია უკვე smile.gif

მარა მაინც დავდებ..
ექსპლორერის ვერსიაა ერთ-ერთი smile.gif
http://www.link.ge/file/82917/Internet-Explorer-7-0-5730-11--BY--WWW-FILE-GE-.rar.html


პ.ს. კი გავაოფე, მაგრამ კახელებო მაპატიეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 20 2007, 12:03 AM

nataaa

ციტატა
გაიხარეთ კახელებოოოოო

იცოცხლე კარგო ადამიანო wink.gif
ღმერთმა გაგახაროს wink.gif

di_onise
ციტატა
პ.ს. კი გავაოფე, მაგრამ კახელებო მაპატიეთ

დიდი კომისიის გადაწყვეტილებით შენი თხოვნა მიღებულია. smile.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 20 2007, 01:38 AM

ციტატა
იცოცხლე კარგო ადამიანო
ღმერთმა გაგახაროს

თქვენთან ერთად ჩემო კარგებოოოოოოოოოო hehe.gif hehe.gif preveds.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 20 2007, 01:02 PM

nataaa
უი უცებ ჩვენი ფორუმელი აბო მეგონე (ნიკზე აღარ შემიხედავს) მევთქვი ესეც კახელი ხო არაა მეთქი laugh.gif

ციტატა
თქვენთან ერთად ჩემო კარგებოოოოოოოოოო

აბა რა wink.gif ყველა ერთად wink.gif
რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები კახელები ვართ wink.gif

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Jul 20 2007, 01:19 PM

გავგიჟდი აი გურული, რა ლამაზი ყოფილა კახეთი, toast.gif
კაი სურათებია.doh.gif
თუ ფოტოშოპში არ არის დამუშავებული?!! g.gif laugh.gif
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 20 2007, 01:22 PM

serafita

ციტატა
გავგიჟდი აი გურული, რა ლამაზი ყოფილა კახეთი,

ჰჰჰმმ, ეს მხოლოდ გაყინული სურათებია გურულო, თან ძალიან ცოტა... აი სინამდვილეში რომ ნახავ კახეთს საერთოდ გადაირევი, გურიაც დაგავიწყდება და ყველაფერიც wink.gif

serafita
ციტატა
თუ ფოტოშოპში არ არის დამუშავებული.

გენდე, გაგიმხილე, გითხარი... კარგი ახლა ყველას რატომ ეუბნები...

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 20 2007, 03:35 PM

კახეთი
მ.მაჭავარიანი
e025.gif
ექნებოდა რა ლამაზი
მხარეს ამას ან რა ეშხი?!_
ეს ძალუმი ალაზანი
რომ არ ჩქეფდეს ამ მხარეში?!
მძარეს ამას ან რა ფერი
ექნებოდა, ან რა ეშხი?!
ეს თეთრუა ალავერდი
რომ არ ენთოს ამ მხარეში?!
ერთიც, ერთიც უნდა ითქვას:
მეტი მისცა კახეთს ეშხი,
აკვანი რომ გადაირწა
ილიასი ამ მხარეში.

ესეც სიმღერა ყვარელზე. ბარემ ამ თემაში იყოს biggrin.gif

სიმღერა ყვარელზე

ყვარელო ვენახის ბუდევ ვარდად რგული ხარ
ჩემი ლამაზი კახეთის შუაგული ხარ
ბაღ-ვენახებით მორთულო ლამაზო მხარევ
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე

თუ ცენტრიდან ქვემოთ ჩახვალ დაუკვირდები
მაღალ შენობას იხილავ მთლად გაკვირდები
ეზო მოპირკეთებული ხეივნიანი
მარჯანიშვილის სახლია სვეტებიანი

წინ განიერი ქუჩები იქვე სადგური
ჭავჭავაძის მოსაგონრად ძეგლად ჩადგმული
სკოლის ეზო გოგონებით პირმოელვარე
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე

ყვარელში კარგი ღვინოა ქინძმარაული
მისგან დამთვრალი ბიჭების სიმღერა ისმის
ბაღ-ვენახებით მორთულო ლამაზო მხარევ
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 20 2007, 05:37 PM

აგერ კახელებს biggrin.gif
http://funkyimg.com

ოღონდ პოტოშოპის გაკეთებული არ გეგონოთ ნამდვილია smile.gif wink.gif
ისე მართლა მაგრა მიყვარს ალავერდი რაა..
კახეთში წასვლა თუნდაც მარტო მაგის გულიზე ღირს

http://funkyimg.com

გურჯაანის ყველაწმინდა

http://funkyimg.com

იყალთოა ხომ მგონი?
აუ ერთი მაგარი რაღაც გამახსენდა იყალთოზე, მაგრამ არ ღირს მოყოლა biggrin.gif

http://funkyimg.com

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 20 2007, 06:14 PM

ციტატა


იყალთოა ხომ მგონი?

იყალთოა ნამდვილად rolleyes.gif




საქართველოს გაუმარჯოს თავის მთით და ველებით
საქართველოს გაუმარჯოს თავის თელაველებით. hehe.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jul 20 2007, 09:09 PM

ალავერდში მშენებლობებია... ბევრი რამაა შეცვლილი... smile.gif

http://img105.imageshack.us/my.php?image=dscf3806fn0.jpg
http://img105.imageshack.us/my.php?image=dscf3799ow5.jpg
http://img411.imageshack.us/my.php?image=dscf3803nq7.jpg

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 21 2007, 12:54 AM

შევრდომილი
di_onise
nataaa
_Matasi_
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 21 2007, 12:25 PM

Telavi:



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 21 2007, 04:52 PM

რა მაგარიააა... hehe.gif hehe.gif ხვალ თელავში მივდივარ დასასვენებლად. და ცოტა ხნით გემშვიდობებით. ბევრ სურათებს გადავიგებ და განახებთ კახეთის სილამაზეს. bye1.gif bye1.gif bye1.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 21 2007, 05:00 PM

nataaa

ალავერდში ჩახვალ? აუ გადაიღე რაა გთხოვ...
კახელებო ალავერდის გულეზე მაგრა მიყვარხართ რააა.....
მაგარია ალავერდიიიიი......

აბა კეთილი მგზავრობა wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 22 2007, 12:06 AM

nataaa

ციტატა
ხვალ თელავში მივდივარ დასასვენებლად.

opaa.gif opaa.gif opaa.gif


პოსტის ავტორი: mari-bior თარიღი: Jul 23 2007, 07:28 PM

კახელებო მაგარი ხალხი ხართ მაგრამ ერთი კითხვა მაქ biggrin.gif სმა ესე მაგრად რატო გიყვართ ???biggrin.gif:D:D ისე დაქალი მყავს კახელი და ლექსიკონი და შუტკა მაგარი გაქვთ biggrin.gif მპუაააა თქვენაააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jul 23 2007, 07:47 PM

აუ არ გადამიტანეს ამ კახელებმა და თელაველებმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari-bior თარიღი: Jul 23 2007, 10:54 PM

IPB Image

აი აქ ვარ დაპატიჟებული ურააააააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 28 2007, 05:14 PM

მეც კახელი ვარ გენაცვალეთ ჯიგარშიიიი!!მაგარია ერთი სული მაქვს როდის ჩავალ წინანდალში და როდის შემეგებება ჩემი უბნის გლავნი ინფორმატორი და მეტყვის"მოხველიით ქალაქელებოო??smile.gif"-ვგიჟდები ამ ფრაზაზე და ძალიან მიყვარს კახელები ისე რაც მართალია მართალია სმა იქ ყველას უყვარს1იმიტომ რომ კარგი ღვინო აქვთ იუმორი ხომ უკეთესიsmile.gifbiggrin.gifაუფფფ სოფელში მომინდაა.... wub.gif a025.gif ერთი ვიპოვო სურათები და დავყრი smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jul 29 2007, 03:42 AM

hi.gif ღმერთმა გაგახაროთ კახელებო! მეც თქვენებური ვარ,ოღონდ ცოტა განაპირა მახარიდან , ქიზიყიდან,ისე დედის მხრიდან კი ახმეტიდან ვარ.(ასე რომ ჩემში ქიზიყური და ხევსურული სისხლი ჩქეფს) ქიზიყში რომ ჩავალ ვეცდები კარგი სურათები გადავიღო და დავდებ აქ .აბა ღმერთს ებარებოდეთ ყველანი.გაგიმარჯოთ! toast.gif








"ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,
ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
ამ ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები" bye1.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Jul 29 2007, 02:16 PM

ციტატა(izi-bartki @ Jul 28 2007, 04:14 PM) *

მეც კახელი ვარ გენაცვალეთ ჯიგარშიიიი!!მაგარია ერთი სული მაქვს როდის ჩავალ წინანდალში და როდის შემეგებება ჩემი უბნის გლავნი ინფორმატორი და მეტყვის"მოხველიით ქალაქელებოო??smile.gif"-ვგიჟდები ამ ფრაზაზე და ძალიან მიყვარს კახელები ისე რაც მართალია მართალია სმა იქ ყველას უყვარს1იმიტომ რომ კარგი ღვინო აქვთ იუმორი ხომ უკეთესიsmile.gifbiggrin.gifაუფფფ სოფელში მომინდაა.... wub.gif a025.gif ერთი ვიპოვო სურათები და დავყრი smile.gif


გაიხარე
სურათებზე უარს არ ვიტყვით

ღმერთს ებარებოდეთ ყველანი.გაგიმარჯოთ! toast.gif

toast.gif ღმერთმა გაგახაროს

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 30 2007, 01:35 AM

ციტატა
შევრდომილი გუშინ, 01:16 PM პოსტი #129


მ ა გ დ ა


ჯგუფი: Members
პოსტები: 154
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(izi-bartki @ Jul 28 2007, 04:14 PM)

მეც კახელი ვარ გენაცვალეთ ჯიგარშიიიი!!მაგარია ერთი სული მაქვს როდის ჩავალ წინანდალში და როდის შემეგებება ჩემი უბნის გლავნი ინფორმატორი და მეტყვის"მოხველიით ქალაქელებოო??"-ვგიჟდები ამ ფრაზაზე და ძალიან მიყვარს კახელები ისე რაც მართალია მართალია სმა იქ ყველას უყვარს1იმიტომ რომ კარგი ღვინო აქვთ იუმორი ხომ უკეთესიაუფფფ სოფელში მომინდაა.... ერთი ვიპოვო სურათები და დავყრი



გაიხარე
სურათებზე უარს არ ვიტყვით

ღმერთს ებარებოდეთ ყველანი.გაგიმარჯოთ!

ღმერთმა გაგახაროს

მადლობტ ცემო კარგო ბევრი სურათები მქონდა მაგრამ ჩემმა ანტიკვარმა დეიდაშვილმა წამიშალა,ეხლავქექავ ისევsmile.gifbiggrin.gifმაგრადმინდა მაგ სურატების აქ დაყრა და ვეცდები ყველანაირადsmile.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 30 2007, 12:29 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 1 2007, 10:48 PM

რა მაგარიაა!!!2 კვირაში მივდივარ კახეთშიიიიიიsmile.gifლამისაა გავგიჟდე სიხარულისგან ეეჰ უფრო ადრეც წავიდოდი მარა შვებულების მეორე ნაკადში მოვყევი და>..არაფერია კახელებო მალე მოვალ და ჩეგეხუტებით ჯიგარში,თქვენ გენაცვალეთ,თან კარგი საფერავიც მელოდებააsmile.gifუფ დავფრინავ ჩემი პპელასავითsmile.gif

პოსტის ავტორი: iraklirost თარიღი: Aug 10 2007, 12:47 AM

დავტკბი კახეთით კახელი კაცი smile.gif ზოგიერთი ეს სურათები kakheti.net ის საიტზე რომ დაიდოს წინაამდეგი ხომ არ იქნება ვინმე? ...


პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 10 2007, 01:25 PM

mari-bior

ციტატა
კახელებო მაგარი ხალხი ხართ მაგრამ ერთი კითხვა მაქ სმა ესე მაგრად რატო გიყვართ ???biggrin.gif:D ისე დაქალი მყავს კახელი და ლექსიკონი და შუტკა მაგარი გაქვთ მპუაააა თქვენაააა

იცოცხლე 2kiss.gif

xornabujeli
ციტატა
ღმერთმა გაგახაროთ კახელებო! მეც თქვენებური ვარ,ოღონდ ცოტა განაპირა მახარიდან , ქიზიყიდან,ისე დედის მხრიდან კი ახმეტიდან ვარ.(ასე რომ ჩემში ქიზიყური და ხევსურული სისხლი ჩქეფს) ქიზიყში რომ ჩავალ ვეცდები კარგი სურათები გადავიღო და დავდებ აქ .აბა ღმერთს ებარებოდეთ ყველანი.გაგიმარჯოთ!

აააააი დედა მოუა როუ, ნაღდი კახელი ყოფილხარ, გენაცვალე ჯოგარში.
მაიდა გადაიღე სურათები და დაყარე...

iraklirost
ციტატა
დავტკბი კახეთით კახელი კაცი ზოგიერთი ეს სურათები kakheti.net ის საიტზე რომ დაიდოს წინაამდეგი ხომ არ იქნება ვინმე? ...

ბიჯო, შენ მაგ საიტის ადმინი ხარ? შენთან სასაუბრო მაქვს, სკაიპი ან რამე ეგეტი თუ გაქვს ჩამამატე კე:
yahoo: kommisia
msn: komisia@hotmail.com
skype: komisia_giob

Qeti
ციტატა
აუ არ გადამიტანეს ამ კახელებმა და თელაველებმა

2kiss.gif IPB-ს სურათი

izi-bartki
წინანდალი მაგარია ფრიად... ანსამბლი წინანდალი მომიკითხე, გადაეცი მაგრები ხართო wink.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Aug 10 2007, 01:40 PM

ციტატა(Qeti @ Jul 23 2007, 08:47 PM) *

აუ არ გადამიტანეს ამ კახელებმა და თელაველებმა biggrin.gif

კახეთი და თელავი სხვადასხვა ცნებაა? tongue.gif
a025.gif a025.gif




თელავი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

უფ კიდე ბევრი მაქ თელავის სურათები მაგრამ დავიღალე smile.gif
გაგრძელება მერე!!!

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 11 2007, 11:12 PM

მაგრიაააა როდის მოვა 15 აგვისტო რომ წავიდე და იგეთები გავაკეთოოოsmile.gifმაგრა მინდა მა რა ვქნა,კახელი ბალღები მემენატრნენ.ალაზანიცააsmile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 12 2007, 12:56 AM

ციტატა
ალაზანიცაა

user.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 12 2007, 02:25 AM

komisia
რა იყო ბალღო რა თავ-პირი ჩამოგტირის??ეგრე იმოქმდა ალაზანის ხსენებამ??smile.gifგეზახის არაა ჯიგარიsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifკომისიი ბიჯო კომისიია მოდი აქაოsmile.gifმამენატრეოოოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 12 2007, 01:05 PM

კახური სიმღერა არის სიყვარულით, სიტკბოებით, ჯიგრით, მადლით ბოლომდე გავსებული! თან იმდენით რომ სიმღერა ვეღარ იტევს და გადმოდის ეს მადლი და სიტკბოება და ყველას ატკბობს!

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Sep 15 2007, 01:26 AM

კახელებოოოოოო.როგორ ხაააართ...სურათები მაქვს მაგრამ როგორ დავდო არ ვიცი. user.gif ვინმე თუ მასწავლით... sad.gif mellow.gif დავდებ.

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Sep 26 2007, 03:35 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Sep 26 2007, 03:51 PM

http://imageshack.us
ესეც იყალთოს აკადემია

ძალიან დიდი სურათებია.ვერ დავაპატარავე unsure.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Sep 26 2007, 04:11 PM

http://imageshack.us


http://imageshack.us
ეს თელავია.გვთისმშობლის ტაძარია

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Oct 6 2007, 01:15 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 6 2007, 07:44 AM

უუუჰჰჰ, კახეთი მაგარია.
მიყვარს.

გაიხარეთ კახელებო. mpua.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 09:42 AM

მიყვარს ჩემი კახეთი
(გამორჩეულად)
თოხლიაური და გიორგეთი
tongue.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Oct 8 2007, 10:59 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tatia24 თარიღი: Oct 10 2007, 10:15 PM

მეც კახელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე,ულამაზესი და უსაყვარლესია,სურათები რომ ვნახე .მომენატრა და მომინდა წასვლა.განსაკუთრებით მიყვარს ეს პერიოდი კახეთში.

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Nov 8 2007, 06:17 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათითეთრი გიორგი

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 22 2007, 01:27 AM

smile.gif კახეთო ,ჩემო კახეთო შენ გენაცველე შენაო.მე ქიზიყელი ვარ,ანუ მაინც კახელი.გაიხარეთ,ყველას მოგესალმებით სიყვარულით.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Dec 11 2007, 08:30 PM

თელავი
http://imageshack.us


გრემი
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 28 2008, 10:50 PM

უჰ უჰ როგორ მომენატრე ცემო თელავოოო

მეც თელაველი ვარ აქედან გამომდინარე კახელი
მოკლედ გენაცვალეთ ჯიგარში კახელებს და მთელ საქართველოს wub.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: May 29 2008, 05:02 PM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 13 2007, 11:23 PM) *

მეზობელოოოოოო, ჭანდარში მაქვს სოფელი და ყვარელში smile.gif გაიხარე ჭანდრიდან ვის იცნობ? smile.gif

ძირკოკშიც ვარ ნამყოფი და ჭანდაარშიც.. biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D blink.gif
არადა კახელი სულ არ ვარ .. smile.gif
ალაზნის ველს რომ გადახედავ მართლა ძალიან ლამაზია..
ლაგოდეხიც ძალიან ლამაზია.. 2 დღის წინ დილით მშვენიერი ხედი იყო კავკასიონის მთა შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ სამწუხაროდ აპარატი არ მქონდა..

ხო რაც მთავარია კახელებო არ მიწყინოთ, მაგრამ რაჭასთან ახლოსაც ვერ მივა biggrin.gif
თუმცა აღსანიშნავია რომ სხვადასხვა განზომილებაა რაჭა და კახეთი.. ორივეს თავისებური სილამაზე აქვს, მაგრამ რაჭა +1 smile.gif

სიმართლე გითხრათ და კახურ ხალხურ სიმღერას არაფერი სჯობს.. ეგ მართლა საუკეთესო გაქვთ კახელებს.. თუმცა მაგაზეც შეიძლება დავა smile.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 29 2008, 07:48 PM

ციტატა(გიორგუნა_1888 @ May 29 2008, 05:02 PM) *

ძირკოკშიც ვარ ნამყოფი და ჭანდაარშიც.. biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D blink.gif
არადა კახელი სულ არ ვარ .. smile.gif
ალაზნის ველს რომ გადახედავ მართლა ძალიან ლამაზია..
ლაგოდეხიც ძალიან ლამაზია.. 2 დღის წინ დილით მშვენიერი ხედი იყო კავკასიონის მთა შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ სამწუხაროდ აპარატი არ მქონდა..

ხო რაც მთავარია კახელებო არ მიწყინოთ, მაგრამ რაჭასთან ახლოსაც ვერ მივა biggrin.gif
თუმცა აღსანიშნავია რომ სხვადასხვა განზომილებაა რაჭა და კახეთი.. ორივეს თავისებური სილამაზე აქვს, მაგრამ რაჭა +1 smile.gif

სიმართლე გითხრათ და კახურ ხალხურ სიმღერას არაფერი სჯობს.. ეგ მართლა საუკეთესო გაქვთ კახელებს.. თუმცა მაგაზეც შეიძლება დავა smile.gif biggrin.gif biggrin.gif

ხოოო რაჭა მაგარია მარა ყველა მხარეს თავის სილამაზე აქვს ასე რომ გენაცვალეთ რაჭველებსაც და მთლიანად ქართველებს და საქართველოს

........................ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 29 2008, 08:31 PM

ციტატა(6+j.anu.j.j @ May 28 2008, 11:50 PM) *

უჰ უჰ როგორ მომენატრე ცემო თელავოოო

მეც თელაველი ვარ აქედან გამომდინარე კახელი


ვაა ზემლიაკი კოფილხარ tongue.gif biggrin.gif
მეც მენატრება თელავიიი sad.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 29 2008, 08:36 PM

ციტატა(მაკუნა @ May 29 2008, 08:31 PM) *

ვაა ზემლიაკი კოფილხარ tongue.gif biggrin.gif
მეც მენატრება თელავიიი sad.gif

ტელაველი ხარ გოგო ?

ნადიკვარზხე გოგო მიდის ანგელოზებისია
ერთი კოცნისა კი არა ასი კოცნის ღირსია
რას დაეძებ რას კითხულობ ვინ არის და ვისია
თელაველი გოგო როა ისიც საკმარისია

ესეც შენ და ყველა თელაველ გოგონააას rolleyes.gif


biggrin.gif


პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 29 2008, 08:38 PM

ციტატა(6+j.anu.j.j @ May 29 2008, 09:36 PM) *

ტელაველი ხარ გოგო ?

ნადიკვარზხე გოგო მიდის ანგელოზებისია
ერთი კოცნისა კი არა ასი კოცნის ღირსია
რას დაეძებ რას კითხულობ ვინ არის და ვისია
თელაველი გოგო როა ისიც საკმარისია

ესეც შენ და ყველა თელაველ გოგონააას rolleyes.gif
biggrin.gif

თეეელაველი ვარ მაშააა biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. ჩაგეთვალა biggrin.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 29 2008, 08:46 PM

აქ შაილება კახური კილოთი ბაზარიიიი? biggrin.gif

მართლა ნეტავ ხომ არ ვაოფებ თემას?

ჯერ ორი დღისაც არა ვარ .... biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 29 2008, 08:54 PM

ციტატა(6+j.anu.j.j @ May 29 2008, 09:46 PM) *

აქ შაილება კახური კილოთი ბაზარიიიი? biggrin.gif

მართლა ნეტავ ხომ არ ვაოფებ თემას?

ჯერ ორი დღისაც არა ვარ .... biggrin.gif laugh.gif

გაიზრდები პატალა მალე ალ ინელვიულოbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ჩემსავით წლინახევრის რომ გახდები მიხვდები რომ არ ვაოფებთ laugh.gif laugh.gif

პ.ს. მგონი არ ვაოფებთ არა მოდერო? თემა კახეთზეა და ორი კახელი კახურად ვლაპარაკობთ. ოფი აქ გამორიცხულია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ingagiashvili თარიღი: May 30 2008, 02:31 AM

მოგესალმებით! კახელებო! მეც კახეთიდან ვარ!გურჯაანის რაიონიდან!ძალიან მიყვარხართ! გეფერებით და გულში გიხუტებთ ყველას! hi.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: May 30 2008, 12:26 PM

თელავი_ამ გზით დავდიოდი სკოლაში wub.gif გვირაბის ქუჩა
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 31 2008, 05:43 PM

http://www.radikal.ru


[/quote]

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 31 2008, 05:46 PM

ციტატა(შევრდომილი @ May 30 2008, 01:26 PM) *

თელავი_ამ გზით დავდიოდი სკოლაში wub.gif გვირაბის ქუჩა
http://imageshack.us


hehehe
მეც...
ეჰ რა დრო იყოოო rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: May 31 2008, 07:28 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 31 2008, 08:18 PM

ციტატა(t.d @ May 31 2008, 07:28 PM) *

http://www.radikal.ru

როგორ მიყვარს ნეკრესი ჩემი უსაყვარლესი ადგილია rolleyes.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 1 2008, 04:50 PM

ლაგოდეხი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 06:09 PM

არ მომწონს თითქოს კახეთი რომ სდუმს....თუმცა დუმილშია ამ ხალხის სიბრძნე,ესაა სიმდიდრე კახური ბუნების................კახეთი...ვინ არ ყოფილა ტყვე მისი სილამაზის,ვისაც შეუგრძვნია მისი სიდიადე?!...ხელის გულივით რომ მოჩანს
მთელი კახეთი კავკასიონიდან.ყელმოღერებული ალავერდი-წმიდა გიორგის სამკვიდრო,მუდამ რომ მფარველობს ამ კუთხეს...აქ კავკასიონსაც კახური ბუნება შეუთვისებია,მინდა ვთქვა უფრო სწორედ გა-კა-ხე- ლებულა....ალაზანი უგრილებს გულს დაუდგრომელ,მარადმბრძოლ კახეთს მაგრამ ისეთი ცივიც ვერაა ალაზანი სიყვარულით ავსებული გული რომ გაუგრილოს,ან შეძლებდა კი?...კახეთი-ვაზის სამშობლო,ღვინოც კი თავისებურია....ან კი რად არ იქნება კახური სისხლით და ოფლით გაჯერებულ მიწიდან აღმოშობილი ვაზის ნაჟური...ერთ დიდ ტაძარსა ჰგავს კახეთი,წინაპრების წმიდა საძვალეზე აგებულს,და ღმერთმა ნუ ქნას ამ ტაძარს ბზარი გაუჩნდეს....საქართველოს კარიბჭეა კახეთი,თვალმოუხუჭავად და დაუღლელად რომ დარაჯობს ღმრთისმსობლის წილხვედრ მიწას,ღმერთმა ნუ ქნას რომ ოდესმე დაიღალოს და მიერულოს.......
მდუმარეა კახეთი,მაგრამ ამ დუმილშია მისი სიბრძნეცა და სიმდიდრეც....
ღმერთო მიცოცხლე მრავალჟამიერ!

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 06:53 PM

ნახეთ რა ლამაზია.........საქართველოს მოდელია კახეთი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 09:58 PM

http://www.radikal.ru
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის დაღლილი,
არის ბებერი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვერელ ქალის სხეული.

მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ ტაძრის ალმური,
და ვიცი ახლა რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმა და სალამურიც.

მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
და ყველაფერი მგონია ჩემი
როდესაც ასე ახლოა გრემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 2 2010, 10:16 PM

თავს ევლება ვით ვაჟკაცი სატრფოს სურათს,
ალექსანდრე ჭავჭავაძის ბინდის დარი,
ზამთარშიაც ყვავილების ბაღში ცურავს,
საქართველოს მკერდის მძივი - წინანდალი !

ჩემი საყვარელი სოფელი kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif
http://www.radikal.ru

smile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 10:17 PM

მააგარია ო

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 2 2010, 10:25 PM

kinoteli

ციტატა
მააგარია ო

მა როგო biggrin.gif უუფ ეხლა ჯემალა პაპას კარგი შავი ღვინო და ჩემი ამწვანებული ეზო smile.gif როგორ მომენატრა... sad.gif

smile.gif
ეს კიდევ ჭავჭავაძეების ბაღი, არადა სად მაქვს სხვა სურათები ვეღარ ვპოულობ... sad.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 10:27 PM

როგორ არა.....როგო მომენატრა..კახელი ხარ?



კ ა ხ ე თ ი

ნეტავ რა ძალამ, რა განგებამ მოხატა აგრე
ღრმა ჭრილობებით დასერილი ძველი ტაძარი
კახეთი, ნამდვილ ქართველების ციხე-სიმაგრე
კახეთი, დიდი საქართველოს მკერდი მაგარი

ალაზნის ველში ჩამარხული ძვლების კედელი
და ზედ ნაშენი თეთრი მხრები გოლიათისა
ლექსის უდაბნო, ვარდის მხარე, ვაზის ედემი
და საწნახელში მოლივლივე ქარვის დასრესა

ალავერდის წინ ჩაჩოქილი ღრუბლების ღვარი
ბახტრიონიდან წამოსული დარდების ზვავი
ძველი ფრესკები ლეგენდები დარდის ღარები
ჩანგის ტირილი, ჩუმი სევდა და დედო ზარი

ივრის ჭალიდან აფრთხენილი ხოხბის ყივილი
გრემის კედელზე დარდის ნაზი აჩუქურთმება
ქალის თვალები, მაყვლისფერი მათი ღიმილი
ოცნება კოცნის კოცონით რომ დაითუთქება

მყვირალობისას ბეწვაშლილი ირმის ბღავილი
ყვარლის მთებიდან დაშვებული ღრუბლის ხავერდი
ჩუმად ლამაზად ამოსული მინდვრის ყვავილი
ქარის კედლებზე შელეწილი მუხის მკლავები

ნაფარეულში დაწურული ვაზის ცრემლები
კახური ღვინის გულში ლექსად შემოხეთქება
დარდმორეული დევკაცები ხელში ქვევრებით
და თეთრი ღამე სიმღერებში როგორ თენდება

აყმუვლებული მგლის ლეკვები ძველი აკვნიდან
სალი კლდეები ჯიხვის რქებზე შემომსხვრეული
შუამთის სიო, ქვის გარეჯი და ნინოწმინდა
და გოგლას ლექსით ანთებული პატარძეული

ალაზნის ტალღა მობუბუნე ილიას ხმაზე
და წინანდალში ხეტიალით დაღლილი ქარი
კახეთი, ნამდვილ ქართველების ციხე-სიმაგრე
კახეთი, დიდი საქართველოს მკერდი მაგარი!

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 2 2010, 10:28 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 2 2010, 05:09 PM) *

არ მომწონს თითქოს კახეთი რომ სდუმს....თუმცა დუმილშია ამ ხალხის სიბრძნე,ესაა სიმდიდრე კახური ბუნების................კახეთი...ვინ არ ყოფილა ტყვე მისი სილამაზის,ვისაც შეუგრძვნია მისი სიდიადე?!...ხელის გულივით რომ მოჩანს
მთელი კახეთი კავკასიონიდან.ყელმოღერებული ალავერდი-წმიდა გიორგის სამკვიდრო,მუდამ რომ მფარველობს ამ კუთხეს...აქ კავკასიონსაც კახური ბუნება შეუთვისებია,მინდა ვთქვა უფრო სწორედ გა-კა-ხე- ლებულა....ალაზანი უგრილებს გულს დაუდგრომელ,მარადმბრძოლ კახეთს მაგრამ ისეთი ცივიც ვერაა ალაზანი სიყვარულით ავსებული გული რომ გაუგრილოს,ან შეძლებდა კი?...კახეთი-ვაზის სამშობლო,ღვინოც კი თავისებურია....ან კი რად არ იქნება კახური სისხლით და ოფლით გაჯერებულ მიწიდან აღმოშობილი ვაზის ნაჟური...ერთ დიდ ტაძარსა ჰგავს კახეთი,წინაპრების წმიდა საძვალეზე აგებულს,და ღმერთმა ნუ ქნას ამ ტაძარს ბზარი გაუჩნდეს....საქართველოს კარიბჭეა კახეთი,თვალმოუხუჭავად და დაუღლელად რომ დარაჯობს ღმრთისმსობლის წილხვედრ მიწას,ღმერთმა ნუ ქნას რომ ოდესმე დაიღალოს და მიერულოს.......
მდუმარეა კახეთი,მაგრამ ამ დუმილშია მისი სიბრძნეცა და სიმდიდრეც....
ღმერთო მიცოცხლე მრავალჟამიერ!

kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif შემოგევლე !
დედა მყავს კახელი და დედის ჯიში მძალამს biggrin.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 10:31 PM

რომელი რაიონი....მეც დედით ვარ კახელი და მეც მაგრა მძალამს

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 2 2010, 10:33 PM

kinoteli

ციტატა
რომელი რაიონი....მეც დედით ვარ კახელი და მეც მაგრა მძალამს

თელავის რაიონი სოფელი წინანდალი smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 3 2010, 01:03 AM

რა ლამაზია კახეთი smile.gif

გურჯაანის სურათები დადეთ რა. მაინცდამაინც მანდ არ ვარ ნამყოფიsad.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 10:02 AM

აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა ჰააა...
აი რა გარემოშია კახური ვაზი.........ეს გურჯაანულია
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 10:18 AM

......................................................................................................
მიყვარხარ ტკბილო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო,
http://www.radikal.ru

ქვეყანა შემოვიარე
ვერ ვნახე შენისთანაო
http://www.radikal.ru

ალაზნის ტალღამ გაკურთხა
http://www.radikal.ru
იორმა პირი გბანაო
http://www.radikal.ru

ერთიან საქართველოის
დაუშრეტელო ძალაო.
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 3 2010, 10:47 AM

ციტატა(kinoteli @ Jun 3 2010, 10:18 AM) *

......................................................................................................
მიყვარხარ ტკბილო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო,
http://www.radikal.ru


ეს თუშეთის ალაზანი არაა კაცო? piqri.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 10:51 AM

http://www.radikal.ru
...................................................................................................
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 12:24 PM

დაიხე როგოთია
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 3 2010, 01:22 PM

kinoteli
კახეთის "ზღვა" biggrin.gif

რა კარგი ხარისხითაა laugh.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2010, 04:19 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 3 2010, 10:51 AM) *

http://www.radikal.ru
...................................................................................................
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!


არაჩვეულებრივი ლექსია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 05:06 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 3 2010, 09:51 AM) *

http://www.radikal.ru
...................................................................................................
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!

როგორ მიყვარს ეს ლექსი kiss1.gif
დემეწო ჯიგარი biggrin.gif
გურჯაანის ყველაწმინდა smile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 09:28 PM

კახეთში
(ნიკო გომელაური)

ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.
ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.
სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.
ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.
გუშინ შვიდნი გურჯანელნი
ვიცი, ესროლეთ შვიდთა... მაგრამა,
რომ დააცილეთ ვიცი ესეცა.
ერთხელ ესროლა ბერმა პაპამა
და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა.
შვიდჯერ რომ გითხრათ ლექსები ყველამ,
ყველა შვიდივე აცდენილია.
თავს დაგვიარა ვაჟა-ფშაველამ,
თავზე გვაწვება ზვავად ილია.
ან ვინ დაითვლის კახელ ვაჟკაცებს,
ან შედავებას ვინ გაუბედავს,
ძმებო, ასწიეთ სავსე ყანწები,
და უდღეგრძელოთ მშობელი დედა.
ამაზე რომ ვთქვათ სიტყვა თამამად,
ამიტომ გვირჩევს სუფრა თამადად.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 09:30 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 3 2010, 08:28 PM) *

კახეთში
(ნიკო გომელაური)

ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.
ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.
სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.
ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.
გუშინ შვიდნი გურჯანელნი
ვიცი, ესროლეთ შვიდთა... მაგრამა,
რომ დააცილეთ ვიცი ესეცა.
ერთხელ ესროლა ბერმა პაპამა
და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა.
შვიდჯერ რომ გითხრათ ლექსები ყველამ,
ყველა შვიდივე აცდენილია.
თავს დაგვიარა ვაჟა-ფშაველამ,
თავზე გვაწვება ზვავად ილია.
ან ვინ დაითვლის კახელ ვაჟკაცებს,
ან შედავებას ვინ გაუბედავს,
ძმებო, ასწიეთ სავსე ყანწები,
და უდღეგრძელოთ მშობელი დედა.
ამაზე რომ ვთქვათ სიტყვა თამამად,
ამიტომ გვირჩევს სუფრა თამადად.

დაასხი !!!
toast.gif opaa.gif friends.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 09:41 PM

ემსაათში biggrin.gif kiss1.gif მოიცა აბა კახეთის თემა რა თემაა სიმღერის გარეშე?
ანსამბლი "წინანდალი"
"ალუბლები"
http://www.youtube.com/watch?v=41DOXA5-YGg

'ჩუმ ბაღნარში"
http://www.youtube.com/watch?v=fi0_sAriVfQ&NR=1

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 09:45 PM

http://www.radikal.ru
.....................................................................................................



ციტატა
"ალუბლები"
http://www.youtube.com/watch?v=41DOXA5-YGg

ეს მაგარია ძაან

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 3 2010, 09:55 PM

ეს რო არ დავდო არ შემიძლია.
ჩემი სოფელი ვაჩნაძიანი(გურჯაანის რაიონი)
წმ.სამების ეკლესია
http://www.radikal.ru

და ვაჩნაძიანის ყველაწმიდა
http://www.radikal.ru

P.s.
სამების ეკლესია კლდის კიდეზეა და თითქმის ნახევარი ჰაერშია

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 10:00 PM

kinoteli
კიი ეს,ამ ანსამბლის ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერაა,შენ ისე უნდა უსმინო,ცოცხლად,უუფ სულ მართლა ჟრუანტელი მივლის ხოლმე smile.gif
აჰა ეს შენ ჩემო ალალო კახელო smile.gif
ანსამბლი ლაშარი "ჩაკრულო"

http://www.youtube.com/watch?v=4iqlkiNaE9g&feature=related


ციტატა
ეს რო არ დავდო არ შემიძლია.
ჩემი სოფელი ვაჩნაძიანი(გურჯაანის რაიონი)
წმ.სამების ეკლესია

და ვაჩნაძიანის ყველაწმიდა

ვაა მაგარიაsmile.gif მე ბევრი მყავს გურჯაანის რაიონში ნათესავები,ზეგაანში მივდივარ ხოლმე ხშირად,მანდ ერთი ულამაზესი და უძველესი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია,ახლა მონასტერია,თუ არ მეშლება მე-7,თუ მე6-ე საუკუნისაა smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 10:17 PM

ბასიანი "კახური მრავალჟამიერი"


http://bin.ge/file/1077/g-basiani---kaxuri-mravaljamieri.mp3.html

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 4 2010, 12:52 PM

ტბა ვაჩნაძიანში_'დიდწრუბელი"

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 4 2010, 01:44 PM

ეს ლაგოდეხია

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 4 2010, 02:14 PM

ვაშლოვანის ნაკრძალი
........................................................................................................
http://www.radikal.ru
.........................................................................................................
http://www.radikal.ru
.........................................................................................................
http://www.radikal.ru

ყვარელი "ჩალის ტბა"
.............................
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 4 2010, 02:27 PM

ყვარლურია

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 4 2010, 10:07 PM

კახეთის მონატრება

მხრებით დამქონდა რაც ვერ გითხარი,
ეს ტვირთი დღემდე უნდა მეზიდა,
ასე რომ მეგრძნო შენი ცისკარი,
ამოსროლილი ალავერდიდან.

შენი მთებით ვარ ასე მდიდარი,
ნისლებში შენი ზვრების რხევითა
და მოვარდნილი ლექსის გრიგალი
გაცრეცილ ფურცლებს მტაცებს ხელიდან...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 6 2010, 06:07 PM

თამარის ციხე....
......................
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 6 2010, 06:49 PM

თუ არ გინახავს ალაზნის ველი
გარშემო მთებით შემოფარგლული,
ზედ ალაზანი რომ გაწოლილა
კავკასიონის მთების ნაჟური,
თუ არ გინახავს ვაზი კახური
რქებით ერთ-ერთზე გადახლართული
არ დაგილევავ ღვინო კახური
არ გიჭამია შოთი კახური,
არა გსმენია ,, მრავალჟამიერ”
ძველი სიმღერა მამა-პაპური
მაშინ კახეთიც არა გცნობია
ბაღ-ვენახების ზვრებში ჩაფლული.
ის შენს ჭირ-ვარამს როგორ გაიგებს,
ვინაც არ იცის შენი წარსული
ბევრმა არ იცის ჩემო კახეთო
რა ტანჯვასა ხარ გადანაყარი.
ბევრჯერ გაგტეხა მტერთა სიმრავლემ,
თავს რომ გესხმოდა როგორც აფთარი
ბევრჯერ გადაწვეს შენი სოფლები
ბევრჯერ დატოვეს ნავენახარი,
მაგრამ არ გატყდა კახელი კაცი,
რკინაზედაც და ქვაზეც მაგარი
ისე აშენდა შენი სოფლები
ისევ დაიდგა გლეხმა სახლ-კარი
ისევა ხარობს ვაზი, ხეხილი
იმ ძველ ფესვებზე ამონაყარი
და შენი მიწის ყოველი გოჯი
წინაპართ სისხლით არის გამთბარი,
ახალ თაობას შენი წარსული
გადაეცემა როგორც ზღაპარი,
რა ლამაზი ხარ ჩემო კახეთო
რა ლამაზია შენი მთა-ბარი.
გაზაფხულობით ჰყვავის კახეთი
ვით პატარძალი ჯარაზე მჯდარი
მაღლიდან მთები, რომ დაჰყურებენ,
მაყრიონივით ფეხზე დამდგარი
და ალაზანიც მიდის დუდუნით
როგორც მარტოკა, მთვრალი ამქარი.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 6 2010, 08:52 PM

მინამ ფორუმში ვარ ამ თემაი არ დავაძინებ

პაპაი ოქრო...გურჯაანი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 7 2010, 05:31 PM

kinoteli
ამ თემაში შენ მარტო დაგტოვებ? kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 8 2010, 01:54 PM

biggrin.gif
http://www.radikal.ru
ნახე რა ჯიგრულად მოდის biggrin.gif
ნაღდი ალალი კახელი biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 11 2010, 02:30 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 11 2010, 02:32 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 11 2010, 01:30 PM) *

http://www.radikal.ru

გადასარევი კადრია! cool.gif wub.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 11 2010, 02:59 PM

ელია თეზბიტელის ტაძარი
http://www.radikal.ru
..........................................................
ვაშლოვანი-მიჯნისყურის შესასვლელთან მდებარე ტბა
http://www.radikal.ru
...........................................................
იორის წყალსაცავი ტახტითეფას გზაზე
http://www.radikal.ru
...........................................................
ვულკანური ტალახი
http://s003.radikal.ru/i203/1006/06/4ef3993511ff.jpg[/url][/IMG][/URL]
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
......................................................
ალაზანი მიჯნისყურესთან
http://www.radikal.ru
......................................................
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 12 2010, 07:43 PM

http://www.radikal.ru
.......................................
.......................................
აი სამოთხე თვალით ხილული_
დამწიფებული მზეში თაველი
და გოლიათი ერთი მტკაველი
კავკასიონად გადაჭიმული...

კახეთი, ჩემი ოცნების მხარე!..
შეღამებამდე ვენახის კრეფა,
შეღამებისას ნამგალა მთვარე
და ორღობეში ძაღლების ყეფა.

მერე_ღამეთა გრძელი ზღაპარი
და გახვეული ნისლში ჭალები.
სუფრა, მასპინძლის ეშხით გამთბარი,
გასათხოვარის შავი თვალები...

მოძმესთან მუდამ ტკბილი დამხვედრი,
მტერთან_მარადის დაუნდობელი,
კახეთი, ჩემი დიდი კახეთი,
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი.

მიხეილ ქვლივიძე
..............................................
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 12 2010, 08:24 PM

http://www.radikal.ru
...........................................
http://www.radikal.ru
............................................
http://www.radikal.ru
..............................................
ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jun 13 2010, 06:14 AM

ურიცხვი ვარამის მნახველები

სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,

არაპირმოთნე და საქმენაღდები,

სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.

თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,

დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,

დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,

ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.

ალაზნის ველივით დაფიქრებულები...

დამუნჯებულები სათქმელით ულევით...

მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,

აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.

თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,

მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...

ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,

ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს ყველა სურათი ყვარლის არის

არ ავინ დაიტრაბახოს სილამაზე....

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 21 2010, 07:45 PM

აწყვეტილი ღილებივით დემეფანთნენ კახელები sad.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)