IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
All Your Gods Tonight
პოსტი Dec 30 2007, 02:24 AM
პოსტი #101


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 17-November 07
წევრი № 3,194



IPB-ს სურათი


--------------------
გინდა გემო გაუსინჯო მომავალ თაობას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 9 2008, 10:47 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მართალია თუ არა?
ჩემს სამეზობლოში ყველა იმაზე საუბრობს რომ თურმე ბოკერია მისულა და პატრიარქისთვის უთქვამს რომ უნდა გადადგეთო და პატრიარქმა უარით რომ გაისტუმრა კიბეებზე დაგორებულა და ტვინის შერყევა მიუღიაო და მსგავსი შინაარსის ინფორმაციათ ვნახე ერთერთ არხზე რამდენიმე მორბენალ სტრიქონში.
მე ვერ ვიჯერებ რომ ასეთი უგუნური საქციელის ჩამდენი იყვნენ ბოკერია და მისი თანამოაზრენი.
თქვენ თუ იცით რამე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 10 2008, 12:31 AM
პოსტი #103


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მართალია თუ არა?
ჩემს სამეზობლოში ყველა იმაზე საუბრობს რომ თურმე ბოკერია მისულა და პატრიარქისთვის უთქვამს რომ უნდა გადადგეთო და პატრიარქმა უარით რომ გაისტუმრა კიბეებზე დაგორებულა და ტვინის შერყევა მიუღიაო და მსგავსი შინაარსის ინფორმაციათ ვნახე ერთერთ არხზე რამდენიმე მორბენალ სტრიქონში.
მე ვერ ვიჯერებ რომ ასეთი უგუნური საქციელის ჩამდენი იყვნენ ბოკერია და მისი თანამოაზრენი.
თქვენ თუ იცით რამე

მეც მითხრეს დღეს მეზობელმა ქალმა და ბოკერია უნახიათ სადღაც ტვ ში თუ სადღაც არ ვიცი ზუსტად მართლაც დამტვრეული იყო ... არ ვიცი რა ხდება


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 10 2008, 12:33 AM
პოსტი #104


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
თქვენ თუ იცით რამე

გაზეთ "ქრონიკაში" წავიკითხე მე, რამდენად მართალია არ ვიცი unsure.gif დედამისი არ ადასტურებს. მართალი რომ იყოს, არ გამიკვირდება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 10 2008, 12:44 AM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩვენთან ერთი მეზობელი ბიჭი მგალობელია და ამბობენ იგი შეესწრო ამ ამბავსო.არვიცი მე მაინც მიჭირს დაჯერება.თუმცა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტისგან არაფერი გამიკვირდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 10 2008, 12:54 AM
პოსტი #106


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



კარგი იქნება ჭორების დონეზე თუ არ ვილაპარაკებთ მითუმეტეს ეგეთ მძიმე საკითხზე smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 10 2008, 04:54 AM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



მე პირადად მოძღვრისგან ვიცი ეგ ამბავი და კიდევ ბევრი რამეც ვიცი მაგათზე ამიტომ არ მინდა ეგ ხალხი მთავრობაში,რადგან ჩემთვის მთავარია ეკლესიის ხმა,ის ხმა სხვა რამეს გვეუნება უკვე დიდიხანია მინიშნებით მაინც და გამგონემ უნდა გაიგოს! მარა დაეხშო ყურები საქართველოს მე მგონი...(არჩევნები დასტური)
ხო კიდევ გამაფრთხილეს არ თქვაო მაგრამ რა გამაჩერებს (სამაგიეროდ იმ ბერის სახელს არ ვიტყვი ვინც თქვა,თქვენც იცნობთ)ჩვენება ქონია (არჩევნებამდე ვიცოდი მიშას გამარჯვება) უნახავს იგივე ხელისუფლების ქმედებით როგორ ივსება საპატიმროები ხალხით,დიდი რეპრესიები გველის და სასულიერო პირები იქნებიან საკნებშიო...ჰოდა არც გამკვირვებია პატრიარქის ესოდენ გამახვილებული ყურადღება საპატიმროებზე და პატიმრების განთავისუფლებაზე.ეს ბერი წინასწარმეტყველებით არის ცნობილი უხუცესი ბერია.ეჰ კიდე კი ვიცი რაღაცეები მაგრამ მე ჩემი თავის არ მეშინია ისინი არ გავხადო მართლა მათი ინტერესიის სფერო ასე რომ არ დავასახელებ კიდებ იმ ბევრ სასულიერო პირს ვინც მიგვანიშნებს(არ იფიქროთ რომ ვინმე რაიმეს მოგვიწოდებს )


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
achoacho
პოსტი Jan 10 2008, 04:44 PM
პოსტი #108


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,495



ღმერთის არ სწამთ ამ მთავრობას არა ! sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 12 2008, 11:08 PM
პოსტი #109


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მართა

ციტატა
მე პირადად მოძღვრისგან ვიცი ეგ ამბავი და კიდევ ბევრი რამეც ვიცი მაგათზე, ამიტომ არ მინდა ეგ ხალხი მთავრობაში, რადგან ჩემთვის მთავარია ეკლესიის ხმა, ის ხმა სხვა რამეს გვეუნება უკვე დიდიხანია მინიშნებით მაინც და გამგონემ უნდა გაიგოს! მარა დაეხშო ყურები საქართველოს მე მგონი...(არჩევნები დასტური)
ხო კიდევ გამაფრთხილეს არ თქვაო მაგრამ რა გამაჩერებს (სამაგიეროდ იმ ბერის სახელს არ ვიტყვი ვინც თქვა, თქვენც იცნობთ) ჩვენება ქონია (არჩევნებამდე ვიცოდი მიშას გამარჯვება) უნახავს იგივე ხელისუფლების ქმედებით როგორ ივსება საპატიმროები ხალხით, დიდი რეპრესიები გველის და სასულიერო პირები იქნებიან საკნებშიო... ჰოდა არც გამკვირვებია პატრიარქის ესოდენ გამახვილებული ყურადღება საპატიმროებზე და პატიმრების განთავისუფლებაზე. ეს ბერი წინასწარმეტყველებით არის ცნობილი უხუცესი ბერია. ეჰ კიდე კი ვიცი რაღაცეები მაგრამ მე ჩემი თავის არ მეშინია ისინი არ გავხადო მართლა მათი ინტერესიის სფერო ასე რომ არ დავასახელებ კიდებ იმ ბევრ სასულიერო პირს ვინც მიგვანიშნებს (არ იფიქროთ რომ ვინმე რაიმეს მოგვიწოდებს )


ძალიან ცუდია რომ ასეთ სისულელეებს ვიჯერებთ. yes.gif
ვინ ბერია ასეთი და საიდან არის ცნობილი, რომ მისი სიზმრები ასეთი ზუსტი და სარწმუნოა? 003.gif მსგავსი ტიპის ლოკალურ წინასწარმეტყველებებზე იდეოლოგიის აგება შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. yes.gif როგორ შეიძლება რომელიმე კონკრეტული ბერის სიზმარზე ასე დარწმუნებით ლაპარაკი მაშინ როდესაც თვით ქრისტეანობის (ახალი აღთქმის) უმთავრესი წინასწარმეტყველური თავი იოანეს გამოცხადებები მხოლოდ VIII-IX საუკუუნებში ცნეს კანონიკურად და დღემდე არ ხდება იქიდან საკითხავების კითხვა ღვთისმსახურებზე. yes.gif გარდა ამისა სიზმრის დაჯერებისთვის თავის არიდება (კლასიკური მართლმადიდებლური ქრისტეანული დამოკიდებულება) ვრცელდება არა მარტო ერისკაცებზე არამედ სასულიერო პირებზეც... სიზმარი და სიზმრისეული წინასწარმეტყველება არასოდეს არ არის სანდო, მითუმეტეს როდესაც მისი მხილველი წმინდანი არ არის.

პატარა ისტორიულ ჩანართს მოგიყვებით... კონსტანტინოპოლში 1453 წელს (დაცემის წელიწადი) ხალხში გავრცელებული იყო ასეთი ლოკალური წინასწარმეტყველება, რომ თურქეთის ჯარები ქალაქს აიღებენ და თვით კონსტანტინე დიდის კოლონებამდე მიაღწევდნენ, შემდეგ კი ზეციდან ჩამოსული ანგელოზი კოლონასთან მძინარე ვინმე ძალიან უბრალოსა და ღარიბ კაცს თავის მახვილს გადასცემდა სიტყვებით: "აიღე მახვილი ესე და შური იძიე უფლის ხალხისათვის". მაშინ ბერძნები თურქებს ქალაქიდან განდევნიდნენ და გაქცეულთა დევნას ირანის საზღვრებამდე გააგრძელებდნენ. როგორც ვიცით წინასწარმეტყველება არ ასრულდა. უფრო მეტიც, მსგავსიც არაფერი მომხდარა - თურქმა ასკერებმა (სამხედროებმა) აია-სოფიას ჩაკეტილი კარები შეამტვრიეს, ამ წინასწარმეტყველების ასრულების იმედით იქ ჩაკეტილი ხალხი დაატყვევეს და შემდეგ მონებად გაყიდეს. yes.gif

ვინც მსოფლიოს ახალ და უახლეს ისტორიებს კარგად იცნობს ეცოდინება, რომ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებს სახელმწიფოები მათთვის სასარგებლო ფონის შესაქმნელად იყენებდნენ და მორწმუნეთა საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ეწეოდნენ ამგვარი გზით -ავრცელებდნენ წინასწარმეტყველებებს ან ხელს უწყობდნენ მის გამავრცელებლებს. II მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ავიაცია ხშირად ქალაქების თავზე ყრიდა ფურცლებს, სადაც ეწერა ნოსტრადამუსის (ფრანგი ასტროლოგის და წინასწარმეტყველის, რომლისაც ევროპაში ბევრს სჯეროდა) წინასწარმეტყველებები, რომ თითქოს ჰიტლერი გაიმარჯვებს და რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ჰიტლერის გამარჯვება უკვე გადაწყვეტილია.

დაახლოებით მსგავსი ტიპის მანიპულაციაში შემჩნეული იყო რუსეთის იმპერია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში. დღესდღეობით მართლმადიდებლობით მანიპულაციას (თვით ეკლესიის პოლიტიზაციის დონემდე) ეწევა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - ФСБ. რუსეთის სადაზვერვო სპეც. სამსახურებმა ახალი იდეოლოგია დაამუშავეს თავიანთი იმპერიალისტური და საოკუპაციო მიზნების განსახორციელებლად, რაც იმაში მდგომარეობს რომ რუსეთი მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რომელიც შესაბამისად არის დასავლური აგრესიისგან ერთადერთი მხსნელი მის გარშემო მყოფი სხვა მართლმადიდებლური სახელმწიფოების. (იგულისხმება: საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო)მზადდება წინასწარ მომზადებული იდეოლოგიის ჩანერგვა ხალხში, თუ როგორი საშინელი ანტი-ეკლესიური ხელისუფლებებია ამ სახელმწიფოებში, თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლობას ამ ქვეყნებში, პოპულარიზაცია ხდება იმ ფსევდო წინასწარმეტყველებების, რომლის მიხედვითაც ძალიან მოახლოებულია ბოლო ჟამი და რომ მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთი და მის გარშემო მყოფი სახელმწიფოები გადაურჩებიან დასავლეთის და ანტი-ქრისტეს ტერორს. რეალურად ეს ყველაფერი წარმოადგენს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჭკვიანურ და მძლავრ იმპერიალისტურ გეგმას შეაჩერონ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) აღმოსავლეთით გაფართოება, გააღვივონ პრო-რუსული იდეოლოგია აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრ სახელმწიფოებში და დაიკანონონ თავიანთი სამხედრო დანაშაულები, დე ფაქტო ოკუპირებული ტერიტორიები და სამშვიდობო ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში, და რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, საქრთველოს უძველეს მიწებზე. yes.gif

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე, რადგან რუსეთი არ აპირებს მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საკუთარი ნებით დათმობას. ცდილობს დაიკანონოს უძველესი ქართული ტერიტორიები (წმინდა ადგილებით გამორჩეული), 20 000-მდე ქართველის სიკვდილი და 300 000 ლტოლვილის უკანონოდ მიტაცებული ქონება. რუსეთს და სეპარატისტულ ხელისუფლებებს სასტიკად არ სურთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასაწყისი და რუსეთის ე.წ. "სამშვიდობო ჯარების" (სინამდვილეში დამპყრობლების) გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან NATO-ს სამხედრო დოქტრინის ფარგლებში. NATO-ს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოპ სჰეფერის განცხადებით საქართველო NATO-ს სრულფასოვანი წევრი გახდება სავარაუდოდ 2010 წლისთვის, ანუ ეს არის დროის ის პერიოდი როდესაც დასრულდება სეპარატისტული რეგიონების კონტროლი რუსეთის მხრიდან. yes.gif

დამადასტურებელი მასალა (ექსკლუზიური ოფიციალური ინფორმაცია):
IPB-ს სურათი

მას შემდეგ, რაც კრემლმა საკუთარი იმპერიალისტური გეგმების დასასრულის მოახლოება იგრძნო, მართლმადიდებლური სახელმწიფოების შეცდომაში შესაყვანად და მათი ტერიტორიების საოკუპაციოდ რუსეთის ФСБ-მ მიზნად დაისახა საქართველოში ანტი-დასავლური და ანტი-NATO-ური კამპანიის გაჩაღება, რისთვისაც მიმართა ყველაზე ნაძირლურ და ვერაგულ მეთოდს გამოიყენოს ერთმორწმუნეობა და მართლმადიდებელი ეკლესიით მანიპულირება, რაც გულისხმობს დასავლური ორიენტაციის ხელისუფლების შეძულებას, მისგან ეკლესიის მტრის ხატის შექმნას, შესაბამისი აზროვნების დანერგვას მართლმადიდებლებში, ფსევდო წინასწარმეტყველებების მხარდაჭერას, გავრცელებას და ცალკეულ შემთხვევებში შეთხზვასაც კი, რომელთა მიხედვით საქართველოში არსებული ხელისუფლება ეკლესიის დევნას დაიწყებს, სასულიერო პირების რეპრესიებს და სისხლს მოიტანს. მართლმადიდებელ ადამიანებში ასეთი აზროვნების და ასეთი ნაწინასწარმეტყველები მომავლის მოლოდინის განმტკიცების შედეგად შეეცდება მოახდინოს მძლავრი დარტყმა დასავლეთზე და NATO-ზე, მოტყუებული ქართველი ხალხის მეშვეობით, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს დაამუხრუჭოს საქართველოს გამთლიანება, დაიკანონოს ჩვენი ტერიტორიები და დააბრუნოს საქართველო ტოტალიტარული მოსკოვის ორბიტაზე.

მსგავსი ტიპის საქმეების განსახორციელებლად ერთმანეთში თანამშრომლობა დაიწყეს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.

ციტატა:

Representing Patriarch Alexy II, Bishop Amvrosy of Bronnitsy delivered the relics of St. Alexander Nevsky and offered the Church’s greetings on the occasion of the resumption of strategic air patrols against NATO. The ceremony at St. Elijah’s Chapel in Moscow is the most recent example of the Russian Orthodox Church’s close association with the nationalist policies of President Vladimir Putin.

პატრიარქ ალექსი II წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ამბროსი ბრონიცისამ ჩაასვენა წმინდა ალექსანდრე ნეველის ნაშთები და განაცხადა, რომ ეკლესია მიესალმება სტრატეგიულ (იგულისხმება ატომური ბომბდამშენებით) პატრულს NATO-ს წინააღმდეგ. ცერემონია წმინდა ელიას (წინასწარმეტყველი) ტაძარში, მოსკოვში არის უახლესი მაგალითი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მჭიდრო კავშირისა პრეზიდენტ პუტინის ნაციონალისტურ დოქტრინასთან.

ციტატა:

The air force leader stated all of Russia’s strategic bombers had been blessed by the Church. “When the aircraft is named, they bless her."

საჰაერო ძალების ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა სტრატეგიული ბომბდამშენი იკურთხა ეკლესიის მიერ. "როდესაც სამხედრო თვითმფრინავს სახელი მიენიჭება, მასაც აკურთხებენ."

ციტატა:

On Aug 8 a Russian Tu-95 ‘Bear’ bomber over flew the US naval base on the Pacific island of Guam, prompting a scramble by US fighters from the Seventh Fleet to escort the bomber out of US air space. While on Aug 17, two Typhoon fighters from RAF Coningsby in Lincolnshire intercepted and shadowed a ‘Bear’ detected by early warning radar over the North Sea.

8 აგვისტოს (იგულისხმება გასული 2007 წელი) რუსეთის ბომბდამშენმა Tu-95 იგივე "დათვი" (რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკურთხა) გადაუფრინა აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ბაზას წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე, მოუხდა პოზიციური ბრძოლა აშშ-ს გამანადგურებლებთან მეშვიდე საჰაერო ფლოტიდან, რომლებმაც გამოაძევეს ბომბდამშენი აშშ-ს კუთვნილი საჰაერო სივრციდან. ასევე 17 აგვისტოს ორმა მოიერიშე გამანადგურებელმა სამეფო საჰაერო ძალებიდან (იგულისხმება ბრიტანეთი), კონინგსბიდან გზა გადაუჭრა ლინკონშირში და უკან დაახევინა "დათვს", რომელიც აღმოაჩინა ადრეული გაფრთხილების რადარმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი ატომური ბომბდამშენი ამერიკულ გამანადგურებლებთან პოზიციური ბრძოლისას ანტი-NATO-ური პატრულირების ფარგლებში, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. (ექსკლუზიური ფოტოსურათი)
IPB-ს სურათი

ციტატა:

In addition to the Long Range Air Force, St. Alexander Nevsky is the patron saint of the FSB, Russia’s internal security service and successor to the KGB.

გარდა გრძელ მანძილებზე მოქმედი საჰაერო ძალებისა, წმინდა ალექსანდრე ნეველი გამოცხადდა ФСБ-ს , რუსეთის (შიდა) უშიშროების ფედერალური სამსახურის მფარველ წმინდანად, რომელიც წარმოადგენს KГБ-ს სამართალმემკვიდრეს.

გარდა უშუალო სამხედრო ძალების მხარდაჭერისა NATO-ს წინააღმრდეგ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობენ იდეოლოგიურადაც, ანტი-NATO-ური და ანტი-მედასავლეთე ხელისუფლებების პროპაგანდაში, რისთვისაც იყენებენ ზემოთხსენებულ მეთოდებს. მათი მხარდაჭერა უკრაინაში ჰქონდათ რადიკალურად ანტი-დასავლურ მოძრაობებს და პოლიტიკურ პარტიებს, რაც დემონსტრაციებში გადაიზარდა.

რუსი სამღვდელოების მიერ მხარდაჭერილი დემონსტრაციას გადარჩენილი პლაკატები. (ყირიმი, უკრაინა)
IPB-ს სურათი

ძალიან გთხოვთ ნუ ავყვებით უსაფუძვლო წინასწარმეტყველებებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოსალოდნელი საშინელი რეპრესიების შესახებ სასულიერო პირთა მიმართ, ეკლესიების მოსალოდნელი უპრეცენდენტო რაოდენობით ნგრევის შესახებ და საერთოდ საქრთველოში სარწმუნოების ტოტალური დევნის და უბედური წლების დადგომის შესახებ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ნუ ხდება მათგან სარწმუნოების დაუძინებელი მტრის ხატის შექმნა, მათი გაიგივება მასონების (დასავლეთის) მიერ "ხელდასხმულ" ანტი-ქრისტეს იდეოლოგიის მქონე ადამიანებთან, რომლებიც თითქოსდა საქართველოში მართლმადიდებლობის საბოლოოდ ამოსაძირკვად არიან მოსული და რომ თითქოს ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებებით დასტურდება. ძალიან არ მინდა, რომ ამ ფანატიკური იდეოლოგიის საფუძველზე მიზანმიმართული სიცრუის მსხვერპლი გავხდეთ და ჩვენდა უნებურად საქართველოს მტრების წისქვილზე დავასხათ წყალი. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 13 2008, 12:11 AM
პოსტი #110


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
უდავოდ გასათვალისწინებელია

ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა კიდევაც რუსეთის დადებით როლზე მართლმადიდებლობისათვის, რომ არა ის საშინელი, არაადამიანური და მასობრივი დანაშაულები სწორედ რომ მართლმადიდებლური სახელმწიფოების მიმართებაში, ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ იცხოვრონ რუსეთისაგან დამოუკიდებლად

საშინელებაა იმპერიალიზმი, ხოლო ორჯერ საშინელებაა - როცა ხდება რელიგიის გამოყენება იმპერიალისტური იდეოლოგიის განსამტკიცებლად

რას ემსახურება ამდენი მომრავლებული "წინასწარმეტყველება"? მათ ყველას თითქმის ერთი ლაიტმოტივი გასდევს - გამოიკვეთოს რუსეთის როლი მართლმადიდებლობის დაცვაში! (?) ხოლო როდესაც მათ გადავხედავთ, რეალურად ისინი ემსახურებიან არა ადამიანთა უფლამდე მიყვანას (რაც უნდა იყოს წინასწარმეტყველების მიზანი და ფუნქცია), არამედ - ადამიანთა რუსეთამდე მიყვანას dry.gif

ამიტომ, გავფრთხილდეთ....... yes.gif smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 13 2008, 01:22 AM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



--------------------

გიორგი
შენი პოსტი გაფიცებ ყველაფერს ადეკვატური თუა ჩემს ფოსტთან?
ან იმპერია რა შუაშია ან ნატო ან კიდევ თვითმფრინავები? ან სასულიერო პირების დადანაშაულება იპერიალიზმის აღმშენებლობაში? შენ მართლა გგონია რომ მარტო მიშაა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი? ნატოზე სხვა დროს ვისაუბროთ შენი აზრები მართლა მაიმტერესებს მაგ საკითხზე.
ხო კიდე ანტიქრისტე ვინ ახსენა ან მასონები?ან რა გგონია მე მასეთ სასულიერო პირებს ვიცნობ?ან საერთოდ არსებობენ მასეთები? მე არსად მინახავს და თქვენ სად პოულობთ ამ "მოაზროვნე" ბერებს მსგავს აზრებს რომ უნერგავენ მრევლს?

კანონისტი
არ გეწყინოთ მაგრამ ამდენი ზღაპრების და რაღაც "გვარამიას"მსგავსი დოკუმენტური მასალების შექმნას ერთი საპატრიარქოს განცხადება დაგედო(იცი ხოლმე შენ მოძიება)ბოკერიას ვიზიტზე რომ გააკეთეს და ეს ხალხიც გაჩერდებოდა და გაიგებდა სუყველა ჭორი რომ იყო,ან რუსეთი რა შუაშია ან ნატო და ეს მასალა რაც გიორგიმ დაგვიდო,(უწვალია ძალიან, მეტი კი არაფერი) tongue.gif biggrin.gif tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 13 2008, 01:30 AM
პოსტი #112


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მართა

ციტატა
შენი პოსტი გაფიცებ ყველაფერს ადეკვატური თუა ჩემს ფოსტთან?

კი, იმ ნაწილში სადაც გეუბნები, რომ შენს მიერ დაწერილი წინასწარმეტყველება უსაფუძვლოა. yes.gif
ციტატა
ან იმპერია რა შუაშია ან ნატო ან კიდევ თვითმფრინავები? ან სასულიერო პირების დადანაშაულება იპერიალიზმის აღმშენებლობაში?

გარდა უშუალოდ შენს მიერ მოყვანილი წინასწარმეტყველებისა მე კომენტარი გავუკეთე ზოგად მიზეზებს თუ რის საფუძველზე ხდებოდა და ხდება რელიგიით და წინასწარმეტყველებებით მანიპულირება. NATO-ც, ნაკურთხი თვითმფრინავებიც, რუსული იმპერიალიზმიც და კიდევ მრავალი სხვა ფაქტი ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ეს საკმაოდ გარკვევით წევრია.
ციტატა
შენ მართლა გგონია რომ მარტო მიშაა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი?

არსებულ ქართულ პოლიტესტაბლიშმენტში უკონკურენტოდ. yes.gif
ციტატა
ხო, კიდე ანტიქრისტე ვინ ახსენა ან მასონები?

ყველაფერს შენს თავზე ნუ მიიღებ, ეს ზოგადი პოსტი იყო, რომელიც საერთოდ ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზეზებს მიმოიხილავდა სხვადასხვა მასალებზე დაყრდნობით, რომელიც საკმაოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
ციტატა
ერთი საპატრიარქოს განცხადება დაგედო (იცი ხოლმე შენ მოძიება) ბოკერიას ვიზიტზე რომ გააკეთეს

IPB-ს სურათი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას საპატრიარქოში ინციდენტი შეემთხვა.

გიგა ბოკერიას მტკიცებით, იგი საქართველოს პატრიარქს არ შეხვედრია და შესაბამისად, მისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ უთხოვია.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირების მცდელობაა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ბოლო თვეებში ბატონი გიგა ბოკერია საერთოდ არ სწვევია საპატრიარქოს და ინფორმაცია, თითქოს ბატონ გიგა ბოკერიას რაღაც ინციდენტი შეემთხვა საპატრიარქოში, არ შეესაბამება სინამდვილეს.


საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული იხილე აქ

P.S. ანდა რა საჭირო იყო საპატრიარქოს განცხადება... რის ინციდენტი, რა პატრაირქს ხელი გაარტყაო და კიბეებზე დაგორდაო... ამ ჭორის გამვრცელებელი საქართველოს მტერია, დამჯერებელი კი - სულელი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 13 2008, 02:13 AM
პოსტი #113


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



გიორგი
ციტატა

ამ ჭორის გამვრცელებელი საქართველოს მტერია,

yes.gif yes.gif
ციტატა


დამჯერებელი კი - სულელი...

no.gif no.gif იმ ადამიანისგან რომელიც, ეკლესიის დანგრევას უწოდებს კანონიერს, და სხვა მრავალს, არარის გასაკვირი ეგეთი რამ რომ იკადროს, და ჭორი რომელიც ვრცელდება მას საზოგადოების უმრავლესობა, ჰაერზე მოტანით არ იჯერებს ისევე როგოროც ახლა არ დაიჯერებს მიშა ანტი ქრისტე იქნებაო, ანუ არ უნდა მისცე საფუძველი თუნდაც მცირეოდენი ეჭვი გამოიწვიოს საზოგადოებაში
და კიდევ ჩემი თხოვნა იქნება, მარტო ერთ მხარის ცუდს ნუ აფასებს შეაფასე მერე მხარეც, მიუხედავად არის თუ არა ის მართლმადიდებელი ქვეყანა და ა.შ


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 13 2008, 02:28 AM
პოსტი #114


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



შოთაძე
ციტატა
იმ ადამიანისგან რომელიც, ეკლესიის დანგრევას უწოდებს კანონიერს, და სხვა მრავალს, არარის გასაკვირი ეგეთი რამ რომ იკადროს

ცხადია ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჯერ ერთი ბოკერიას არ უთქვამს კანონიერად დაინგრა ეკლესიაო, მერეც მეორე ის შენობა არ იყო ეკლესია, ტაძარი მას შემდეგაა ტაძარი, რაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი (და არა საძირკველი, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც შეიძლება აკურთხო). იქ მშენებლობისას მუშები სიგარეტს ეწეოდნენ. yes.gif ისე რაც შენ თქვი ეგეც რომ მომხდარიყო არავითარ საფუძველს არ იძლევა, რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და თანც რომ იქვე დაგორდა კიბეებზე ამის გამო. ძალიან ბავშვური ჭორია და ნამდვილად დაუჯერებელია. დეტალების და ნიუანსების კარგი ცოდნაა საჭირო, რომ გაიგო რომ შეუძლებელია ბოკერიას ის მოთხოვნები წაეყენებინა საპატრიარქოსთვის, როგორც ეს ამ ბინძურ ჭორში გაავრცელეს.
ციტატა
ჭორი რომელიც ვრცელდება მას საზოგადოების უმრავლესობა, ჰაერზე მოტანით არ იჯერებს ისევე როგოროც ახლა არ დაიჯერებს მიშა ანტი-ქრისტე იქნებაო

მთელი საზოგადოება არა, მაგრამ ხალხის გარკვეული კატეგორია ხშირად აბსურდებს იჯერებს. yes.gif
ციტატა
და კიდევ ჩემი თხოვნა იქნება, მარტო ერთ მხარის ცუდს ნუ აფასებს შეაფასე მერე მხარეც, მიუხედავად არის თუ არა ის მართლმადიდებელი ქვეყანა და ა.შ

ნუ, ამაზე უკვე გითხარი, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს და რასაც სამომავლოდ უმზადებს იმას ანალოგი არ გააჩნია. yes.gif ცხადია ინტერესები ყველა სახელმწიფოს აქვს საქართველოს მიმართ, დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ 20 000 მოკლული ქართველი, 300 000 უსახლკარო, ფაქტიურად ანექსირებული ჩვენი ტერიტორიები (დაახლოებით 11 000 კვადრატული კილომეტრი) ყველაფერზე მეტყველებს. მსგავსი ნაძირლობა და მტრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია საქართველოს წინააღმდეგ და არც აპირებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 13 2008, 02:51 AM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მთავარია ჩვენ გავხდეთ ღირსი უფლის წინაშე და ვერც რუსეთი შეგვიშლის ხელს და არც ნატოს დახმარება დაგვჭირდება ჩვენი ტერიტორიული ერთეულების დაბრუნების საქმეში.
როგორც ნათქვამია შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო და თუ კარგი ურთიერთობა არ გვექნება ერთმორწმუნე მეზობლის ჯანსაღ ნაწილთან მითუმეტეს ვერ გვექნება სხვებთან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 13 2008, 02:58 AM
პოსტი #116


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



გიორგი
ციტატა



ცხადია ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჯერ ერთი ბოკერიას არ უთქვამს კანონიერად დაინგრა ეკლესიაო, მერეც მეორე ის შენობა არ იყო ეკლესია, ტაძარი მას შემდეგაა ტაძარი, რაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი (და არა საძირკველი, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც შეიძლება აკურთხო). იქ მშენებლობისას მუშები სიგარეტს ეწეოდნენ. yes.gif ისე რაც შენ თქვი ეგეც რომ მომხდარიყო არავითარ საფუძველს არ იძლევა, რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და თანც რომ იქვე დაგორდა კიბეებზე ამის გამო. ძალიან ბავშვური ჭორია და ნამდვილად დაუჯერებელია. დეტალების და ნიუანსების კარგი ცოდნაა საჭირო, რომ გაიგო რომ შეუძლებელია ბოკერიას ის მოთხოვნები წაეყენებინა საპატრიარქოსთვის, როგორც ეს ამ ბინძურ ჭორში გაავრცელეს.
მთელი საზოგადოება არა, მაგრამ ხალხის გარკვეული კატეგორია ხშირად აბსურდებს იჯერებს. yes.gif

მე თვითონ მაქვს მოსმენილი, კანონიერად დაინგრაო, და მეორე შემთხვევაში გეთანხმები რო არ შეიძლება ჭორი გავრცელდეს განსაკუთრებით ეკლსიის მიმართებაში, და კიდევ ეგეთი სახელი არ უნდა ქონდეს და არც არავინ დაიჯერებს თუნდაც ნაკლებად მცოდნე, ყველას სულელს ვერ უწოდებთ ვინც დაიჯერა


ციტატა

ნუ, ამაზე უკვე გითხარი, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს და რასაც სამომავლოდ უმზადებს იმას ანალოგი არ გააჩნია. yes.gif ცხადია ინტერესები ყველა სახელმწიფოს აქვს საქართველოს მიმართ, დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ 20 000 მოკლული ქართველი, 300 000 უსახლკარო, ფაქტიურად ანექსირებული ჩვენი ტერიტორიები (დაახლოებით 11 000 კვადრატული კილომეტრი) ყველაფერზე მეტყველებს. მსგავსი ნაძირლობა და მტრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია საქართველოს წინააღმდეგ და არც აპირებს.


არ მინდა რო რუსეთის დამცველი ვიყო პირიკით რუსეთიც ცუდი არის, მაგრამ ამერიკაც არანაკლებია,
ამერიკა თითქმის ებრძოლება ნახევარ მსოფილიოს და ომს რო თავი დავანებოთ საქართველოს მიმართებაში ის საქართველოს მტერი ჩემის აზრით არის იდეოლოგიურად, და ყველაზე ცუდი ეგ არის , იმიტო რო იარაღით ქართველს ვერასდროს დააჩოქებ მას მხოლოდ სულიერად თუ შეძლებ და ეს საკმაოდ კარგად იცის ამერიკამ, რუსეთი საქართველოს იარაღით ებრძოდა და როდესაც იდეოლოგიურად ებრძოდა მაშინ ის კვალი მაინც ყოველთვის ქონდა როცა თავიდანვე შემოვიდნენ საქართველოში და ამერიკა კიდე მეგობრად შემოვიდა თავიდანვე, და საქართველოს მეგობარი არასდროს ყოლია ყველა ქვეყანა ცდილობდა მასზე ბატონობას მაგრამ არ გამოდიოდათ და ეგეთი ბროძოლა არის დახვეწილი
მემგონი ხვდები რა რასაც ვამბობ, ღრმად იმიტომ არ მინდა შევიდე რო მერე დავიბანები და ეგ არ მინდა რო მოხდეს smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 13 2008, 05:31 AM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



გიორგი
არ გეწყინოს მაგრამ მეცინება..
.
ციტატა
კი, იმ ნაწილში სადაც გეუბნები, რომ შენს მიერ დაწერილი წინასწარმეტყველება უსაფუძვლოა

მე ჯერ არ დამიწყია წინასწარმეტყველება tongue.gif
ციტატა
ხდება რელიგიით და წინასწარმეტყველებებით მანიპულირება

ხო კი და აგენტიც ვარ ამ მანიპულაციების სულისჩამდგმელი tongue.gif
ციტატა
არსებულ ქართულ პოლიტესტაბლიშმენტში უკონკურენტოდ.

ხო კი მისი გაქანება გასცდა საქართველოს მასშტაბებს,უკვე მსოფლიო პოლიტიკის ამინდს ქმნის tongue.gif
ციტატა
ანტი-დასავლური პროპაგანდის

სადაა ანტიდასავლური პროპაგანდა რომელიმე ჩემს პოსტში? შენ რავა მთლად მიშიკოს დამგვანებიხარ ყველა დასავლეთის მტერი გგონია? tongue.gif
განცხადების დადებისთვის კი დიდი მადლობა ეგ იყო მთავარი აბა ნატო და თვითმფრინავები რა შუაში იყო მაინც ვერ ვხვდები... g.gif 003.gif
კაი ახლა ბოკერიას დამოკიდებულება +რამიშვილის უკვე ბაგა-ბაღის ბავშვებმა იციან! და საერთოდ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით....
ოღონდ თუ კაცი ხარ იმ თვითმფრინავებს და რაცხა მაგნაირებს ნუღარ დადებ გამისკდა გული საბრძოლო პოლიგონზე მეგონა თავი... tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 13 2008, 03:01 PM
პოსტი #118


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მართა
ციტატა
არ გეწყინოს მაგრამ მეცინება...

არ იყო საჭირო ამის აღნიშვნა. no.gif მეც მეცინება ხოლმე შენს პოსტებზე, მაგრამ ზოგს არც ვეხმაურები და უარყოფით დამოკიდებულებასაც არ ვაფიქსირებ ხოლმე, არც ახლა ვაპირებდი რაიმეს, უბრალოდ შენს მიერ გაკეთებული ზემოთხსენებული პოსტი, რომელიღაც ბერის წინასწარმეტყველების შესახებ ვიღაცას დაუკოპირებია forum.ge-ს პოლიტიკურ განყოფილებაში და მიდიოდა "კაიფი", სიცილ-ხარხარი და ლაზღანდარაობა, იქმნებოდა შთაბეჭდილება და იმიჯი (არც თუ უსაფუძვლოდ) რომ ამის დამწერი და მართლმადიდებლების დიდი ნაწილი ან ფანატიკოსია ან სულელი. yes.gif ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ ფაქტით და უბრალოდ დავაფიქსირე პოზიცია, რომელიც უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელს მაგნაირი ლოკალური წინასწარმეტყველებების მიმართ.
ციტატა
მე ჯერ არ დამიწყია წინასწარმეტყველება tongue.gif

რატომ შაყირობ? rolleyes.gif შენც ძალიან კარგად იცი, რომ მე არ მგონებია, რომ შენ თვითონ დაიწყე წინასწარმეტყველება, მაგრამ ის "ჩვენება", რომელიც ვიღაც ბერს ჰქონია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს yes.gif ეს სასაცილო სულაც არაა.
ციტატა
ხო კი და აგენტიც ვარ ამ მანიპულაციების სულისჩამდგმელი tongue.gif

ზედმეტი თვითგვემაა. მე შენთვის არ მითქვამს რომ ან აგენტი ხარ ან მანიპულაციების სულის ჩამდგმელი-თქო, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გჯერა ხოლმე იმათი ვინც ამგვარ მანიპულაციებს ეწევა რელიგიით. yes.gif თუ ეს შენთვის სასაცილოა და მზად ხარ ამგვარი მინი-წინასწარმეტყველებები დაიჯერო მაშინ საუბრის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონია...
ციტატა
ხო კი მისი გაქანება გასცდა საქართველოს მასშტაბებს, უკვე მსოფლიო პოლიტიკის ამინდს ქმნის

მართალი გითხრა ეს სატირა კარგად ვერ გავიგე, მე რა გითხარი და შენ რას მპასუხობ, მაგრამ მიშას თავი დავანებოთ, აქ მთავარი რომელიმე პოლიტიკოსის დაცვა კი არ არის, არამედ ფსევდო მართლმადიდებლურ ხაფანგში თავის არ ჩაყოფა.
ციტატა
სადაა ანტიდასავლური პროპაგანდა რომელიმე ჩემს პოსტში? შენ რავა მთლად მიშიკოს დამგვანებიხარ ყველა დასავლეთის მტერი გგონია?

მე მგონი ეგ საკმარისზე კარგად იყო ახსნილი იმ პოსტში. ან ვერ იგებ, ან არ გინდა გაიგო.
ციტატა
განცხადების დადებისთვის კი დიდი მადლობა ეგ იყო მთავარი აბა ნატო და თვითმფრინავები რა შუაში იყო მაინც ვერ ვხვდები...

ყველაფერი შენ არ გეხება-თქო, ეგეც გითხარი. NATO და თვითმფრინავები პირდაპირ კავშირშია კრემლის იდეოლოგიურ ბრძოლასთან საქართველოს წინააღმდეგ მართლმადიდებლობის სახელით. დეტალები ზემოთ წერია... yes.gif
ციტატა
კაი ახლა ბოკერიას დამოკიდებულება + რამიშვილის უკვე ბაგა-ბაღის ბავშვებმა იციან! და საერთოდ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით....

"ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით" - აი, ეს სიტყვები ღუპავს ყველაფერს, რადგან როგორც წესი ხალხის უმეტესობამ თითქმის არაფერი არ იცის და არა მარტო პოლიტიკაში... ბევრ სხვა რამეშიც. აი, მაგალითად ბოკერიას სულ სხვა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან და რამიშვილს სულ სხვა. აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან, ისე ორივე ათეისტია... მეც მყავს ათეისტი და არა ეკლესიური მეგობრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პატრაირქს ხელს გაარტყამენ. საპატრიარქომაც დაადასტურა რომ ეს ჭორი იყო და რადგან ჭორი იყო ესე იგი ვიღაცამ მოიგონა და შემდეგ გაავრცელა yes.gif ყველამ გავიგეთ, რომ ეს ჭორი ტყუილია, მაგრამ თუ დაინტერესებულხარ ვინ დგას ისეთი ბინძური ჭორის უკან, როგორიცაა პატრიარქის ფიზიკური შეურაცხყოფის დაბრალება ადამიანზე?
ციტატა
ოღონდ თუ კაცი ხარ იმ თვითმფრინავებს და რაცხა მაგნაირებს ნუღარ დადებ გამისკდა გული საბრძოლო პოლიგონზე მეგონა თავი...

მართლაც საბრძოლო პოლიგონზე ხარ (ვართ)... ოღონდ იდეოლოგიური ბრძოლის პოლიგონზე, რასაც მართლმადიდებლობის სახელით პროვოცირება ჰქვია. ეს პოსტი არ ისახავდა კონკრეტული პიროვნებების დაცვას ან ლანძღვას მიზნად, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი მარტო ბოკერიას მიმართ შეთითხნილი ცილისმწამებლური ჭორის წარმომავლობით დაინტერესდებოდა, ერის სულიერი ლიდერის ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ საშინელი ცრუბრალდებაა?! თუმცა თავი დავანებოთ ბოკერიას, ეს თემა მე არ წამომოიწევია წინა პლანზე, კონკრეტულ პიროვნებებს შევეშვათ, საუბარი არის გაცილებით ცუდ რაიმეზე, რაც იმაში მდგომარეობს რომ სერიოზული გარე ძალა მანიპულირებს ქართველი მართმადიდებლების რელიგიური გრძნობებით, იგონებს უბინძურეს ჭორებს, ხელს უწყობს ფსევდო ჩვენებების და წინასწარმეტყველებების გავრცელებას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მტრობას. მეტი გარკვევით წერა მე არ შემიძლია და თუ კიდევ ვერ გაიგე მაშინ ჯობია შევწყვიტოთ საუბარი. smile.gif


შოთაძე
აშშ-ზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეგრე არ არის შენ რომ წერ. აშშ-ს გამოყენება საქართველოს სასიკეთო მრავალი საქმისთვის შეიძლება, ამას ვერ ვიტყვით რუსეთზე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 13 2008, 06:26 PM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მხოლოდ ერთს დავსძენ, სხვა არაა ჩემი საქმე :

სანამ რუსეთს,ამერიკას ან რომელიმე სხვა ჩრდილო და დასავლურ ქვეყანას ანტი-"საქართველობაში" დავადანაშაულებთ, კარგად დაფიქრდით, ვინ დგას ამ ქვეყნების უკან და ვინ სარგებლოს იმ ხალხთა სახელით, არცერთ მათგანს რომ თავად არ მიეკუთვნება ... და იქნებ ეგ არასაჭირო ფრუსტრაციაც ნელნელა განელდეს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2008, 07:29 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჰო აბა ნატოში როგორც კი შევალთ ეგრევე აფხაზეთს და სამაცაბლოს მოგვართმევენ... ისტორიულად ასეთი რამე სადმე მომხდარა ?

ირანთან ომს რომ დავიწყებთ ნატოს წყალობით მაგაზე რატომ არავინ ფიქრობს, - თან ამერიკის სამხედრო დოქტრინაში ირანი კი არა ჩინეთი მოიაზრება მთავარ მიზნად...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 12:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი