IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ
marine
პოსტი Dec 4 2017, 12:21 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულის უნიკლურობა იმაში მდგომარეობას, რომ მას, სხვა ენათა მსგავსად, არ გააჩნია მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი. ვწერთ ისე, როგორც ვმეტყველებთ. არ ვხმარობთ დიდ ასოებს და კითხვა "ვინ" დაესმის მხოლოდ ადამიანს.

თუკი ძველბერძნული და ლათინური მკვდარი ენებია, და დღეს ამ ენაზე ნათქვამს ვერც ბერძენი გაიგებს და ვერც იტალიელი, თუ ღრაბანის [ძველი სოხური ენა] ენა აღარ ესმის თანამედროვე სომეხს, ჩვენი ენა იმითაა ღირებული და გამორჩეული, რომ v საუკუნეში დაწერილ "შუშანიკის წამებას" XXI საუკუნეშიც უპრობელმოდ ვკითხულობთ და მშვენივრად ესმით მისი შინაარსი სკოლის მოსწავლეებსაც კი".

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.6/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 08:46 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნეში, ქართული ენა კვლავ დადგა საფრთხის წინაშე. საბჭოთა მთავრობას სურდა ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა რუსული ყოფილიყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მწერალმა ნოდარ დუმბაძემ მოსწრებულად თქვა: "აწი, ძამა, ქართულ ენას ერთმანეთს თუ გამოვუყოფთ, თვარა სხვა არაფერში გამოგადგებაო".

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.6/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2017, 09:19 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"24 წლის ვიყავი, როცა ახმედ მელაშვილმა თურქეთში ჟურნალი შემოიტანა, სადაც დაბეჭდილი იყო ქართული ანბანი, აქედან გავიკვეთე ქართული ".

/ისა ალთუნი (სოსო წითლაძე)
"კარიბჭე" N26, 2017, გვ.12/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2018, 09:09 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სტელები

"1985 წლის ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი საუკუნის შემდეგ, პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი".

1984 წლის მიწურულს, არაგვის მარცხენა შენაკადის ნოკორნის ხევის სათავესთან, ტყით დაბურულ მთაზე, სოფელ დავათის ღვთისმშობლის სახატო ნაგებობათა ნანგრევეში, ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს.

ერთ სტელაზე მთავარანგელოზებს ხელთ თევზი უპყრიათ (თევზი მაცხოვრის ძველქრისტიანული სიმბოლოა), რომლის ტანზეც, თითქოს ქერცლიაო, შვიდ მწკრივადაა გამოყვანილი დაქარაგმებული ქართული ასომთავრული ანბანი. თევზი თავით ქვემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად უფლის მეორე მოსვლაზე მიანიშნებს.

მეცნიერთა ნაწილმა დავათის სტელა და ღირსი მამის, იოანე-ზოსიმესეული საგალობელი "ქებაი და დიდებაი" ერთმანეთს დაუკავშირა და არცთუ უსაფუძვლოდ - მათი აზრით, ისინი ერთსა და იმავე პერიოდში - IV საუკუნის II ნახევარშია შექმნილი.

ზოგი მათსავე რკალს მიაკუთვნებს VI საუკუნის ბრდაძორის სტელას, სადაც მთავარანგელოზებთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეცაა გამოსახული. აქ მთავარანგელოზი მიქაელი სამყაროს უფლის მეორედ მოსვლას საყვირით ამცნობს".

/"თქვენი" N31, 1 ნოემბერი - 10 ნოემბერი, გვ. 204/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2018, 09:49 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ენავ - წყაროო ლიკლიკაო,
ენავ ქართულო,
ჩუქურთმასავით ჩახვეულო
და ჩახლართულო,
კეთილხმოვანო, მოგალობევ -
ღმერთების ხმაზე,
ამოტვიფრულო - გულზე,
სულზე, ხეზე და ქვაზე!
აღმატებულად მშვენიერი
შენ ხარ საუნჯე,
ხან იადონის ხმით გვამღერებ,
ხანაც გვამუნჯებ.
ასე მდიდარი, ასე ლაღი,
ლამაზი ასე,
მაბედნიერებ, მაამაყებ,
წყალობით მავსებ!

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2018 - 08:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი