წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი? |
მოყვასი |
Feb 27 2009, 04:05 PM
პოსტი
#1
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
"ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი?
რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?" - იგავნი სოლომონისა.- თავი 30. "რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება". - რომაელთა მიმართ 10:13. რომელ სახელზეა საუბარი? მოდით დავაზუსტოთ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
კანონისტი |
Feb 27 2009, 04:43 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მოყვასი
ღვთის სახელი (და არა მხოლოდ "იეჰოვა") ამასვე გვასწავლის მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა. საინტერესო დეტალი: ეს მცნება ებრაულ ენაზე ასე იწერება: לא תשא את שם יהוה אלהיך לשוא რასაც ებრაელები ასე გამოთქვამენ: ლო თისა ეთ-შემ ადონაი ელოჰეი-ხა ლაშავ. არადა, ტესტში წერია არა ადონაი, არამედ იეჰუა ( יהוה ). ეს გამოწვეული იყო ებრაელთა ფარისევლური აზროვნებით და წმიდა წერილისადმი კაბალისტური დამოკიდებულებით. ანუ ისინი საერთოდ არ იყენებდნენ აქ ჩაწერილ "იეჰოვას", რითიც "გარანტირებული" ჰქონდათ, რომ ამ მცნებას დაიცავდნენ, რადგან ღვთის ნებისმიერი სხვა სახელის მოხსენიებას ნებისმიერ სიტუაციაში ისინი არ თვლიდნენ ამ მცნების დარღვევად, რამდენადაც, თითქოს, ეს მცნება მხოლოდ იეჰოვას ამაოდ მოხსენიებას ეხებოდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Otherguy |
Feb 27 2009, 05:07 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
კანონისტი
ასეა ჰო, მაგრამ რამდენად ერთადერთი სახელია "იეჰოვა" ძველ აღთქმაში? რას ფიქრობ? რა სახელები აქვს კიდევ ღმერთს, რაც იეჰოვას ეპითეტად არ შეიძლება ჩაითვლოს და რაც ღმერთს მართლა ჰქვია... ძველ აღთქმაში ღმერთს იეჰოვას გარდა სხვა საკუთარი სახელი აქვს? ასევე ტეტრაგრამატონი იწერება - იჰვჰ- და არა როგორც იეჰუა... წაკითხვა მისი არის გამარტივებულად "იაჰვეჰ" ან "იეჰოვაჰ" უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მომეწონა შენი ახსნა იმისა თუ რატომ შეცვალეს ღმერთის სახელი იეჰოვა სხვა სახელებით... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
neo |
Feb 27 2009, 05:59 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
საერთოდ შინაარსობრივად რას ნიშნავს ეს ფრაზა ? რას ნიშნავს ,,წმინდა იყავნ სახელი შენი" ?
-------------------- www.cordesign.ge
|
Otherguy |
Feb 27 2009, 07:04 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
საერთოდ შინაარსობრივად რას ნიშნავს ეს ფრაზა ? რას ნიშნავს ,,წმინდა იყავნ სახელი შენი" ? ჩემი გაგებით: "წმინდა იყოს სახელი შენი"... ანუ შენი სახელი არის წმინდაო... სხვა რა უნდა იყოს? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მოყვასი |
Feb 27 2009, 08:59 PM
პოსტი
#6
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
მოყვასი ღვთის სახელი (და არა მხოლოდ "იეჰოვა") ამასვე გვასწავლის მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა. საინტერესო დეტალი: ეს მცნება ებრაულ ენაზე ასე იწერება: לא תשא את שם יהוה אלהיך לשוא რასაც ებრაელები ასე გამოთქვამენ: ლო თისა ეთ-შემ ადონაი ელოჰეი-ხა ლაშავ. არადა, ტესტში წერია არა ადონაი, არამედ იეჰუა ( יהוה ). ეს გამოწვეული იყო ებრაელთა ფარისევლური აზროვნებით და წმიდა წერილისადმი კაბალისტური დამოკიდებულებით. ანუ ისინი საერთოდ არ იყენებდნენ აქ ჩაწერილ "იეჰოვას", რითიც "გარანტირებული" ჰქონდათ, რომ ამ მცნებას დაიცავდნენ, რადგან ღვთის ნებისმიერი სხვა სახელის მოხსენიებას ნებისმიერ სიტუაციაში ისინი არ თვლიდნენ ამ მცნების დარღვევად, რამდენადაც, თითქოს, ეს მცნება მხოლოდ იეჰოვას ამაოდ მოხსენიებას ეხებოდა. კანონისტი გამარჯობა საინტერესო კომენტარი გაქვს გაკეთებული; ებრაელთა ცრურწმენის შესახებაც ძალიან კარგად გიწერია. თუმცა, მსურს დავაზუსტოთ ზოგიერთი რამ. შენ ნაწერში ასეთ ფრაზამაც გაიჟღერა: "ღვთის სახელი (და არა მხოლოდ "იეჰოვა")". კიდევ რომელი საკუთარი სახელები გაქვს მხედველობაში? შენ აგრეთვე გიწერია: "ამასვე გვასწავლის მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა." აქაც, როგორც წმინდა წერილის სხვა მრავალ ადგილას სახელი მხოლობით რიცხვშია. ნათელია რომ საუბარია ერთ სახელზე. თუ ღმერთს მრავალი საკუთარი სახელები აქვს, მაშინ საინტერესოა, რომელ სხვა სახელებზე მიუთითებს ათი მცნების მესამე მცნება? თავადაც გაქვს აღნიშნული რომ ათ მცნებაში ღვთის სახელზე იეჰოვაზეა საუბარიო და ამის დასტურად საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტი ქავს მოყვანილი, კერძოდ კი, ათ მცნებაში მოხსენიებული ღვთის სახელი יהוה. შეკითხვა რომელიც თავდაპირველად დაისვა თემის გახსისას ჯერჯერობით კვლავ დასაზუსტებელია: რომელ სახელზე ამბობდა იესო "წმინდა იყავნ სახელი (და არა სახელები) შენი"-ო? მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
mariami seminaria |
Feb 28 2009, 12:39 AM
პოსტი
#7
|
mari seminaria ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 27-February 09 წევრი № 6,568 |
ეს ნიშნავს იმას , რომ ხვთის სახელი წმინდაა და მასზე უწმინდესი და უზენაესი არავინაა. რომ ის იყო , არის და იქნება ყოველთვის
|
Otherguy |
Feb 28 2009, 12:52 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ეს ნიშნავს იმას , რომ ხვთის სახელი წმინდაა და მასზე უწმინდესი და უზენაესი არავინაა. რომ ის იყო , არის და იქნება ყოველთვის მართალია, და ბარემ გეთქვა რომელ სახელზეა საუბარი... იმაზე რომელზეც ძველ აღთქმაში? იეჰოვაზე(იაჰვეზე)? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
bekas |
Feb 28 2009, 01:06 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
და არქაულ ტექსტებს დღევანდელ გრამატიკულ ნორმებში რატომ ვაქცევთ? რამდენად სწორია ეს?
|
Otherguy |
Feb 28 2009, 01:51 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
და არქაულ ტექსტებს დღევანდელ გრამატიკულ ნორმებში რატომ ვაქცევთ? რამდენად სწორია ეს? რავი ძველ და ახალ აღთქმაში, ორივეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის სახელს... რაღა მაინც და მაინც ეხლა შეეცვალა მნიშვნელობა ამ "სახელს"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
neo |
Mar 1 2009, 01:33 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე კიდე მგონია რომ აქ სახელი თვითონ სიტყვა ,,წმინდაა"...
ანუ ეს ფრაზა ნიშნავს - ,,წმინდა" - არის შენი სახელი... -------------------- www.cordesign.ge
|
Otherguy |
Mar 1 2009, 02:18 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
არქიმანდრიტი მაკარის თარგმანი პირდაპირ ძველი ებრაულიდან:
http://www.superbook.org/MAP/ იობი 1:21 http://www.superbook.org/MAP/JOB/job1.htm 21 Поклонился, и сказал: наг я вышел из чрева матери моей, и наг возвращусь... туда! Иегова дал, и Иегова взял: да будет имя Иеговы благословенно ! ესაია 42:8 8 Я Иегова, сие Мое есть имя, и не отдам славы Моей другому, и похвалы Моей истуканам. ფსალმუნები 82(83):19 19 И да знают, что Ты, Коему имя Иегова, Един высок над всею землею. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Lashab |
Mar 2 2009, 08:05 AM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
KAIROS
კაიროს ჯერ არ გადავალ არანაირ არგუმენტებზე, უბრალოდ გეტყვი, მე ვაყენებ "შეურაწყოფას" მაგ საიტის აპოლოგეტიკას- ეს არანაირად არ აყენებს შეურაწყოფას არც ღმერთს და არც იმას რასაც ისინი იცავენ... მაგრამ იცი რა? როცა უწერიათ: იჰვჰ პირველად მხოლოდ გამოსვლა 3:14-ში გვხვდებაო, და შემდეგ წერენ: ღმერთი თავს სხვა სახელებითაც წარმოგვიდგენსო და გამოსვლის 6:3 მოყავთ--- რა ქვია ამას? აი როგორ უწერიათ აპოლოგეტიკის თემაში: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...tis_sakheli.htm 1. "როგორც ვთქვით, ღვთისა სახელი ჲჰვჰ ბიბლიაში პირველად გვხვდება გამოსვლათა მე-3 თავის მე-14 მუხლში, რომელიც უფალმა მოსეს სინას მთაზე აუწყა. "- ტყუილი, - ეგ სახელი პირველად დაბადების 2:4-ში გვხვდება... 2. "ამ სახელის გარდა, ღმერთი თავის თავს ბიბლიაში სხვა სახელითაც წარმოაჩენს. „აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე“ (ფსალმ. 67, 5)" კი მაგრამ აქ წერია ביה- იაჰ !!!! ანუ შემოკლებული ფორმა... 3. „მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის“ (გამ. 6, 3)." ეს მოჰყავთ არგუმენტად რომ "არიქა სხვა სახელითაც წარმოაჩენსო." - მანდ ხომ ტეტრაგრამატონი წერია!!! რატომ ტყუიან ასე აშკარად??? და ძალიან გთხოვ ნუ დამიკოპირებ მეთქი... კიდევ უწერიათ სისულელეები და ამას მერე ავხდი ფარდას... პატივისცემით, ლაშა პ.ს. გაორება? მე არ მაქვს გაორება- იეჰოვათ წავიკითხოთ თU იაჰვედ- მივალთ მაქამდეც მაგრამ წაკითხვის ეს ორი ფორმაა და ჯერ დავტოვოთ ისე ღმერტის სახელი- წარმოუთქმელი- მაგარი იქნებოდა, ღმერთობას ასახავდა კარგად თუმცა მისი წარმოთქმა შეიძლება, და ხომ არ უნდა ავყვეთ ფარისევლებს ვისაც იესო გულმოდგინეთ ამხელდა? პ.ს.პ.ს. იეჰოვა/იაჰვე არის ძველი აღთქმის ღმერთის ერთადერთი რეალური სახელი -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
ნიკა |
Mar 2 2009, 09:37 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-April 08 მდებარ.: USA წევრი № 4,554 |
Lashab
ძველი აღთქმის ხომ? რომელიც წმიდა წიგნად ითვლება აგრეთვე ებრაელთათვის? იქნებ იაჰვე ეს მათ ენაზე ნიშნავს ღმერთს, ახალი აღთქმა რომელიც ქრისტიანთა უმთავრესი წიგნია ცხადად მიუთითებს სამებასა და იესოზე როგორც უფალზე -------------------- Sola Scriptura?
|
loen |
Mar 2 2009, 10:02 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
იაჰვე ქართულად როგორც "უფალი" არ არის გადმოთარგმნილი გამოსვლა 3:15 ში?
იეჰოვა,ეს სახელი, მე როგორც ვიცი, იაჰვესა და ადონაის შეერთებით არის მიღებული(იაჰვე-ში ჩასმულია ადონაის ხმოვნები) - YHWH+ADONAI-ს ხმოვნები, მივიღებთ YaHoWaH(სადღაც მაქვს წაკითხული) . თუ ეს მართალია მაშინ იეჰოვა უნდა ითარგმნებოდეს როგორც "უფალი ღმერთი"(Adonai-ღმერთი) რადგან YHWH შეიძლება წარმოითქვას სხვადასხვანაირად(და არა მაინცდამაინც "იაჰვე"), ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ ვიხმართ ქართულად როგორც "უფალი". ინგლისურ ენაზე ჩამოვწერ იმ ებრაულ სახელებს, რომლებითაც ბიბლიაში ღმერთი მოიხსენიება. ქართულად ზუსტად ვერ გადავთარგმნი. ვინც უფრო კარგად ერკვევით , იმათ დაგითმობთ. YAHWEH/JEHOVAH Jehovah-Elohim Jehovah-Elyon El-Shaddai Jehovah-Jireh Jehovah-Repheka Jehovah-Tsidqenu Jehovah-Tsebaoth Jehovah-Nissi Jehovah-Shalom Jehovah-Shamah ამ სახელებიდან ჩემს ბიბლიაში "Jehovah" უმეტეს შემთხვევაში ნათარგმნია როგორც "უფალი ღმერთი". და მე მგონი ასე სჯობს. იმიტომ რომ Jehovah არ არის ერთი სახელი, არამედ ორი სახელის შენაერთია(როგორც ზემოთ ავღნიშნე). "იაჰვე ღმერთსაც" ვერ ვიტყვით, რადგან არ ვიცით ზუსტად როგორ წარმოითქმება "YHWH". მაგალითისთვის: "Jehovah-Elyon" შეიძლება ითარგმნოს როგორც "უფალი ღმერთი უზენაესი". ასევე გამოსვლა 3:14 ში ქართულად ნათარგმნი "მე ვარ , რომელიც ვარ", ჩემი წყაროებით, არის ნათარგმნი "Ehyah Asher, Ehyah" აქედან, და შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც "მე ვარ, ვინც ვიქნები" ან "მე ვიქნები ვინც ვარ" ან "მე ვარ და ვიქნები ღმერთი". თუ ვცდები რამეში, შემისწორეთ. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Mar 2 2009, 10:18 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ციტატა "ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?" - იგავნი სოლომონისა.- თავი 30. მოყვასო, მე მგონი ამ შეკითხვას გამოცხადება 19:11-16 უპასუხებს. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
კანონისტი |
Mar 2 2009, 11:12 AM
პოსტი
#17
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lashab
ღმერთის სახელი როგორ გესმის შენ? ციტატა იეჰოვა/იაჰვე არის ძველი აღთქმის ღმერთის ერთადერთი რეალური სახელი აი, ეს ფრაზა იქნებ განმარტო. სახელი ნიშნავს იმას, რომ იგი არის განმასხვავებელი ცალკეული ინდივიდისა მსგავსთა შორის. მე იმიტომ ვარ დავითი და ვიღაც - ვახტანგი, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ - ადამიანები და ამიტომ საჭიროა ჩვენ შორის განსასხვავებელი. სწორედ ამიტომ გაჩნდა სახელის იდეა. ახლა იქნებ ამიხსნა, რას ნიშნავს "ერთდაერთი სახელი" და რაც მთავარია, რაა ამ სახელის საჭიროება? ბევრი ღმერთია ცათა შინა და ჩვენ ღმერთს - იეჰოვა ჰქვია? ღმერთის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ეპითეტი, ამგვარი ეპითეტია სწორედ "იეჰოვაც", ანუ "მყოფი", იგივეა ბერძნული O WN რაც მართლმადიდებლური ხატწერის წესებით, იწერება მაცხოვრის შარავანდედში, ჯვრის ფრთებში. ანუ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას: რა არის პირადი (მით უმეტეს - ერთადერთი!) სახელი და რისთვის სჭირდება იგი ღმერთს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
inaina |
Mar 2 2009, 11:32 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
აჰა,ეგრეც ვიცოდი,რომ ამ განყოფილებაში უკვე აიშვებდით მართლააა
პ.ს.ბოდიში ამ გამოთქმისთვის თუ შეიძლება ჩაგერთვებით მითარგმნეთ სიტვასიტყვით შემდეგი სიტყვები: საბაოთ- ადონაი- ალილუია- იაჰვე-(და არა იეჰოვა,როგორც თქვენ ამბობთ)- ლუციფერი- თუ შეიძლება მითარგმნეთ -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
Iona |
Mar 2 2009, 11:56 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა მოყვასო, მე მგონი ამ შეკითხვას გამოცხადება 19:11-16 უპასუხებს. წავიკითხე და მემგონი მართლა სრულად პასუხობს სახელის თაობაზე აღდზრულ კითხვებს. loen საღოლ ! -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
Mar 2 2009, 12:05 PM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვფიქრობ შემდეგში აქ თემებს სათაურები და თემატიკა ადმინისტრაციამ უნდა შეურჩიოს, თორემ გული გაუსკდება კაცს!
იეჰოვა/იაჰვე კი არა " კამათი ღმერთის სახელის შესახებ" და ა.შ. ისე ვერც ამ მყვირალა, ზედმეტად დიდ და ჭყეტელა პოსტებსაც მოვიწონებდი, საკმარისია ზომიერება... თორემ მერე პასუხიც ასევე მყვირალა უნდა იყოს და ასე არაფერი გამოვა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი