IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
marine
პოსტი Mar 4 2026, 04:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხელოვნება მართლაა ღვთის სუნთქვა. წლები და ჟამები გაივლიან და მხოლოდ ხელოვანის საქმე გაგრძნობინებს მარადისობას. ჩემ შემოქმედებაზე არ ვამბობ ამას, მაგრამ ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში ისე ცოცხლად ზემოქმედებს ადამიანებზე, ყველა საზღვარს ისე იოლად გადალახავს, არ სჭირდება არანაირი ახსნა განმარტება, უყურებ და გატყვევებს.

ჩემი მეუღლე ინტერესით და სიამოვნებით აგროვებს ძველი ხელოვნების ნიმუშებს. ეს მისი გატაცებაა. ამიტომ ოჯახში ორიათას წელზე მეტი ხნის წინ ჩაძირული ჩინური ხომალდიდან ამოტანილი რამდენიმე თეფში გვაქვს, ასევე გვაქვს სხვადასხვა დინასტიის და სკოლის ძველი ჩინური კერამიკის ნიმუშებიც.

ვუყურებ მათ და ვრწმუნდები, რომ ერთადერთი ნამდვილი - ხელოვნებაა, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს დრო... რომელიც მუდმივად კეთილად მოქმედებს ადამიანის სულზე და მას ბედნიერებით ავსებს. ნეტა მას, ვისი ფუნჯის ერთი მონასმიც, ვისი ლექსის ერთი სტროფიც, ვისი მელოდიის ერთი ფრაზაც ასე შერჩება დროს და ადამიანები უკვდავების რწმუნებად მიიჩნევენ"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2026, 06:24 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხელოვანი თავის კაბას ტანჯვით იქსოვს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2026, 08:01 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე სამყაროში მეცნიერებას, კულტურას თუ ხელოვნებას განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. დღეს ეს ცნებები დიდი სპეკულაციის საგანი გახდა. მავანი ცდილობს გააზავოს სიყალბე ჭეშმარიტებასთან და ამის შედეგად მთლიანად გაანადგუროს უმაღლესი ფასეულობა - ჭეშმარიტება.

ამიტომ, მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ ამ დარგების თანამედროვე ხასიათი.

ხელოვნების სხვადასხვა სახის გამოვლინებანი მუსიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურასა თუ მხატვრობაში სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული. საქმე ისაა, რომ ხელოვნება და ლიტერატურა ყოველ ეპოქაში გამოიყენებოდა, როგორც იდეოლოგიური იარაღი. "მას შეუძლია ხელი შეუწყოს მის მიღმა შექმნილ ფასეულობათა გადაცემას, კონსტრუირებას და იერარქიზაციას".

ამ დარგებზე დიდადაა დამოკიდიებული საზოგადოების ცნობიერების სახეცვლილება. ჭეშმარიტი ხელოვნების გამოყენების შემთხვევაში ჭეშმარიტებისადმი ლტოლვაში გვეხმარება. ანტიხელოვნების გათავისებით კი ადამიანი ანტიქრისტიანული მსოფლხედვის მატარებელი ხდება.

ჭეშმარიტი ხელოვნება შერწყმულია ადამიანის არსებასთან. წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ მუსიკა "თანხმობაშია ჩვენს ბუნებასთან". იგივე შეიძლება ითქვას ხელოვნების სხვა დარგებზეც.

ხელოვნების უმაღლესი მიზანი, ამბობს ხელოვნებათმცოდნე მორალისტი დ. რესკინი, "ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობის ამაღლებაში მდგომარეობს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2026, 03:52 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტებასთან, გონიერებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელოვნება და კულტურა უძველესი დროიდან იწოდება "ხალხის მასწავლებლად" (მარტენსენი). ის პირდაპირ არ გვასწავლის, მაგრამ მხატვრული ფორმების მეშვეობით გვიჩვენებს ჭეშმარიტებას. ის, როგორც ხილული აღქმის საგანი, გაცილებით უფრო იოლად აღწევს სულში, ვიდრე მეცნიერება.

მთავარეპისკოპოს ამბროსი ხარკოველის თქმით, "ხელოვნება - მშვინვიერი მოღვაწეობის საგანია. ის სილამაზისა და მშვენიერების ესთეტიკური აღქმით იზიდავს ადამიანს ჭეშმარიტებისაკენ. მაცხოვრის სიტყვისამებრ, მხოლოდ ჭეშმარიტებას ძალუძს გაათავისუფლოს კაცობრიობა ცდომილებისა და ნაკლოვანებებისაგან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2026 - 09:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი