IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში...
k@the
პოსტი Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, fiqri.gif კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა,
თან ცოტა სახალისოც რომ იყოს dans2.gif და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. mze.gif

ჰოოდა,
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, gio.gif ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს biggrin.gif )
და აი, რა მოვიფიქრე :




დავწეროთ mail1.gif ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო piqri.gif dntknw.gif და სახალისო laugh.gif ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან.


პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა biggrin.gif


პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ cool.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 11 2008, 08:16 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jun 11 2008, 08:19 PM
პოსტი #3


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ციტატა(k@the @ Jun 11 2008, 08:16 PM) *

მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო biggrin.gif

მეც ვიხსენებ ჯერ biggrin.gif
ისე ეხლახანს სამსახურში დამირეკა მოხუცმა ქალმა და მეუბნება , ტელეფონი გამეთიშა და ნწუ, ნწუს მეტს არაფერს ამბობსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩავიხოვეთ გოგონები


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 11 2008, 08:23 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ართი ვარდი
a025.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 11 2008, 08:24 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სახალისო laugh.gif ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან.


მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? biggrin.gif სურათების არ იყოს smile.gif
მოკლედ მე დავიწყებ უცხოეთთან დაკავშირებით, კაციშვილი აზრზე არაა როგორც წესი ( 75 % ) სადაა საქართველო ან რა ქვეყანაა ( 90 % ) , ხოდა ასე მიწევს ყოველ წელს ახალი სტუდენტების მიღებისას ერთიდაიგივეს გამეორება, ერთ აფრიკელს ისე ვკითხე თუ იცი სადაა საქართველო მეთქი , ჯეორჯია? კიო ohmy.gif ვაა, მეთქი საღოლ ბლექმენთქი biggrin.gif სადა თქო და .... პარაგვაისთან ახლოსო კაცო sad.gif biggrin.gif კონტინენტი მაინც არ შეშლოდა biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 11 2008, 08:29 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(KAIROS @ Jun 11 2008, 06:24 PM) *

მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? biggrin.gif სურათების არ იყოს smile.gif


მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან, განყოფილების თემატიკაში რო ჩაჯდეს yes.gif

მაგრამ ამ ლამაზი გოგოს პოსტს არ წავშლი! biggrin.gif პირველი ოFFი არ იშლება, დანარჩენები კი. მოდერი ვარ მე თუ არ ვარ?! cool.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jun 11 2008, 09:55 PM
პოსტი #7


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ერთხელ მატარებლით ვმგზავრობთ მე და ჩემი და და რათქმა უნდა ქართულად ვსაუბრობთ. თან მატარებელი სავსე იყო და ფეხზე ვიდექით (ესეთებიც ხდება ხოლმე აქsmile.gif ), ერთი კაცი გამოდმებით გვიყურებს და თითქოს რაღაც ჩაფიქრებულ-სერიოზული- ცოტა გაღიზიანებულიც მოგვეჩვენა . ვიფიქრეთ ალბათ უცხო ენის მოსმენაზე ღიზიანდებაო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვეკითხება, საიდან ხართო. უფრო ჩეხურს მივამსგავსეო. გოგონა ახლავდა, ესპანელი აღმოჩნდა გაცვლითი პროგრამით ჩამოსული. იმისთვისაც უკითხავს შენი მხრის ხალხი ხომ არ არიანო smile.gif
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა, მაგრამ ერთადერთი რაც არ გაუფიქრია რუსეთი, მათი ენა ცოტა უხეშად ჟღერსო.

ხოდა დავაკმაყოფილეთ მისი ცნობისმოყვარეობა (რადგან საჩხუბრად არ გვეკითხებოდა გაგვიხარდა), ჩასვლის წინ გვეუბნება: უი კი ჩემი შვილი ხშირად არის თქვენსკენ, მივლინებაშიო და თურმე ბელარუსიისთვის მიუკუთვნებია საქართველო. biggrin.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 11 2008, 10:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



რამდენიც გინდა, იმდენი კურიოზი ხდება ჩვენს ირგვლივ smile.gif ზოგი თავიდანვე სასაცილოა, ზოგიც მერე ხდება სასაცილო , თორემ შემთხვევის ადგილას ხშირად მიწის გახეთქვა მერჩივნა user.gif ამ უკანასკნელზე გეტყვით:

მოკლედ, შარშან მიწურული შემოდგომისას ღამე 5 ზე დავბრუნდი სახლში სამსახურიდან, უნიფორმა მეცვა, არც გამიხდია ეგრევე საქმე დავიწყე, მილაგება, საუზმის მზადება ბიჭებისთვის და ასე სახლის საქმეები. ამ დროს 7-იც გახდა და ბავშვები ადგნენ სასკოლოდ, გავაცილე, 8 ხდებოდა. ოთხშაბათი დღე იყო, მარხვის, და ვიფიქრე, ბარემ გავალ თურქის მაღაზიაში და რამე ხილ-ბოსტნეულს ვიყიდი, სადილს მოვამზადებ, მოვიცილებ ანუ და მერე დავწვები biggrin.gif

ასევე გამოუცვლელად მივედი თურქებთან, 9-ის ნახევარია უკვე დილის, ვატყობ რომ უძილობის და დაღლილობის გამო მაქანებს, მაგრამ პირველად ხომ არაა, მოკლედ, ავაგროვე რაც მსურდა, ხალხიც ცოტა იყო ისე, ახალგახსნილზე(კიდევ კაი!). მივედი კასასთან, მომითვალა გამყიდველმა გოგომ რა მაქვს გადასახდელი, მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი user.gif უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს! მაშინ დავაფიქსირე რაც ხდებოდა, ეგრევე შევცვალე საფულით, მარა რაღა დროს!!!! მოკლედ, ადრენალინი იმ გოგოზე მეტად მე წამომეწია, სირცხვილის, გაუგებრობის და რა ვიცი, მოსალოდნელი მწვანეების (პოლიცია) გამოჩენის გამო. მოკლედ, მოვიბოდიშე, დაღლილი ვარ თქვა, ჩავყარე ცელოფანში ეს პროდუქტი და გამოვბრუნდი, მიწის გახეთქვას ვნატრობდი user.gif კიდევ კაი თურქები იყვნენ, თორემ სროკისა რა ვთქვა და ჯარიმის გადახდა მომიწევდა, თორემ ყველა ჭკუათმყოფელი მიხვდება, რომ თურქების მაღაზიას დილას ახალგახსნილზე ვინ დააყაჩაღებს sad.gif ასე იზმენებით მოვედი სახლში... ისე , როცა მეგობრებს მოვუყევი და იმათმა იცინეს, მერე მეც მეცინებოდა, თუმცა კაი ხნის მერე biggrin.gif

iako
ციტატა
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა,


მე ყველას ნორვეგიელი ვგონივარ biggrin.gif და ვიკინგობის გამო გერმანელთა დამრტყმელმა ფრაქციამ (ასე უწოდეს თავს) მათი ჭკუით ცემაც დაგვიპირეს, თUმცა მალევე შეიცვალეს წარმოდგენა დამრტყმელ ფრაქციებზე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 12 2008, 11:41 AM
პოსტი #9


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



staywhite
laugh.gif

ამ თემას ჩემგან შეყვარება ემუქრება biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 12 2008, 12:03 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



1997 წელს ვიყავი თურქეთში, ქალაქ ქოჯაელში (სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვის ნაპირას) მათემატიკის კონფერენციაზე.

თავისუფალ დროს ლუნაპარკში შევდიოდით ხოლმე. იქაურმა ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ბევრი უცხოელი იყო ჩასული (30-მდე ქვეყნიდან ვიყავით) და დიდი ინტერესით გვათვალიერებდნენ და თუ საშუალება მიეცემოდათ, გამოგვესაუბრებოდნენ.

ერთ დღესაც, 2 თითქმის ჩემი ტოლი თურქი მეკითხება, სადაინ ხარო. მეც ამაყად მივუგე: გურჯისთან !!!

უცებ ასეთი სახე მიიღეს blink.gif მერე ასეთი unsure.gif მერე კი ასეთი dntknw.gif რის მერეც ატეხეს პანიკური ხარხარი....

მეთქი რა მოხდა-თქო და გურჯისტანი არსებობსო? მახსოვს ისტორიაში გავდიოდით, რომ ოსმალეთს გურჯისტანთან ჰქონდა ომები შუა საუკუნეებში და ახლაც თუ არსებობდა ეგეთი ქვეყანა არ ვიცოდითო. გავმწარდი (მარა რა ვიცოდი, უარესი გამწარება რამდენიმე წამში მელოდა tongue.gif ) და ვკითხე, აბა თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით რომელი ქვეყანა ესაზღვრება-თქო და პასუხი ეგრევე მომცეს: რუსია

biggrin.gif

P.S. როგორც გავიგე, დაახლოებით იგივე შეგრძნება ჰქონიათ, ვინმემ რომ გითხრას, შუმერი ვარო e025.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 12 2008, 12:10 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი


პირადად მე სიმწრის ცრემლები ცამომცვივდა. და ეს იმ ხალხისგან ვინც ტავად ცხოვრობს სხვის ტერიტორიაზე და ისიც სულ რამოდენიმე საუკუნეა. ასეთი ,,სასაცილოები,, აღარ მოყვეთ, ტქვენ კი ბატონოო კანონისტო, სასწრაფოდ გამოცხადდით სკაიპში!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 12 2008, 01:38 PM
პოსტი #12


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



თურქეთში ყოფნისას ერტი-ორი მწარე კურიზული ამბავი გადამხდა,მაგრამ აქ არ მოიყოლება no.gif biggrin.gif


მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთსი..
მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება:
- მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას biggrin.gif)
მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება:
-ირაკლი yes4.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით laugh.gif თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 12 2008, 04:09 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



S a l l y

ლოოოოოოოოოოოოლ , მაგარი იყო biggrin.gif

2004 წლის მიწურულში რომში ვიყავი ჩემი ახლობელი ბიჭების ერთად. ერთ საღამოსაც, კორსო რომ ჩავათავეთ და მანამდე მთელი დღე ფეხით დავდიოდით (მანქანა სადღაც შედარებით იაფფასიან სადგომზე იდგა უსაფრთხოდ, რამეთუ რომში ისე დაგეჯახებიან პარკინგისას, როგორც დაგიბარებია biggrin.gif ), მივაღწიეთ ესპანური კიბეების მისადგომებთან, ცივა მაგრად თან და მე ,12 სმ სიმაღლის ჩექმებით უკვე ნაბიჯს ვერ ვდგამ, ბიჭებმა შeმომთავაზეს სადმე კაფეში დამესვენა, სანამ ისინი კიბეებზე სურათებს გადაიღებდნენ. მოკლედ, შევედი რომელიღაც კაფეში, არც წამიკითხია რა კაფეა. ახლა ბომჟივით ჩაცმული ნაღდად არ ვიყავი, მარა შიგ ისეთი ჩაბრილიანტებული საზოგადოება იჯდა, რომ ჩემი მეგობრის ზურგჩანთა, რომელიც მომაბარეს (ზურგჩანთას ეწერა თან "fitness company" biggrin.gif), გვერდით რომ მედო, ჩამოვიღე და სკამის ქვეშ შევაცურე გადასამალად biggrin.gif ნუ, შევუკვეთე კაპუჩინო (რომელიც თურმე 18 ევრო ღირს biggrin.gif), ამ დროს ჩემმა რომაელმა მეგობარმა სმს მომწერა სად ხართ გამოვალო (სამარიაჟოდ ნოკია კომუნიკატორი მქონდა biggrin.gif ), ხოდა უნდა მივწერო ახლა სადაც ვარ,მარა რა ქვია კაფეს არ ვიცი. გვერდით ორი
იტალიელი ქალბატონი ზის, ჩაგუჩ-ჩაოოქროვილ-ჩაესკადებული და ვეკითხები ჯერ გერმანულად, რა ქვია ამ კაფეს თქვა, გაკვირვებული მიყურებენ, მერე ინგლისურად ვკითხე და უარესად გაკვირვებულებმა მითხრეს , რომ კაფეს ქვია "ელ გრეკო" და კაპუჩინოს ფინჯნის ლამბაქზე მიმითითეს, ნახე ზედ აწერიაო.მოკლედ,მივწერე მეგობარს, რომ ვზივარ ელ გრეკოში,მისგან მოვიდა პასუხი "lol". ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ზუსტად რაშია საქმე. მოლედ, ამ ქალების მზერამ ცოტა უხერხულშიც ჩამაგდო,ცოტა გავისწორ-გამოვისწორე კაბა და კურტკა, ერთი პატარა თVლიანი ბრილიანტის ბეჭედი მეკეთა, ისიც გავასწორე , ეს ქალები ადგნენ მერე და ცავიდნენ, რაღაც დაელაპარაკნენ აფიციანტს იტალიურად, ვერ გავიგე. ნუ,დავლიე ეს კაპუჩინო,ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ და გავდივარ,ვეძახი ოფიციანტს, უნდა გადავიხადო, მოვიდა და მეუბნება, სენიორა, თქვენი გადახდილიაო. გამოვშტერდი ცხადია, მარა მადლობა თქვა და გამოვედი.

მერე წავიკითხე გარეთ აბრაზე, ეს ელ გრეკო ყოფილა რაცხა ბაბასილი კაფე, ადრე გოეთე და მაგარი ტიპები რომ დადიოდნენ და დღეს მილიონერების სასტავი რომ შედის user.gif.

ბიჭების ვერსიით , იმ ქალებმა გადამიხადეს ის ერთი ჭიქა 18 ევროიანი კაპუჩინო, ორი მიზეზის გამო: 1. ეგონათ ძალიან მაგარი ვიღაც ვარ, რომ დაჟე მკიდია რა კაფეა და სახელიც არ ვიცი ამ ელიტარული დაწესებულების; 2. შევეცოდე user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 12 2008, 04:17 PM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რამდენი ვიცინე laugh.gif გაიხარეთ 2kiss.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 12 2008, 04:22 PM
პოსტი #15


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



აუფ, რა მაგარი თემა გავხსენი laugh.gif laugh.gif laugh.gif

მაგრად ვიცინე, ისე ნან, პარიზში შევბოდიალდით ეგრე ჩვენ 3 ქართველი და ერთი გერმანელი გოგო ბარში და აღმოჩნდა მონმარტრის მთაზე უძველესი ბარი biggrin.gif, კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან, იქეთ შარლ აზნაურთან და მოკლედ ბევრი ეგეთი ამ ბარში გადაღებული და ეს მეპატრონე გვერძე მაგიდაზე იჯდა ასაკიანი კაცი. biggrin.gif biggrin.gif მარა ჩვენთვია არავის გადაუხდია biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 12 2008, 04:27 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the
ციტატა
კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან


საქმეც მაგაშია, რომ შიგნით არავისი სურათი არ იყო,გარედან ეწერა რაც იყო biggrin.gif

პ.ს. გოდა დვა ნაზად მი ბილი ხულიგანამი user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 12 2008, 07:30 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთში...

laugh.gif laugh.gif laugh.gif

მაგარი იყო smile.gif

ოღონდ:
ციტატა
''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას

თურქულად გამარჯობა არის merhaba - "მერჰაბა", მაგრამ ჩვენებს ინერციით სულ მერაბა ესმით. biggrin.gif
ციტატა
ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურ

ჰო, İraklı - "ირაქლы" (ბოლოს რუსული მაგარი ы-სებრი) smile.gif

P.S. ალბათ თუ იფიქრა იმ საწყალმა თურქმა ეს ვინ ტერორისტებს გადავეკიდეო... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jun 12 2008, 07:53 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ციტატა(S a l l y @ Jun 12 2008, 01:38 PM) *

მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება:
- მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას biggrin.gif)
მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება:
-ირაკლი yes4.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით laugh.gif თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად biggrin.gif

laugh.gif laugh.gif მაგარი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jun 13 2008, 10:07 PM
პოსტი #19


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ნანა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 13 2008, 11:24 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



iako
ციტატა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif


ახლა გამახსენდა მეც, რომ ნათქვამი მაქვს შენზე,თუ არ ვცდები სანამ სხვები მოვიდოდნენ biggrin.gif ახლა მეცინება, თორემ კაი ხანი მიხურდა ყურები გახსენებაზე user.gif

ერთს კიდევ მოგითხრობთ,უძველესი ამბავია. მოკლედ, მაშინ სერბული ენის ჟარგონი არ მესმოდა და ამან გამოიწვია ეს გაურკვევლობა.

ჩვენს ეკლესიაში ერთი მედავითნე კაცი იყო,მსახურების მერე ტრაპეზს რომ ვამზადებდით,მელაპარაკებოდა ხოლმე, რაღაცებს მეკითხებოდა საქართველოზე,ჩემი სახელი იცოდა და სახელით მომმართავდა, მე კიდევ არ ვიცოდი რა ერქვა. ერთხელაც ჩემს ქმარს ვკითხე, ასე და ასე , ეკლესიაში რომ მედავითნე კაცია, იმას რა ქვია თქვა, ვინ არის მეთქი და მიპასუხა, "ვინ არის და 'პაპაკ' (папак)". არაფერი, სხვა თემაზე გადავედი მერე. რამდენიმე დღის მერე წმინდა იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღე იყო, 20 იანვარი, ჩემს მოძღვარ მამა მარკოს ქონდა "სლავა" იმ დღეს(რას ნიშნავს "სლავა" იხ. ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=4498&...0&#entry337283)

ამასთან დაკავშირებით ყავდათ სტუმრები,ჩვენი მეუფე და იერარქები,სხვადასხვა მმიწებიდან მღვდელები,ასევე ახლო ნათესაობა და მეგობრები. მე სამზარეულო მებარა და სუფრის მოვლა. ხოდა ცხელ კერძს ვამატებდი სუფრაზე, რომ მივიტანე ეს კერძიანი ჯამი, ზემოთხსენებულმა მედავითნემ თავაზიანად გამიტავისუფლა სუფრაზე ადგილი, რომ ჩამდეგა ეს ჯამი და თან მეგობრულად მომიკითხა: ნანა, როგორ ხარო. მეც გავუღიმე და ვპასუხობ: "მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე user.gif ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს user.gif წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო !!! user.gif მოკლედ, ვიტირე რა სიმწრით. ვინც ამ დღეში ჩამაგდო,იმას 1 თვე ხმას არ ვცემდი,თუმცა ისევ იმ კაცმა, რომელსაც თურმე დობრიცა ქვია, მოვიდა და მთხოვა, რომ დავწყნარდე,არაფერი არ მომხდარა ისეცუდი, როგორც მე მგონია user.gif

ასე შევრცხვი,მაგრამ მას მერე გაძლიერებული პროგრამით შEვისწავლე სერბული ჟარგონი და დაჟე შატროვაჩკული მიმოხვევებიც biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 03:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი