IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> დედათა წესის დროს ჯვრისწერა შეიძლება?
k@the
პოსტი Aug 6 2013, 12:34 PM
პოსტი #41


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თუ ქალბატონის ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებულია, უმეტეს შემთხვევაში მაქსიმუმ +/-1 კვირის ცდომილებით შეიძლება დედათა წესის პერიოდის გათვლა. ამიტომ თუ შესაძლებელია, ვფიქრობ ჯობია ჯვრისწერა დაინიშნოს შესაბამისად, თავისუფალ კვირაში.
თუ არ აქვს მოწესრიგებული, მაშინ გათხოვებამდე კარგი იქნება რომ ექიმს მიმართოს. smile.gif

გასაგებია რომ გამონაკლისები არსებობს, მაგრამ როდესაც საკუთარი მოძღვარი გწერს ჯვარს, რომელიც გიცნობს, ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ის მოძღვარიც ჯვრისწერის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ უბრალოდ "პოპულარულ" ეკლესიას აირჩევთ, უცხო მოძღვართან მიხვალთ და დამწერე ჯვარი, დღეს მაქვს სუფრა გაშლილი, მიუხედავად იმისა რომ დედათა წესი მაქვსო, ის მოძღვარი უარით თუ გაგისტუმრებთ, გასაკვირი არ ვიცი რა არის. როცა სიწმინდეს ინახავენ ჯვრისწერამდე, მოძღვარი საქმის კურსშია და ისე დანიშნავენ ჯვრისწერას, იქ მოძღვარიც დაწერს ჯვარს და ღმერთი იმათ კავშირს წესის დროსაც აკურთხებს და უ-"წესოდ"-აც. ისე რავიცი, ეს ჯვრისწერაც ლამაზი ტრადიციაული შესავალივით აქვთ კაი დამკვრელებიანი პურმარილ-ქეიფისათვის. ჯვარი რომც არ დაიწერონ, ქეიფი მაინც შედგება smile.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 6 2013, 02:22 PM
პოსტი #42


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



რატომ არ უნდა დაგწეროს ჯვარი კონკრეტულად მითხარით, იმიტომ, რომ ქალი ამ დროს უწმინდურაი? არანაირად არ არის უწმინდური. ეს ხომ ფიზილოგიური მოვლენაა რასაც ვერ შეეწინააღმდგები. ჩემი აზრი ასეთია ადრე უწმინდურად იმიტომ ითვლებოდა რომ შეიძლება ისეთ დროს მოსვლადა "ეს საქმე" როცა ტაძარში იყო და შეურაწყოფა მიეყენებინა სიწმინდეებისთვის. დღეს დღეობით არსებობს ისეთ ჰიგიენური საფენები რითაც ეს ტავიდან შეიძლება აიცილოს ქალმა. ამ შემთხევაში რა პრობლემაა ვერ ვხვდები. მგონი გასაგებად დავწერე biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 6 2013, 05:24 PM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ყველას თავისი აზრი აქვს , მე პოირადად ეს სტატია მომწონს ძალიან და ეთანხმება ჩემს აზრებს.

ქალის ეგრეთ წოდებული ”უწმინდურობის” შესახებ
08/06/2012
ავტორი: დიაკვანი ერეკლე წაქაძე


ხსენებული საკითხი ჩვენს ბლოგზე ადრე წარმოდგენილი იყო შემდეგი ნაშრომების სახით: “ქალის „უწმინდურობა”, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, და “შეუძლია თუ არა ქალს ყოველთვის შევიდეს ტაძარში”, სერბეთის პატრიარქი პავლე. ამჟამად გთავაზობთ თანამედროვე რუსი მართლმადიდებელი მღვდლის კონსტანტინე პარხომენკოს ნაშრომს ამავე თემაზე.

მღვდელი კონსტანტინე სიხარულით დაგვთანხმდა ამ სტატიის ქართული ვერსიის ჩვენს ბლოგზე განთავსებაზე, რაზეც ბლოგის ადმინისტრაცია მას მადლობას ვუხდით.

დედანზე გადასვლისათვის დააწკაპუნეთ აქ

სპეციალურად საიტისათვის სტატია ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.


——————————-

რა ხშირად, დღის განმავლობაში, ეკლესიაში მსახურ მღვდელს უხდება ამ თემასთან შეხება!… მორწმუნე ქალბატონებს ეშიანიათ შევიდნენ ტაძარში, ემთხვიონ ჯვარს, და პანიკაში ტელეფონით რეკავენ: ”რა ვქნათ, ისე ვემზადებოდი, ისე ვემზადებოდი დღესასწაულზე რომ ვზიარებულიყავი და აი …”

დღიურიდან: ტელეფონზე რეკავს გოგონა: ”მამაო, დღესასწაულებზე უწმინდურობის ნიადაგზე ვერ შევძელი ტაძარში ვყოფილიყავი. არც სახარება ამიღია ხელში და არც წმინდა წიგნები. მაგრამ არ იფიქროთ, რომ დღესასწაული გამოვტოვე. მსახურების მთელი ტექსტი და სახარებაც ინტერნეტით წავიკითხე!”

მართლაც დიდებული გამოგონებაა ინტერნეტი! ე. წ. რიტუალური უწმინდურობის დღეებშიც კი შეიძლება კომპიუტერს შეეხო. და ის იძლევა ლოცვითი განცდის საშუალებას დღესასწაულებზე.

თითქოსდა, როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის ბუნებრივმა პროცესებმა განგვაშოროს ღვთისაგან? თვით განათლებულ გოგონებს და ქალბატონებსაც ესმით ეს, მაგრამ ხომ არის საეკლესიო კანონები, რომლებიც კრძალავენ ტაძარში შესვლას განსაკუთრებულ დღეებში…

როგორ ამოვხსნათ ეს საკითხი?

ამისათვის, უნდა მივმართოთ ქრისტეანობამდელ პერიოდს, ძველ აღთქმას.

ძველ აღთქმაში უამრავი მითითებაა ადამიანის სიწმინდესა და უწმინდურობასთან დაკავშირებით. უწმინდურობა – უპირველეს ყოვლისა არის მკვდარი სხეული, ზოგიერთი ავადმყოფობა და კაცისა და ქალის სასქესო ორგანოებიდან დენადობა [1].

საიდან გაჩნდა იუდეველებთან ასეთი წარმოდგენები? უფრო მარტივია, გაივლოს პარალელები წარმართულ კულტურებთან, რომლებშიც აგრეთვე არსებობდა მსგავსი მიდგომა უწმინდურობის მიმართ, თუმცა უწმინდურობის ბიბლიური გააზრება უფრო ღრმაა, ვიდრე ეს პირველი შეხედვიდან ჩანს.

რათქმაუნდა, წარმართული კულტურის გავლენასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ძველაღქმისეულ ადამიანისათვის ხელახლა იქნა გააზრებული გარეგანი უსუფთაობის იდეა, რომელიც სიმბოლურად ღრმა თეოლოგიურ ჭეშმარიტებებს წარმოადგენდა. რომლებს? ძველ აღთქმაში უწმინდურობა დაკავშირებულია თვით სიკვდილთან, რომელმაც მოიცვა ადამიანი ადამისა და ევას დაცემის შემდეგ. არაა რთული იმის დანახვა, რომ სიკვდილიც, ავადმყოფობებიც, სისხლდენაც და ძილში დაცემაც, ისევე როგორც ჩანასახის განადგურება – ყველაფერი ეს გვახსენებს ადამიანის მომაკვდავ ბუნებაზე, ადამიანური ბუნების რაღაც სიღრმისეულ დაზიანებას.

და ამ მომენტებში, ანუ თავისი მომაკვდავობისა და ცოდვიანობის გამოვლენის პერიოდში, ადამიანი მოკრძალებით განზე უნდა დადგეს ღვთისაგან, რომელიც არის თვით სიცოცხლე!

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ აღთქმას ასეთი სახის უწმინდურობის მიმართ.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი რადიკალურად გადახედავს ამ თემას. წარსულმა – ჩაიარა, ახლა ყველა ვინც მასთანაა, რომც მოკვდეს – გაცოცხლდება, მითუმეტეს აზრი აღარა აქვს სხვა დანარჩენ უწმინდურობას. ქრისტე – თვით განკაცებული სიცოცხლეა (იოან. 14, 6)

მაცხოვარი ეხება მკვდრებს – გავიხსენოთ, თუ როგორ შეეხო ის სარეცელს რითაც დასაკრძალად მიასვენდნენ ნაინელი ქვრივის ვაჟს; როგორ დაუშვა მან, რომ სისხლმდინარე დედაკაცი შეხებოდა მას… ახალ აღთქმაში ვერ ვნახავთ ადგილს, სადაც უფალი იცავდა სიწმინდისა ანდა უწმინდურობის შესახებ წესებს. მაშინაც კი, როდესაც ის ხვდება დედაკაცს, რომელმაც აშკარად დაარღვია უწმინდურობის რიტუალის ეტიკეტი და შეეხო მას, უფალი მას ეუბნება ისეთ რამეს, რაც ზოგადად მიღებულ აზრს ეწინააღმდეგება: ”გამხნევდი, შვილო!” (მათე 9, 22)

მოციქულებიც ასე გვასწავლიდნენ. ”ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, – ამბობს მოც. პავლე, – რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას” (რომ. 14, 14). იგივე მოციქული ამატებს: ” რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.” (1 ტიმ. 4, 4-5).

პირდაპირი გაგებით მოციქული საუბრობს უწმინდურად მიჩნეულ საკვებზე. ებრაელები ზოგ საკვებს უწმინდურად მიიჩნევდნენ, მოციქული კი ამბობს, რომ რაც ღვთისაგანაა შექმნილი – ყველაფერი წმინდაა და სუფთა. მაგრამ პავლე მოციქული არაფერს არ ამბობს ფიზიოლოგიური პროცესების უწმინდურობაზე. კონკრეტულ წესს იმის შესახებ, რომ ჩაითვალოს დედაკაცი განსაკუთრებულ დღეებში უწმინდურად, ვერც მასთან და ვერც სხვა მოციქულებთან ჩვენ ვერ ვპოულობთ. თუ პავლე მოციქულის ქადაგების ლოგიკას მივყვებით, მაშინ დავასკვნით, რომ დედაკაცთა ამ განსაკუთრებულ დღეებს – როგორც ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები – არ შეუძლიათ ადამიანის ღვთისაგან და მადლისაგან განშორება.

შეგვიძლია დავუშვათ, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მორწმუნეები თვითონ აკეთებდნენ არჩევანს. ზოგი მიყვებოდა ტრადიციას, იქცეოდა ისე, როგორც დედები და ბებიები, ალბათ ”მაინც ყოველი შემთხვევისათვის”, ანდა გამომდინარე რა ღვთისმეტყველური განმარტებიდან ანდა რაიმე სხვა მიზეზებიდან, იცავდა აზრს, რომ ”კრიტიკულ” დღეებში უკეთესია არ შეეხო სიწმინდეებს და არც მიიღო წმინდა ზიარება. სხვები კი ეზიარებოდნენ ყოველთვის, თვით კრიტიკულ დღეებშიც. და ამის გამო მათ ეკლესიიდან არავინ არ აყენებდა.

ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ კვირას, სიკვდილის საფრთხის ქვეშაც კი, იკრიბებოდნენ სახლებში, ატარებდნენ ღვთისმსახურებას და ეზიარებოდნენ. და რომ ყოფილიყო ამ წესიდან რამე გამონაკლისი, მაგალითად დედაკაცებისათვის კრიტიკულ დღეებში, მაშინ ამის შესახებ უძველესი ქრისტიანული წყაროები მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას. მაგრამ ისინი ამის შესახებ არაფერს არ ამბობენ.

თუმცა ასეთ შეკითხვას ისტორიაში ადგილი ჰქონდა. მასზე პასუხი კი III საუკუნის შუახანებში ნაშრომში ” მოციქულთა განწესებანი” წმინდა კლიმენტ რომაელმა* გასცა:

”თუ ვინმე ასრულებს იუდეველთა წეს-ჩვეულებას ძილში დაცემასთან,…, დაკავშირებით, მაშინ გვითხრან ლოცვისაგან, ბიბლიასთან შეხებისგან ანდა ზიარებისგან თუ იკავებენ თავს იმ დღეებში და იმ საათებში, როდესაც ასეთი რამე მოსდით? თუ იტყვიან, რომ თავს იკავებენ, მაშინ მათ თავის თავში არ გააჩნიათ წმიდა სული, რომელიც ყოველთვისაა მორწმუნესთან… მართლაც, დედაკაცო, თუ შენ ფიქრობ, რომ შვიდი დღის განმავლობაში, სისხლდენის დროს, სულიწმიდა შენში არაა, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ თუ უცაბედად გარდაიცვლები, გახვალ ამ ქვეყნიდან შენში სულიწმიდისა და ღვთის იმედისა არ მქონე. მაგრამ სულიწმიდა, რასაკვირველია, შენთანაა… რამეთუ, არც კანონიერ ცოლ-ქმრული ურთიერთობას, არც მშობიარობას, არც სისხლდენას, არც ძილში დაცემას არ ძალუძს ადამიანის ბუნების შერყვნა ანდა სულიწმიდის განშორება მისგან, [სულიწმიდისგან] ადამიანს აშორებს მხოლოდ უღირსება და უკანონო ქმედება.

ამგვარად, თუ შენ, დედაკაცო, ამბობ, რომ განწმენდის დღეებში შენში არაა სულიწმიდა, მაშინ გამოდის რომ შენ ავსებული ხარ უწმინდური სულით. რამეთუ, როდესაც არც ლოცულობ და არც კითხულობ ბიბლიას, უნებლიედ მას მოუწოდებ შენთან…

ამიტომ, მოერიდე, დედაკაცო, ამაო საუბრებს და მუდამ გახსოვდეს შენი შემქმნელი და ილოცე მის მიმართ… ყოველივეს – ბუნებრივი გაწმენდის, კანონიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობის, მშობიარობის, მუცელ-მოწყვეტის, და ხორციელი ავადმყოფობის წესების – დაცვის გარეშე. ყოველივე ამის დაცვა ცარიელია და უგუნური ადამიანების აზრს მოკლებული გამოგონებებია.

…ცოლ-ქმრობა წმინდაა და შეუგინებელი, და შვილთასხმაც სუფთაა … და ბუნებრივი განწმენდა არაა ამაზრზენი უფლის წინაშე, რომელმაც ბრძნულად მოაწყო, რომ ის დედაკაცებს ჰქონოდა… მაგრამ სახარების მიხედვითაც, როდესაც სისხლმდინარე ქალი უფლის სამოსელის მაცხოვნებელ კიდეს შეეხო, რათა გამოჯანმრთელებულიყო, უფალმა ეს საქციელი კი არ დაგმო, არამედ უთხრა: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ”

ამავე თემაზე VI საუკუნეში წმ. გრიგოლ დიოლოღოსიც წერდა. ანალოგიურ თემაზე მან პასუხი მიწერა ანგლების არქიეპისკოპოსს ავგუსტინს, რომელშიც ახსენა, რომ ქალს შეუძლია შევიდეს ეკლესიაში და მიიღოს წმინდა ზიარება ნებისმიერ დროს – უშუალოდ ბავშვის დაბადების შემდგომ, და კრიტიკულ დღეებშიც:

”არაა საჭირო ქალს აუკრძალო ეკლესიაში შესვლა სისხლდენის დროს, რამეთუ არ შეიძლება მას ბრალად წარუყენო ის, რაც მას მიცემული აქვს ბუნებისაგან, და რის გამოც ქალი იტანჯება თავისი ნების წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სისხლმდინარე დედაკაცი ზურგიდან მიუახლოვდა უფალს და შეეხო მისი სამოსელის კიდეს, რის გამოც მაშინვე განიკურნა. მაშ, თუ მას, როგორც სისხლმდინარეს, შეეძლო შეხებოდა უფლის შესამოსელს და განიკურნა, რატომ არ შეუძლია ქალს დედათა წესის დროს უფლის ეკლესიაში შესვლა?..

ამ დროს არ შეიძლება დედაკაცს აუკრძალო აგრეთვე წმინდა ზიარების მიღებაც. თუ მას არ სურს ამის გაკეთება უდიდესი მოკრძალების გამო, ის შექების ღირსი იქნება, მაგრამ თუ მიიღო, ამით ცოდვას არ ჩაიდენს… და არც კრიტიკული დღეებია ცოდვიანი, რამეთუ თავისი ბუნებიდან გამომდინარეობენ…

ნება მიეცით ქალებს, რომ თვითონ გადაწყვიტონ, და თუ სისხლდენის პერიოდში ისინი არ გაბედავენ უფლის წმიდა ნაწილებთან მიახლოებას, მაშინ ისინი ქების ღირსნი იქნებიან მათი კეთილმორწმუნეობისათვის. მაგრამ თუ … გადაწყვიტეს მიიღონ წმიდა ზიარება, როგორც უკვე ვახსენეთ, ამაში წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ”.

როგორც ვხედავთ, დასავლეთში, სადაც ზემოთ ხსენებული ორივე მამა რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ, ამ თემამ მიიღო საბოლოო და ყველაზე ავტორიტეტული დასკვნა. დღესდღეისობით არც ერთ ქრისტიანს დასავლეთში არც კი გაუჩნდება თავში ის შეკითხვები, რომლებიც უხერხულობას იწვევს ჩვენში – აღმოსავლეთ ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეებს. იქ ქალს შეუძლია მიიღოს ზიარება ნებისმიერ დროს, ქალის ყოველგვარი სისუსტისდა მიუხედავად.

აღმოსავლეთში კი ამ სასკითხთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ ყოფილა.

III საუკუნის ადრექრისტიანული სირიული დოკუმენტი (დიდასქალია) აღნიშნავს, რომ ქრისტიანი ქალისთვის არაა აუცილებელი დაიცვას გარკვეული დღეები და რომ მას შეუძლია მიიღოს ზიარება ყოველთვის:

წმ. დიონისე ალექსანდრიელი III საუკუნის შუახანებში წერს სხვა რამეს:

”არ ვთვლი, რომ ისინი [ანუ დედაკაცები კრიტიკულ დღეებში], თუ ისინი ერთგულნი და კეთილმორწმუნენი არიან, ამ მდგომარეობაში ყოფნის დროს, გაკადნიერდნენ და შეეხონ ან წმინდა ტრაპეზს, ანდა უფლის წმიდა ნაწილებს. რამეთუ დედაკაცი, რომელსაც თორმეტწლიანი სისხლდენა ჰქონდა, განკურნების მიზნით შეეხო არა უფალს, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კიდეს. ხოლო ლოცვა, უფლის ხსენება და დახმარებისათვის თხოვნა, როგორ მდგომარეობაშიც კი არ უნდა იყოს ადამიანი, არ იკრძალება. მიახლება კი იმასათან, რაც არის წმიდა წმიდათა, აკრძალული უნდა იყოს სულით და ხორცით ბოლომდე არაწმინდათათვის”.

მოგვიანებით, ასი წლის შემდეგ ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებზე წმ. ათანასე ალექსანდრიელიც წერს. ის ამბობს, რომ ღვთის ყველა ქმნილება “კეთილი და წმინდაა”. “მითხარი, ქრისტესმიერ საყვარელო, რაიმე ბუნებრივ გამონადენს განა კავშირი აქვს ცოდვასთან ანდა უწმინდურობასთან? განა შეიძლება ბრალი დაედოს ვინმეს იმის გამო, რომ მას ნესტოებიდან სისველის ანდა პირიდან ნერწყვის გამონადენი აქვს? უფრო მეტის თქმაც შეიძლება, მაგალითად საშოდან გამონადენი, რომელიც ცოცხალი არსების სიცოცხლისთვისაა აუცილებელი? თუ, წმინდა წერილის მიხედვით, გვჯერა, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა, მაშინ როგორაა შესაძლებელი, რომ წმიდა ძალისაგან წარმოშობილიყო საძაგელი ქმნილება? და თუ გვახსოვს, რომ ჩვენ ღვთის ნათესავნი ვართ (მოც. 17, 28), მაშინ არავითარი უწმინდურობა არ იქნება ჩვენში. რამეთუ მხოლოდ მაშინ წავიბილწებით, როდესაც ცოდვას ჩავდივართ, რაც ყველა უწმინდურობაზე უარესია”.

წმ. ათანასეს მიხედვით, აზრები სიწმინდისა და უწმინდურობის შესახებ ბოროტისაგან გვეძლევა, რათა ჩვენი სულიერი ცხოვრებიდან ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე.

ხოლო 30 წლის შემდეგ, წმ. ათანასეს მემკვიდრე წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი ამავე თემაზე სხვანაირად მსჯელობდა. შეკითხვაზე, თუ რამდენად დასაშვებია ქალის ნათლობა კრიტიკულ დღეებში, ის პასუხობდა: “(ნათლობა) უნდა გადაიწიოს, სანამ (დედაკაცი) არ განიწმინდება”.

სწორედ ეს აზრი სხვადასხვა ვარიაციებით ბატონობდა აღმოსავლეთში ბოლო დრომდე. მხოლოდ მამების და კანონისტების ნაწილი იყო უფრო მკაცრი – ქალი ამ დღეებში საერთოდ არ უნდა შევიდეს ეკლესიაში, სხვები კი ამბობდნენ, რომ ლოცვა და ეკლესიაში შესვლა შეიძლება, მხოლოდ ზიარება არ შეიძლება.

და მაინც რატომ არ შეიძლება? გასაგებ პასუხს ამაზე ჩვენ არ ვღებულობთ. მაგალითისთვის მოვიყვან XVIII საუკუნის დიდი ათონელი მოღვაწის და ერუდიტის ღირსი ნიკოდიმ მთაწმინდელის სიტყვებს. შეკითხვაზე, თუ რატომ არა მარტო ძველ აღთქმაში, არამედ წმინდა ქრისტიანი მამების მიხედვითაც დედაკაცის კრიტიკული დღეები ითვლება უწმინდურად, ღირსი მამა პასუხობს, რომ ამაში სამი მიზეზია:

1. ხალხის აღქმის გამო, ვინაიდან ადამიანები ყველაფერს, რაც კი სხეულის ზოგიერთი ორგანოდან გამოედინება როგორც უვარგისი და ზედმეტი, როგორც მაგალითად გამოყოფა ყურიდან, ცხვირიდან, სისველე დახველების დროს და ა.შ., განიხილავენ როგორც უწმინდურს.

2. ყველაფერი ეს განიხილება როგორც უწმინდური, რამეთუ ღმერთი ჩვენი სხეულის მეშვეობით გვასწავლის სულიერებაზე, ანუ ზნეობრივზე. თუ უსუფთაოა ხორციელი, რომელიც ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს, რამდენად უწმინდურია ჩვენი ცოდვები, რომელსაც ჩავდივართ ჩვენი ნებით.

3. ღმერთი უწმინდურს ეძახის დედაკაცის ყოველთვიურ განწმენდას, რათა მამაკაცებს აეკრძალოს მათთან კავშირში შევიდნენ… ძირითადში და უპირატესად თაობაზე და ბავშვებზე ზრუნვის გამო.

ასე პასუხობს ცნობილი ღვთისმეტყველი. სამივე არგუმენტი სრულებით არასერიოზულია. პირველ შემთხვევაში, პრობლემა იხსნება ჰიგიენური საშუალებებით, მეორე შემთხვევაში – გაუგებარია თუ რა კავშირია კრიტიკულ დღეებსა და ცოდვას შორის?.. იგივეა ღირსი ნიკოდიმოს მესამე არგუმენტთან დაკავშირებითაც. ღმერთი უწმინდურს ეძახის ქალის განწმენდის დღეებს ძველ აღთქმაში, ხოლო ახალ აღთქმაში ბევრი ძველაღთქმისეული გაუქმდა ქრისტეს მიერ. მითუმეტეს, ზიარებასთან რა კავშირშია კრიტიკულ დღეებში თანაყოფნის საკითხი?

ეს საკითხი, თავისი აქტუალურობის გამო, შესწავლილი იყო თანამედროვე ღვთისმეტყველის და სერბეთის პატრიარქის პავლეს მიერ. ამაზე მან დაწერა სტატია, რომელიც ხშირად გამოიცა და რომელიც საკმაოდ დამახასიათებელ სათაურს ატარებს: “შეუძლია თუ არა დედაკაცს ეკლესიაში შევიდეს სალოცავად, ემთხვიოს ხატებს და ეზიაროს, როდესაც ის “უწმინდურია” (კრიტიკულ დღეებშია)”?

უწმიდესი წერს: ”ქალის თვიური განწმენდა არ ხდის მას რიტუალურად და ლოცვისათვის უწმინდურს. ეს მხოლოდ ფიზიკური, ხორციელი უსუფთაობაა, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან გამონადენი. გარდა ამისა, რადგან თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები ეფექტურად აბრკოლებენ იმას, რომ სისხლის უნებლიე გამოდენით ეკლესია გახდეს უწმინდური… ჩვენ ვთვლით, რომ ამ მხრივაც ეჭვგარეშეა, რომ დედაკაცს ამ პერიოდში სათანადო სიფრთხილითა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, შეუძლია შევიდეს ეკლესიაში, ემთხვიოს ხატებს, მიიღოს სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, ისევე როგორც მიიღოს მონაწილეობა გალობაში. ზიარება ამ მდგომარეობაში და ნათლობა, მას არ შეუძლია. თუმცა სასიკვდინო ავადმყოფობის დროს შეუძლია ეზიაროს კიდეც და მოინათლოს”.

როგორც ვხედავთ, პატრიარქი პავლე ასკვნის, რომ “ეს მხოლოდ ფიზიკური, ხორციელი უსუფთაობაა, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან გამონადენი”. ამ მხრივ, გაუგებარია მისი დასკვნა: ეკლესიაში შესვლა შეიძლება, ხოლო ზიარება – მაინც არა. თუ პრობლემა ჰიგიენაშია, მაშინ ეს პრობლემა, როგორც თვით პატრიარქი პავლე შენიშნავს, ამოხსნილია [3]… მაშ, რატომ არ შეიძლება ამ დროს ზიარების მიღება? ვთვლი, რომ მორჩილების და თავმდაბლობის გამო, პატრიარქი უბრალოდ არ გაკადნიერდა ტრადიციის წინააღმდეგ წასულიყო.

რომ დავასკვნათ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი მღვდლების უმრავლესობა პატივს სცემს, თუმცა ხშირად არ ესმის ამ აკრძალვების ლოგიკა, მაინც არ ურჩევს ქალებს კრიტიკულ დღეებში ზიარებას.

მღვდლების სხვა ნაწილი (რომელსაც მიეკუთვნება ამ სტატიის ავტორი) ამბობს, რომ ეს ყველაფერი ისტორიული გაუგებრობის გამოა და რომ არაა საჭირო ორგანიზმის არანაირ ბუნებრივ პროცესებზე ყურადღების მიქცევა – ადამიანს შერყვნის მხოლოდ ცოდვა [4].

თუმცა, მღვდლების არც პირველი და არც მეორე ნაწილი აღსარებაზე მისულ ქალებს და გოგონებს არ ეკითხებიან მათ ციკლზე. ამ მხრივ გაცილებით მეტ და არასაქებ მოშურნეობას ამ საკითხში იჩენენ ჩვენი “ეკლესიური ბებიები” (“церковные бабушки”). სწორედ ისინი აშინებენ ახლადმოსულ ქრისტიან ქალებს და გოგონებს რაღაცა “უწმინდურობით”, რომელსაც ეკლესიურად ცხოვრებისას თურმე ესაჭიროება ფხიზელი ყურადღება და მათი გამორჩენის შემთხვევაში, საჭიროა ამის მონანიება აღსარებაში.

მაშ, რა შეუძლია ურჩიოს ავტორმა ზემოთხსენებულთან დაკავშირებით ღვთისმოყვარე დედაკაცებს? მხოლოდ ის, რომ ამ საკითხში ისინი თავმდაბლად უნდა მიყვნენ მათი სულიერი წინამძღვრის რჩევებს.

მღვდელი კონსტანტინე პარხომენკო

————-

1. არის აგრეთვე სხვა “უწმინდური” საგნები იუდეველთათვის: ესა თუ ის საჭმელი, ცხოველები და ა. შ. თუმცა მთავარი უწმინდურობა ისაა, რაც აღვნიშნე.

2. გადმოცემის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის პირველშეწირულის ღვთისმსახურების ავტორობა, რომელიც დიდმარხვის დროს აღესრულება.

3. ზოგიერთი მამის მიერ ”კანონებზე” ციტირება არაა მთლად გამართლებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში არაა ამ მხრივ განმარტება, რომელიც მსოფლიო კრების მიერ იქნა მიღებული. არის მხოლოდ წმინდა მამების საკმაოდ ავტორიტეტული აზრები (რაც უკვე ვახსენეთ – წმ. დიონისე, წმ. ათანასე და წ. ტიმოთე ალექსანდრიელები), რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონთა წიგნშია შესული. ხოლო ცალკეული, თუნდაც საკმაოდ ავტორიტეტული, მამების აზრები – ეს არაა ეკლესიის კანონები **

4. სწორედ რომ ისტორიული და არა ღვთისმეტყველური. ავტორისათვის ცნობილი ამ აკრძალვის ყველა ე.წ. ღვთისმეტყველური არგუმენტი საკმაოდ ხელოვნურია.

————–

მთარგმნელისაგან:

* ხსენებული ნაშრომი ჩნდება III-IV საუკუნეებში და მის ავტორობას წმ. კლიმენტ რომაელს (I ს.) მიაწერენ

** 1997 წლის 26-27 მაისის ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დაადგინა:
„ეკლესია და ქალები: წმინდა სინოდმა განიხილა გარკვეული საკითხები, რომლებიც ეხება მორწმუნე მართლმადიდებლების ცხოვრებას და დაადგინა, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდნენ საღვთო მსახურებებში და იღებდნენ წმინდა საიდუმლოებებს. ნებისმიერი მითითება, მოცემული ლიტურგიკულ წიგნებში, რომ ქალი არის უწმინდური და ბილწი, უნდა გაუქმნდეს. მათ შეუძლიათ შევიდნენ ტაძარში და მიიღონ ზიარება ნებისმიერ დროს. ეს მოითხოვს ჩვენი ლიტურგიკული ტექსტების ახლებულ ხედვას”.
Excerpts from the Meeting of the Holy Synod of Antioch, 1997 May 26-27, გამოქვეყნებულია ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ჩრდილოეთ ამერიკის არქიდიოცეზის (საეგრზარქოსოს) ოფიციალურ სამაუწყებლო ჟურნალში The Word, september 1997, რომლის ფოტოასლსაც დანართის სახით გთავაზობთ.
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A5%E...83%A3%E1%83%AC/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 23 2013, 11:15 PM
პოსტი #44


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



დაგვიანებული გამოხმაურება

საუკუნეების მანძილზე ეკლესია განუწყვეტლივ ღებულობს გამოწვევებს ამსოფლიდან. ყველა ამ გამოწვევას ეკლესია პასუხობს ღვთის სიტყვით. კაცთა სიბრძნის ღირსება ჩანს ღვთის სიბრძნის ფონზე.
კაცთა ბრძნობა ხშირად თავს იჩენს თვით ეკლესიის წიაღში სხვადასხვა მწვალებლობის თუ ცრუ სწავლების სახით. ისინი საფუძვლად იღებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ არა ღვთის მიერ მეტყველებენ, არამედ კაცობრივად, დაცემული ბუნების შესაბამისად ბჭობენ და მრავალს აცდუნებენ ეკლესიაში სოფლის სასიხარულოდ. არაერთი განხეთქილება და განყოფა მოხდა ეკლესიაში ამის გამო. ეკლესიისგან განყოფილნი გარკვეულ ფარგლებში ინარჩუნებენ ეკლესიის გარეგნულ ფორმებს, მაგრამ არსით მათი სწავლებანი კაცთა დადგენილებებია და არა ღვთისა, და ასე აგრძელებენ თავის არსებობას ღვთის ეკლესიის გარეთ.
ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სოფელი კვლავ გვიგზავნის გამოწვევებს იმ იმედით, რომ ვიღაცა ეკლესიაში წამოეგება ამ გამოწვევას და ეკლესიის წიაღში დაიწყებს მის გავრცელებას დიპლომირებული „ღვთისმეტყველის“ ჯერ არაღიარებული „ავტორიტეტის“ სახელით. ტრაგიკომიკურია ამგვარი მოღვაწეების მდგომარეობა. ღირსი იოანე სინელი, როდესაც მას ღირსი იოანე რაითელი სთხოვს ორმოცწლიანი ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილების წერილობით, სწავლა-დარიგების მიზნით გადმოცემას, პასუხობს, რომ თავის თავს არ თვლის ღირსად, სხვას ასწავლოს. დღეს კი გუშინდელი სტუდენტი, ღვთისმეტყველის დიპლომით ჯიბეში და მითუმეტეს, ახლად ხელდასხმული მღვდელი, ავტორიტეტულად იწყებს კრიტიკულ მსჯელობას საეკლესიო წესებსა, ტრადიციებსა და გადმოცემებზე. მერე რა, რომ ჯერ ვერ ერკვევა საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკისა და საეკლესიო სწავლების ურთიერთმიმართების საკითხში და ამჟღავნებს თავის გამოუცდელობას, სამაგიეროდ ჩანს მისი მიზანდასახულობა: წარმოჩნდეს პროგრესულად მოაზროვნედ სოფლის თვალში. ჰოი, უბადრუკობა! საკითხი, რომელსაც ვაპირებ შევეხო, თავისთავად არ არის საპოლემიკო. ეს სოფელი, ეკლესიის გარე წრე, ცდილობს ამგვარი საკითხები აქციოს პოლემიკის საგნად, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წიაღში ეს საკითხები არ არის სადავო. რომ არა სასულიერო პირის სახელით მავანის გამოხდომა, არც ღირს ამ საკითხზე საჯაროდ მსჯელობა. ვისაც უნდა უფალთან ერთობა და აწუხებს თავისი მდგომარეობა, მიმართოს ეკლესიას და იქ გაარკვიოს თავისთვის პირადად, თუ როგორ მოიქცეს.
ნათქვამია: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. რა ვქნათ, როცა ფიცი საეჭვოა და ბოლო - სამარცხვინო? „თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში“, როგორც თავის თავს მხოლოდ “მუყაოს დიპლომის” საფუძველზე უწოდებს მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, უნდა იცოდეს და სტუდენტებსაც ასწავლიდეს, რომ მღვდელი თავისი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე საჯაროდ, ჭრელი აუდიტორიის წინაშე არ უნდა გამოდიოდეს. მითუმეტეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც მას ჰგონია, ეკლესიის სწავლებას ეხება. ვისი კურთხევით გამოდის მღვდელი ალექსი? თუ თეოლოგიის დოქტორს არ ევალება საეკლესიო სამართლის ნორმების დაცვა? დედის წინ მორბენალი კვიცის ფიცი დავიჯეროთ?
მღვდელი ალექსი თავის „კანონიკურ-ანთროპოლოგიურ ანალიზს“ რატომღაც მართლმადიდებლურს უწოდებს და იწყებს სიტყვებით: „მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემად დღემდე რჩება ქალის „უწმინდურობის“ საკითხი“. ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში „ქალის უწმინდურობის“ საკითხი არც „დელიკატური“, არც სხვა რაიმე „პრობლემა“ არასოდეს ყოფილა. არცერთ მორწმუნე, ღვთისმოშიშ მანდილოსანს აზრად არ მოუვა დედათა წესის დროს წმიდა ზიარების მიღება. ეკლესიის სწავლება ამ საკითხს არც განიხილავს, რადგან აქსიომატურია. ეს საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკის საკითხია და საკმარისია რამდენიმე წმიდა მამის გამონათქვამი, რომელიც ეკლესიამ კანონად მიიღო. თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში დაგვისახელოს, რომელ მსოფლიო თუ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, სადაც ეკლესიის სწავლების შესახებ იყო მსჯელობა, განიხილებოდა ეს საკითხი. მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრებამ, რომელმაც ეკლესიის კრებითი ბეჭდით დაბეჭდა ამ საკითხის შესახებ არსებული ნეტ. დიონისე და წმ. ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეები, არც კი დაუთმო ცალკე დრო მათში დასმული საკითხების განხილვას, არამედ ცალსახად განაჩინა ამ ეპისტოლეების სრული და უგამონაკლისო მიღება და დაცვა. მღვდელი ალექსი თავისი „ანალიზის“ დასაწყისში „ეკლესიის სწავლების“ პრობლემურ საკითხად აცხადებს დედათა წესის მოვლენას, ხოლო თავისი წერილის დასკვნით ნაწილში „ეკლესიის სახარებისეული სწავლების“ რანგში აჰყავს ქალის ფიზიოლოგიურ-ბუნებრივ მდგომარეობაში მისი ურთიერთობა უფალთან. სახარებაში და მოციქულთა ეპისტოლეებში სადმე თუ გვხვდება ამ საკითხზე მსჯელობა? ეგებ გაგვახსენოს ღვთისმეტყველების დოქტორმა... სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება დედათა წესს არ ეხება. ნუთუ არ იცის თანამედროვე აკადემიური მეცნიერული ცოდნისა და წიგნიერების მეტრმა, რომ დედათა წესი ბუნებრივი, აუცილებელი ფიზიოლოგიური მოვლენაა, ხოლო ხანგრძლივი, არაპერიოდული, წლების მანძილზე სისხლდენა ავადმყოფობაა. ის დედაკაცი განკურნებას ითხოვს მაცხოვრისგან და არა დედათა წესის შეჩერებას. დედათა წესის შეწყვეტა ხომ უშვილობის საწინდარია. ღვთისმეტყველების დოქტორი სანამ არასაღვთისმეტყველო საკითხებს შეეხება, სპეციალისტთან უნდა მივიდეს კონსულტაციაზე – ფიზიოლოგთან, ან გინეკოლოგთან, (აკი თვითონ გვირჩევს, ამ საკითხის განსახილველად მოვიწვიოთ „ფართე საზოგადოება“), ან სამედიცინო ენციკლოპედიაში ჩაიხედოს, რა იწვევს ქალში გამუდმებულ სისხლდენას და რა არის მიზეზი დედათა წესის? რატომ არ უკეთდება დედაკაცს ოპერაცია, როდესაც მას დედათა წესი აქვს და არც სისხლის ანალიზს იღებენ ამ მდგომარეობაში? მღვდელი ალექსი შესაშური თავმდაბლობით აჯამებს თავის ოპუსს სიტყვებით: „ჩვენი მიზანი არ იყო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი“. რომელ კითხვაზე? რომელიც ეკლესიაში, მორწმუნე საზოგადოებაში არც დგას? პასუხის მაგივრად ვიხილეთ: ა) კანონისტის მიერ არცოდნა საეკლესიო კანონების: მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონი განაჩინებს დედათა წესის დროს დედაკაცთა ზიარების დაუშვებლობის შესახებ არსებული ნეტარი დიონისე და წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეების სრულ, უგამონაკლისო და განუხრელ დაცვას. ბ) პატიოსანი მღვდლისგან უპატიოსნო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკვლევი მასალისა თუ მოღვაწე, ავტორიტეტული მღვდელთმთავრის - სხვა მკვლევარის ნაშრომისადმი: 1) საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მღვდელმა ალექსიმ მოიხმო „III საუკუნის სხვა კანონიკური ძეგლი - „მოციქულთა განწესებანი“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი სჯულისკანონის შემადგენლობაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონიკურ წყაროს წარმოადგენს“. ნუთუ არ იცის სამართლის მეტრმა, რომ ეს „მნიშვნელოვანი საეკლესიო წყარო“ - VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ განიხილა და განაჩინა, რომ ვინაიდან მასში „ძველად სხვაგვარადმადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილშვენიერ საღმრთო სჯულს აბნელებენ, მათ („მოციქულთა განწესებანის“ – მ.ი.) სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვთ საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ, საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას!“ რისთვის დამალა ეს განჩინება კანონისტმა მღვდელმა? რა გამოდის?! ეკლესიის მიერ მრევლის განსამტკიცებლად და გარყვნისგან დასაცავად საეკლესიო სამართლის მიმოქცევიდან ამოღებული ძეგლი კვლავ შემოაქვს ოცდამეერთე საუკუნის თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართლის დარგში? ეკლესიის „განსარყვნელად“? 2) თანამოაზრედ, მღვდელი ალექსი ღირსეული მღვდელთმთავრის სერბეთის აწგანსვენებული პატრიარქის პავლეს ნაშრომს „იმოწმებს“. მკითხველი რომ დაარწმუნოს ალექსანდრიელი პატრიარქების კანონიკური ეპისტოლეების „არაცენზირებულობაში“, ასახელებს პატრისტიკული და შუასაუკუნეების საეკლესიო მემკვიდრეობის ძეგლებს და შემდეგ წერს: „სერბეთის პატრიარქი პავლე ყველა ხსენებული წყაროს შესწავლის შემდეგ ასკვნის, რომ ქალის „უწმინდურობასთან“ დაკავშირებული არცერთი ციტატა არ გამოხატავს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას და წარმოადგენს მხოლოდ მათი ავტორების კერძო აზრს“. რა ვთქვათ ამ „დელიკატური“ ინტერპრეტაციის შესახებ? ქშუტაშვილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ან პატრიარქი პავლე მართლაც არ იცნობს VI მსოფლიო კრების ზემოთხსენებულ განჩინებას, ან განზრახ ამახინჯებს ფაქტებს, სინამდვილეში კი მღვდელ ალექსის სურს ასე წარმოაჩინოს ვითარება. ნუთუ ვერ შენიშნა თეოლოგიის დოქტორმა, რომ სერბეთის უწმინდესი პატრიარქი წერს: „...по словам Властара, женщины в старину входили в алтарь для причащения в этом состоянии. Опосредовано это, доказывают и вопросы, заданные святому Дионисию и Тимофею. Но и после этого, когда вышло определение о том, что они тогда не могут причащаться, они приходили в церковь на молитву, как дает понять канонист Вальсамон (ХII в.), говоря, что, в особенности в женских монастырях, женщины с месячным истечением приходили в церковь и, поскольку не могли причаститься, стояли на паперти и молились Богу. Он (თეოდორე ბალსამონი – მ.ი.) был против этого их присутствия и стояния на паперти, и говорил, что не следовало бы им вообще приближаться к храму. Той же точки зрения придерживался и Матфей Властарь, как мы уже показали. Из литургистов С. Булгаков говорит, что по церковным правилам (не называя каким) женщина в период месячного или послеродового очищения не должна входить в храм и причащаться. Его точку зрения дословно повторяют прот. В. Николаевич и проф. д-р Л. Миркович, ссылаясь на 2 правило святого Диониси и на 7 правило-Тимофея-Александрийского. Мы считаем, что эти частные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предмете, не подтверждены никаким высшим авторитетом – Вселенским или Поместным собором – и не могут рассматриваться как позиция всей Православной Церкви. Тем более, что мы знаем, что Церковь позволяла, с глубокой древности, стоять у паперти и еще некрещенным (оглашенным), равно как и некоторым степеням кающихся, т.е. тем христианам, которые после крещения во время гонений пали и отреклись от Христа, или учинили убийство, прелюбодеяние, либо другие тяжкие грехи, «чтобы они, – как говорит святой Симеон Солунский, – слушанием и смотрением участвовали в божественном, устами и языком исповедовали веру и пели благочестивые слова.
Не может быть, чтобы Церковь поступала строже в отношении женщин в афедроне, нежели в отношении нравственных преступников, и не дозволяла бы им, чтобы они слушанием и смотрением «участвовали в божественном», в исповедании веры и пели благочестивые слова. Это подтверждало бы и точку зрения преп. Никодима Святогорца, который, со ссылкой даже на Вальсамона, говорит, что женщины и в это время могут молиться, «будь то наедине в своем доме, будь то на паперти храма, моля Бога и прося помощи и спасения у Него».
Поэтому я полагаю, что из приведенного правила святого Дионисия можно с уверенностью заключить только, что женщина во время менструации не может причащаться“. განა აშკარა არ არის, რომ საეკლესიო კრებსითი ავტორიტეტით, უწმიდესი პავლეს აზრით, არ მყარდება დედათა წესის დროს დედაკაცთა ტაძარში შესვლის ამკრძალავი „კერძო აზრები“? განა დაუშვებს ვინმე ახალბედა რჯულმდებლის კვალდაკვალ, რომ ციტატაში მითითებული სახელების შემდეგ ფრაზა „частные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предмете“ კანონიკური ეპისტოლეების ავტორებს გულისხმობს? პატრიარქი პავლე ასეც რომ ფიქრობდეს, განა მისი კერძო აზრი გადაწონიდა ეკლესიის სიტყვას? მაგრამ ვაი, რომ სერბეთის შესვენებული პატრიარქიც ცილისწამების მსხვერპლია. გ) კადნიერი დამოკიდებულება წმიდანებისადმი: „ნეტარი დიონისეს და წმინდა იოანე მმარხველის ციტირებული კანონებიდან მტკიცდება სერბეთის პატრიარქის პავლესა და სხვა მკვლევარების დასკვნა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალის უწმინდურობის შესახებ მოსაზრება გავრცელდა, როგორც ძველი აღთქმის მოსეს სჯულის არაცენზირებული გადმონაშთი ...... საბედნიეროდ, ყველა წმინდა მამა და საეკლესიო მწერალი არ იყო ძველი აღთქმის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ!“ როგორ გავიგოთ? ეკლესიის წმიდა მამები და მათი ეპისტოლეების დამამტკიცებელი მსოფლიო კრების წევრები ვერ ხვდებოდნენ განსხვავებას ძველ და ახალ აღთქმებს შორის და მხოლოდ დღეს შენიშნა ეს „შეცდომა“ თეოლოგიის ნორჩმა დოქტორმა? დ) წმიდა სახარების ვერ გაგება. არა მარტო ვერ გაგება, არამედ, სამწუხაროდ, ფალსიფიკაციასაც აქვს ადგილი: პეტრე მოციქულის გამოცხადება დედათა წესს ეხება, თუ ეს იყო მოწოდება წარმართებთან საქადაგებლად მისვლის შესახებ? მაგრამ ჩვენი უმცროსი ძმა არ ცხრება და გვთავაზობს „ამ საკმაოდ დელიკატური(?) და პრობლემატური(?) საკითხის განსახილველად მოგვეწვია ეკლესიის ფართე საზოგადოება და განსაკუთრებით ღვთისმეტყველი სპეციალისტები (!)“. ოცი საუკუნის მანძილზე ეკლესიას აზრად არ მოსვლია დედათა წესის საღვთისმეტყველო ასპექტით განსახილველად კრების მოწვევა და აი, ოცდამეერთე საუკუნის ღვთისმეტყველების მედროშედ მოგვევლინა მღვდელი ალექსი და გვიწვევს კრებაზე. რა უბედურებაა?!.
სოფელი, ალბათ, სიხარულით ტაშს დაუკრავს „პროგრესულად“ მოაზროვნე, ნაკითხ მღვდელს, მაგრამ ეკლესიის წევრი სოფელი არ გახდება, რადგან ეკლესია არ არის ამსოფლისა, არამედ უფლისაა.
რა ვუთხრათ ჩვენ ახალგაზრდა მღვდელს? დაფიქრდეს, ეკლესიის დიდი სჯულის კანონში შეტანილი რამდენიმე წმიდანის კანონიკურად აღიარებული წერილი არის კერძო აზრი, თუ ქშუტაშვილისეული რედაქციით მოწოდებული აწ განსვენებული სერბეთის პატრიარქის მოსაზრებები, რომელიც ეკლესიას კანონიკურად არ მიუღია? მაგრამ რა ვქნათ, პატრიარქ პავლეს სიტყვების შეგნებული გაუკუღმართებაც არ აკმაყოფილებს კანონისტ ქშუტაშვილს და ბოლოს გამოგვიტყდა: „სერბეთის პატრიარქი ხსენებულ ნაშრომში აღარ ავითარებს თემას, მაგრამ პასუხი არც თუ ისე რთულია“ და გვთავაზობს თავის ორიგინალურ ხედვას. განსვენებული პატრიარქის „მოსაზრებები“ ერთ-ერთ დაბალ საფეხურად არის გამოყენებული; უფრო მაღლა დგას თვით უახლესი ღვთისმეტყველის სწავლებანი. აქ, ჩვენ, როგორც ვხედავთ, თვითრჯულობასთან გვაქვს საქმე და პოლემიკას აზრი ეკარგება.
„რა არის მისთვის ჰეკუბა?
ვინ არის იგი ჰეკუბასთვის?“

რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტი იოანე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 24 2013, 11:22 AM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ჯიგარი ხარ რომ დადე .
არადა ჩვენ ვეძებდით ამ წერიოლს , ლელუაშვილს უნდა დაედო , მაგრამ ვერ მოიძია.

მამა ალექსისა და მეუფე იოანეს შორის პირადული დაპირისპირება არაა ჩვენი საქმე და ეს გადავდოთ გვერდზე .
ვრცელი განხილვაა შემდგომში იმისა , რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ქალი არ უნდა ეზიარებოდეს . ამაზეც ვთანხმდებით და აქ მყოფნი .

მაგრამ ვერ შევთანხმდით ამ მდგომარეობაში მყოფი ქალი თუ უნდა შედიოდეს ტაძარში , მიდიოდეს ხატებთან და.ა.შ.

ჩემი აზრით კი .
გამახარებ თუ ამ უკანასკნელზეც მოიძიებ ცნობებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 24 2013, 11:39 AM
პოსტი #46


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



კითხვა: 1- დედა წესის დროს შევდიოდეს თუ არა ქალი ტაძარში?

და 2- ეხებოდეს თუ არა სიწმიდეებს?

სიამოვნებით, ვკითხავ მეუფეს სამშაბათს ლოცვაზე და მიმითითებს ლიტერატურას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 24 2013, 11:42 AM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
სიამოვნებით, ვკითხავ მეუფეს სამშაბათს ლოცვაზე და მიმითითებს ლიტერატურას.

ხო რა...
მეუფის აზრი დაახლოებით ისედაც ვიცი , ლიტერატურა უფრო მაინტერესებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 24 2013, 11:43 AM
პოსტი #48


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



მე როგორც ვიცი ტაძარში შესვლა და ლოცვა შესაძლებელია, ხოლო სიწმიდეებთან მიახლება კი არა. და თუ რატომ ასე აი მაგას დავადგენ :დ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 24 2013, 11:44 AM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ციტატა
მე როგორც ვიცი ტაძარში შესვლა და ლოცვა შესაძლებელია,

შენ არ იცი , გოგოებს სახარება-ფსალმუნსაც კი არ აკითხებენ ხოლმე მაგ დროს...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 24 2013, 11:50 AM
პოსტი #50


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
შენ არ იცი , გოგოებს სახარება-ფსალმუნსაც კი არ აკითხებენ ხოლმე მაგ დროს...


რა საზიზღრობააა !!! რატომ კი მაგრამ? მაგ დროს ღმერთი არ სჭირდებათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Aug 24 2013, 11:53 AM
პოსტი #51


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა
შენ არ იცი , გოგოებს სახარება-ფსალმუნსაც კი არ აკითხებენ ხოლმე მაგ დროს...

ეუფფფფ biggrin.gif რათაო შვებულებაში უშვებენ ქრისტიანობიდან? smile.gif)))) ლოცვა ყოველთვის შეიძლება


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 24 2013, 12:11 PM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ციტატა

რა საზიზღრობააა !!! რატომ კი მაგრამ? მაგ დროს ღმერთი არ სჭირდებათ?

უწმინდურებაა და ამ დროს ღმერთი არ უნდა შეაწუხონ...biggrin.gif
ციტატა
რათაო შვებულებაში უშვებენ ქრისტიანობიდან?

მივლინება უფროა..სამსახურეობივი...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Aug 24 2013, 12:13 PM
პოსტი #53


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



A.V.M
რაღა გვიჭირს აბა biggrin.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 24 2013, 12:21 PM
პოსტი #54


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
უწმინდურებაა და ამ დროს ღმერთი არ უნდა შეაწუხონ..


რაც დიდ სჯულის კანონში ამომიკითხავს ამ დროს დედაკაცებს ეკრძალებად "საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღება" და ესეც არ არის გადამწყვეტი კანონი, თუ დედაკაცი სიკვდილის პირასააა აზიარებენ და ნათლავენ კიდეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Aug 25 2013, 04:46 AM
პოსტი #55


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ასეთი რამე პირველად გავიგე... ძალიან მაინტერესებს მიზეზი მაგ აკრძალვების...

პ.ს. დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, სალამი ყველას biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი