IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანტივირუსები, AntiViruses
კომპ-უსაფრთხოების სისტემები
რომელი პროგრამით იცავთ თქვენს კომპიუტერს?
Kaspersky Lab [ 10 ] ** [21.28%]
Avast! Antivirus [ 8 ] ** [17.02%]
ESET NOD32 [ 10 ] ** [21.28%]
Symantec Norton [ 2 ] ** [4.26%]
McAfee [ 2 ] ** [4.26%]
Dr.Web [ 2 ] ** [4.26%]
Zone Alarm [ 0 ] ** [0.00%]
Ad-Aware SE [ 0 ] ** [0.00%]
AVG [ 9 ] ** [19.15%]
Avira AntiVir [ 2 ] ** [4.26%]
Panda Antivirus Pro [ 1 ] ** [2.13%]
BitDefender [ 0 ] ** [0.00%]
F-Secure [ 0 ] ** [0.00%]
Webroot [ 0 ] ** [0.00%]
Vipre [ 0 ] ** [0.00%]
Trend Micro [ 0 ] ** [0.00%]
F-PROT [ 0 ] ** [0.00%]
სხვა [ 1 ] ** [2.13%]
სულ ხმები:: 47
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
აბე
პოსტი Jan 9 2009, 12:39 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ანტივირუსებზე უამრავი თემებია გახსნილი ქართულ ფორუმებზე. ერთი პერიოდი მოდაში იყო თემები Kaspersky vs NOD32, Kaspersky vs Avast! და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, NOD32 და Kaspersky მაინც ყველაზე პოპულარულ ანტივირუსებად რჩება. თუმცა დღეს რომელია პოპულარული, ამას გამოკითხვა აჩვენებს.

რატომ გავხსენი ეს თემა?
იქნებ ზოგიერთს არ კი აქვს გაგონილი, რომ ვირუსებთან და ხაკერებთან ისევ ხაკერები იბრძვიან ვირუსებით. ალბათ გაგახსენდათ იმ წამლის რეკლამა "მეგობარი ბაქტერიები და მავნე ბაქტერიები" თუ რაღაცა ამდაგვარი რომ იყო...

ვინც არ იტყვით გეტყვით, რომ ხაკერები არიან პროგრამირებაში გარკვეული ხალხი, რომლებიც წერენ ვირუსებს და ავრცელებენ ქსელში. არსებობენ მეორე კატეგორიის ხაკერებიც, ე.წ. "თეთრი ხაკერები" რომლებიც "შავ ხაკერებს" ებრძვიან. და როგორ ებრძვიან? როგორც ექიმები ეპიდემიებსა და ვირუსებს ებრძვიან ვაქცინით, ასევე "თეთრი ხაკერები" ამზადებენ "ვაქცინას" და გვიგზავნიან ჩვენ აფდეითის (Update) სახით. როდესაც ჩვენი ანტივირუსი Update-ს იკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულია ინტერნეტში ვირუსი და მისი საწინააღმდეგო ფაილები ("ვაქცინები") მივიღეთ.
როგორც ექიმის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ ვირუსით დაავადებამდე, აქაც, update უნდა მივიღოთ, სანამ ჩვენს კომპიუტერში შემოსულა ვირუსი. -და როგორ მოვახერხოთ ეს? -ჩვენ დიდი არაფერი შეგვიძლია, გამოცდილი "ვაქცინოლოგების" შერჩევის გარდა. თუ იმ ლაბორატორიაში, რომლის პროდუქტიც(ანტივირუსის პროგრამა) გვაქვს, მუშაობენ ძლიერი სპეციალისტები, ისინი შეძლებენ დროულად დაწერონ ვირუსის გამანეიტრალებელი(რომელსაც Update-ს საშუალებით მივიღებთ), რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ შევებრძოლოთ და გავუმკლავდეთ ახალ ვირუსს. თუ ეს სპეციალისტები ამას გააკეთთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე შეგვეყრება ვირუსი, გაძნელდება შედეგის გამოსწორება.

აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ თუ თქვენ გიყენიათ ანტივირუსი, რომელიც უვარგისი username-სა და Password-ის გამო update-ს ვერ იღებს, ის ვერ შეძლებს ახალ ვირუსებთან ბრძოლას.

აი რამდენს შრომობენ, რომ ჩვენ დროულად მივიღოთ update და ჩვენ მხოლოდ ვირჩევთ, ვირუსებთან მებრძოლ რომელ გუნდს ვენდოთ, რომელია უფრო პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რომელს შესწევს ძალა დროულად აღმოაჩინოს ქსელში ახალი ვირუსები.

სულ ეს იყო, რისი დაწერაც მინდოდა ინფორმაციის სახით.

ასეა თუ ისე დღეს მაინც გადაუჭრელია პრობლემა "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე თავად ვინდოუსების გადაყენებაზე გამოძახებებზე დავდივარ და სულ მეკითხებიან, "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე კი ვპასუხობ: "ყველა ერთი ნაგავია". ამით თავიდან ვირიდებ სუბიექტურობას და არ ვრისკავ ასეთი გადაუჭრელი საკითხის გადაჭრას.

დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თუ შეგიძლიათ დაახასიათეთ ანტივირუსები...

აბა ქვენ იცით, წავედი მე


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აბე   ანტივირუსები   Jan 9 2009, 12:39 PM
kato_Bato   NOD32   Jan 9 2009, 12:40 PM
llaasshhaa   მაგარი თემაა :D კას...   Jan 9 2009, 12:43 PM
sergi_glaxa   ახლა მაკიდან ვპოსტ...   Jan 9 2009, 12:51 PM
აბე   ახლა მაკიდან ვპოს...   Jan 9 2009, 01:19 PM
sergi_glaxa   ჩემი მოსაზრებით მ...   Jan 9 2009, 01:25 PM
აბე   მე არ მაქვს ფულის პ...   Jan 9 2009, 02:14 PM
ნათია   ახლა McAfee მაქვს, ნოდი ...   Jan 9 2009, 12:54 PM
orthodox-georgia   ყოველგვარი პრობლე...   Jan 9 2009, 01:20 PM
k@the   Avast!   Jan 9 2009, 01:40 PM
di_onise   კასპერა ლიცენზიით ...   Jan 9 2009, 01:50 PM
sergi_glaxa   კასპერა ლიცენზიით...   Jan 9 2009, 02:12 PM
BOO   რავი მე პანდა მაქ დ...   Jan 9 2009, 02:25 PM
დათიკო   sergi_glaxa მომე 2500 დოლარი ...   Jan 15 2009, 10:57 PM
ა ნ უ კ ა   სექტემბრიდან მოყო...   Jan 15 2009, 11:03 PM
Tarzana   ჩემს მეტი არავინ ...   Jan 15 2009, 11:05 PM
თათარაშვილი   Kaspersky Internet Security 2009 ს ვიყე...   Jan 15 2009, 11:13 PM
*ana*   არც ისე კმაყოფილი ...   Jan 15 2009, 11:23 PM
subterranean   kaspersky 9.0 სუპერ რამეა, ე...   Jan 16 2009, 01:29 AM
Giorgi-   ისე kaspersky 2009 (ორიათასმ...   Jan 16 2009, 10:19 AM
თათარაშვილი   ისე kaspersky 2009 (ორიათას...   Jan 16 2009, 10:36 AM
lingvo   AVG 8.0 free addition მაქვს და ნ...   Jan 16 2009, 10:44 AM
Giorgi-   თათარაშვილი ამ კო...   Jan 16 2009, 11:04 AM
თათარაშვილი   Giorgi- კი რისთვის დაგ...   Jan 16 2009, 11:15 AM
Amuza   ჩემი ხმა avast-ს. AVG-ც მქ...   Jan 17 2009, 12:02 AM
ნიკა   lingvo კი ძალიან კარგი...   Jan 17 2009, 02:11 AM
Tarzana   აუ მე ის კასკერა მი...   Jan 17 2009, 02:17 AM
di_onise   კასპერა რათქმაუნდ...   Jan 17 2009, 10:50 AM
თათარაშვილი   Tarzana 6.0 ვერსიაა. მე მა...   Jan 17 2009, 11:22 AM
მხევალი ნინო   მე ეს მაქვს, უკეთე...   Jan 17 2009, 12:08 PM
dariala   კასპერსკი როგორც ვ...   Jan 17 2009, 03:55 PM
Tarzana   თათარაშვილი რა პო...   Jan 17 2009, 04:20 PM
maikusi   ეს მაქვს თითქმის წ...   Jan 17 2009, 04:48 PM
აბე   და მართლმადიდებლუ...   Jan 17 2009, 11:35 PM
ნაინა   აბე კაი ახლა, ეგეთე...   Jan 17 2009, 11:41 PM
di_onise   აბე და მარტო მაგედ...   Jan 18 2009, 09:35 PM
Giorgi-   ისე ვინმემ მასწავლ...   Jan 18 2009, 10:14 PM
di_onise   Giorgi- http://download.bleepingcomputer.com/malw...   Jan 18 2009, 10:17 PM
Giorgi-   di_onise კარგი, ვნახავ, დ...   Jan 18 2009, 10:20 PM
di_onise   Giorgi- არა   Jan 18 2009, 10:21 PM
iisperiTOVLI   ავირა მინდა ლიცენზ...   Jan 18 2009, 10:22 PM
orthodox-georgia   :კი:   Jan 18 2009, 10:36 PM
ქავთარაძე   avira_ ვირუსთან პრობლე...   Jan 18 2009, 11:23 PM
di_onise   ქავთარაძე :D სიტყვ...   Jan 19 2009, 12:28 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 04:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი