IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წინადღესასწაულებისა და წარგზავნების აღნიშვნა
tedo881
პოსტი Apr 9 2013, 10:06 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



მაინტერესებს როგორ ხდება საუფლო დღესასწაულების წინადღესასწაულებისა და წარგზავნების აღნიშვნების დღეების დადგენა, გავიგე ყოველწლიურად გარკვეული ცვლილებებიცაა აღდგომის გამო, გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ განმიმარტოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2013, 02:26 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



tedo881
ცოტა დაგვიკონკრეტე აბა...

იქამდე კი გეტყვი , რომ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძირითადი ციკლი გამოიყოფა.

I- საეკლესიო წელიწადი , ანუ წლის უძრავი ციკლი , რომლის შემადგენელ დღესასწაულთაგან უმთავრესია მაცხოვრის შობა.

II- საპასექო წელიწადი , წლის მოძრავი ციკლი , რომლის შემადგენელ დღესასწაულთაგან უმთავრესია აღდგომა.

წარგზავნა დღესასწაულისა იდევ სხვა თემაა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tedo881
პოსტი Apr 10 2013, 03:28 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



აი მაგალითად წლევანდელ საეკლესიო კალენდარში რომ ჩავიხედოთ ქრისტეშობის წინადღესასწაული აღინიშნება 2 იანვარს, ხოლო წარგზავნა 13 იანვარს, ფერიცვალების წინადღესასწაული 18 აგვისტოსაა, ხოლო წარგზავნა 26 აგვისტოს. როგორც გავიგე მირქმის წარგზავნა კი დამოკიდებულია თუ რომელ კვირაშია მირქმის დღესასწაული : უძღები შვილის კვირაში, საშინელი სამსჯავროს კვირაში , ყველიერის და ა.შ. და სულ სხვადასხვა დღესაა. ზუსტად ეგ მაინტერესებს , რამდენი დღით ადრე აღინიშნება ამა თუ იმ დღესასწაულის წინადღესასწაული და რამდენი დღის შემდეგაა მისი წარგზავნა. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 27 2014, 09:10 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეკლესია და ეკლესიის გარეთ დაარსებული დღესასწაულები
27/05/2014
ავტორი: დიაკვანი ერეკლე წაქაძე
Tombenicolasავტორი: დიაკონი ანდრეი კურაევი

შეუძლია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას შეითვისოს არა-მართლმადიდებლურ გარემოში აღმოცენებული ტრადიცია ანდა დღესასწაული? უფრო მეტიც, შეუძლია თუ არა ეკლესიას “გაწმინდოს”, გააქრისტიანოს და ამის შემდეგ შეითვისოს წარმართული დღესასწაული? ეკლესიის ისტორიიდან და გამოცდილებიდან ცნობილია, რომ ეკლესიას ამის გაკეთება ძალუძს. სწორედ ამ საკითხებს ეხება ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი ცნობილი რუსი თეოლოგის და მისიონერის დიაკვან ანდრეი კურაევის წიგნიდან – Церковь в мире людей.



ნაშრომი ბლოგისათვის საგანგებოდ თარგმნა და მოამზადა დიაკვან ირაკლი წაქაძემ.


შეუძლია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას შეითვისოს ეკლესიის გარეთ დაარსებული დღესასწაული?

ყოველი წლის 9 მაისს (ძველი სტილით) რუსეთის (და საქართველოს – მთარგმნ.) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების გადმოსვენებას მირონ ლუკიიდან ქალაქ ბარში – დღესასწაულს, რომელიც ცნობილია იტალიელი კათოლიკეებისათვის, მაგრამ რომელიც არ გააჩნიათ მართლმადიდებელ ბერძნებს.

ის, რომ ქალაქ ბარის მაცხოვრებლებისათვის ეს იყო დღესასწაული – ეჭვს არ ბადებს. მაგრამ აღნიშნავდნენ თუ არა ამას წმინდა ნიკოლოზის მშობლიური ქალაქის – მირონ ლუკიის მაცხოვრებლები? ნებაყოფლობით დაცილდნენ ისინი თავის სიწმინდეს? და სად გადააბრძანეს სიწმინდეები არა გეოგრაფიულ, არამედ კონფესიალურ ჭრილში?

მირონი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებული ქალაქია, ბარი – კი ქალაქი იტალიაში. მართლმადიდებლური იყო ეს ქალაქი იმ წლებში?

ჟამთააღმწერლები არჩევდნენ არ დაენახათ ეს პრობლემა: ”და იყო იმ დროს ქრისტესმოყვარე და მართალი პრესვიტერი ქალაქ ბარში, გერმანულ ოლქში. მას წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა და ამცნო: მიდი და შეატყობინე იმ ხალხს და მთელს საეკლესიო კრებას, რათა ამიღონ მირონ ქალაქიდან… და მისი გადმოსვენების მესამე წელს რომის პაპთან – გერმანესთან გაგზავნილი იყვნენ შიკრიკები თხოვნით, რომ ის ეპისკოპოსებთან და ეკლესიის მსახურებთან ერთად მათთან ჩასულიყო” [1]. უკრაინელი ანტი-ლათინელები მართალია პრობლემას ხედავდნენ, მაგრამ მარტივად ხსნიდნენ მას: მათი აზრით, ის რეგიონი იმ დროისთვის კონსტანტინეპოლის პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ იყო [2].

ამის შემდეგ სხვა მართლმადიდებელი ისტორიკოსებიც სამართლიანად აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ XI საუკუნის ბოლოსკენ სამხრეთ იტალიაში ლათინელებზე არანაკლები ბერძენი ცხოვრობდა, და შესაბამისად, აკეთებდნენ დასკვნას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიწმინდეები იტალიაში გადაასვენეს, ისინი მაინც მართლმადიდებლების ხელში იყო [3].

სამწუხაროდ, ისტორიული თარიღების შედარება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ეს დამაიმედებელი ახსნა. ბარში სიწმინდეები ჩამოაბრძანეს 1087 წლის 9 მაისს. რომსა და კონსტანტინეპოლს შორის განხეთქილებას კი ადგილი უფრო ადრე – 1054 წელს – ჰქონდა. 1070 წელს ნორმანებმა (პაპის მოკავშირეები და ბერძნულ-რუსული ჯარის მტრები) დაიპყრეს ბარი, და მაშინვე ბარის ეპისკოპოსი ანდრია (რომელიც ეპარქიას 1062-1078 წლებში მართავდა) გადადის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან რომის პაპის დაქვემდებარების ქვეშ. ბარის კათედრაზე ანდრიას მემკვიდრე – ურსონი (1078-1089) ხელდასხმული იყო უშუალოდ პაპი გრიგორ VII-ის მიერ [4].

სამხრეთ იტალიაში ღვთისმსახურება დიდი ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ ბერძნული იყო, თუმცა კანონიკურ-დოგმატური გადასახედიდან, როგორც ვხედავთ, ეს რეგიონი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების გადმოსვენებამდე 17 წლით ადრე დაკავშირებული იყო უკვე რომთან…

პირველად წმინდა ნაწილების გადმოსვენებასთან დაკავშირებით დღესასწაული პაპი ურბანის მიერ 1090 წელს იყო დანიშნული. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 1089 წლის 1 ოქტომბერს (ნორმანი ჰერცოგების მიერ პაპი ბარში იყო მიწვეული, რათა ბარის ახალი ეპისკოპოსისათვის – ილიასათვის – ხელი დაესხა და წმინდა ნიკოლოზისადმი მიძღვნილი ახლადაშენებული ტაძარი ეკურთხებინა [5]). რუსეთში კი ეს დღესასწაული ჩნდება 1092 წელს [6].

ასე რომ, დღესასწაული უეჭველად დაფუძნებული იყო კათოლიკური ეკლესიის მიერ და მისთვის სასიხარულო მიზეზის გამო.

ნებაყოფლობით დასცილდნენ მართლმადიდებლები თავის სიწმინდეს?

სიწმინდეების გადმოსვენების მონაწილეების მოგონებების მიხედვით, რომელიც იტალიურ ჟამთაღმწერლობაში შემორჩა, მართლმადიდებელმა ბერებმა უარი განაცხადეს მიეცათ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები, და არც გამოსასყიდზე დათანხმდნენ. ამის შემდეგ ისინი თოკებით შეკრეს – 4 ბერს 47 ბარელი დაესხა თავს [7]. როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს ქურდობის შესახებ, ისინი გამტაცებლებს შეიარაღებულნი გაეკიდნენ [8]. მათდა სამწუხაროდ, ბარელების გემებმა მოასწრეს წყალში გასვლა (საინტერესოა, რომ მართლმადიდებლური ჟამთაღმწერლობა ცდილობს დაივიწყოს ამ ძალადობის შესახებ: ბერებმა, თითქოს, თვითონ მიაცილეს წმინდა ნაწილები ბარელების გემებთან [9])…

შუასაუკუნეების ისტორია არაერთ შემთხვევას იცნობს, როდესაც სიწმინდეების იარაღით შეპყრობა მოხდა [10]. გასაგებია, რომ ბერძნებს ახსოვთ ეს არასასიხარულო ისტორია [11]. მაგრამ რუსეთმა მიიღო ეს დღესასწაული, დღესასწაული რომელიც იტალიელი კათოლიკების გულს ახარებდა…

რატომ და როგორ მიიღო – ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენთვის კი ეს ისტორია საინტერესო იყო მხოლოდ პასუხოს მოსანახად კითხვაზე – შეუძლია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას შეითვისოს დღესასწაული, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ დააწესა. გამოდის, რომ შეუძლია. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ ეკლესიისთვის არ იყო უცხო შეეთვისებინა ის სიახლეებიც, რომლებიც ერეტიკულ წრეებში იღებდა სათავეს: ერთი ასეთი მაგალითია – ნათლობისას წარმოთქმული მრწამსის პრაქტიკის გადმოტანა ლიტურგიაში: მრწამსის გამოყენება ლიტურგიაში პირველად მოახდინა ანტიოქიის მონოფიზიტმა პატრიარქმა – პეტრე გნაფეიმ 485 წელს.

შეუძლია თუ არა ეკლესიას გამოიყენოს წარმართული დღესასწაული, რომელსაც წინასწარ რეფორმირებას გაუკეთებს, დაასუფთავებს რა მას ყოველივე წარმართული სიბილწისაგან და რომელიმე თარიღისთვის შეავსებს მას თავისი შინაარსით?

ეკლესია ამაზეც დადებით პასუხს იძლევა. სწორედ ასეთი ისტორია აქვს ჩვენს დღესასწაულს – ქრისტეშობას.

ადრეული ეკლესია საკმაოდ მძაფრად განიცდიდა აღდგომის საიდუმლოებას, ამიტომ შობას თითქოსდა ყურადღებას არ უთმობდა. პასექი – გადასვლაა (ასეთია ებრაული სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა). ქრისტიანები მოწამეობრივ სიკვდილს აღიქვამდნენ, როგორც პასექს, გადასვლას. სწორედ აქედან მოდის მოწამეების ხსენების დღეები – ეს მათი მარადისობაში შობის დღეებია, ანუ მათი მიწიერი გარდაცვალების დღეები. სწორედ ამიტომ, ამქვეყნიური დაბადების დღეები არ იზეიმებოდა. მეოთხე ათასწლეულამდე ეკლესია ქრისტეს დაბადების დღესაც კი არ აღნიშნავდა.

პირველი ნაბიჯები ქრისტეშობის დღესასწაულისაკენ გადადგეს ერეტიკოსებმა გნოსტიკმა-ვასილიდიანებმა მესამე ათასწლეულის დასაწყისში. მათ დაიწყეს უფლის ნათლისღების დღესასწაულის ზეიმი ტობის თვის (თვე კოპტურ, ეგვიპტურ კალენდარში – მთარგმნ.) მე-15 რიცხვში (6 იანვარი) [12]. ამ დღეს ისინი აკურთხებდნენ ნილოსის მდინარეს. ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ მიეცათ ამ დღისათვის თავისი მნიშვნელობა, და ამ პოლემიკის გამოძახილები დღესაც ისმინება ნათლისღებისათვის მიძღვნილ ჩვენს ღვთისმსახურებაში.

შობის დღესასწაული – 25 დეკემბერი – პირველად აღნიშნეს რომის პაპის იულიუსის დროს (337 – 352 წწ.). აღმოსავლეთში ეს დღესასწაული ჩნდება მხოლოდ 25 წლის შემდეგ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის დროს – 379 წელს [13]). ანტიოქიაში წმ. იოანე ოქროპირმა 386 (ანდა 388) წელს ახსენა, რომ შობის დღესასწაულის აღნიშვნა ამ დღეს არ ითვლის 10 წელსაც კი [14]… ამ კალენდარული რეფორმის მიმართ წინააღმდეგობაც კი იყო: წმ. ფილასტრი ბრიკსიელმა დაგმო როგორც ერესი ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა შობისაგან განსხვავებულ დღეს (ერესების საწინააღმდეგოდ, 140) [15].

რატომ იყო არჩეული ზუსტად ეს თარიღი?

ამ დროისათვის რომში (საიდანაც წამოვიდა ეს დღესასწაული) მთავრდებოდა სატურნალიის (17-23 დეკემბერი) დღესასწაული. ეს დღესასწაული სრულდებოდა გლადიატორების ბრძოლებით (ადამიანური მსხვერპლშეწირვის შენიღბული ფორმა). მას მოყვებოდა ”დაუმარცხავი მზის” დღესასწაული – რაც ეძღვნებოდა მზებუდობას (ზამთრის მზედგომა). სწორედ რომ მზის კულტი ინერგებოდა აქტიურად IV საუკუნეში იულიანე განდგომილის მიერ. მზის კულტი მიტრაიზმის ცენტრშიც იდგა – რელიგიისა, რომელიც ქრისტიანობის სერიოზული მეტოქე იყო.

მზებუდობა – ადამიანის მოლოდინთანაა დაკავშირებული. დღე, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი იყოს. ეს ერთგვარი ზღვარია, დაყოფაა. რელიგიური გრძნობა ყოველთვის აღიქვამს გარდატეხის ასეთ მომენტებს როგორც პოტენციურად სახიფათოს. ესაა ჩვენს სამყაროში ქაოსის სამყაროს შემოღწევა. ეს – ხიფათის შეგრძნება – მოუწოდებს მოსაზღვრე წუთების განწმენდის აუცილებლობას. ამიტომაც, სხვადასხვა რელიგიაში ძირითადი რიტუალები სრულდება სინათლისა და სიბნელის ზღვარზე (დილის ანდა საღამოს ლოცვები და მსხვერპლშეწირვა), წლის ზღვარზე, ადამიანის ასაკობრივ ზღვარზე.

ასე რომ, ადამინი უბრალოდ უნდა ასრულებდეს კოსმო-გამაძლიერებელ რიტუალებს დროთა ზღვარზე. სხვადასხვა რელიგიაში არის რწმენა იმისა, რომ სამყარო (მოწესრიგებული კოსმოსი) იქამდე დგას მყარად, სანამ სწორი მსხვერპლი იწირება. შესაბამისად, ქურუმები სწორედ ის ატლანტებია, რომლებიც საშუალებას იძლევიან ”იმ დრომდე იარსებოს იმედმა, სანამ ატლანტებს ცა ხელებით უჭირავთ, და თუ ვინმე მათგანი დასუსტდა – ცაც ჩამოიქცევა”.

ეკლესიამ არ დაიწყო კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ადამიანია ის ცოცხალი ძაფი, რომელზეც და რომლითაც შეკავშირებულია მთელი სამყარო. ეკლესიამ არ დაიწყო კამათი ასეთ ადამიანურ მოთხოვნილების მიმართ: ლოცვის მეშვეობით დროთა ცვლილებების შეერთება. მან უბრალოდ გამოასწორა ამ ლოცვათა გამოხატულება. მზის ღვთაების – მიტრას – ნაცვლად მან ამ გარდატეხის დღეს, დღეს როდიდანაც სინათლე იმატებს, შესთავაზა ელოცათ “სიმართლის მზის” – ქრისტეს მიმართ.

მოგვიანებით და უკვე სხვა კულტურაში, სხვა მზის კულტი – სლავური წარმართული ”масляница” – ყველიერი (“ბლინი” – წრიული მზის სიმბოლოა) – ახლებურად იყო გააზრებული, როგორც მომზადება აღდგომისათვის, როგორც დიდმარხვაში შესვლა.

ამ პედაგოგიკის აზრი გასაგებია: უნდა შესუსტდეს ახლადმოქცეული ქრისტიანის ყოფითი ურთიერთობა მის ჯერ კიდევ წარმართ ახლობლებთან. სასურველია, ეს მოხდეს იმ ურთიერთობის დარღვევით, რაც დღესასწაულს უკავშირდება. ”ქრისტიანული დღესასწაულის დადგენა წარმართული დღესასწაულის დღეს ნიშნავდა ქრისტიანების შეკრებას ეკლესიად და ისეთი მოგონებების ქვეშ მათ დაყენებას, რომ შემდგომში ბევრი მათგანისათვის ფსიქოლოგიურად შეუძლებელი ყოფილიყო წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება. ვინც დილით მოისმენდა იმას, რომ ხმაურიანი ნადიმის დროს ნაბრძანები იყო თავი მოეკვეთათ შობილთა შორის ყველაზე აღმატებულისათვის, მას წარმართული ახალწლეული ხასიათი მთელ დღეს უკვე გაფუჭებული ექნებოდა” [16].

ასე რომ, ეკლესიას წარმართული დღესასწაულებიც კი შეეძლო გამოეყენებინა და ახლებურად გაეაზრებინა (ხოლო წარმართული ტაძრები კი – ხელახლა ეკურთხებინა [17]).

————-

[1] Воспоминание о перенесении мощей преп. Николая Мирликийского в Бар град. Сборник нямецкого монастыря 16 века. Публикация в: Яцимирский А. И. Из истории славянской письменности в Молдавии и Валахии 15-17 веков // Памятники древней письменности и искусства. Т. 162. СПб., 1906, с. 143-144.

[2] Захарий Копыстенский. Палинодия (1621 г.) // Русская Историческая библиотека. Т.4. Спб, 1878, стб. 893.

[3] см. Катанский А. История попыток к соединению Церквей греческой и латинской в первые четыре века по их разделении. СПб., 1868, с. 49.

[4] Хрусталев Д. Г. Разыскания о Ефреме Переяславском. СПб., 2002, с. 237.

[5] Хрусталев Д. Г. Учреждение на Руси праздника перенесения мощей Николая Мирликийского в Бари // Verbum. Вып. 3. Византийское богословие и традиции религиозно-философской мысли в России. СПб., 2001, с. 135.

[6] Хрусталев Д. Г. Разыскания о Ефреме Переяславском. СПб., 2002, с. 254.

[7] Красовский А. Установление в русской церкви праздника 9 мая в память перенесения мощей св. Николая в Бар. // Труды Киевской Духовной Академии. 1874, дек. с. 549.

[8] Хрусталев Д. Г. Разыскания о Ефреме Переяславском. СПб., 2002, с. 240.

[9] Воспоминание о перенесении мощей преп. Николая Мирликийского в Бар град. Сборник нямецкого монастыря XVI века. Публикация в: Яцимирский А. И. Из истории славянской письменности в Молдавии и Валахии XV-XVII веков // Памятники древней письменности и искусства. Т. 162. СПб., 1906, с. 143.

[10] ”რელიქვიების მოპარვა ითვლებოდა არამარტო ღირსეულ ტყუილად, არამედ წარმოდგენილი იყო როგორც დიდებული საქმე. ეპისკოპოსმა ავდაკს ოსტინელმა (10 საუკუნე) მოიპარა წმ. დალმაციიც წმ. ნაწილები პედონაში მდებარე მონასტრიდან. პატრიარქმა პოპონ აქვილეილმა, როდესაც დაპყრობილი და გაპარტახებული იყო ქალაქი გრადო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიითვისა წმინდა რელიქვიები” (Лебедев А. П. История запрещенных книг на Западе. Спб., 2005, с. 108; там же и другие примеры).

[11] სინამდვილეში – არავითარი. ”ბერძნულ-აღმოსავლურ და კერძოდ ბიზანტიური ეკლესიის ჟამთაღრიცხვებში დღემდე არაა მონახული წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადატანის არანაირი ცნობა”. (Красовский А. Установление в Русской Церкви праздника 9 мая в память перенесения мощей св. Николая в Бар. // Труды Киевской Духовной Академии. 1874, дек. с. 524).

[12] ”ვასილიდის მიმდევრები იესო ქრისტეს ნათლობასაც აღნიშნავენ, და ამისათვის წინა ღამეს ატარებენ კითხვაში. ისინი ამბობენ, რომ მაცხოვრის ნათლობას ადგილი ჰქონდა ტიბერიის კეისრის მეფობის მე-15 წელს ტობის თვის მე-15 დღეს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს მოხდა ხსენებული თვის მე-11 რიცხვში. ზოგიერთნი, ვინც დეტალურად იკვლევს ჩვენი უფლის ვნებას, ამტკიცებს, რომ ეს მოხდა ტიბერიის კეისრის მეფობის მე-16 წლის, ფამენოფის თვის 25-ე დღეს; სხვები კი – ფარმუფის თვის 25-ე დღეს, და კიდევ სხვები კი – ფარმუფის თვის მე-19 დღეს. და სხვები ამტკიცებენ, რომ ის იშვა ფარმუფის თვის 24-ე ანდა 25-ე დღეს” (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები, 1, 21)
(ტობი, ფამენოფი, ფარმუფი – თვეები კოპტურ, ეგვიპტურ კალენდარში – მთარგმნ.)

[13] см. Рубан Ю. Сретение Господне. СПб., 1994, с. 33.

[14] Св. Иоанн Златоуст. Беседа в день Рождества // Творения. Т.2. кн.1. СПб., 1896, с. 387.

[15] Цит. по: Иванцов-Платонов А. М. Ереси и расколы первых трех веков христианства. М.,1877, с. 327.

[16] Болотов В. В. “Михайлов день”, Эортологический этюд // Христианское чтение. СПб., 1892. Т. XI-XII, с.621. Речь у Болотова о том, что 29 августа, день усекновения главы Иоанна Предтечи соответствует первому тоут александрийского календаря, то есть первому дню нового года в Египте. Позднее эту дату копты все же перенесли на 2 число, чтобы не омрачать первый день Новолетия. აქ ბოლოტოვი გულისხმობს იმას, რომ 29 აგვისტო, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე შეესაბამება ალექსანდრიული კალენდრის პირველ ტოუტს (თვე კოპტურ, ეგვიპტურ კალენდარში – მთარგმნ.), ანუ ეგვიპტური ახალი წლის პირველ დღეს. მოგვიანებით კოპტებმა ეს თარიღი მაინც გადაიტანეს მე-2 რიცხვზე, რომ არ დაემწუხრებინათ ახალი წლის პირველი დღე.

[17] ”მე გადავწყვიტე, რომ ამ ხალხთა კერპების ტაძარი არ უნდა იყოს დანგრეული. მას შემდეგ, რაც ტაძარში მოთავსებულ კერპებს გაანადგურებთ, აიღეთ ნაკურთხი წყალი და მოასხურეთ იქაურობას, აღმართეთ ახალი საკურთხევლები და მოათავსეთ შიგ სიწმინდეები. რამეთუ თუ ტაძრები მყარად არის ნაშენი, მნიშვნელოვანია რომ მათში კერპებისათვის მსახურება ჩანაცვლებული იყოს ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ მსახურებით. როდესაც ეს ხალხი დაინახავს, რომ მათი ტაძრები არაა დანგრეული, ისინი თავისი გულებიდან განდევნიან ცდომილებას და დიდი სურვილით მოვლენ ნაცნობ ადგილებში, რომ აღიარონ ჭეშმარიტი ღმერთი და ილოცონ მის მიმართ. ასევე, შეიძლება რაიმე საეკლესიო დღესასწაულით ჩაინაცვლოს მათთვის დამახასიათებელი დემონებისათვის ხარების მსხვერპლად შეწირვის წესი. ასე მაგალითად, უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ანდა წმინდა მოწამეთა ხსენების დღეებში, რომელთა რელიქვიებიც ტაძარშია დაბრძანებული, მათ უნდა მიეცეთ უფლება ტაძრის ირგვლივ ტოტებისაგან კარვების მოწყობისა, რომ მათში მათ იდღესასწაულონ. არ დაუშვათ მათ ცხოველების ეშმაკისათვის მსხვერპლად მიტანა, მაგრამ დაე მათ თვითონ მიიღონ ის თავის საკვებში და ამით მადლობა გადაუხადონ ყოვლის შემომქმედს მისი უხვი წყალობისათვის. ამგვარად, გარეგანი სიხარულით მათთვის ადვილი იქნება შინაგანი სიხარულის აღქმა; ვინაიდან ხომ შეუძლებელია მყისიერად მათი გონების შეცვლა. ადამიანი, რომელიც ცდილობს მწვერვალზე ასვლას, ფრთხილად აფოფხდება გამოშვერილებზე და არა გადაახტება მათ. ასევეა უფალიც, როდესაც გამოეცხადა ებრაელებს ეგვიპტეში უბრძანა მათ ისეთივე მსხვერპლით ემსახურათ მისთვის, როგორც იქამდე ისინი ემსახურებოდნენ ეშმაკს, და უბრძანა ცხოველების მსხვერპლად მოტანა მისთვის. უკვე განსხვავებული გრძნობებით გადადებდნენ ისინი სამსხვერპლო ნაწილს და სხვას ტოვებდნენ, და მართალია ისინი იგივე ცხოველებს წირავდნენ მსხვერპლად, მაგრამ სწირავდნენ მათ ჭეშმარიტ ღმერთს, და არა კერპებს, და შესაბამისად, ეს იყო უკვე სხვა სახის მსხვერპლი” (св. Григорий Великий. Письмо аббату Меллиту. Цит. по: Беда Достопочтенный. Церковная история народа англов. СПб., 2001, с. 40) .
აგრეთვე: ”ბონიფაცი ნეტარი გრიგორის შემდეგ რიგით მეოთხე ეპისკოპოსი იყო რომში, მან იმპერატორ ფოკასგან რომის ეკლესიისათვის საჩუქრად მიიღო წარმართული საკურთხეველი, ადრეული ხანიდან ცნობილი როგორც პანთეონი, რადგან მათში გამოსახული იყო ყველა ღვთაება. გამოიტანა რა იქიდან ყოველგვარი უწმინდურება, დააარსა ეკლესია, რომელიც ღვთისმშობელს და ქრისტესთვის წამებულ ქრისტიანებს მიუძღვნა, რადგან დემონების კრებულის განდევნით ემსახურა მას წმინდათა კრებულს” (იქვე, გვ.53).

http://www.orthodoxtheology.ge/gakristiane...-dgesascaulebi/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი