IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> საძიებელი..., თუკი ვინმე რამეს ეძებთ აქეთ...
მოყვასი
პოსტი Jan 16 2009, 12:44 PM
პოსტი #21


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(KAIROS @ Jan 16 2009, 04:27 AM) *

რა იყო სადმე გაგიცრუეს იმედები? smile.gif
დავძებნით smile.gif


კაიროს, როგორც ვხედავ, გჩვევია ნაჩქარევი დასკვნების არა მხოლოდ გაკეთება, არამედ გამოფენაც კი smile.gif

ჩემი თხოვნაა ის რაც წინა პოსტში დავწერე და დიდან მადლობელი ვიქნებოდა დახმარება აღმოგეჩინა.

იმედები არ გაუცრუებია მათ ვისაც შენ გულისხმობ smile.gif

გამარჯობათ ყველას

ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე.
იმედი მაქვს ვინმე მაინც შეძლებს დახმარებას.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას

მოყვასი



--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 17 2009, 06:22 AM
პოსტი #22


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(KAIROS @ Jan 17 2009, 05:41 AM) *

შენა ცოტა ტონი შეარბილე ისე სჯობს!
რისი გაკეთება, გამოფენა და ა.შ. მჩვევია ეს შენ არ გეხება, დაგიწერე, რომ შევეცდებით დაგიძებნოთ მეთქი, მათ შორის მეც და შეწყვიტე ეს აგრესია აქ!
არ გეკადრებათ ეს იეჰოვას მოწმეს!

არავინ არ მიგულისხმია, დაწერე იქნებ ვინმე მაინც დამეხმაროსო და გიპასუხე, აქამდის რა იმედი გაგიცრუეს მეთქი?

გვაცალე ბატონო, ასე ადვილი მოსაძებნი, რომ იყო თავადაც იპოვიდი ხომ?
ოპს, გაგვიგრძელდა ზედმეტად smile.gif
გვაპატიეთ ეს ოFFები უფროსობა smile.gif



კაიროს

ისევ ღიმილს იწვევ ჩემში smile.gif

აკი გითხარი ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება გყვარებია და არა მართო ეგ, გამოფენაც კი.

თურმე, ვისაც შეკითხვები აქვს და თანაც ისეთი შენ რომ არ მოგწონს ესე იგი იეჰოვას მოწმე ან ბაპტისტია? smile.gif

მაგ ლოგიკით შორს ვერ წახვალ. მაპატიე რომ გულ ახდილი ვარ შენს მიმართ.
არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი.
ასე რომ ნუ გამოფენ გთხოვ შენ ნაჩქარევ პოსტებს. არ ღირს smile.gif

რაც შეეხება ჩემს თხოვნას ეგნატე ღმერთშემოსილის წერილზე ტარასელთა მიმართ, მერწმუნე, დიდ სიკეთეს იზამ მას თუ მოიძიებ. კიდევ ერთხელ გიხდი წინასწარ მადლობას.

მოყვასი.


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 17 2009, 06:24 AM
პოსტი #23


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისევ ღიმილს იწვევ ჩემში

ჩემში აღარ...
კაი რა მოვრჩეთ ამ ბავშვობას სჯობს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 17 2009, 07:08 AM
პოსტი #24


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



კაი რა მოვრჩეთ ამ ბავშვობას?

მოვრჩეთ?

მე არ დამიწყია და თუ თავად მორჩები მეც აღარ გავხდები იძულებული სათანადო პოსტები მოგწერო.
მოკლედ იმედია დავამთავრეთ. ასე მართლა არ ღირს, მერწმუნე.

მოყვასი


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 17 2009, 07:31 AM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მოკლედ იმედია დავამთავრეთ

ჩემს პოსტებს მე ვშლი, შენც ასევე და მორჩა ეგ ზედმეტი კამათები...
smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 17 2009, 07:55 AM
პოსტი #26


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე.

აი ძამიკო, ესაა
ბერძნული და გვერდით ლათინური.
ვფიქრობ ეს გინდოდა
PDF ფორმატია და ცოტა ძნელი საკითხავია მაგრამ მაინც შეძლებ მგონი smile.gif

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/...5_0728),_GM.pdf


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 17 2009, 02:52 PM
პოსტი #27


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(KAIROS @ Jan 17 2009, 07:55 AM) *

აი ძამიკო, ესაა
ბერძნული და გვერდით ლათინური.
ვფიქრობ ეს გინდოდა
PDF ფორმატია და ცოტა ძნელი საკითხავია მაგრამ მაინც შეძლებ მგონი smile.gif

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/...5_0728),_GM.pdf



სამწუხაროდ, KAIROS PDF ფაილი რომელიც შენ დადე აქ, მასში ვერ ვნახე ის რასაც მე ვეძებდი.
როგორც ჩანს სხვა რაღაც მოგინახავს; ანუ ეგ ვერსი, არ შეიცავს ტარასელთა მიმართ ეპისტოლეს.. sad.gif

ზემოთ კი დავწერე რასაც ვეძებდი, აი გადმომაქვს ტექსტი:

"ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე."

ძალიან გთხოვთ, ვინმემ დამეხმარეთ მის მოძებნაში, გთხოვთ...

მოყვასი


P.S.
KAIROS, მადლობ რომ ეცადე მოძიება. გთხოვ თუ შეგიძლია კიდევ მოიძიე, იქნებ მივაგნოთ


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 18 2009, 04:23 AM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ფაილი რომელიც შენ დადე აქ, მასში ვერ ვნახე ის რასაც მე ვეძებდი.

biggrin.gif არც იქნებოდა, რადგან მაქ არის ნამდვილები, შენ კი აპოკრიფულს ეძებდი თურმე smile.gifანუ შენს მიერ მითითებული ეპისტოლე არის Suppositae, იგივე ფსევდო ეპისტოლე და ვიპოვე დავწერე ასევე ბევრი რამე მაგრამ სამწუხაროდ წამეშალა, აღვადგენ: მაშ ასე პირველად დადებული ეპისტოლეები ბერძნულ და ლათინურ ენებზე არის Genuinae ანუ ნამდვილი, ხოლო ტარსუსელთა მიმართ ეპისტოლე არის ფსევდო Suppositae და ისინი ცალკე არიან შეკრებილები, აი აქ და შეგიძლია ნახო და გაეცნო, ოღონდ შეგახსენებ რომ ფსევდოეპისტოლეა (ნუ მოდი გეტყვი ჩემ ვარაუდს, რატომაც გინდა ეგ a075.gif ეს ფსევდოეპისტოლეში ვინმე ფსევდოეგნატე წერს პირველივე თავში, როცა ცრუ სწავლებებს ჩამოთვლის, იქვე წერს ქრისტეს შესახებ "ზოგნი ამბობენ რომ ისაა ღმერთიო", ამიტომ გაითვალისწინე, რომ ეს ეპისტოლე ფსევდოა და არ წარმოადგენს კანონიკურს მთელ ქრისტიანულ სამეცნიერო სამყაროში...smile.gif )!

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეგნატეს ეპისტოლეები იყოფიან ორ ნაწილად

1)Genuinae ანუ ნამდვილი ის ეპისტოლეები, რაც ქვემოთ გამოჩნდება და რაც არის შეყვანილი პირველ აკრულ PDF დოკუმენტში ანუ 6 სხვადასხვა ქალაქის საკრებულოსადმი
და 1 პიროვნებისადმი მიმართული ეპისტოლე
ეფესელთა, მაგნესიელთა, ტრალიანელთა, რომაელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა და პოლიკარპესადმი
ზოგი ხელნაწერი აქედან არის გვიან აღდგენილი, განახლებული Epistolae Interpolatae ( ზმნიდან interpŏlo . აღდგენა, თავიდან გაშუქება და ა.შ.)

2) აპოკრიფულნი Spurious ანუ ფსევდონი Suppositae :
აქ შედიან:
ღვთისმშობელ, ქალწულ მარიამისადმი ეგნატესაგან, მეორე ეპ. მარიამისადმი,პროზელიტ ნეაპოლელ მარიამისადმი ორი ეპისტოლე, ტარსელთა ( ანუ რასაც ეძებდა მოყვასი), ანტიოქელთა მიმართ, იერონიმესადმი, ფილიპელთა მიმართ და იოანე მახარებლისადმი,
ყველა ეს ფსევდოეგნატეა ანუ გვიანდელი ნაწარმოებია და არ ეკუთვნის ეგნატეს
Spurious Epistles of Ignatius of Antioch: 1. To the Tarsians 2. To the Antiochians 3. To Hero, a deacon of Antioch 4. To the Philippians 5. Of Mary the Proselyte at Neapolis to Ignatius 6. To the same Mary 7. To St. John the Apostle 8. A Second to St. John 9. To the Virgin Mary, with reply from the same
აი აქაა მათი ნაკრები:

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/...3_0946),_GM.pdf

და ესენი რომ ნატყუარია ანუ ფსევდო ეგ ფაქტი, აქ შეგიძლიათ ნახოთ თარგმანი ინგლისურად, რომელიც იწყება სწორედ რომ ტარსუსელთა (Tarsians - ტარასელთა) მიმართ

http://www.newadvent.org/fathers/0114.htm



ზოგადად კი:

ეგნატეზე ბევრი შრომაა, ეს ერთი საინტერესოა:

http://apologia.narod.ru/earlyfat/modernav/sid_ignatij.htm

დანარჩენი სტატიები და ნამდვილად მიჩნეული ეპისტოლეები რუსულ ენაზე აქ

http://apologia.narod.ru/earlyfat/fath/ignat.htm

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 19 2009, 03:29 AM
პოსტი #29


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(KAIROS @ Jan 18 2009, 04:23 AM) *

biggrin.gif არც იქნებოდა, რადგან მაქ არის ნამდვილები, შენ კი აპოკრიფულს ეძებდი თურმე smile.gifანუ შენს მიერ მითითებული ეპისტოლე არის Suppositae, იგივე ფსევდო ეპისტოლე და ვიპოვე დავწერე ასევე ბევრი რამე მაგრამ სამწუხაროდ წამეშალა, აღვადგენ: მაშ ასე პირველად დადებული ეპისტოლეები ბერძნულ და ლათინურ ენებზე არის Genuinae ანუ ნამდვილი, ხოლო ტარსუსელთა მიმართ ეპისტოლე არის ფსევდო Suppositae და ისინი ცალკე არიან შეკრებილები, აი აქ და შეგიძლია ნახო და გაეცნო, ოღონდ შეგახსენებ რომ ფსევდოეპისტოლეა (ნუ მოდი გეტყვი ჩემ ვარაუდს, რატომაც გინდა ეგ a075.gif ეს ფსევდოეპისტოლეში ვინმე ფსევდოეგნატე წერს პირველივე თავში, როცა ცრუ სწავლებებს ჩამოთვლის, იქვე წერს ქრისტეს შესახებ "ზოგნი ამბობენ რომ ისაა ღმერთიო", ამიტომ გაითვალისწინე, რომ ეს ეპისტოლე ფსევდოა და არ წარმოადგენს კანონიკურს მთელ ქრისტიანულ სამეცნიერო სამყაროში...smile.gif )!
კაიროსი!



KAIROS

მადლობ კაიროს რომ მომაწოდე რასაც ვეძებდი. თუმცა არც კი შემიმოწმებია მაგრამ ვიმედოვნებ რომ დადებულ ლინკზე ამჯერად მაინც იქნება ის რაც მე მაინტერესებდა...

უღრმესი მადლობა წინასწარ კიდევ ერთხელ.
მოყვასი
პ.ს.
შენ რა მიზეზითაც იფიქრე კაიროს, მაგ მიზეზის გამო არ მინდა. უბრალოდ ერთ მართლმადიდებელ ადამიანს სურს თავისი თვალით იხილოს იმ ენაზე დაწერილი რომელზეც ეგ ეპისტოლე დაწერა ეგნატემ. ანუ სხვისი დახმარების მიზნით პირველი ესაა, და მეორე ის რომ, მეც, ჩემი შემეცნების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ყველა საინტერესო მასალებს,მიუხედავად ისმისა, მიიჩნევა თუ არა ის "ქრისტიანული სამყაროს" მიერ კანონიკურად. იმდენად რამდენადაც მაგ ეპისოტლესაც, რომელზეც ამბობ არაკანონიკურიაო, დიდი მოწიწებით თარგმნიდნენ ქართველი მართლმადიდებლებიც და კითხულობდნენ (ისეთები როგორიც იყო მაგ: გიორგი გთაწმინდელი) რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი მე ამ აპისტოლის წაკითხვით? smile.gif


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 19 2009, 01:13 PM
პოსტი #30


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
შენ რა მიზეზითაც იფიქრე კაიროს, მაგ მიზეზის გამო არ მინდა. უბრალოდ ერთ მართლმადიდებელ ადამიანს სურს თავისი თვალით იხილოს იმ ენაზე დაწერილი რომელზეც ეგ ეპისტოლე დაწერა ეგნატემ.

ციტატა
მიიჩნევა თუ არა ის "ქრისტიანული სამყაროს" მიერ კანონიკურად.

როგორც ჩანს კარგად არ გესმით ტერმინები და არც სიტყვა "კანონიკურის" მნიშვნელობა.
ეგნატეს ეპისტოლეებთან დაკავშირებით არ ხდება კანონიკურად და არაკანონიკურად დაყოფა, ასე მხოლოდ წმ. წერილის წიგნები იყოფა.

რაც შეეხება იმ ენაზე დაწერილის ხილვას, რომელ ენაზეც ეგნატემ დაწერა, უნდა იმედი გაგიცრუოთ. ეპისტოლე ტარსუსელთა მიმართ არ არის ეგნატეს დაწერილი და ამას მე კი არა, მრავალი მეცნიერი ამბობს, ვინც იკვლევდა ამ საკითხს.
ეგნატეს ეკუთვნის მხოლოდ 7 ეპისტოლე:
ეფესელთა მიმართ
მაგნეზიელთა
ტრალელთა
რომაელთა
ფილადელფიელთა
სმირნელთა
და პოლიკარპესადმი

ამას ადასტურებს თუნდაც ევსები კესარიელი, ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც თავის "საეკლესიო ისტორიაში" წერს:
ამგვარად, როდესაც ჩავიდა სმირნაში (იგულისხმება ეგნატე), სადაც პოლიკარპე იმყოფებოდა, ეფესოში ეკლესიას მიწერა ერთი ეპისტოლე, რომელშიც მოიხსენებს მის მწყემსს ონისიმეს, მეორე კი მაგნეზიაში მეანდრეზე (აქაც კვლვ ახსენებს ეპისკოპოს დამასს), სხვა კი - ტრალეში ეკლესიას, რომლის მეთაური, როგორც მოგვითხრობს, იმ დროში იყო პოლიბიოსი. მათ გარდა რომაელთა ეკლესიასაც წერს, რომელსაც თხოვნას უგზავნის... უკვე სმირნის გარეთ მყოფი, ტროადადან ფილადელფიაში მყოფთ ესაუბრება წერილის მეშვეობით, ასევე სმირნელთა ეკლესიასაც და პირადად მათ წინამძღვარს პოლიკარპეს.

როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, ევსების დროს (260-340) მხოლოდ 7 ეპისტოლე იყო ცნობილი.
ის რომ ფსევდოეპისტოლეები არ არის ეგნატესი, ადასტურებს მრავალი ანაქრონიზმი და შეუსაბამობა. არც ერთი სერიოზული მეცნიერი უკვე აღარ მსჯელობს მათ ავთენტურობაზე.
ეგეთივე წარმატებით, შეგიძლიათ იუდას "სახარება" მიიჩნიოთ იუდას მიერ დაწერილად smile.gif



ციტატა
იმდენად რამდენადაც მაგ ეპისოტლესაც, რომელზეც ამბობ არაკანონიკურიაო, დიდი მოწიწებით თარგმნიდნენ ქართველი მართლმადიდებლებიც და კითხულობდნენ (ისეთები როგორიც იყო მაგ: გიორგი გთაწმინდელი) რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი მე ამ აპისტოლის წაკითხვით?

გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანები თუ გაქვთ ამ ეპისტოლეების, მადლობელი დაგრჩებით თუ მომაწვდით.

რაც შეეხება კონკრეტულად ტარსელთა მიმართ ეპისტოლის თარგმნას გიორგი მთაწმინდელის მიერ, ამაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეცნიერებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ ტექსტის ავთენტურობის დასადგენად, ვიდრე ეს გიორგი მთაწმინდელის დროს იყო.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 19 2009, 02:22 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



გამარჯობათ ეკატერინე და კაიროს smile.gif

მინდა აღვნიშნო რომ ნამდვილად- ეგ ეპისტოლეები მიჩნეულია როგორც ფსევდოეგნატეს მიერ დაწერილი... მაგრამ მოდით გადავხედოთ ეგნატეს რეალურ ეპისტოლეებს:

ეგნატე ღმერთშემოსილი წელს რომაელთა და ეფესელთა მიმართ:

Ибо Бог наш Иисус Христос, по устроению Божию, зачать был Mapиею из семени Давидова, но от Духа Святого. Он родился и крестился для того, чтобы Своим страданием очистить и воду. - ეფესელთა 18 თავი...

და სხვაგანაც წერს, მოკლედ ლოგიკურია რასაც წერს მართლმადიდებლებისთვის..

მაგრამ

რატომ წერს ფილადელებს:

Я узнал, что епископ ваш не сам собою и не чрез людей принял это служение обществу верующих, и не из тщеславия, но по любви Бога Отца и Господа Иисуса Христа. ფილადელების 1 თავი... მანდ სხვა სიტყვაა ნახმარი- Lord... გინდაც ღმერთად იხსენიებდეს- გამოდის სხვადასხვა პიროვნებები არიან???

Ибо, которые суть Божии и Иисус Христовы- ფილადელთა მიმართ 3 თავი... აქაც ცალკ-ცალკე იხსენიებს, თითქოს ღმერთი სხვაა და იესო სხვა...

თუ იესოც ღმერთია და მისი მამაც- მაშინ ქრისტიანობა მონოთეიზმი რატომ არის?

ეს ცალკე შეკითხვაა, მაგრამ ეგნატე რატომ წერს სხვა რამეს ერთგან, და მეორეს სხვაგან...

თუ გინდათ გავშლი ყველაფერს და ვნახოთ საერთოდ ეგნატეს ყველა წერილი ხომ არაა ყალბი biggrin.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 20 2009, 05:45 AM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ლაშა ბევრჯერ გთხოვე, შენი აზრები ცალკე თემად გახსენი ღვთისმეტყველებაშითქო, თორემ გამოდის რაც არ გესმის, ე.ი. შეცდომაა...
თან ბევრჯერ გითხრეს აქ არაა არც ის განყოფილება და არც ის თემა, ეგეთები წერო., დათიკომ დაგიწერა უკვე და გაითვალისწინე...
Lashab
ლაშა, მინდა შეგახსენო, რომ ჩვენი ფორუმის წესებით ამ განყოფილებაში არ შეიძლება მართლმადიდებლური განმრტების გარეშე წმინდა წერილის შესახებ პოსტვა. ანუ პირადი აზრები, ან ისეთი სახის ეგრეგეზა, რომელიც არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული, აქ არ დაიშვება.
იმედი მაქვს გაითვალისწინებ


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 15 2009, 03:41 AM
პოსტი #33


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



და..... ინტერესნოოო ..


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 15 2009, 02:08 PM
პოსტი #34


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
რატომ წერს ფილადელებს:

Я узнал, что епископ ваш не сам собою и не чрез людей принял это служение обществу верующих, и не из тщеславия, но по любви Бога Отца и Господа Иисуса Христа. ფილადელების 1 თავი... მანდ სხვა სიტყვაა ნახმარი- Lord... გინდაც ღმერთად იხსენიებდეს- გამოდის სხვადასხვა პიროვნებები არიან???


ციტატა
Ибо, которые суть Божии и Иисус Христовы- ფილადელთა მიმართ 3 თავი... აქაც ცალკ-ცალკე იხსენიებს, თითქოს ღმერთი სხვაა და იესო სხვა...


Lord ნიშნავს უფალს და ზოგ შემთხვევაში იხმარებოდა იესო ქრისტესთან.

სხვა პიროვნებები არ არიან ერთი პიროვნების სხვა იპსტასებია, ამიტომაც შესაძლებელია მათი დაყოფა (ამიტოამც არიან ცალკე მოხენიებული ისევე როგორც ბიბლიაშიც არიან ცაკლე მოხსენიებული), რადგან ერთი და იგივე არ არიან.

ციტატა
თუ იესოც ღმერთია და მისი მამაც- მაშინ ქრისტიანობა მონოთეიზმი რატომ არის?


იმიტომ, რომ ღმერთი ერთია


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*tinia*
პოსტი Feb 15 2009, 05:47 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,398



ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს სახლში გაქვთ მცხეთური ხელნაწერები (ხუთტომეულია), იქნებ იპოვოთ იქ დანიელის წინასწარმეტყველება და ეკლესიასტე. მგონი III ტომშია დანიელის წინასწარმეტყველება და II ტომში ეკლესიასტე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ზუსტად მჭირდება. ამას გარდა მჭირდება გამოცემის წელიწადი, გამომცემლების სახელები და გვარები და გამოცემის ზუსტი სათაური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 14 2009, 02:19 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



KAIROS

ძალიან მაინტერესებს რამე ინფორმაცია და თუ შესაძლებელია ამ ადამიანის წერილები და ნაშრომები დადო:

ლუციანე ანტიოქიელი(240–312) smile.gif ძალიან დამაინტერესა ამ ეკლესიის მამამ, მეტი მინდა ვიცოდე მასზე. smile.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 14 2009, 04:09 AM
პოსტი #37


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



წინარენიკეელი მამაა, გასაგებია რისთვისაც ეძებ, ალბათ რისთვისაც უწინ ეძებდა ( და დავუძებნე კიდეც ) ეგნატეს (ფსევდო)ეპისტოლეს...
ანუ მე მაძებნინებთ იმ არგუმენტებს, რომელიც ისევ ჩვენს წინააღმდეგ გინდა გამოიყენოთ biggrin.gif მოკლედ ნაგლოსტ biggrin.gif
მაგრამ იცოდეთ, რომ პავლე სამოსატელის გავლენის შემდეგ მან afterwards renounced this heresy, was restored და შემდეგ ეწამა კიდეც, ასე რომ მისი თავდაპირველი წინააღმდეგობა
Some distinguished two Lucians, one orthodox, and one heretical; but this is a groundless hypothesis.

The contradictory reports are easily reconciled by the assumption that Lucian was a critical scholar with some peculiar views on the Trinity and Christology which were not in harmony with the later Nicene orthodoxy, but that he wiped out all stains by his heroic confession and martyrdom.

... assumes to the same effect that Lucian first sympathized with his countryman, Paul of Samosta, in his humanitarian Christology, and hence was excommunicated for a while, but afterwards renounced this heresy, was restored, and acquired great fame by his improvement of the text of the Septuagint and by his martyrdom.
Hefele, Conciliengesch., vol. I., p. 258 sq


http://www.ccel.org/ccel/schaff/hcc2.v.xv.xxxvi.html

ღირსმოწამე ლუკიანე - ანტიოქიელი ხუცესი (+312)

15 (28) ოქტომბერი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილსა და მოსაგრე ცხოვრებას. კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს. ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა. წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი). როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, ჯაჭვებით სარეცელზე დაკრულმა მღვდელმოწამემ საკუთარ მკერდზე აღასრულა საღვთო ლიტურგია, ეზიარა და იქ მყოფი მართლმორწმუნეებიც აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. უფლის რჩეულის ცხედარი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ ოცდაათი დღის შემდეგ დელფინებმა იგი ნაპირზე გამოიტანეს. მორწმუნეებმა წმიდა ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას. თავდაპირველად ნეტარი ლუკიანე თავისი მიცვალების დღეს, 7 იანვარს იხსენიებოდა, მაგრამ შემდგომ, იოანე ნათლისმცემლის კრებასთან დაკავშირებით, მისი ხსენება 15 ოქტომბერს იქნა გადატანილი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 16 2009, 08:42 AM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



KAIROS

სად შეიძლება მისი ნაშრომები წავიკითხო? ნუ თუნდაც წერილები, ეგზეგეზები, რავი რაც მას აქვს დაწერილი...

არანაირ დავას არ ვაპირებ, ვერ ვნახე ინტერნეტში და იქნებ შენ იცოდე...


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 6 2009, 04:25 PM
პოსტი #39


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ამ კონტექსტ ვწერ და ვერ ვპოულობ ამ მონაკვეთს და იქნებ ვინმემ იცოდეს რომელ თავში და სად წერია''თუ ეკლესია არ გახდება დედა ,მაშინ... დაახლოებით ასეა თუ არ ვცდები


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2009, 01:49 AM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



"ეკლესია ვისთვისაც დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება"

წმ. იოანე ოქროპირი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th October 2021 - 11:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი