IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში
Georg
პოსტი Sep 5 2006, 12:51 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ნოემბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც.

გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, ხხჳ საუკუნეში ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.

ადამიანი - ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს მივწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი ან რა სულიერ მწვერვალებამდე ამაღლდება, ყველას თავისი გზა აქვს და თავისი ბედი.

კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი, - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიედრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა!

ევროპაში წარმოიშვა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ადამიანის დანიშნულების ახლებური ხედვა. ამ ხედვის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი აყენებს ძალიან საინტერესო კითხვას: "ვიქონიოთ თუ ვიყოთ?" ეს რას ნიშნავს? როგორც ვხედავთ, ადამიანი მომხმარებელი გახდა. მას მუდამ რაღაც აკლია და ყველაფერი ჭირდება; უნდა მანქანა, სახლი, ფული, ტანსაცმელი; თუ 1 მილიონი აქვს, - 10 უნდა. და ასე, დაუსრულებელია მისი მოთხოვნილება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. და ასე, ადამიანი ხდება მომხმარებელი და სახელმწიფოში იგი ხდება ფუნქციონერი. მექანიკურად ასრულებს თავის მოვალეობებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ფიქრობს.

ახლა იმაზე, თუ რას ნიშნავს "ვიყოთ" ერიკ ფრომის ფილოსოფიაში. შეიძლება თუ არა, რომ პიროვნება იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე; იყოს ადამიანი, რომელიც იგონებს ახალ იდეებს, აკეთებს ახალ საქმეს, ფიქრობს, მსჯელობს? ეს ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ "ვიქონიოთ" - არის უპირველესი და უფრო მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ყველაფერი უნდა ვიქონიოთ იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი სურვილები.

ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: ვიქონიოთ თუ ვიყოთ, - რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა. ადამიანს ცხოვრებაში სულიერთან ერთად, ცხადია, მატერიალურიც ესაჭიროება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, - არ უნდა გქონდეს მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვისაც, გაჭირვებული ადამიანისთვისაც. თუ ადამიანს გააჩნია ასეთი აზროვნება, მაშინ "ვიქონიოთ" შეიძლება დადებითიც იყოს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილშობილი პიროვნება.

დღეს არის ხსენება წმიდისა იოანე ღვთისმეტყველისა. მოციქულთა შორის მხოლოდ მას ეწოდა "ღვთისმეტყველი". იმდენად ღრმა იყო ეს პიროვნება, რომ ყველაზე უკეთესად გამოთქვა არსი უფლისა - "ღმერთი სიყვარული არს". სწორედ ეს არის მთავარი და მამოძრავებელი ძალა, რომელიც გადმოდის ღვთისაგან ადამიანზე. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ უზენაესის ამ ნიჭით - დიდი სიყვარულით არის დაჯილდოებული ქართველი ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ადამიანი არ იქნება მხოლოდ მომხმარებელი, არ იქნება ის, ვინც ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ "ვიქონიოთ", არამედ იქნება პიროვნება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ "ვიყოთ"! ადამიანი უნდა "იყოს", ადამიანი უნდა ქმნიდეს, ადამიანი უნდა ფიქრობდეს და სიკეთეს უნდა სთესავდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 08:31 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



თომას მანი გერმანელი მწერალი წერდა რო თანამედრო ადამიანის ტრაგედია შემდგეშია რო მან დაკარგა უნარი იცხოვრობს საზოგადოებრივი ცხოვრებით ანუ ადამიანები გადაეჩვივნენ ერთად ყოფნას დაავიწყდათ ერთად ყოფნის ძალა ამ მოტივზე დაიწყო ადამიანის მარტო სულობა გაუცხოება და შინაგან " გაუბედურებულ " მეში ჩაკეტვის დაუსრულებელი სვლა .ადამიანები აღარ არიან ერთმანეთისთვის ფასეული დაიკარგა ინტერესი ღრმად ჩაწვდე და იცნო მასში სულიერი მეგობარი სად ეძებენ ადამიანები სულიერ სიმშვიდეს ?! ეძებენ კი ამის მოთხოვნილებაც გაქრა . ხალხს თავი კომბოსტოში გაჩენელი გონია smile.gif ასე რო დროებითია მაგრამ მაინც მგონია რო ადამიანმა დაკარგა უნარი იფიქროს იმაზე რო ადამიანია, ადამიანობა მარტო ჭამა სმა ხო არ არის?! . ადამიანი თვითონვე მისცემს თავის თავს დანიშნულებას და როლს თუ მასში სიყვარულია ? ! უსიყვარულო ადამიანი კი .
საშინელება როცა ასე "გამოფიტული" და დროებითი დროის ფერხულში ცხოვრობ rolleyes.gif ცხვორება ეს არაფერია წამია დროებითია ამაზე ფიქრს გაურბიან იცით რატო იმიტომ რომ ურწმუნოებაში ცხოვრობენ ( ვერ ვხედავ არ ვიცი ესეგი არ მწამს cool.gif ამ პრინციპით
გამიგძლდა სიტყვა შემინდეთ


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 08:42 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



xandxan mgonia ro sul ar aris sachiro tanamedrove adamianis rolze da danShnulebaze axali mecnieruli kvlevebi daicyos adamianis ubedureba yvela droshi usiyvaruloba da ugmertoba iyo smile.gif mgonia ro adamianebi ar icvlebian ase iyo sul da asetia urwmuno adamianis buneba ar vici albat zogadat vmsjelob magram tongue.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 2 2006, 10:36 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ვერ ვხედავ არ ვიცი ესეგი არ მწამს


გაუნათლებლობამ განაპირობა და დღემდე გრძელდება აღნიშნული პოსტულატის
რწმენის წინააღმდეგ გამოყენება. რამდენიმე საუკუნეა, რომ მეცნიერებამაც უარყო ეს მცდარი პოსტულატი - "ვერ ვხედავ არ ვიცი ესეგი არ მწამს" ანუ ვერ ვხედავ ე.ი. არ არის! რადიო და სატელევიზიო გადამცემების ტალღებსაც ვერ ვხედავთ! და რა გამოდის არც რადიო არსებობს და არც ტელევიზია? ეს ხომ ისეთივე ნონსენსია, როგორც პრინციპი "ვერ ვხედავ არ ვიცი ესეგი არ მწამს".



ციტატა
xandxan mgonia ro sul ar aris sachiro tanamedrove adamianis rolze da danShnulebaze axali mecnieruli kvlevebi daicyos adamianis ubedureba yvela droshi usiyvaruloba da ugmertoba iyo mgonia ro adamianebi ar icvlebian ase iyo sul da asetia urwmuno adamianis buneba ar vici albat zogadat vmsjelob magram


liliana კონვერტაცია გავაკეთე, ამჯერად თანაშემწეობა გაგიწიე! rolleyes.gif
გფარავდეს უფალი!

ხანდხან მგონია რომ სულ არ არის საჭირო თანამედროვე ადამიანის როლზე და დანშჰნულებაზე ახალი მეცნიერული კვლევები დაიწყოს. ადამიანის უბედურება ყველა დროში უსიყვარულობა და უღმერთობა იყო. მგონია რომ ადამიანები არ იცვლებიან ასე იყო სულ და ასეთია ურწმუნო ადამიანის ბუნება არ ვიცი ალბათ ზოგადად ვმსჯელობ მაგრამ


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 03:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი