თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ პოლიტიკური ქორწინებანი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2012, 12:07 PM

გიორგი I (1014-1027) - პირველი ცოლი იყო მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, იოანე-სენაქერიმის ასული, მეორე - ოვსთა მეფის ასული ალდე.

ბაგრატ IV (1027-1072) - პირველი ცოლი იყო ელენე, ბიზანტიის იმპერატორ არგვიროსის ძმის, ვასილის ასული, მეორე - ოვსთა მეფის დორღოლელის და ბორენა.

დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) - პირველი ცოლი იყო სომეხთა მეფის ასული, მეორე - ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

(გაგრძელება იქნება)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2012, 02:45 PM

გიორგი III (1156-1184) - ცოლად ჰყავდა ოვსთა მეფის, ხუდანის ასული ბურდუხანი.

თამარი (1184-1213) - პირველი მეუღლე იყო იური-გიორგი, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი, მეორე - ოვსთა მეფის ძე დავით სოსლანი.

ლაშა-გიორგი (1212 - 1222) - უკანონო ცოლად ესვა უგვარო ქალი.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2012, 10:50 AM

რუსუდანი (1222-1225) - რუმის სულთნის, თორღულ შაჰის ძე მოღის ედდინი.

დავით VI-ნარინი (1245-1293) - პირველი ცოლი იყო დიდებულ ამენელის ძეთა ასული, მეორე - ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ VIII პალეოლოღოსის ასული.

დავით VII-ულუ (1247-1270) - პირველი ცოლი იყო ჯიგდა-ხათუნი, შემდეგ ოვსთა მეფის ასული ალთუნი, მერე რაჭის ერისთავის ასული გვანცა, ავაგ ათაბაგის ქვრივი, მომდევნო დედოფალი იყო ესუქნა, მონღოლთა დიდი ნოინების - ჭორომაღოსა და სირმას და.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2012, 10:32 AM

დემეტრე II თავდადებული (1270-1289) - პირველი ცოლი იყო თეოდორა ტრაპიზონის იმპერატორ მანუელ I-ის ასული, მეორე - მონღოლთა ყაენის ასული სოღლარი, მესამე - სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის ასული ნათელა.

ვახტანგ II (1289-1293) - ცოლად ჰყავდა ილხანთა ირანის ყაენის არღუნის და ოლჯათი.

დავით VIII (1293-1311) - პირველი ცოლი იყო ძმის, ვახტანგ II-ის ქვრივი ოლჯათი, მეორე - ქართლის ერისთავის, ჰამადა სურამელის ასული.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 31 2012, 12:55 PM

marine

საინტერესო თემაა მარინე, მგონი კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა მოკლე მიმოხილვაც რომ ერთვოდეს, რის გამო შედგა ეს ქორწინება, ან რა დადებითი/უარყოფითი შედეგი იქონია მან საქართველოს მაშინდელ ყოფაზე.

იქნებ ამაში კიდევ ვინმე სხვა დაინტერესებულმა ფორუმელმა იაქტიუროს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2012, 01:09 PM

ციტატა(k@the @ May 31 2012, 01:55 PM) *

marine

საინტერესო თემაა მარინე, მგონი კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა მოკლე მიმოხილვაც რომ ერთვოდეს, რის გამო შედგა ეს ქორწინება, ან რა დადებითი/უარყოფითი შედეგი იქონია მან საქართველოს მაშინდელ ყოფაზე.

იქნებ ამაში კიდევ ვინმე სხვა დაინტერესებულმა ფორუმელმა იაქტიუროს.


ღმერთმა გაგახაროს, ქეთი, თემა რომ მოგეწონა a025.gif მართლაც საინტერესო იქნება თუკი განვავრცობთ. იმედი მაქვს ჩემზე მეტი ვინც იცის, ის ფორუმელი იაქტიურებს ამ თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2012, 01:49 PM

დავით IV სხვადასხვა დროს ორჯერ იყო დაქორწინებული:

რუსუდან ბაგრატუნი, სომხეთის მეფის ასული. მოგვიანებით ის მონაზვნად აღკვეცეს. შვილები: დემეტრე I;

გურანდუხტი ყივჩაღთა მთავრის ათრაქას ასული. შვილები:
ვახტანგი (ცუატა), თამარი, კატაჲ (ირინე), თამარ მრწემი.

უფროსი თამარი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატაჲ (შემდგომში ირინე) – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოსეთის მეფეს (იქორწინა დემეტრე I-ის დროს).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2012, 03:17 PM

ვახტანგ III (1302-1308) - შაბურის ძის ასული.

ბაგრატ V დიდი (1360-1393) - ცოლად ჰყავდა ანა, ტრაპიზონის კეისრის ასული.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 1 2012, 02:42 AM

marine

ვისაც ორი ან მეტი ცოლი ჰყავდა სიცოცხლის მანძილზე, პირველი ცოლები მოუკვდათ? რატომ გაშორდნენ მათ?

აი მაგალითად - დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) - პირველი ცოლი იყო სომეხთა მეფის ასული, მეორე - ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

სომეხთა მეფის ასული გარდაიცვალა და მერე მოიყვანა დავით IV-მ მეორე ცოლი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2012, 10:30 AM

ციტატა(Otherguy @ Jun 1 2012, 03:42 AM) *

marine

ვისაც ორი ან მეტი ცოლი ჰყავდა სიცოცხლის მანძილზე, პირველი ცოლები მოუკვდათ? რატომ გაშორდნენ მათ?

აი მაგალითად - დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) - პირველი ცოლი იყო სომეხთა მეფის ასული, მეორე - ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

სომეხთა მეფის ასული გარდაიცვალა და მერე მოიყვანა დავით IV-მ მეორე ცოლი?


ძალიან კარგი შეკითხვებია და იმედი მაქვს ამ ფორუმზე ვინც უფრო მეტადაა ისტორიაში ჩახედული და ვისაც უფრო დაწვრილებითი პასუხები აქვს ამ თემის გარშემო დაპოსტავს. მეც დაინტერესებული ვარ.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2012, 01:12 PM

გიორგი VII (1393-1407) - ცოლად ჰყავდა ნათია, ქუცნა ამირეჯიბის ასული.

ალექსანდრე I დიდი (1412-1442) - პირველი ცოლი იყო დულანდუხტი, მეორე - თამარი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2012, 11:23 AM

ვახტანგ IV (1442-1446) - ცოლად ჰყავდა სითიხათუნი, თაყა ფანასკერტელის და.

გიორგი VIII (1446-1446; კახეთში - 1446-1476) - პირველი ცოლი თამარი, მეორე - იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის ასული ნესტან-დარეჯანი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 02:15 PM

"კონსტანტინე პორფიროგენეტიც მოგვითხრობს, რომ ბაგრატიონებს თავიანთი თავი დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიაჩნდათ და დასძენს: ამიტომაც ივერიელი დიდებულები ადვილად ქორწინდებიან თავიანთ ნათესავ ქალებზე, ფიქრობენ რა, რომ ძველ ადათ-წესებს იცავენ. მას აღნიშნული აქვს ახლო ნათესავთა შორის ასეთი ქორწინების ოთხი შემთხვეავ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.257/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:37 PM

"დიდი საქართველოს მეფეები ქვეშევრდომებზე - ერისთავების, დიდებულების და დიდაზნაურების (თავადების), აზნაურებისა და გლეხების ასულებზე არ ქორწინდებოდნენ, მხოლოდ სხვა სამეფო-სამთავრო სახლებიდან მოჰყავდათ ცოლები. სახელმწიფოს დაკნინებისა და მეზობლად ქრისტიანული სახელმწიფოების მოსპობის შემდეგ ეს წესი მოიშალა"

/"თბილისელები" N4, 2022, გვ.42/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)