IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

203 გვერდი V « < 201 202 203  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 5 2023, 11:37 AM
პოსტი #4041


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...ერთ-ერთი ასეთი ლამაზი შენობა მდებარეობს ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის მთის წვერზე. ეს ადგილი მართლაც დიდებულია. მისი მნახველი ბუნების მოყვარული შემდეგ ტელევიზორის წინ დროს აღარ მოკლავს. ეს შენობა ორმა დამ ააგო მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთარი ფულით, შრომითა და ოფლით (ჩემი თვალით ვნახე, როგორ ააშენეს და ამიტომ ამას სრული გულწრფელობით ვამოწმებ). ამ ორ დასთან მივიდა მესამე, რომელიც იმ დროისთვის უკვე კაბოსანი მონაზონი გახლდათ. ის ცოტა გონებასუსტი იყო, მაგრამ გული რწმენითა და სიყვარულით ჰქონდა სავსე. შემდეგ მეოთხე გოგონა მიემატათ, რომელსაც აღკვეცა სურდა, მაგრამ მონაზონს ვერა და ვერ შეეგუა.

ერთხელ ისინი წაეჩხუბნენ ერთმანეთს, თანაც აღდგომის დღესასწაულზე. გოგონა მონაზონს მიანიშნებდა, ქალწულობის პატივი არ შეინარჩუნეო (ეს ჯერ კიდევ იმ დროს მოხდა, როცა ქალწულობას აფასებდნენ და უძვირფასეს ქვას ადარებდნენ). მონაზონს სისხლი აუდუღდა და მიახალა: „როგორ შეგიძლია, ასე ჩამაფურთხო სულში?! დაე, სააღდგომო სანთელივით დაიწვა და დადნე!“

ამის შემდეგ მონაზონმა დატოვა მონასტერი და დასახლდა პატარა მეურნეობაში, სადაც მრავალი წელი იმუშავა თავდაუზოგავად, რათა მიწის ქირა გადაეხადა და საარსებო წყარო ჰქონოდა. მას არასოდეს მიუცია საეროთათვის ცდუნების ან ჭორაობის საბაბი, პატარა ბავშვებთანაც თავაზიანი იყო, არავის გაუგონია მისი ხმა და არ უნახავს მისი სახე, რომელსაც შავი მანდილით იფარავდა.

გოგონას კი, რომელიც მონაზვნობას აპირებდა, იმ კუნძულზე ჰქონდა მშობლებისგან ნამემკვიდრალი მაღაზია. ერთ კვირა დილით, მეზობელმა ბიჭმა მას ავადმყოფი მამისთვის სპირტი სთხოვა. ამ დროს მოქმედებდა პოლიციის მკაცრი ბრძანება, რომელიც საღვთო ლიტურგიის დასრულებამდე კრძალავდა მაღაზიების გახსნას. გოგონამ ბრძანება დაარღვია, მაღაზია გააღო, ბიჭთან ერთად შიგ შევიდა. აანთო სანთლი და მისცა მას, რომ მისთვის გაენათებინა, ვიდრე სპირტს ეძებდა. ბიჭმა შემთხვევით სანთელი ბენზინის კასრთან მიიტანა, კასრი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა და უბედური გოგონა ამ ცეცხლში სააღდგომო სანთელივით დაიწვა. მაშინაც კი, როცა ის დაკრძალეს, მისი კუბოდან ცხიმი წვეთავდა, რომელსაც დამწვარი ხორცის სუნი ასდიოდა.

ამიტომ, მართებულად არის ნათქვამი: „ნუ დაამწუხრებ მართალის სულს“.

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2023, 12:27 PM
პოსტი #4042


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფთაგან ზოგმა შეიძლება დიდი სულიერი სარგებელი მიიღოს, ზოგმა კი - სულიერი ზიანი. შესაძლოა, მონასტერში დამკვიდრებულმა ზარმაცმა მოღვაწემ თავისი მცონარება კიდევ უფრო განამტკიცოს მიწიერი საზრუნავებისგან გამოთავისუფლების გამო, რადგან მას არსებობისთვის აუცილებელ მიწიერ საჭიროებათა მოსაპოვებლადაც კი აღარ სჭირდება განსაკუთრებული მოღვაწეობა. შეიძლება პირიქითაც მოხდეს: მონასტერში მყოფ ზარმაც მოღვაწეს, სხვათა საქმეთა შემყურეს, მოშურნეობა აღეძრას და თვითონაც გამოვიდეს ამ საშინელი სულიერი სენიდან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:00 AM
პოსტი #4043


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა - უსისხლო მოწამეობაა. ტანჯვა არაა უარის თქმა ოჯახურ სიამეებზე, გემრიელ საკვებზე, ხორციელ კომფორტსა და სხვა ცხოვრებისეულ გასართობსა და ნუგეშზე. ეს მხოლოდ ტანჯვისკენ მიმავალი გზაა, გზაში კი ზოგჯერ სასიხარულო და სასიამოვნო შეხვედრები ხდება, გზა - ეს არის საკუთარი ძალის შეგრძნება, დაძლეული სირთულეებისაგან მიღებული კმაყოფილება. თვითონ ტანჯვა კი არის საკუთარი უძლურების წინაშე დგომა და გამუდმებით იმის განცდა, რომ ვნებების ტყვეობაში იმყოფები. ეს შეიძლება შევადაროთ მდგომარეობას ადამიანისა, რომელიც ითმენს სატანჯველს მტრებისაგან, ვინც დაატყვევა და წინასწარ გრძნობს თავის დაღუპვას. ბერი თავისი ნებით მიაგებებს მკერდს ღვთის სიტყვის მახვილს და ისიც განკვეთს, განაცალკევებს სულსა და სამშვინველს, აშიშვლებს და აღვიძებს გულის ზრახვებს. ეს ყველაფერი სულიერი ხდება და ისევე რეალური და მტკივნეულია, თითქოს ხორციელად გრძნობდე“.

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:06 PM
პოსტი #4044


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ზაფხულს მიძინების მოედანზე ვმორიგეობდი. ამ დროს წინამძღვარი ჩვეულებისამებრ სახლიდან მონასტრის ტერიტორიის დასათვალიერებლად გამოვიდა. სად იყო და სად არა, მას ერთი ჩემთვის უცნობი ჯანიანი მუტრუკი მიუახლოვდა და მონასტერში მიღება სთხოვა.

-რაც არ უნდა გიბრძანო, ყველაფერს შეასრულებ? - მკაცრად ჩაეკითხა წინამძღვარი.

-რა თქმა უნდა, მამაო - ყველაფერზე თანახმა ვიქნები.

-ყველაფერზე? - დაინტერესდა წინამძღვარი.

-რა თქმა უნდა! ყველაფერზე! - მიუგო გულანთებულმა მუტრუკმა.

ამ დროს მიძინების ტაძრის მოედანზე მოხუცი ბერი მამა ნ-ი გამოვიდა.

-ჰოდა, თუკი ყველაფერზე თანახმა ხარ, მიდი და ისეთი ამოსცხე, რომ ფეხზე ვერ დადგეს, - უბრძანა წინამძღვარმა.

მუტრუკი ადგილს მოსწყდა, მოხუცს მივარდა და ერთი ისეთი ჭიტლაყი ამოჰკრა, რომ ბერი სულ ყირა-ყირა აფრინა, ის კი, დაცემული არ იყო, რომ წამოხტა და მოძალადეს ფეხებში ჩაუვარდა.

-შემინდე მე ცოდვილს, შვილო! - ტირილით შეევედრა ბერი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ რაღაცით მართლაც გაანაწყენა მუტრუკი.

-მაიცა, რა, - ხელი ჰკრა ჯეელმა და მამა წინამძღვართან შემდეგი ინსტრუქციის მისაღებად მიირბინა.

წინამძღვარმა გაკვირვებულმა ახედ-დახედა და უთხრა:

-ჰო... შენ, ძმაო, კაი რეგვენი ყოფილხარ!

მერე ჯიბიდან ოცდახუთმანეთიანი ამოიღო, გაუწოდა და დაარიგა:

-ჰა შენ ბილეთის ფული. ჩაჯექი მატარებელში და წადი სახლში.

მამა ნ-მა კი წინაძღვარს თავი დაუკრა და კოჭლობით ისევ თავის გზას გაუდგა“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

203 გვერდი V « < 201 202 203
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th December 2023 - 01:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი