მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
marine |
Feb 29 2024, 06:44 PM
პოსტი
#621
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამის საფლავის გახსნა უდიდესი სიფრთხილითა და მოკრძალებით აღესრულა. გაითხარა სამარხის მიმდებარე ტერიტორიაც, რომ წმინდა ნაწილების აღმოყვანება თავისუფლად მომხდარიყო. საფლავში ჩასული იყო 4-5 მოძღვარი, რომლებიც წმინდა ნაწილებს მიწის მტვრისაგან არქეოლოგიური ფუნჯებით წმენდნენ. ერთ-ერთი მოძღვარი, რომელსაც წილად ხვდა პატივი მონაწილეობა მიეღო, იყო დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, რომელსაც თავისი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: "ყოველივე ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. საფლავში რომ ვიყავით და ვთხრიდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. რაღაც განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. არც საუბრის სურვილი გვქონდა და არც სხვა რამეზე ფიქრი შეგვეძლო; მხოლოდ ერთადერთი აზრით ვიყავით მოცულნი... ბოლო ეტაპზე, როგორც არქეოლოგები, ისე ვმუშაობდით ფუნჯებით, რომ არ დაზიანებულიყო არაფერი. გათხრების დროს მიწიდან გამოანათა ასევე მამა გაბრიელის სკვნილის თეთრმა ბურთულებმა... აშკარად გვქონდა დიდი სიწმინდის შეგრძნება. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას განიცდის ადამიანი და ჩვენ ყველანი უდიდეს მადლს ვგრძნობდით!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th March 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი