თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ თვალები

პოსტის ავტორი: თომასი თარიღი: Jul 18 2016, 01:08 AM

თვალები სულის სარკეაო ამბობენ. ხშირად მსჯელობენ იმაზე თუ, რა ფერის თვალი არის ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლამაზი ალბათ არის ის, რომელიც სიყვარულით გიყურებს. წარმოგიდგენიათ რამდენი რამ უნახავთ მათ? სად აღარ ყოფილან, რამდენი გაჭირვება და ლხინი აქვთ ნანახი და მაინც ჩუმად არიან. ხმას არ გაგცემენ, მაგრამ ამავდროულად გელაპარაკებიან გაუთავბელად ყველასა და ყველაფერზე. მთავარია მოინდომო და ყველაფერს დაინახავ მათში.ისინი არასდროს მოგატყუებენ.რა საინტერესოა, ხანდახან ისეთ რამეს ვნახავთ, რასაც შემდეგ ყველას ვუმალავთ და გვგონია, რომ მარტო ჩვენ ვიცით და სინამდვილეში ეს ვიცით ჩვენ და თვალებმა, მაგრამ არ გვეშინია თვალებმა ხო ლაპარაკი არ იციან, არადა ყველაზე მეტს ისინი ლაპარაკობენ. შენზე მეტსაც კი, თუმცა შენგან განსხვავებით, ისინი არ ცრუობენ.გაჭირვებული ადამიანის თვალებში რომ ჩაგახედათ ნამდვილად გაოცდებოდით. თვითონაც კი არ ვიცი რა დავარქვა ამას, ალბათ, ეს არის აუხდენელი ოცნებების თეატრი, სადაც ნაცნობი სცენარი და უცნობი მსახიობები არიან.უცნობი იმიტომ, რომ ისინი ისე ტოვებენ სცენას რომ ვერავინ ამჩნევს მათ, შემდეგ კი მოდიან სხვები.როცა ადამიანს დაეხმარები და სიკეთეს გაუკეთებ ერთადერთი ის დაგრჩენია, რომ მას თვალებში ჩახედო და დაიმახსოვრო მანამ, სანამ სხვა ასეთ თვალებს არ ნახავ და სიცოცხლის ბოლოს კი გასახსენებლად ესეც საკმარისი იქნება.ასეთი ადამიანის თვალებში, რომ ჩაიხედოთ დაინახავთ რომ ისინი ხელახლა დაიბადნენ, თითქოს სამყარო მხოლოდ მათ გარშემო ბრუნავს, იქვე ხარ შენც, როგორც სიკეთის დონორი და იქვეა უფალიც, რომელიც უფრო დაუახლოვდა მას. ჩემო ძვირფასო მკითხველო, რას იტყოდნენ თქვენი თვალები ლაპარაკი რომ შეეძლოთ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)