თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ მართლმადიდებელთა და ლათინთა დიალოგი

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 5 2006, 02:52 AM

24 სექტემბერს სერბეთში გაიმართა მართლმადიდებელთა და ლათინთა შერეული საღმრთისმეტყველო კომისიის მორიგი შეხვედრა. როგორც http://www.ec-patr.eu/docdisplay.php?lang=en&id=719&tla=en ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული კომიუნიკედან გახდა ნათელი, ამ სხდომას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც (წარმომადგენლებიც?) ესწრებოდა (ესწრებოდნენ?). საინტერესოა ვინ იყო ეს წარმომადგენელი. შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე მწვავე საკითხი წამოიჭრა (მართლა ყველაფერი რომ წესიერად წამოეჭრათ, მაშინ ეგ დიალოგი იქვე დამთავრდებოდა biggrin.gif ), თან არა იმდენად მართლმადიდებლებსა და ლათინებს შორის, არამედ თვით მართლმადიდებელ წარმომადგენლებს შორის. როგორც ჩანს რუსეთის წარმომადგენელს ვენელ ეპისკოპოს ილარიონ ალფეევს კარგი მიზეზებიც ქონდა ამ საკითხებზე თავისი უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინა. თუ რა საკითხებია ეს, აგერ აქ შეიძლება კაცმა http://orthodoxy.org.ua/ru/node/3757. ეპისკოპოს ილარიონის პოზიცია http://www.mospat.ru/index.php?page=33229 დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით უთუოდ საინტერესო უნდა იყოს თუ რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელმა. შეხვედრა საღმრთო ლიტურგიის აღვლენით დასრულდა, მართლმადიდებელთა მიერ აღსრულებულ წირვას ესწრებოდნენ ლათინი დელეგატები, ხოლო ლათინთა წირვას კი - მართლმადიდებლები (სჯულისკანონის ცალები ამოწყდა მგონი იქ).

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 5 2006, 02:56 AM

ციტატა
საინტერესოა ვინ იყო ეს წარმომადგენელი

მართლაც. . . მართალი გითხრათ რა სახის დიალოგი შეიძლება გაიმართოს "ამ წუთას" მართლმადიდებლებსა და ლათინებს შორის ვერ ვხვდები, მაგრამ საინტერესოა biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Nov 5 2006, 02:59 AM

Sotiris
რა გინდა თქვა ამ სტატით შენ?

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Nov 5 2006, 03:30 AM

ციტატა(Sotiris @ Nov 4 2006, 10:52 PM) *

24 სექტემბერს სერბეთში გაიმართა მართლმადიდებელთა და ლათინთა შერეული საღმრთისმეტყველო კომისიის მორიგი შეხვედრა.

ციტატა(Sotiris @ Nov 4 2006, 10:52 PM) *

როგორც [url=http://www.ec-patr.eu/docdisplay.php?lang=en&id=719&tla=en]
მსოფლიო საპატრიარქოს[/url] ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული კომიუნიკედან გახდა ნათელი, ამ სხდომას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც (წარმომადგენლებიც?) ესწრებოდა (ესწრებოდნენ?). საინტერესოა ვინ იყო ეს წარმომადგენელი.

არც ისე საინტერესოა...

ციტატა(Sotiris @ Nov 4 2006, 10:52 PM) *

შეხვედრა საღმრთო ლიტურგიის აღვლენით დასრულდა, მართლმადიდებელთა მიერ აღსრულებულ წირვას ესწრებოდნენ ლათინი დელეგატები, ხოლო ლათინთა წირვას კი - მართლმადიდებლები (სჯულისკანონის ცალები ამოწყდა მგონი იქ).

ლათინების წირვაზე დასწრებას (ლოცვის გარეშე) სჯულისკანონი კრძალავს?

და იქნებ გაგვარკვიოთ ამ თემის აზრზე...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 5 2006, 04:11 AM

ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 03:52 AM) *

24 სექტემბერს სერბეთში გაიმართა მართლმადიდებელთა და ლათინთა შერეული საღმრთისმეტყველო კომისიის მორიგი შეხვედრა. როგორც http://www.ec-patr.eu/docdisplay.php?lang=en&id=719&tla=en ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული კომიუნიკედან გახდა ნათელი, ამ სხდომას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც (წარმომადგენლებიც?) ესწრებოდა (ესწრებოდნენ?). საინტერესოა ვინ იყო ეს წარმომადგენელი. შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე მწვავე საკითხი წამოიჭრა (მართლა ყველაფერი რომ წესიერად წამოეჭრათ, მაშინ ეგ დიალოგი იქვე დამთავრდებოდა biggrin.gif ), თან არა იმდენად მართლმადიდებლებსა და ლათინებს შორის, არამედ თვით მართლმადიდებელ წარმომადგენლებს შორის. როგორც ჩანს რუსეთის წარმომადგენელს ვენელ ეპისკოპოს ილარიონ ალფეევს კარგი მიზეზებიც ქონდა ამ საკითხებზე თავისი უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინა. თუ რა საკითხებია ეს, აგერ აქ შეიძლება კაცმა http://orthodoxy.org.ua/ru/node/3757. ეპისკოპოს ილარიონის პოზიცია http://www.mospat.ru/index.php?page=33229 დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით უთუოდ საინტერესო უნდა იყოს თუ რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელმა. შეხვედრა საღმრთო ლიტურგიის აღვლენით დასრულდა, მართლმადიდებელთა მიერ აღსრულებულ წირვას ესწრებოდნენ ლათინი დელეგატები, ხოლო ლათინთა წირვას კი - მართლმადიდებლები (სჯულისკანონის ცალები ამოწყდა მგონი იქ).

მეუფე ილარიონის პოზიციიდან არ გამომდინარეობს, რომ დიალოგი არაა საჭირო, ის ამბობს, რომ დიალოგი უნდა წარიმართოს სწორი ფორმით.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 5 2006, 04:13 AM

ციტატა

მეუფე ილარიონის პოზიციიდან არ გამომდინარეობს, რომ დიალოგი არაა საჭირო, ის ამბობს, რომ დიალოგი უნდა წარიმართოს სწორი ფორმით.

გასაგებია, მაგრამ რაზე უნდა ვიმსჯელოთ პაპისტებთან? პაპის დოგმატის შეცვლაზე? იმათ გაეცინებათ laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 5 2006, 04:19 AM

ციტატა(mnate @ Nov 5 2006, 05:13 AM) *

გასაგებია, მაგრამ რაზე უნდა ვიმსჯელოთ პაპისტებთან? პაპის დოგმატის შეცვლაზე? იმათ გაეცინებათ laugh.gif

მნათევ ჯიგარო smile.gif ხომ იცი კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, მთავარი ის კი არაა რომ ისინი გაიცინებენ, არამედ რომ ღმერთი ახდენს სასწაულს.

მოსალაპარაკებელი კი ლათინებთან უამრავი რამეა, მათ შორის არა მარტო დოგმატური და არა მარტო წმინდა რელიგიური ხასიათის...მრავალ საკითხში,მაგალითად გლობალიზაციის საკითხებში მათთან ჩვენი დიალოგი არ იქნებოდა ცუდი, როგორც ჩვენ ასე ისინი არიან ფემინიზმის წინააღმდეგი, ჰომოსექსუალიზმის ლეგალლიზაციის წინააღმდგი...ამაში თანამშრომლობაა საჭირო.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 5 2006, 06:46 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 04:19 AM) *

მოსალაპარაკებელი კი ლათინებთან უამრავი რამეა, მათ შორის არა მარტო დოგმატური და არა მარტო წმინდა რელიგიური ხასიათის...

მაგ საკითხებს საღმრთისმეტყველო კომისია არ ჭირდება. ისე კეთილი ნება გამოავლინონ და უნიატობა გააუქმონ, თორემ თან სიყვარულს გვეფიცებიან და თან ამ უნიატებით გვიტევენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გავს (არ მკითხო ახლა რომში რომელი ვიგულისხმე biggrin.gif ).

საღმრთისმეტყველო დიალოგის წარმატების შანსი ნულია, ვატიკანის მეორე კრებაზე რეები არ გააკეთეს და თქვეს მოდერნიზმ-ეკუმენიზმის სიყვარულით და პაპის პრიმატზე და შეუმცდარობაზე ფეხები გაჩაჩხეს მაინც. ისე აგერ თვითონ http://www.traditioninaction.org/RevolutionPhotos/ChurchRevIndex.htm და ზოგი ფოტოს დანახვაზე ჩავბჟირდი, მაგათთან რა გვაქვს საერთო? აი მაგალითად http://www.traditioninaction.org/RevolutionPhotos/A161rcWopytylaHiking.htm(მაშინ ჯერ კიდევ კარდინალი იყო) შორტებში biggrin.gif http://www.traditioninaction.org/RevolutionPhotos/A128rcWopytylaKneeToKnee.htm biggrin.gif ან კარდინალი http://www.traditioninaction.org/RevolutionPhotos/A146rcMaradiagaSax.htm ჯაზ-ბენდთან ერთად biggrin.gif მოკლედ იხალისეთ, მანდ მასეთი სურათები ვედრო მანეთადაა. თან ვიღაც მოშურნე ლათინმა შეადგინა, სულ სქიზმატებს გვეძახის ჩვენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 5 2006, 12:56 PM

ციტატა
მაგათთან რა გვაქვს საერთო? აი მაგალითად იოანე პავლე მეორე(მაშინ ჯერ კიდევ კარდინალი იყო) შორტებში ესეც კარგია ან კარდინალი როდრიგეს მარადიაგა ჯაზ-ბენდთან ერთად მოკლედ იხალისეთ, მანდ მასეთი სურათები ვედრო მანეთადაა. თან ვიღაც მოშურნე ლათინმა შეადგინა, სულ სქიზმატებს გვეძახის ჩვენ

სამწუხაროდ ასეა. მაგალითად დიდუბეში მსახურებს აწ განსვენებული ცხუმ-აფხაზეტის მიტროპოლიტის-დავითის შვილიშვილი, ჩემი მოძღვარი მისმა ბაბუამ აკურთხა, ის ყვება ხოლმე, როგორ სტუმრობდა ერთი შორტებში გამოწყობილი ეპისკოპოსი (პაპისტი რასაკვირველია) მის ბაბუას biggrin.gif შორტები და ჯვარი შესანიშნავი კომპოზიტია biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 5 2006, 07:46 PM

ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 07:46 AM) *

მაგ საკითხებს საღმრთისმეტყველო კომისია არ ჭირდება. ისე კეთილი ნება გამოავლინონ და უნიატობა გააუქმონ, თორემ თან სიყვარულს გვეფიცებიან და თან ამ უნიატებით გვიტევენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გავს (არ მკითხო ახლა რომში რომელი ვიგულისხმე biggrin.gif ).

საღმრთისმეტყველო დიალოგის წარმატების შანსი ნულია

უნიატები მათაც დიდ პრობლემას უქმნის უკვე, არ აწყობთ ეს დიდი ტვირთი, რომელიც მაგ. რუსეთთან პრობლემებს ქმნის...მაგრამ მეორეს მხრივ უნიატებს უარი რომ უთხრან მაგასაც ვერ ბედავენ....

დიალოგს რაც შეეხება-შანსი დაბალია ძალიან.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 9 2006, 11:02 PM

შანსი იმისა რომ, დიალოგს მოყვეს შესაბამისი ნაყოფი, დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ დიალოგი ყოველთვისაა საჭირო, როგორც კანუდოსელმა ჩამოთვალა :ფემინიზმის წინააღმდეგ, ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაციის წინააღმდეგ, დავამატებდი კლონირების წინააღმდეგ, ასევე ევთნაზიის წინააღმდეგ, ამ საკითხებში კათოლიკურ ეკლესიას დიდი გამოცდილება და უამრავი სპეციალისტები გააჩნია, რომელთა არ გათვალისწინება, უბრალოდ შეცდომა და უმეცრება იქნება!
დიალოგი კი არის ყოველთვის დიალოგი, ანუ ორ მხარეს შორის საუბარი, ხოლო საერთო ლოცვა-ლიტურგია სულაც არ არის აუცილებელი, ასე რომ მართმადიდებელს შეუძლია საუბარში და დიალოგში, თუნდაც საღვთისმეტყველო კომიტეტში მიიღოს მონაწილეობა, ყოვლეგვარი ლოცვა-წირვების გარეშე!
არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ვინმე საპატრიარქოს "ჭკუას ასწავლიდეს" გაუშვას თუ არა წარმომადგენელი მსგავს საჭირო და აუცილებელ შეხვედრებზე! ვფიქრობ, რომ საკითხი უნდა დადგეს, ყოვლეგვარი სუბიექტური მიდგომის გარეშე, კერძოდ ფაქტი და კომენტარი,მსჯელობა დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გმადლობთ
მიგულეთ თანაფორუმელად
კაიროსი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 10 2006, 12:26 PM

mnate

ციტატა
გასაგებია, მაგრამ რაზე უნდა ვიმსჯელოთ პაპისტებთან?

ჯერ Filioque-ზე... smile.gif

კანუდოსელი
ციტატა
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო

ეს ანდაზა კომუნისტების გადაკეთებულია. მისი ძველქართული ფორმაა: კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდაო [ღმერთი არ იცინის!]

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 10 2006, 01:05 PM

http://image.700up.com

[23.08.2006]
რომის კათოლიკურსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგი 18 სექტემბერს ბელგრადში განახლდება

18-25 სექტემბერს ბელგრადში მრავალწლიანი შესვენების შემდეგ რომის კათოლიკურ და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგის ფარგლებში ღვთისმეტყველთა კომისიის თათბირი გაიმართება. შერეული კომისია, რომელიც ღვთისმეტყველების საკითხების გადაჭრითაა დაკავებული, 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი მუშაობა შეჩერდა 2000 წელს, ბალტიმორში შეხვედრის შემდეგ, ბერძნულ–კათოლიკური ეკლესიის საკითხთან შეუთანხმებლობის გამო.
რამდენიმე წლის წინ რომის პაპმა და პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის სურვილი გამოთქვეს. ცოტა ხნის წინ ბენედიქტე XVI-მ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას 60-მდე ადამიანი მიიღებს, “დიალოგის ახალი ფაზა” უწოდა. შეხვედრაზე ძირითადად განიხილავენ პაპის პრიმატის საკითხსა და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის თემას.
“არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დიალოგი ადვილი იქნება, რომ ის მოკლე დროში აღმოფხვრის უთანხმოებას როგორც ამ ორი საკითხის, ისე სხვა საკითხების გარშემო”, - განაცხადა ვატიკანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მოსალოდნელია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ევროპის ორგანიზაციებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ილარიონი და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის მდივანი, მღვდელი იგორ ვიჟანოვი მიიღებს.
ვატიკანს ბელგრადში ქრისტიანული ერთობის პონტიფიკალური საბჭოს წევრი, კარდინალი ვალტერ კასპერი, კონსტანტინოპოლის ეკლესიას კი პერგამის მიტროპოლიტი იოანე წარმოადგენს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 06:34 PM

ციტატა(mnate @ Nov 10 2006, 02:05 PM) *

დიალოგი აუცილებელია, მაგრამ სანამ რომის ეკლესია,მის მეთაურთან ერთად (თუმცა რაცინგერი ნაკლებად პოლიტიზირებულია ) თამაშობს პოლიტიკას და სანამ მსოფლიო პატრიარქი როცა უნდა ეკუმენიზმის პოლიტიკას თამაშობს და როცა უნდა რიგორისტი მართლმადიდებელის, დიალოგის შანსები ძალიან მცირეა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 08:23 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 03:34 PM) *

დიალოგი აუცილებელია, მაგრამ სანამ რომის ეკლესია,მის მეთაურთან ერთად (თუმცა რაცინგერი ნაკლებად პოლიტიზირებულია ) თამაშობს პოლიტიკას და სანამ მსოფლიო პატრიარქი როცა უნდა ეკუმენიზმის პოლიტიკას თამაშობს და როცა უნდა რიგორისტი მართლმადიდებელის, დიალოგის შანსები ძალიან მცირეა.

პაპის რომს რომ რომობას თავი დაანებებინო ან ნაპოლეონი უნდა იყო ან ტოლიატი cool.gif

მაგრამ სწორი ხარ იმაში, რომ გაწონასწორებული პოზიცია სჯობია, ასე მერყევ ცვალებადობას, იგივე მსოფლიო საპატრიარქოში, მაგრამ გაწონასწორენულ პოზიციას მტკიცე ზურგი უნდა, გინდ ფინანსური , გინდ პოლიტიკური, ვფიქრობ შენ რომ თქვი ის "თამაში" სხვა არაფერია, თუ არა ლავირება, რომელიც ყველა მეთაურს უწევს ხოლმე...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:14 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 09:23 PM) *

პაპის რომს რომ რომობას თავი დაანებებინო ან ნაპოლეონი უნდა იყო ან ტოლიატი cool.gif

მაგრამ სწორი ხარ იმაში, რომ გაწონასწორებული პოზიცია სჯობია, ასე მერყევ ცვალებადობას, იგივე მსოფლიო საპატრიარქოში, მაგრამ გაწონასწორენულ პოზიციას მტკიცე ზურგი უნდა, გინდ ფინანსური , გინდ პოლიტიკური, ვფიქრობ შენ რომ თქვი ის "თამაში" სხვა არაფერია, თუ არა ლავირება, რომელიც ყველა მეთაურს უწევს ხოლმე...

ახლა რომ ჩავღრმავდეთ, ძალიან შორს წავალთ ამ თემიდან...თუმცა მე დიპლომატიასა და პოლიტიკის თამაშს შორის მაინც ვხედავ განსხვავებას. როდესაც თურქეთში მოინდომეს ქრისტიანულმა ეკლესიებმა თეოლოგიური კათედრის გახსნა უნივერსიტეტში, მთავრობისგან იყო პოზიცია: კი ბატონო, ოღონდ ყველა კონფესიამ მოაწერეთ ხელიო....ხელი მოაწერა ყველამ გარდა მსოფლიო საპატრიარქოსი და ეგ წამოწყება ჩაიშალა, ხოლო თუ რატომ არ მოაწერა ხელი, ეს, მეორე, ძალიან დიიიიდი თემაა. ახლა შენ დაფიქრდი, ეგეთი დიპლომატია არგებს ქრისტიანობას, მითუმეტეს თურქეთში?

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 12 2006, 05:38 PM

ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? - და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც - ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე - როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე - როგორც გსურს, ისიამოვნე - რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.

წმ. თეოფანე დაყუდებული

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)