თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქის ქადაგებები

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 25 2006, 09:00 PM

ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან







ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *


თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.







პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Aug 30 2006, 02:24 PM

ზოგიერთი მშობელი არასწორად ზრდის თავის შვილებს: არ ასწავლის შრომას,თითქოსდა ენანება თავისი შვილი შრომისათვის. სინამდვილეში ამით ფაქტიურად ღუპავს მას. თქვენ მშრომელი, მლოცველი და მოსიყვარულე შვილები უნდა გაზარდოთ. შვილების თანდასწრებით არასდროს განიკითხოთ ვინმე _ მეზობელი იქნება თუ ნათესავი, ვინაიდან თქვენი შვილები მერე უარესს მოიმოქმედებენ. შვილებს მაგალითად მხოლოდ სიყვარული და სიკეთე უნდა აჩვენოთ. აი, ამაშია ბედნიერება. გისურვებთ, რომ მომავალში ბევრი სიკეთე აკეთოთ, ვინაიდან ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს

ჩვენ ძალიან დიდი ყურაღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს _ ურთიერთობას მამებსა და შვილებს შორის. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა დღევანდელ პირობებში შვილები ასწავლიან მშობლებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმიტომ, რომ მშობლები ურწმუნოების პერიოდში არიან გაზრდილები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა შვილი იზრდება ქრისტიანულ, ეკლესიურ ოჯახში, მაგრამ ისეც ხდება, რომ შვილი ვერ ღებულობს რწმენას, სიკეთეს, სიყვარულს, თავმდაბლობას, მორჩილებას და სულ სხვა გზით მიდის. ამ სემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ კვლავ შეგვიძლია მისი მოქცევა, მაგრამ არა მუქარით, ცემით და ჩხუბით, არამედ სიკეთით, ისევ შთაგონებით, სიყვარულით; ისევ უფროსმა უნდა გამოიჩინოს სიბრძნე და თავისი თავმდაბლობითა და სუყვარულით მოაქციოს თავისი შვილი.

რა თქმა უნდა კარგია ცოდნის მიღება და სამსახური, მაგრამ იგი შვილების აღზრდას ვერ შეედრება. თუ ქალი სამსახურს ოჯახზე მაღლა აყენებს, ე.ი. მას დედობრივი სიყვარული აკლია, თუ მას ოჯახიდან განთავისუფლება სურს,ე.ი. ის მეუღლე აღარაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოდნის მიღება საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელია, დედა განათლებული იყოს, მაგრამ ეს ცოდნა და განათლება, პირველ რიგსი თავის შვილებს უნდა მოახმაროს.დედამ უნდა ასწავლოს შვილებს წერა-კითხვა, პირჯვრის გადაწერა, ლოცვები, შთაუნერგოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი და საპატიო მოღვაწეობა?

დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოსდა სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება(ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 30 2006, 02:30 PM

ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.


პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 30 2006, 07:57 PM

ღვთივკურთხეულო საქართველო, ისმინე ხმა უფლისა ჩვენისა და აღასრულე მცნებანი მისნი;წინაშე შენსა ღია არს კარი სასუფეველისა. ივერნო- გორგასალიანო, დავითიანო, თამარიანო, მუდამ გახსოვდეთ პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა და მამულისა. არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ განსაცდელს;ჯვარი, რომელიც გვიბოძა უფალმა, ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ და ჩვენი მისია აღვასრულოთ.

ადამიანი, რომელიც სულიერ კიბეზე ასვლას დედამიწაზე იწყებს, ამ ასვლას იმ ქვეყანაშიც აგრძელებს, ასევე- ადამიანი, რომელიც აქ ეცემა, იმ ქვეყანადაც ეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აქაური ყოფა გამოცდაა ყოველი ჩვენთაგანისა და ამ გამოცდის არა მხოლოდ ატანა, არამედ ჩაბარებაც გვევალება.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 3 2006, 12:12 AM

* * *


სიყვარული მრავალგვარად განისაზღვრება.მის შესახებ მსჯელობენ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი, მწერლები, სოციოლოგები...ცნობილია, თუ როგორ ვლინდება იგი ჩვენში, გარემო სამყაროში, მაგრამ კითხვას, კონკრეტულად რა არის სიყვარული?--დღემდე ვერავინ გასცა პასუხი. ეს იმიტომ რომ სიყვარული ღვთაებრივი წარმოშობისაა; იგიც ღმერთივით შეუცნობელი და გამოუთქმელია, ისეთი დაუსაბამო და უსასრულო, როგორც-უფალი...
ღმერთი, მოყვასი და მე- აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული; დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 3 2006, 12:34 AM

***

ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს-ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება სულიც და ღვთის გარეგანი. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი..

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 16 2006, 11:59 PM

პატრიარქი გვირჩევს
ბავშვებო, ჩევნ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებას ვერ განკურნავს. თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება... წამალი ბოროტებისა მხოლოდ ერთია - სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით! მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისთვის სხვას სამაგიერო არ გადავუხადოთ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს იგი. ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია მიყენებული ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფალს შეუძლია ჩვენი გულიდან აღმოფხვრას ხსოვნა წყენისა. ჩვენი სიყვარული კი მართლმადიდებლურ რწმენაზე შეიძლება იყოს დაფუძვნებული.


პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 27 2006, 07:46 AM

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 3 2006, 06:18 PM

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 2004 წლის საშობაო ეპისტოლე (მცირე ფრაგმენტი)

გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკითე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვითი ცხოვრება არა თუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი "პროგრესის" გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი - დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულუწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი დიდი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.

... სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ახალგაზრდებს შთააგონებენ, რომ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობანი ახლა უკვე საჭირო აღარ არის, რომ ორიენტაცია ე.წ. საერთო - საკაცობრიო ღირებულებებზე უნდა ავიღოთ, რადგან დღეს სხვა დროა. ამასთან მათში ხელოვნურად აღვივებენ წინააღმდეგობის სულს, უნდობლობის გრძნობას, გულგრილობასა და ცინიზმს.

...ახალგაზრდებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც აღიზიანებთ მაგალითად წმინდა ილია მართლის დევიზი - 'ენა, მამული, სარწმუნოება', რადგან მათთვის ეს ფასეულობანი ზედმეტად ვიწროა; არიან ისეთნიც, რომელთაც შეუძლიათ უტიფრად ისაუბრონ წმინდა ვახტანგ გორგასალზე, წმინდა დავით აღმაშენებელზე, წმინდა თამარ მეფეზე.
...
გასული წლის ნოემბრის(იგულისხმება 2003 წელი) მოვლენებით დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებული იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვიგულისხმოთ 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც. საერთოდ კი, დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა.

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 19 2006, 10:12 PM

'' ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა, თუ არა იგი, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. მაგრამ ჯვარი, რომელიც არაა დაკავშირებული ქრისტეს ჯვართან, ადამიანს ვერ აცხოვნებს. მართალია, ამ ჯვრის ზიდვისას, რომელიც თანდათან მძიმდება და აუტანელი ხდება, ადამიანი ფრიად იტანჯება, წვალობს, განიცდის, მაგრამ ამ დროს იგი უგვირგვინო მოწამეა, რადგან ამ ტანჯვა-წამებისათვის ის ღვთის გვირგვინს ვერ მიიღებს. ამიტომ ჩვენი ჯვარი აუცილებლად ღვთის ქრისტეს ჯვარს უნდა დავუკავშიროთ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ უფალი: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე''( მარკ. 8, 34.) როგორც ვხედავთ უფალი კი არ გვაიძულებს შევუდგეთ მას, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს, როცა ამბობს: რომელსაც ნებავს, ე.ი. სასუფეველი ან ჯოჯოხეთი ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ და ჩვენს ცხონებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ.
შემდეგ: მოწოდება უფლისა: უარყავ თავი შენი, იმ ცოდვების უარყოფას ნიშნავს, რომელიც ადამიანის სულს ზღუდავს და მასში ღვთის ხატს ამცირებს, ვინც ცოდვებს არ შეებრძოლება და არ უარყოფს, ის ვერც იმ ჯვარს აიღებს, რომელიც ქრისტეს ჯვართან იქნება დაკავშირებული...
მესამე პირობა სულის გადარჩენისა, ჯვრის აღება წარმოადგენს, ოღონდ ეს ჯვარი საკუთარი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება უფალი: აღიღენ ჯვარი თვისი, ე.ი. შენი და არა სხვისი. შეგახსენებთ, რომ ჯვარში ის განსაცდელი იგულისხმება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ძალიან ხშირად ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვისი ცხოვრების გზა ნაკლებად ეკლიანია და სხვისი განსაცდელი შედარებით მსუბუქია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს იმ ჯვარს აძლევს, რომლის ზიდვაც ჩვენს ძალას არ აღემატება."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 08:17 PM

რთულია ადამიანის ცხოვრება. ნუ იფიქრებს ნურავინ, რომ ადვილად შეიძლება მოიპოვოს სასუფეველი. სასუფეველი ღვთისა იიძულების და ვინც აიძულებს თავის თავს, იგი მიიტაცებს მას, _ ასე წერია საღმრთო წერილში. ამისთვის კი საჭიროა მთელი სიცოცხლის მანძილზე ბრძოლა საკუთარ თავთან. მაგრამ ადამიანმა რომ შეძლოს, უნდა იცნობდეს თავის თავს, უნდა იცნობდეს თავის ნაკლს და უნდა ჰქონდეს "განცდაი თვისთა ცოდვათა". როგორც ამბობს ღირსი მამა ეფრემ ასური: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". ეს არის გზა სიწმიდისაკენ, გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველ ჩვენთაგანს მოეცეს "განცდაი თვისთა ცოდვათა".
მადლობა ღმერთს, მართალია, დიდი წინააღმდეგობებით, მაგრამ მაინც ამ გზით მიემართება ქართველი ერის დიდი ნაწილი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
17.04.05.

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 7 2007, 04:33 AM

http://orthodoxy.wanex.net/patriarqi/epistoleebi/sashobao2007.htm

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: Jan 7 2007, 05:01 AM

გუჯა
გაიხარე! smile.gif

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 8 2007, 03:19 PM

სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ყველაფრის წაკითხვა, ამიტომ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ნაწილი პატრიარქის ქადაგებისა უკვე არ არის დადებული. ასე რომ თუ უკვე დევს დიდ ბოდიშს გიხდით!!!
ჩემი აზრით პატრიარქის ამ ქადაგებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზეა საუბარი!!!


სახარებაში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით, კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ეტყვის უფალი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მომეცით მე ჭამადი, წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საბყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ უფალო ან მშიერი, ან მწყურვალი. და უფალი ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთა მცირეთაგანსა ჩემსა (სხვა ადამიანს), ის გამიკეთეთ მე. ე.ი როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, ადამიანს ვეხმარებით, ამას უფალი ღებულობს, როგორც დიდ შესაწირს.

მარჯვენით მყოფნი არიან მკვიდრნი სასუფევლისანი. ხოლო მარცხენით მყოფთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მომეცით მე საჭმელი, მე მწყუროდა და თქვენ არ მასვით მე_ და ეს ხალხი განწირულია ტანჯვასა და ჯოჯოხეთისათვის.

ამიტომაც ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რიმ მოვიხვეჭოთ ფული, სახლები, მანქანები, ქონება_ეს ყველაფერი აქ რჩება. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიერი საუნჯე და უფალი ამბობს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ღმერთმა ინებოს, რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ. ღვთის მადლით, საქართველო სიკეთის გზაზე დგას და მომავალში ღვთის ლოცვა კურთხევით უფრო გაძლიერდება...

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Feb 18 2007, 05:57 PM

"ნარკომანობა სამშობლოს ღალატია!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თანამედროვე ადამიანი რთულ დროს ცხოვრობს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იოლი დრო არასდროს ყოფილა. იმ დროზე, როდესაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პავლე მოციქული, იგი ამბობს: დრონი ბოროტნი არიან. არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა, რატომ უწოდებდა იგი იმ დროს ბოროტს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ამის შესახებ. ბოროტება ხშირად ზეიმობს, ხშირად გვაყენებს განსაცდელის წინაშე. ასეთ დროს ადამიანმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა, არ უნდა დაკარგოს იმედი და რწმენა და უნდა სიმშვიდით გაუძლოს მოვლენილ განსაცდელს, რომელიც დაუშვა უფალმა.

ჩვენი ცხოვრება მწუხარებისა და სიხარულისაგან შედგება. სულ ერთმანეთს ენაცვლება ეს ორი მოვლენა. ცოტა ხანს ვიმყოფებით სიხარულში, შემდეგ მოდის მწუხარება, მერე მწუხარებას კვლავ სიხარული ცვლის და ასე შემდეგ.

უნდა ითქვას, რომ ადამიანისათვის განსაცდელის ჟამს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ მისი შვილი, დაცემული მორწმუნე ისევ ადგეს და განაგრძოს თავისი გზით სვლა - არ დარჩეს დაცემული. თუ ადამიანი ამ მდგომარეობაში დარჩა - იგი დაღუპვის გზაზე დადგება. ეკლესიამ მას უნდა მისცეს ნუგეში, სასოება, ძალა, მადლი და რწმენა, რაც მორწმუნეს განსაკუთრებით წირვა-ლოცვის დროს ენიჭება.

დღეს ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას არ აქვს ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია უფროს თაობას. ამიტომ ხშირად იგი ვერ უძლებს იმ საცდურებს, რომლის წინაშეც მას ცხოვრება აყენებს და მერე ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარდება, რომ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი ახალგაზრდობა, გახსოვდეთ, თვითმკვლელობა - საშინელი და მიუტევებელი ცოდვაა. საეკლესიო კანონიკით, თვითმკვლელებზე წესის აგება არ აღესრულება, მათზე ეკლესია ვერ ლოცულობს. ამ ადამიანებისთვის ლოცვა არ შეიძლება, რადგან თვითმკვლელები საკუთარი ნებით გადასცემენ თავის სულს ბოროტ ძალას. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი: ეკლესია უშვებს თვითმკვლელებისთვის ლოცვას, თუკი ის ადამიანი იყო სულიერად ავადმყოფი.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი და პრობლემა, რომლის წინაშე დგანან დღეს ჩვენი ახალგაზრდები, არის ნარკომანია. საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერნი არიან და, შეიძლება, ესეც შურს ეშმაკს, კაცობრიობის მტერს და უბიძგებს ნარკომანობისკენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშინელი ცოდვა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი სირცხვილი. სირცხვილია იმიტომ, რომ ნარკომანობით ადამიანი გამოავლენს თავის უძლურებას, თავის ლაჩრობას. სწორედ ლაჩრობაა, რომ ადამიანი მიმართავს ისეთ საშულებას, რომელსაც გაჰყავს იგი ამ რეალური ცხოვრებიდან და, თითქოს, უმსუბუქებს ცხოვრებას. სინამდვილეში, ნარკოტიკი კი არ უადვილებს ადამიანს ცხოვრებას, არამედ კიდევ უფრო მეტად უმძიმებს ჯვარს. ნარკოტიკი სპობს ადამიანის გონებას, ახდენს ნებისყოფის პარალიზებას და ადამიანი აღარ არის გამოსადეგი არც ოჯახისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც სამშობლოსთვის. ნარკომანობა არის სამშობლოს ღალატი! მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენება!

როდესაც განვიხილავთ ამ საშინელ სენს, ჩვენი ყურადღება 3 ასპექტზე უნდა შევაჩეროთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ღებულობენ ამ საშინელ წამალს, უფრო სწორად, საწამლავს. რა ეშველებათ მათ? ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს სენი განკურნებადია. მეორე არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი გათავისუფლებისა და, მესამე, რაც მთავარია, - ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში. ეკლესიაში არის უდიდესი მადლი; აღსარებასა და ზიარებაში, ღვთისმსახურებასა და ეკლესიის ლოცვაში, მოძღვრის საზოგადო ლოცვებში არის უდიდესი ძალა, რომელიც გაათავისუფლებს ადამიანს ამ სენისაგან.

მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი აშშ-ში. ერთ ქალაქში დიდი წვეულება მოგვიწყვეს, მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსი ვიყავი. ჩემთან მოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი და დამიწყეს საუბარი ნარკომანიის პრობლემებზე. ვკითხე: თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი, მითხრეს ჩვენ ამერიკელები ვართ, ყოფილი ნარკომანებიო. ახლა უკვე განვიკურნეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვიმოგზაუროთ ქვეყნის სხვადასხვა შტატებში და დავეხმაროთ ნარკომანებს, მივიდნენ ეკლესიაშიო. ჩვენ არ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი დაანებონ ნარკოტიკებს, ჩვენ მათ მოვუწოდებთ მხოლოდ, რომ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან თავად ჩვენ სწორედ ეკლესიაში განვიკურნეთ ამ საშინელი სენისაგანო.

მინდა, ვურჩიო ჩვენს სულიერ შვილებს, ნუ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში, ნუ მიეცემიან უიმედობას, - მოვიდნენ ეკლესიაში, უთხრან მოძღვარს აღსარება, მიიღონ წმინდა ზიარება და ამით დაიწყონ განკურნება. მადლი გადმოვა მათზე, მიეცემა ძალა ღვთისა და ისინი აუცილებლად გათავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან.

ახლა განვიხილოთ ამ პრობლემის მეორე ასპექტი. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებს, რომელთაც ჯერ არ გაუსინჯავთ ნარკოტიკი. ყველაზე საშიში არის ის, როდესაც ადამიანი პირველად სინჯავს ამ საშინელ საწამლავს. მინდა გთხოვოთ, ჩვენო ძვირფასო სულიერო შვილებო: არავითარ შემ- თხვევაში არ გასინჯოთ ნარკოტიკი! პირველივე გასინჯვა - ეს უკვე არის დაახლოება ეშმაკთან, ეს არის დაცემის დასაწყისი. ამიტომ, როგორც საშინელ საწამლავს, ისე უნდა განერიდოთ და გაექცეთ ნარკოტიკის პირველ გასინჯვას. ამისთვის უნდა შეიქმნას ნარკოტიკებისადმი წინასწარი უარყოფითი განწყობა. არსებობს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური განწყობის თეორია. ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უარყოფითად უნდა განეწყოს ამ საწამლავის მიმართ, რომელიც მისთვის საზიანოა და უნდა იცოდეს, რომ პირველივე გასინჯვიდან იწყება პიროვნების დაშლა და ადამიანის დაღუპვა.

დაბოლოს, მესამე ასპექტი ამ პრობლემისა - ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ნარკოტიკებით მოვაჭრენი საცოდავი ადამიანები არიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს სისხლიანი ფულია და ეს დამღუპველია მათთვის! ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე! ეს არის ადამიანის მკვლელობა. ამ ხალხმა უნდა მოინანიოს და თავი უნდა დაანებოს ამ საქმიანობას. ჯობს, ყველაზე მძიმე საქმე აკეთოს და გაჭირვებით იცხოვროს, ვიდრე ასეთი ბოროტება ჩაიდინოს და თავისი ოჯახი სისხლიანი პურით გამოკვებოს.

მოგეხსენებათ, შექმნილია კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ მცირე ერი ვართ და ეს პრობლემა მეტად საშიშია საქართველოსთვის.

შევთხოვოთ უფალს, გაათავისუფლოს საქართველო ნარკომანიის სენისაგან და მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სძლიოს ამ საშინელ ვნებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის დიდი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული - ხსენება წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი მოციქული უფლისა, მაგრამ ჩვენთვის ის არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ მან პირველმა იქადაგა სახარება საქართველოში. და ამავე დღეს არის ხსენება წმიდისა მეფისა ვახტანგ დიდისა გორგასლისა, რომელიც არის დამაარსებელი თბილისისა და დამფუძნებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა. ჩვენმა დიდმა მეფემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესია ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამასთან დაკავშირებით, გვექნება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, საღამოს კი ახალგაზრდულ ცენტრში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო მიღება.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 25 2007, 12:24 AM

ucmidesisa da unetaresis, sruliad
saqartvelos katolikos-patriarqis
ilia II-is sakvirao qadageba


yovladcminda samebis sapatriarqo tadzari, 18 tebervali. 2007




"sulieri saunje daviunjot da mit carvdget cinashe gvtisa!"




saxelita mamisata da dzisata da cmidisa sulisata!

chventan ars gmerti!

xshirad fiqrobs adamiani, tu ra aris saunje da romel saunjes unda edziebdes igi cxovrebashi. yoveli adaminai sxvadasxvagvarad apasebs simdidres. zogi edziebs sulier saunjes. cdilobs, sarcmunoeba ganimtkicos, bevri sikete aketos, siyvaruli gamoavlinos da sasoeba hqondes. zogs ki sul ar adardebs sulieri simdidris moxvecha da materialurze fiqrobs: surs hqondes bevri saxli, manqana, fuli....

maxsendeba erti ambavi. ucxoetshi aseti shemtxveva moxda: dzalian mdidar ojaxshi qali ganukurnebeli senit daavadda. icoda, rom mokvdeboda da dzlier ganicdida, magram ise araperi adardebda, rogrc is, tu vis darcheboda ojaxis simdidre. mos qonda udzvirpasesi tval-margalitebit shemkuli arachveulebrivi lamazi kaba. sikvdilis tsin es kaba moatanina, shexeda mas da didi mcuxareba daeupla, radgan ver imetebda sxvistvis dasatoveblad. kabas xeli magrad chaavlo da ase gardaicvala! misma meuglem makratlit shemoachra kabis is nacili, romelic xelshi echira da mxolod is chaatanes kuboshi. ai ra caigo! da sad caigo? - mxolod micashi! mas mainc araperi shercha. ai, raze unda vipiqrot da romeli saunje shevkribot chvens cxovrebashi!

sxvadasxva xedva aqvs adamians carmaval da maradiul saunjeze. minda mogiyvanot magaliti imisa, tu ra aris namdvili saunje.

"sasuliero sascavlebelshi scavlisas, zagorskshi (amzhamindeli sergiev posadi- redaqcia) vcxovrobdida xshirad moskovshi chavdiodi. iq iyo erti samonazvne irine, romelmac cxovrebashi mravali gansacdeli gamoiara. bavshta saxlshi udedmamod agizarda, shemdeg ki monastershi cavida. mogexsenebat, sabchota periodi iyo - monasteri daxures, monazvnebi iqidan gamoyares. gansacdeli ar eleoda. deda irines hqonda patara otaxi sardapis sartulze. dadioda moiskovis ert-ert tadzarshi da moskovis "novodevichis" monastershi. misi otaxi iyo 3X4 m. magram tavs yvelaze mdidar adamianad miichnevda. titqmis yoveldge saxlshi vinme upatrono, usaxlkaro adamiani mihyavda da games tavis otaxshi atenebinebda. iq qonda ori sacoli da shuashi edga patara magida. rodesac studentebi moskovshi chavdiodit, deda irinastan vcherdebodit, mas am patara otaxshi chveni chasvla dzalian uxaroda. metad mcire pensia hqonda da am tanxas titqmis mtlianad qvelmoqmedebashi xarjavda.

xshirad eklesiidan vigac upatronos miiyvanda da im games saxlidan ragac ekargeboda. im usaxlkaros mihqonda xan tetreuli an sxva rame. simdidre araperi hqonda, magram mainc paravdnen nivtebs. yovelive amis miuxedavad, is mainc agrdzelebda qvelmoqmedebas.

maxsovs, mastan rom mividodit gvetyoda: axla tqven daglilebi iqnebit, cota xans moisvenet, daidzinet, me ki sadils movamzadebo. da scrapad moitanda sxvadasxva sachmelebs da didi sixarulit gvimaspindzldeboda. mashin sul 19 clis chabuki viyavi, magram is aucileblad saxelit da mamis saxelit mommartavda - es rusetshi migebulia. tuki moskovshi chasvlas vayovnebdit, tviton chamodioda chventan da akademiis ezoshi gvelodeboda, rodis dagvimtavrdeboda leqciebi. chamohqonda xolme chventvis sursati: karaqi, yveli, dzexvi da sxva... ai, aseti saocari pirovneba iyo, pirdapir angelozi!
qvelmoqmedeba iyo misi saunje! bolos, rodesac moxucda, upalma ar datova igi unugeshod da roca avad gaxda, mis mezoblad gamochnda erti ketili qali, romelic mas sakutari dedasavit uvlida, yoveldge 2-3 -jer akitxavda da mistvis cxeli kerdzebi mihqonda.
maxsovs, kedelze chemi jer kidev diakvnobisas gadagebuli didi surati ekida. gavida clebi... me ukve episkoposi viyavi da ertxel ucmindessa da unetarss eprem II-s moskovshi vaxldi vizitisas. mashin vtxove patriarqs, tu sheidzleba, vinaxuleb, aq erti qvelmoqmedi qalbatoni meguleba-metqi. man siamovnebit gamishva da deda irines vestumre. roca shevedi, igi tavis sacolze ijda. moulodnelad mitxra: me dges tqven gelodebodito. ratom-metqi? --gavikvirve. dzilshi chamesma, vigacam mitxra, dges shentan meupe ilia movao. mec gelodebodit da martlac moxvedito.
mere didxans visxedit ertad da vsaubrobdit. gavixsenet chemi studentobis clebi, rasac chventvis aketebda. main gaixsena, ertxel chems mshoblebtan rom chaviyvane da cminda adgilebi movalocine. mere ragaceebi davutove da camovedi. mashin mitxra, rom chemi mezobeli ise mivlis, rogorc sakutar dedaso.

mas shemdeg gavida sul 2 tu sami dge da momivida depesha, rom igi gardaicvala, ai man qvelmoqmedebis saunje caigo imqveynad! gmertma natelshi amyopos misi suli. minda yvelas gtxovot, rom tqvens locvebshi moixeniot samonazvne irine."

[size=2] albat, yvelas gamogicdiat tqvens cxovrebashi, midixart da gzashi gxvdebat matxovari, sheidzleba zogjer cota nasvamic. tqvenshi icyeba shinagani brdzola: erti xma geubneba - daexmare, xolo meore xma geubneba - nasvamia da ratom unda daexmaro, mainc dalevs. magram shen daexmarebi tu ara is, xom mainc dalevs. da shen unda shegrches madli. sabolood mainc imarjvebs is xma, romelic geubneba - daexmare!!! zogjer xdeba, rom chauvli aset gachirvebul adamians gverditda mere ukan brundebi da mocyalebas adzlev. ai ase xdeba sulieri saunjis shekreba!

saunjis shesaxeb scored dgevandel saxarebashi iyo natqvami uplis sityvebi: "sadac aris guli sheni, mun ars guli sheni." bednieria adamiani, romelic edziebs sulier saunjes da yoveldge siketes stesavs!
gmertma mogcet aseti suli, aseti goneba, mogcet guli gonieri, sibrdzne da xedva sulieri, rata xvdebodet, vin aris gachirvebuli da vin sachiroebs daxmarebas. sulieri saunje daviunjot da mit carvdget cinashe gvtisa!

gvtis nebit, gvtis dzalit, gvtis madlit, vaketot sikete da sikete migviyvans sasupevelshi. amin!
dalocvili da gaxarebuli yopiliyavit da gmertma bednieri agdgoma gagitenot tqven da sruliad saqartvelos!

chventan ars gmerti!

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 25 2007, 01:53 AM

van111
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 თებერვალი. 2007

ჩვენთან არს ღმერთი!

ხშირად ფიქრობს ადამიანი, თუ რა არის საუნჯე და რომელ საუნჯეს უნდა ეძიებდეს იგი ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს სიმდიდრეს. ზოგი ეძიებს სულიერ საუნჯეს. ცდილობს, სარწმუნოება განიმტკიცოს, ბევრი სიკეთე აკეტოს, სიყვარული გამოავლინოს და სასოება ჰქონდეს. ზოგს კი სულ არ ადარდებს სულიერი სიმდიდრის მოხვეჭა და მატერიალურზე ფიქრობს: სურს ჰქონდეს ბევრი სახლი, მანქანა, ფული....

მახსენდება ერთი ამბავი. უცხოეთში ასეთი შემთხვევა მოხდა: ძალიან მდიდარ ოჯახში ქალი განუკურნებელი სენით დაავადდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ძლიერ განიცდიდა, მაგრამ ისე არაფერი ადარდებდა, როგრც ის, თუ ვის დარჩებოდა ოჯახის სიმდიდრე. მოს ქონდა უძვირფასესი თვალ-მარგალიტებიტ შემკული არაჩვეულებრივი ლამაზი კაბა. სიკვდილის წინ ეს კაბა მოატანინა, შეხედა მას და დიდი მწუხარება დაეუფლა, რადგან ვერ იმეტებდა სხვისთვის დასატოვებლად. კაბას ხელი მაგრად ჩაავლო და ასე გარდაიცვალა! მისმა მეუგლემ მაკრატლით შემოაჭრა კაბის ის ნაცილი, რომელიც ხელში ეჩირა და მხოლოდ ის ჩაატანეს კუბოში. აი რა წაიღო! და სად წაიღო? - მხოლოდ მიწაში! მას მაინც არაფერი შერჩა. აი, რაზე უნდა ვიპიქროთ და რომელი საუნჯე შევკრიბოთ ჩვენს ცხოვრებაში!


სხვადასხვა ხედვა აქვს ადამიანს წარმავალ და მარადიულ საუნჯეზე. მინდა მოგიყვანოთ მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საუნჯე.
"სასულიერო სასწავლებელში სწავლისას, ზაგორსკში (ამჟამინდელი სერგიევ პოსადი- რედაქცია) ვცხოვრობდი და ხშირად მოსკოვში ჩავდიოდი. იქ იყო ერთი სამონაზვნე ირინე, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გამოიარა. ბავშთა სახლში უდედმამოდ აღიზარდა, შემდეგ კი მონასტერში წავიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდი იყო - მონასტერი დახურეს, მონაზვნები იქიდან გამოყარეს. განსაცდელი არ ელეოდა. დედა ირინეს ჰქონდა პატარა ოთახი სარდაფის სარტულზე. დადიოდა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში და მოსკოვის "ნოვოდევიჩის" მონასტერში. მისი ოთახი იყო 3X4 მ. მაგრამ თავს ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევდა. თითქმის ყოველდღე სახლში ვინმე უპატრონო, უსახლკარო ადამიანი მიჰყავდა და ღამეს თავის ოთახში ათენებინებდა. იქ ქონდა ორი საწოლი და შუაში ედგა პატარა მაგიდა. როდესაც სტუდენტები მოსკოვში ჩავდიოდით, დედა ირინასთან ვჩერდებოდიტ, მას ამ პატარა ოთახში ჩვენი ჩასვლა ძალიან უხაროდა. მეტად მცირე პენსია ჰქონდა და ამ თანხას თითქმის მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა.

ხშირად ეკლესიიდან ვიღაც უპატრონოს მიიყვანდა და იმ ღამეს სახლიდან რაღაც ეკარგებოდა. იმ უსახლკაროს მიჰქონდა ხან თეთრეული ან სხვა რამე. სიმდიდრე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც პარავდნენ ნივთებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ის მაინც აგრძელებდა ქველმოქმედებას.


მახსოვს, მასთან რომ მივიდოდით გვეტყოდა: ახლა თქვენ დაღლილები იქნებით, ცოტა ხანს მოისვენეთ, დაიძინეთ, მე კი სადილს მოვამზადებო. და სწრაპად მოიტანდა სხვადასხვა საჭმელებს და დიდი სიხარულით გვიმასპინძლდებოდა. მაშინ სულ 19 წლის ჭაბუკი ვიყავი, მაგრამ ის აუცილებლად სახელით და მამის სახელით მომმართავდა - ეს რუსეთში მიგებულია. თუკი მოსკოვში ჩასვლას ვაყოვნებდიტ, თვითონ ჩამოდიოდა ჩვენთან და აკადემიის ეზოში გველოდებოდა, როდის დაგვიმთავრდებოდა ლექციები. ჩამოჰქონდა ხოლმე ჩვენთვის სურსათი: კარაქი, ყველი, ძეხვი და სხვა... აი, ასეთი საოცარი პიროვნება იყო, პირდაპირ ანგელოზი!

ქველმოქმედება იყო მისი საუნჯე! ბოლოს, როდესაც მოხუცდა, უფალმა არ დატოვა იგი უნუგეშოდ და როცა ავად გახდა, მის მეზობლად გამოჩნდა ერთი კეთილი ქალი, რომელიც მას საკუთარი დედასავით უვლიდა, ყოველდღე 2-3 -ჯერ აკითხავდა და მისთვის ცხელი კერძები მიჰქონდა.

მახსოვს, კედელზე ჩემი ჯერ კიდევ დიაკვნობისას გადაგებული დიდი სურათი ეკიდა. გავიდა წლები... მე უკვე ეპისკოპოსი ვიყავი და ერთხელ უწმინდესსა და უნეტარსს ეფრემ II-ს მოსკოვში ვახლდი ვიზიტისას. მაშინ ვთხოვე პატრიარქს, თუ შეიძლება, ვინახულებ, აქ ერთი ქველმოქმედი ქალბატონი მეგულება-მეთქი. მან სიამოვნებით გამიშვა და დედა ირინეს ვესტუმრე. როცა შევედი, იგი თავის საწოლზე იჯდა. მოულოდნელად მითხრა: მე დღეს თქვენ გელოდებოდითო. რატომ-მეთქი? --გავიკვირვე. ძილში ჩამესმა, ვიღაცამ მითხრა, დღეს შენთან მეუფე ილია მოვაო. მეც გელოდებოდით და მართლაც მოხვედითო.

მერე დიდხანს ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. გავიხსენეთ ჩემი სტუდენტობის წლები, რასაც ჩვენთვის აკეთებდა. მაშინ გაიხსენა, ერთხელ ჩემს მშობლებთან რომ ჩავიყვანე და წმინდა ადგილები მოვალოცინე. მერე რაღაცეები დავუტოვე და წამოვედი. მაშინ მითხრა, რომ ჩემი მეზობელი ისე მივლის, როგორც საკუთარ დედასო.

მას შემდეგ გავიდა სულ 2 თუ სამი დღე და მომივიდა დეპეშა, რომ იგი გარდაიცვალა, აი მან ქველმოქმედების საუნჯე წაიღო იმქვეყნად! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მინდა ყველას გთხოვოტ, რომ თქვენს ლოცვებში მოიხენიოთ სამონაზვნე ირინე."

ალბატ, ყველას გამოგიცდიათ თქვენს ცხოვრებაში, მიდიხართ და გზაში გხვდებათ მათხოვარი, შეიძლება ზოგჯერ ცოტა ნასვამიც. თქვენში იწყება შინაგანი ბრძოლა: ერთი ხმა გეუბნება - დაეხმარე, ხოლო მეორე ხმა გეუბნება - ნასვამია და რატომ უნდა დაეხმარო, მაინც დალევს. მაგრამ შენ დაეხმარები თუ არა ის, ხომ მაინც დალევს. და შენ უნდა შეგრჩეს მადლი. საბოლოოდ მაინც იმარჯვებს ის ხმა, რომელიც გეუბნება - დაეხმარე!!! ზოგჯერ ხდება, რომ ჩაუვლი ასეთ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით და მერე უკან ბრუნდები და მოწყალებას აძლევ. აი ასე ხდება სულიერი საუნჯის შეკრება!
საუნჯის შესახებ სწორედ დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი უფლის სიტყვები: "სადაც არის გული შენი, მუნ არს გული შენი." ბედნიერია ადამიანი, რომელიც ეძიებს სულიერ საუნჯეს და ყოველდღე სიკეთეს სთესავს!

ღმერთმა მოგცეთ ასეთი სული, ასეთი გონება, მოგცეთ გული გონიერი, სიბრძნე და ხედვა სულიერი, რათა ხვდებოდეთ, ვინ არის გაჭირვებული და ვინ საჭიროებს დახმარებას. სულიერი საუნჯე დავიუნჯოთ და მით წარვდგეთ წინაშე ღვთისა!

ღვთის ნებით, ღვთის ძალით, ღვთის მადლით, ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე მიგვიყვანს სასუფეველში. ამინ!


დალოცვილი და გახარებული ყოპფილიყავით და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 25 2007, 01:57 AM

ana-xatia
smile.gif გაიხარე ana-xatia, დიდი მადლობა smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 25 2007, 09:51 PM

van111
ana-xatia

დიდი მადლობა
ძალიან მომეწონა, smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 07:46 PM

ნაწყვეტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან
(24 ივნისი, 2007 წელი)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!


"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". საკვირველება და სასწაული ადამინის გონებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ სრულიად რეალურია ღვთისთვის. უფლის ყოველი დალოცვა, ყოველი კურთხევა სასწაულია. კურთხევის დროს უფალი იქმს სასწაულს. როცა სასულიერო პირი ადამინს ლოცავს, მასზე უხილავად გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქართველი ადამიანი უფრო მეტად ხედავს და გრძნობს ამ მადლის არსებობას. სწორედ ამიტომაა, რომ იგი მოდის ტაძარში, რათა მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.

ზოგჯერ მორწმუნეს ეკითხებიან: მოძღვრისას ლოცვა-კურთხევისას მას ხელზე რომ ემთხვევი, ეს რა არის, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება თუ რაღაც სხვა რამ? მოძღვრის ხელზე მთხვევა არავითარ შემთხვევაში არ არის მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ეს არის ღვთის თაყვანისცემა სულიწმიდის მადლის მიღებისას და ეს არის უდიდესი საიდუმლო. ამიტომ როცა გაქვთ საშუალება, სასულიერო პირს რომ დაინახავთ, აუცილებლად მიდით მასთან და აიღეთ ლოცვა-კურთხევა. სასულიერო პირი არის გამცემი სულიწმიდის მადლისა. სწორედ მასზეა ნათქვამი წმინდა წერილში: "რასაცა შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, კრულ არის ცათა შინა და რასაცა გახსნით ქვეყანასა ზედა, ხსნილ არის ცათა შინა"...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 1 2007, 07:47 PM

იოანა
2kiss.gif გაიხარე ანაsmile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 08:03 PM

kato_Bato
გეწეოდეს მადლი სულისა წმიდისა smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 1 2007, 08:04 PM

იოანა

ციტატა
გეწეოდეს მადლი სულისა წმიდისა

2kiss.gif შენთან ერთად wub.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 2 2007, 06:35 PM

აქ რა მტლაშა მტლუშია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 2 2007, 08:25 PM

კანუდოსელი

ციტატა(იოანა @ Jul 1 2007, 08:46 PM) *

ნაწყვეტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან
(24 ივნისი, 2007 წელი)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". საკვირველება და სასწაული ადამინის გონებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ სრულიად რეალურია ღვთისთვის. უფლის ყოველი დალოცვა, ყოველი კურთხევა სასწაულია. კურთხევის დროს უფალი იქმს სასწაულს. როცა სასულიერო პირი ადამინს ლოცავს, მასზე უხილავად გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქართველი ადამიანი უფრო მეტად ხედავს და გრძნობს ამ მადლის არსებობას. სწორედ ამიტომაა, რომ იგი მოდის ტაძარში, რათა მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.

ზოგჯერ მორწმუნეს ეკითხებიან: მოძღვრისას ლოცვა-კურთხევისას მას ხელზე რომ ემთხვევი, ეს რა არის, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება თუ რაღაც სხვა რამ? მოძღვრის ხელზე მთხვევა არავითარ შემთხვევაში არ არის მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ეს არის ღვთის თაყვანისცემა სულიწმიდის მადლის მიღებისას და ეს არის უდიდესი საიდუმლო. ამიტომ როცა გაქვთ საშუალება, სასულიერო პირს რომ დაინახავთ, აუცილებლად მიდით მასთან და აიღეთ ლოცვა-კურთხევა. სასულიერო პირი არის გამცემი სულიწმიდის მადლისა. სწორედ მასზეა ნათქვამი წმინდა წერილში: "რასაცა შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, კრულ არის ცათა შინა და რასაცა გახსნით ქვეყანასა ზედა, ხსნილ არის ცათა შინა"...


ამის დადებისთვის დამლოცა კატომ, მეც დალოცვით ვუპასუხე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2007, 11:26 AM

"ჩემი მოღვაწეობის ხანას "მზიანი ღამე" ვუწოდე. ეს იყო ღამე, მაგრამ ღვთის საქმე კეთდებოდა და მზე ანათებდა, მაგრამ ღამე მაინც იყო. ღმერთმა ინებოს, რომ მალე გაგვინათდეს!.."

ილია II

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2007, 10:26 PM

უწმინდესის ძველ ქადაგებებს ვკითხულობდი დღეს და ეს განსაკუთრებით გამოვარჩიე, რადგან სწორედ ამ დღეებში იყო ფორუმზე დავა-კამათი ქართველი ერის ჩამოყალიბება-ჩამოუყალიბებლობაზე. ვფიქრობ, ბევრ საკამათო კითხვას სცემს პასუხს:

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,
ჩვენთან არს ღმერთი.

ყოველი ადამიანის ცხოვრება ღვთის შემწეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ღვთისგან განსაკუთრებული მადლი შემწეობისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც აქვს მიცემული. დღეს არის ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც მას რწმენით, სიყვარულითა და სასოებით შეევედრება, რასაც შესთხოვს, მსწრაფლ შეუსრულდება. ამ ხატის ორიგინალი ათონის მთაზე ბრძანდება. მისი სასწაული ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გამობრწყინდა.

მაინც რა უნდა ვითხოვოთ დღეს განსაკუთრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან? უპირველეს ყოვლისა, სულიერი მშვიდობა. მშვიდობა უდიდესი ჯილდოა ღვთისაგან კაცთათვის ნაბოძები. ამიტომაც, როცა მაცხოვარი მოციქულებს აღდგომის შემდეგ გამოეცხადა, მისი პირველი სიტყვები იყო: მშვიდობა თქვენთანა. ამ სიტყვებით დაიწყო მან საუბარი, რადგან ღვთის სიტყვების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც შინაგანი სიმშვიდე აქვს.

დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას უპირველესად მშვიდობა უნდა ვთხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის. შემდეგ უნდა ვთხოვოთ, რომ მისი ლოცვით ღმერთმა ის ჭეშმარიტი სარწმუნოება დაგვიბრუნოს, რომელიც აუცილებელია როგორც ყოველი ჩვენგანის, ისე მთელი ჩვენი ერის სულიერი ცხოვრების აშენებისათვის. თქვენ იცით, რომ დღეს დარღვეულია ურთიერთობა ოჯახის წევრთა, ადამიანთა, სახელმწიფოთა შორის, რაც შედეგია ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე უსიყვარულობისა, რადგან სადაც სარწმუნოება არ არის, იქ არც სიყვარულია და არც სასოება. მართალია, საქართველოში დღეს ბოროტება მძვინვარებს და გააფთრებით ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მაინც მძლავრობს. მე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოგზაურია, მატერიალურად ჩვენზე მდიდარშიც და ჩვენზე ღარიბშიც, მაგრამ არსად არ მინახავს ისეთი სულიერობა და მკვეთრი სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის, როგორიც ჩვენთან. ეს სულიერობა არც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქებს დარჩათ შეუმჩნეველი და ბრძანეს: მსოფლიოში ასეთი მრევლი არსად გვინახავსო. მათ ქართველი კაცის სიკეთით სავსე გული ამოიცნეს, რადგან ხშირად ადამიანის სამყარო მის გარეგნობაშიც ჩანს, განსაკუთრებით კი თვალებში.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ერთი ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო და ქართველები. ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ამერიკაში მან კორპორაცია „ამირანიც“ კი დააარსა. ამ ქალბატონის თქმით, მან ქართველი ხალხი იმ ტკივილებისათვის შეიყვარა, რომელსაც იგი ასე მოთხმინებით უძლებს. სტუმარმა ჩვენი ერის ყოფაში ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება, რომელთაც ჩვენც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ვეღარ აღვიქვამთ ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ამ ამერიკელ ქალბატონს დაუთვალიერებია ციხე და სიკვდილმისჯილებიც მოუნახულებია. მან შეამჩნია, რომ სიკვდილმისჯილები მასთან შეხვედრისას პირველ რიგში ხალათის ღილებს იკრავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომელნიც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდნენ, კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ღირსების გრძნობა, რომელიც აიძულებდა ქალის წინაშე მოწესრიგებულნი წამდგარიყვნენ. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით, ბრძანა ამ ქალბატონმა.

მეორე მაგალითი მან ტრანსპორტთან დაკავშირებით მოიყვანა. ყველამ ვიცით, როგორ ჭირს დღეს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა; ხალხი საათობით ელოდება ტროლეიბუსის გამოჩენას და ასვლას ვერ ახერხებს, ისეა მგზავრებით გაჭედილი. აი, მოვიდა გაჩერებაზე ახალი გაჭედილი ტროლეიბუსი, კარებზე ჩამოკიდებული ახალგაზრდებით. ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა წელში მოხრილი მოხუცი ქალი ჯოხით. ახალგაზრდებმა იგი რომ დაინახეს, ტროლეიბუსიდან ჩამოვიდნენ, მოხუცი ქალი ხელით შეიყვანეს შიგ და შემდეგ ისევ ჩამოეკიდნენ კარებსო. ვერც ამგვარ ახალგაზრდებს ნახავთ თქვენ ვერცერთ ქვეყანაში. მე ვიციო, - ბრძანა ამ ქალბატონმა, რომ თქვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სულიერად უჭირს, მაგრამ საამაყო მაინც ბევრი რამ შემოგრჩათო.

მადლობა ღმერთს, რომ ამ გასაჭირის ჟამს კაცთმოყვარეობა, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი ერი, საერთოდ არ დავკარგეთ. ამან უნდა მოგვცეს ძალა, შევევედროთ უფალს, რომ ჩვენი წინაპრებისათვის დამახასიათებელი რწმენა, სიყვარული და სასოება დაგვიბრუნოს. ის, რაც შემოგვრჩა, გულის გატეხვის უფლებას არ გვაძლევს. ღმერთი ხედავს ჩვენს გასაჭირს და ქართველი კაცის გულსაც ხედავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით ინებოს უფალმა, რომ გული წმიდა დაბადოს ჩვენთანა და სული წრფელი განგვიახლოს გუამსა ჩვენსა, ამინ!

სიონი, 22 ნოემბერი, 1992 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2007, 03:19 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 14 2007, 10:26 PM) *


ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ერთი ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო და ქართველები. ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ამერიკაში მან კორპორაცია „ამირანიც“ კი დააარსა. ამ ქალბატონის თქმით, მან ქართველი ხალხი იმ ტკივილებისათვის შეიყვარა, რომელსაც იგი ასე მოთხმინებით უძლებს. სტუმარმა ჩვენი ერის ყოფაში ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება, რომელთაც ჩვენც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ვეღარ აღვიქვამთ ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ამ ამერიკელ ქალბატონს დაუთვალიერებია ციხე და სიკვდილმისჯილებიც მოუნახულებია. მან შეამჩნია, რომ სიკვდილმისჯილები მასთან შეხვედრისას პირველ რიგში ხალათის ღილებს იკრავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომელნიც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდნენ, კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ღირსების გრძნობა, რომელიც აიძულებდა ქალის წინაშე მოწესრიგებულნი წამდგარიყვნენ. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით, ბრძანა ამ ქალბატონმა.

მეორე მაგალითი მან ტრანსპორტთან დაკავშირებით მოიყვანა. ყველამ ვიცით, როგორ ჭირს დღეს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა; ხალხი საათობით ელოდება ტროლეიბუსის გამოჩენას და ასვლას ვერ ახერხებს, ისეა მგზავრებით გაჭედილი. აი, მოვიდა გაჩერებაზე ახალი გაჭედილი ტროლეიბუსი, კარებზე ჩამოკიდებული ახალგაზრდებით. ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა წელში მოხრილი მოხუცი ქალი ჯოხით. ახალგაზრდებმა იგი რომ დაინახეს, ტროლეიბუსიდან ჩამოვიდნენ, მოხუცი ქალი ხელით შეიყვანეს შიგ და შემდეგ ისევ ჩამოეკიდნენ კარებსო. ვერც ამგვარ ახალგაზრდებს ნახავთ თქვენ ვერცერთ ქვეყანაში. მე ვიციო, - ბრძანა ამ ქალბატონმა, რომ თქვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სულიერად უჭირს, მაგრამ საამაყო მაინც ბევრი რამ შემოგრჩათო.



საოცარი სიტყვებია.. ჩვენმა პატრიარქმა ისეთი მაგალითების მოყვანა იცის, ერთხელ რომ გაიგებ ან წაიკითხავ და აღარასოდეს დაგავიწყდება.. wub.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Dec 22 2007, 02:17 AM

პატრიარქის ყველა ქადაგება საოცარია მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა 17 დეკემბერს ბარბარობას წარმოთქმული ქადაგება ვისაც არ მოგისმენიათ
http://www.iveria-tv.ge/index.php?option=com_content&task=view&id=50&temp=1
აქ ნახეთ მე 2 ეკრანზე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 6 2009, 02:50 PM

სათხოვარი მაქვს...

ვინმეს ხომ არ გაქვთ შეგროვილი უწმინდესის ქადაგებების აუდიო (ან ვიდეო) ვერსიები დიდი რაოდენობით? 2-3 ცალი არ მინდა, მთელი დისკი რომ გაივსოს და დიდხანს მეყოს, ისე მინდა.

თუ გაქვთ ვინმეს, ჩემი დისკით მოვალ და გადავიწერ. ძალიან მინდა user.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 6 2009, 06:29 PM

ციტატა(მარიამი @ Feb 6 2009, 02:50 PM) *

სათხოვარი მაქვს...

ვინმეს ხომ არ გაქვთ შეგროვილი უწმინდესის ქადაგებების აუდიო (ან ვიდეო) ვერსიები დიდი რაოდენობით? 2-3 ცალი არ მინდა, მთელი დისკი რომ გაივსოს და დიდხანს მეყოს, ისე მინდა.

თუ გაქვთ ვინმეს, ჩემი დისკით მოვალ და გადავიწერ. ძალიან მინდა user.gif

უი აქაც დაპოსტე,მე აქედან მქონდა ძალიან ბევრი გადმოწერილი და წამეშალა აღდგენას ვაპირებ და ტუ რამეა შეგეხმიანები a075.gif

პ.ს

და სად არის ძველი დადებული ქადაგებები?

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Feb 9 2010, 03:56 PM

მართლა საინტერესო იქნება პატრიარქის ქადაგებების დისკი, მეც სიამოვნებით შევიძენდი

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 10 2010, 01:24 PM

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, მეორეს მოსვლისას წყალობით განმკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, - დიდება შენდა.

„შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო და გევედრებით, შენ ღმერთო ჩვენო“.

ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქუს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: „მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

2003 წლის 9 მარტი



პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 10 2010, 03:43 PM

ციტატა
„მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 01:17 AM

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 ნოემბერი, 2006 წელი

"წმინდა იოანე ოქროპირის უკანასკნელი სიტყვები იყო: "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

არიან ადამიანები, რომელთაც უფალი აკისრებს განსაკუთრებულ ღვაწლსა და პასუხისმგებლობას. ბიბლიაში წერია: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". უფალი აღამაღლებს, უფალი ირჩევს, უფალი წინასწარ ჭვრეტს ადამიანის მოქმედებას, მის შინაგან სამყაროს, მის რწმენას, სიყვარულს, სასოებას და ამის მიხედვით გამოარჩევს და აღამაღლებს ადამიანს. აი, ასეთი რჩეული და ამაღლებული ბრძანდება კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, წმიდა იოანე ოქროპირი, რომლის ხსენებასაც დღეს აღვნიშნავთ. ეს განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებული წმიდანია ჩვენთვის - მან თავისი სიცოცხლე დაასრულა საქართველოში - აფხაზეთში, კომანში, სადაც ეწამა წმინდა მოწამე ვასილისკო.

ვინ იყო წმიდა იოანე ოქროპირი? იგი დაიბადა IV საუკუნის I ნახევარში და 404 წელს, თუმცა ზოგიერთი ცნობით კი _ 407 წელს გარდაიცვალა. მისი მშობლები, სეკუნდი და ანთუსა, ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ ერთადერთი შვილი ჰყავდათ _ იოანე. იოანე ოქროპირს მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, დედამისი 20 წლის ქვრივი დარჩა და აღარც გათხოვილა, ოჯახიდან იყო და მამა მხედართმთავარი ჰყავდა, ანთუსას მაინც აღარ უფიქრია მეორე ოჯახის შექმნა და მთელი თავისი სიცოცხლე თავისი შვილის აღზრდას მიუძღვნა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იოანე ოქროპირს კარგი განათლება მიეღო. წმინდანმა შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია; შემდეგ დაეწაფა საღმრთო წერილს, მოიძია წმინდა მამები და მათგან ღვთისმეტყველება.

მართალია, იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ იმდენად გამორჩეული და ნიჭიერი იყო, რომ მისი სახელი მთელ იმპერიაში იცოდნენ. იოანე ოქროპირს განსაკუთრებულ მფარველობას უწევდა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი და თავის შვილობილად მიიჩნევდა. იოანე ოქროპირი სწავლობდა გამოჩენილ ადამინებთან და მათ შორის იყო იულიანე განდგომილი. ის იულიანე, რომელმაც ქრისტიანობა უარჰყო და წარმართობის სიბნელეში დაბრუნება მოინდომა. საოცარია, რომ იოანე ოქროპირს და იულიანე განდგომილს ერთი და იგივე მასწავლებლები ჰყავდათ. წმინდა მამები აღწევდნენ დიდ სულიერ სიმაღლეს, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ისეთებიც, ვინც უარჰყოფდა სულიერებას. ერთერთი მათგანი იყო იულიანე განდგომილიც. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არჩევანი ადამიანის სულზე, მის შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული.

იულიანე განდგომილი გახდა ბიზანტიის იმპერატორი. მას დიდხანს არ უცოცხლია; ერთ-ერთი ბრძოლის დროს მოკლეს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "შენ დამამარცხე, გალილეველო!"

ასეთ ვითარებაში აღიზარდა და მომწიფდა წმინდა იოანე ოქროპირი. სწავლა-განათლების დასრულების შემდეგ, ჯერ ბერ-დიაკვნად, შემდეგ მღვდლად აკურთხეს. მისი ბრწყინვალე ქადაგება მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. იმ დროს, ეს დიდი საოცრება იყო. იოანე ოქროპირის სახელი ცნობილი გახდა კონსტანტინეპოლშიც. მალე იგი მღვდელმთავრად აკურთხეს. იგი ყველანაირად ცდილობდა, განრიდებოდა ამ პატივს. თავის მეგობარ ბასილთან ერთად თავს უღირსად მიიჩნევდა და ამიტომ ორივე უდაბნოში გავიდა და იქ მოღვაწეობდნენ, თან იმალებოდნენ. მაგრამ იქაც მიაგნეს მათ და ორივე ეპისკოპოსებად აკურთხეს.

შემდეგ იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. თქვენ იცით, კონსტანტინეპოლი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. იმპერიის დედაქალაქი იმპერატორმა კოსტანტინე დიდმა რომიდან სოფელ ბიზანტიაში გადმოიტანა. ეს იყო საოცარი სოფელი, აქედან მომდინარეობს სახელწოდება _ ბიზანტიის იმპერია. დედაქალაქს უწოდეს კონსტანტინეპოლი, ე.ი. კონსტანტინეს ქალაქი. მაგრამ კეთილი და ბოროტი მუდამ ებრძვის ერთმანეთს. იოანე ოქროპირი ხედავდა, რომ სამეფო სახლში ყველაფერი წესრიგში არ იყო. მან ამხილა დედოფალი ევდოქსია. დედოფალმა და მეფემ არ აპატიეს ეს და ტახტიდან გადააყენეს. იმ დღეს მოხდა საშინელი მიწისძვრა. ისინი მიხვდნენ, რომ ეს იოანე ოქროპირის გაძევებასთან იყო დაკავშირებული, შეშინდნენ და უკანვე დააბრუნეს. მაგრამ არ მოისვენა სამეფო ოჯახმა. მოიწვიეს საგანგებო კრება და ისეთი ეპისკოპოსები შეკრიბეს, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იოანე ოქროპირის მოღვაწეობით, რადგან წმინდანი მათაც ამხელდა. კრებამ იოანე ოქროპირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მაგრამ იმპერატორმა იგი გადასახლებით შეცვალა.

თავდაპირველად იოანე ოქროპირი სომხეთში, სოფელ კუკუზში გადაასახლეს. ეს მიუვალი ადგილი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მიდიოდა მასთან და რჩევადარიგებას სთხოვდა. ამის შემდეგ იოანე ოქროპირი საქართველოში გადმოასახლეს. უკვე დაავადებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი საქართველოში ფეხით ჩამოიყვანეს და სოფელ კომანში დაასახლეს. აქ უკანასკნელად ეზიარა. მას გამოეცხადა წმინდა მოწამე ვასილისკო და უთხრა: ძმაო, იოანე, დღეს ჩემთან იქნებიო. მართლაც, იოანე ოქროპირი გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს. იოანე ოქროპირის უკანასკნელი სიტყვები იყო: "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!" იგი ჩაასვენეს სარკოფაგში და ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს დაკრძალეს. ის სარკოფაგი დღესაც ინახება აფხაზეთში. იმ დროს, როდესაც მე აფხაზეთის მღვდელმთავარი ვიყავი, კომანის მონასტერი მაშინ, რა თქმა უნდა, მოქმედი არ იყო; ჩვენ გვეშინოდა, არ დაკარგულიყო ეს სარკოფაგი და ამიტომ იგი სოხუმის საკათედრო ტაძარში გადმოვაბრძანეთ და იქ ვლოცულობდით ამ სარკოფაგის წინაშე... გავიდა 31 წელი, მეფე და დედოფალი დაიხოცნენ და სამეფო ტახტზე მათი შვილი ავიდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა უთხრა ახალ იმპერატორს: იქნებ ახლა მაინც გადმოვასვენოთ იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში, თავის კათედრაზეო. მართლაც, იმპერატორმა გამოაგზავნა დელეგაცია, რათა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები გადაესვენებინათ. რა თქმა უნდა, სარკოფაგს ვერ წაიღებდნენ, ის ქვის არის და ძალიან მძიმეა. მაგრამ მოხდა სასწაული, სარკოფაგიდან მის წმინდა ნაწილებს ძვრა ვერ უყვეს. წმინდა იოანე ოქროპირის გვამი სრულიად უხრწნელი იყო.

დელეგაცია უკან გაბრუნდა. იმპერატორს და მთავარეპისკოპოსს ყოველივე მოახსენეს. მთავარეპისკოპოსმა იმპერატორს უთხრა, იოანე ოქროპირი ნაწყენია ჩვენზე, შენს მშობლებზე და არ უნდა დაბრუნება. ამიტომ მონანიების ბარათი უნდა გაუგზავნოო. იმპერატორმა მართლაც დაწერა მონანიების ბარათი თავისი სახელითა და მშობლების სახელითაც ისე, თითქოს ცოცხალ ადამიანს სწერდა, ხელი მოაწერა და საიმპერატორო ბეჭედი დაარტყა. ეს წერილი იოანე ოქროპირს ხელში ჩაუდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მისი თავისუფლად ამოსვენება სარკოფაგიდან და კონსტანტინეპოლში წასვენება. აი, ასეთი დიდი მამის, დიდი მღვდელმთავრის ხსენებაა დღეს. სამი დიდი მღვდელმთავარია _ ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი. წმინდა იოანე ოქროპირის ლოცვა- კურთხევა შეეწიოს სრულიად საქართველოს! მისი ლოცვაკურთხევით ღმერთმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი! ღმერთმა მოგვცეს საშუალება, რომ კვლავ მივიდეთ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო წმინდა იოანე ოქროპირი, რათა ვემთხვიოთ მის სარკოფაგს, მის წმინდა ადგილს და აღვავლინოთ იქ ლოცვა საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი ვედრება და ღმერთი აუცილებლად შეგვისრულებს ამ ლოცვას.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 01:51 AM


საქართველო და გლობალიზაცია, პატრიარქი ილია II - "კულტურათა დიალოგი"


საკვირაო ქადაგება, სიონის საპატრიარქო ტაძარი, 17 ოქტომბერი, 2004 წელი

. . .
გლობალიზაციის ანუ გამთლიანების პროცესი გამოიწვია ტექნიკურმა და მეცნიერულმა პროგრესმა. ერთმანეთს დღეს ყველა ქვეყანა დაუახლოვდა, დაუახლოვდა კულტურითაც. მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მით უმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს "კულტურას" უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში არის ყალბი კულტურა.

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნების დაახლოება თავისთავად ცუდი მოვლენა არ არის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის მისაღები და რა არა.

ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, იქნებ როგორღაც განერიდოს გლობალიზაციის პროცესს, ეს შეუძლებელია. ვერცერთი ქვეყანა თავს ვერ აარიდებს მას, ოღონდ, ვიმეორებ, გვმართებს გონიერება.

საერთოდ ქართველი ადამიანი ყოველთვის სიამოვნებით ითვისებდა სხვა ქვეყნების კულტურათა საუკეთესო ნიმუშებს. ძალიან საინტერესოა და ბევრი რამის სწავლა შეიძლება როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური კულტურიდან. რამდენიმე წლის წინ "კულტურათა დიალოგის" ეგიდით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ "ცივილიზაციათა დიალოგი" ან "რელიგიათა დიალოგი", მაგრამ მე კონფერენციის ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ თუ ჩვენ ამ ფორუმს "რელიგიათა დიალოგს" ვუწოდებთ, მხარეებს შორის აუცილებლად აღიმართებოდა კედელი, რადგან ყველა დაიწყებდა თავისი რელიგიის ქებას, რაც სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ ვურჩიე ფორუმისათვის "კულტურათა დიალოგი" ეწოდებინათ.

აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, მაგრამ საკუთარი არ უნდა დავივიწყოთ. ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს, იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნების კულტურას არ შეურაცხოფს, პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია.

ვფიქრობ, ხელისუფლება და მთელი ჩვენი ერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართული კულტურა, ზნეობრივი თუ ეროვნული ფასეულობანი შევინარჩუნოთ. ამასთან, თავის მხრივ, სხვებიც დაინტერესდებიან ჩვენი ფასეულობებითაც და ქართული კულტურით და შეითვისებენ მას, როგორც სხვა ქვეყნების ფასეულობანი გაამდიდრებს ჩვენსას.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:04 AM

გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა რათა შენ წარხვიდე და წარასვენო სახე ჩემი, და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა ჩემდა წილხვდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

ქართლის ცხოვრება


ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო!

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ,

"დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!". დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში დმანისში უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, მას აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისათვის.

ჩემი უპირველესი საფიქრალი იყო, რომ ამ უძველეს ქალაქს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეებით, თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით. აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს უკვე არჩეული და ნაკურთხი ბრძანდებით დმანისის ეპისკოპოსად. არ უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ ნაკლებობაა ქართველებისა და არ არის სათანადო პირობები, რომელიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეს. ეს არ არის პრობლემა, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში აღდგება. მთავარია, არ უნდა დაიშუროთ თქვენი გონება და ენერგია ამისათვის და ყველაფერი მოწესრიგდება. მე დარწმუებული ვარ, რომ სულ მალე, დმანისის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი.

მიიღეთ კვერთხი - სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
2003 წელი, 31 აგვისტო, სვეტიცხოველი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:20 AM

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ნოემბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც.

გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, ხხჳ საუკუნეში ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.

ადამიანი - ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს მივწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი ან რა სულიერ მწვერვალებამდე ამაღლდება, ყველას თავისი გზა აქვს და თავისი ბედი.

კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი, - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიედრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა!

ევროპაში წარმოიშვა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ადამიანის დანიშნულების ახლებური ხედვა. ამ ხედვის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი აყენებს ძალიან საინტერესო კითხვას: "ვიქონიოთ თუ ვიყოთ?" ეს რას ნიშნავს? როგორც ვხედავთ, ადამიანი მომხმარებელი გახდა. მას მუდამ რაღაც აკლია და ყველაფერი ჭირდება; უნდა მანქანა, სახლი, ფული, ტანსაცმელი; თუ 1 მილიონი აქვს, - 10 უნდა. და ასე, დაუსრულებელია მისი მოთხოვნილება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. და ასე, ადამიანი ხდება მომხმარებელი და სახელმწიფოში იგი ხდება ფუნქციონერი. მექანიკურად ასრულებს თავის მოვალეობებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ფიქრობს.

ახლა იმაზე, თუ რას ნიშნავს "ვიყოთ" ერიკ ფრომის ფილოსოფიაში. შეიძლება თუ არა, რომ პიროვნება იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე; იყოს ადამიანი, რომელიც იგონებს ახალ იდეებს, აკეთებს ახალ საქმეს, ფიქრობს, მსჯელობს? ეს ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ "ვიქონიოთ" - არის უპირველესი და უფრო მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ყველაფერი უნდა ვიქონიოთ იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი სურვილები.

ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: ვიქონიოთ თუ ვიყოთ, - რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა. ადამიანს ცხოვრებაში სულიერთან ერთად, ცხადია, მატერიალურიც ესაჭიროება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, - არ უნდა გქონდეს მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვისაც, გაჭირვებული ადამიანისთვისაც. თუ ადამიანს გააჩნია ასეთი აზროვნება, მაშინ "ვიქონიოთ" შეიძლება დადებითიც იყოს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილშობილი პიროვნება.

დღეს არის ხსენება წმიდისა იოანე ღვთისმეტყველისა. მოციქულთა შორის მხოლოდ მას ეწოდა "ღვთისმეტყველი". იმდენად ღრმა იყო ეს პიროვნება, რომ ყველაზე უკეთესად გამოთქვა არსი უფლისა - "ღმერთი სიყვარული არს". სწორედ ეს არის მთავარი და მამოძრავებელი ძალა, რომელიც გადმოდის ღვთისაგან ადამიანზე. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ უზენაესის ამ ნიჭით - დიდი სიყვარულით არის დაჯილდოებული ქართველი ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ადამიანი არ იქნება მხოლოდ მომხმარებელი, არ იქნება ის, ვინც ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ "ვიქონიოთ", არამედ იქნება პიროვნება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ "ვიყოთ"! ადამიანი უნდა "იყოს", ადამიანი უნდა ქმნიდეს, ადამიანი უნდა ფიქრობდეს და სიკეთეს უნდა სთესავდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:31 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის საკვირაო ქადაგება

22 მაისი, 2005 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

დღეს არის ისეთი დიდი წმიდანების ხსენება, როგორებიც არიან წმიდა ისაია წინასწარმეტყველი, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი და ღირსი მამა შიო მღვიმელი. მართლაც აღმატებულნი, რჩეულნი და ამაღლებულნი იყვნენ ისინი ერისაგან თვისისა.

უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანი ამქვეყნად მოდის, იგი უკვე არის ღვთისაგან რჩეული და ამაღლებული. და მან უნდა გააცნობიეროს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რაშია მისი დანიშნულება, სად არის მისი ადგილი, როგორ უნდა წარმართოს და დაასრულოს თავისი ცხოვრება.

როგორც ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი, ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება გრძელდება 70 ან 80 წელი, შეიძლება მეტიც. რა უნდა აკეთოს მან ამ ხნის მანძილზე?

უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ამქვეყნად თავისი ადგილი უნდა იპოვოს და გააცნობიეროს, რომ იგი არის ღვთის წყალობის, ღვთის სიყვარულის შედეგი. ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე და ჭეშმარიტი რწმენა, უნდა ჰქონდეს სიყვარული ღვთისა და დიდი სურვილი სასუფევლის დამკვიდრებისა და ნეტარებისა. ჩვენმა წინაპრებმა ასეთი დალოცვა იცოდნენ: `იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!~ ე.ი. ამქვეყნადაც და იქაც.

აფხაზეთში ჩემი მიტროპოლიტობის დროიდან მახსოვს ერთი მეუდაბნოე მონოზონი; საოცარი პიროვნება იყო! როგორც კი ლოცვას დაიწყებდა, მაშინვე იწყებდა ტირილს და ცრემლს ვერ აჩერებდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდაბნოში. ის მეუბნებოდა: `მე დედოფალი ვარ; მეფესავით ვცხოვრობ უდაბნოში!~ ასეთი საოცარი შინაგანი განცდა ჰქონდა, მისთვის სასუფეველი უკვე დაწყებული იყო აქ. და ეს ყოველი ადამიანისთვის ასეა: სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, ამქვეყნად იწყება. ჩვენ რომ ვამბობთ, მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ადამიანებს უფლის ტახტის მარჯვენით და მარცხენით დააყენებსო, _ ეს პროცესი აქ უკვე დაწყებულია.
მაინც, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ. ადამიანი სიყვარულს უნდა ასხივებდეს. მადლი არ ჩერდება ერთ ადამიანში. თუ იგი მადლს ჰპოვებს, მის გარშემო ათასობით და ათიათასობით ცხონდებიან. მადლი მრავლდება. ამასთან, რასაც მეტს გავცემთ მადლს და სიხარულს, მით უფრო მეტი გვემატება, უფრო მეტს გვანიჭებს უფალი.

ასეთი მადლმოსილი ადამიანები იყვნენ სამივე წმიდანი: ისაია წინასწარმეტყველი, წმიდა ნიკოლოზი და შიო მღვიმელი.

ჩვენ ვიცით, რომ ისაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე ცხოვრობდა. ის იყო მეფის შთამომავალი, დიდი პიროვნება. ერთხელ მას ასეთი ხილვა ჰქონდა: ნახა დიდებული ტაძარი, სადაც მამა ღმერთი ბრძანდებოდა! შეძრწუნდა ისაია წინასწარმეტყველი: `რა მეშველება მე, რომ ვიხილე უფალი საბაოთ!~ ამ დროს ექვსფრთიანი სერაფიმები ადიდებდნენ უფალს; ერთმა სერაფიმმა მოიტანა ნაკვერჩხალი და შეეხო ბაგეთა მისთა და განწმიდა იგი და მას მოესმა ხმა უფლისა: `ვინ გავაგზავნო ჩემს ერთან ჩვენგან~, ამას წმიდა სამება ბრძანებს. კი არ ამბობს უფალი `ვინ გავაგზავნო ჩემგან~, არამედ `ჩვენგან~. და ისაია წინასწარმეტყველი პასუხობს: `აი, მე ვარ, მე გამაგზავნე!~ ასე იწყება წმიდა ისაია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა.

ასეთივე მადლმოსილი იყო წმიდა ნიკოლოზი, რჩეული ერისაგან ღვთისა. საოცარია მისი ოჯახი, იმისი ცხოვრება. მთელი ოჯახი რჩეულია. მისი ბიძა იყო ეპისკოპოსი, მასაც ნიკოლოზი ერქვა. საგალობელში ვკითხულობთ: როგორც სახელია შენი, ისეთია ცხოვრება შენი. სახელი ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იმარჯვებს თავის თავზე, თავის ვნებებზე, თავის ცოდვებზე, ადამიანი, რომელიც მართალია ეცემა, მაგრამ ისევ დგება და ისევ აგრძელებს ცხოვრების გზას! ასეთი დიდებული და რჩეული იყო წმიდა ნიკოლოზი. მისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ იგი კეთილ საქმეს საიდუმლოდ აკეთებდა.

მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, _ ყველაფერი არის სასწაულებრივი! საოცრად მოწყალეა წმიდა ნიკოლოზი. იგი ეხმარება ყველას, ყოველ ადამიანს, ვინც შეწევნას სთხოვს და ეხმარება სწრაფად. აი, ამიტომ მას დახმარებისთვის მიმართავენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც. მე მინახავს, როცა მუსულმანები მიდიოდნენ წმიდა ნიკოლოზის ხატთან და ლოცულობდნენ მის წინაშე!

ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი, საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.

ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20 წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა!

კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, _ ღრმად ჩაუფიქრდეთ თქვენს ცხოვრებას. ვიფიქროთ ყველამ - რას ვაკეთებთ, ვინ ვართ ჩვენ და სად მივდივართ. უფალი ბრძანებს: `სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი~. აი, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავაგროვოთ სულიერი საუნჯე და იქ იქნება გული ჩვენი.
შეგეწიოთ სამივე წმიდა მამა თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთის მადლით და ჩვენი წმიდანების, ჩვენი წინაპრების ლოცვით დაწყებულია სულიერი აღმავლობა საქართველოსი! ეს არის ღვთის წყალობა და არა ჩვენი დამსახურება!

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:45 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება თამარობის დღესასწაულზე

14 მაისი, 2005 წელი

ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და თქვენთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს.

დღეს არის ხსენება წმიდისა კეთილმორწმუნისა მეფისა თამარისა. ძნელია, ადამიანმა სრულიად შეაფასოს თამარის ღვაწლი. თამარი - მეფე, თამარი - დიდი მოღვაწე, წმიდა მეფე თამარი - თავმდაბალი პიროვნება...

საოცარია ადამიანის ცხოვრება! ყველაფერი ღვთის ხელშია: ამაღლება, დამდაბლება, ისევ ამაღლება, ისევ დაცემა და ისევ ამაღლება... ამისგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: `ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ განსაცდელისა, მწუხარებისა; ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა~. ეს ფილოსოფიური სიტყვები ჩინეთში გამოითქვა. ერთხელ ჩემთან მოვიდა დელეგაცია ჩინეთიდან, მე ვკითხე მათ: ჩინელებს გაქვთ დიდი სიბრძნე, არსებობს ძველი ჩინური ფილოსოფია და როგორ შეეძლო ასეთ ბრძენ ხალხს, მიეღო კომუნისტური და სოციალისტური იდეები. ერთ-ერთმა მათგანმა ისევ ჩინური ფილოსოფიის მიხედვით მიპასუხა: ადამიანისა და ერის ცხოვრება მსგავსია სპირალის, რომელიც შესდგება ამაღლებისა და დაცემისგან. ეს იდეები რომ მიიღო ჩინეთმა, ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი დაცემის პერიოდში იყოო.

მრავალი ამაღლების ხანა ჰქონია საქართველოს, თქვენ იცით, რომ დავით აღმაშენებელის და თამარის ეპოქა განსაკუთრებულია საქართველოსთვის. ეს არის ის პერიოდი, რომელსაც ჩვენ ოქროს ხანას ვეძახით. რით დაიმსახურა თამარ მეფემ ასეთი დიდება, ასეთი პატივი? უპირველეს ყოვლისა, თავისი დიდი რწმენით, დიდი თავმდაბლობით, გონიერებითა და სიბრძნით. როცა ადამიანს აქვს დიდება, სიმდიდრე, მან არ უნდა დაკარგოს თავმდაბლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს და თავმდაბალს მიანიჭებს მადლს. როცა ადამიანი ღებულობს რაღაც სიუხვეს, სიმდიდრეს, დიდებას ან თანამდებობას, მას ასევე უნდა მოემატოს თავმდაბლობაც, რომ ამპარტავნებამ არ გადაწონოს, არ დასძლიოს.

საოცარი პიროვნება ბრძანდებოდა თამარ მეფე. თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტერი ხშირად იერიშით მოდიოდა, თამარი კი ჯარს ეკლესიაში დაალოცვინებდა და აზიარებინებდა ხოლმე, თვითონ მეფე კი ფეხშიშველა მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს ასწორებდა ლოცვაში, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა. აი, ასეთი იყო თამარ მეფე.

თამარ მეფეს ერთხელ ჰქონდა ასეთი ხილვა: იდგა ორი ტახტი - ერთი დიდებული, ძალიან ბრწყინვალე, მეორე კი - მომცრო. თამარ მეფე წასულა იმ დიდი ტახტისაკენ, მაგრამ ანგელოზს უთქვამს, ეს არ არის შენი ტახტი, არამედ მეორეაო. ჩემზე აღმატებული განა ვინ არის ამ ქვეყანაზე, ამ სახელმწიფოშიო? - გაკვირვებია თამარ მეფეს. "არის. ის შენი მსახურია და მას ეკუთვნის ეგ დიდი ტახტიო", - უპასუხია ანგელოზს, "რით დაიმსახურაო?" - უკითხავს თამარ მეფეს. "თორმეტი მღვდლისთვის მოქსოვა და შეკერა შესამოსელი და ამ შესამოსლით თორმეტ ტაძარში თორმეტი ტრაპეზის წინ სრულდება წირვა, ამიტომ ღმერთმა დიდად მიიღო ეს შესაწირავიო", - მიუღია პასუხად. თამარ მეფეს დილით მოუწვევია თავისი მსახური და უკითხავს: მართლა გააკეთე ესა და ესაო. კი გავაკეთეო, - უპასუხია მსახურს, - მაგრამ არ ვიცი, რაში შემეწევაო. მაშინ უბრძანებია თამარ მეფეს მსახურებისთვის, მოეტანათ მისთვისაც ძაფი, თვითონაც დაუწყია ქსოვა და შეუკერია 12 სამღვდელო შესამოსელი და 12 ტაძარში შეუწირავს. აი, ასეთი თავმდაბალი იყო თამარ მეფე. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განსაკუთრებით ლოცულობს იგი ჩვენთვის და განსაკუთრებით ეწევა საქართველოს.

ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. ბოროტი ძალიან ხშირად კეთილის ნიღბით ინიღბება და ხალხს აჩვენებს, ვითომ კეთილია, სინამდვილეში კი მაცდურია. ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად - ბოროტი. მე ხშირად მითქვამს და მინდა კვლავ გაგახსენოთ, ერთი ძალიან პატარა იაპონური ლექსი (საერთოდ, იაპონელები ძალიან გონებამახვილი ხალხია, მათ ძალიან უყვართ სილამაზე. ცნობილია X-XI საუკუნის იაპონური ბაღები, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ისეთი მოვლილია, ისე დალაგებულია, ისე დაწყობილი, რომ ადამიანს შეუძლია, საათობით დატკბეს ამ სილამაზით. როცა კითხულობენ, აღმოსავლეთში იაპონიაზე დიდი ქვეყნებიც ხომ არსებობს, რატომ განვითარდა იაპონია ასე სწრაფად, მეცნიერები ამ ფაქტს სწორედ სილამაზის ამ აღქმით ხსნიან). "მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ყვავილი". ეს სიტყვები ადამიანებზეა ნათქვამი და ნიშნავს, რომ ავტორი ვეღარ არჩევს, სად არის კეთილი და სად - ბოროტი, სად - თოვლი და სად - ყვავილი. მე გული დამწყდა ასეთი დასასრულის გამო, ამიტომ რამდენიმე სიტყვა დავუმატე: "მაგრამ გამოანათებს მზე, თოვლი დადნება და ისევ დავინახავთ ყვავილს". ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ყვავილს, აუცილებლად დავინახავთ სიკეთეს და ეს სიკეთე გადაგვარჩენს ჩვენ. უმაღლესი სილამაზე და უმაღლესი სიკეთე კი არის უფალი.

თამარ მეფის ლოცვით ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა ინებოს, დაგვიბრუნოს თამარ მეფის დიდება, თამარ მეფის დროინდელი რწმენა, მისი თავმდაბლობა, ის სიკეთე, რომელმაც თამარ მეფე ამ დიდების ტახტამდე აღამაღლა. ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს დიდი დღესასწაულია. ამ ტაძარში უკვე რამდენიმე წელია ერთგულად მსახურობს ჩვენი მოძღვარი მამა თეიმურაზ შალვაშვილი. ვითვალისწინებთ რა მის დამსახურებას ეკლესიის წინაშე, იგი დღეს ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. მაგრამ მინდა შევახსენო მას და სხვებსაც, ვისაც უკვე აქვთ მიღებული მსგავსი პატივი, რომ როცა ადამიანი იღებს ჯილდოს, მას თავმდაბლობაც უნდა მოემატოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღსდგა. წმიდა მეფე თამარის მეოხებით, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო.


--------------------------
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 აპრილი, 2006 წ.

"ისინი მაინც იდგნენ და თავისი მკერდით იცავდნენ საქართველოს პატრიარქს"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძალიან ხშირად ადამიანი ეძებს სასწაულს, ფიქრობს, რომ სასწაულს თუ ნახავს, უფრო მეტად იწამებს და უფრო მეტად განმტკიცდება მასში სულიერი ძალა. ერთხელ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცნობილ ფიზიოლოგს, პავლოვს, რომელიც მღვდლის შვილი იყო, ჰკითხეს: ნუთუ თქვენ, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი მორწმუნე ბრძანდებითო? მან უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობასა და მის ძალასო.

ხშირად ჩვენს წინაშეა სასწაული, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი; იმდენად დიდია მისი სულიერი ამპლიტუდა, რომ იგი შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ზეცად უფალთან. სრულყოფის კიბე იმდენად მაღალია, რომ ჯოჯოხეთიდან იწყება და სასუფეველში მთავრდება, ადამიანი კი შუა ადგილზე დგას. საით წავა, ეს უკვე ღვთისა და ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. აი, ეს არის ორი ძალა _ ღვთის ნება და ადამიანის ნებისყოფა, რომელსაც წმინდა მამები უწოდებენ სინერგიას, ეს ორი ენერგია უნდა შეუერთდეს ერთმანეთს და ეს ორი ენერგია აცხოვნებს ადამიანს.

დღეს არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა, საოცარი ცხოვრება ჰქონდა მას. როცა ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ ცხოვრებას და საერთოდ ქართველ ადამიანს, ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად ორი ნაკლი, ორი უარყოფითი თვისება გვამძიმებს, ეს არის ამპარტავნება და ხორციელი ვნებები, ანუ მრუშობა, ეს ორი რამ განსაკუთრებით მძიმედ აწევს ჩვენს ხალხს და ღვთის მადლითა და ძალით ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან (უნდა ითქვას, რომ ეს არის საკაცობრიო მძიმე სენი).

მარიამ ეგვიპტელი დაიბადა ეგვიპტეში, 12 წლისა გავიდა სახლიდან და ეწეოდა თავისუფალ ცხოვრებას, მისი ერთადერთი სურვილი იყო, ამ ვნებების ცოდვაში ჩავარდნილიყო და ვინმე შეეცდინა. ერთხელ ხალხი ჯვრის თაყვანსაცემად იერუსალიმში მიდიოდა, მარიამიც წავიდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ თაყვანი ეცა ჯვრისთვის, არამედ იმისთვის, რომ შეეცდინა ვინმე. როცა ტაძართან მივიდა და შიგ შესვლა სცადა, რაღაც უხილავი ძალა გადაეღობა და უკან აგდებდა, ყველა ღონე იხმარა, რომ ტაძარში შესულიყო, მაგრამ ამაოდ.

და აი, ამ დროს მასში სინანულის გრძნობა დაიბადა, მან იგრძნო, რომ მისი ცოდვები ეღობებოდა და უფალი არ უშვებდა ტაძარში, დაიწყო გოდება და ტირილი. ტაძრის კარიბჭის წინ მან აღუთქვა ღმერთს, რომ განეშორებოდა თავისი ცხოვრების წესს, თუ შევიდოდა და თაყვანს სცემდა უფლის ჯვარს.

როგორც კი ეს წარმოთქვა, თავისუფლად შევიდა ტაძარში სხვებთან ერთად, დაემხო ჯვრის წინ და ტიროდა თავისი ცოდვების გამო. შემდეგ ემთხვია ღვთისმშობლის ხატს და მოესმა ხმა, რომ წასულიყო უდაბნოში.

ვიღაცამ მისცა ცოტა ფული, იყიდა პური და აი, ამ პურით წავიდა უდაბნოში, იქ მოღვაწეობდა, ვერავის ხედავდა და ვერავინ ხედავდა მას, გარდა უფლისა, რომელიც მფარველობას არ აკლებდა. გავიდა 17 წელი. მონასტრებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვის წინ ბერები ღებულობდნენ ერთმანეთისგან შენდობას და მიდიოდნენ უდაბნოში. მათ შორის იყო ერთი ბერი, სახელად ზოსიმე; უდაბნოში ყოფნის დროს მან დაინახა შავი ფერის ლანდი, ეს იყო მარიამ ეგვიპტელი, რომელსაც აღარ ჰქონდა ჩასაცმელი, კანი დამწვარი და გაყინული ჰქონდა მზისა და სიცივისაგან, გაშავებული ჰქონდა მთელი სხეული, მხოლოდ თეთრი თმები იფარავდა. ზოსიმემ იგრძნო, რომ იგი დიდი მოღვაწე იყო და დაედევნა, ლანდი გარბოდა, მოეფარა ამაღლებულ ადგილს და იქიდან გამოსძახა: მამა ზოსიმე, მე ქალი ვარ და ამიტომ ვერ გამოვჩნდები, ვერ დავდგები შენს წინაშე. მარიამი სრულიად უცნობ ადამიანს შეხვდა და უკვე მიმართავს მას სახელით, იმდენად მოხდა მასში ფერისცვალება, რომ მან უკვე იცის უფლის მადლით უცნობი ადამიანის სახელი. შემდეგ სთხოვა, გადაეგდო მისთვის მისი ზედა ტანსაცმელი, რათა შემოსილიყო და წარმდგარიყო მის წინაშე. მართლაც, ზოსიმემ გადაუგდო ტანსაცმელი, იგი შეიმოსა და მან აღიარა ღვთისა და ამ ბერის წინაშე მთელი თავის ცოდვები, ბოლოს სთხოვა ზოსიმეს, მეორედ რომ მოვიდოდა, წამოეღო წმინდა ზიარება, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში არ მიეღო იგი. ბერმა შეუსრულა ეს თხოვნა. შემდეგ მარიამ ეგვიპტელმა სთხოვა, მოსულიყო იქვე შემდეგ წელიწადსაც. მართლაც, მოვიდა ზოსიმე და მარიამი უკვე გარდაცვლილი ნახა. მან ლომთან ერთად გათხარა მისი საფლავი და უდაბნოში დაასაფლავა. აი, ასეთია მისი ცხოვრება და ღვაწლი.

მინდა ვთქვა, რომ შრომის გარეშე, სულიერი მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს სულიერ ცხოვრებაში, ადამიანმა უნდა სძლიოს თავის თავს, თავის ვნებებს, თავის ამპარტავნებას; უფალი ბრძანებს: `სასუფეველი ცათაი იიძულების~, უნდა აიძულო შენი თავი და ვინც აიძულებს თავს, იგი მიიტაცებს, მიიღებს ამ სასუფეველს.

რა არის ჩვენი ცხოვრება? წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანი ეცემა, არამედ მთავარი ის არის, რომ ადამიანი ისევ დგება და აგრძელებს თავის სულიერ ცხოვრებას და გზას. უფალი ბრძანებს: `მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე~; ბედნიერია ის, ვინც დადგა ან დგება ამ ცხოვრების გზაზე.

იყო ჩვენთან საპატრიარქოში ერთი მოხუცი მონოზონი. მას ჰქონდა ასეთი სიტყვები: `სცოდავ? მოინანიე და მოემზადე სასუფევლისათვის~. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს თავის ცოდვას, რომელსაც გააჩნია `განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა თვისისა~. ასეთი ადამიანი ცხონდება და უფალი მისცემს მას იმ ძალას, რომ სძლიოს თავის თავსა და თავის ვნებებს.

დღევანდელ დღეს დაემთხვა 9 აპრილის ტრაგედია. მახსენდება ის უმძიმესი ღამე, როცა ეს მოხდა. თენდებოდა კვირა დღე, აი, დღესაც დაემთხვა კვირა დღე. მივედი იქ და ვხედავდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებოდა ეს საშინელი მკვლელობა. თქვენ იცით და არაერთხელ უჩვენებიათ ტელევიზიითაც, რომ მივმართე ხალხს, შესულიყო ტაძარში. უმრავლესობამ იყვირა, არაო, იქ ყოფნა არჩიეს ტაძარში შესვლას და ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი, ზოგი გარბოდა, ზოგი მართლაც შევიდა ქაშუეთის ტაძარში, შემდეგ დღეებში მოდიოდნენ და მადლობას მეუბნებოდნენ, ჩვენ გადავრჩით, რადგან ტაძარში შევედითო. მახსენდება 9 აპრილის კვირა დილა, როცა იწყებოდა წირვა და სიონის ტაძარში მყოფი ხალხი ხმამაღლა ქვითინებდა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ სულებს, მათ ღვაწლს, ისინი გარდაიცვალნენ, შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას; ჩვენ დღეს შევასრულებთ პანაშვიდს მათი სულებისათვის. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე არის დიდი მადლი ღვთისა. იმ ღამეს შეიძლებოდა აგვეცილებინა ეს სისხლიანი ტრაგედია, მაგრამ ვერ შევძელით, ალბათ ასე გვეწერა ჩვენ. ასევე მახსენდება _ უცნობი ახალგაზრდების დიდი ჯგუფი შემომეხვია გარშემო, ფიქრობდნენ, რომ შეიძლება სროლაც დაწყებულიყო და გვერდიდან არ მცილდებოდნენ, ვეუბნებოდი, წასულიყვნენ, მაგრამ ისინი მაინც იდგნენ და თავისი მკერდით იცავდნენ საქართველოს პატრიარქს, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო; ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს საქართველოში; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში და ყოველი ჩვენგანი ღირსი გახდეს სასუფევლისა.

ჩვენთან არს ღმერთი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 01:56 PM

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა


დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, მეორეს მოსვლისას წყალობით განმკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, - დიდება შენდა.

„შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო და გევედრებით, შენ ღმერთო ჩვენო“.

ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქუს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და დაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: „მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

2003 წლის 9 მარტი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 02:59 PM

დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მოვალეობა აკისრია ჩვენს ცხოვრებაში ქალს, როგორია მისი როლი. ბოლო საუკუნეებში მამაკაცები და დედაკაცები ერთმანეთს გაუთანასწორეს. ამით თითქოს კარგი გააკეთეს ქალისათვის. სინამდვილეში, ეს ძალიან ცუდია. მაგალითად, რუსეთში, ქალები მძიმე სამუშაოზე მუშაობენ რკინიგზაში, გზებზე, ასფალტის დაგებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან ასე არ ხდება.

ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ქალი გამოვიდა ოჯახიდან. როდესაც ოჯახს გაუჭირდა და მამის ხელფასი უკვე აღარ ყოფნის მას, დედაც იძულებულია, იმუშაოს. მთავარი მოვალეობა დედისა, ღვთის ლოცვა-კურთხევა, რომელიც ქალს აკისრია, - ეს არის შვილების გაჩენა და გაზრდა. . . . ქალი გამოვიდა ოჯახიდან და კერა გაცივდა, ჩაქრა; სითბო აღარ არის ოჯახში და ბავშვები უპატრონოდ დარჩნენ. მათ დღეს ქუჩა ზრდის.

ჩვენ გვინდა, რომ კარგი მომავალი გვყავდეს, მაგრამ როგორ გვეყოლება, თუკი ჩვენი შვილები ქუჩაში გაიზრდებიან?. . . მე ვფიქრობ, სამი რგოლი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს და ბავშვების აღზრდა სამივეგან უნდა ხდებოდეს. აი, ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ქალის როლი; ამიტომაა საპასუხისმგებლო ღვთის, ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე ქალის როლი, უფრო საპასუხისმგებლო, ვიდრე მამაკაცის.

უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება, სიონის საპატრიარქო ტაძარი. 11 მაისი, 2003 წელი


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 08:28 PM

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.

_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)



უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი...

უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა.

დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია:

დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაჲთა ყოველსა ენასა
ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰრქჳან!

ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე?

ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა...

„უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს“. (იოანე 4, 3)

„ვითარცა ესმა ესე იესოს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). და არ ჩქარობს მაცხოვარი წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ უნდა მოხდეს უდიდესი სასწაული - ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, თუ ვინ არის მაცხოვარი. ბოლოს იგი მაინც ემზადება ბეთანიას წასასვლელად. სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელები მას უმუქრებოდნენ სიკვდილით და მოციქულები სთხოვენ, არ წავიდეს იქ. „მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?“ (იოანე 11, 8).

და აი, ამ დროს თომა მოციქული (ვისი თავის ქალაც, როგორც დიდი სიწმიდე, ჩვენს სიონის ტაძარში ასვენია) მიმართავს მოციქულებს და ეუბნება: „წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად“.

შეხედეთ თომას, რომელსაც უწოდებენ ურწმუნოს, რომელიც თითქოს შეორგულდა იესო ქრისტეს აღდგომაში! ეს თომა მიდის იუდეაში, რომ მასთან ერთად მოკვდეს. შემდეგ მოდის ხმა ბეთანიიდან, რომ ლაზარე მოკვდა. მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს და ეუბნება - „ლაზარემ დაიძინა“. მოციქულები ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის სიტყვების აზრს და პასუხობენ: „ლაზარემ თუ დაიძინა, ის განიკურნება, უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს“ (იოანე 11, 12). ისინი გულისხმობდნენ, რომ ძილი არის ნიშანი ჯანმრთელობისა; მაგრამ მაცხოვარი ამბობდა სხვა ძილზე - სიკვდილზე.

და წავიდა ბეთანიას უფალი. მაშინ მიეგება მას ტირილით ლაზარეს დაჲ მართა და უთხრა: - „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (იოანე 11, 21) შენ რომ აქ ყოფილიყავ, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. მაცხოვარს სურს, ჩაუნერგოს მართას რწმენა და ეუბნება მას: - გრწამს, რომ მე შემიძლია აღვადგინო ლაზარე? გრწამს, რომ მე ვარ ქრისტე? - „ჰე, უფალო, მრწამას, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი სოფლად“. - პასუხობს მას მართა. - „ჰრქუა მას იესუ: აღსდგეს ძმაჲ შენი.

ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

რქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე.

და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე - გრწამს ესე?

ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.“ (იოანე 11, 23-27).

მაცხოვარი შედის ბეთანიას. მას ხვდება მეორე დაჲ ლაზარესი - მარიამი; ისიც ტირილით, ისიც ამავე სიტყვებით, შენ რომ აქ ყოფილიყავ, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს. - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა. „და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს“ (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა.

მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. ამას გვაუწყებს დღევანდელი სახარება. მაგრამ ამასთან ერთად, დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.

„სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

„და ესე ენაჲ
შემკული და კურთხეული
სახელითა უფლისაიჲთა,
მდაბალი და დაწუნებული,
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“.

რატომ მოელის? ეს ხომ არის ენა „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“? ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას. რატომ მოელის ის „დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.

იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ.

ლაზარეს შაბათი
13(26) აპრილი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 08:53 PM

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ჳჳ ქადაგება შენდობის კვირას

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5 მარტი, 2006 წ.

"დღევანდელი დღე არის გულის განწმედის დღესასწაული!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!" ღვთის ქმნილებათა შორის უმთავრესი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე რთული არის ადამიანი, რომელიც შექმნა უფალმან ხატად თვისად. იგი უნდა იდგეს იმ გზაზე, რომელსაც მიჰყავს ადამიანი სასუფეველში. ამისთვის კი მან უნდა შეიმეცნოს უფლის სიტყვები: `მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე~. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს და თავისი ცხოვრების წესს დაუქვემდებარებს, იგი ცხონდება; თუ არა და, _ წარწყმდება. ასე რომ, ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ პიროვნებაზე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არის წყალობა ღვთისა, კურთხევა ღვთისა და შემდეგ თავისუფალი ნება ადამიანისა. აი, ეს ორი ძალა უნდა შეუერთდეს ურთიერთს და იგი გამოიღებს დიდთა ნაყოფთა.

დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. რა დღეა ეს? ეს არის ერთადერთი დღე წლის განმავლობაში, როდესაც უფალი გვაძლევს საშუალებას, შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებანი, რათა სიმშვიდემ და ღვთის დიდმა წყალობამ დაისადგუროს ჩვენს გულში.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: `ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.~ ცოდვა მოგვდევს ჩვენ ჯერ კიდევ ადამისა და ევასგან. თქვენ გახსოვთ, როცა ადამმა და ევამ შესცოდეს, უფალმა უხმო ადამს: `ადამ, ადამ, სადა იყოფი?~ მაგრამ ცოდვამ განაშორა ადამი უფალს და ვეღარ დადგა ღვთის წინაშე. ვერ დადგა იმიტომ, რომ ამ ცოდვამ შეცვალა მისი სული, მისი აზროვნება, მისი გული. გული დაიჩრდილა, გაიპო შუაზე და ადამმა იგრძნო ეს.
დღევანდელი დღეს ასევე არის სამოთხიდან განდევნის ხსენება. ხშირად ადამიანი ოცნებობს იმ სამოთხეზე, რომელშიც იმყოფებოდნენ ადამი და ევა. ზოგიერთი ადამიანი კი ცდილობს ეს სამოთხე აქ, დედამიწაზე, მოიწყოს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ეს სამოთხე თავის გულში, თავის სულიერ სამყაროში უნდა შექმნას. რადგან თუ ადამიანს სიმშვიდე არ ექნება, თუ მადლს ვერ ჰპოვებს, თუ ღვთის წყალობა არ მიეცემა, _ ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეუქმნის მას იმ პირობებს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

საერთოდ, რა არის ცოდვა? ეს არაბუნებრივი მოვლენაა. ეს არის ის, რაც განაშორებს ადამიანს ღმერთთან, რაც ჩრდილავს მის გონებას, მის გულს. და ადამიანი თითქოს ვეღარ ხედავს უფალს. სწორედ ამიტომ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: `და თქვა უგუნურმან თავსა თვისსა _ არა არს ღმერთი!~ მეფსალმუნე მეფე დავითი უგუნურს უწოდებს იმ ადამიანის, რომელიც ასე ფიქრობს. და ამბობს: `თქვა უგუნურმან გულსა თვისსა~, ე.ი. საჯაროდ კი ვერ თქვა, _ გუნებაში გაიფიქრა, რადგან იმ დროს ამისათვის იქვე ქვებით ჩაქოლავდნენ. საერთოდ, ასეთი რამ არამც თუ არ უნდა თქვას ადამიანმა, გულშიც კი არ უნდა გაივლოს.

მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ვერ გრძნობენ უფალს, ვერ განიცდიან მას. ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ისინი. ხომ არ შეიძლება, ადამიანი საკუთარი თავის მტერი იყოს? ე.ი. ის ნამდვილად ვერ ხედავს ღმერთს.

ვთქვათ, არის ისეთი ადამიანი, რომელსაც არ უნახავს მზე. იგი ცივ, ღრუბლიან დღეს რომ გამოვიდეს და ცას შეხედოს, _ მზის შესახებ თავისი გარკვეული წარმოდგენა შეექმნება და შემდეგ რომ ვუთხრათ, რომ არსებობს მზე, რომელიც ანათებს და ათბობს, _ ამას ვერ დაიჯერებს, რადგან თავად არ უნახავს. მაგრამ შეიძლება, ღვთის მადლით, განიწმიდოს ადამიანის გონება და გული და შემდეგ მან დაინახოს და შეიგრძნოს უფალი. მაგრამ შეიძლება ღვთის მადლით განიწმინდოს ადამიანის გონება და გული და შემდეგ მან დაინახოს და შეიგრძნოს უფალი.

ხშირად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, როცა ურწმუნო ადამიანი მოსულა ჩემთან და უთქვამს, ბედნიერები ხართ მორწმუნეები, იმიტომ რომ გწამთ ღმერთი, მე კი არ შემიძლია, ვიწამო, რადგან ვერ ვგრძნობ ღმერთს და რა ვქნაო? მე ასე ვპასუხობ მათ: აკეთე სიკეთე; ამით დაიწყე და სიკეთე დაგეხმარება, რომ განიწმინდოს შენი გონება და გული.

დავით წინასწარმეტყველი ძალიან ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს: `გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.~ ალბათ, ეს არის მთავარი. ადამიანი, თითქოს, სამსახოვანია: პირველი _ როგორ გვხედავენ ჩვენ სხვა ადამიანები, მეორე _ თავად როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და მესამე _ როგორები ვართ სინამდვილეში.

ბიბლიაში წერია: ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ამისთვის უნდა ვილოცოთ, რომ გული წრფელი, გული წმიდა და გული მთლიანი ჰქონდეს ადამიანს. და მაშინ იგი უფრო დაცული იქნება ცოდვებისაგან და ახლოს იქნება ღმერთთან. ადამიანის ფიქრი, საქმე და სიტყვა ერთი უნდა იყოს: რასაც ფიქრობს, იმას უნდა ამბობდეს და იმას უნდა აკეთებდეს.

დღევანდელი დღე არის გულის განწმედის დღესასწაული. ჩვენ მოვალენი ვართ, მივიდეთ ერთმანეთთან და გულწრფელად ვთხოვოთ შენდობა. სხვას კი არ დაველოდოთ, როდის მოვა ჩვენთან და გვთხოვს პატიებას, არამედ ჩვენ თვითონ მივიდეთ, ვისთვისაც გვიწყენინებია, ან, თუნდაც, გულში ცუდი გაგვივლია ან განგვიკითხავს და ვთხოვოთ შენდობა.

დიდი მარხვა სწორედ შენდობით, ამ დალოცვილი წესით იწყება. ეკლესიის ისტორიიდან თქვენ იცით, რომ ეს წესი იმ დროს დაიწყო, როცა ეგვიპტეში და იორდანეს უდაბნოში ბერობა დაარსდა. დიდმარხვის წინ ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ, შემდეგ კი ისინი სააღდგომო საგალობლებს გალობდნენ, მიდიოდნენ უდაბნოში და იქ მოღვაწეობდნენ მთელი მარხვის განმავლობაში. ეს წესი მათ საგანგებოდ დაადგინეს, რადგან არ იცოდნენ, მოესწრებოდნენ თუ არა აღდგომას.

დღეს ჩვენ უფრო სიღრმისეულად, უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავს და ვხედავთ, რამდენად დამძიმებულნი ვართ ცოდვებით, რამდენად ბევრია ჩვენში ის, რაც არ უნდა იყოს.

რა არის ეს სიმძიმე და შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი უცოდველი იყოს? ეს შეუძლებელია. `არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს~_ ამ სიტყვებს იშველიებენ წმიდა წერილიდან წმიდა მამები, ამას გვეუბნებიან ის ადამიანები, რომელთაც განვლეს სულიერი გზის სირთულეები. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ცოდვისაგან მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იწმინდებოდეს. ამისთვის საკმარისი არაა ერთი დღე, ან ერთი კვირა ან თუნდაც ერთი თვე. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც ყოფილა. თქვენ გახსოვთ, მაცხოვრის ჯვარცმის დროს მასთან ერთად ორი ავაზაკი დასაჯეს და ამ ორიდან ერთმა გულით მოინანია თავისი ცოდვა და მეორე კი დარჩა მოუნანიებელი. მონანულს ეუბნება იესო ქრისტე: დღესვე იქნები ჩემთან სასუფეველში!

ღვთის წინაშე დგას ყოველი ადამიანი და ღვთის წყალობას ელოდება. ამისათვის კი მან, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა დაინახოს. ძველი რომაელები ამბობდნენ: გნოსტე ტე იპსუ, `შეიცან თავი შენი.~ ყველაზე დიდი სიბრძნეა ის, როცა ადამიანი შეიგრძნობს საკუთარ სისუსტეს, თავის უარყოფით მხარეებს. ამიტომ ითქმის დღეიდან და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ეფრემ ასურის ლოცვა: `...ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!~ ინებოს უფალმა, რომ მოგვანიჭოს ყველას `განცდაი თვისთა ცოდვათა~, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული `არა განკითხვა ძმისა ჩემისა~. იმიტომ რომ, თუ ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, ის არ განიკითხავს სხვას, რადგან მას აწუხებს თავისი ცოდვა და ამაზე ფიქრობს.

დღეს ისეთი დღეა, როცა ჩვენ უფლის წინაშე ვდგავართ და უპირველეს ყოვლისა, _ მე, ცოდვილი ილია ჳჳ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უფალი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ.

მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა. როცა ჩემი კურთხევა შედგა, ჩემთან მოვიდა ერთი სულიერი ადამიანი და მითხრა: `პატრიარქობა მეტად მძიმეა და შენ გჭირდება ზეციური შემწეობა, ჩვენი წინაპრების, ჩვენს მეფეთა და დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა და წმიდა მამათა დახმარება. და თუ შენ მათ მოიხსენებ, ისინიც მოგიხსენებენ და შეგეწევიან~.

ეს მუდამ მახსოვდა ამ წლების განმავლობაში. ყოველთვის ვცდილობ, მოვიხსენიო ჩვენი მეფენი და პატრიარქნი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართლაც `ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან~ და მე მრავალი ცოდვა ჩამიდენია ღვთის წინაშე: ვერ შემისრულებია ის მოვალეობა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია პატრიარქს, ვერ მილოცია ისე, როგორც უნდა ლოცულობდეს პატრიარქი, როგორც ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი მამამთავრები, ვერ დამიცავს მარხვა ისე წმიდად, როგორც ჩვენი დიდი წინაპრები იცავდნენ. დამძიმებული ვარ მრავალი ცოდვით და მე ვითხოვ თქვენგან დახმარებას, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის.

შემთხვევით არ არის, რომ წირვა-ლოცვის დროს რამდენჯერმე ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება. ეს პატრიარქის საპატივსაცემოდ კი არ არის დადგენილი, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი და იგი საჭიროებს ასეთ სულიერ თანადგომას.

დღეს არის სულიერი განწმედის დღე! დღეს არის დღე, რომელიც გვაჩუქა უფალმა. ურთიერთპატიება აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით, მინდა, მოგიყვანოთ ერთი მაგალითი სულიერი ცხოვრებიდან.

იყო ერთი მოძღვარი, რომელსაც ჰყავდა ძალიან დაახლოებული მეგობარი - ერისკაცი. ერთხელ ერისკაცმა რაღაც აწყენინა მოძღვარს და ისე განაწყენდა მასზე ეს მოძღვარი, რომ ვერ აპატია დანაშაული. ეს ერისკაცი არაერთხელ მივიდა მოძღვართან ცრემლით, მუხლმოდრეკით და შენდობა სთხოვა, მაგრამ მოძღვარი ულმობელი იყო.

იმ დროს იყო ქრისტიანთა დევნა. ერთხელ ჯალათებმა შეიპყრეს ქრისტიანთა ჯგუფი და მათ შორის ეს მოძღვარიც და აიძულებდნენ, რომ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. მოძღვარი მტკიცედ იდგა სჯულზე და როცა ის უკვე წამების ადგილას მიჰყავდათ, მისი ყოფილი მეგობარი მივარდა მასთან და შეევედრა: რამდენიმე წუთში შენ წმიდა მოწამე გახდები, შემიწყალე და შემინდე ჩემი ცოდვები!

მოძღვარმა კვლავ უარი უთხრა პატიებაზე. და მოხდა სასწაული, როცა იგი წამების ადგილზე მიიყვანეს, ის დატოვა მადლმა და მან უარი თქვა ქრისტიანობაზე. ამის შემხედვარე ერისკაცმა წამოიძახა: `მე ვარ ქრისტიანი, მე მაწამეთ!~ და აი, ასე გადავიდა მოწამის გვირგვინი მოძღვრისაგან ერისკაცზე. ასე სამწუხაროდ დამთავრდა მათი ურთიერთობა.

ეს უნდა ვიცოდეთ და ამიტომაც უნდა ამოვიღოთ გულიდან ღვარძლი და ცოდვა და განვიწმიდოთ გული. ამ დალოცვილ დღეს მე ვთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, რომ ლოცვითა თქვენითა და ჩვენი წინაპრების ლოცვით შემინდოს ცოდვანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი და მუხლმოდრეკით გთხოვთ ყველას, მთელ საქართველოს _ შემინდეთ ჩემი ცოდვები, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიხარული, სიყვარული. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა ყოველი შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი წყალობითა ღვთისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ღმერთმა ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 09:03 PM

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ჳჳ ქადაგება დავითობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 თებერვალი, 2006 წ.

`აი, მოვიდა ღვთისგან მოვლენილი მხსნელი _ ეს იყო დავით აღმაშენებელი!~

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის საქართველოს დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული _ ხსენება წმიდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა. დიდია მისი ღვაწლი და საკვირველია მისი ცხოვრება!

ვიცით, რომ 16 წლის ჭაბუკი იყო, როცა მამამისმა სამეფო გვირგვინი დაადგა. დავითს გადაეცა დაყოფილი, განადგურებული საქართველო და ამას კიდევ მიემატა ის, რომ საშინელი მიწისძვრისგან ქვეყანაში ყველაფერი განადგურებული იყო. ხალხი გახიზნულიყო ტყე-ღრეში, მთაში და შველას ელოდა. და აი, მოვიდა ღვთისგან მოვლენილი მხსნელი _ ეს იყო დავით აღმაშენებელი!

პირველი მისი ყურადღება შიდა საქმეებზე იყო მიპყრობილი: მშენებლობაზე, სულიერ ცხოვრებაზე და როცა უკვე შინაგანად გაძლიერდა საქართველო, შემდეგ მან დაიწყო დაკარგული მამულის დაბრუნება. ვისაც წაუკითხავს დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია `ქართლის ცხოვრებაში~, იქ არის ერთი ადგილი _ ომის წინ დავით აღმაშენებელი მიმართავს თავის ჯარს: `აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!~ ამ დროს იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს გულისხმობდა. მისთვის სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივე იყო. იმიტომ რომ დიდი რწმენა ჰქონდა. მაგრამ ვიდრე ადამიანი ამქვეყნიდან გავა, მან უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნად თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და უფლისგან მონიჭებული ჯვარი ბოლომდე ზიდოს.

უმძიმესი ჯვარი დააკისრა უფალმა დავით აღმაშენებელს. მაგრამ ღმერთი მუდამ იყო მასთან! ძველი პატრიარქებისაგან მსმენია, რომ მას შეიძლება ასევე სასულიერო წოდებაც ჰქონდა. ანუ ის, სავარაუდოდ, საიდუმლოდ ნაკურთხი იყო სამღვდელო ხარისხში.

როგორც მისი ცხოვრებიდან ვიცით, მას ჰყვარებია სამოციქულოს კითხვა. და საერთოდ იგი ხშირად ესწრებოდა წირვა-ლოცვას. დავით აღმაშენებელი არის დიდი პიროვნება თავისი გონებით, თავისი სტრატეგიით, ის ძალიან კარგად ხედავდა ქვეყნის მომავალს და იმ გზებს, რომლითაც უნდა მოეპოვებინა ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობა. როგორც გახსოვთ, თბილისი მიტაცებული იყო მუსულმანების მიერ და 17 წელი ემზადებოდა დავითი თბილისის დასაბრუნებლად.

ამასთან, ის დიდი სულიერების მქონე ადამიანი იყო. მის მიერ დაწერილი `გალობანი სინანულისანი~ არის შედევრი საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა, სარკე მისი სულისა, რომელიც ნათლად ავლენს, თუ რამდენად ღრმა იყო მისი აზროვნება, რამდენად დიდი იყო მისი რწმენა, და ამასთან სინანული.

წმიდა წერილში ვკითხულობთ: `არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს.~ ადამიანი, რომელიც დაშორებულია უფალს, _ ვერ ხედავს და ვერ განიცდის თავის ცოდვებს; და რაც უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს, _ მით უფრო მეტად გრძნობს ცოდვებს. სწორედ ამისი შედეგი იყო, რომ მან დატოვა `გალობანი სინანულისანი~, ამის შედეგი იყო ისიც, რომ ანდერძად დაწერა, დაემარხათ გელათის მონასტრის კარიბჭეში, რათა ყველას ევლო მის საფლავზე. ასეთი ანდერძი მეფეს კი არა, მართლაც ცოდვილ, ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი არ დაუტოვებიათ.

ნაკლებად სულიერი ადამიანები ხშირად სვამენ კითხას: ისეთი რა ცოდვა ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს, ასეთ სინანულს რომ გამოთქვამს `გალობანშიო~.
ვიმეორებ, რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი უფალს, მით უფრო ნათლად ხედავს იგი მცირე დანაშაულსაც კი, უფრო მკვეთრად ჩანს მისი შეცოდებანი.

ასეთი პიროვნება იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი. ის გამოთქვამდა სინანულს არა მარტო თავისი ცოდვებისა გამო, არა მარტო თავისი სახელით, არამედ _ მთელი ერის სახელით, ის გრძნობდა, რომ არის მამა და პატრონი ერისა. დავით აღმაშენებელს სხვა არაფერი რომ არ გაეკეთებინა და დაეწერა `გალობანი სინანულისანი~, ან თუნდაც მხოლოდ რუის-ურბნისის კრება რომ მოეწვია (ეს უდიდესი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში!) _ მისი სახელი უკვდავი იქნებოდა სხვა საქმეთა გარეშეც.

წმინდა დავით აღმაშენებელი არის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა უფალმა და მუდამ მფარველობდა მას. მან შეკრა ქართველი ერი, გააერთიანა საქართველო, გაამთლიანა ქვეყანა, ერთსულოვნება ჩაუნერგა ჩვენს ხალხს და ამით გადაარჩინა საქართველო ფიზიკურ და სულიერ განადგურებას. მადლი, რომელიც მოიპოვა დავით აღმაშენებელმა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მთელი ერისთვის გამოითხოვა! დღესაც მოქმედებს ის სულიერი ძალა, ის გენები, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში _ ვახტანგ გორგასალში, დავით აღმაშენებელში, თამარში _ ის გენები ქართველ ერშია დამკვიდრებული. უბრალოდ, უნდა გამოვლინდეს.

ეს სულიერი ძალა აუცილებლად გამოვლინდება და საქართველო გაბრწყინდება! თუნდაც, გაჭირვების დროს აშენებული ეს ტაძარი, მეტყველებს იმაზე, რომ დაწყებულია საქართველოს გაბრწყინება, საქართველოს სულიერი და ფიზიკური ამაღლება! მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის; უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობა, უნდა დავიცვათ ჩვენი მეცნიერება. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი იყო ნაკურთხი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. არც ისაა შემთხევითი, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან ჩვენს წირვას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეცნიერები!

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, როცა საქართველომ დაკარგა თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას ძალით წაართვეს ავტოკეფალია, სწორედ ქართველმა მეცნიერებმა იტვირთეს ის სულიერი და ეროვნული მოვალეობა, რაც უნდა შეესრულებინა ეკლესიას. ჩვენ ვიხრით თავს თქვენს წინაშე და ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი მეცნიერების წინაშე. დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე! საქართველო წარმოუდგენელია, მეცნიერების გარეშე, წარმოუდგენელია, ჩვენი დიდი სახელოვანი მოღვაწეების გარეშე!

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის და ახლაც ვამბობ: საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ თქვენს გვერდით იდგა და ასე იქნება მომავალშიც. ეკლესია მუდამ გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სათანადო პირობები შეექმნათ ჩვენს მეცნიერებს მომავალი მოღვაწეობისათვის. მე მაქვს სურვილი, რომ წმიდა სამების ლავრის ტერიტორიაზე აშენდეს პატარა სასტუმრო, სპეციალურად მეცნიერებისათვის, რომ მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოსვლა და სულიერი დასვენება ამ წმიდა სავანეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს. ვფიქრობ, რომ ცოდნა და რწმენა, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის და ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ეს ის ძალაა, რომელიც გადაარჩენს საქართელოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ხდება ჩვენი მეცნიერების დაახლოება ეკლესიასთან. მეცნიერებას დიდი და სერიოზული შედეგები ექნება იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება მორწმუნე და სულიერად ძლიერი ადამიანების ხელში. ურწმუნო ადამიანები მეცნიერებაში საშიში ძალაა!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2012, 02:12 AM

მოკლედ ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლისღებას და ვდებ საიტზე სწორედ ამ დღესასწაულის წირვის შემდგომ ქადაგებას
---------------------
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2008 წ.

„ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ჩვენგანი არის თანაზიარი ღვთის საკვირველებისა! დღევანდელ დღეს ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ მადლი სულისა წმინდისა.

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის უდიდესი დღესასწაული: დღეს ჩვენ ვაკურთხებთ წყალს - დიდ აიაზმას.

ადამიანი თავის ცხოვრებაში მუდამ ეძებს საკვირველებას, ეძებს სასწაულს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა იგი ამბობს: მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწამებ, თუ სასწაულს ვიხილავ. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ასეთი სასწაული. ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. წყალი, რომელიც დღეს იკურთხა, რამდენი წელიც არ უნდა შევინახოთ, - არ გაიხრწნება. დიდი აიაზმა განნმენდს ჩვენს სულს, გულს, განანათლებს გონებას. იგი უნდა ვასხუროთ ჩვენს ბინებში, ვასხუროთ ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს. ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში უნდა გვქონდეს შენახული და ყოველ დილას მცირეოდენი უნდა მივიღოთ უზმოზე და უნდა ვასხუროთ ხოლმე სახლის კუთხეებში.

დღეს არის კიდევ ერთი დიდი დღესასწაული. საღამოს 6 საათზე შესრულდება 500-ზე მეტი ჩვილის საჯარო ნათლობა, რომელთა ნათლიაც, ღვთის მადლითა და წყალობით, მე გავხდები. მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომ ვისაც ეყოლება მესამე შვილი, თუ ოჯახს ამის სურვილი ექნება, მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი შვილით უნდა დამთავრდეს შობადობა. არა მარტო მესამის, მომდევნო ბავშვების ნათლიაც მე ვიქნები, თუ მშობლებს სურვილი ექნებათ. ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა იმ ჩვილებისთვის, რომლებიც მოინათლებიან.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დიდი მადლი მოგცეთ!

ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა და ღმერთმა მოანიჭოს საქართველოს მშვიდობა, სიმშვიდე, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა!

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან დგას სრულიად საქართველო! სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში შევძლებთ, გამოვნახოთ საერთო ენა.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2008 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2012, 09:00 PM

ერთი ძველი ქადაგება უნდა დავდო ახლა:
-------

საკვირაო ქადაგება

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საკვირაო ქადაგება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!



ჩვენთან არს ღმერთი!



ჩვენ უკვე მოგვენატრა სიონი. სიონი - ჩვენი დედაეკლესიაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი თბილისის თანატოლია. მოხარული ვართ, რომ დღეს წირვა ამ წმიდა ტაძარში შევასრულეთ.



ახლა მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს დრო ჩვენს ცხოვრებაში.



უფლისათვის არ არსებობს არც წარსული, არც მომავალი - ყველაფერი დღევანდელი დღეა, ყველაფერი აწმყოა. კაცთათვის კი დრო ცვალებადია. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „ტემპორე მუტანტურ ეტნოს მუტამურ ინ იმის“ - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო.



ბრძენი სოლომონი ამბობს: „ჟამი არს შენებისა და ჟამი არს ნგრევისა“. მაგრამ ნგრევა მხოლოდ მტრის ხელით არ ხდება. ჩვენი წინაპრები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოში ისეთი დრო დადგებოდა, როცა თვით ქართველი კაცი დაიწყებდა რბევას, ტაძრების ნგრევას და თავისივე ძმების ხოცვას. დავით აღმაშენებლისთვის, თამარისთვის რომ ეთქვა ვინმეს, ოდესმე ასე მოხდებაო - ვერ დაიჯერებდნენ.



ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ ბუნებით, ქართველი კაცი ძალიან დამჯერია. ხშირად როცა რამეს გვეუბნებიან, ყველაფერს ბავშვებივით ვიჯერებთ. და მას აღარ ვაანალიზებთ, აღარ ვამოწმებთ, სინამდვილეში რა არის თეთრი და რა - შავი.



არაერთხელ შემიხსენებია თქვენთვის, შესანიშნავი ლექსი ერთ-ერთი იაპონელი პოეტისა: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ალუბლის ყვავილი“. ეს ადამიანებზეა ნათქვამი, იმაზე, რომ გვიჭირს გარჩევა - სად არის კეთილი და სად - ბოროტი. ამიტომაა, რომ გარეშე მტერი ჩვენივე წიაღში პოულობდა და პოულობს მოღალატეს და ჩვენი ხელით ახორციელებს თავის მზაკვრულ ჩანაფიქრს.



მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს! უფალი ხედავს გულსა კაცისასა. ბიბლიაში წერია, ერთ წინასწარმეტყველს უფალი ეუბნება: შენ ჯერ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როცა მე უკვე გიცნობდიო. წარმოიდგინეთ, როგორი საოცრებაა! და ასე უფალი ყველას გვიცნობს. ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ამიტომაა, რომ დავით წინასწარმეტყველს ძალიან ხშირად აქვს ნახსენები გული, გულის კულტურა: „გული წმიდა დაჰბადა ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.



დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე და დიდი. მცირე გონება - არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება - ეს არის გული. მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს მხოლოდ ერთით. აუცილებლად ორივე უნდა აკონტროლებდეს ერთმანეთს: გონება - გულსა და გული - გონებას. თუმცა გული მაინც პირველია და უმთავარესი.



ბოლო დროს ფილოსოფიაში გაჩნდა ასეთი ტერმინი: სწრაფი რეაგირების კულტურა. (ალბათ, ყურადღება მიაქციეთ ჩვენს დიქტორებსაც, სწრაფად ლაპარაკობენ, შეიძლება აზრიც ვეღარ გამოიტანოს ადამიანმა; ეს თანამედროვე დასავლური სტილია).



რა შეიძლება ითქვას ამაზე? ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ სწრაფად გააკეთო რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მაგრამ ამას აქვს სერიოზული ნაკლიც - აკლია სიღრმე. რადგან ხშირ შემთხვევაში სწრაფი რეაგირება ხდება მოვლენის სიღრმისეული გაანალიზების გარეშე.



საერთოდ, ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ - ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს: მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ჩვეულებრივ ყოფაშიც; ზრუნავს დღევანდელ დღეზე და მომავალზე თითქოს არ ფიქრობს. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომ ჰკითხო რაიმე, ის ჩამოგითვლის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ესტრადის მომღერლებს, - ძალიან გატაცებულია ჩვენი ახალგაზრდობა თანამედროვე მუსიკით. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პასუხები ზედაპირული იქნება. სიღრმე გვაკლია. ჩვენი წინაპრები სხვანაირები იყვნენ. მათ თუმცა ნაკლები იცოდნენ, მაგრამ ღრმად ჰქონდათ ნაფიქრი და მათი განსჯა სიღრმისეული იყო. და ეს ძალიან ეხმარებოდათ.



მოგვწონს თუ არა დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ ვერ შევცვლით მას. ეს არის ისეთი დინება, რომელსაც ადამიანი ვეღარ დაუპირისპირდება.



იგი შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა. თითქოს ისე გამოდის, რომ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და მას ადამიანი ვერ ეწევა. უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სულიერად და ზნეობრივად ადამიანი ჩამორჩა მეცნიერების განვითარებას. სამწუხაროდ, არამარტო ჩამორჩა. (მარტო რომ ჩამორჩენილიყო და იმ ძველ პოზიციებზე დარჩენილიყო, - კიდევ არაუშავდაa075.gif უარესი მოხდა - სულ უფრო უკან და უკან წავიდა.



ისე, სისწრაფე მაინც საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ: ჩვენს თვალწინ უამრავი ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მოუმზადებელი იყო. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ადამიანი გაჭირვებაშია აქაც და იქაც, თუ არ მოემზადება. თუ სულიერად, ეკლესიურად არ ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ვერ იხარებს ვერც აქ, წუთისოფელში და ვერც იქ, მარადიულ სამყოფელში. აი, აქ კი საჭირო სწრაფი რეაგირება. ადამიანმა უნდა იჩქაროს აკეთოს კეთილი საქმეები.



ეს ნამდვილად საჩქაროა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სხვაგვარად ფიქრობს და ამბობს: „მე იმიტომ მოვედი ამქვეყნად, რომ ვიყო ბედნიერი, დაპურებული და ყველაფერი მქონდეს; სხვამ კი იზრუნოს თავის თავზე“.



ეს არ არის სწორი. პავლე მოციქული გვარიგებს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.



ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. თუ კეთილია და წმიდა, - მას ყველა წმიდანი ჰგონია. თუ ცოდვილია და ბოროტია - თავის თავს კი ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ნაკლს. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა გაგვიხსნას ორივე გონება: მცირეც და დიდიც, რომ სწორად შეფასების უნარი გვქონდეს. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს ცხოვრება ცვალებადია.



ჩინური ფილოსოფიიდანაა სიტყვები: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ცხოვრება შედგება ამაღლებისა და დაცემისაგან. მაგრამ რომ დაეცემი, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. ისევ უნდა ადგე და სთხოვო უფალს შენდობა და ძალა და კვლავ გააგრძელო ცხოვრების გზა. ისიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი. უფალმა იცის, ვის რომელი ჯვარი მისცეს: ზოგს დიდ ჯვარს აძლევს, ზოგს - მცირეს; ზოგს აძლევს ერის ჯვარს (ერის სიმძიმეს), ზოგს - ოჯახის ჯვარს, ზოგს - ბერობის ჯვარს და ა. შ. და როცა უჭირს ადამიანს ჯვრის ტარება, ამ დროს უფალი თვითონ ეხმარება, იქვე არის უფალი და შეეწევა ამ ჯვრის ბოლომდე მიტანაში. მთავარია, მუდამ გვქონდეს სამი უმთავრესი სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. იმედით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აი, ამ იმედით უნდა იტვირთოს თავისი ჯვარიც და სხვათაც, შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს კეთილი საქმეებით.



კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით. თუ შენ სიკეთეს იმისათვის აკეთებ, რომ სხვამ დაგინახოს და დაგაფასოს - ეს სიკეთე არაფერს ნიშნავს და იგი საერთოდ სიკეთეც აღარ არის. თქვენ იტყვით, ახლა ყველას გვიჭირს და როგორ დავეხმაროთ სხვასო. დავეხმაროთ ტკბილი სიტყვით, ერთი ჭიქა წყლით, სიყვარულით, იმედით.



სტატისტიკური მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებშია სწორედ ყველაზე მეტი თვითმკვლელობა. ხშირი შემთხვევაა, როცა თავს იკლავს მდიდარი ადამიანი და იკლავს იმიტომ, რომ ამ სიმდიდრის მეტი არაფერი აქვს და მისი სული ცარიელია; არ აქვს რწმენა, სასოება და სიყვარული. ერთ-ერთ ეპისტოლეში ნათქვამი მაქვს: ერთი ძალიან მდიდარი ქალბატონი უკანასკნელ დღეში იყო და მოითხოვა თვალმარგალიტებით შემკობილი თავისი უძვირფასესი კაბა, რომელიც მრავალი ათასი დოლარი ღირდა, ჩაიკრა გულში და სინანულით თქვა: - ყველაფერი აქ მრჩებაო და ისე მაგრად მოავლო კაბას ხელი, რომ გარდაცვლილსაც კი ვერ გამოართვეს. ახლობლებმა კაბა ამოაჭრეს და დაუტოვეს ის ნაწილი, რაც ხელში ეკავა. აი, ის წაიღო საიქიოს. საიქიოს კი არა, საფლავში, სადაც ისიც მასთან ერთად გაიხრწნება. ასეა, სიმდიდრე აცილებს ადამიანს საფლავის კარამდე და მერე ტოვებს.

ღმერთმა მოგცეთ ძალა, მშვიდობა და სიმშვიდე!

ხშირად იმეორეთ დავით წინასწარმეტყველის ლოცვა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი!“

ჩვენთან არს ღმერთი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2012, 02:53 AM

ილია მეორე - როგორ შეიძლება პრეზიდენტი ოპოზიციაში იყოს
როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო გადაგებაში განაცხადა.

"როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი", - ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ საპატრიარქოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობაც გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მას ოპოზიცია არ ჰყავს.

"მან თქვა – ყველა ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს. პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი ყველა უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა"... როდესაც ამბობენ – ეს არის პოზიცია, ეს – ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ", - აღნიშნა ილია მეორემ და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება.

როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ეს ცვლილება ღვთის ნებაა. პატრიარქმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა თითქოს უფსკრულს უახლოვდება, თუმცა, "ღვთის განგება ძლიერია და ისტორიის მანძილზე უფალს საქართველო ბევრჯერ გადაურჩენია".

(http://www.ambebi.ge)

მართლა მაგარი რაღაცაა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 16 2012, 02:41 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა და ისურვა, სვეტიცხოვლის მადლი და უფლის კვართი ფარავდეს მთელს ქვეყანას.

"დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისგან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და მრევლთან ერთად თქვა ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე", რომელმაც, უწმინდესის განმარტებით, ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევისას გადაარჩინა. "ღვთის მადლით და წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, გიხაროდენ ორსავე სოფელსა შინა", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.
http://www.palitratv.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 28 2012, 03:23 PM

ილია მეორე - ყველაზე საშიშია ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო, რა არის თავისუფლება
13:41 28-10-2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ადამიანს, როგორც ღირებულებას, მოქალაქეები უბრალოდ უყურებენ. "ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ის, ვინც უნდა გახდეს მსგავსება ღვთისა და ყოველივე, რაც ადამიანის შექმნამდე შეიქმნა, უნდა ემსახურებოდეს ადამიანს. წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ენა, მამული, სარწმუნოება". ამ წმინდა ადამიანის ქადაგებამ და მოღვაწეობამ გადაარჩინა საქართველო, მაგრამ ძველი რომაელები ამბობდნენ: ყველაფერი მოძრაობს და ფერს იცვლის. ცხოვრებამ მოიტანა ახალი აღმოჩენები, ახალი პრობლემები. ადამიანი გახდა მეტად მომთხოვნი, უფრო თხოულობს, ვიდრე აკეთებს და დღეს სულ სხვა არის ადამიანის მოთხოვნილება", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ყველაზე საშიშია ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო, რა არის თავისუფლება. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ადამიანი დღეს არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ცოდვის მონაა. პატრიარქის განცხადებით, ყველაზე დიდი ცოდვაა ამპარტავნება და მისი განდევნა მხოლოდ წმინდა სამებას შეუძლია. უწმინდესმა ისურვა, ქართველი ხალხი ამპარტავნებისგან გათავისუფლდეს. მისი თქმით, დღეს უფრო გავრცობილია წმინდა ილია მართლის სიტყვები და ის ასე ჟღერს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს, რომ ქართველი ხალხი მორწმუნეა, თუმცა როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სამშობლოსა და ადამიანის საკითხი უფრო რთულად დგას. "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა", მაგრამ ყველამ ვერ შეიგნო ის, რომ სამშობლო არის განსაკუთრებული მადლით მოსილი და არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში ჩამოტანილი იყო კვართი იესო ქრისტესი. შემთხვევითი არც ის არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ხშირად ყოფილა წარსულში შემთხვევა, როდესაც მივსულვართ უფსკრულში და უფალს საქართველო სამშვიდობოს გამოუყვანია. ამას ჩვენ ვგრძნობთ და ვმადლობთ უფალს. ჩვენი სამშობლო არის ქვეყანა, რომელიც მორწყულია წმინდა მამების სისხლით. ხშირად გამიგონია, ქართული მიწა რომ აიღოს ადამიანმა და გამოწუროს, სისხლი გამოუვაო. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მიწაზე დავდივართ. ყოველდღე უნდა ვემთხვიოთ მიწას, რომელიც წმინდანების სისხლით არის მორწყული", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, უკვირს, რომ ზოგიერთი ადამიანი კოსმოპოლიტია და მისთვის სამშობლო და დედაენა არ არსებობს. "მას შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ამგვარი ადამიანი თავის ფესვებს მოწყვეტილია და ის ძალიან ცოდვაა. უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება. რაც შეეხება ადამიანს, მას კლავენ, ამცირებენ, ჩვენ კი ამ ყველაფერს გულგრილად ვუყურებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი არის ხატი ღვთისა. ერთხელ არის მოვლენილი დედამიწაზე, არის ბუნების არსება, რომელიც მცირედით განსხვავდება ანგელოზებისგან. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, უნდა მოვეფეროთ, უნდა გავუადვილოთ ჯვრის ტარება და არა დავუმძიმოთ. ღმერთმა ინებოს, ყოველმა ჩვენგანმა გაიგოს, რომ ადამიანი არის ჩვენი ძმა და არა მტერი",ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს.

http://www.interpressnews.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 5 2012, 02:09 AM

ილია მეორე - უფლისკენ მიმავალი გზა არის ვიწრო, მრავალი განსაცდელით, მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაში ბრძანა, ეს არის უდიდესი საუნჯე, რომელსაც ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ. "გზა ღვთისკენ არ არის იოლი. ეს არის ვიწრო გზა, მრავალი განსაცდელით. მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს. ხოლო როცა ეცემა, უნდა სთხოვოს ღმერთს - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, სარწმუნოებაში ყველა განსხვავებული გზით მივიდა, ზოგი განსაცდელით, ზოგი კი იმის მიხედვით, რომ მორწმუნე ოჯახში აღიზარდა. უწმინდესის განცხადებით, ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ძალიან რთული საკითხია, თუ როგორ მიდიან ადამიანები ღმერთთან და როგორ მიდის უფალი ადამიანებთან. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყველაფერში არის კვალი უფლისა, მათ შორის ნებისმიერ მცენარეშიც.
მეორე უდიდესი საუნჯე, უწმინდესის თქმით, სამშობლოა. "სამშობლო უდიდესი ძალაა. ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, ის სუსტია, ეცემა, მას მტერი თრგუნავს. სამშობლო არის ჩვენი ფესვები. როგორც მცენარე საზრდოობს ფესვებით, ისე ჩვენ ვსაზრდოობთ წინაპრების დახმარებით, რადგან არსებობს სულთა კავშირი. ამიტომ სამშობლო დიდი საიდუმლოებით მოცულია", - ბრძანა პატრიარქმა.

მესამე უდიდეს საუნჯედ კი ილია მეორემ ადამიანი დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე, არის ხატება ღვთისა. უნდა მიაღწიოს მსგავსებას ღვთისას და უნდა იყოს მკვიდრი სასუფევლისა. სასუფევლის დამკვიდრებისთვის კი, პატრიარქის თქმით, ადამიანს სჭირდება რწმენა და კეთილი საქმეების კეთება.
"ლოცვა და შრომა არის ადამიანის დანიშნულება. ჩვენ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ ადამიანს და ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. დაიმახსოვრეთ, - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. გეძლევათ კურთხევა, რომ ღრმად ჩაწვდეთ ამ საკითხებს და ამის შესახებ დაწეროთ რვეულებში, ხოლო ის რვეულები მე გადმომცეთ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, საუკეთესო ნაშრომს სასულიერო პირები ტელევიზიებითა და რადიოებით ეთერში წაიკითხავენ.

უწმინდესმა დღესვე მრევლს ყაზანის ღვთისმშობლის დღესასწაული მიულოცა.

"ინტერპრესნიუსი"

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2012, 02:02 AM

ილია მეორე - იფიქრეთ დროის შესახებ და იკითხეთ წიგნები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დროის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, დრო უძვირფასესია, რაც უფალმა ადამიანს მისცა. "ადამიანმა მისთვის განკუთვნილ დროში ყველაფერი უნდა მოასწროს. ჩვენ ზედმეტად თავისუფალი ადამიანები ვართ და არ გვესმის, რამდენად ძვირფასია დრო. იმედია, ვიფიქრებთ იმაზე, რას ნიშნავს დრო და მივალთ დასკვნამდე, რომ ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთება და გაჭირვებულების დახმარება", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა გაიხსენა ისტორია, რომლის თანახმადაც, ომისას დაჭრილ ჯარისკაცებთან მუდმივად დადიოდა ერთი ობოლი ბავშვი და მათ ანუგეშებდა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, სამხედროებმა მას მახარობელი დაარქვეს და იმ დღეს, როდესაც ბავშვი არ მივიდოდა, იწყენდნენ.

"ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს მახარობელი. თუ ახლობლის მატერიალური დახმარება არ შეგიძლიათ, სიტყვით მაინც ანუგეშეთ. იმედმა გადაარჩინა საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი გაშალა თავისი საფარველი და დაღუპვას გადაგვარჩინა. ამიტომ მოგიწოდებთ, იფიქრეთ დროის შესახებ და იკითხეთ წიგნები", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. მან ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში მოკლა საკუთარი დედა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა. გარდაცვლილია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდო თავი მოიკლა. New York Post-ის ცნობით, ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და, სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული.

სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქების სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/67575-ilia-meore-ifiqreth-drois-shesakheb-da-ikithkheth-tsignebi.html#ixzz2FFqjKQEX

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2012, 07:59 PM

პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უფალი ამბობს - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. "ეს არის უდიდესი საკითხი, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე - რაშია ჩვენი საუნჯე, მატერიალურ კეთილდღეობაში თუ სულიერ აღმავლობაში. მატერიალური ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს, სულიერი კი საიქიოსაც გაჰყვება", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სამი უდიდესი საუნჯეა - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღმერთი არის თითოეული ადამიანის შემოქმედი, მფარველი და ყველაფრის საფუძველი.
"მეორე უდიდესი საუნჯეა სამშობლო. ადამიანმა, სადაც არ უნდა წავიდეს იგი, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, არ უნდა გაწყვიტოს კავშირი სამშობლოსთან, უნდა ახსოვდეს, სად არიან მისი წინაპრები. სამშობლო მუდამ გულით უნდა ვატაროთ, რადგან, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", - ბრძანა უწმინდემა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მესამე საუნჯეა ადამიანი - ღვთის უნიკალური ქმნილება, რომელიც დედამიწაზე ერთხელ მოდის. "უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან

ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვენის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს საუნჯე ახსოვთ. პატრიარქმა მოსახლეობას ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მორწმუნეთათვის ახალ წელს თევზით ხსნილია.
დღევანდელ წირვას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო, რომელიც პატრიარქთან საკურთხეველშიც იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68498-patriarqma-ghmerthis-samshoblosa-da-adamianis-mnishvnelobaze-iqadaga.html#ixzz2Ge50DZXn
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68498-patriarqma-ghmerthis-samshoblosa-da-adamianis-mnishvnelobaze-iqadaga.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 3 2013, 02:40 PM

ილია მეორე - ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ თანამდებობაზე ფიქრობს
13:08 03-02-2013
ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ სკამსა და თანამდებობაზე ფიქრობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, უფალი ყველაფერს ხედავს და ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ. "უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ისეთი საქმე, რომელიც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ერისთვის. ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და თანამდებობაზე და საკუთარ კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს და ანაცვალებს მას ერის კეთილდღეობას. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დაკვირვებული. არსებობს ფართო და ვიწრო გზა, ვისაც უნდა იაროს ფართო გზით, ის ვერ მივა სასუფეველში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა უფალს შესთხოვა, მიანიჭოს ერს "განცდა ცოდვათა თვისთა და გული გონიერი", რათა შეძლოს გარჩევა, სად არის კეთილი და სად ბოროტი.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბედნიერია, თუმცა ამ ბედნიერებას ვერ ხედავს. "ხშირად ადამიანს გააჩნია მძიმე ჯვარი და ღვთის წყალობით ადვილად ატარებს თავის ჯვარს. მეცნიერები ამბობენ, რომ სამი რამ აფუჭებს და რყვნის ადამიანს: დიდება, ანუ დიდი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თამარ მეფეს სამივე ჰქონდა და ის გახდა წმინდანი. ეს წუთისოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი ფულით, თანამდებობით და სხვა საშუალებებით, მაგრამ ადამიანი უნდა ხედავდეს, სად არის კეთილი და სად ბოროტი, სად არის საფრთხე", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც მორწმუნეა, მოსიყვარულეა, ცხოვრობს მომავლისა და ღვთის იმედით და ადამიანებს ენდობა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/228359-ilia-meore-khshiria-rodesac-adamians-eri-avitsydeba-da-mkholod-sakuthar-thanamdebobaze-fiqrobs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 8 2013, 09:32 PM

რომ შეიძლებოდეს, დღესაც დავიწყებდი სწავლას უნივერსიტეტში - ილია მეორე


მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რა ნაკლი მაქვს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე. უწმინდესმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი, ღვთის განგებით მას დაედგა გვირგვინი და ჩაიბარა დარღვეული ქვეყანა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი იყო ის პიროვნება, რომელმაც მოიწვია რუის-ურბნისის კრება და მოხდა ერისა და ეკლესიის სულიერი განწმენდა.

პატრიარქმა ისაუბრა წმინდა მეფის სულიერებაზე, წიგნიერებაზე და ბრძანა, რომ მან
დააარსა გელათის აკადემია და ყოველი უმაღლესი სასწავლებელი მისი მსგავსი უნდა ყოფილიყო.

უწმინდესმა ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში პირველი უნივერსიტეტი წმინდა დავით მეფის ხსენების დღეს დაარსდა. მან დღევანდელი დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და იქ მომუშავე ყველა ადამიანს.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/26973-rom-sheidzlebodes-dghesac-davitsyebdi-stsavlas-universitetshi-ilia-meore.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 10 2013, 09:38 PM

უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესის თქმით, ამის მიუხედავად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა – სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.

უწმინდესი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ხშირად ადამიანი სხვებში ეძებს მტერს, როდესაც სინამდვილეში მტერი საკუთარ თავშია.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და დალოცა გვარები: მიქიაშვილები, ჯაჯანიძეები, ამისულაშვილები, სამუშიები, ბარამიები, მეიშვილები, გოჩაშვილები, ნონიაშვილები და მრელაშვილები.

დღესვე უწმინდესმა საქართველოს კინგ-ბოქსის ფედერაციაც დალოცა და მის პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/27067-usiamovneba-romelic-am-dgheebshi-prezidentis-gamosvlis-tsin-mokhda-metad-samtsukharoa-ilia-meore.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 08:51 PM

ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გადარჩება
საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი სადღესასწაული წირვის შემდგომ ქადაგებაში ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ბევრს შურს საქართველოსი, მაგრამ სამშობლო და მისი სიყვარული არის ღვთის ჯილდო და ყველაზე დიდი სათნოება.

უწმინდესმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომლის დროსაც ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამ დღეს ძველი აღთქმა თავის მისიას ასრულებს და ახალი იწყება.
"ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა იესო. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა. შრომის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ სულიერ ცხოვრებაშიც საჭიროა შრომა", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა ღვთის წყალობა და სულიწმინდის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის

მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია.

"ეს არის ჩვენი გამოცდა. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ასევე დალოცა ავღანელთა კავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური. პატრიარქმა ასევე გაიხსენა, რომ წლების წინ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ძალიან რთული პროცესი იყო.

"როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი ვიყავი და რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილი იყო ცენტრალური კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საერთო კრებაზე დადგა საკითხი, ვინ უჭერდა ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის ჯარის გამოყვანას, ამას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტი და მაშინ მიტროპოლიტ კირილეს ამის გამო ბევრი განსაცდელი შეხვდა", - ბრძანა უწმინდესმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/71698-ilia-meore-saqarthvelo-aucileblad-gadarcheba.html#ixzz2KzL0dzM8

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2013, 02:01 PM

ილია მეორე - ადამიანი წავიდა კოსმოსში, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში
13:06 17-02-2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, საკუთარი თავის შეცნობაა.
პატრიარქის თქმით, ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში.
"ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ - "შეიცან თავი შენი". როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს, თუმცა, ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში ხაზი გაუსვა სიმართლის სიყვარულის მნიშვნელობას. "ბიბლიაში ვკითხულობთ "შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება". ამის თქმა იოლია, თუმცა, შესრულება ძალიან მძიმეა. ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით", - აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დალოცა და ისურვა, რომ საქართველოს არც ჯარის და არც პოლიციის გამოყენება არ დასჭირდეს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/229978-ilia-meore-adamiani-tsavida-kosmosshi-gadadga-didi-nabijebi-mecnierebasa-da-teqnikashi-thumca-thithqmis-veraferi-gaaketha-sakuthari-thavis-shecnobashi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 3 2013, 09:35 PM

ილია მეორე - კრიტიკული მდგომარეობაა, ძალიან გვაკლია ჩვენ შობადობა
21:28 03-03-2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვილთა მორიგი, საყოველთაო ნათლობის შემდეგ ნათლულები დალოცა და ქადაგებით მიმართა .
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს ჩატარდა სხდომა, რომელიც დემოგრაფიულ საკითხს, შობადობას მიეძღვნა. "თქვენ იცით, კრიტიკული მდგომარეობაა, ძალიან გვაკლია ჩვენ შობადობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ წესებს, რომლითაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ. ისეთ ოჯახებს, სადაც სიყვარულით და პატივისცემით იცხოვრებენ მამები, დედები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და აღარ ექნება ახალგაზრდობას იმის ფიქრი, რით შევინახოთ ჩვენი შვილებიო",- ბრძანა პატრიარქმა.
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 13 912 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 25-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 17 დეკემბერს, ბარბარობას გაიმართა, როდესაც პატრიარქის ნათლული 920 ჩვილი გახდა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/231555-ilia-meore-kritikuli-mdgomareobaa-dzalian-gvaklia-chven-shobadoba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 11 2013, 02:35 AM

სამებაში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება
13:34 10-03-2013
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მიიღო წმინდა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება. ყოველ კვირა დღეს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის და ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.
ყოველ ორშაბათს კი აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. პატრიარქის თქმით, ეცდება ამ პარაკლისზე აუცილებლად თავად იყოს ხოლმე.
სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ.
ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ.
ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19.00 საათზე დაიწყება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/232273-samebashi-khvalidan-yoveldghe-specialuri-paraklisebi-chatardeba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 14 2013, 09:37 PM

პატრიარქმა უცხოეთში მყოფი ქართველები ღვთისმშობელს შეავედრა
21:21 14-03-2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მყოფი ქართველები ღვთისმშობელს შეავედრა.
ამ წუთებში სამების ტაძარში ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
"დღეს ჩვენ შევავედრებთ საქართველოს, ქართველ ხალხს, ეკლესიას, ყველა შეჭირვებულს ღვთისმშობელ დედას, მისი საფარველის ქვეშ დაიფაროს, დაიცვას და გადაარჩინოს საქართველო", - აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია.
"საქართველო და ქართველი ხალხი ევედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ცოდვილნი და უღირსნი ვართ, მაგრამ მისნი ვართ. გადაარჩინოს საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მფარველობით არაერთი სასწაული უნახავს საქართველოს, განსაკუთრებით ლოცვისაგან. "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო", - ეს ლოცვა უწმინდესმა მრევლთან ერთად სამჯერ გაიმეორა.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინოს ლოცვა ჩვენი და გადაარჩინოს საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/232843-patriarqma-uckhoethshi-myofi-qarthvelebi-ghvthismshobels-sheavedra.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 17 2013, 09:17 PM

პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა და ღმერთს საქართველო შეავედრა
20:35 17-03-2013
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შენდობის წესი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს შენდობა სთხოვა, ხოლო ღმერთს სრულიად საქართველო შეავედრა .
"დღეს, როდესაც ღვთისაგან შენდობას ველით მე, ცოდვილი და უღირსი, სრულიად საქართველოს პატრიარქი გთხოვთ შენდობას ჩემი შეცოდებისთვის. შევთხოვ უფალს, გადმოხედოს საქართველოს მოწყალე თვალით. აღგვადგინოს, რათა გავაგრძელოთ გზა უფლისაკენ. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები. ღმერთმა შეგინდოთ სრულიად საქართველოს, ყოველთა მკვიდრთა საქართველოისა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ყოველი შეცოდება დაშვებული სიტყვით, საქმით, გონებით, ნებსით, უნებლიედ", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა აღსარების ტექსტი წაიკითხა და უფალს სრულიად საქართველოსთვის შეცოდებათა მიტევება შესთხოვა. უწმინდესმა ცოდვის სიმძიმის შესახებაც ისაუბრა და ბრძანა, რომ უფალი დიდია, მისი საქმეები კი მიუწვდომელი.
"განსაკუთრებული საოცრებაა ის, როდესაც ღვთის მადლს ადამიანი ჯოჯოხეთიდან სასუფეველში აჰყავს. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდდეს. ჩვენ ნებით, თუ უნებლიედ გვებადება კითხვა – ცოდვისთვის ხომ არ ვართ დაბადებული?!. ეს ხომ არ არის ჩვენი წილხვედრი?! არა! ჩვენი მიზანია ნეტარება და სასუფეველი ღვთისა! კიბე ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა. დღეს გვეუფლება მნიშვნელოვანი აზრი, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს მარტო დღეს კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ყოველ ჟამს, ყოველ წუთს. ამის გარეშე ადამიანი იღუპება", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ძალიან ძნელია ადამიანმა ცოდვის არსი ახსნას. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ცოდვა არის დანაშაული და მისი ჩამდენი ადამიანი კნინდება და ეცემა. "თუმცა, ასევე ცოდვა არის ხორცმეტი და როგორც ცოცხალ სხეულზე ჩნდება კიბო და ჭამს ჯანსაღ ხორცს, ისე ცოდვა ჭამს ადამიანის სულს. უფალი გვეუბნება – არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილისწამო. ჩვენ ვაკეთებთ საწინააღმდეგოს. ვმრუშობთ, ცილსა ვწამებთ, ვიპარავთ და ამით ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებთ", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი სცოდავს, ღვთის საწინააღმდეგოდ იქცევა.
პატრიარქის თქმით, ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ღვთის შვილია და სწორედ მას უნდა სთხოვოს შეწევნა. "ხშირია, როდესაც ადამიანი მიდის თავისი მძიმე ჯვრით დედამიწაზე. ხან ჩერდება, ხან მიდის, მაგრამ არის, როდესაც ადამიანი ეცემა ტალახში. ჯვარიც მასთანაა და იგი ვეღარ დგება. ამ დროს ადამიანის სულს ეუფლება ლოცვა: დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო, არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან – ასეთ მდგომარეობაშია კაცობრიობა. დაცემული, უძლური, უსასოო და იმედდაკარგული. ვთხოვთ უფალს, აღარ გვაქვს ადგომის ძალა, მოვიდეს ჩვენთან, აღგვადგინოს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მძიმე გზა. არც ერთი ადამიანი არც ყოფილა და არც იქნება სრულიად უცოდველი. ყველას გააჩნია სიტყვით, საქმით ან გონებით ჩადენილი ცოდვა", - ბრძანა უწმინდესმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/233125-patriarqma-mrevls-shendoba-sthkhova-da-ghmerths-saqarthvelo-sheavedra.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2013, 04:03 PM

შენდობა რომ ითხოვა პატრიარქმა და ატირდა, ცრემლები მეც გადმომცვივდა... sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2013, 03:09 PM

ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა
ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან.
"ისინი სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველებათ მომავალში, ღმერთმა იცის. როცა ადამიანი წყვეტს წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ.

"უცხოეთში ხშირად მინახავს ქართველები.

მაგალითად თურქეთში ერთხელ ვკითხე ერთ ახალგაზრდას – "თქვენ ქართველი ხართ?", მიპასუხა "არა, თურქი ვარ". ჩემი მამა, დედა, წინაპრები ქართველები იყვნენ, მაგრამ მე აღზრდილი ვარ ადგილობრივ სასწავლებელში და შესაბამისად თურქი ვარო. ეს გარდაუვალია ყველასთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა გაიხსენა საქართველოდან საფრანგეთში "მენშევიკების" დროს წასული პირველი ემიგრაცია და აღნიშნა, რომ მათი შთამომავლობიდან ქართული ენა თითქმის აღარავინ იცის. "მათი შვილები დაქორწინებული არიან ადგილობრივებზე და მშობლიური ენა აღარ იციან. ამიტომ ღრმად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქართული ენა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ქუჩებში, მაღაზიებსა თუ სხვა დაწესებულებებზე ხშირად გვხვდება წარწერები არა ქართულ, არამედ უცხო ენაზე. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიბრძნე, რომ ვიცოდეთ ქართული ენის ძალა და მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალში", - ბრძანა უწმინდესმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/75776-ilia-ii-roca-adamiani-uckhoethshi-sackhovreblad-tsasvlas-tsyvets-unda-akhsovdes-rom-misi-shthamomavloba-moispoba.html#ixzz2QR1NUcIg

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 28 2013, 11:17 PM

ბზობა

28 აპრილს ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

“ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს. ბზობა, ეს არის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, ზის ვირსა ზედა, მთელი ხალხი ხვდება და ადიდებს სიტყვებით – “ოსანა ძესა დავითისა” და “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”.

“სახარებაში წერია, როდესაც ერი ადიდებდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მაცხოვარი ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა და უგალობდა უფალს – ოსანას, ძესა დავითისასა, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს: “ჯვარს აცვით იგი”. ასეთი ცვალებადია ადამიანი”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ინდუსი მოციქულის, სუნდარ-სინგის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას აქვს ქადაგება ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ ხალხის ქება და დიდება არაფერს ნიშნავს, რადგან სინამდვილეში ეს უფლის დიდებაა.


“უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ ადიდებენ უფალს, რომელიც ჩვენშია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ხოლო ბზა არის სიმბოლო ძლიერებისა, განახლებისა და ის უნდა შევინახოთ მთელი წლის განმავლობაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ფიზიკური და სულიერი ძალა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ჩვენ ყოველდღე შევთხოვთ უფალს მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. ჩვენი ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარი – ვერტიკალი – სწრაფვა ღვთისაკენ და ჰორიზონტალი – სწრაფვა ხალხისაკენ. ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ ჯვარს ქმნის. ჯვარი გეწეროთ. ყოვლადწმიდა სამებამ დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დალოცა საქართველოს “უშუ”-ს ეროვნული ფედერაცია და ჯგუფი, რომელიც მიემგზავრება იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად. მან ასევე დალოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულებასა და საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას, რომლებიც დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ და ავღანეთში მიემგზავრებიან.
http://www.ambioni.ge/sadresaswaulo-qadageba-28-04-2013

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2013, 12:44 AM

ილია მეორე - ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არა - ბოროტების სამყოფელი
ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არა - ბოროტების სამყოფელი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

სამების ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურღია დასრულდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს დღესასწაული განსხავებულია, ამ დღეს უფალმა თავისი მოციქულები შეკრიბა და აზიარა, გატეხა პური და თქვა, რომ ეს არის ხორცი მისი და ასევე თქვა "სვით ამისგან, ეს არის სისხლი ჩემი".

პატრიარქის თქმით, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ ასეთი უდიდესი საიდუმლოს შესრულების მიუხედავად იუდას გულში შევიდა ეშმაკი, უფლის მტერი და გამცემი გახდა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ როდესაც მოციქულებს მიეცათ ძალა დავრდომილთა განკურნებისა და სხვა სასწაულების მოხდენის, ისეთივე ძალა ჰქონდა იუდასაც მინიჭებული. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არ უნდა გახდეს ბოროტების სამყოფელი.

მან ასევე გაიხსენა 1957 წელი, როდესაც სიონში დიაკვნად აკურთხეს. მაშინ იგი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. პატრიარქმა გაიხსენა, მელქისედეკ მ

ესამემ როგორ დაბანა მოძღვრებს ფეხი და აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარია. უწმინდესის თქმით, მადლითა და უფლის წყალობით იმდენად იყო აღვსილი, რომ ტაძრიდან წასვლა აღარ უნდოდა, ყველანი წავიდნენ ტაძრიდან, უწმინდესი კი განაგრძობდა ლოცვებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა ნინოს ჯვრის კანდელიდან მის თავსაბურავს ზეთი მთლიანად გადმოეღვარა.

"ეს იყო ნიშანი, რომ სულიწმინდა უხვად გადმოვიდა ჩემსა და საქართველოზე", – განაცხადა პატრიარქმა და უფალს შესთხოვა, მოგვცეს ჩვენ თავმდაბლობა, რადგან უფალი თავმდაბალთ აღამაღლებს, ხოლო ამპარტავანთ - შემუსრავს.

სამებაში ასევე შესრულდა ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც, უწმინდესმა 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა. დღესვე სამების ტაძარში 19.00 საათზე უფლის ვნების 12 სახარების კითხვა დაიწყება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/77050-ilia-meore-adamianis-guli-sulitsmindis-tadzari-unda-iyos-da-ara-borotebis-samyofeli.html#ixzz2SAbwInyC

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 7 2013, 12:41 AM

ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მოილოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდგომი ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით ულოცავს იმ ადამიანებს, ვინც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ. "წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც იგი "მოჰფენს ყოველთა". მან წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი იყო იმპერატორ დიოკლიტიანეს მხედართმთავარი, რომელმაც გაბედა ხმამაღლა ეთქვა, რომ ქრისტიანია. "იმპერატორი დიოკლიტიანე ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ იყო წარმართი და ეგონა წარმართობის განმტკიცებით ქვეყანას იცავდა. სინამდვილეში კი - პირიქით. მისი მხედართმთავარი გიორგი კი იყო ქრისტიანი, რომელმაც ხმამაღლა თქვა ეს. მე ვნახე იარაღი, რომლითაც აწამებდნენ წმინდა გიორგის, ეს არის რკინის უღელი, რომელიც ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ასევე, აკრავდნენ ფიცარზე და დანებით უსერავდნენ სხეულს", - აღნიშნა უწმიდესმა.

თუმცა, პატრიარქის თქმით, ბოლო წამებისას, როდესაც წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებიდა, მას ჩაესმა უფლის ხმა - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ

ბოროტი ძალა ვერაფერს იზამს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი დედა, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი. მშვიდობა და სიუხვე იყოს თქვენს ოჯახებში, გულსა და გონებაში", - ბრძანა უწმიდესმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა გადის საფლავებზე, ხვალ კი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ლიტურგია მახათას მთაზე ჩატარდება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/77214-ilia-ii-chven-gvicavs-ghvthismshobeli-tsminda-giorgi-da-asiathasobith-tsmindani.html#ixzz2SXzQ5JC2

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 26 2013, 07:11 PM

ილია მეორე – საქართველოს წინსვლა გარდაუვალია
დღეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ ეროვნულ დღესასწაულს – ჩვენს სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მართალია საქართველო ძნელად მიდის პროგრესისკენ, თუმცა, მისი წინსვლა გარდაუვალია.

"მთელს საქართველოს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველას გილოცავთ ამ დიდი ეროვნულ დღესასწაულს", – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველო ბედნიერია იმით, რომ კორფუს მიტროპოლიტმა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა, როგორც "ნიშანი ქვეყნის წინსვლისა და წმინდანის დიდი დახმარებისა".

"ღვთის განგებით და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა-კურთხევით ჩემი ინტრონიზაცია შედგა იმ დღესასწაულზე, როდესაც ჩვენ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს ვზეიმობთ – 25 დეკემბერი, 1977 წელი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ წმინდა სპირიდონი იქნებოდა საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი და წინამძღვარი", - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქართველი ერის სახელით მადლობა გადაუხადა კორფუს მიტროპოლიტ ნექტარიოსსა და კორფუს მერს და მართლმადიდებლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ისინი საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა ნინოს ოქროს ორდენით

დააჯილდოვა.
მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა საქართველოს პატრიარქს მრავალი წელი სიცოცხლე და საქართველოს ეკლესიის სადარაჯოზე მყარად დგომა უსურვა და უსახსოვრა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, ასევე, მისი წიგნები და ფოტოების კრებული წმინდანის ცხოვრების შესახებ.

საკვირაო ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა. დღესვე, "სახალხო კრების" ინიციატივით, სამების საპატრიარქო ტაძარში ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/78601-ilia-meore--saqarthvelos-tsinsvla-gardauvalia.html#ixzz2UPaeqkON

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 17 2013, 01:44 AM

ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია
10 უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთვაროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს. "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტირება.

"ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად

მიიწერს, რაც დაუშვებელია. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე მიულოცა. ასევე დეკანოზი დავით გოცირიძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. პატრიარქმა დღესვე ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. უწმინდესმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხვალ მიემგზავრება ზემო აჭარაში, სადაც 1 200 ადამიანი უნდა მოინათლოს.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/80047-ilia-meore-sazogadoebas-tsera-kithkhvis-kultura-aklia.html#ixzz2WPyQEbqG

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 24 2013, 01:06 AM

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა
გავაღოთ ჩვენი გულის კარები, რათა შემოვიდეს სულიწმინდა ჩვენში და გვაცხოვნოს ჩვენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა დღეს სამების ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც იქადაგა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს არის დიდი დღესასწაული, წმინდა სამების დღე, ტაძრის დღესასწაული. "უფალი ყოველგან არის და ყოველგან აღავსებს მადლითა თვისითა, ამიტომ გავაღოთ ჩვენი გულის კარები, გონება, რათა შემოვიდეს სული წმინდა

ჩვენში და გვაცხოვნოს ჩვენ", _ ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ღვთის მფარველობა უსურვა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. დღეს არის დიდი დღესასწაული, წმინდა სამების დღე, ტაძრის დღესასწაული, მამა, ძე და სულიწმინდა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - აღნიშნა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/80547-patriarqma-mrevls-sulthmofenoba-miuloca.html#ixzz2X4kfIOUf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2013, 03:21 PM

ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს
14:15 21-07-2013
ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს ვერავითარი მტრის ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, _ ამის შესახებ უწმინდესმა სამების საკათედროს ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველი ხალხი და საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მას ვერანაირი ძალა ვერ დაჩაგრავს.
"ვერავითარი მტრის ძალა ვერ დააკლებს მათ ვერაფერს, იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა დგას საქართველოს სადარაჯოზე და ღმერთმა ინებოს, რომ რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოების, სიყვარული და სიხარული სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი "ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო და საქართველოა".
"როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ვამბობთ წარსულში, აწმყოსა და მომავალში. წარსულში ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი საგმირო საქმეები გამოავლინა. სულ ბრძოლაში იყო საქართველო. ხშირი შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე იყო მრავალი შემთხვევა, როცა დამარცხებული ვიყავით, მაგრამ ქართველი ერი მაინც დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს წარსულს. თუნდაც დიდგორის ომი ავიღოთ. დიდგორის ომი საოცარი მაგალითია ქართველებისთვის, ის ჩახერგილი გზა, რომლის გამო უკან არ შეიძლებოდა დახევა, ეს იყო დიდი მაგალითი თვითონ პიროვნების, დავით აღმაშენებლისა. ჯარი თუ დაიღუპებოდა, თვითონაც უნდა დაღუპულიყო, ამიტომ ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს მეფეებს, ჩვენს პატრიარქებს", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დედა როცა თავის შვილს ლოცავდა და ომში ისტუმრებდა, ლოცავდა მას, რომ თუ დაეცემოდა, გმირულად დაცემულიყო და ომიდან არ უნდა გამოქცეულიყო.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, აწმყო ძალიან მოკლეა, ყოველი წუთი აწმყოსი გადადის წარსულში, ამიტომ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წარსულს.
"უპირველეს ყოვლისა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი, მატერიალური და კულტურული ფასეულობანი, ჩვენი წინაპრები, ღმერთი, რწმენა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აქ დღეს დგანან ჯარისკაცები და მინდა დავლოცო. ერთი ნაწილი შეიძლება წავიდეს უცხოეთში ავღანეთში და როგორც ადრე, ისე მშვიდობით დაბრუნდნენ ჩვენს სამშობლოში, - ბრძანა პატრიარქმა.
მან დღეს ტრადიციულად რამდენიმე გვარი და ჯარისკაცები დალოცა.


აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ოჯახის სიძლიერესა და სიმტკიცეზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შედეგ, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახებს, შვილებს და ოჯახები უნდა იყვნენ მრავალშვილიანი.
"ჩვენ უკვე 17 000-ზე მეტი ნათლული გვყავს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ, რომელთაც ემუქრებოდათ სიკვდილი და დღეს ისინი ჩვენი საამაყო შვილები არიან. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის სიმტკიცეს და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი სამების ტაძრის ეზოში. მე მინდა დავლოცო ბიძინა ივანიშვილი და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ერისთვის", _ ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე ილია მეორემ ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.
დღევანდელ საკვირაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა ინგლისიდან, საფრანგეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმაც მიიღეს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/247530-patriarqma-bidzina-ivanishvili-daloca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2013, 10:29 PM

15:17 / 04-08-2013
პატრიარქი ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

"ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცოხეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის", - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას.

უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა და ღვთის ქმნილების გვირგვინი.

"ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი".

"თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად

– ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღებდა თავის თავზე", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები დააჯილდოვა და ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83337-patriarqi-akhalgazrdebs-sapatriarqos-irgvliv-gaerthianebisken-moutsodebs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2013, 08:55 PM

14:27 / 25-08-2013
ილია მეორე - ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია
ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა დღეს მისი ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავთან დაკავშირებით იქადაგა და ღმერთს მადლობა გადაუხადა.

"დღეს, როცა შემისრულდა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წელი, მე შემიძლია ვთქვა, დიდება და მადლობა უფალს, დიდება უფალს, ღმერთს ყველაფრისთვის. აი, ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომები დამიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო, მე შემიძლია ვიამაყო, ვაღიარო ჩემი ცოდვებიც, ჩემი

უძლურებებიც, მაგრამ ნათქვამია, ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც მე შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც მან აღნიშნა, ეპისკოპოსობა არის მოწამეობა და ეს 50 წელიც მოწამეობრივი იყო.

"ამიტომ ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამეობრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა ჩვენ, დიდება და მადლობა უფალს", - ბრძანა ილია მეორემ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/84580-ilia-meore-bevri-mifiqria-bevri-gamikethebia-da-ufro-bevri-shecdoma-damishvia.html#ixzz2d06mECAF

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2013, 01:17 PM

"პატრიარქის ქადაგებებით გარემო წყნარდება."

/თემურ ჭკუასელი/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 17 2013, 12:59 AM

კათოლიკოს პატრიარქის
ილია II ს სადღესასწაულო ქადაგებას
სამების საკათედრო ტაძარი 15 სექტემბერი 2013 წელი

http://www.orthodoxtheology.ge/patriarqis_qadagebebi/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2013, 11:23 PM

პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია. ამის შესახებ უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ ძნელია იმის თქმა, თუ რით დაიმსახურა საქართველომ ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო.

"ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით", - აღნიშნა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ადამიანის უფლება-მოვალეობის, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებაც იქადაგა. უწმინდესის თქმით, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაკლია ესა თუ ის საჭმელი, ან ჩასაცმელი.

"აბა შეხედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი ცხოვრება ჰქონდათ და როგორი მადლიანი ხალხი იყვნენ. როგორ უვლიდნენ ოჯახებს. დღეს ადამიანი გახდა მომხმარებელი, მომთხოვნი და უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ან ოჯახისთვის. არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს

უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზეც. ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია.

"ამიტომ მე მინდა გირჩიოთ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, როცა დაინახავთ სხვა ადამიანების გაჭირვებას, დაეხმარეთ მათ", - განაცხადა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლი ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა და მათ უსურვა - ღმერთმა მისცეს გონება და გული გონიერი, ხედვა, რათა დაინახონ სხვა ადამიანების გაჭირვება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86425-patriarqi-adamianma-unda-ifiqros-imaze-ra-gaaketha-am-qveynisthvis.html#ixzz2fYZvA2Gs

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2013, 03:30 PM

გთავაზობთ
კათოლიკოს პატრიარქის
ილია II ს ქადაგებას
სამების საკათედრო ტაძარი 29 სექტემბერი 2013 წელი

http://www.orthodoxtheology.ge/patriarqis_qadagebebi/

პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში მალე იქნება პრეზიდენტის არჩევნები.

"ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვინც მიგაჩნიათ ღირსად და რომელსაც შეუძლია ამ ურთულეს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, მას მიეცით ხმა", - მიმართა უწმინდესმა მრევლს.

პატრიარქის თქმით, ბოროტება ბოროტებით ვერ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით. "თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, სიკეთით უნდა გადაუხადო და ის სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება. ეს ღვთის კანონია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე თხოვნით მიმართა მრევლს და საზოგადოებას, ნუ გამოიჩენენ სიხარბეს და დაკმაყოფილდნენ მცირედით. "თუ გაქვთ სახლ-კარი, საჭმელი, ნუ იქნებით ხარბნი და ღმერთი ყველაფერს მოგცემთ. ჩვენი გონება უნდა იყოს მიმართული ღვთისაკენ. ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა ვატაროთ და ვთხოვოთ უფალს, ძალა მოგვცეს ამისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იღლება და ეცემა. ამიტომ დაიწერა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესმა ძველი რომაელების გამონათქვამი გაიხსენა - "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად" და

აღნიშნა, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს, რა მხრივ იცვლება იგი.

"თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ კარგისკენ - ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბენიერება შექმნას სხვის უბედურებაზე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, უბედური ის კი არ არის ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც აკეთებს ბოროტებას", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ქართველი ჯარისკაცები და შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დალოცა და ისურვა "ღმერთმა ამსახუროს ისინი საქართველოს კეთილდღეობისთვის".


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86900-patriarqma-saprezidento-archevnebis-mnishvnelobaze-isaubra.html#ixzz2gHRD5pu2

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 13 2013, 05:34 PM

ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია
13:49 13-10-2013
ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს.
"უფროსი და უმცროსი თაობა ერთი მთლიანობა უნდა იყოს და ერი, რომელშიც ეს მთლიანობა დარღვეულია, სუსტია. ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დავით აღმაშენებლის ცხოვრება საოცრებაა, რადგან ეს არის მთლიანად მინდობა უფლისადმი.
"დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები და მზად იყო, საკუთარ ჯართან ერთად დაცემულიყო, თუმცა ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. შევთხოვ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გაწმინდოს ჩვენი გული, რათა იგი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. არსებობენ პიროვნებები, რომლებშიც ვითარდება კეთილი თვისებები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბოროტების გარეშე არ შეუძლიათ; მუდმივად ცდილობენ, დათესონ ღვარძლი, მაგრამ ღვარძლი დაიწვება და ხორბალი დარჩება", - ბრძანა პატრიარქმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/256107-ilia-meore-eri-romelshic-ufrosi-da-umcrosi-thaobis-mthlianoba-darghveulia-sustia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 09:44 PM

ილია მეორე - აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა ახალ ხელისუფლებას მისცეს სიბრძნე და გული კეთილი
დღეს ჩვენ ახალი ცხოვრების წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ერთ კვირაში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეუდგება საქმიანობას.

"ჩვენ უნდა აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და გული კეთილი. თუ მათ ექნებათ სარწმუნოება და სიყვარული, სასოება, იმედი, ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა თავმდაბლობის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი მაღალ წოდებას იღებს, მას თავმდაბლობა უნდა მიემატოს. "თუ თავმდაბლობა არ იქნა, მაღალი წოდება ღუპავს ადამიანს", - ბრძანა პატრიარქმა და სიკეთის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც მან ბრძანა, ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა და იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა.

"სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი არ არის ტაძარი სულისა წმინდისა. ზოგიერთი არის სამყოფელი ბოროტი სულისა, მაგრამ ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. წარსულში ჩვენმა ხალხმა დიდი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მორწმუნე და გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ხალხი ბრძოლაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან. სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს", -

აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, სარწმუნოება, სიყვარული და იმედი ადამიანს უდიდეს ძალას აძლევს.

ილია მეორემ კომუნისტური მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია იდევნებოდა, მასთან ხშირად მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

"წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ, გულში მორწმუნე ვარო. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მთავარია ადამიანის გული, ამიტომაც ბოროტს მუდამ შურს ჩვენი. ქართველი ადამიანი კეთილი გულით გამოირჩევა, მაგრამ ცუდის კეთებაც ვიცით, ცოდვები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ სიკეთე მუდამ პირველ რიგშია და მადლობა უფალს ამ მადლისთვის. ეს არის ჯილდო ღვთისა. ღმერთი სიყვარულია და ამ სიყვარულს, თავის თვისებას უფალი ჩვენ გვიწილადებს", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის – სისაურები, თვალავაძეები, ეკალაძეები, ფარჯიანები, თორდიები, ჯიბლაძეები, კაშიები, სუთიძეები, ღამბაშიძეები და ცუხიშვილები. ასევე დღეს დაილოცა ანსამბლი "შავნაბადა", რომელმაც საგალობლების დისკი გამოუშვა და საქართველოს მასშტაბით საჩუქრად არიგებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89987-ilia-meore-aghvavlinoth-locvebi-rom-ufalma-akhal-khelisuflebas-misces-sibrdzne-da-guli-kethili.html#ixzz2kGX8HYbL

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2013, 11:51 PM

გიორგობასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში იქადაგა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოსთვის გიორგობის მილოცვისას, ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ დღეს ულოცავს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ყოფილ პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილს და ედუარდ შევარდნაძეს.

ილია მეორემ მთავრობის წევრებსაც მიულოცა გიორგობა, საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მცხეთაში იმყოფებოდა და მის წინამორბედს ბიძინა ივანიშვილს.

"ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და მისის სიმდიდრე უპირველს ყოვლისა სულიერ სიმდიდრეშია. ჩვენი ენა, კულტურა, ლიტერატურა, ფილისოფია, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და წმინს გიორგი ლოცვით საქართველო შეინარჩუნებას ამას, იმიტომ, რომ საქართველოს მფარველია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი[...] საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალი რეგიონი. საქართველო აყვავდება, გაბრწყინდება.შემთხვევით არ არის იოანე ზოსიმე, რომ ამბობს ”სახარებასა შინა, ამას ენასა, ქართულ ენასა ლაზარე ჰქვია" ლაზარე გაცოცხლდა, აღდგა მკვდრეთით, ასევე აღდგება საქართველო და ჩვენი ენა, კულტურა და მეორედ მოსვლის დროს, როგორც ამბობს იოანე ზოსიმე მთელი მსოფლიო განკითხული იქნება ქართულითა ენითა"– განაცხადა ილია მეორემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ილია მეორემ მპრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, ეკლესიიდან მიელოცა დღესასწაული ქართველი ხალხისათვის. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამრჯვების სიმბოლოა. პრემიერმა ილია მეორისაგან საჩუქრად ჯვარიც მიიღო.

დღევანდელი დღის ფარგლებში რამდენიმე გვარი და ახალი ეპისკოპოსიც აკურთხეს, რომელიც მარნეულის ეპისკოპოსი იქნება.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25683/?fb_action_ids=605060289531681&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B257085261107754%5D&action_type_map=%5B%22og.likes%22%5D&action_ref_map=%5B%5D

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 22 2013, 10:13 PM

100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ იდეას, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ოდესმე ვინმე დაიცავდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში, მაგრამ ამავდროულად, დიდი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობებში.

უწმინდესის თქმით, საჭიროა განათლება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას ცოდნაში, ცხოვრებასა და ზრდილობაში.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/39399-100-tslis-tsin-vin-tsarmoidgenda-rom-erthsqesian-qortsinebas-vinme-daicavda-ilia-meore.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2014, 03:24 PM

ილია მეორე - მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია
14:10 12-01-2014
მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს იმ დროს, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქს სურს, ქართველმა ხალხმა იფიქროს მომავალსა და იმაზე, რა უნდა აკეთოს. "არსებობს ასეთი დევიზი - ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ბედნიერი ვიქნებით. მინდა, ახალგაზრდობამ ასე იცხოვროს. ასევე, მინდა ვანუგეშო ახალგაზრდები და ვუთხრა, რომ არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენთან იქმნება ჯგუფი, რომელიც ასწავლის ამ ბიზნესს, ამ შრომას. შეიძლება სულ უბრალო რაღაც იყოს და დიდი საშუალება მოიტანოს ადამიანისთვის ან მისი ოჯახისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ხვალ, 12:00 საათზე საპატრიარქოს ახზალგაზრდულ ცენტრში მიიწვია ის ადამიანები, რომლებსაც ამ თემაზე ლექციების მოსმენა სურთ. "თუ შევძელი ან სხვა არაფერმა შემიშალა ხელი, მეც დავესწრები. ვისაც გსურთ, მობრძანდით", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და საახალწლო პარაკლისიც შეასრულა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/266164-ilia-meore-mravali-adamiani-elodeba-samsakhurs-mashin-rodesac-samushao-adgili-bevria.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2014, 08:00 PM

დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმინდა და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, ასხუროთ ნაკურთხი წყალი სახლებში , ოჯახებში, ეზო-კარში, საქონელს, ქუჩებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ქადაგების დროს განაცხადა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ტაძრიდან გასულ მრევლს აქვს კურთხევა, ქუჩებში ასხუროს ნაკურთხი წყალი. "ამით მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა თქვენზე", - აღნიშნა უწმინდესმა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

პატრიარქმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა. ამის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.
წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/40336-askhureth-nakurthkhi-tsylith-sakhlebi-ezo-kari-quchebi-patriarqma-nathlisghebis-dghesastsaulze-tsyalkurthkhevis-rituali-sheasrula.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2014, 11:41 PM

პატრიარქმა თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ხშირია, როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს. პატრიარქის თქმით, საკუთარი ცოდვების განცდა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ.

"ხშირია, როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ეს ცოდვაა. ლოცვაში წერია - უფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა მადლობა უნდა შესწირონ უფალს ყველაფრისთვის, რაც მათ აქვთ. "ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, იმ სიხარულის, მწუხარების თუ განსაცდელისთვის, რასაც გვიგზავნის. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განსაცდელს გვაძლევს, რათა სულიერად გავძლიერდეთ", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს, პარასკევს საღამოს კი ასევე სამებაში ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/96472-patriarqma-thavmdablobis-mnishvnelobaze-iqadaga.html#ixzz2sr7i1Dlg

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 2 2014, 08:08 PM

ილია მეორე - ეცადეთ, შენდობილები შეხვდეთ დიდმარხვას
14:16 02-03-2014
ილია მეორე - ეცადეთ, შენდობილები შეხვდეთ დიდმარხვას ეცადეთ, რომ შენდობილები შეხვდეთ დიდმარხვას, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს 18:00 საათზე, საღამოს, შენდობის ლოცვები შესრულდება. "ეცადეთ, რომ შენდობილი შეხვდეთ დიდმარხვას. ეცადეთ, რომ შეუნდობლები არც ერთი არ შეხვდეთ აღდგომას", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დიდმარხვაზეც ისაუბრა, რომელიც ხვალ იწყება. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი. პატრიარქმა მიმართა ხალხს, არ შეეშინდეთ განსაცდელის, რადგან ღმერთი მოწყალეა და ის დაეხმარება. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი და არ შეგეშინდეთ განსაცდელის. ღმერთი მოწყალეა, ჩვენთან არის და დაგვეხმარება ამ განსაცდელის დროს. ღმერთმა გაგვითენოს აღდგომა სიხარულისა", - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას უძღვის განსაცდელი და განსაცდელს მოსდევს სიხარული. "სიხარული მოგანიჭოთ უფალმა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/272226-ilia-meore-ecadeth-shendobilebi-shekhvdeth-didmarkhvas.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 17 2014, 01:02 AM

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში.

მისი თქმით, მსოფლიო პატრიარქი და სხვები თვლიან, რომ ჩამოყალიბდა ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს, მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი ანალიტიკური აზროვნებით და შემდეგ უნდა ფიქრი ამ კრებაზე.

უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს.

ამასთან, ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ

მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/99179-qyvelaferi-unda-gakethdes-rom-patriarqebs-shoris-dapirispireba-ar-mokhdesq-ilia-meore-merve-msoflio-saeklesio-krebaze.html#ixzz2wA6XLKz3

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2014, 11:42 PM

ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ". "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით - სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს", - ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა მამა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენების დღეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სულიერი კიბე, ყოველი ადამიანის წინაშე დგას და ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ.
"ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული და ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს", - განაცხადა ილია მეორემ.
დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს ტაძრებში წმინდა მამის, იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება.

ღირსმა იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოებული ცხოვრობდა.
დიდმარხვის შემდგომ კვირას წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

პატრიარქმა დღეს განკითხვის ცოდვის შესახებაც ისაუბრა.
როცა პატრიარქს ეტყვი - შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ერთი კვირის წინ მე მოვედი აქ იმ დროს, როცა წირვა-ლოცვა არ იყო. ხალხი ბევრი იყო და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. მე ვკითხე მას, რატომ ხარ

მეთქი განკითხვაში და ის უკან წავიდა. მართალია, განსაკითხავი ბევრია ჩემში, მაგრამ ასე თქმა, პატრიარქს რომ ეტყვი შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ ხარ. ისიც უნდა უთხრა, რას ხედავ, იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.

ამასთან, მან ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა კალისტრატეს, ყოფილ პატრიარქს იუდა უწოდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, იმის მაგივრად, უწმინდესი აღელვებულიყო, მას უთხრა, რომ ის არ იყო იუდა და ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

"ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვაში. შეიძლება მართლა ცოდვილია ადამიანი, შენ ხედავ იმის ნაკლს, მაგრამ იმას ხომ ვერ ხედავ, როგორ ინანიებს, როგორ დასცინის თავის თავს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში", - ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა უფალს სთხოვა იმის ძალა, რომ "ჩვენ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი".


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/100266-ilia-meore-chven-vckhovrobth-iseth-dros-roca-sikethe-uaryofilia.html#ixzz2xTdDdXn4

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 7 2014, 02:13 AM

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კანონმდებლებს უკანონობის დაკანონებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს არცერთი მორწმუნე არ მიიღებს. ილია მეორის აზრით, საქართველოში ყველა თავისუფლად გრძნობდა თავს და არავის ჩაგვრა არ ხდებოდა.

"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.
http://www.tabula.ge/ge/story/82903-ilia-meore-kanonmdeblebs-ukanonobis-dakanonebashi-adanashaulebs

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 18 2014, 10:01 PM

ილია მეორე - უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ დღეს "ისტორიული დღე" უწოდა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა. მისივე თქმით, "უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი".

"ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თან

ამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.

პატრიარქმა ბრძანა ისიც, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი, ამით მეტია პასუხისმგებლობა და მეტი მოგვეკითხება. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ყოველ დღე წაიკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები.

პატრიარქმა ასევე მრევლს გადასცა მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/102811-ilia-meore-ufals-utciravs-saqarthvelos-kheli-rogorc-bavshvis-kheli.html#ixzz325jXixT6


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 25 2014, 04:06 PM

ილია მეორე - ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს
ვინც თესავს ღვარძლს, შურსა და მტრობას, ის დიდხანს ვერ იბოგინებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ამთლიანებს და აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული - ეშმაკი ჰყოფს, და ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას.

"ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი

შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შუღლს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა", - აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, რის შემდეგაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც გარდაცვლილების ახლობლები, ისე პოლიტიკოსები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, ოპოზიციის წარმომადგენლები - ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/103101-ilia-meore-vinc-thesavs-ghvardzls-shursa-da-mtrobas-didkhans-ver-iboginebs.html#ixzz32jD5Cwsp

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 22 2014, 09:36 PM

პატრიარქის ქადაგება
22.06.2014
სვეტიცხოველი
22 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახლად არჩეული მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა:
“ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, თუ რა არის სასწაული, სასწაული ის არის, როცა სინამდვილეში ხდება ესა თუ ის მოვლენა, მაგრამ ადამიანის გონება ვერ წვდება ამას. სვეტიცხოველი სინამდვილეში ეს არის ღვთის ქმნილება და ღვთის სასწაული. ის, რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ამდენი მღვდელმთავრები, ამდენი სამღვდელოება, ამდენი მონასტერი, ტაძრები, სამების ტაძარი, ეს ხელთუქმნელი ტაძარი, ეს ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვაფიქროს ამან. ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს ამ მოვლენამ ის, რომ არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. აი, ამიტომ, ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უფლის შესახვედრად, უფლის თაყვანისსაცემად”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ არქიმანდრიტ საბა ინწკირველსაც მიმართა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.
“თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად, სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ … და აი, უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი”, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა გაიხსენა ის, რომ როდესაც მას აკურთხებდნენ, სულ რაღაც 5-6 ეპისკოპოსი იყო მაშინ. ახლა კი საქართველოს 48 ეპისკოპოსი ჰყავს.
“თქვენ იგზავნებით ამერიკაში მეუფე საბა, იმისათვის, რომ მოამზადოთ, შეკრიბოთ ერთად სამღვდელოება და ერი და დააბრუნოთ სამშობლოში. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. მაგრამ იქ ყოფნისას თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ დაივიწყოს ხალხმა ქართული ენა, ქართული გალობა, სიმღერა, ქართული წერს-ადათი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა”, – მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლადარჩეულ ეპისკოპოსს.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი – “სამანთ მფარველი” აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. (“სამანი” ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს).
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო “ყაზბეგში”, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.
პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირიც დააჯილდოვა.
https://www.facebook.com/pages/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98/328824410577617?fref=nf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2014, 08:24 PM

ილია მეორე - არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს
13:59 27-07-2014
ილია მეორე - არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ უმთავრესი სულიერი დოვლათი და სულიერი სიწმინდეა. ილია მეორის განცხადებით, უცხო ქვეყნებში არის მეტი მატერიალური სიდიადე და სიუხვე, მაგრამ ის, რაც კვებავს ადამიანის სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც საქართველოშია.
"ძალიან მომენატრა სამშობლო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. სამი კვირა ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს. ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს – სამი კვირა არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა. მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია, მართლა გამოიყოფა თავისი სიწმინდით, სიდიადით. როცა ვუყურებთ და შედარებას ვაკეთებთ სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის, ვხედავთ, რომ შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ვხედავთ, რამდენად განსხვავდება საქართველო. იქ, ჩვენთან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა შეხვედრები. ერთ საღამოს 500-მდე ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა მათთან საუბარი. ისინიც გრძნობენ ამ განსხვავებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის – სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი. მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ მატერიალურ დოვლათზე მეტი არის სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდე და ამას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ", - მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ილია მეორემ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/291507-ilia-meore-ar-unda-shevechvioth-imas-rom-chveni-mthavari-sazrunavi-materialuri-dovlathi-iyos.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2014, 11:24 AM

ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის
ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის
02.08.2014
37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. დღეს უწმინდესის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესს დღევანდელი დღე მიულოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა. მოგვიანებით, მრევლს ქადგებით პატრიარქმა მიმართა.
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, სული წმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. უპირველეს უყოვლისა მე ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ თქვენ, რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ, ესეც თქვენ იცით. სიყვარული მარადიულია, სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ასე რომ, ეს თვისება, სულიერი სიყვარული არის ღვთისგან მოვლენილი და თვითონ ღმერთი არის სიყვარული", - აღნიშნა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, იგი მადლობელია ყველაფრისათვის.
"მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა. მართლაც ძნელია ეს ჯვარი, მაგრამ უფალი, რომელიც ჯვარს აძლევს, იგივე უფალი ეხმარება ადამიანს, ამიტომ როცა განსაცდელი მოგივათ, არ შეუშინდეთ განსაცდელს, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან იმ დროს, განსაცდელის დროს. წმინდა ილია წინასწარმატყველის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ლოცვით და წმინდა ილია პირველის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო", – ბრძანა უწმინდესმა.
მან მრევლს ნაკურთხი წყალი აპკურა. ამასთან, დღეს 19:30 საათზე მრევლს შესაძლებობა ექნება საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.
http://www.karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/epistoleni-qadagebebi/1355-vmadlob-ghmerthsa-da-chvens-khalkhs-siyvarulisathvis.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2014, 06:30 PM

პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა
15:20 10-08-2014
პატრიარქმა დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს რწმენის მნიშვნელობაზე იქადაგა. პატრიარქის თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს, საჭიროა რწმენა და საქმე.
"ყოველი ადამიანი ეს არის უნიკალური ქმნილება ღვთისა, ეს არის მოვლენა, უდიდესი სასწაული. ყოველი ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისაკენ. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამ სრულყოფას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა – ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათეს სახარებაში აღწერილია, რომ მოციქულები ზღვაში ნავით იმყოფებოდნენ. მათ დაინახეს, მაცხოვარი წყალზე ისე მოდიოდა, როგორც დედამიწაზე. ეს იყო უდიდესი სასწაული. ამას ხედავდა ყველა. პეტრე მოციქული ეუბნება უფალს: "უფალო, მიბრძანე, რომ მეც გამოვიარო წყალზე". მაცხოვარმა – "მოდიო", გაირა, დაკარგა რწმენა და შეშინდა. შიშის შედეგად დაიწყო ჩაძირვა. აი, როგორი ძალა აქვს რწმენას. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მაგრამ მოციქული იაკობი ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ საჭიროა სარწმუნოება და საქმე. როგორ მივაღწიოთ სრულყოფას? რა გზას დავადგეთ იმისათვის, რომ სრულყოფილნი ვიყოთ? – რომ დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, ლოცვა და მარხვა. საჭიროა განათლება და ცოდნა", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ბრძანა, რომ 14 აგვისტოს იწყება მარიამობის მარხვა და მრევლს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სულიერად გაუძლონ "იმ სიმძიმეებს, დაწოლას, არაწმინდა საქმეებს, რომელიც გარშემო ტრიალებს". მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.
დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერი პირი დააჯილდოვა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/293171-patriarqma-dghes-rtsmenis-mnishvnelobaze-iqadaga.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 18 2014, 12:09 PM

პატრიარქი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მტერმა საქართველოში შემოსვლა არ გაბედოს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ქადაგებისას უწმინდესმა ქართულ ჯარზე ისაუბრა და კმაყოფილება გამ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 24 2014, 09:11 PM

ატრიარქი - თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება
თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება, - ამის შესახებ სრულიად საქრათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ - სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ. პატრიარქის თქმით, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს. ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია.

"ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა წმინდა დედა მარიამ მეგვიპტელი და დასძინა, რომ ასეთი მრავალი სხვა წმინდანი არსებობს, რომლებიც ჩავარდნენ ცოდვაში, მაგრამ უფლის წყალობით ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღწევს.
"უფალმა იცის ჩვენ რაც გვჭირდება. ამიტომ დგება კითხვა, თუ კი იცის რატომ "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ?" საჭიროა ორივეს სურვილი, განცდა საკუთარ ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამიტომ ეს სწრაფვა უნდა იყოს ორმხრივი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ადამიანური და ღვთიური ენერგია უნდა შეერთდეს და გვაძლევს ჩვენ სასწაულებს", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავი განსაცდელი გამოუვლია. პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

ამასთან, პატრიარქმა გაიხსენა 3-4 დღის წინ საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უწმინდესის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა მტკვარში როგორ გადავარდა ერთი გოგო. პატრიარქის თქმით, ეს ბიჭი არც დაფიქრებულა, გაიხადა ტანსაცმელი და თავადაც გადახტა მის გადასარჩენად. გადაცურა მტკვარი, გულწასულს ხელი მოკიდა, ნაპირზე

გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ გმირობისათვის ახალგაზრდა დააჯილდოვეს. ამასთან, დასძინა, რომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ვისაც აქვს მტკიცე სურვილი გადარჩენისა შეძლებს გადარჩენას.

"ამიტომ, როდესაც განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ჩვენთან უფალია. გახსოვთ წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა და მას მოესმა ხმა უფლისა – "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ". ეს წყალობა მოგვცეს უფალმა და ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა მრევლს, ხშირად იკითხონ განსაცდელების დროს 90-ე და 50-ე ფსალმუნები.
"თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასუფეველში. მადლობა უფალს ამისათვის", - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია და სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 27 აგვისტოს, 18:00 საათზე ჩატარდება ლოცვა, 28 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყება წირვა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/109258-patriarqi-thu-adamians-gaachnia-rtsmena-survili-rom-ckhondes-is-ckhondeba.html#ixzz3BKYJDQz0

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 02:14 AM

ილია II: საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი
ილია II: საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი
28.08.2014
საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი, - ამის შესახებ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი. ღვთის განგებით მას წილად ერგო საქართველო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ქვეყანას.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მან თბილისში ჯალალ-ედ-დინის შემოსევა გაიხსენა, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარს გუმბათი მოხსნა, იქ ტახტი დაიდგა და 100 000 ქართველის წამებას იქიდან უყურებდა.

"იმათი რწმენა გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე გაიხსენა ის დღე, როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო და სიონში ყოფნისას დიდი მადლის მიღება იგრძნო.

"ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ისეთი მადლი ტრიალებდა, რომ ტაძრიდან წასვლა არ მინდოდა. ყველაფერთან ერთად კანდელის ზეთი გადმომესხა და ეს იყო კიდევ ერთი დიდი ნიშანი ღვთის მადლისა. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს. უფრო სწორედ ბოროტება ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სულ ამაოა ეს ბრძოლა. "კეთილმა სძლია ბოროტსა, არსება მისი გრძელია". დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა. სიონის მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას", – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/1530-ilia-ii-saqarthvelo-aramarto-gadarcheba-aramed-iqneba-sikethisa-da-tceshmaritebis-mqadagebeli.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2014, 11:48 PM

პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მედიას მოუწოდებს ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი.
როგორც პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ყოველდღიურად აჩვენებენ ინფორმაციას მკვლელობებისა და ომების შესახებ, რაც ხალხს სტრესში აგდებს.

"თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა, რომ ეს არის დიდი ჭრილობა და ტკივილი ყველა ადამიანისთვის.
უწმინდესი მიიჩნევს, რომ მკვლელობების შესახებ ინფორმაციის ტირაჟირება მაგალითის მიმცემია. "როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს

დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/112271-patriarqma-medias-moutsoda-naklebad-gaashuqos-kriminali.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2014, 12:42 AM

პატრიარქი: ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი
Oct 09, 2014

პატრიარქი: ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
“ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ააშენოს თავისი სულიერი ტაძარი გულში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. ეს ტაძარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე შენდება”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებიან.
პატრიარქმა ქადაგებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოხატა.
“მადლობა ყოვალდწმინდაო ღვთისმშობელო, შენი დიდი მფარველობისთვის, შენი დიდი წყალობისთვის. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, ღირსი გაგვხადე ჩვენ სასუფევლისა. გმადლობთ შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი აშენებს თავის სულიერ ტაძარს და მასთან ერთად მატერიალურ ტაძარს”, – ბრძანა უწმინდესმა.
http://kvira.ge/?p=98829

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2014, 03:03 PM

ილია მეორე - აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს
13:52 12-10-2014
ილია მეორე - აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
"ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ადამიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მუდმივად განვითარდეს მისი გონება, მისი გული, მისი სხეული. ცოდნა უნდა განავითაროს და ეს განვითარება, ეს მიღწევები სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვს, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, არის კიდევ ერთი საშუალება, ეს არის წიგნიერება, წიგნის კითხვა და მრევლს წიგნების კითხვისკენ მოუწოდა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/300456-ilia-meore-aghvirakhsniloba-romelic-kacobriobas-dghes-akhasiathebs-adamianis-gonebas-achlungebs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2014, 06:27 PM

ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას
ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ტაძრის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტების გზა.

"ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი

ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის.

უწმინდესმა დასძინა, რომ ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება. საქართველოს პატრიარქი მიესალმა ასევე ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და აღნიშნა - მოხარულია, რომ ისინი ტაძარში იმყოფებოდნენ. პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, "ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს".

პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.


"ინტერპრესნიუსი"
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/113548-ilia-meore-bednieria-adamiani-romelic-dainakhavs-tceshmaritebis-gzas.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2014, 06:27 PM

ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას
ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ტაძრის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტების გზა.

"ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი

ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის.

უწმინდესმა დასძინა, რომ ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება. საქართველოს პატრიარქი მიესალმა ასევე ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და აღნიშნა - მოხარულია, რომ ისინი ტაძარში იმყოფებოდნენ. პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, "ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს".

პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.


"ინტერპრესნიუსი"
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/113548-ilia-meore-bednieria-adamiani-romelic-dainakhavs-tceshmaritebis-gzas.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2014, 07:30 PM

ილია მეორე - წმინდა გიორგი არის უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას
წმინდა გიორგი არის როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, სადაც დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წმინდა გიორგი ქართველი ერის სიმბოლოა.

"დღეს ხსენებაა წმინდისა გიორგისა. წმინდა გიორგი ჩვენს წინაშე არის როგორც სიმბოლო ჩვენი ერისა, როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას. ჩვენს წინაშე ორი პიროვნებაა - იმპერატორი დიოკლიტიანე, რომელიც აწამებს და წმინდა გიორგი, რომელიც არის წამებული. ერთი არის დამარცხებული, მეორე - გამარჯვებული. გამარჯვებული წმინდა გიორგია, მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი იყო დიოკლიტიანე. ღმერთმა ყველას ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული სიყვარული", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დალოცა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი

იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/116891-ilia-meore-tsminda-giorgi-aris-udzleveli-dzala-romelic-icavs-saqarthvelos-da-chvens-eklesias.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 30 2014, 09:33 PM

30 ნოემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან განათლებასთან ერთად სულიერი სამყაროს გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

“ძველმა რომაელებმა თქვეს: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. როგორ იცვლება კაცობრიობა, როგორ იცვლება ბუნება, როგორ იცვლება ჩვენ გარშემო სამყარო…. ყველაფერი ძალიან რთული პროცესია და ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რით არის ეს პროცესი გამოწვეული. ყველაზე რთული პროცესი ადამიანში მიმდინარეობს.

პატრიარქი

ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით არის გამოწვეული ეს ყველაფერი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული, შინაგანი პროცესით. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ბოროტმოქმედება, ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულსა და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ – განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, რა არის კეთილი და ბოროტი, რა შედეგები აქვს სიკეთეს და რა – ბოროტებას. ამით შეგვიძლია დავძლიოთ ბოროტება და ძალადობა. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ ესმის შვილებს მშობლებისა და მშობლებს შვილებისა. სულ სხვადასხვა აზროვნებისანი არიან და ეს ყველაფერი გამოწვეულია დაბალი სულიერებით”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორის თქმით, სარწმუნოება აკეთილშობილებს ადამიანს. მან ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ მთავარი ამ ურთიერთობაში არა თანასწორობა, არამედ ურთიერთპატივისცემაა.

“ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდედ პატრიარქმა კოტე მახარაძის საფეხბურთო კლუბი “ალგეთი XXI” და საქართველოს დაზვერვის სამსახური დალოცა.

http://www.ambioni.ge/sakvirao-qadageba-30-11-2014

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2014, 03:45 AM

უწმინდესმა ქადაგებისას იმ ადამიანის მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ბანკებიდან აღებული სესხის გამო სახლების გაყიდვა ემუქრებათ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბანკების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართავს, რომ ზამთავრში ადამიანები სახლის გარეშე არ დატოვონ.
ამის შესახებ უწმინდესმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ტრადიციული ქადგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ქადაგებისას გაჭირვებულ ხალხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლ-კარი დაკარგეს.

„ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს ისინი სახლიდან გამოყავს და ამ შუა ზამთარში ხალხი გარეთ რჩება. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული", - აღნიშნა უწმინდესმა.

კათალიკოს-პატრიარქმა ბოლო პერიოდში ხალხში გახშირებულ აგრესიაზეც ისაუბრა და მთთვის მოთმინება და სიმშვიდე ითხოვა უფლისგან. უწმინდესმა ტაძრის, როგორც უფლის სახლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფევლთან. ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას“, - განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, ,,მადლი სულისა წმინდისა“.

,,მე მახსენდება როდესაც ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას, როდესაც ჩვენ ტაძრის ასაშენებლად ამოვიღეთ ღრმული, ბევრი ფიქრობდა, რით უნდა ამოვსებულიყო ეს ღრმული, შევძლებდით თუ არა ტაძრის მშენებლობას. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო და ჩვენ ვგრძნობდით, რომ იმ ადგილზე განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა. ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იქედან. ღმერთმა ამოავსო და აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად - ჩვენმა ხალხმა. საერთოდ რასაც აკეთებს ადამიანი, ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდის ძალა უხვად არის გადმოსული საქართველოზე. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი უფალმა აგვაშენებინა", - განაცხადა უწმინდესმა.
http://newposts.ge/?l=G&id=57752-%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%2C+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 11 2015, 02:44 PM

ილია მეორე - ყველა ადამიანის ლოცვა უნდა იყოს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი
14:07 11-01-2015
ილია მეორე - ყველა ადამიანის ლოცვა უნდა იყოს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი დავით წინასწარმეტყველმა მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, დღეს დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეა და "მთელ საქართველოს შეეწიოს დავით წინასწარმეტყველის ძალა, რომელიც მას უფალმა უბოძა". "დღეს ჩვენ შევთხვოთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი. შეგვეწიოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა და მთელ საქართველოს შეეწიოს მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დავით წინასწარმეტყველი არის საოცარი პიროვნება, რომლის წინასწარმეტყველებაც დედის მუცლად ყოფნიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო.
"იგი წერდა ფსალმუნებს და გალობდა. იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს - მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს. ყოველმა ჩვენგანმა სთხოვოს უფალს, გვაუწყე ანუ მიჩვენე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე და ჩვენი მიწიერი გზა უნდა მივიდეს სასუფეველში. იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე, რომ უფლის მეგობარი იყო. უფლის საყვარელი ადამიანი იყო", - ბრძანა პატრიარქმა.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას დავითისა და გოლიათის ბრძოლაც გაიხსენა. "დავით წინასწარმეტყველმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა გოლიათის დამარცხებით. გოლიათი იყო უძლიერესი ადამიანი, დავითი კი იყო ახალგაზრდა. მან შურდულით და ქვით დაამარცხა გოლიათი, ხოლო თავისი ხმლით თავი მოკვეთა. ეს იყო ღვთის დიდი წყალობა", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღესვე რამდენიმე მღვდელი დააჯილდოვა. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგების ბოლოს დათუაშვილების, ჯინჭარაულების და არონიების გვარიც დალოცა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/312498-ilia-meore-yvela-adamianis-locva-unda-iyos-mautsye-ufalo-gza-romelsac-vidode-ramethu-shendami-aghvighe-suli-chemi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2015, 07:05 PM

ილია მეორე - ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია
ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. მისი თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა.

"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. "ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.

მანვე დღევანდელ ქადაგებაზე მომავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარსული ცხოვრება საჭიროა, მაგრამ აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია. "ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი

წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ყველა საუკუნე და ყველა დრო არის განსაკუთრებული და განსხვავებული და დროსთან ერთად ადამიანიც იცვლება. "მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა – მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ინტერმედიამ და სხვ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის. ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე", - ბრძანა ილია მეორემ.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/123934-ilia-meore-adamiani-sulierad-dacemuli-da-gaubedurebulia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2015, 07:05 PM

ილია მეორე - ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია
ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. მისი თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა.

"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. "ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.

მანვე დღევანდელ ქადაგებაზე მომავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარსული ცხოვრება საჭიროა, მაგრამ აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია. "ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი

წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ყველა საუკუნე და ყველა დრო არის განსაკუთრებული და განსხვავებული და დროსთან ერთად ადამიანიც იცვლება. "მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა – მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ინტერმედიამ და სხვ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის. ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე", - ბრძანა ილია მეორემ.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/123934-ilia-meore-adamiani-sulierad-dacemuli-da-gaubedurebulia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 1 2015, 06:04 PM

პატრიარქმა თავის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა. უწმინდესმა მათ დაავალა, მოძებნონ ისეთი გაჭირვებული ადამიანები , რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე - კედრის ან ნაძვის ნერგი.
"ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით",

- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, პატრიარქის ნათლულებმა და მათი ოჯახის წევრებმა 7 მარადმწვანე ნერგი უნდა დარგან. "მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე", - ბრძანა პატრიარქმა.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/124675-patriarqma-thavis-nathlulebs-da-math-ojakhebs-ori-davaleba-misca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2015, 10:20 PM

ილია მეორე - ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას
08:38 17-08-2015
ილია მეორე - ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ჯარისკაცებს მიმართა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ჯარისკაცები იმ ღვაწლის გამგრძელებლები არიან, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
"როცა ვუყურებ ჩვენს ჯარისკაცებს, გული ივსება სიხარულით, დიდი ხანია, ასეთი კავშირი არ ყოფილა ეკლესიას და ჯარს შორის. ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. უპირველეს ყოვლისა, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს და ულმობელი არ უნდა გახდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი სამშობლოს დამცველია. ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ისტორიიდან მეფე დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლაც გაიხსენა, როდესაც მეფემ უკან დასახევი გზა ჩახერგა. ასევე, პატრიარქმა ბიბლიიდან დავით წინასწარმეტყველის ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა გოლიათი დაამარცხა.
ილია მეორემ ამ მაგალითით ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ ისინი არ უნდა შეშინდნენ, რადგანაც საკუთარი სამშობლოს დამცველები არიან.
"ჩემო სულიერო შვილებო, ჯარისკაცებო, ყოველდღე ეკლესია ლოცულობს თქვენთვის და შეავედრებს თქვენს თავს ღმერთს, თქვენ მხნეობა მოგცეთ. ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
ქადაგების დასასრულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/342353-ilia-meore-chven-aravis-mteri-ar-varth-chven-vicavth-chvens-qveyanas.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2015, 02:26 PM

ილია მეორე - საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება
ილია მეორე - საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება
19.04.2015
საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღეს კატეგორიულ აზროვნებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან საუბარი ისე, რომ ეს ჩხუბში არ გადაიზარდოს.
"გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძლიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას - სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაჰკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი", - მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/epistoleni-qadagebebi/3147-ilia-meore-sashishia-pirovneba-romelic-fiqrobs-rom-mkholod-masshia-tceshmariteba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2015, 05:27 PM

პატრიარქი - საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი რომ ყოფილიყო, მხოლოდ ეს ფაქტი იქნებოდა საკმარისი საქართველოს გაბრწყინებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ისურვა, რომ ღვთისმშობელმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია. ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა კალთა და იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, მოციქულებს წესად ჰქონდათ, რომ როდესაც სუფრასთან დასხდებოდნენ, ორ ადგილს ტოვებდნენ, ერთი მაცხოვრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - ღვთისმშობელისთვის. მოციქულები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი მათთან ერთად უხილავად იყვნენ.

პატრიარქმა შესთხოვა უფალს, მოიღოს მადლი და წყალობა ჩვენზე და უფლის კურთხევა და მფარველობა ყოფილიყოს საქართველოზე. ქადაგებისას პატრიარქმა ასევე გაიხსენა "ქართლის ცხოვრება" და აღნიშნა, რომ არაერთი შემთხვევაში ყოფილა აღწერილი "ქართლის
ცხოვრებაში", როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაარჩინა მტრებისგან საქართველო. უწმინდესის თქმით, ჩვენ ხშირად მივმართავთ ლოცვით მფარველობისთვის ღვთისმშობელს "მოწყალებისა კარგი განგვიღე".

უწმინდესმა მიმართა მრევლს, მასთან ერთად ეთქვათ ეს ლოცვა კიდევ ერთხელ. პატრიარქთან ერთად მრევლმა სამჯერ ამ ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს. პატრიარქმა საუბრისას დასძინა, რომ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში 19.30 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება ავადმყოფთა და უძლურთათვის, რომელსაც თავად პატრი არქი შეასრულებს.

ქადაგების ბოლოს, უწმინდესმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. კერძოდ, დეკანოზი იოანე ბარკალაია, გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ასევე მღვდელი საბა ჭიკაიძე ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა. დღევანდელ სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი , მთავრობის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/140029-patriarqi-saqarthvelo-bednieria-rom-yovladtsminda-ghvthismshobeli-misi-mfarvelia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2015, 12:57 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა.
ჯვრის კურთხევამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ტაძრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ქრისტიანებს მოუწოდა, ჯვარს ემთხვიონ და წყალობა ითხოვონ. ილია მეორემ ქადაგებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთისმშობელი არ ტოვებს.
«მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით», — ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა «მოწყალებისა კარი განგვიღე…» წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა, რის შემდეგაც ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება მიეცა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატებს ჩუქნიან. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა «მოწყალებისა კარი განგვიღე…» წაიკითხონ.
ჯვრის კურთხევას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:58 PM

"უწმინდესი ბრძანებს, იყოს შერიგების საუკუნე ღმერთთან"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)