ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,066 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 6 2017, 11:14 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,066 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- როგორ უნდა მოემზადოს ოჯახი ბავშვის დასახვედრად?
- შვილიერება ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, ამიტომ ოჯახმა უწინარეს ყოვლისა ის უნდა გააცნობიეროს, რაოდენ დიდი საჩუქარი ებოძათ ღვთისგან და საკადრისად მიეგებოს მას - სასურველია, ახალშობილის შინ მიყვანამდე სახლი მოძღვარს ვაკურთხებინოთ, ჩვენ კი ხშირად ვაპკუროთ ნაკურთხი წყალი ბავშვს და ყველა ნივთს, რომელსაც ის ეხება. დაბადებიდან მერვე დღეს ბავშვი ღვთის წინაშე წარსადგენად ეკლესიაში უნდა მივიყვანოთ. ამავე დროს მას ვარქმევთ სახელს და თუ სურვილი გვექნება, შეიძლება მოვნათლოთ კიდეც. საერთოდ, სასურველია, ახალშობილი მეორმოცე დღემდე მოინათლოს. ნათლობა ძალზე მნიშვნელოვანია - ამ დროს ჩვილს მიეტევება პირველქმნილი ცოდვა და იძენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მას ყოველგვარი უკეთურებისაგან დაიცავს და დაიფარავს. ამასთანავე, სწორედ ნათლობის, სულიერი შობის შემდეგ შეიძლება ბავშვის ზიარება, ეკლესიაში ტარება, ნაკურთხი წყლისა თუ სხვა საეკლესიო სიწმინდეების მიცემა და სხვა საეკლესიო წესების აღსრულება, რაც აუცილებელია მისი სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის. როდესაც ოჯახში ახალშობილია, ოჯახის წევრები უნდა ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ გაღიზიანებისა და კამათისგან, განსაკუთრებით - ბავშვის თანდასწრებით. ცხადია, ეს გადაბმული ქეიფისგან თავის შეკავებასაც გულისხმობს. "ნუ იფიქრებთ, თითქოს მათ (პატარებს) არაფერი ესმით, არაფერი იციან. მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი იციან. ისინი მთელი არსებით ისრუტავენ ყველაფერს", - შეგვაგონებს არქიმანდრიტი ამბროსი." /მამა გაბრიელ დარჯანია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2024 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი