თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მტერი და მაჭირვებელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:32 AM

"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:44 AM

"ქრისტეს მსგავსად მოიქცა წმინდა სტეფანე პირველმოწამე. როდესაც მას ქოლავდნენ, სულის ამოხდამდე ლოცულობდა თავის მაჭირვებელთათვის. პირველმოწამის ამგვარ წამებას ესწრებოდა ერთ-ერთი იუდეველი სავლე, ქრისტიანთა მდევნელი, თუმცა შემდგომში ღვთის მადლით მოინათლა და მოციქულიც კი შეიქნა - სახელად პავლე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: სტეფანე პირველმოწამის ლოცვის ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, რომ ქრისტიანულ ეკლესიას ჰყავს ისეთი სრულყოფილი მოძღვარი, როგორიც პავლე მოციქულია. წმინდა პავლე მოციქულმა ნამდვილად არ იცოდა, რას იქმოდა, როდესაც ქრისტიანებს დევნიდა. ეგონა, ქრისტიანები მისი სამშობლოსა და ჭეშმარიტების მტრები იყვნენ."

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:49 PM

- ხშირად ადამიანი მაჭირვებელი გვგონია, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ თურმე მასზე უკეთესი მოყვასი არავინ გვყოლია...

- ვიმეორებ, ადამიანი თავის მსგავსს იზიდავს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ვისაც ვებრძვით და ვინც გვებრძვის, შინაგანად ყველაზე ახლობელია ხოლმე. ვიდრე ჩვენი ნება ღვთის ნებას არ დაემთხვევა და მასთან სინერგიაში არ ვიქნებით, მანამ ადამიანის ნება ილუზიურად აღიქვამს ყოველივეს: მტერი მოყვარე ჰგონია, მოყვარე კი მტერი. შემდეგ აღმოჩნდება, მტერი რომ გვეგონა, მოყვარე ყოფილა, მოყვარე კი შესაძლოა მტერი გამოდგეს. მე ვიტყოდი: არც მტერი გვყავს და არც მოყვარე - ყველა ჩვენი მასწავლებელია.

ადამიანის სული იმდენად ღრმაა, რომ მთელი თანამედროვე ფილოსოფიაც კი ვერ ჩასწვდება. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებელი რელიგია შეიძლება იყოს ის ორიენტირი, რომლის შემწეობითაც ადამიანი შეძლებს, ნაწილობრივ, თავისი სულიერი განვითარების შესაბამისად, შეიცნოს მისდამი მიმართული მოყვასის განზრახვითი განგებულება. ყველაზე ღრმა ფენაში - მოყვასის გულში კი ვერასოდეს ჩავაღწევთ. მხოლოდ უფალს ძალუძს გაიგოს, გულში რა აქვს ადამიანს - გაყინულია ის თუ სიყვარულით გამთბარი, სიკეთე ბუდობს მასში თუ ბოროტება...

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:59 PM

"ვინმე დიდი ბერის სენაკის ახლოს ერთი ძმა ცხოვრობდა, რომელიც მის კელიაში შეიპარებოდა საქურდლად. ბერი ამას არ იმჩნევდა. უფრო მეტს შრომობდა, ამბობდა: შესაძლოა ძმას ძალიან სჭირდება და იმიტომ მიაქვსო. მაგრამ ეს "ძმა" ხშირად არსობის პურსაც კი ჰპარავდა მოხუცებულს. როცა ღირსი მამა კვდებოდა, გარს ბერები შემოეხვივნენ, მათ შორის იყო მისი მაჭირვებელიც. მომიახლოვდიო, უთხრა და ქურდს ხელებზე ეამბორა, მერე კი უთხრა: ძმაო, შენი ხელების მადლობელი ვარ, რადგან მათი შეწევნით ზეციურ სასუფეველში მივდივარო. წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა, შეინანა და გამოსწორდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:11 PM

"ჩვენი სულგრძელობა უსაზღვრო უნდა იყოს. სახარების "ოქროს კანონია", მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ."

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:06 PM

"როდესაც უსამართლოდ გეპყრობიან, ნუ იტყვი: "ღმერთმა მოგიზღოს!", რადგან მაშინ შენ ზრდილობიანად წყევლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 12:54 PM

"ვინმე სულიერი ძმისგან გაბრაზებული ბერი მივიდა წმინდა სისო დიდთან და უთხრა: ამა და ამ ძმამ გამაბრაზა და მინდა სამაგიერო გადავუხადოო. წმინდა სისომ თქვა: ვილოცოთო. წამოდგნენ. წმინდა მამამ აღაპყრო ხელები და თქვა: - ღმერთო, ღმერთო, აღარ გვჭირდები და არც შენი მზრუნველობა გვინდა, რადგან თვითონ ვაპირებთ შურისძიებასო. ეს რომ ბერს მოესმა, შეშინებული დაეცა წმინდა მამის ფერხთით და შეღაღადა: აღარ მინდა შურისძიება. შემინდე, მამაო!"

"ვინმე ბერმა თქვა: თუ ვინმე გაჭირვებს, გაწყენინებს, შენ აკურთხე. თუ მიგიღებს, შეგირიგდება, ორივესთვის კარგი, იქნება, თუ არადა შენი კურთხევა შენზედვე მოიწევა, იმას კი ღმერთი შეურაცხყოფსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 01:04 PM

"მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილისმყოფლად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანი სულისა, იმის შიშით, რომ უფალმა არ უთხრას ოდესმე ჩემს სულს: "ვკურნავდი ბაბილონს და არა განიკურნა".

/წმ. ზოსომე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:24 PM

"ერთმა მამამ თქვა: თუ ადამიანს ახსენდება ვინმე, რომელმაც გაამწარა, გალანძღა, ეჩხუბა და ზიანი მიაყენა, მაშინ ისიც ეხსომება, რომ ის კაცი ქრისტესგან გამოგზავნილი მისი მკურნალია და თავის კეთილისმყოფლად ჩათვლის, ხოლო შეურაცხყოფას - სულის სნეულების ნიშნად, რამეთუ სნეული რომ არ იყოს, არც დაიტანჯებოდა. უნდა გიხაროდეს ასეთი ძმის გამო, რადგან მის მიერ საკუთარი სნეულება შეიტყვე. უნდა ილოცო მასზე, და მისგან ყოველივე ისე მიიღო, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილი წამალი. თუ შენ მასზე დაიბოღმები, მაშინ ქრისტეს გასძალიანებიხარ და ეუბნები: მინდა წყლულები დამილპეს, არ მინდა შენი მკურნალობაო."

"აი, როგორ განმარტავდა წმინდა ამბროსი ოპტელი მაცხოვრის სიტყვებს - როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო: ჩვეულებრივი წესით, როცა სახეში არტყამენ, მარჯვენა ხელით ურტყამენ მარცხენა ლოყაში და არა მარჯვენაში. მაგრამ მარჯვენა ლოყაში დარტყმით უფალს უნდოდა ეჩვენებინა შეურაცხყოფა, დამცირება, წყენინება მართალი საქმისთვის, რომელშიც შენ დამნაშავე არ ხარ. მარცხენა ლოყის მიშვერა კი ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა უმიზეზოდ გლანძღავენ, გაიხსენე უფლის წინაშე ის ცოდვები, რომლითაც ის შეურაცხყავი, ამის შეგრძნების მერე დამდაბლდი და უსამართლო ლანძღვა საჭიროდ ჩათვალე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 11:30 AM

"მაჭირვებელს ალბათ ისე უნდა მოექცე, როგორც წმინდა კონსტანტინე (სქემაში კირილე, სლავთა განმანათლებელი):
სარკინოზთა მთავარს ამირა მუმნს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ მათ ეშმაკებს ეძახდა და სამარაში ყოველი ქრისტიანის სახლის კარებზე ეშმაკი გამოასახვინა. ქალაქში საქმეზე ჩასული წმინდა კონსტანტინე გაკვირვებული და შეწუხებული უცქერდა ქრისტიანთა შეჭირვებას.
სარკინოზებმა მისი აბუჩად აგდება გადაწყვიტეს და ჰკითხეს: ბრძენო კონსტანტინე, თუ ხვდები, ეს რას ნიშნავსო. მე ვხედავ ჯოჯოხეთის სულებს და ვფიქრობ, რომ იქ ქრისტიანები ცხოვრობენ, - თქვა წმინდანმა, - ეს დემონები დგანან ქრისტიანთა სახლების გარეთ და ვერც ერთ სახლში შესვლას ვერ ბედავენ. ხოლო სადაც ეს ეშმაკის გამოსახულება არ არის, იმ სახლში ისინი ადამიანებთან, როგორც მეგობრები და ნათესავები, ისე ცხოვრობენო. წმინდანის ნათქვამმა დაადუმა დიდებულები."





"ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული".

/წმ. ზოსიმე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:12 PM

"ღირსი მამა იოსებ მღვიმელი (ათონელი) ჰყვებოდა, რომ ადრე მათთან კალივაში დასახლება მოინდომა რამდენიმე "მყუდროების მოსურნე" ადამიანმა, მაგრამ სწორედ ისინი გახდნენ მრავალი უწესრიგობის მოთავენი. მდგომარეობა მძიმე და თითქმის გამოუვალი ხდებოდა. შეჭირვებული ამბა იოსები ლოცვად დადგა და ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. ამ დროს მან საღმრთო გამოცხადება იხილა. ზეციდან ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოვიდა, მის წინ დადგა და მშვიდად უთხრა: - ხედავ, რა დავითმინე თქვენთვის? თქვენ კი ასე მალე როგორ იღლებითო. მამა იოსები მაცხოვრის წინ დაემხო ცრემლმორეული: უფალო, შეგვეწიე ცოდვილებს და ნუ დაგვიტევებო. ჯვარცმული ზეცად ამაღლდა. შეჭირვებულ ბერს საღმრთო ნუგეშად კეთილსურნელება მოჰფინა. მალე მაჭირვებლებმა ვერ დაითმინეს მამა იოსების ცხოვრების პირობები და სათითაოდ გაიკრიფნენ."



"ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვინმემ გაწყენინა, ანდა რატომ გაწყენინა. მხოლოდ გახსოვდეს, შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებდა უფლის ნების გარეშე. ამიტომაც უკეთესია უფალს მადლობდე თავს მოწეული მწუხარებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ მისთვის უცხონი არა ხართ და ზეციური სასუფევლისკენ მიჰყავხართ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:10 AM

"უამრავი შეჭირვება დაითმინა წმინდა ლევ ოპტელმა. მაგალითი იყო დათმენისა. არ უყვარდა, როცა მასთან სხვებს განიკითხავდნენ, როცა ყველაფერში სხვები იყვნენ დამნაშავეები.
სქემმონაზონი ანტონი ჰყვებოდა: ვიღაცას წაეკამათები და გწამს, რომ უდანაშაულო ხარ, მიხვალ მოძღვართან და თავს იმართლებ. "აბა, რა თქმა უნდა, ის დამნაშავეა, შენ კი მართალი ხარ, - გეტყვის მამა ლევი, - ესე იგი მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს. მართალი ხარ და ჩემთან აღარაფერი გესაქმება. წადი მშვიდობით. შენ უკვე ცხონდი, მე თავი დამანებე, რადგან ჩემი საქმეა შრომა, და დრო ცოდვილთათვის უნდა გამოვიყენო. წადი, წადი შენი სიმართლით, ჩვენ, ცოდვილებს კი ხელს ნუ შეგვიშლიო".
თუ თავის მართლებას განაგრძობდი, მამა ლევი კვლავ გეტყოდა: "ესე იგი შენ უფრო მართალი ყოფილხარ. წადი, წადი, კარებს იქით ცოდვილები იცდიან. შენ კი მათ ხელს უშლიო". გამოხვალ მოძღვრის კელიიდან და ფეხებს ძლივს მიათრევ. დაბრუნდები, თავს იმართლებ და მოძღვარი უარესად გამხილებს. ასე იყო მანამდე, სანამ გულში სინანული არ გაგიჩნდებოდა. მიხვალ მოძღვართან და თავსაც ვერ სწევ. მაშინ ის მოუდრეკელი მსაჯულიდან ალერსიან, ნაზ დედად გადაიქცეოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:51 AM

"ამბა იოანეს როცა მტრისა თუ მაჭირვებელთა სიყვარულზე საუბრობდა, ერთი ამბის მოყოლა უყვარდა: ვინმე ფილოსოფოსი მოწაფემ გააბრაზა და მერე შენდობა სთხოვა. "მაშინ გაპატიებ, თუ სამი წელი დამნაშავეებთან ერთად ქვის სამტეხლოში იმუშავებო". შემდეგ კი მოსთხოვა - ახლა სამი წელი ფული აძლიე, თუ ვინმე შეგაჭირვებსო. როცა მოწაფემ ყველაფერი შეასრულა, მასწავლებელმა უთხრა: ახლა კი წადი ათენში სიბრძნის შესასწავლადო.

ქალაქის შესასვლელთან ერთი ბრძენი კაცი იჯდა და ყოველ შემსვლელს გამოსაცდელად ლანძღავდა. როცა ახალგაზრდასაც ასე მოექცა, მას ხმამაღლა გაეცინა. რას აკეთებ? - ჰკითხა ბრძენმა, - მე გლანძღავ, შენ კი ამაზე იცინიო. როგორ არ გავიცინო, - უპასუხა ახალგაზრდამ, - სამი წელი ფულს ვუხდიდი, ვინმეს რომ გაველანძღე, შენ კი უფასოდ მლანძღავო. ბრძენმა უთხრა: - შედი ქალაქში, შენ ამის ღირსი ხარო. ამ ამბავს მამა იოანე უმატებდა: - ეს ის ღვთის კარებია, რომლითაც ჩვენი მამები მრავალი მწუხარებისა და შეურაცხყოფის მერე მხიარულნი ღვთის ქალაქში შევიდნენო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 10:50 AM

მამა ბასილი ათონელი (XIXს.) ამბობდა: "ჩვენი დაცემული ბუნებისთვის თითქოს ბუნებრივია, რომ გული აღგვიშფოთდეს, როცა ვინმე ათასნაირ სისაძაგლეს გვიკეთებს ცხადად თუ დაფარულად. ხოლო თუ დავუშვებთ და მოყენებული ბოროტების გარჩევას დავიწყებთ, მაშინ გული გამძვინვარებული ვეფხვივით გვიხდება, რომელიც მზად არის თავდასასხმელად. ადამიანს ამ დროს თავის ფლობა და დამშვიდება უნდა, მაგრამ გულში თუ გაღვივდა შფოთის გულისთქმები, გონება უკვე უძლურია წინ აღუდგეს აღელვებულ გულს. ლოცვაზე კი ძნელია დადგომა, განსაკუთრებით, თუ შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობ. რამეთუ ამ დროს გულიც და გონებაც თითქოს თავდაყირაა. წინააღმდეგობისას უამრავი ფიქრი გიტრიალებს.
თუ კაცი, მიუხედავად მთელი იმ ქაოსისა, რომელიც ჩვენში ეშმაკმა აღძრა, გადაწყვეტს, რომ თავი აიძულოს, მაშინ ჩნდება ერთი მთავარი საწინააღმდგო აზრი, რომელიც ლოცვისაგან განაშორებს ახალბედებს: როგორ უნდა ილოცო? შეხედე, სულში როგორი შფოთი გაქვს! განა მიიღებს ღმერთი ასეთ ლოცვას? ამით უფრო არ განარისხო უფალი! ხედავს რა გულსა და გონებაში ატეხილ ამგვარ ქარიშხალს, მიხვდება მასში ეშმაკის ხრიკებს, მაშინ მოღვაწე ადამიანი ლოცვას შეუდგება, იღებს სკვნილს, მუხლს იდრეკს და ამბობს: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი!
ჰოი, როგორ ძნელია ლოცვა და მუხლთა დრეკა დასაწყისში სკვნილზე ჩამოლოცვისას. მაგრამ ღმერთი ახლოსაა. ამ სწორ თავის იძულებას ყველაზე მეტ მსხვერპლად შეიწირავს, მით უმეტეს, თუ ეს აღესრულება მისი უპირველესი მცნების, სიყვარულის გამო, ამასთან მტრის სიყვარულის გამო აღესრულება. ნელ-ნელა თითქოს სულში ინათებს, სიმშვიდე დაისადგურებს, მერე გულში სიხარული ჩნდება და კაცი მტრისადმი მხურვალე სიყვარულით აღივსება. ისეთი სიყვარულით, რომელიც მზადაა, მტრისთვის თავიც კი გასწიროს, თუ ეს საჭირო გახდა.
წმინდა სიყვარულის რა სისავსე ეფინება ამ დროს სულს! ძნელია ამის გამოთქმა, ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც გამოუცდია, გრძნობს გულში მაჭირვებლის მიმართ სრულყოფილ სიყვარულს და ხედავს ამ დროს თვითონ მტერშიც საოცარ ფერისცვალებას. აქედან ჩანს, რომ მხოლოდ სიყვარულია ახლობელი ჩვენთვის, მტრობა, სიძულვილი კი ბოროტი მტრის დათესილი ღვარძლი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 09:59 PM

"სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: ილოცეთ თქვენს მაჭირვებლებზე, ცილისმწამებლებზე - ისინი ჩვენი კეთილისმყოფელები არიან და ცხონებაში გვეხმარებიან. უფალი იესო ქრისტე თავის ჯვარმცმელებზეც კი ლოცულობდა! სასოს ნუ წარიკვეთ, თუ ცოდვილი ხარ, ცოდვილები, მაგრამ უფლისები ვართ! მღვდელმოწამე კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ შეინანა და ღვთის მეგობარი გახდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 11:29 PM

"ჩვენ თუ ვინმე გვძულს, ეს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა საზიანო, არამედ ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:45 PM

"ერთმა ბერმონაზონმა ამბა პიმენს ჰკითხა: "რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?" "იყავი იმის მეგობარი, ვინც გაწყენინებს", - უპასუხა ბერმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 03:48 PM

"ყველაფერში, რაც უნდა მოხდეს, საკუთარი თავი დაადანაშაულეთ. ილოცეთ მორჩილებით, ნუ იმართლებთ თავს! ხედავთ, მაგალითად, სხვა მხრიდან მეტოქეობასა და მტრობას? სიყვარულით ილოცეთ, რომ მეტოქეობასა და მტრობას სიყვარულით უპასუხოთ. ცილს გწამებენ? ილოცეთ".

/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:29 PM

"ადამიანთმოძულეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:46 AM

"ქრისტიანობა ქართველისთვის იმის გამოც აღმოჩნდა მისაღები, რომ ის მტრის დანდობას, სიყვარულს ქადაგებდა."

/ამირან არაბული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 05:54 PM

"დღეს მტერნი განიხერხებიან შურით, მოყვარენი კი ხარობენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:37 AM

"ვისაც სურს, რომ ღმერთმა სწრაფად ისმინოს მისი ლოცვა-ვედრება, ვიდრე დადგება ღვთის წინაშე და ზეცისაკენ აღაპყრობს ხელებს, თავის სულზე ლოცვამდეც კი, მოვალეა მთელი გულით ილოცოს თავისი მტრებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:20 PM

"მტრების სიყვარულით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს".

/არქიმანდრტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 11:10 AM

"მტრების სიყვარული არის აბსოლუტური მიმსგავსება ღმერთთან".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:49 PM

"მტერმა შეიძლება დაგჩაგროს, მაგრამ შეიძლება გაგაძლიეროს კიდევაც".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2017, 01:45 PM

"ქართულ გენში ყოველთვის იყო მტრის პატივისცემა და დანდობა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:47 PM

"თავი უნდა აიძულო, თუნდაც ნების საწინააღმდეგოდ, მტრებს რაიმე სიკეთე გაუკეთო, მთავარი კი ისაა, სამაგიერო არ გადაუხადო მათ და სიფრთხილე გამოიჩინო, არ აწყენინო უგულებელმყოფელი და დამამცირებელი გამომეტყველებით".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 09:54 AM

"მტერი არარაობაა, თუ ჩვენთან ღმერთი იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 11:01 AM

"კრიტიკოსს სიყვარულით უნდა მოექცე და არა - როგორც მტერს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:48 PM

"თუკი ღმერთი შენთანაა, ვინ დაგამარცხებს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2017, 12:20 PM

"ჩვენთან სამარცხვინო იყო, თუ კაცს მოკლავდი. ეს ნიშნავდა, რომ მტრის შეგეშინდა. მტერი უნდა დაგემარცხებინა, მაგრამ არ მოგეკლა. არ შეიძლებოდა ღრმა ჭრილობის დადება მოწინააღმდეგისთვის, ვინმე თუ ღრმა ნაჭდევს გააკეთებდა, ხევსურეთში იტყოდნენ: "შაშინდა ბეჩავი, ხელი გაექცაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2017, 09:00 PM

"არც ერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და გაიმარჯვებ ყველგან და ყოველთვის".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 09:52 PM

"სისასტიკე თუნდაც მტრის მიმართ გამოჩენილი, სიმამაცედ და სიმტკიცედ არასდროს ჩაითვლება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:53 PM

"იტირე, როცა მტრის მიმართ, სიყვარულის ნაცვლად, ბოროტებას განიზრახავ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:52 PM

"მე არ შემიძლია ვიყო გულგრილი, მაგრამ არ შემიძლია, აგრეთვე, როგორც ქრისტიანმა, ვინმე შევიძულო, რადგან შეძულება - ეს არის ქრისტიანული პასუხისმგებლობისგან გაქცევა".

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:39 PM

"როდესაც ადამიანს სძულს, მისი მზერა სხვას სიარულშიც კი უშლის ხელს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 08:26 PM

"თუ არ შეგიძლია შენი მტრების სიყვარული, ნუ გეძულება მაინც! - და უკვე აღარ ხარ ჭაობში, არამედ საფეხურზე აინაცვლებ. მოდით, ცოტა ავწონოთ ვაჭრულად; ეს ხალხი არ არის დამნაშავე, დამნაშავენი ჩვენ ვართ, მათი სიყვარული და დაფასება რომ ვერ შევძელით".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 02:49 PM

"ღირსი მამა სილუან ათონელი (+1938) ამბობდა: "თუ ვინმეს არ უყვარს მტერი, ესე იგი მასზე ჯერ არ განუსვენებია ღვთის მადლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:26 PM

"ვისაც მტერი არ უყვარს, იგი ღმერთს არ იცნობს"

/წმიდა ბერი სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:30 PM

"ჩვენ სულგრძელნი უნდა ვიყოთ და მაჭირვებელთათვისაც უნდა ვილოცოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:16 PM

"მტერსაც უნდა შევურიგდეთ, თუკი იგი მშვიდობას გვთხოვს, რადგან ვინც სხვას ვერ შეუნდობს, მას არ აცდება ღვთის სასჯელი".

/ღირსი ისიდორე პელუსიოტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 05:13 PM

"მომდურავ და მძულვარე გულში უფალი ვერ დაივანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:39 PM

"ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინების წილ, მწუხარებას - მწუხარების წილ და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდეთ ჩაიწერება თქვენი სახელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:50 PM

"გარეულ მტერს შენდობა არა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 12:19 PM

"კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი!“ როგორ უნდა გავიგოთ ეს მოწოდება? როგორ შევიყვაროთ უფლის, სამშობლოს, მოყვასის მტერი?

პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭო და უპირობოდ გიყვარდეს. შესაძლოა, მამას უყვარდეს თავისი შვილი და თან სჯიდეს კიდეც დამსახურებისამებრ. ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მივუტევოთ და უკეთურება წავახალისოთ. ქრისტიანული სიყვარული მომთხოვნელობაცაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:49 PM

"კითხვა: ისე მოხდა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემს მტერზე შური ვიძიო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: როდესაც პირადი მტერი თქვენს ხელთაა, ეს მის ხსნად ჩათვალეთ და არა სასჯელად. ჩვენ მით უფრო უნდა დავინდოთ ისინი, როდესაც ჩვენზე არიან დაქვემდებარებულნი. შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებთ, რადგან ბოროტება სიკეთით იკურნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:54 PM

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში შურისძიება იმისთვის არის საზიანო, ვინც ამას განიზრახავს, რადგან ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოველთვის სამაგიერო გადაუხადოს მეორეს ბოროტი განზრახვით, რჩება მადლის გარეშე. უმადლოდ დარჩენილი კი ბოროტი ძალისგან ადვილი სამართავი ხდება"

/იღუმენი ნეოფიტე უროტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 05:51 PM

"უფალმა მოგვცეს სიყვარულის და მიმტევებლობის უნარი, რათა ჩვენში დავამარცხოთ ისეთი მავნე ვნებები, როგორიც არის სიძულვილი და შურისძიება"

/იღუმენი ნეოფიტე უროტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:20 AM

"ერთი ინგლისური გამოთქმაა: თუ შენ იძიებ შურს, უნდა გათხარო ორი სამარე: ერთი მტრისთვის და ერთი შენთვის. შურისმაძიებელი, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ავნებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:00 PM

"შეუძლებელია საკუთარი თავისა და მტრის ცოდნა უფლის გარეშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:44 PM

"ღმერთს ყველა უყვარს. ის სიყვარულით ყველასთვის ეწამა, ამიტომაც მის გამო ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერნიც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:01 PM

"მას, ვინც სული წმინდისაგან არის დატყვევებული, არ შესწევს უნარი ვინმე შეიძულოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:19 PM

"ჩვენ ვეცადოთ, რომ ცუდი არავის გავუკეთოთ. როდესაც ძმის შეპასუხებას ვითმენთ, მოწამეობად შეგვერაცხება. სიხარულით გავაკეთოთ ეს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:44 PM

"ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ორი ადამიანი მტრად შევიდეს და ძმებად გამოვიდეს"

/მამა პიმენი (ქარდავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2019, 05:16 PM

"ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია მტრისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი ომის დროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:23 PM

"მტერი და მოძულე არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ გარეთ, ის უფრო შიგნით, საკუთარ სულშია მოსაძებნი"

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 02:21 PM

"ადამიანი თავის მტრის მიმართაც უნდა იყოს შემწყნარებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:43 PM

"ქრისტიანული სიყვარული მტრებთან ურთიერთობით გამოიცდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 04:16 PM

"სრულყოფილება ის არის, გიყვარდეს მტერი შენი! ეს ჩვეულებრივი ადამიანობისაგან გვათავისუფლებს და ეს პროცესი მტრის შეყვარებისა, დინამიკურია და მთელი ცხოვრება გრძელდება, როგორც მონანიება"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:41 PM

"შუა ცეცხლის თავზე დაკიდებული იყო ჯაჭვსაკიდელი (სხვათა შორის, თიანეთში ეს წმინდა ადგილადაც კი ითვლებოდა... ასეთი ტრადიციაც არსებობდა: თუ მკვლელი შეძლებდა, მოკლულის ოჯახში შეაღწევდა და შუა ცეცხლის თავზე დაკიდებულ ჯაჭვ-საკიდელს ხელს წაავლებდა, თავისუფლდებოდა შურისძიებისგან)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:13 PM

"თუკი შენს შეურაცხმყოფელს შეუნდობ, ამისთვის არა მხოლოდ ყველა შენი ცოდვა მიგეტევება, არამედ ზეციერი მამის შვილობააც მიიღებ"

/ღირსი მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:29 PM

"თავი უნდა აიძულო, თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ, რაიმე სიკეთე გაუკეთო შენს მტრებს; მთავარია - შური არ იძიო და ფრთხილად იყო, რომ რაიმე სახით, სიძულვილის ან დამცირების გამოხატვით, არ გაანწყენო მტერი შენი"

/ღირსი ამბროსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 04:00 PM

"ყველა წყენა დაითმინე: ჯერ დადუმდი, შემდეგ საკუთარი თავი გაკიცხე, ბოლოს კი შენი შეურაცხმყოფელისათვის ილოცე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:22 PM

"მტერი შეიძლება ბევრია და დიდია, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია, თუ ღმერთი ჩვენთანაა და მით უფრო, ჩვენ თუ ვართ ღმერთთან, რისი უნდა გვეშინოდეს?"

/დეკ. ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:00 PM

"ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:37 PM

"რისი უნარია ყველაზე უკეთესი? - პატიების"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:42 PM

"არ დაგავიწყდეს შენს შეურაცხმყოფელთა დასაჩუქრება"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 03:54 PM

"ნურც ერთ ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს"

/წმ. ეპიფანე კვიპრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:13 PM

"სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:36 PM

"არავინაა უფრო მეტი მტერი ადამიანისა, ვიდრე - თავად ის"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:45 PM

"თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან"

/იგავნი სოლომონისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:41 PM

"ვინც მოსაშორებელია, ის დროზე უნდა მოიშორო, თორემ მთელი ცხოვრება დაიტანჯები!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

"გონიერი ადამიანი სხვაში კი არ დაიწყებს მტრის ხატის შექმნას, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდება, შეცდომებს დაინახავს, მერე ამის აღიარება არ გაუჭირდება და ახალ, სამოქმედო ეტაპზე გადადის, ის იწყებს ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლას.
შენ რომ საშინელებას ჩაიდენ, მერე ვიღაცას ამაზე რეაქცია ექნება, ნუ იტყვი, რომ ის შენი მტერია... არა, შენ ხარ საკუთარი თავის მტერი, სხვას რომ სალაპარაკო მიეცი...
რაც არ უნდა ილოცო, იმარხულო, ქრისტიანობაზე იქადაგო, თუ ცხოვრების წესიც იგივე არ გამოგდის, ყველაფერი ყალბია...
მით უფრო, თუ მართლა ღვთის მოშიში ხარ, პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს...
სხვაზე ხელების შეხოცვა, პილატე პონტოელობას ნიშნავს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:14 PM

"არასოდეს არ იჩქაროთ სამაგიეროს გადახდა, გაოცდებით ცხოვრება ამას ისე ლამაზად გააკეთებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 04:05 PM

"მტრის მიმართ დიდი გულმოწყალების გამოჩენით დაემსგავსები ყველაზე დიდ კაცთმოყვარე ღმერთს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:00 PM

"უფლისათვის ჩვენგან სათნოა ლოცვა მაჭირვებელთათვის. ამიტომაც უნდა ვილოცოთ მათთვის".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:06 PM

" - როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც შეურაცხგვყოფს და გვიყვირის?

- ჩვენ მათზე კარგი უნდა ვილაპარაკოთ და ვაქოთ ისინი".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:31 PM

" - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა სულიერ ცხოვრებაში?

- ეს არის საკუთარ გულზე შრომა, რათა მან შეძლოს მტრის მიტევება, რომ არ იძიოს შური და სიბოროტე სიკეთით გადაიხადოს".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 07:53 PM

"მტრების სიყვარული ცოდვების უდიდესი გამოსასყიდია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2020, 06:49 PM

" - შეიძლება მოვხვდეთ ცათა სასუფეველში, თუ მტრები არ გვყავს?

- მტრების გარეშე ცათა სასუფეველში არავინ შესულა. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მათ, ვინც უდანაშაულოდ შეურაცხგვყოფს და გვიყვარდეს, რადგან ისინი ჩვენი მწყალობლები არიან - ისინი ჩვენი ძაგებით გვეხმარებიან უფლისაგან გვირგვინის მოპოვებაში"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2020, 07:13 PM

"ღვთის გულს ისე არაფერი იგებს, როგორც მტრის სიყვარული"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 08:28 PM

"წმიდა სერაფიმე საროველი მაჭირვებლებზე მათი ჯანმრთელობისა და ცხონებისათვის სანთლის დანთებას გვირჩევდა. ისინი ეკლესიის მოსახსენებელშიც მოიხსენიეთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:06 PM

"ნუ შეიძულებ ადამიანებს, არავის ეყვარები."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 07:11 PM

"ის კი არ არის მშვიდი, ვინც არ ლანძღავს თავის მაჭირვებელს, არამედ ის, ვისაც გულში არა აქვს მის მიმართ წყენა"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 07:57 PM

"მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტემაც ცოდვილთა მხრიდან მრავალი ყვედრება დაითმინა ჩვენი სიყვარულისთვის".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 09:25 PM

"მტრებისთვის უნდა ვილოცოთ, ჩვენ კი ჩვენთვისაც არ შეგვიძლია!"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2020, 08:33 PM

"[დედა ანტონია (კავეშნიკოვა)] მტრებისთვის გულმოდგინედ ლოცულობდა და ახლობლებს უმეორებდა: - ვინც გაწყენინებთ, მათთვის დაჩოქილმა ილოცე, 40 დიდი მეტანია გააკეთე მტრებისთვის, თქვენი მაწყინარისა და მოძალადისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:28 PM

"გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, გიყვარდეს ის ადამიანებიც, ვინც შენი მაგინებელია.
ამის მერე შეიძლება თავს უწოდო ქრისტიანი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 05:47 PM

"გაითბე გული არა მარტო მათ მიმართ, ვისაც შენ უყვარხარ, არამედ შენი მტრების მიმართაც, ილოცე მათთვის, რათა უფალმა მოულბოს გული, დაეხმარე მათ და გწამდეს, რომ ყოვლისმიმტევებელი სიყვარული შენს მოძულეთა მიმართ განაიარაღებს მათ და აიძულებს, შეგიყვარონ".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 01:15 PM

"ქრისტიანობის უდიდესი სათნოება სწორედ მტრის სიყვარულში მდგომარეობს. დიდი ღვაწლია სულისა, როცა კაცი თავის მოყვასს მიუტევებს - ბოროტებას სიკეთით უხდის და ლოცულობს მისთვის ღვთის წინაშე! მაგრამ ამ ღვაწლისათვის დიდი ჯილდო მოელის კაცს არა მარტო ზეცაში, არამედ აქაც, ამ სოფელში!"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 07:41 PM

"მამწარებელ და მტრულად განწყობილ ადამიანებს ღმერთი გვიგზავნის გამოსასწორებლად და გამოსაცდელად, იმისათვის რომ ჩვენი ზნე ჩვილთა ზნის მსგავსი გახდეს. თქვი: "შევცოდე, მომიტევეთ ღვთის გულისათვის".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 09:55 PM

"ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული, თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს"

/იგავნი სოლომონისა, 24, 17, 18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:42 PM

"არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 01:40 PM

"არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:25 PM

"თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ,ისე, რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული,რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:42 PM

"მტრისაგან უნდა დაიცვა ღირსება, ოჯახი, სამშობლო; მოწინააღმდეგეც უნდა დაამარცხო, მაგრამ სიძულვილით არ უნდა იცხოვრო; სასიცოცხლო ენერგია შურის, ბოღმის მონელებას კი არა, თავდაცვას, მიტევებასა და სიკეთის ქმნას უნდა მოახმარო; ასეთ შემთხვევაში მიაღწევ მყარ წარმატებას; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებ, იცხოვრო პოზიტივით, სიმშვიდით და სიყვარულით".

/პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:24 PM

"ღმერთო ძლიერო და ყოვლისშემძლევ, მომეცი ძალა, მივუტევო მათ, ვინც გული მატკინა, რომ მიუტევებლობის განსაცდელს გადავურჩე, მრისხანებასა და ბოროტებაში არ დავრჩე, სიმშვიდითა და სიყვარულით ვიცხოვრო და ჩემი სასიცოცხლო ენერგია სიყვარულსა და სიკეთეს ქმნას მოვახმარო!"

/პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2021, 08:02 PM

"ვისაც მტრები არ ეყვარება, ისე ვერ შეძლებს შეიცნოს უფალი და სული წმიდის სიტკბოება. სული წმიდა გვასწავლის, ისე გვიყვარდეს მტრები, რომ სულს ღვიძლი შვილებივით ებრალებოდეს ისინი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 08:03 PM

"ვისაც მტრები არ უყვარს, მასში ღვთის მადლი არ არის. მოწყალეო უფალო, გვასწავლე სულითა წმიდითა შენითა, გვიყვარდეს მტრები და ცრემლით ვლოცულობდეთ მათთვის"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 01:38 PM

"როცა მაცხოვარი იერუსალიმში მიდიოდა და სამარიტელებმა არ მიიღეს იგი, იოანე ღვთისმეტყველი და იაკობი მზად იყვნენ ზეციდან ცეცხლი მოევლინათ და მოესრათ ისინი, მაგრამ უფალმა მოწყალეთ უთხრა: ძე კაცისა არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად (ლუკ.9:56). ჩვენც ერთადერთი სურვილი უნდა გვქონდეს - ყველა ცხონდეს. სულს ებრალება მტრები და ლოცულობს მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას გადაუხვია და ჯოჯოხეთში მიდის. ესაა სწორედ მტრების სიყვარული. როცა იუდამ მაცხოვრის გაცემა განიზრახა, უფალი მოწყალედ შეაგონებდა მას, ჩვენც მოწყალედ უნდა მოვეპყროთ მათ შეცდომილებს - მაშინ გვაცხონებს ღვთის მოწყალება".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:28 PM

"თუ ძმას წყენას მიუტევებ და მტრები გიყვარს, ცოდვათა შენდობას მიიღებ. უფალი მოგცემს სული წმიდის სიყვარულის შეცნობას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2021, 02:51 PM

"თუ მივეჩვევით, რომ გულმოდგინედ ვილოცოთ მტრებისთვის და გვიყვარდეს ისინი, ჩვენს სულს მუდამ მშვიდობა ექნება, ხოლო თუ ძმას შევიძულებთ ან განვიკითხავთ, გონება დაგვიბნელდება, დავკარგავთ მშვიდობას და ღვთის წინაშე კადნიერებას".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:02 PM

"უფალმა გვამცნო, რომ გვიყვარდეს მტრები, და ვისაც მტრები უყვარს, უფალს ემსგავსება. მაგრამ მტრების სიყვარული მხოლოდ სული წმიდის მადლითაა შესაძლებელი, ამიტომ, როგორც კი ვინმე შეურაცხგყოფს იმწამსვე ილოცე მისთვის ღვთის წინაშე - მაშინ შეინარჩუნებ სულის მშვიდობას და ღვთის მადლს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2021, 08:12 PM

"ვისაც მტრები უყვარს, ის ადვილად შეიცნობს უფალს სული წმიდის მიერ, ხოლო ვისაც მტრები არ უყვარს, იმათზე წერა არც კი მინდა. მაგრამ საბრალოა ასეთი კაცი, რადგან თავსაც იტანჯავს და სხვებსაც ტანჯავს, და ვერც უფალს შეიცნობს ოდესმე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 09:09 PM

"სული, რომელსაც სული წმიდა არ შეუცვნია, ვერ იგებს, როგორ შეიძლება გიყვარდეს მტრები და და ვერ იღებს ამას. მაგრამ უფალს ყველა ეცოდება, ამიტომ, ვისაც ღმერთთან ყოფნა სურს, მას თავისი მტრები უნდა უყვარდეს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 08:08 PM

"ასე ლოცულობდა პაისი დიდი თავისი მოწაფისათვის, რომელმაც ქრისტე უარყო და ებრაელზე დაქორწინდა - ევედრებოდა ღმერთს, რათა შეენდო მისთვის. და უფალს იმდენად სათნო-ეყო ეს ლოცვა, რომ თავად ინება თავისი მონის ნუგეშისცემა, ეჩვენა მას და უთხრა: "პაისი, შენ მე მომემსგავსე სიყვარულით". ასეთი სათნოა ღვთის წინაშე, როცა კაცი მტრებისთვის ლოცულობს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 10:07 PM

"ვერ ექნება სულს მშვიდობა, თუ მტრებისთვის არ ილოცებს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 03:50 PM

"თუ მტრებისთვის ილოცებ, შენთან მშვიდობა მოვა, ხოლო თუ მტრები გეყვარება, იცოდე, რომ შენში ღვთის დიდი მადლი იქნება - თუმცა არ ვიტყვი, სრული მადლი-მეთქი, მაგრამ ცხონებისთვის საკმარისი. ხოლო თუ აგინებ მტრებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი სულია შენში ჩასახლებული და გულში ბოროტ გულისსიტყვებს გინერგავს, რამეთუ, როგორც უფალმა თქვა, გულიდან გამოდიან კეთილი ან ბოროტი გულისსიტყვები".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2021, 08:41 PM

პატიება დიდი ადამიანების ხვედრია, პატარები შურისძიებას ეწირებიან!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:50 PM

"ვისაც თავისი შეურაცხმყოფელი სძულს, მას სიმშვიდე სძულს, და ვინც თავის შეურაცხმყოფელს გაურბის, ის ქრისტესმიერ განსვენებას გაურბის"

/ღირსი დოროთე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 06:56 PM

"არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 07:21 PM

"ვინც საკუთარ თავს არ ვნებს, მას ვერავინ ავნებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 09:58 PM

"თავი უნდა ვაიძულოთ, იმათაც თავაზიანად მოვეპყრათ, ვინც არ მოგვწონს"

/ღირსი ნიკონ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 05:10 PM

"ადამიანის სიძულვილშია მიზეზი იმისა, რომ არ ვიცნობთ ადამიანს"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 12:13 PM

"სიკეთე გამოვიჩინოთ მტრების მიმართ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2021, 07:00 PM

"ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ქვეყანამ ერთი მეგობარიც კი არ გაიმეტოს მისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2021, 07:19 PM

"ვისაც სურს, რომ უფალმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, მან ყოველი ლოცვის წინ, თვით საკუთარ სულზე ლოცვის წინაც, ჯერ საკუთარი მტრებისთვის უნდა ილოცოს; ამის გამო უფალი მას ყოველგვარ ლოცვას შეისმენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:08 PM

"ყოველთვის, როდესაც შენს შეურაცხმყოფელსა და მდევნელებს გაიხსენებ, ნუ დაიჩივლებ მათზე, უმჯობესია, ილოცო მათთვის, როგორც შენთვის მადლის მომნიჭებელთათვის!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:29 PM

"რატომ არ ბრაზდებით, როდესაც ბავშვი გემუქრებათ ან თქვენს გაბრაზებას ცდილობს? იმიტომ, რომ თქვენ მასზე უფროსი და ჭკვიანი ხართ: მისი მუქარა თქვენთვის იგივეა, რაც ბუზის ბზუილი. თქვენ რომ მართლაც ამაღლებული სული გქონდეთ, მოყვასისაგან მიყენებული შეურაცხყოფა და წყენა ამაზე მეტად არ შეგძრავდათ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:32 PM

"უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ, რას სჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ!"

/სქიმმონაზონი თეოფილე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 06:09 PM

"არცერთი ადამიანის მიმართ მტრობა არ გქონდეს; სხვაგვარად შენი ლოცვა ღვთისთვის უამური იქნება!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:55 PM

"ნუ მიიჩნევ მტრად სხვას, საკუთარი თავი გარდა… მას შენთვის ყველაზე მეტის დაშავება შეუძლია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 04:26 PM

"არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 08:33 PM

"უმჯობესია ერთ ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, ვიდრე მოვკლათ ათასი მტერი"

/იმპერატორი ანტონინუს პიუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:26 PM

"ნუ იტყვი: "შურს ვიძიებ მტერზე!" - ზეცაში მართლმსაჯული გვყავს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:07 PM

"რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არ გაწყენინა, არამედ - ეშმაკმა; ავადმყოფობა მოიძულე და არა - ავადმყოფი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:38 PM

"მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა!"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:34 PM

"მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ დანაშაულს არ ამცირებს. ასე რომ, მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და მაშინ რამდენ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს შენი მტერი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:26 PM

"კეთილი თვისება მტრისაც უნდა შეაქო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 06:33 PM

"ბრძენთ აკვირვებთ ხალხის მძლეველები, მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვებას მტრის ძლევაზე უძნელესად მიიჩნევენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 06:52 PM

"საკუთარ თავს ნურაფერს აპატიებ, სხვას კი ყველაფერი შეუნდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2021, 06:09 PM

"ნუ იწუწუნებ სხვებზე, არამედ - შეიბრალე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 07:18 PM

"თუ ვინმეს რაიმეს მიტევება უჭირს, უნდა გაიხსენოს, რომ ქრისტიანია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 05:11 PM

"თუ ადამიანურად ძნელია წყენის მიტევება, ქრისტიანულად კიდევ უფრო ძნელია მიუტევლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:23 PM

"შემწყნარებელნი ვიყოთ მტრების მიმართ, რათა იგივე მივიღოთ ღვთისაგან!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 04:34 PM

"უმოწყალოს მიმართ ღმერთიც უმოწყალო იქნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 04:54 PM

"საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის ცილისწამებითაც უნდა ისარგებლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 03:02 PM

"თუ გაიგებ, რომ ვინმემ შენზე ცუდი თქვა, შემდეგ კი მას სადმე შეხვდები ან შენთან მოვა, კეთილგანწყობითა და მხიარული სახით მიიღე იგი. და თუ გაგახსენდება რა ის, რაც გაიგონე, ნუ ჰკითხავ, რატომ თქვა მან ასე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:33 PM

"ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:32 PM

"განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოიქეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 08:28 PM

"გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, - ასეთია სიყვარულის ძალა!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:15 PM

"თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! - მაგრამ განა იესო ქრისტე არ არის იმის ღირსი, რომ მისადმი სიყვარულის გამო შეუნდოთ მოყვასს, რომელმაც გული გატკინათ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:06 PM

"თუ სხვას არ მიუტევებ, ამით მას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 07:46 PM

"არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:29 PM

"შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითონ გჭირდება მიტევება ღვთისაგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2021, 10:01 PM

"თუკი დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანიდან თუნდაც ერთი გვაღიზიანებს და გვძულს, ეს ნიშნავს, ჩვენ უფალი გვძულს".

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:21 PM

"მე ვთხოვე ღმერთს, დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: "არა, ის შენი მეგობარი უნდა გახდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2022, 05:22 PM

"მოძღვარი [იოსებ ვატოპედელი] წერდა: "მტრებისთვის ლოცვა არის იმ ადამიანთა გონიერი სრულყოფილების მწვერვალი, რომელთათვის "დაინთქა სიკუდილი ძლევითა სიცოცხლისა მიერ". მტრებისთვის მლოცველები მადლით ღმერთები ხდებიან და ამ მდგომარეობაში რჩებიან, აირეკლავენ რა თავიანთ ღმრთივმიმსგავსებულ ხასიათში ღმერთის თვისებებს, რის გამოც ლოცულობენ, რათა "თვითონვე ყოფილიყვნენ შეჩვენებულები და ქრისტესგან მოკვეთილები მათი ძმების, თუნდაც მჩაგვრელების, გამო".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 03:00 PM

"ღმერთო ჩემო, გევედრები: დაიფარე ჩემი ძმა, რათა რამე არ შეემთხვას იმის გამო, რომ ცუდად მომექცა. ადამიანია, აპატიე, გევედრები. ნუ დაუშვებ, რომ სამაგიერო მიეზღოს. მიუტევე, მე მივუტევებ. დაიფარე, რომ რამე ცუდი არ შეემთხვას"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 05:06 PM

"მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] ნაგემი ჰქონდა ამ სულიერი საქმიანობის ნაყოფები, რაც ძმებისა და მტრების მიმართ სიყვარულის პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენს. ამბობდა: "ყოვლადსახიერო, დაიფარე ჩემი ძმა, რომ რამე არ შეემთხვეს". რა დიდი სათნოებაა ეს? გამოცდილებით გეუბნებით, ამ განწყობის წყალობით ისეთი მადლის მოზღვავება ვიგრძენი, როგორიც არც ერთ სხვა სულიერ საქმიანობას არ მოუტანია. ამ დროს, როცა სხვებს ვძულდი, ვეზიზღებოდი, მადანაშაულებდნენ, ხოლო მე ვლოცულობდი მათთვის, იცით, როგორ შეიწირა ღმერთმა ასეთი ლოცვა! - რადგან ამგვარად საქმით ვაჩვენებთ ჩვენი მამისადმი მსგავსებას, ქრისტეს ვგულისხმობ, რომელსაც გულს ვტკენთ, ის კი გვაპატიებს, და აი, ჩვენც ვაპატიებთ მათ, რომლებსაც შეცდომა მოუვიდათ. ჩვენ თვითონ ხომ უშეცდომოები არ ვართ?"

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:33 PM

"მტრის სიყვარული საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იგი მეგობრად აქციო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:23 PM

"რკინას რომ ცეცხლში ჩააგდებ,
ის მაშინ გაფოლადდება!..
თუ მტრები არ ჰყავს მიწის შვილს,
როგორღა გაგულადდება?"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:39 PM

"გულში არასდროს ჩაიდო შურისძიება, ეს სუსტი ადამიანების თვისებაა… "

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:52 PM

"ყველაფერს გაუძლებ და გადაიტან, მაგრამ ახლობელი რომ გგონია და ყველაზე დაუნდობელი მტერია, ძნელი გადასატანია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:30 PM

"...მოყვარე ორგული
კი მტერზე უარესია"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 11:46 AM

"უკეთესია თვითონ განიცადო ტკივილი და დამცირება, ვიდრე მიაყენო იგი მდევნელსა და მაჭირვებელს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:48 PM

"ძნელია, როცა მოყვრულად
მტერი კაცს შეეპარება"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 07:32 PM

"როგორ იტყვი "უფალო, შემიწყალე!" როდესაც თვითონ შემწყნარებელი არა ხარ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 01:53 PM

"მაგინებელს სანაცვლოს გინებით ნუ გადაუხდი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:20 PM

"მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 05:15 PM

"კეთილშობილ ადამიანებს მტერში მომავალი მეგობარი უყვართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:35 PM

"თუ სამაგიეროს ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:34 PM

"ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:17 PM

"ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ისაა, რომ სამართლიანი შურისძიებისგანაც კი შეიკავოს თავი და უფალს მიანდოს შურისძიება: "ჩემი არის შურისძიებაი და მე მივაგო!".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 10:22 PM

"თუ მშვენიერია მტერზე გამარჯვება და მისი ძლევა, უფრო მეტად მშვენიერია გამარჯვება საკუთარ თავზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:45 PM

"მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა) ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2022, 07:46 PM

"გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:20 PM

"ჩვენი პირადი მტერი, უფლის დაშვებით, გვაფხიზლებს ჩვენი ცოდვების მიმართ და ამიტომ იგი უნდა გვიყვარდეს. თუ ჩვენს გულში შურს, ღვარძლს, ეჭვს, სიძულვილს არ შევუშვებთ, მტრის სიყვარულიც გაგვიიოლდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 04:36 PM

"გიყვარდეს შენი მტრებიც, და უფლის მეგობარი გახდები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:01 PM

"იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი თავისთავად მავნებელია, თუმცაღა ისინი ავადმყოფობისაგან კურნავენ, ასევე, ჩვენს მტრებსაც, - რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ თავისთავად, - მხსნელი ზემოქმედება აქვთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობების მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 08:10 PM

"არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 08:25 PM

"წყენის მიტევება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მიიღო. უკანასკნელი პირველის გარეშე არ არსებობს: "მიუტევეთ და მოგეტევნენ!", - ბრძანებს უფალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 07:31 PM

"ზოგს საოცარი ნიჭი აქვს, მოყვარე მტრად აქციოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:30 PM

"მაცდუნებელი უდიდესი მტერია ღვთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:44 PM

"ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან, - კაცთმოძულე ეშმაკთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:42 PM

"შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:35 PM

"ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ, - მოკრძალება და მოთმინება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 09:57 PM

"ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ იმ წყენის შესახებ, რომელსაც ადამიანები გვაყენებენ, მაშინ როდესაც მათდამი მორჩილებამ, შესაძლოა, ღმერთს მიაყენოს შეურაცხყოფა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 02:49 PM

"ნურცერთი ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს"

/წმ. ეპიფანე კვიპრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:25 PM

"დაფიქრდი რა სჯობია: იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? - უეჭველია, უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 08:17 PM

"ვინც თვითონ იძიებს შურს, მას ღმერთი მიაგებს სანაცვლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:29 PM

"როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას სჯის, ან შენს ცოდვებს მოგიტევებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 10:04 PM

"ვინც მოვალისაგან ვალის გადახდას მკაცრად მოითხოვს, დაფიქრდეს, რომ თვითონაც ღვთის მოვალეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:02 PM

"ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 10:18 PM

"დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ თქვენ!"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:36 PM

"ნუ დავივიწყებთ, ქრისტიანებო, შევიწყალოთ მანამდე, ვიდრე უფალს ჩვენს შეწყალებას ვთხოვთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 05:30 PM

"თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 07:04 PM

"რა საბრალო მდგომარეობაა - სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით! მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მოველოდეთ, თუ არა - ორმხრივ დაცემასა და უბედურებას? ბოლოს: მას რომც არ შესწევდეს შენთვის წინააღდგომის ძალა, განა ნაკლებად საშინელია ფარული განზრახვა, ვიდრე - აშკარა თავდასხმა?! ხოლო ამაფორიაქებელი საზრუნავი, ცბიერება, ზრახვები, საკუთარი თავისთვის მავნე ქმედებები, მტანჯველი ფიქრები - თვით საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი, და კიდევ უფრო მტანჯველი აზრი მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თვით წარმატებები, რომელსაც ახლავს სინდისის უდიდესი მხილებანი, ზოგჯერ კი - საყოველთაო ზიზღი? ჰოი, რამდენი ტანჯვაა მოძულე გულისათვის, - ეს არის შხამი მიწაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 10:59 PM

"წყენის წინააღმდეგ ყველაზე უკეთ მოქმედი საშუალება მისი გადატანაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 05:28 PM

"მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალება იმაში მდგომარეობს,რომ მას იგივე არ მივაგოთ და ხელისკვრის ნაცვლად მოკრძალებით დავამარცხოთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 09:16 PM

"განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა მივუგოთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 06:04 PM

"ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო გადადებენ შერიგებას, მით უფრო გაიზრდება მათი გაბოროტება ერთმანეთის მიმართ, წყენის მატებასთან ერთად იმატებს შურისგებაც, რასაც მოსდევს გაბოროტება, ამას კვლავ ახალი შურისგება მოჰყვება, და საბოლოოდ, ორივე მხარე დაუძლურდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 06:45 PM

"უხეშობაზე უხეშობით მიგება და მასთან ბრძოლა მხოლოდ აღიზიანებს უხეშ ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 09:12 PM

"ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო თუ შეუბერავ, უფრო გაჩაღდება, და მაშინ ხანძარსაც არაფერი აკლია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 11:47 AM

"წაართვით ცეცხლს საკვები და ის ჩაქრება. წაართვით მტრულ მხარეებს ყოველი ახალი საბაბი მტრობისათის და ძველ მტრობა ნელ-ნელა შესუსტდება, შეწყდება და დავიწყებას მიეცემა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:35 PM

"გიყარდეს, კეთილის ქმნით იძიო შური, ანუ - ბოროტებისათვის სიკეთით გადაუხადო, წყენის, ავი სიტყვისა და ცილისწამებისათვის - კეთილი სიტყვით, კეთილი სურვილებითა და მტერზე კეთილი სიტყვის თქმით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 09:23 PM

"შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინების, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, - როგორც ბოროტების საბრალო იარაღის მიმართ; და ბოლოს, მას სიყვარულიც კი გაუჩნდება თავისი მოსიყვარულე მტრისადმი. განა არ ყოფილა წუთები, როდესაც საული გრძნობდა თავის უსამართლობას მის მიერ დევნილი დავითისადმი, იაზრებდა მისი საქციელის კეთილშობილებას და ცრემლებით გამოხატავდა თავის პატივისცემას და რაღაც გრძნობას, რომელიც დავითის მიმართ სიყვარულს ჰგავდა?!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:07 PM

"უეჭველია, მძიმე და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ: იშვიათად, სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი, იშვიათად, რომ არ მოტყდეს ყველაზე შეუდრეკელი ნებაც კი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:20 PM

"მტრისთვის შენდობით შეგიძლია, იგი შენს მეგობრად აქციო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:32 AM

"როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას! - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად და დათრგუნულად აღარ იგრძნობ თავს"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:53 AM

"ჩვეულებრივი ადამიანები კმაყოფილდებიან იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ მტრებს; გონიერთ კი მათგან სარგებლის მიღება შეუძლიათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:26 PM

"მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს ასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მოყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით, თითქოს, ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფევლისაკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლიერნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი!"

/სქიმმონაზონი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:54 PM

"მტრისთვის მიმტევებელი და ავისათვის სიკეთის მქმნელი მიემსგავსება არომატს, რომლითაც აღვსილია მისი დამწველი ცეცხლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:40 PM

"თვით ღირსების გრძნობამ ქრისტეს მცნების - მტრის სიყვარულის - აღსასრულებლად უნდა აღგვძრას, რათა მათ წყენა მივუტევოთ და სიკეთე მივაგოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 09:17 PM

"მტრისთვის მიტევება სისუსტის კი არა, - უდიდესი სულის ნიშანია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2022, 12:31 PM

"წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:23 PM

"ნუ იტყვით, რომ დათმობა სისუსტის ნიშანია, რა უფრო მეტია - საკუთარ თავზე გამაჯვება, ღვთის წყალობის მიღება და კეთილშობილი ადამიანის სახელი, თუ ის, რომ ზოგიერთმა უგუნურმა ადამიანმა სისუსტისთვის დაგცინოს? - არა, ამ შემთხვევაში ძალგვიძს, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქრისტიანული განათლების ზეობა, შეგვიძლია ჩვენი სათნოების გამოცდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 03:48 PM

"უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს და მიყენებული ბოროტებისათვის სიკეთით მიაგებს. მისი სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზეცაშიც და მიწაზეც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:29 PM

"რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენ წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2022, 01:43 PM

"ჩვენ არ გვყავს მტრები, არ არსებობს მტერი, რომლის გამოც ღირს ძალების დახარჯვა და რომელიც შეიძლება გვძულდეს. ამგვარი მტერი სამყაროში არ არსებობს. თუ შენ გაეცნობი იმის ცხოვრებას, ვინც ბოროტება შეგამთხვია და შეეცდები პასუხი მოიძიო კითხვაზე, თუ როგორ და რატომ ჩაიდინა მან ეს, რამ აიძულა ამგვარად მოქცეულიყო, თავად რას განიცდიდა ამ დროს, როგორი ბავშვობა ჰქონდა, რამ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაშინ დაინახავ, რომ იგი არ არის შენი მტერი და მოწინააღმდეგე".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:24 PM

"როგორი გულმოდგინებითაც უნდა ილოცო და რაოდენ უხვადაც გასცე მოწყალება, ჯვარზე რომ გაცვან, - თუკი არ ინდომებ, მტერს მუტევო და არც მიუტევებ მას, მაშინ ვერც ლოცვა, ვერ მოწყალება და ვერც დიდი ღვაწლი ვერ შეგეწევა და ვერც გადაგარჩენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 07:20 PM

"თუკი მტრებისთვის არ ილოცებთ, მაშინ თქვენდამი მათი ბოროტებისა და სიძულვილის ალი უფრო მეტად გაჩაღდება, თითქოს მას ნავთს ასხამდეთ. დემონები, რომლებიც აღვივებენ თქვენდამი მტრობას, უფრო გააძლიერებენ ქმედებას, თუკი არ ილოცებთ. მხოლოდ მტრებზე თქვენი ლოცვით განაგდებს უფალი დემონებს და შეწყევტს მტრობას"

/ღირსი სერაფიმე ვირიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 09:54 PM

"არსებობს სულიერი მოწყალების კიდევ ერთი სახე - მიუტევო შეურაცხმყოფელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:29 PM

"ქრისტეს ბრძანებით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაპატიოთ პირად მტრებს, მაგრამ ღვთის მტრებთან ზავი არ შეგვიძლია! ღვთის მტრებთან ურთიერთობა ღმერთის მტრებად გვაქცევს"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი დაუშევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 12:43 PM

"მტერს სიყვარულით დაამარცხებთ"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2023, 03:50 PM

"ვისაც მტრები არ უყვარს, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია ღმერთი ისე, როგორც უნდა იცნობდეს"

/ბერი სილუანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:39 PM

"ყველაზე კარგი უნარი - არის მიტევება"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 08:32 PM

"ქრისტეს ბრძანებით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაპატიოთ პირად მტრებს, მაგრამ ღვთის მტრებთან ზავი არ შეგვიძლია! ღვთის მტრებთან ურთიერთობა ღმერთის მტრებად გვაქცევს. ეს არის ღმერთის ღალატი, მისი განხორციელების ყოველგვარი დამაჯერებელი საბაბით და აქ არავითარი ხრიკები და მზაკვრული თვითგამართლება არ გვიშველის!"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 07:28 PM

"თუ ძმას წყენას პატიობ და მტრები გიყვარს - ცოდვათა შენდობას მიიღებ და უფალი მოგანიჭებს სულიწმინდისმიერი სიყვარულის შეცნობას"

/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 07:58 PM

"მოყვასის სიყვარულში, ცხადია, მტრის სიყვარულსაც ვგულისხმობთ. თუ ვინმემ ჩემს წინააღმდეგ ბოროტება ჩაიდინა, შესცოდა, მე უნდა მივუტევო მას, მტრად არ უნდა მოვეკიდო, ბოროტების წილ ბოროტება არ უნდა მივაგო. აი, ეს არის მტრის მიმართ სიყვარულის გამოვლინება, - თუმცაღა მტრის სიყვარულის ყველაზე დაბალი საფეხური.

ვთქვათ, ჩემი მტერი განსაცდელში ჩავარდა, უბედურება დაატყდა თავს, და ამ დროს, მიუხედავად იმისა, შემეძლო რა სამაგიერო გადამეხადა მისთვის, ნაცვლად ამისა, ჩემს მიმართ ჩადენილი ბოროტება მივუტევე, მის მიმართ მოწყალება გამოვიჩინე. დავეხმარე, განსაცდელიდან გამოვიყვანე და გადავარჩინე.

ეს არის მტრის სიყვარულის უმაღლესი საფეხური.

მტრის მიმართ მიტევებას, კეთილმოწყალებას, დახმარებას, ბოროტების წილ სიკეთის კეთებას თან უნდა სდევდეს ლოცვა ჩვენი პირადი მტრებისათვის"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:52 PM

"მედიცინიდან, ფსიქოლოგიიდანაც ცნობილია, რომ ადამიანის გულში ჩარჩენილი წყენა და შურისგების სურვილი დიდ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მას"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:26 PM

"საერთოდ, ქრისტიანული მოძღვრების გასაღებს მტრის სიყვარული წარმოადგენს.

თუ ჩვენ ამ მცნებას არ ვასრულებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ არა ვართ ნამდვილი ქრისტიანები.

მტრის სიყვარული რომ შევძლოთ, ჯერ მოყვასის სიყვარული უნდა ვისწავლოთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.

მტრის სიყვარული რომ შევძლოთ, უნდა ვევედროთ უფალს, რომ ეს შეგვაძლებინოს. ვითხოვოთ და მოგვეცემა; აუციილებლად მოგვეცემა ძალა და მადლი ღვთისგან საიმისოდ, რომ მტრისაგან მოყენებული შეურაცხყოფანი, დამცირებანი, უსამართლობანი, სულიერი ტკივილები შეგვიმსუბუქოს, დაგვავიწყოს, სულიერი სიმშვიდე მოგვგვაროს, მტრისთვის ლოცვა და მიტევება, ბოროტის წიილ სიკეთით მიზღვა შეგვაძლებინოს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:52 PM

"ასევე, როდესაც შეურაცხყოფენ, რაიმე უსიამოვნებას გვამთხვევენ, ჩვენს მაწყენარს სიხარულით უნდა შევუნდოთ, რათა მიმტევებლობის სული შევითვისოთ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:20 PM

"ეცადე, არავინ არაფრის გამო განსაჯო, ხოლო მტრობის შესახებ გამოცდილებით თავად იცი. უფალი მტრობაში არავის ლოცვას არ შეისმენს - მთელი წმინდა სახარება ამაზე საუბრობს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:34 PM

"მთელი ძალით ეცადე, რომ არავინ არაფერში განიკითხო. რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს, მას სხვასაც ნუ გაუკეთებ და მტრობა ნუ გექნება. სხვაგვარად, ლოცვა გულს არ შეერწყმება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:42 PM

"უფალო, დალოცე ჩემი მტრები.

მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი.

ჩემი მტრები შენი მკლავებისაკენ მეტად მიბიძგებენ, ვიდრე მეგობრები. მეგობრები მიწას მიმაჯაჭვავდნენ, მტრები კი მწყვეტდნენ მიწიდან და მიმსხვრევდნენ ყველა ოცნებას მიწის შესახებ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 05:14 PM

"თუ ადამიანი მოწყალეა, მტერს წყენას პატიობს; ხოლო როდესაც ადამიანი ღვთაებრივად მოწყალეა, იგი სიკეთით აღავსებს მას, ვინც მას ბოროტებას აფრქვევს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2023, 06:13 PM

"თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 09:41 PM

"თუკი ვინმე თქვენს წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ლოცვით დაითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყრან, წყენაზე წყენით ნუ მიაგებთ; დაე, სილა გაგაწნან, სამაგიეროს ნუ გადაუხდით"

/ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 02:16 PM

"ნაცვლად იმისა, რომ მტრად ეშმაკი ჩავთვალოთ, ადამიანს მივიჩნევთ მტრად"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)