IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Feb 18 2008, 10:18 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მოგახსენებთ, რომ ჩემს "შინაურულ" საიტში მე-7 ქვეთავში - "ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს" ბოლოში დაემატა მეტად საინტერესო ინფორმაცია და ფოტოები იუნკრებზე და მარო მაყაშვილზე.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 27 2008, 09:37 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო! გთავაზობთ ერთ პატარა ფრაგმენტს ჩემი პირადი მიმოწერიდან ქალბატონ დორი აიდლერთან (დარეჯან ბასილაშვილთან), რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად (ქალბატონ დორის თქვენ იცნობთ ჩემი საიტიდან - www.fereidani.ge - ქვეთავი 30, ”რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან”).

- შენ კახა ფერეიდნელი გაიცანი სკაიპში? დღეს იყო მოსული ჩემთან სამსახურში, თან ერთი ახალგაზრდა ახლდა - თემურ ტარტარაშვილი ჰერეთიდან, სუფრასთან ვიჯექით, მეტის თქმა ვერ მოასწრო, რადგან უნივერსიტეტში აგვიანდებოდათ, ის კი მითხრა, დორი გავიცანიო! როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
- შემოვიდა ჩემთან სკაიპში სასაუბროდ და სურათის მაგივრად ისპაჰანის ალავერდი-ხანის ხიდი ეყენა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, გადაირია. საიდან, ასეთი ინფორმაციაო? თან ხიდი ღამე იყო გადაღებული, განათებულ შენობას უფრო გავდა. მაგრამ, მე როგორც ერუდირებულმა ქალმა, მაშინვე აღვიქვი! მერე მითხრა, ფერეიდანიდან ვარო... რაღას გავუშვებდი ხელიდან და როცა სახელი მითხრა ვუთხარი, რომ დაუსწრებლად ვიცნობდი, ისიც ვუთხარი ახალ წელს შენთან ოჯახში რომ იყო. გადაირია! შენზეც ხომ ვილაპარაკეთ და შენს საიტზეც და აღმოჩნდა, რომ ზოგადად საერთო შეხებები გვქონდა, რასაც ფერეიდანი ჰქვია! ეს კი შენი დამსახურებაა! გაკვირვება გაუორმაგდა, როცა გაიგო რომ ამერიკაში ვცხოვრობდი. დიდხანს ვისაუბრეთ და დროებით დავემშვიდობეთ. ორივე გაოცებული ვსაუბრობდით დიდი ხნის ნაცნობობის შეგრძნებით, თუმცა არასოდეს შევხვედრივართ... გაოცებული იყო რა პატარაა სამყაროო... გკოცნი! დორი.

66-ე ქვეთავი, პუნქტი 7.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 27 2008, 09:53 PM
პოსტი #63


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



gugua
ღმერთმა გაგახაროთ!
საწყენია, რომ არაფრით შემიძლია დაგეხმაროთ. კარგ საქმეს აკეთებთ ნამდვილად.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 4 2008, 08:13 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



k@the-ს!
ერთი ამბავი გამახსენდა... ჩემი ქალიშვილი პატარა რომ იყო, ყოველთვის წინ დამისკუპდებოდა ხოლმე და თვალყურს მადევნებდა, რასაც სახლში ან ეზოში ვაკეთებდი... ერთხელაც მკითხა: "მაა, ყურებაც ხომ დახმალებააო?" ასე რომ თქვენი სიტყვებიც უდიდესი დახმარებაა ჩემთვის!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 5 2008, 12:04 AM
პოსტი #65


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



gugua
დიდი მადლობა smile.gif
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ყურება ნამდვილად შემიძლია და ვნახულობ კიდეც.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 8 2008, 11:47 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო, გაცნობებთ რომ www.fereidani.ge -ს დაემატა "მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი" - პირველი ნაწილის ინგლისური ვერსია. მეორე და მესამე ნაწილებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 16 2008, 07:09 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ჩვენი თანაფესვი და თანაერი, უფრო სწორად დიდი ქართველები პატარა საქართველოდან!

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 18 2008, 08:57 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა განახლებული 66-ე ქვეთავი. კერძოდ, შეიცვალა მე-5 განყოფილება და დაემატა მე-9 - "დიდი ქართველები პატარა საქართველოდან".
გთხოვთ მოინახულოთ!
ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 22 2008, 07:42 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge ქვეთავი 66 - "პატარ-პატარა ამბები" დაემატა მე-10 პუნქტი: "ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი".
გთხოვთ მოინახულოთ!
ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 22 2008, 07:47 PM
პოსტი #70


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მეორე ფოტო მომეწონა. დიდი მუხტი შემძინა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 23 2008, 08:33 AM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



Amuza-ს!
სხვათაშორის მაგ სურათს დიდი ხანია ვინახავდი... ჩასმა მინდოდა (რადგან ფერეიდანში იყო გადაღებული), მაგრამ თავს ვიკავებდი, მერე ცდუნებას ვეღარ გავუძელი...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 24 2008, 09:23 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



Selamun aleykum ძმავ! თქვენი ვებ-საიტი დევინახე, ძალვან გიმიხარდა... დიდი მადლობა! ღმერთი გამჩენელი ბევრი გაცოცხლონ... თურქეთის ქართველებიდან ირანელი ქართველებს ბევრი სელამი! კარგად იყავით. მე ვარ სტანბულში, თუ თურქეთში გამოხვალ, ჩვენთან გვესტუმრეთ... მურატ ძნელაძე www.genatsvale.net ნახვამდის, კარგად იყავით! Esselamu aleykum...

ეს მარგალიტები კი ამ საიტიდან თქვენთვის გადმოვიტანე...

გელი რომ დაბერებულა, ცხვარს დუტაკებია
გველი დატიალდება მოტიალდება კიდონ მის სახლში უკან მოვა
სხვას მოტანილით საჭმელი არ იქნება. ისის დროში არ იქნება
იყბალიან ქალი მუკტება. უიყბალიან ცხენი მუკცება
ტურას მე რომ მოვკტები საქათმეს კუთხეს თავი დიმიდევთ ვო უთქმიია
შენ არქშიია ზექერიია რომ მეგემშოს ჰელვა გიგიხთება ცივი ჭადი
ჩაჩნო შავ ყორანი არ გათეთთრება
ძაღლმა არს მან შიჭამა არს სხვას აჭამა
ძაღლს ძაღლის კიბილი არაწყენს
ყორანი გაღმაში გევდოდე თეთრ კვერცხ დავდეფ ვო უთქმიია, გაღმა გესულა კვერცხი დუდიია, კიდე შავი ყოფილა
ძემ გადმეიარა ნენეს ტრაკში ხებერი არაქ
ამოსულ ბზეს დილაზე დეტყობა
დათვ ბოკრები (ბარტყები) მოწრიია წტე წყალი ვერ უსმიია
ღმერთ რაცხა ემეტება იმას მოქცემს
ღორი რომ ყანაში შევა მუცელის გაძღომამდი ჭამს
ჟდის ღოღობი უმძრევს ქორი
ადე ზექერიავ მეიხედე მიმეიხედე (გეიხედე) გარში რამბავიია
ერთი გერი შვიდ გელზე ბეთიია
შვიდი გელი მესხრიკებოდა ტურას მე მიკიტინებდა
დედაბერ საქმე დალევია შალვარი უნგრიია შუკერია
ტყეში ხიიები ბევრი თუ იქნება, იქ გელი ვერ გეიარს
გელი რომ დაბერდება, ძაღლის სათამაში გახთება.
დუნია იქცევა, ეშმაკი (შეითანი) ფარხულობს
დელს ჭკვა არ ექნება, ბუცუცსას ხარი
კაცი შინ ზის, მისთავ წისქვილში ლაპარიკობენ
ქვა ქვაზე მიგორდება
კატამ კუდზე დასაქმა
შიერი ფუში (მუცელი) მალე გაძღება, თვალი არა.
ატეხვას თავი გატეხვა აქ
ბერი ხარის ქას ხნის
წყალ წაღებულ ხავს (ფხავს) ეკიდება
ხორგი ხორგ მიიედება
ზორით მოყვანული ძაღლი არ დაყეფს
ვირ ყურ ხევენ ე რა ეხახუნება (ეხატუნება ამბობს) ამბობს ვო უთქმიია
სხვას ცხენზე რომ შეჟდები, სოფლის შვაში ჩამოხვალ
შეშლილ ინსან ქოთანში ჩუკვია
დუნიია იქცევა ვოდა, ჭაყელიას თვალები დუქორია
თვალი გულის სარკე არი
უკბენელი ძაღლი არ იქნება. წრეხლი გუქნებელი ვირი (ცხენი) არ იქნება
ლეხთზე რომ მიარტყამ ტავ, მაშინ ჭკვა მოგივა თავში
გოგო ბერდებოდა ბეთს ელოდა
აზრაილი ცხვარს ყარში სიკტილი არი ვო უთქმია, ცხვარს ბალახის ჭამა გუგდია
მელას მუკითხიიან ქათამ ჭამ: მელას გუცინია
ძაღლი რომ ვერ დაყეფს, გელ კალოზე მეიყვანს
ინსანი ჯუვალში რომ ფეხ ჩადებს უკან არ დეიხედავს (ჯუვალში რომ ფეხი ჩადვეს ახლა არს მიყურებენ)
გველი გველ იშოვნის
შიმშილ კათუღი არ უნდა, რომ მოგეძინება, ჯირში ბალიში არ უნდა
ათჯელ დაზომე და ერთჯელ გაჭარე
ქალამანი ძაღლის მოპარული კაცი, ძაღლს; ძაღლო! შენ ქალამანი მომპარე იმას ვერ ჩეიცვამ, მე კიდე ქალამან ევღებ და ჩევცვამ ვო ითქმიია.
მსხალის კარქ. დათვი შიჭამს
ჯინჭარიდან ჯინჭარი ამვა (ჯინჭარი გადაჭრი ჯინჭარი ამვა)
რაცხას რომ დათესავ ის ამვა
შენ სხვას თუ ილაპარიკეპ სხვს შენ თავ ილაპარიკეპს
დუპაიჭველი (დუ პადიჭნელი) მოსლული, უბალიშო დაჟდება
როიცხა რომ და კვერცხევ ტავ, მაშინ ისაქმებ
სოფელივ ვნახე უძაღლო, შიან ვიიარები უგარგნო
ხე გულიდან, კაცი სიტყვიდან გეიგნება
წისქვილში პუწაი რომ ბევრი სიმინდის მარცვალი ჩაყრა, წისქვილი დადგება
კატა მოძორზე აცტომია, ფუი რა ძალვან ყარს ვო უთქმია
იმ დუნიაიდან ვინმე თავ მოტეხილი არ მოვდა
ბიჭი კაი იყოს, ხეს ჯირში სახლი იყოს
ღელეში წაკინტრებულან და ქვა (ჭალიკვა) ვერ უნახჟან
ძაღლ ქალამანი შუჭამია (მუპარია), უქალამანო (ნაცვეთაზე) დარჩენილა (დარჩენია)
კატას ნიიორი არ უკატრიია
შიერის თვალი ნალიაზე იქნება
შიერ თვალიანი სხვას ნალიას შეხედავს
წისქვილში რომ შეხვალ უფქვილო ვერ გამოხვალ
დედა შვილისთინ, შვილი მის თავისთინ
სოფლის ქვედა კუთხეს ტყვილი (არი) იქნება ვთიქვი. ზედა კუთხეს მოველი (ამველი) მეს დევჯერე
სხვას საქმით შენი საქმე არ გაკეთთება
რაცხამდონი საბანი გაქ იმდონი გაწვედე ფეხები
ძროხა გადავარდნილა, ვირ ყლოყინია: რატონ ყლოყინობ ვო უთქმიიან, მედა ამატანიონნა ვო უათქმიია
დვანდელი საქმე ხვალზე არ და შაგდო
შიერი ძაღლი კალოს არ დაცავს
გველი დატიალდება მოტიალდება მის სახლში გაწორდება
ვარდი უეკლოდ არ იქნება
მოღალული ცხენს ქერი (რათუნდა) არ უნდა
დიდ სიცილს დიდი ტირილი ექნება
ვიყავ შენ დროს. მოხვალ ჩემ დროს (გენჯი ვიყავ შენსავენ, დაბერდები ჩემსავენ)
გზა გძელი იყოს იმას ბოლო იქნება
ხარს ძროხისთან უთხრობია: იალი ჭამე! ძროხას რატონ ვო მუკითხია - ხარმა ძროხას გიგიბანნა ვო ოთქმიია - ძროხამას. ვინდა გუბანნა იმას ეტყობა ვო უთქმიია
გაგორვებული ქვა იონსულ (ხავვს) ვერ დეიკავებს
შვიდი გელი ერთ ცხვარს ესხრიკებოდა. ტურას იმას უკიდენობდა (აკრტინებდა, უჭიდინებდა)
ნამეტარი საქონელი თვალ არ მოგხთრის
შენ სხვას უთითიებ, სხვა შენ თავ უთითიებს
ენ კაი ათი შვილი ერთ გონჯი (ბეთი) კაც იერ ვერ დეიკავებს
ძველი პრეწვას არ დალევს, ბერის კნესვას არ დალევს
თაფლ დამკავებული თით გეილოკავს
ბერი კაცი ბაღანასავენ იქნება
ყველა მის ბაღნისკენ დადგება
მამალი მოკტება თვალი ჩოფლუხში დურჩება
ქათამი რაცხას მეიჩხიკავს, იმა მოკეკავს
გონჯი (ბეთი) ენა მწაში გველ მოკლავს
ტყიდან მოსული. შინავს აძებს
შიერი ქათამს თვალი ნალიაში იქნება
დაჟდომილ იერზე ლაპარიკი ფუშ არ გაძღესბს
დუსველებლაი თევზი არ დეიკავება
ღმერთი ერთ კარ მიგიძრის, ერთ (სხვა) კარ გიგიღებს
ტირილას საქონელიდან რამე არ იქნება
ცხენიდან ჩამოვდა ვირზე შეჟდა
პირ აფჩენილს საქონელ თვალ გახილებული შეჭამს
ცხენის სიკტილი ჭვავიდან იყოს
საღამოს საქმეს დილის საქმე ჯოფს
ღვარი წევა ლილა დარჩება
სიტყვა დიდისა წყალი პაწაისა
სხვის ხელით გველი დეიკავო ისის ბრალიია
ჩაცმით დაბურვით ქალობა არ იქნება
კბენილი გველი ენას არ დანახიებს
ძღენერის შიან ბულკას (ხაპიგულსას) ეკიტრება
ცივო გეწურე (თბილი) თბილზე მიეწურე
შეშლილი ორდეკი ტრაკით წყალში შევა
ფთხმელას ღიორი (კვარჩხალი) გერს ოზი არ იქნება
ფთხმელას ღიორო, მალე დალენდება
გველს რომ ძავი ატკივდება ჭლიკებზე შამოგიხვევა
შავი მურგვი (კტომა) სუნყველას კუჩხეში მიგორდება
ვარდ ეკალი ექნება
ქვა ქვაზე რომ ვადებდი კაი ვიყავ, რომ დავბერდი ვინმეს არ უნდა ჩემი თავი.
მომკტარი ძაღლი,გელიდან არ შეშინება
დოდოფალი შუშლელი სახლი იქნება, კტარის გამუსლელი სახლი არ იქნება
წისქვილი ღვარს წუღიია, ტინკილტაშაღს ეძებენ
ინსანი ხარის ქაში რომ შეხვიდე კიდე გნახვენ
სხვის კტარი, სხვისთინ ძინარიია (სხვის კტარი, სხვას ძინარე ეგონება)
ცაიელი ნალიაზე (ნალიაში) თაგვი არ ევა
იაზმი ყურში გამეიკოჭე
კაცი კაი იყოს ხის ჯირში ვიყო
ძროხამ ძროხა დაბუჩქნა, საბალახოში გადაგდებს
კაც მუკითხიან, დევე დეინახე?, არა ვო უთხრობია. იქეთამ გვალი დევნახე ვო უთქმიია. იმ კაცის ერთათ საღმომდინ გვალი ეძებეს მეგრემ, იქეთამ მე არ დევნახე ვო ვუთხარ გადავჩი ვო უთხრობია …
ჭაკვა ხელით ანჯა ტრაკი დეიბანვის
წისქვილში მივდოდი, ფხარის ჭვირთი მომეცით მეთქი ვთქვი, ვირის ჭვირთი მომცენ
ფხარის ჭვირთი არა, ვირის ჭვირთპი მომცენ
დედაშენი რომ მოკტება მამშენი გიავრი იქნება
ცოცხსას ჩააცვი, დააბურე იგზე მიაყუდე-აყუდე ლამაზი იქნება. ახლანდელი ქალების იცმენ, იბურვენ ქალი ვხთებით ვო გონიან, ახალი ქალები ცოცხსავენ ჩააცვი, დააბურე არუნიე სხვა რამე არ იციან.
ტავშანს ბარტყი ეყოლა მეგრემ. უთხრობია ქი; სააააამ დღეს მი მოგაწვო, სამ თვეს მი ვო მუკითხია, ბარტყმას სააააამ დღეს რომ გუწიწა დედამისმა მეგრემ ბევრი ეგონა სამი დღე, საააამ დღეს მომაწვე უთხრობია.
დედამისი რაცხაფრაით გეიარს გოგოს ისე გეიარს
ძაღლ დე დალევია ჯამე კარ მუფსმია
ათი ბაღანა ერთ ნენეს და ბაბს ვერ შეხედავს, ერთ ბაბაი და ნენეი ათ ბაღანას შეხედავს
ვირიდან გადავარდნილი მოკტება
გველი გაგძელებულა წევს მეგრემ, ჭაყელიას იმას მეს დევემგზავები ვო უთქმია, ჭაყელიაის გუგძელებია მისი თავი წელი მოეყდენია
ჭაყელიას მისი თავი გველზე დაზომობიხან წელი მოწყდენია
ჭაყელიას გველზე დაჯენგებიხან-დაჯენგებია, წელი მუწყვედია-მოწყდენია
ბევრი ცხვარი ბევრ კრავ იშოვს
ტურასთიმ მუკითხიან ქათმი ხორც ჭამ? გემეცინა ვი უთქმია
გველს სლაკვი დუტყვილებია; ცა იქცევა თვალები დავქოროთ ვო, სლაკვს თვალები გამუთხრია, გველს არ გამუთხრია. გველს სლაკვი დუტყვილებია, სლაკვს თვალები დაქორებულა
ხირსი თაფლიდან გემიელია (კარკია)
ღმერთმა ბევრი დღე მოქცეს
ღმერთმა არ დიგიწეროს, თუ არა რა მოგივა ხელიდან
ღმერთმა გადარჩინოს
ღმერთმა ნუ ქნას
ღმერთმა გახაროს
ღმერთმა შიგიბრალოს
ღმერთმა დეგეხმაროს
ღმერთო კაი დღიები დიგვიწერე
ღმერთმა წარჩინოს
ღმერთმა უშველოს
ღმერთმა ხელები იგიშენოს
ღმერთო, ლამაზი დღიები დაგვანახიე
ღმერთმამ ნუ ქნას


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 31 2008, 06:53 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა შემდეგი სახის ინფორმაციები:
1. ქვეთავი 3 - "თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ანდაზები";
2. ქვეთავი 66 - "პატარ-პატარა ამბები" დაემატა მე-5 განყოფილებაში 5.3 პუნქტი;
3. "შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები" - "ქართული დიასპორა" - ჩანაწერი 25.
გთხოვთ მოინახულოთ!
ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 5 2008, 08:38 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ღმერთს ებარებოდეთ!!!

ფ-უძე აშლილნო საქართველოდან,
ე-ნა ქართული გულით ატარეთ,
რ-უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
ე-ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
ი-მედს მოსავდით სულში პატარებს,
დ-ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
ა-ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
ნ-ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,
ე-ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
ლ-ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!..
ქ-ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
ა-მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
რ-ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
თ-მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
ვ-აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
ე-დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
ლ-ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
თ-ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 5 2008, 09:04 PM
პოსტი #75


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



საინტერესო საიტია, ბევრი რამე გავიგე და ვისწავლე ამ საიტიდან.
მადლობა გიორგი, ღმერთმა გაგაძლიეროს!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 6 2008, 09:16 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



არაგვს ის ლექსში წურავდა

მ-თაში საგანძურს იცავდი,
ი-ბრძოდი რაინდულადა,
ხ-ელთ ”მაუზერი” ჩაგბარდა,
ა-ვს დახვედროდი მტრულადა;

ხ-ევსურთ დიაკვნობ ვაჟკაცი,
ე-ნდე შეფიცულთ ძმურადა,
ლ-ოცვით განათლე გონება,
ა-ივსე სული სრულადა;
შ-ვილო ახადში შობილო,
ვ-ინ დაგახვედრეს მგლურადა?!
ი-მძლავრა თურმე იუდამ,
ლ-ქვნით და სატანურადა,
ი-სევ კლავს აბელს კაენი
ს-ისხლი გუბდება წყლულადა

ხ-ევებს მიაწყდა ექოს ხმა,
ს-ათნო გცნეს შესაძულადა,
ო-ხერო წუთისოფელო
ვ-ის ჩაუსაფრდი მგლურადა?!
ნ-იჭიერ პოეტს ვინ მოჰკლავს,
ი-ხსენებს რითმა ბრძნულადა.
ს-იყვარულს უმღერს კაი ყმა,
ა-რაგვს ის ლექსში წურავდა.

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.

ამუზას! რატომღაც მგონია რომ შენ და ქალბატონი მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი სხვა სამყაროდან ჩამოსული არამიწიერი არსებები ხართ... უბრალოდ გადაჩვეულები ვართ ამისთანა სულის სიწმინდეს... დიდი მადლობა!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 8 2008, 07:39 AM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დადგა ხარება

იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება.
გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება.
ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება,
და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება.
ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება.
შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება!
სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში
მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში.
რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?!
ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.

გიორგი ალავერდაშვილს
(აკროსტიკი)

გაუცნობლად გიძღვნით ჩემი შვილის მეგობარს,
ერის ღვაწლში მყოფ ქართველს ამ ლექსს

გ−ანძი ერის გვაბარია,
ი−მერის და ამერ მხარეს
ო−ქროს საწმისს იცავს ნეტავ,
რ−ვალ-აბჯარით ჩვენი ჯარი?!
გ−აყიდული არე-მარის
ი−ჩეხება ტყე და ზვარი.

ა−ლავერდი და იყალთო
ლ−ოცვით გვიხმობს გახსნა კარი,
ა−ღსდექ ერო, გაიღვიძე
ვ−აზი ტირის, რქა წამხდარი
ე−ლოდება გლეხკაცს გამრჯეს,
რ−ომ მოისხას ღვთის მარცვალი,
დ−იდი ისტორიის გზაზე,
ა−თას ურვას შევესწარით,
შ−ვილი მტრულად გამოზრდილი,
ვ−ის მოყვარედ გავაცანით
ი−რანს, თურქეთს ჩვენო ფესვო
ლ−იბო ძველი, დაიცავი...
ს−აიდუმლო, ენის პწკარით!
მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 06.04.2008 წ

66-ე ქვეთავი; პუნქტი 5 - "ლექსები ფერეიდანზე".


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 8 2008, 09:52 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მართალია შორს ვართ ერთმანეთისგან ქართველები, მაგრამ მაინც ამბები გვაქვს ერთმანეთის და ეს მე ძალიან მაიმედებს. მაინტერესებს საიდან იცოდით ჩემი დაბადების დღე? ბატონო გიორგი, ბოდიშით რომ ვერ გწერთ ხოლმე წერილებს. აქ ძალიან დატვირთული ვარ საქმით და როგორც ადრე, აღარ მცალია უკვე, მაგრამ სულ მახსოვხართ და მენატრებით ყველანი, მომიკითხე ყველა! თან მოლოცვისათვის უღრმესი მადლობას გიხდით, ღმერთს ებარებოდეთ! დავით გუგუნაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 8 2008, 10:05 PM
პოსტი #79


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



thumbs.gif ფოსტა შეამოწმეთ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 9 2008, 06:37 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამუზას და რა თქმა უნდა სხვებსაც!

66-ე ქვეთავის მე-5-ე განყოფილებაში დაემატა ქალბატონ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის ახალი ლექსი, რომელიც ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II
გთხოვთ, მოინახულოთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th January 2021 - 03:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი