თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ პოეზია

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 10:13 PM

პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები








წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე)

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1858





კიდევ ერთი ლექსი





მედეა კახიძე

ვისაც სიყვარული შეუძლია


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!



პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:15 PM

ხალხური

* * *

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:30 PM

ხალხური

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.


გრიგოლ რობაქიძე
წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 24 2006, 10:32 PM

რადგან მაინც მართლმადიდებლური ფორუმია, რელიგიურ ლექსებს დავწერ smile.gif

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ჩემი ლოცვა

ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე,
შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე;
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!


წმინდა ილია მართალი

ნაწყვეტი "აჩრდილიდან"

„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე ჩაგრულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა...
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..
ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“

ვაჟა-ფშაველა

ჩემი ვედრება

ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა, -
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:36 PM

ანა კალანდაძე
მოდიოდა ნინო მთებით

„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

1945

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 10:47 PM


გალაქტიონ ტაბიძე


ქებათა ქება ნიკორწმინდას

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!

ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა!

შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება –
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

1947

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 24 2006, 10:48 PM

ანა კალანდაძე

ბოდბედან ნინოწმინდამდე

(საგარეჯოში გაგონილი)

ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 24 2006, 10:55 PM

რატი ამაღლობელი

დაღლილი მწყემსის ლოცვა

რატომ გახდა ყველაფერი ამაო,
ღრუბლებს რატომ ეფარები, მამაო?!
მგლებთან მებრძოლს დამავიწყდა "ოსანა",
ტყეში დავრჩი ნათელშეუმოსავად.
ცხვარი ეგე მომაშორე თავიდან,
მსხვერპლშეწირვად მთაზე ჩემს გულს ავიტან!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:59 PM

ციტატა
რატი ამაღლობელი


ხოომ, ეს განსაკუთრებული ტვინის ადამიანია smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 24 2006, 11:02 PM

კარგი ლექსი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 11:02 PM

სიმონ ჩიქოვანი
ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები – შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ჩემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 11:03 PM

ციტატა
კარგი ლექსი იყო


კი უდაოდ, ეხ ლაშა ბუღაძეზე მწყდება გული sad.gif კარგი მიგნებები აქვს ზოგან sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 24 2006, 11:08 PM

ნახეთ, რა კარგი ლოცვაა smile.gif

შემაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.

გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განმარიდო,
ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.

რამეთუ მწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩემად ვაქციო.


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 11:12 PM

ციტატა
ნახეთ, რა კარგი ლოცვაა

შემაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.

გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განმარიდო,
ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.

რამეთუ მწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩემად ვაქციო.



ესაა ოცვა მართლაც რომ დიდი ასოთი, ვისია?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 24 2006, 11:14 PM

QUOTE
ესაა ლოცვა მართლაც რომ დიდი ასოთი, ვისია?

მერაბ კოსტავასი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 11:16 PM

ციტატა
მერაბ კოსტავასი


მაშინ აღარაფერი მიკვირს wink.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 25 2006, 12:10 AM

შოთა ნიშნიანიძე

უპატრონოთა სახლში გაზრდილი
გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,
ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.
ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშვილა -
სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე, დედიკო,
მისი იავნანაო...

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 25 2006, 12:59 AM


სიჩუმე და სიმარტოვე

ჩემი სული სიზმარია
ბედზე დარდი მივატოვე.
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე
დღესაც ბაღში ვიმალები
როგორც თეთრი მდუმარება.
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება
მაღლა თეთრი თავანია
გლოვა ისევ აინთება
ახლა ჩემი სავანეა
სიჩუმე და გარინდება
გული შენთან მეგონება
ეს ვარდია დაფენილი.
ასე, ჩნდება მოგონება
ზარის ხმაზე გაფრენილი
სადღაც მკრთალი მიდამოა
და ცისფერი მოჩვენება
და მწყურია სამუდამო
სიჩუმე და მოსვენება
ღამის მიერ შენაფერი
მე ვედრებაც მივატოვე
და მგონია ყველაფერი
სიჩუმე და სიმარტოვე
ტერენტი გრანელი




პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 25 2006, 10:36 AM

"გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს
არ დაგიმალავ მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო- ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ."

უილიამ შექსპირი

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 25 2006, 11:03 AM

"ღმერთო,მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია,
არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გაიტეხ ტანჯვაში,მამყოფე შეუდრეკლადა,
ვფხიზლობდე,მუდამ მზად ვიყო,დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფა ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა.
არ წამიხდინო, მეუფევ,ეს ჩემი წმიდა ხელობა.
მაშრომე საკეთილოდა,თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,შენს ხმას სხივ-გამომღებელსა;
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,კაჯთა სამისლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჯამი სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული შენ, ლეში- მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი-წყალს, ცასა ვარსკვლავი, შვილი-დედას და მამასა."

ვაჟა-ფშაველა

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 25 2006, 12:30 PM

გოდერძი ჩოხელი

ნუ გეშინია

ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ გიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!


გოდერძი ჩოხელი

სიცოცხლის სიმღერა

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 25 2006, 12:55 PM

ევგენი ევტუშენკოს ლექსიდან

В счастье есть предательское что-то —
горе человека не предаст.

................

Я теперь счастливым стал навеки,
потому что счастья не ищу.





პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 25 2006, 01:16 PM

QUOTE(IOANA @ Aug 25 2006, 12:55 PM) *

ევგენი ევტუშენკოს ლექსიდან

В счастье есть предательское что-то —
горе человека не предаст.

................

Я теперь счастливым стал навеки,
потому что счастья не ищу.

მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 25 2006, 02:46 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 25 2006, 02:16 PM) *

მშვენიერია smile.gif


ჰოო, ევტუშენკო პატრიარქმა ახსენა ერთხელ ქადაგებისას და ასე მივაგენი smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 25 2006, 03:08 PM

გოდერძი ჩოხელის ლექსები კიდევ არა გაქვთ?

ევტუშენკოს ეგ ლექსი მოვძებნე მთლიანად და ისე მომეწონა მთლიანად უნდა ჩავსვა აქ smile.gif

* * *
Зашумит ли клеверное поле,
заскрипят ли сосны на ветру,
я замру, прислушаюсь и вспомню,
что и я когда-нибудь умру.

Но на крыше возле водостока
встанет мальчик с голубем тугим,
и пойму, что умереть — жестоко
и к себе, и, главное, к другим.

Чувства жизни нет без чувства смерти.
Мы уйдем не как в песок вода,
но живые, те, что мертвых сменят,
не заменят мертвых никогда.

Кое-что я в жизни этой понял,—
значит, я недаром битым был.
Я забыл, казалось, все, что помнил,
но запомнил все, что я забыл.

Понял я, что в детстве снег пушистей,
зеленее в юности холмы,
понял я, что в жизни столько жизней,
сколько раз любили в жизни мы.

Понял я, что тайно был причастен
к стольким людям сразу всех времен.
Понял я, что человек несчастен,
потому что счастья ищет он.

В счастье есть порой такая тупость.
Счастье смотрит пусто и легко.
Горе смотрит, горестно потупясь,
потому и видит глубоко.

Счастье — словно взгляд из самолета.
Горе видит землю без прикрас.
В счастье есть предательское что-то —
горе человека не предаст.

Счастлив был и я неосторожно,
слава богу — счастье не сбылось.
Я хотел того, что невозможно.
Хорошо, что мне не удалось.

Я люблю вас, люди-человеки,
и стремленье к счастью вам прощу.
Я теперь счастливым стал навеки,
потому что счастья не ищу.

Мне бы — только клевера сладинку
на губах застывших уберечь.
Мне бы — только малую слабинку —
все-таки совсем не умереть.

1977

კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 25 2006, 03:11 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 25 2006, 04:08 PM) *

გოდერძი ჩოხელის ლექსები კიდევ არა გაქვთ?

ევტუშენკოს ეგ ლექსი მოვძებნე მთლიანად და ისე მომეწონა მთლიანად უნდა ჩავსვა აქ smile.gif

კარგია smile.gif


სხვებიც კარგია, აუცილებლად წაიკითხე smile.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 25 2006, 09:46 PM

sasanTlesa zeda

sasanTlesa zeda aginTivar
da bnelsa adgilas dagidgivar.
mpove bnelSi myofi erTdros,
Seni yuradRebis ra Rirsi var.
jvarcmulo macxovaro rmerTo!
vici, dasaRupad ar gindivar,
miwaze unazesi nargizi var,
yinva da qari rom aSTobs.
Sensken momzirali arca Slegi, arc giJi var,
kalTa damafare marto.


რუსუდან გიგინაშვილი

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 25 2006, 11:40 PM


glaxa

შენი ლექსი "გადავთარგმნე"

სასანთლესა ზედა

სასანთლესა ზედა აგინთივარ
და ბნელსა ადგილას დაგიდგივარ.
მპოვე ბნელში მყოფი ერთდროს,
შენი ყურადღების რა ღირსი ვარ.
ჯვარცმულო მაცხოვარო ღმერთო!
ვიცი, დასაღუპად არ გინდივარ,
მიწაზე უნაზესი ნარგიზი ვარ,
ყინვა და ქარი რომ აშთობს.
შენსკენ მომზირალი არცა შლეგი, არც გიჯი ვარ,
კალთა დამაფარე მარტო.



პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Aug 26 2006, 12:02 PM

ლოცვა

ოდეს დემონი ურწმუნოების
უკუთქმისა და მაცდურების
საწამლავით თვის სავსე თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, _
ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა, ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
და უკეთუ არს შესაძლებელი
მე განმირიდენ იგი სასმელი!
მაგრამ თუ ღმერთო,
შენს ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრენ შემს ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავნ, ნება, უფალო შენი!

ილია ჭავჭავაძე

* * * * *

გზა რომელიც ცისკენ მიდის
არ გეგონოს უნისლო,
მძიმე ტვირთი ზიდე მშვიდად,
არ დაეცე უმიზნოდ.

და უმწარეს გზაზე მდგომი
ცრემლით თუ ინამები,
გწამდეს მრავალ ბილიკს შორის
ღმერთის გზაა _ წამების.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 26 2006, 12:06 PM

გლახა, ვისია ეგ ლექსი? შენი საკუთარი ხომ არა?

პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Aug 26 2006, 12:24 PM

გახსოვდეს!
გახსოვდეს ქვეყნად მოსული ერთხელ
მარადიული ხალხის შვილი ხარ,
მაღლა გეჭიროს სინათლის კვერთხი
და წარმავლობის ნუ გეშინია.
უღვთოთ ჩაკალი სული ბოროტი
ერთგულად ზიდე საქვეყნო ტვირთი,
ბოლომდის დარჩი _ დიახ,ბოლომდის
ადამიანად შენთვის და სხვისთვის.
რაც უნდა გდაგავდეს ტკივილის ცეცხლი
რაც უნდ გილხინდეს
რაც უნდა მოხდეს
შენ სიკვდილამდე უნდა იცოცხლო
შენ სიკვდილამდე არ უნდა მოკვდე!


თ. ჯანგულაშვილი

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 26 2006, 01:07 PM

eka-ekaterine
მადლობა smile.gif
კიდე ხომ გადათარგმნი smile.gif
მე ჯერ ვერ ვახერხებ გადათარგმნას, მარიამმა კი ამიხსნა , მაგრა, ჯერ ვერ ვაკეთებ smile.gif

* * *
vdgevar euli, yelSi miWers
viRaca marwuxs,
zecas gavyureb, velodebi iqidan pasuxs.
ar sCans pasuxi...
ufro metad me es mawuxebs,
zecis meufev,
yuradReba Seni maCuqe.



nino kabadokieli

kabadokias darCa qoxi, iqneb sasaxlec,
roca gaigo qristes caSi gasxivosneba,
gamoeTxova nino yrmobis cisfer sanaxebs
da aedevna fiqris baRSi gaSlil ocnebas.
mainc da mainc saqarTvelos miwa indoma,
mainc da mainc saqarTvelos miwas emTxvia,
muxlmodrekili qarTvelTaTvis sTxovda mSvidobas,
giSris dalali vazis Stoze Semoexvia.
es rwmena iyo, nino CvenTan rom moiyvana,
es rwmena iyo, rom daSorda nino tolebsac,
ucxo miwisTvis ninom muxli rom moiyara,
rwmenisTvis, Torem mamuls rogor miatovebda.

რუსუდან გიგინაშვილი

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 26 2006, 01:21 PM

ციტატა
გლახა, ვისია ეგ ლექსი? შენი საკუთარი ხომ არა?

ზემოტ რომ დავწერე ჩემი არ არის..ერთი მწერალი ქალია რუსუდან გიგინასვილი და იმისია smile.gif

აი ეს კი ჩემია ..მართლა შენ რომ მასწავლე გამომივიდა.. მადლობა smile.gif



ვედრება

ლოცვად მოვედი, სხვა არაფრის არ მაქვს სურვილი,
თუმცა ვერაფერს ამბობს ბაგე- დამუნჯებულა.
მისმინე ღმერთო მომიკალი სულის წყურვილი
გზა გამინათე ცოდვისგან რომ ჩაბნელებულა.

მომკიდე ხელი, გევედრები მომაპყარ ყური
სულს შენ უნდიხარ, ხორცს კი კვლავაც ცოდვა ეწევა,
მადლობელი ვარ, რომ შენა ხარ არსობის პური
რომ დათრგუნულს გულს შენი მადლი კვლავ შეეწევა.

ღმერთო მაღალო! მომიტევე ცოდვა მრავალი
ქრისტევ მაპკურე წმინდა სისხლი, კრავო მართალო,
და შემიწყალე უგუნური, ბნელში მავალი,
რომ სულმა ჩემმა კვლავ გიმღეროს და აღგამაღლო


ეს რუსუდან გიგინაშვილის ლექსია


ნინო კაბადოკიელი

კაბადოკიას დარჩა ქოხი, იქნებ სასახლეც,
როცა გაიგო ქრისტეს ცაში გასხივოსნება,
გამოეთხოვა ნინო ყრმობის ცისფერ სანახებს
და აედევნა ფიქრის ბაღში გაშლილ ოცნებას.
მაინც და მაინც საქართველოს მიწა ინდომა,
მაინც და მაინც საქართველოს მიწას ემთხვია,
მუხლმოდრეკილი ქართველთათვის სთხოვდა მშვიდობას,
გიშრის დალალი ვაზის შტოზე შემოეხვია.
ეს რწმენა იყო, ნინო ჩვენთან რომ მოიყვანა,
ეს რწმენა იყო, რომ დაშორდა ნინო ტოლებსაც,
უცხო მიწისთვის ნინომ მუხლი რომ მოიყარა,
რწმენისთვის, თორემ მამულს როგორ მიატოვებდა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 30 2006, 08:41 PM

შოთა ნიშნიანიძე
* * *

„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო.


მორის ფოცხიშვილი

საივერიო

გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის,
ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, -
საიდან მოდის ეს სიყვარული,
ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?!

ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე,
ანგელოსები ისევ მღერიან,
მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ,
დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას!

ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა,
მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული,
და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა,
ვითარც იმედი და სასწაული!

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Sep 1 2006, 01:32 AM

მორის ფოცხიშვილი

თვითგვემა

ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! -
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

დავას როგორ დაგიწყებენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -
სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო, -
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი, უშენოდ
მწუხრი სად გავათენო, -
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

არც რა ტყვიით,
არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც
არ გაიგოს,
შენ რომ მომკალ,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!


პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Sep 2 2006, 12:36 AM

რაც ეს თემა გაიხსნა, იმ დღიდან მოყოლებული მინდოდა ჩემი უსაყვარლესი ლექსი დამეწერა აქ, მაგრამ დღემდე ვერ ვპოულობდი... დღეს კი ვიპოვე...

მე ვარ მისანი ხარი წიქარა
შენი დვრიტა ვარ მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიქეცი,
რომ გემსახურო და გიერთგულო.

შენი უღელი მემჩატოს აგრემც
ქედზე რომ მადგას განაჩენივით.
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.

და თუ გქონია რამე ტკივილი
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრემლით დამიტირია.

რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან,
ქედგახეხილი, გადატყაული,
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული.

და როცა მიწას მივებარები
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი,
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოზების ამოკოცნილი.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 2 2006, 11:38 AM

wub.gif კარგი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 2 2006, 12:44 PM

ასე უყვარდათ ჩვენს პოეტებს უფალი და საქართველო,რითმებსაც სწორედ ეს სიყვარული აწერინებდათ. მისაბაძი მაგალითი მართლაც საკმაოდ ბევრი გვყავს smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Sep 2 2006, 01:21 PM

ჰო, მე სულ ეს ლექსი მგონია საქართველოს ჰიმნი smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 2 2006, 01:49 PM

ღმერთო, მომეც სინანული

ღმერთო, მომეც სინანული,
გლოვა,ტირილი მწარეა,
რაც მე მიცოდავს ყოველი
და ან რაც ჩემი ბრალია

ცრემლად მდიოდეს ყოველი,
ვით ჩქარი ნიაღვარია,
ცოდვისგან ვიწმინდებოდე,
ვით ანგელოსნი არიან.

შენ გმსახურებენ ყოველნი,
ახლოს მდგომელნი არიან,
არ დასცხრებიან გალობად
შენს დიდებაში არიან.

ღმერთო,მომეცი სიწმინდე,
სულის,გულის მრთელობა,
უტყუარ ვიყო ყოველთვის
არ მქონდეს სხვისა მტერობა.

სულიც ღვთისაა მიწა და
წყალი,ჰარეი,ყოველი
ასეთი დიდი წყალობა
ღმერთმა ჩვენ მოგვცა ყოველი

ამითომ უნდა ვმონებდეთ
მას ყოველივე ცხოველი
რადგან სიკეთეს ყოველი
ყოველთვის ღვთისგან მოველით.

ამისთვის შენნი შენთაგან
შენ შეიწირე ყოველი,
შორსა ვართ,ახლოს გვამყოფე,
შენ შეგვაერთე ყოველი,
ერთ სამწყსოდ გამოგვაჩინე
ქრისტე,დაგვმწყემსე ყოველი.

მამასთან ვიყვნეთ და სული
წმიდით აღვივსნეთ ყოველი,
ასეთსა ნეტარებაში
ღმერთო,გვამყოფე ყოველი....


არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხიძე)

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Sep 7 2006, 08:57 AM

უფალო, ღმერთო მაღალო,
იესო ძეო ღვთისაო,
შენს სახედ მოვედ შიშველი
ხორცითა შემოსილსაო.

სულის სიწმიდე ნაბოძი
შენისა სიწმინდითაო,
ვამუქე შავი ფერებით
და გცოდე მრავალგზისაო.

უფალო, იესო ქრისტე
ძეო მაღალი ღმრთისაო,
მიწყალე ჩემი ცოდვები,
შემინდევ მე უღირსსაო.

გავედრებ სულსა უკეთურს,
დაღალულს ცოდვებისგანო,
გულში ვბუტბუტებ მიყვარხარ
მაგრამ საქმით ვქმენ ძვისრსაო;
შემინდევ ღმერთო ძლიერო
მეუფევ ყოვლარსისაო.

ვედრებით შეგთხოვ უფალო,
მონა-მორჩილი შენიო,
ყოველთვის შემაგრძნებინე
უკეთურება ჩემიო.

მომეცი გული მდაბალი
ლოცვა წრფელი და თეთრიო
და სინანული ძლიერი
მარადჟამს ცრემლის მდენიო;
მიწყალე ღმერთო მიწყალე შემინდევ ცოდვა ჩემიო.

არაწმიდათა ბაგეთა აღვაღებ, კრძალვით გეტყვიო:
მიყვარხარ ღმერთო მიყვარხარ,
მამა ხარ ჩემი მშველიო,
მიწყალე შვილსა უღირსსა,
ცრემლებით ამას გვედრიო,
რომ მუდამ შენით ვფეთქავდე
რომ ვიყო მუდამ შენიო,
შემინდევ, ღმერთო შემინდევ,
მიწყალე ცოდვა ჩემიო..

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Sep 8 2006, 05:58 PM

ჯანსუღ ჩარკვიანი


ლამაზი სიკვდილი

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,

დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

1958



დავით გურამიშვილი
მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,


მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

jვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


პოსტის ავტორი: guruli თარიღი: Sep 8 2006, 10:34 PM

რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO biggrin.gif

პოსტის ავტორი: guruli თარიღი: Sep 8 2006, 10:54 PM

ჯალალედინი როს მოაჯდა გუმბათზე სიონს,
და მტკვარს მიჰქონდა ქრისტიანი ასიათასი,
თმებს უწეწავდათ ალბათ ცელქი ავლაბრის სიო,
თვალებზე ცრემლი უბრწყინავდათ როგორც ალმასი!
ნაღალატევნი როს დავმარცხდით ავბედით გარნისს,
და ემხობოდნენ საქართველოს დედა-ციხენი,
ალბათ მწუხარედ გაჰყურებდა სამშობლოს დაისს,
არეზის პირად თავდახრილი ახალციხელი!
ელიას მთიდან გადავყურებ მშობლიურ ქალაქს,
მეტეხის ხიდზე როგორც ადრე ნავარდობს სიო,
მე ახლა ფეხით შემოვივლი უძველეს კალას,
ჯალალ, შენს ჯიბრზე შემოვივლი აღდგენილ სიონს!

ვისი ლექსია არ ვიცი მაგრამ შალვა ახალციხელს ეძრვნება! სჩანს კიდეც ლექსიდან! პირველად რომ წავიკითხე ცრემლი მომადგა თვალზე და მართლა კინაღამ გავიქეცი ფეხშიშველი laugh.gif biggrin.gif laugh.gif

ძნელია იყო ობობასავით,
სხეულისაგან ლამაზ გზებს ქმნიდე,
მთელი ცხოვრება ზრუნვაში დაჰყო,
და უზრუნველად ჰამაკში იწვე! smile.gif



ეს პაწაწუნა ლექსი მუხრან მაჭავარიანის უსათაუროა! რა ვიცი თავიდან აზრი ვერ გამოვიტანე და ახლა თითქოს რაღაცას ვხედავ!

აბა თქვენც გაშიფრეთ ახლა თქვენებურად და დაწერეთ! ხო იცით თქვენი იმედი მაქვს მარად და ყველგან! laugh.gif rolleyes.gif biggrin.gif rolleyes.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 13 2006, 02:28 PM

ჩემი ყვალზე საყვარელი პოეტის, ველაზე საყვარელი ლექსი: wub.gif

სადღაც და ვიღაც

ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი,
ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა,
სადრაც, შორს, ტყესთან, მატარებელი
სადგურს კივილით მიუახლოვდა.

სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან
და იბურება ქალაქი ნისლით,
სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა
და აპარატის რაკრაკი ისმის.

ალაბათ, ქარები დღესაც გვეძებდა,
რპმ კვდება გული მსოფლიო ღერძი.
იქ, ლაზარეთის საშიშ კედლებთან,
სწუხს ავადმყოფი და სიკვდილს ებრძვის.

ხშირად მიცქერის უღირსი თვალი,
მე შენზე ფიქრი ვე დავამთავრე.
სადღაც ზის გემზე მწუხარე ქალი
და ზღვიდან უმზერს გადახრილ მთვარეს.

მე ვწუხვარ, რომ აქ არავინ არის,
მოკლდება რიცხვი ჩემი დღეების.
იქ, სადღაც, ტყეში, შრიალებს ქარი
და კაცებივით დგანან ხეები.

ალბათ, იქ ვიღაც გარდაიცვალა
(გავიდა ღამე და ვნება მწველი),
ის არ მეყოფა, რაც რომ ვიწვალე,
და კიდევ სხვაგვარ წამებას ველი.

ტერენტი გრანელი 1924

და აი ეს ისტყვები მიყვარს ტერენტის ლექსიდან უმიზნო ხეტიალი:
"შენ, დედამიწავ უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ძეცას მოვიარ,
წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!"





პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 13 2006, 03:29 PM

ციტატა(david the iverian @ Sep 13 2006, 02:28 PM) *



წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე,


ეს არის კითხვა , რომელზედაც პასუხის გაცემას მთელი ცხოვრება სჭირდება.

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 13 2006, 03:34 PM

iako
გეთანხმები, ოღონდ ტერენტიმ ცოტა მკრეხელური ფორმით წარმოადგინა

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 13 2006, 06:20 PM

ალბათ მოვა დრო

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Sep 14 2006, 04:06 PM

david the iverian
შენც მოგწონს ტერენტი გრანელი?

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 14 2006, 04:33 PM

glaxa
ჩემი საყვარელი პოეტია.. ყველას მირჩევნია... მაგისნაირი რიტმა არცერტს აქვს... wub.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 14 2006, 05:50 PM

ციტატა

ჩემი საყვარელი პოეტია.. ყველას მირჩევნია...

მეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 14 2006, 09:49 PM

დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი. ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
შემდეგ თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უიმედობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ვლეზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცრემლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფიტრებული, ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? _ წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს .
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

ტერენტი გრანელი (დედაენაცვალოს, როგორ მიყვარს)... wub.gif



პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Sep 15 2006, 02:25 PM

ციტატა
(დედაენაცვალოს, როგორ მიყვარს)...

დედა შენა ხარ ?? smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 16 2006, 12:49 PM

glaxa
დედა არა მამა... რა ვიცი იქნებ მეც ვარ blink.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 16 2006, 03:18 PM

ლადო ასათიანი

* * *
რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო –
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა.





მერაბ კოსტავა
ღვთისმშობლისადმი

ადამის მოდგმა დაობლდა
თუ გველი გაწვა ცაზედა,
ედემში ალვა ჰყვაოდა
აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.

სოფლისა წარმავალობამ
გამიასკეცა ჭრილობა,
თუ მიხსნის, შენი წყალობა
და შენი წილხვდომილობა

შენგან, შენგან განიდიდა
და განხლდა მიწა ძველი,
შენ დაჰბადე სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.

ანგელოსთ დასმა გადიდა
უკვდავი სიტყვის მშობელი,
მე ბაგით, მწიკვლევანითა
ვით გკადრო საგალობელი,

ვნებანი ვეღარ აღვხოცე,
ავმან, საავდროდ ვიავე,
ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი
გავფანტე, გავანიავე,

სული მომმადლე თმენითა,
გამოუთქმელო ენითა,
ხრწნილებისაგან დამიცევ
უხრწნელებითა შენითა,

თუ რამ ვცოდე, მომიტევე,
დამიშრე ცრემლთა ტბორები,
ნუ სადა მე დამიტევებ,
ნუ სადა განმეშორები.

სინანული განმიახლე
სიწმინდეო შეუვალო,
ტაძრად ღვთისად მიმახლე
ღმრთისა სძალო დედუფალო.

შენგან, შენგან განიდიდა
და განაახლდა ზეცა ძველი
მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.

დაუსაბამო ნათლის ცისკარო,
სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,
შენდა ვღაღადებ ყოველ ცისმარე
უბიწოო, შეუგინებელო.

შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,
შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი,
შენ თვალო სულიწმიდისა,
ადამის მოდგმის გაისო,
ცისკენ გამდებო ხიდისა,
სერაბინთ უზესთაესო,

წინაშე ძისა შენისა,
მას დღესა განკითხვისასა,
ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი
გვექმენი შუამდგომელი.



პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 16 2006, 10:34 PM

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

გალობანი სინანულისანი

(ნაწყვეტები)

უგალობდითსა
რომლისაცა წინაშე
ქედდადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ხმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!


ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ
არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.


ბუნებითი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო
ხილულთა-მიერსა
გემოვნებასა
ვრცელად განუხუენ გრძნობანი.


ქალწულო, ბრალეულთა
თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ
განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა,
სიზრქე
უსასოებისაჲ
განმძარცუე, რაჲთა
მონანული შეგივრდე შენ!
ადიდებდითსა

ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განჴმელთა მოჰბერა
სული კუალად - შობისაჲ,
მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ
სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ!

მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლითა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა,
გამოგჳბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა!

არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!

უცნობი ავტორი

გალობანი ნინოჲსნი

გალობაჲ I

ადიდე შენ, ქრისტე, ქართლი
სამითა დიდებითა:
კვართითა მით შენითა,
ხელთა შენთა სამსჭვლითა,
ფერხთა შენთა ფიცრითა, -

ქვეყანაჲ დავიწყებული,
კერპთა დაბნელებული,
კვალად მოხსენებული,
ნინოჲს განახლებული.

გალობაჲ II
ჲერუსალიმით ჩრდილოსა
მოიწია წყალობისა ნაბერწკალი, -
ნინო ქრისტეჲს მხევალი,
და აღატყინა ცეცხლი
ღმრთის მეცნიერებისაჲ.

ზაბილონ მამამან მისმან
ფრანგნი უკვე მოაქცივნა მახვილითა,
ხოლო ნეტარმან ნინო
მოაქცივნა ქართველნი
ჯვარითა ცხოველითა.

გალობაჲ III
იქმენ შენ ქართლისა მქადაგებელად,
და დასდევ სჯული წმიდაჲ უცვალებელად,
და ჰგიეს შეუძვრელად
მართალსა ზედა
აღსარებასა,
მოძღუარო ნინო!
მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათვის.

ნინო, მოწაფეო მაცხოვრისაო
და მოციქულო ჩრდილოჲსა სოფლისაო,
შენ ხარ მოძღვარი ქართლისაჲ,
სვეტი ნათლისაჲ.
ცვარი ღრუბლისაჲ,
მზრდელი სულისაჲ.
მასწავლელი სიხარულისაჲ.


ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი

ღმრთისმშობლისა 1

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული;
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული;
ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული;
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.


ღმრთისმშობლისა 2

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი
დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:
შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი,
და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 17 2006, 08:20 PM

წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები

სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ
და იმავე დღეს მისგან თქმული

აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე,
ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე;
გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე,
და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე.

აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო;
ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო,
ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო,
ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო!

უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე,
უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე,
ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე,
არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე.

გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი;
დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი!
ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი;
სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი.

აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა;
რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა;
შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა...
ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა.

დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი,
საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი,
ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი;
ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი.

კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან;
დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან,
ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან;
უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან.

აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას;
რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას,
უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას,
ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას.



გოდება ხორცისა მდაბიოთათვის

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო,
ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო,
შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,-
ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო;
ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო,
სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო,
ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო,
გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო,
ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო,
ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო,
ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო,
მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო,
ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა;
შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა,
აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა,
ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა,
წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა,
გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა,
ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა,
ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა;
“ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა,
ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა,
ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა,
ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა,
ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა,
ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა,
სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა,
დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა,
ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა.

ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა,
არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა,
არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა,
ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა.



სულის ნეტარება

სულმან რა მიყო ნეტარმა? მამის ზეცისა მცნობელი
წირვა ლოცვაში მატარა, მარად გალობით მხმობელი,
ხორცთა გემონი დაშრიტა, ნათლით იმოსა მკობელი,
ქრისტეს შეუდგა უფალსა, ქალწულებისა მდობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ტკბილსა იესოს მოველი,
მამა მოწყალეს მიმგვარა, ცხვარი წყმედული, პოვნილი,
დიდება ზეცის მომაგო, არსად თვალ-ნახვი რომელი,
ქრისტეს შეუდგა უფალსა, თავის ვარისა მყოფელი.

სულმან რა მიყო ნეტარმან? იცნა უფალი მპყრობელი,
ხორცის პატივი, შვენობა ქრისტეს შესწირა ყოველი,
სახარებისგან მახარა, მაცნობა წუთი სოფელი,
ქრისტეს შეუდგა, უფალსა ჯვარის აღების მთხოველი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ქრისტე მაყვარა ცხოველი,
აღმინთო გული ნათლითა, ღვაწლისა არა მყოვნელი,
გლახაკ, მდებარე იბრალა, ობოლი საწყალობელი,
ქრისტეს შეუდგა, უფალსა, სოფლისა მიუნდობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? საქმეცა მიუწთომელი,
ზეცის ბუნება მინათა, ენისა მიუთხრობელი,
ნათლის ლამპარი მიმზადა, არ ვისგან მიუქრობელი,
ქრისტეს მაგება, სიძესა, სავსე ლამპრითა მდგომელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ვინ იყო შეუცთომელი,
სინანულითა გამბანა, სიწმიდისა იგი მშობელი,
ცის კარი ზეცით განმიღო, მამისგან ნათლის მთოველი,
ქრისტეს შეუდგა, ცხოვრებას საწუთროსა მთმობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? უძღები მპოვა მძოველი,
პირველ საუნჯე განმიღო, კვალად შემმოსა ყოველი,
საღვთო ბეჭდითა შემჭურა, ძლევა ჯვარითა მშრომელი,
ქრისტესთან აღსდგა უკვდავად, სული ძლიერი ცხოველი.



ჩემი სავანე

მაღალ კუნძულზედ ავაგე სახლი, დავყურებ ქვეყნის რთული ქმნულებას,
ტაძარი შიდ მაქვს, სულის სალხენი, მასშიდ ვუგალობ მაღლის ბუნებას,
ძღვენსა შევსწირავ უძლურებითა, წმენდდეს ადამის ტომთა წყლულებას,
ამით შევხარი აღდგომის დღესა, რით მე ვეწიო თავისუფლებას.

სახლის წინ ცაცხვი მიდგია დიდი, რტოთა შლილება შესახარია,
მის ქვეშ ნიავის ქროლა სუბუქი ზაფხულ ედემად შესადარია,
დაფნის ზღუდითა ზამთარ-ზაფხული ყნოსვა და ხედვა შესაყვარია,
მდაბლისა შვილსა მენიჭა ესე, წყალობის ცნობით გასახარია.



სიყვარული ქრისტესი

ტკბილო იესო, ჩემო ნუგეშო, ქმნული შენი ვარ მოწოდებული,
რა ვქნა უშენოდ მიწა ნაცარმა, ძალი ფუჭეა, მონდომებული!
ვებრძვი ცოდვასა, მაინც დამძლია, დავრჩი სურვილის დამონებული,
შენ განმიქარვე, შენ დამიშრიტე აზრი, დამწველი, მოგონებული.

არა, არ გაძლებს გული უშენოდ, მოვკვდე შენთვისა შენი მძებნელი,
ჩემო იმედო, ჩემო ნუგეშო, შენთვის გამხადე თავის მკვეთელი,
შენთვის მომკვდარი და მოწყვეტილი, დავრჩე მეც შენი მარად მხედველი;
ნურცა დამზოგავ, მტანჯე ხორცითა, ძალი შენ მომეც დასათმენელი.

ვითარ წარმოვსდგე, ვითარ გევედრო? საქმე კეთილი არ მეგულება,
მაგრამ სხვა ღონე მაინც არ არი, სხვა სახიერი არ მეყურება,
შენ შემეწიე, არც მე დავზოგო, სიჭაბუკეცა არ მეშურება,
დასჭკნეს ეგ ხორცი, ბოროტ მზრახველი, თუმცა ნებაბი დამემდურება!

არ შემიძლია, რომ შენ მოგშორდე, რადგან ტკბილი ხარ და სახიერი,
შორით მიგდიო, ქრისტე ვიძახო, რადგან მხსნელი ხარ და მადლიერი,
დღენი გამექცა, ღვაწლი მაჩუქე, მირბის სიცოცხლე, ეგ ჟამიერი,
შენ რო განმაგდო, ვისთან მაგზავნი? არ მსურს მე შენი სხვა მაგიერი!

რო განვიხილავ გულის სიღრმეში, ვის არ ახარებს შენი ხსენება,
ვინ არ შეგწირავს თვით მომცემელსა, შენი შედგომა ვის არ ენება?
შენი სიმშვიდე, წყნარი ქცევანი, ცოდვილთ მიღება მარად გენება,
მოვკვდე, უფალო, შენის ხილვისა, შენის შეხედვის მქონდეს მე ნება.

მიკვირს უფალო, ხომ კი მოვკვდები, მაშ თავი ჩემი რათ მეზოგება?
უშენოდ დღენი რაღას მახარებს, აბა ცოდვაში რათ მეყოვნება?
შენთვის, უფალო, მოვკვდე მე შენთვის, ოდეს წყალობით მოგეწონება,
მეცა ვიხარებ შენთვის სიკვდილსა, შენგან ნუგეში მომეგონება.

ნუ, შენ, უფალო, დამბადებელო, ნუღარ ინებებ, არ შეგვიწყნარო,
შენი სახელის დიდებისათვის ნუთუ მონანი არ დაგვიფარო?
ცოდვანი ჩვენნი სულ დაივიწყე, მერმისს სასჯელად არ დაგვიბარო,
კურთხევა შენი ყველას გვახარე, ტკბილო იესო, მშვიდო და წყნარო!



მეორე სათხოვარი საერთო,
ღვთის-მშობლისადმი

ვალდებულ მქონან ეგ სათხოვარი
მამა პაპეულ დანაბარია,
შენით მისმენდეს მე მაცხოვარი,
ამინს იტყოდეს მთა და ბარია.

ივერთა დედავ, შენია, შენი,
შენდა აღრჩეულ ქართველთა ერი,
ამათ გარგებდა წილთ-განაჩენი
პიროვან ერი შენ შესაფერი.

მოხედე, დედავ, ივერიისა
ზამთარი დიდი ადგია ჭირად,
შეჰყურებს საწყლად თვის ობლობასა,
ზამთრის გადასვლა უჯდება ძვირად.

შენ მოუვლინე ხსნა და საშველი,
ანგელოზ ნათლის მფარველი, მცველი,
პური და ღვინო უკურთხე ძველი,
შორად განხადე მტერ-მწვალებელი.

ჩვენი ნათესავ ქალწული ნინა,
შენგან ნუგეშად ქართლს მოევლინა,
ნათელი სახსრად რო მოეფინა,
ახლა დედაო, რად მოგეწყინა?

შენი შეწევნის გვაღირსე სმენა,
ერსა ახარე უკვდავებანი,
მშვიდობიანსა იტყოდეს ენა,
შორად განასხე მწვალებლობანი.

ისმინე ჩვენი შენდამი ვედრი,
სმენა წვალების გვაშურებს დიდად,
მგმობართა თვისი მიაგე ხვედრი
და ჩვენ გვარჩინე დაცული წმიდად.

დაიცევ სამწყსო შენი წილ-ხდომილ,
გარემოდგომილ მხეცებისაგან,
რათა ვერ გვპოვონ გლახაკ-დავრდომილ,
გვიხსენ განმრყვნელი მგელებისაგან.



ღვთის-მშობლის შესხმა

დავითის ქნარის ოქროს სიმები
ათ-ძალი ქების საგალობელი,
ადამის ტომთა სულთ სალხინები
შენ ხარ მარიამ სამადლობელი.

პირველ მთიების შობილის ძისა
პალატ უზადო შენ მხოლო სრული.
სძალო უსძლოვო მაღლისა ღვთისა,
სულის წმიდისა ტაძარი თნული.

დავითის ბობღან ქნარი-ებანი
შენთვის გალობდა ათასი წლობით,
შესრულდა შენზედ მისი ქებანი,
ღვთის ჩაგონებულ წინასწარ-ცნობით.

ესრედ ყოველნი წინა-მეტყველნი
საკვირველებით გიხსენიებდნენ,
აღსრულდა სიტყვა მათი ყოველნი,
წინად გვახარეს ვის ეძიებდნენ.

ვინ შესძლოს შესხმა ანუ მე ესე
ცოდვით ბურვილმან გავბედო წერა!..
მხოლოდ გლახაკმან გულს განვუწესე,
შენ განმიწმიდო გულისა მზერა.

მიკურთხე ბაგე ჩემი მწიკული:
მომმადლე სიტყვა შესაკადრია,
შენვე გშვენოდეს სხივი მზიური,
შენ ხარ ცოდვილთა მთვარე ბადრია.

ზეცის ქალაქის ბჭე-შესავალი,-
კარი წყალობის შენით განგვეღო,
ჩვენი დიდების კვლავ აღსავალი
შენგნით გვეხარა, რაც რო მიგვეღო.

კაცთა ნათესავთ შვენიერებას,
ღვთისა ჩვენდამო მეცნიერებას.
ანგელოზთაცა საკვირველებას,
ზეცისა ძალნი გიძღვნიან ქებას.

მე ვით შევაწყო საგალობელი,
მხოლოდ სურვილი ქების მწადეა,
რა ვსთქვა, ვით გაქო, აბა რომელი
მაქვს შენი სათნოდ მოსამზადეა.

ქება ქებათა ვერას შეგმატებს,
მხოლოდ ჩვენ გვინდა გესათნოოდეთ.
ღვთისა დედასა ვინ რას შეგკადრებს,
მხოლოდ გუნდრუკად გესაკმეოდეთ.

მუხლებ მოყრილი, ხელებ გაშლილი,
სირცხვილეული ქვე მხედველია,
ცოდვის კვეთებით მძიმედ დაღლილი
მიმიღე ცოდვილ მვედრებელია.

ბევრი მაქვს ბრალი შენ წინ ცდომილი,
ვიცი გაწყინე უღირსებითა,
მაგრამ ვინანი და ვარ გრძნობილი,
შენვე მოგმართავ აღსარებითა.

ჩემი სიცუდე, ჩემი სიბნელე
შენ რას დაგაკლებს, ხარ მადლიანი,
აუტანელი ჩემთვის სიძნელე-
შენ რომ დამაგდო მე ბრალიანი.

ძემან გვასმინა სრული შენდობა
სამეოც-შვიდ გზის დღესა შინაო,
აბა ნუ მტანჯავს დასჯილი გრძნობა,
გთხოვ, მომიხსენო ნათელს-შინაო.

გლახაკ-საწყალი ცრემლით გეაჯი,
ღვთისა დედა ხარ ნუგეშიანი,
განსდევნე ჩემგან, ეშმაკი ქაჯი
ნათლის ცხოვრების მძულებიანი.

მიხედენ რისხვით, ვერ უძლონ დგომად,
მღვიმედ რბიოდენ სირცხვილეულნი;
მხოლოდ ინებე, შერისხე წყრომად,
იქცენ უკუნად შენგან ძლეულნი.

ღვთისა დედაო, ვახ თუ შეგძულდე,
ცოდვების დრონი... მეყვედურება,
ვერ იხილავო მოკვდე, აღსრულდე,
ამას მექადის მესაუბრება.

მაგრამ მირჩება ვითომ იმედი,
იესო ტკბილის დედაც ტკბილია,
გულსა ვიოხებ ამის გამბედი,
ვერ გძლევს, რაც ცოდვა ჩემგან ქმნილია.

შენს ნათელობას, შენს უზადობას
სწორედ არ ძალ უძს მე მომიძულოს,
ჩემს გლახაკობას, ჩემს ჭინჭველობას
გული ვერ გითმენს, მტერმან მიგულოს.

ნუგეში მექმენ, ნათლის დედაო,
საწუთოიდან როს განვიდოდე,
გპოვო იმედად სულსა ზედაო,
შენი ფარვითა მე ცად ვიდოდე.

შენ გამახარებ, შენ დამაწყნარებ,
თორემ მზირავნი გამამწარებენ,
მაგრამ შერისხავ, მათ გააქარვებ,
და მე მფარველნი აღმამაღლებენ.

ჩემი მეუფე იესოს წინა
შენ დამიდგები ნათესაობით;
შესთხოვ, შეუნდევ რაც გაგაწყინა,
ვიქნე კურთხეულ უკვდავ დღეობით.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 17 2006, 08:26 PM

უმაგრესია smile.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 26 2006, 12:48 PM

ციტატა
თქვენი კეთილიგანწყობა მშვენიერი ფორმით გამოხატეთ


უღრმესი მადლობა! biggrin.gif

Liliana ერთ ლექსს გიგზავნი! smile.gif

ვაჟა-ფშაველა

ქალებს

თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო.
რა იქნებოდა ქვეყანა?
ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას,
მე კი გადარებთ მზესთანა.

ბნელს გულში სხივი ჩადგება,
როს თქვენა გხედავსთ თვალია,
ავსდგები თქვენსა საცქერლად,
კიდეც რომ ვიყო მკვდარია;
დატრამლდეს გულისთქმასთანა
ყველა ბუნების ძალია!..

კარგნი, ქართულად ჩაცმულნი
გამაჰგოგდებით წყნარადა,
ან თუ დასხდებით მწყაზარნი,
ვით ტრედის გუნდი ფარადა...
თუმც ხშირად თქვენი შვენება
კაცებს გვექცევა ძმარადა, -
მაინც მაყვარებს თქვენს თავსა
ეს გული ძალისძალადა!

მარტი, 1888 წ.

http://literatura.iatp.ge/


ციტატა
მაპატიე, თუ გეწყინა ჩემგან


salome ვაჟას ლექსი შენ ისივე გეკუთნის როგორც Lilianas! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 27 2006, 12:35 AM

ციტატა
ასე რა ადამიანურად ქართულად ეს განწყობა უკვე მომწონს
თქვენ დიდი მადლობა მოძღვნისთვის


ეს კი თქვენ! rolleyes.gif

ვაჟა-ფშაველა

ისევ შენ, ისევ, ქალაო

(სიმღერა)

ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები, - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გაამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
სოფლისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულსალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას…
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ- მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.

1886

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 30 2006, 12:05 AM

“MEMENTO MORI”
ტერენტი გრანელი

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,

ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.

ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.


დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,

ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.

რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,

მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.


სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,

ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.

ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია

ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.


ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,

როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.

მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,

ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.


რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,

მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.

ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,

რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.


ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,

მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.

ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

SILENTIUM
ტერენტი გრანელი

სიჩუმის ყვავილები


ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა

(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).

სულში უიმედო სივრცე გაიშალა,

გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.


ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,

მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.

მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,

მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.


ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,

როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.

ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,

მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.


ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,

ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.

მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,

მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 30 2006, 04:24 PM

ციტატა
ეჰ...


ხალხური

* * *

სოფელს რა მხარეც უნახე,
სუყველა მხარე ჭრელია,
ძმაცა ვცან და ძმობილიცა,
ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,
სადაც მოკეთე მეგონა,
სულ ყველა ჩემი მტერია;
ეს ამისთანა სიცოცხლე,
აბა, რა სანატრელია,
ნუ დაენდობი სოფელსა,
სოფელი ჭრელი გველია.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 2 2006, 01:36 AM

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის...
დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს
არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს
მოაწყდა მტერი მუქარით, დავით...
მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან
აღიღო ხმალი
მეფემან დავით.

და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს
წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად.
პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა
და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.

გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა,
მოზიდეს შვილდიც,
ბოძალიც სტყორცნეს...
მეფის ნახმლევი თითო-ოროლა
ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.

დაზაფრეს მტერი,
თავზარი დასცეს,
დაცხრილეს ზეცა,
გატორეს ტევრი...
და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ,
დაცალეწეს და აოტეს მტერი...

რამეთუ დედასამშობლოს დაცვა,
რამეთუ დაცვა
მშობელი ერის,
რამეთუ დაცვა
რჯულის და ენის
ერთს აქცევს ასად...

დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, -
როდია მთავარ
სიმრავლე ჯარის...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ,
რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად“, „ვაშად“...
ცოტნე დადიანს ეხატა გულზე,
ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.

ხმა დიდგორისა
დედების ლოცვად,
ხმა დიდგორისა
მამების რისხვად
გვიხმობდა მებრძოლს,
გლეხკაცს თუ მგოსანს:
- სამშობლო ვიხსნათ!

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ,
გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ...
იქნებ დიდგორიც
რუსთველის გმირებს
აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!

რუხს და ბასიანს,
მარტყოფს, მარაბდას
გვედგა დავითის აჩრდილი დიდი.
ის გვამხნევებდა და გვიფარავდა
და დავითფერულს თამამად ვცდიდით.

...დრო გადის
...ჩვენს მთებს,
დიდგორის კალთებს
მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის!

იოსებ ნონეშვილი
1972

უფალო, შეგვიწყალე

უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.

უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძიერე გმირები ჭეშმარიტი.

უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!

უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

შოთა ნიშნიანიძე

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 2 2006, 01:59 AM

მორის ფოცხიშვილი

უცხო სხეული ანუ

ბარბარიზმებით სავსე ბალადა

ვიღაც მომბღავის ტაოდან,
რაღაც შიგ ხორხში კვნესის, -
არც რა ბრუხუნი „ბრავო“ და
არც რა სლუკუნი „მერსი“.

არც რა ბუყბუყი ჭაობად,
არც რა ტაფაზე ხრაკვა, -
არც ის ლამაზი „ჩაო“ და
არც ის მაცდური „პაკა“.

გეყო, რაც დარდი გდაღავდა,
გრისხავ, გიწყრები, გისტვენ, -
აღარასოდეს „აღა“ და
აღარასოდეს „მისტერ!“

ვის რას არგებს და რად უნდა
ხვითო სხვათა და სხვისი, -
არც რა ფაშფაშა „ფრაუ“ და
არც რა მისნური „მისის“.

ბედად თუკი რამ გადაგვრჩა,
საშვილიშვილოდ დაგვრჩა, -
აღარასოდეს „ჩა-ჩა-ჩა“,
აღარასოდეს “ჩაჩა!“

დადექ სარფთან და არხოტთან,
არ წამოეგო ანკესს, -
არც რა დიადი „საღოლ“ და
არც რა ზვიადი „დანკე!“

არც ეფექტური „ეფენდი“,
არც რიტორული „რაჯა“, -
იქნევდე, როგორც იქნევდი
სიტყვას მათრახად, ხანჯლად.

ისმოდე, როგორც ისმოდი,
ლოცვად, გალობად, ლხენად,
თორემ შეხედე, ის მოდის...
ფხიზლად, იბერთა ენავ!!!



პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Oct 7 2006, 07:35 PM

ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია:
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

1896


http://literatura.iatp.ge/

smile.gif)

ბესიკი
მამამან გფაროს

მამამან გფაროს,
ძემან დაგცვაროს,
სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა!
გატრფოს ზენამა
სულთ მალხენამა,
მას აღემსჭვალო, სხვა არას მგონა!
გიკურთხნეს ძენი,
ღვთის ნაბოძენი,
პალესტინისა ვაზთ მინაწონა!
ცხოვრება ბევრად,
კეთილი ტევრად
გარე მოგადგეს; მტერი გყვეს მონად!


პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Oct 13 2006, 05:39 AM

IPB-ს სურათი

ერთხელც იქნება, მოვკდები,მივებარები მიწასა,
გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა
ჩემს გულსა დაეხვევიან გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით ჩემი ლამაზი თმიანი

ტყუილად აშფოთდებიან ჩემნი წაწალნი იანი,
ამაოდ ჩამოხდებიან ციდამ ვარსკლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე, მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსკდება კლდისა ნაპრალი, ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.
© ვაჟა ფშაველა, 1886


выпадет раз, и я умру,
и самого себя дам земле,
живые чувства перетру
мёрзлым песком в могильной мгле,
черви, сомненья отбросив прочь,
сердце моё обступят, и
плачем не смогут мне помочь
пышноволосые мои,
вздрогнут фиалки, просто так,
детских ласк наших вспомнив дни,
зря вниз попрыгают с небес
звёзды в долину, а река
запричитает и прыжком
быстрым соскочит свысока,
и отколовшийся утёс
в русле застрянет на века...
эх, превратившись в мертвеца,
к ним я не подниму лица.

© Слава Месхи - перевод с грузинского

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Nov 6 2006, 08:05 PM

მურმან ლებანიძე:

სარეველა

ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს სიხარულს ნერგავს.-
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს - კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!

ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, -
რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის -
ცოდვაა სწორედ - სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

***
კაცური კაცის ცხოვრება, -
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი,-
ხელახლა აიწონება,
ხელახლა - სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება,-
მკვახედ და მკუხედ ნამღერი,-
ხელახლა გაიჩითება,-
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება -
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება -
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა - სუყველაფერი!

------------
Siquid est in me ingenii...

Cicero

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2006, 04:56 PM

***
veRar vixseneb im RmerTis saxes –
me rom davxuWav da Tvalebs axels.
saxels - veRar vixseneb.
me ver vixseneb im RmerTs, romelic
Cems magidasTan dgas da momelis,
yoveldRe mawvdis puris TeTr naWers
da mere Tavis xeliTve maWmevs.
veRar vixseneb im RmerTis Tvalebs,
romliTac aTas sayvedurs malavs.
rogor viyviro – RmerTo mixseni!
roca saxelsac veRar vixseneb.
fiqri SiSveli terfebiT misdevs,
tanze sivrceeb ganZarcvul qristes.

რატი ამაღლობელი

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 12 2006, 06:31 PM

წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები

სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ
და იმავე დღეს მისგან თქმული

აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე,
ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე;
გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე,
და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე.

აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო;
ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო,
ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო,
ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო!

უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე,
უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე,
ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე,
არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე.

გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი;
დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი!
ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი;
სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი.

აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა;
რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა;
შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა...
ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა.

დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი,
საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი,
ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი;
ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი.

კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან;
დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან,
ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან;
უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან.

აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას;
რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას,
უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას,
ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 12 2006, 06:34 PM

უბატონო ლილეო

რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!

იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!

შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

მორის ფოცხიშვილი

ღამე

არ ანთია შუქი არსად,
არც რა ბჟურტავს მწუხრში ერთობ,
ეს არ ნიშნავს მაინც, ღმერთო,
სადღაც ვიღაც რომ არ ენთოს.

აღარც ეზო, აღარც სახლი,
არც რა გზა და არც რა ახო,
ეს არ ნიშნავს, სადღაც ახლო
გული გულში რომ არ სახლობს.

თითქმის აღარავინ არ ჩანს,
სიმს ამაოდ ვხერხავ ხემით,
მაინც ვფიქრობ, ალბათ დარჩა
ვიღაც, ვისაც ესმის ჩემი.


პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Nov 12 2006, 11:08 PM

ანა კალანდაძე

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 12 2006, 11:55 PM

მინდა გიორგი ლობჟანიძის შესახებ გითხრათ, თუ ჯერ არ იცით...

ძალიან კარგად წერს...
გუშინ ვიყავი მისი პოეზიის საღამოზე და იქედან ვერ ვიტყვი როგორი მოვედი, სიტყვები აღარ მყოფნის იმის სათქმელად რა განვიცადე, თან მენუგეშა მისი ტკივილის და სიხარულის დანახვა, მარტო არა ვარ მეთქი ვიფიქრე... ან მე რა მოსატანი ვარ, საქართველო აღარაა მარტო "რახა-რუხა" თანამედროვე--ახალგაზრდული ლიტერატურის ამარა...(ცუდად არ გამიგოთ რა) sad.gif
თუ სადმე იპოვით მის მოკრძალებულ კრებულებს და თარგმანებს, შეიძინეთ..
მერე შვილებს ეტყვით, ამ კაცის დროს ვცხოვრობდი და მისი ზიარი ჰაერით ვსუნთქავდიო.

ნამეტანი ხმამაღლა არ მომივიდეს დაწერაsmile.gif)
მაგრამ ნამდვილად ასეაsmile.gif)

გაიცანით:
გიორგი ლობჟანიძე

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 13 2006, 12:53 AM

და იმის პასუხად, ყველაგან რომ ქრისტეს ვეძებთ( ალბათ, იმიტომ რომ გვინდა სხვაც გადარჩეს ჩვენთან ერთად) ირანელი პოეტი ქალის ფორუყ ფაროხზადის ლექსის ქართულ თარგმანს დავწერ...

იგი სწორედ იმ ადამიანმა გადმოაქართულა, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ.
და ის განწყობა რომ არ დაკარგულიყო, რაც ამ ლექსს ორიგინალში აქვს, არ გაურითმავს.

მექანიკური თოჯინა


ამათზე უფრო,
დიახ, დიახ, ამათზე დიდ ხანს,
ამათზე უფრო
შეიძლება მდუმარე დარჩე.

შეიძლება მრავალი საათი
მკვდართა მზერასავით გაყინული მზერით
მიშტერებოდე სიგარეტის კვამლს,
მიშტერებოდე ყავის ფინჯანს,
ხალიჩაზე ამოქარგულ ფერწასულ ყვავილს,
კედელზე გაკლაკნილ საშიშ ხაზს;
შეიძლება გაფიჩხული ხელის მტევნებით ფანჯრებიდან
ფარდა გადასწიო და დაინახო:
ქუჩებში კოკისპირული წვიმა ასხამს;
ბავშვი თავისი ფერადი ფრანით
თაღს შეფარებია;
ძველი, დანჯღრეული ეტლი
ფუსფუსით სავსე სიჩქარით ტოვებს
ცარიელ მოედანს.
შეიძლება ერთ ადგილას დარჩე,
ფარდის გვერდით_
მაგრამ ყრუ,
მაგრამ უსინათლო.

შეიძლება დაიყვირო,
ძალიან უცხო,ძალიან ყასიდი ხმით დაიყვირო:
"მიყვარს..."

შეიძლება მახვილგონივრულად დასცინო
ყველა განსაცვიფრებელ გამოცანას;
შეიძლება თავი მხოლოდ კროსვორდების
ამოხსნით შეიქციო და
შეიძლება გული მხოლოდ უაზრო
პასუხის პოვნით გაიხარო.
უაზრო პასუხის_
დიახ, ხუთი-ექვსიოდე ბგერისა.

შეიძლება მთელი ცხოვრება
მუხლმოყრილი იდგე,
სამარის მძიმე ფეხქვეშ თავწახრილი;
შეიძლება წარეცხილ საფლავში ღმერთი დაინახო.
შეიძლება უმნიშვნელო მონეტა ირწმუნო.
შეიძლება მეჩეთის სენაკებში გაიხრწნა
"წმინდა ადგილთა მომლოცველობის"
მკითხველი მოხუცივით;
შეიძლება მიმატება-გამოკლებისას,
გაყოფა-გამრავლებისას,
როგორც ნულს,
მუდამ ერთნაირი შედეგი გქონდეს.
შეიძლება შენი თვალი_თავის განრისხებულ
ბუდეში ჩამჯდარი _
ძველი ფეხსაცმლის გახუნებულ ფოლაქად ჩაითვალოს;
შეიძლება წყალივით შრებოდე საკუთარ გუბეში.
შეიძლება ერთი წამის სილამაზე
სასაცილოდ ჩაშავებული სწრაფი ფოტოსავით
სირცხვილით მიმალო
ზანდუკის ბნელ კუნჭულში;
შეიძლება ერთი დღის ცარიელად მირჩენილ ჩარჩოში
ვინმე დასჯილის,ძლეულის
ან ჯვარცმულის ხატი ჩამოკიდო.

შეიძლება პატარ-პატარა სურათებით დაფარო
კედელზე გაჩენილი საშიში ბზარები.
შეიძლება უფრო ამაო ლანდებსაც შეერწყა.

შეიძლება მექანიკური თოჯინა იყო
და შუშის ორი თვალით შენს სამყაროს ხედავდე;
შეიძლება მუყაოს ყუთში
თივით გატენილი ტანით
წლების მანძილზე
ბადეათა და მძივთა შუშაში იძინო
და ხელის ყოველი ფუჭი შეხებისას
უმიზეზოდ წამოიძახო:
"მე ძალიან ბედნიერი ვარ,
ძალიან ბედნიერი!"


პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 13 2006, 11:33 AM

ამერიკელი პოეტი ლენგსტონ ჰიუიზი
იესოს ფერხთით


ისეოს ფერხთით
დგას ზღვა მწუხარება .
უფალო , მომადლე
წყალობის ხარება !

ვდგავარ შენს ტერფებთან ,
მწამს შენი სახელი ,
პატარა იესოვ ,
მომეცი ხელი !



ანგელოსთა ფრთები

ანგელოსთა ფრთები თოვლივით თეთრია ,
თოვლივით თეთრია,
თოვლივით თეთრია,
ანგელოსთა ფრთები თოვლივით თეთრია,
მე კი ძლივს მივათრევ
ო, ფრთებს ძლივს მივათრევ ,
მე ცეცლის მორევში .
ანგელოსთ ფრთები კი თოვლივით თეთრია ,
თოვლივით თეთრია

ცეცხლი

ცეცხლი, უფალო ,
ცეცხლი!
ცეცხლით განწმინდე სული !

არ ვიყავ ქველი
არ ვიყავ წმინდა,
ვიყავ ბილწი , მდაბალი , უნდო ,

ცეცხლი , უფალო.
ცეცხლი.
ცეცხლით განწმინდე სული!

მითხარი , ძმაო ,
გამანდე მეცა
ტანჯვის და გლოვის
გზა თუა ზეცა?

ცეცხლი, უფალო,
ცეცხლი ,
ცეცხლით განწმინდე სული !

ვიყავი ცრუ და
ვიყავი მპარავი .
ჩემდენი ქალები
თუ ჰყავდათ ფარაოს !

ცეცხლი , უფალო,
ცეცხლი ,
ცეცხლით განწმინდე სული !
ცეცხლი მსურს , უფალო,
განწმინდე სული !

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 13 2006, 12:12 PM

ლილიანა
მაგარიააააააააააააა
დონეაააააააააა

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 13 2006, 12:29 PM

ზვიად გამსახურდიას თარგმანია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 13 2006, 04:55 PM

ლუკას

შენ მშვიდად დგახარ ცხოვრების მიღმა,
როგორც ფოთოლი_ქარიშხლის უკან,
და ჯერ არ იცი, რომ მამაშენი
მთელი სიცოცხლე გიცდიდა, ლუკა.
სიცოცხლე _ უფლის მოწვდილი პეშვი _
მე, ქვიშასავით გზადაგზა მაპნევს,
მაგრამ ვერ იქნა, დღემდე, ვერაფრით,
ვერ ამაფხრიწეს ჯადოსნურ ზღაპრებს.
შენ უნდა დაგრჩეს ყველა ზღაპარი _
ოცნების ყველა ციმციმა ღრიჭო,
რომ როცა წავალ, ამ ზღაპრებიდან
გეფერებოდე, პატარა ბიჭო.
ჩათბუნებული დედის კალთაში
შენ იქსოვები სიზმრის ძაფებით;
მოხვალ და ყოფის შხამიან სასმისს
ჩემი ტუჩებით დაეწაფები.
თუკი ამ სასმისს ვერვინ აგაცდენს,
არ მოგეწვდება ყოფა ედემად,
ჩემს გულს გაივლის ყველა ლურსმანი,
შენ რომ ხელებში ჩაგეჭედება.
ჯერ კი მშვიდი ხარ,
ცხოვრების ორთქლით
არ მოთუთქულხარ,
თვალებფახურავ,
და ნიავმა რომ არ შეგაწუხოს,
ფისოებიან საბანს გახურავ.


(გიორგი ლობჟანიძე) biggrin.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 13 2006, 05:34 PM

kato_Bato
გაიხარე !
მიყვარს ლობაჟანიძე

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 13 2006, 05:36 PM

ლილიანა
დიდი მადლობა, ისე გამიხარდა რომ მოგეწონათsmile.gif) ისე ისე....
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 12:00 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Nov 15 2006, 07:15 PM

პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლითმოსილი კაცია...
პოეზია.. ისეთი... მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სურნელობას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნისხელი კიდევ დღე-მუდამ არა ჰფურჩქნის... ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრ-მიუწვდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია, ნიჭი-აფრა და მეცნიერება -საჭე, გემის მიმმართველი..
ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოპლიო, ერთი დიდებული წიგნია, უცნაურ ენაზედ დაწერილი. მეცნიერება იმას სთარგმნის უხატებაო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათითა. მეცნიეების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის სიგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა.
პოეზია მადლია, ნიჭია რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა.. რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს.
----------------------------
მიყვარს მშფოთვარე
ეს ცხოვრება
ზათქით და ზარით
მაგრამ სიცოცხლე
წამის არის
და ჰგავს ტკბილ ბურანს.
მსურს ჩავეჭიდო
დედამიწას ისეთი ძალით
რომ წამით მაინც შევაჩერო
მე მისი ბრუნვა.
უნდა ვიჩქარო
თორემ ჟამი ყანწივით დამცლის,
სად ხარ უფალო,
რა სიყალბით ეს დრო რიგდება...
მე მინდა ვნახო
სიკვდილის მკაცრი,
მუხლმოკვეთილი
დიაცივით რომ ატირდება.

------------------------------------------

ღამე შემოდის
ვით წმინდა ბერი..
და მე დუმილის
ვწევარ საკანში.
მოვსულვარ თქვენი
მიწა და მტვერი
თქვენი ხმისა და
სულის განგაში.
მსურს აქ ვიტირო
და ვიმდუღარო,
დღეს თქვენტან ერთად
მინდა ვათენო,
ჩემო წარსულის
ხმა იდუმალო,
რჯულის ლოცვანო,
წმინდა ხატებო.
თქვენ შიშსა ჰგვრიდით
შაჰსა თუ სულთანს
და სასიკვდილოდ
ბოჭავდით თითქოს...
თქვენშია ჩემი
წარსულის სუნთქვა
ჩემი დიდების,
ხელების სითბო.
თქვენ ჩაგდით ძარღვში
ძალა უძლევი,
არ გავღუნულვართ
სიკვდილის პირზე,
ვილეწებოდით
თუ ვერვუძლებდით.
ნაწილებიდან
ვდგებოდით ისევ.
რჯულისთვის რამდენს
დღე ჩაემუქა
და სად რამდენი
მოკვდა წამებით...
სიკვდილის წინ რომ
არ ჩაუმუხლავთ
აქ მუხლის თავზე
იდგნენ მამებ...
თქვენდამი რწმენა
ლეწავდა მტარვალს.
დღეს კი თენდება
ცა იმარჯნება.
მაგ თქვენს კალთაში
ესვენა ალბათ
ეს მზე, თბილისი
და გადარჩენა.

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Nov 15 2006, 07:41 PM

ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება.
მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ,
დე ცა არწიონ პალმის რტოებმა.
კაცს ზღვა იმედებს
ნუ დაუშრიტავ
განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო,
ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს
და უკვდავების დავეძებ წყაროს.

--------------------------------------------------

ეს მერამდენედ
ცა გადასჭრეს წეროს გუნდებმა,
ლანდი თუ ქალი
დადის, ეზოს ცრემლად ედება.
ჩურჩულებს-მოვა,
უეჭველად ის დაბრუნდება.
- რის ფიქრები,
ოცნებები და იმედები.
მგონი დღეს ასჯერ
გადაიკითხა სვილის ბარათი
ჰაი, ზღვასავით ურწყავია დედის ბუნება.
ჩარჩა სმენაში:
- მელოდეო - ჩარჩა მარადის,
ყურის ძირში კი
დაფართხალებს არ დაბრუნება
მოგონებები
სიმძიმილით წვება ფილებად.
ეხ მშობლის გული
დაიტევდა მტკვარსაც არაგვსაც,
საგულედან კი მოაქანებს
ფიქრის დინება,
დედის თვალებში
ვიწროვდება სოფლის შარაგზა.
ღამდება,
მთებმა
ნაპრალები ბინდით მიჩულეს
და ბალადები
აჟღერებენ ფშანებში ლერწმებს,
დედა კი დადის,
როგორც რთოლვა, როგორც სიჩუმე
მთელ სასოებით
რაღაც თბილს და
უხილავს ეძებს.
ომედი ჰკვებავს
ადამის შვილს, - დედასაც სჯერა...
სახლში შემოდის
ფეხაკრებით ქარის ხმაურში.
- მოვალო მითხრა,
დაბრუნდება ის უეჭველად,
- იტყვის მოხუცი
და ბუხართან ლოგინს გაუშლის.
მიდის იძინებს..,
და ძილშიაც არის მოთქმაში,
შუაღამისას
წამოდგება როგორც აჩრდილი,
არ შესცივდესო,
ჩუმად, ჩუმად შედის ოთახში
და სასთუმალი
ცარიელი ხვდება გაშლილი.
სკდება ნერვები,
გაშმაგებით, მიარღვევს ღარებს.
მტრედისფერ ფარდას
გადმოაფენს
ზეცა მთა სერებს,
დედის ტანჯვაში
მოქანცული ბარბაცებს ღამე
და მოლოდინებს
ორღობეში ცრემლით ასველებს.
როდესაც მაღლა
დაბორგავენ ავი სულები,
შავ ქაღალდივით
ფარფატებენ შავი ჩრდილები,
წონასწორობას
აქ ჰკარგავენ მთები სრულებით
ისეთნაირად
ცას შებღავის დედა ირემი.

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 10:10 PM

aramgonia ro mickinot tu sakutar 2 leqss davagdeb smile.gif

როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!!

------------------------------------------------

დავიღალე ვზივარ მარტო
თვალზე ცრემლი აღარ შრება
მზის სინათლე მეზიზღება
შენი სახე მესიზმრება
ნავრა,ოცნებაში
ჩემ ფიქრებში ისევ რჩება
გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება
დრო არ მინდობს
მიდის ნელა
სევდა ტანჯვა მემატება
შენი თვალები მელანდება
შენი კოცნა მენატრება
სიყვარულო სად ხარ ნეტა?

--------------------------------

es leksebi ar gankitxot es ubralod erti shekvarebuli BERIS bodvaa...

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 16 2006, 01:00 AM

ფუტკარი

შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცეს,
ღმერთს კი სანთელი.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Nov 16 2006, 02:08 AM

ეჰ პოეზია ყველაზე მაგარი რამ არის ამ ქვეყნად ბედნიერნი ის ვისაც ღმერთმა ლექსის წერის ნიწი დააბედა მე ერთი უცნობი ავტორის ლექს დავწერ ოღონდ ეს უცნობი თქვენთვისაა ჩემთვის არა smile.gif


elodebi da arc ki ici
vin mogakiTxavs
verc imas xvdebi momavalSi
rogor iqnebi,
adamiano gagaCines
saqarTveloSi,
gaWirvebam ki evropisken
mimarTa frTebi.
gawire Sen dangreuli
namosaxlari
rac gqonda wminda sazRvargareT
gadaisrole
Sen sakuTari araferi
ar gagaCnia
mxlodo Rameul sizmars ebrZvi
saqarTveloze.
arvis egonos emigrantebs
vlanZRavde amiT,
mxolod veZaxi Cemi qveynis
mimalul Svilebs,
romelsac erT dRes miakiTxavs
civi sikvdili
da gasaTbobad saqarTvelos
mzes moinatrebs.


ეს ლექსები რომლებსაც მე ვწერ ეკუთვნის ჩემ უახლოეს ძმაკაცს ლაშა მეტრეველს აი კიდევ

. . . . . . . . .

bagratis taZars CamoSloda
cidan kalTebi
qvaTa jarebad Seyinula
irgvliv samefo
daseirnobda xelovnebis
baRSi qalRmerTi
krefda CuqurTmas ukvdaveba
unda aego.
Zirs daufines Cemi qveynis
patara miwa
Tavs moaxvies silaJvarde
miuwvdomeli
suli aCuqes uwmindesma
angelo zebma
da daamSvenes Cems patara
saqarTveloSi.
gars Semoartyes darbazebi
bagrationTa
da mimofantes mzis sxivebi
leqsebad mwveli
cxra saukunis Semdeg vdgavar
rogorc moxuci
da grzel kibeebs bagratisken
isev mivyevbi.

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 16 2006, 10:31 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 17 2006, 12:33 PM


დღეს გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეა



მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917წ.

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Nov 17 2006, 12:57 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 17 2006, 01:14 PM

"გზად გურულ ქალს ვეუბნები,
რომ გზაც ვარდით ნაფერია.
ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად ამბობს,_
"მაი აფერია!"

გალაკტიონი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 17 2006, 01:29 PM

ნუ გაიხეტე გული, მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ,
არ დაადუმო შენი "ლილე" და
მოვალ, აგინთებ კანდელს.

თუ გინდა ფეთქვით, ოღონდ დამიხვდი
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის.

შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად,
დიდი ხანია რომ გენატრება
მოვალ იმ პირველ კაცად...

შენი გუთნის და შენი აკვანის
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის
სწორედ ის ბიჭი მოდის!

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 17 2006, 09:26 PM

ციტატა(guruli @ Sep 8 2006, 09:34 PM) *

რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO biggrin.gif


ამ გრანდიოზული პოეტების გვერდით ცოტა არ იყოს მერიდება მაგრამ, ვეცდები თემის შესაფერისი ლექსები წაგაკითხოთ ჩემი შემოქმედებიდან


სვეტიცხოველთან

მოვდივარ...
სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის,
შევჩერდი...
გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის,
დავჯექ და
მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით,
ჩემდა უნებურად
ხელი შევახე - გიორგის მახვილს.
წამს შეშფოთებულმა
ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ,
უკან დავიხიე,
ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად,
გაოცებული
შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და
ამ ქვეყნიურს,
ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს.
და ცის ტატნობზე,
გაიელვა მნათობმა მკრთალად
და უკუნეთში
შავი ჭინკები გაფანტა სადღაც...
და ღამის ცაზე,
გამობრჭყინდა მნათობი სვეტად,
დაბლა დაეშვა,
ტაძარს, გუმბათზე დაედგა სვეტად...
და რა ვიხილე,
გამობრწყინდა ცით ანგელოზი,
შეიძრა -ცა
და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ.
კიდით - კიდემდა
გაიელვა მნათობმა ყველგან და
სულიწმინდა
გადმოეშვა ტაძარზე მტრედად.
და თეთრი იყო
იმ საღამოს მიდამო ტაძრის,
ისმოდა ირგვლივ
ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა...
შვება ვიგრძენი,
დამიამდა მტკივანი გული,
უძლეველის წინ
მოვიყარე ცოდვილმა მუხლი.
ყოველი გაჰქრა...
თენდებოდა ნელ-ნელა ღამე,
სვეტიცხოვლიდან
არ მინდოდა გამოსვლა გარეთ,
გაოცებული,
შევყურებდი მოხატულფრესკებს და
ამ ქვეყნიურს,
ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს.

01.31.1993
თეა კანდელაკი





ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.

არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს,
ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს.
წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს,
ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.
ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას,
ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს.
წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას.
გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს...
ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით,
ყინულის გულიც, რომ მქონოდა ჰიჰქად დაგათოვდით.
უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით.
თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის...
მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული
და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული...

01.28.1998 წელი
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 09:28 PM

Лучше впасть в нищету, голодать или красть
Чем в число блюдолизов презренных попасть
Лучше кости глотать, чем прильстится сластями
За столом у мерзавцев имеющих власть

Омар Хаям

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 17 2006, 10:40 PM

ციტატა
ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს. წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს, ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას, ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს. წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას. გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს... ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით, ყინულის გულიც, რომ მქონოდა ჰიჰქად დაგათოვდით. უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით. თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის... მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული... 01.28.1998 წელითეა კანდელაკი


udzlieresia sagollllllllllllllllllllllll

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 18 2006, 10:23 PM

ციტატა(Beri_Sergi @ Nov 17 2006, 09:40 PM) *

udzlieresia sagollllllllllllllllllllllll


smile.gif დიდი მადლობა

ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში...

ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა

ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი
და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . .
გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი,
სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას.

მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები,
განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . .
არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის
და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს.

ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას
და დემონების შეკივლება აკვდება ექოს.
ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით,
იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს.

ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო,
სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია
და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში
და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია .

და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად,
ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს.
ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე
და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო.

მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები,
განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად ,
არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის
და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს.

06.15.2005
თეა კანდელაკი




ხილვა

ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი…
ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ…
ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?..
ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა.
ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ...
-უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?!
... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას...
დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები...


05.18.2006
10:07
ა.შ.შ. ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 19 2006, 09:12 PM

ციტატა
ციტატა(Beri_Sergi @ Nov 17 2006, 09:40 PM) quotecudzlieresia sagollllllllllllllllllllllllQuoteEndQuoteEEnd დიდი მადლობა ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში... ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . . გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი, სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას. მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . . არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას და დემონების შეკივლება აკვდება ექოს. ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით, იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს. ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო, სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია . და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად, ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს. ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო. მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად , არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. 06.15.2005 თეა კანდელაკი ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი
IBF.ATTACHMENT_20326
--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.



udzlieresia martla sagol smile.gif
leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs sad.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 20 2006, 01:15 AM

ციტატა(Beri_Sergi @ Nov 19 2006, 08:12 PM) *

udzlieresia martla sagol smile.gif
leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs sad.gif



smile.gif მადლობა უფალს და თქვენც რომ დროს უთმობთ ჩემს შემოქმედებას

"ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის"



ზოგჯერ, ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის, უკიდურეს ჟამსაც კი, შენგან, მცირედი ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება...
ამიტომ, სანამ შეგიძლია ნუ დაშვრები, რადგან, საჭირო გახდე ვინმესათვის, თვითოეულთა ხვედრია მხოლოდ და ხედავდნენ იმედს მხოლოდ შენში - ღვთის დიდი მადლი...
და თუ, არ გინდა ჟამიდან-ჟამზე, სინდისი შენი გექცეს მწამებლად, ეცადე მუდამ გააკეთო რაიმე კარგი და დაინახე,რომ, ეს "ტიტული", ჭეშმარიტია და არა ფარსი.
ადამიანო! არავინ იცის ცხოვრება ქვეყნად უმზადებს ვის რას, რადგან, დანახვა საკუთარ თავის ძნელად აღმავალ საფეხურს მიჰგავს...
იქნებ, სჯობს, ოდნავ დახარო თავი, იქნებ, შენს იქით ვინმეც შენიშნო, რომ, შენს წინ ფეხ-ქვეშ მიგდებულ კენჭზე არ წაჰკრა ფეხი და შენს წინ გათხრილ უფსკრულში არ გადაიჩეხო.
ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლიც დათესო, ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის… ვინძლო, სინდისმა უფლის კართან არ შეგვაჩეროს...
იქნებ, შეგვეძლოს, ჭეშმარიტების ნათელ თვალებში, ჩაბუდებული იდუმალება ამოვიკითხოთ, ან, ამ საწუთროს ბედ-უკუღმა ჩარხთა ტრიალის დაუნდობელი კანონები გამოვიკითხოთ.
ნუ შეგაშინებს, ჭეშმარიტებას დაუდგე მხარში. ვიცი, ძნელია სიმართლის თქმა, აღიარება. გადაგიჭრიან გზას პირ-სისხლა კრავთა ნიღბები და ყოველ სიტყვას დაგაჩნევენ ტანს იარებად, მაგრამ- მთავარი, სული ისევ დაგრჩება მთელი, ღვთის სამართალი ამ ქვეყნადაც დაიარება. ნუ შეგაშინებს! თუნდაც ერთი ამბობდეს მართალს, იმ ერთის აზრი - ბაირაღად აფრიალდება.
ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლი დათესო... ვინძლო ჩვენამდე მოაწიოს - საუფლომ განსჯის... ვინძლო, სინდისმა, უფლის კართან არ შეგვაჩეროს...

03.04.2002
ა.შ.შ.ფლირიდა


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 21 2006, 07:12 PM

უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად.


ღმერთო დიდებაო, უფალთა უფალის,
უკიდეგანო სივრცეთა ზრახვაო,
სული უსახური უწონელ არსთა-თა
მზის სხივს მიჩრდილავდა "მფარველის" მარაო...

ისედაც დიადი, დიადად ფრთა-აშლილ
სულს უსხეულოთა ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან,
ყურში ჩამესმოდა უსიტყვო ბგერები:-
"უფალი აქვეა, ო, სულო ნუ სწუხარ"

და იხატებოდა მზის სხივთა ციალში
ოქროსფერ ფრთიანი უსახო სახება,
ზურგს უკან - ფრთის წვერით სწვდებოდა ტატნობებს,
კვერთხით - ქვესკნელს უფრო ქვესკნელში დევნიდა

და ვიყავ მე ასე ქვესკნელს და ცას შორის,
ჰაერში ბორიალე მტვრის ციდა ნამცეცად...
უფლის წინ მე ასე ციდას და უსუსურს
უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად.

05.01.2006
ნიუ-იორკი (სანაპიროზე)
თეა კანდელაკი

გილოცავთ მთავარანგელოზობას

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Nov 21 2006, 07:52 PM

მოგესალმებით ქედებო!
მომაქვს სალამი გვიანი!

პოსტის ავტორი: tat-ia თარიღი: Nov 21 2006, 08:24 PM

ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედო, შიგ მზე სანთლდად ენთო,
და ხალხს ელვის კვერხთით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა,
მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ,
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები...
უფლის განაჩენი არ იყო სადაო,
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი? საიდან სადაო,
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა, წარუდგნენ და
ჰკითხეს:- ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა და ჰკითხა:- ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე
-ქართველნი გახლავართ! გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ,
დავლოცეთ შენ მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო,
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის
მთებად აიწივნენ წარბები შეკრული,
-სად დაგაბინაოთ, არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი,
სულ ყველა გავეცი ბილიკი, ჭიუხვიც,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები,
და რადგან მიწის სხვა ნამცეცი არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ,
ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია,
-დე იყოს ალალი.
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 23 2006, 10:45 PM

ჩემო თბილის ქალაქო

მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო
ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...
უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო,
მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო,
როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო,
ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო,
მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...

08.03.1998
თეა კანდელაკი



მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . .

ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს -
ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს.
მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს...
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება
და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს,
იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება...

და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი,
სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს...
მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი,
დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს...
თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე,
ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას,
ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში -
თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას...

მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები,
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება...

03.18.05
თეა კანდელაკი



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 23 2006, 11:04 PM

ერთხელ უწმინდესმა დაავალა სტუდენტებს დაეწერათ თხზულება თემაზე "რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის".
ეს ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომია:

ზაზა სანიშვილი
სემინარიის IV კურსის სტუდენტი

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
დიდ საქმისათვის დიდად ვეჭვობ რომ მეყოს ძალა,
და როგორ შევძლო გავირიო სისხლში ფოლადი,
რომ ყველა მტერი გზის ჩამხერგავ ლოდივით დავძრა.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
როცა ველ-მინდვრებს მოდებია ბალახი უხვად,
ვერ მოვერევი სარეველას ქარით მოტანილს,
დარდი დაეტყო დავიწყებულ ჟანგიან გუთანს.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
ფრთიანი სიტყვით გავაღვიძო ირგვლივ გარემო,
მაგრამ წარსულში დამიფანტავს სათქმელი კარგი,
თვით დუმილისთვის, რაც კი მითქვამს, მგონი არ მეყო.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
დაბზარულ კედლებს ძველი წყლული ვით დავუამო,
ვიღაცამ ქვაზე ქვა დადო და კეთილად დადის,
მე კი თვით კენჭის კენჭზე კარგად დადებას ვნატრობ.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
იქნება სიბრძნე მოვიძიო გონების წამლად.
ფიქრის გორაზე დიდი ჭმუნვით კვლავ კაცი ადის,
მე კი ვიცი, რომ სისულელის ამარა ავალ.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
როცა სიბილწე ეუფლება დიდსა და მცირეს,
ვით გავიყვანო სასუფევლის გზაზე მოყვასი,
როდესაც გულში უგზოობის ლაბირინთს ვიტევ.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
როგორ შევამკო თუნდაც მცირედ მისი მთა-ველი,
ჩემს სისხლს წვეთებს ძუნწად ვითვლი, დავკარგე აზრი,
და ძველთა სისხლით სუნთქავს თითო მიწის მტკაველი.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
დარჩა კი რამე, რის ხილვასაც კვლავ შევძლებ სულში,
იქნებ სიყვარულს თვალი ვკიდო ლოდინით დაღლილს,
მუდამ რომ მიხმობს და არ იცის დღეს, ხვალე, გუშინ.

და როცა ქარი დავიწყების გადაყრის ნაცარს,
როდესაც გულში სიყვარული დაანთებს ღადარს,
მაშინ ფოლადი გაერევა ჩემს სისხლში სწრაფად,
და ძველი გუთნით ძირს მოვუთხრი მინდორში ბალახს,

ფრთიანი სიტყვით გავაღვიძებ თავსაც და ხალხსაც,
დაბზარულ კედლებს წყლულს მოვურჩენ, ქვას ქვაზე დავდგამ,
ფიქრის გორაზე დადინჯებით, იმედით ავალ.
სიბილწის ჭაობს ავარიდებ მოყვასის გზა-კვალს,

ჩემს სისხლის წვეთებს აღარ დავთვლი ძუნწად და ხარბად,
სამშობლოსათვის რა ვაკეთო, მივხვდები კარგად.

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის!
ეს შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის -
მიყვარდეს იგი და მხოლოდღა მიყვარდეს მარად!

2005

უწმინდესს ძალიან მოეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 23 2006, 11:06 PM

მეც!
smile.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 24 2006, 05:07 AM

ციტატა(მარიამი @ Nov 23 2006, 10:04 PM) *

ერთხელ უწმინდესმა დაავალა სტუდენტებს დაეწერათ თხზულება თემაზე "რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის".
ეს ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომია:

ზაზა სანიშვილი
სემინარიის IV კურსის სტუდენტი

რა შემიძლია გავაკეთო სამშობლოსათვის


2005

უწმინდესს ძალიან მოეწონა smile.gif


ძალიან მომეწონა, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს

პოსტის ავტორი: _ნინო_ თარიღი: Nov 28 2006, 12:37 PM

...ქართველთ გატეხეს მომხვდურნი ძლიერი დარტყმით სწორითა,
წითლად შეღებეს ველები, სისხლის ტბით დანატბორითა,
გაშმაგებული ცხენები გზას იკაფავენ ტორითა,
გადაშავჭრელდა მიდამო გაჟლეტილ მტერთა მძორითა,
გარბიან, იპარებიან ტყითა, მთითა და გორითა.

მსოფლიო შემოიარა ხმამ, დაუღლელმა ქებითა,
დიდგორის ველზე ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითა,
ლათინურ-სომხურ-არაბულ-სპარსული ლეგენდებითა,
მესიის მახვილს-დიდ დავითს აქებენ დაკვირვებითა,
მუსულმანთ უძლეველობის მითი დაემხო რქებითა.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2006, 01:01 PM

იგავი

ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.

იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით."

უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი."

იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით."

პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Nov 30 2006, 12:28 AM

მირზა ხოსროშვილი

ჯიხვის თხოვნა

ჯიხვმა თქვა ბიჭავ ნუ მამკლავ
რად გინდა ჩემი მოკვლაო,
არ მამკლა ცოცხალ გამიშვი
თორემ შენი დროც მოვაო,
გადაეყრები სხვა ჯიხვსა
ის გადევნინებს ბევრსაო,
მთა ღორღსაც შემოგატარებს
მერე გადაგჩეხს ხევსაო.
რას გიშლი ბიჭავ ნუ მამკლავ
ნუ მამწყვეტ ბუნებასაო,
ბუნებისთვი ვარ შობილი
ღმერთვა მიმანდო მასაო.
ხალხი სუყველა ერთნი ხართ,
სულ დასდევთ წყნარს და სუსტსაო
ერთხელაც ვეფხვს შაეყრებით
ის კი ამოგხდით სულსაო.
ბიჭოვ არ გინდა ნუ მამკლავ
არ მინდა დარჩე აქაო,
მე კლდიდან კლდეზე გადავალ
შენ კი მოკვდები აქაო.
ისმინე თხოვნა ჯიხვისა
შენც არ მაიკლა თავიო,
თორემ იცოდე ჩემსავით
ქვრივად დაგრჩება ქალიო.
შენსავით შვილი მეცა მყავს
ის კლდიდან კლდეზე დახტისო,
დაფიქრდი სანამ მამკლავდე
იქნებ ჯიხვი ვარ ხატისო.
ცოდვას ნურასდროს ჩაიდენ,
ნუ დაიმძიმებ მხრებსაო
ცოდვა არ მოგკლამს, დაგტანჯავს
და შველას შესთხოვ ღმერთსაო.
მერეღა გაგახსენდება
ცოდვა ჯიხვისა კლდისაი,
სანამ მამკლავდი გესმინა
თხოვნა ჯიხვისა კლდისაი.
2000 წ.


მირზა ხოსროშვილი

სიკეთე

სიკეთე რა არის? - სიკეთე ზღვა არის
ამ ზღვაში დახრჩობა მართლაც ხსნა არის.
სიკეთით კვდები? - სხვა რაღა გინდა,
ამაზე კარგი ქვეყნად რა არის.

თუ კი ოდესმე ცხოვრების გზაზე
შენ ტანჯვის ჯარი შემოგესია,
არ დამარცხდები, თუ კი ჯერ სული
ბოროტისათვის არ მიგიცია,

თუკი ჯერ კიდევ გული სიკეთით
და სიბრალულით შენი სავსეა,
დაიჩაგრები, მაგრამ ცოტა ხნით
ცხოვრების წესი დღეს ხომ ასეა.

მაინც არ მისცე შენ სული ბოროტს,
ფული სიყვარულს არ ამჯობინო,
საწყალს თავისი სისაწყლე მაინც
იცოდე არასდროს არ აგრძნობინო.

მაშინ იქნები კაცი, როდესაც
სხვის გულის წუხილს გულთან მიიტან,
თუკი ვაჟაცთა სასაფლაოზე
კეთილი გულით ვარდებს მიიტან.

იყო კეთილი - იცი რა არის?...
- მარტო სიტყვები არაფერია,
სიკეთე, სიყვარული და წრფელი გული
ამაზე კარგი არაფერია.
2/02/2004.

მირზა ხოსროშვილი

საქართველო! შეიმშრალე ცრემლები

ახლა როცა მე ამ ლექს ვწერ,
ჩემს გულს სევდა ემატება.
ვხედავ, ახლა ჩუმად სტირი
შენ ცრემლი არ გეკადრება.

ადრიდანვე გყავდა მტერი,
ომიც ბევრი გაგივლია,
მაგრამ ომში ვაშკაცების
ღალატი არ გაგიგია.

ვხედავ ახლა ჩუმად სტირი
თვალზედ ცრემლი დაგდენია,
გაგიყიდეს ყველაფერი,
ის წაგართვეს რაც შენია.

სულ გაყიდეს ყველაფერი,
ტყეები თუ ველები
საქართველოვ მე შენთან ვარ!
შეიმშრალე ცრემლები.

სანამ შენ ხარ საქართველოვ,
ჩვენც ვიქნებით ქართველები,
შენს დაჩაგვრას ვიღაც უცხოს
არ შევარჩენთ ქართველები.

მე დაგიწერ ისეთ ლექსებს
ვიხარო და შენც გახარო,
ქართველებო ერთად ვიყოთ,
რომ მტერი არ გავახაროთ.
3/03/2003.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 11:49 AM

გალობანი გიორგისნი

გალობაი II

* * *
ვითარცა ვარდი
სურნელი ფერითა შუენიერითა,
გამოჩნდი ეკალთაგან უნაყოფოთა,
და ვითარცა სანთელი აღენთე
შორის ბნელსა ნათესავთა მათ უგულისხმოთა,
დიდებულო მოწამეო,
სძაგებდ განცხადებულად
კერპთა მათთა მტყუართა,
ამისთვის აღემზადნეს მოკლვად შენდა...

იოანე მინჩხი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 30 2006, 01:40 PM

"რომლისა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი
მუჴლი ყოველი მოდრკების
და ენაჲ ყოველი შენსა ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ”

დავით აღმაშენებელი,
გალობანი სინანულისანი, გალობაჲ ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 01:54 PM

ნეტარ არიან მორწმუნენი...

ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია!
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, -
შვილნი ნათლისა, ცის მამულში ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, -
რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ჰყვავის მათ სულში სიყვარული, მშვიდი დარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ვინ გვცეს ნუგეში, როცა სულში ავი ბზარია?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენი გადამრჩენი მხოლოდ ჯვარია!...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენთვის თავდადება ზეცის კარია, -
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
რწმენა, მომავლის იმედები შენ გაბარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან!
შენი სამკვიდრო ღმერთს შეჰვედრე, დედავ მარიამ!
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან!!!

მეუფე თადეოზი


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 1 2006, 04:42 AM

სიყვარული ასე მწამს

თუნდ, პასუხი ვერ მოვძებნო,
სიყვარული - ღმერთსა ჰგავს.
იდუმალი ღვთაებაა,
ასე მჯერა, ასე მწამს.

ფაფარაშლილ რაშს მაგონებს,
მძვინვარებით - მუსონს ჰგავს,
ფსკერზე ითრევს გზაზე შემხვდურს,
ასე მჯერა, ასე მწამს.

თუნდ, ჩიტს ჰგავდეს ფრთა მოტეხილს,
სათნოებით - მტრედსა ჰგავს,
სულს სიმშვიდეს მოანიჭებს,
ასე მჯერა, ასე მწამს.

ზოგჯერ, ტკბილი მაჭარია,
ზედაშეა, წყურვილს კლავს,
თილისმაა, დაგატყვევებს,
ასე მჯერა, ასე მწამს.

ზოგი მისით იბადება,
სიცოცხლეა, ზღაპარს ჰგავს,
ზოგში სახლობს ვით დემონი,
ასე მჯერა, ასე მწამს.

ვერ გავიგე რა ყიფილა,
აცოცხლებს თუ კაცსა კლავს...
ალბად, თავად ბედი არის...
თვით უხილავ ღმერთსა ჰგავს...
ჩემში - სულიწმინდით სახლობს,
ასე მჯერა, ასე მწამს.

01.29.1998
საქართველო
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 12:30 PM

უფალო ჩემო, შენდებიან დარდის კედლები
და ნუგეშისთვის მხოლოდ შენ ერთს შეგეკედლები;
ცრემლდადინებულ, ნაღველნარევ სულს ის მიმშვიდებს,
წამსვე შენში რომ მოვიძიებ სულის სიმშვიდეს.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 4 2006, 05:36 AM

ს ა ნ ა მ . . .

სანამ - რითმა, კვალში ვეღარ გამომყვება,

სანამ - სტრიქონს ოკეანე წაშლის.

სანამ - ფიქრებს გზა და კვალი აერევათ,

სანამ - გონის მივატოვებ აჩრდილს.

სანამ - ჩემში სული ისე დაბერდება,

რომ ვერ შევძლებ ოცნებას და წადილს,

სანამ, მუზა ჩემგან შორეთს გაფრინდება

და წარიტანს ჩემი სულის ნაწილს,

დამასვენეთ ანგელოზთა ფრთათა ჩრდილში,

დამაბნიეთ ტანს - ფურცლები ვარდთა,

მაგნოლიის ყვავილები ჩამაწანით,

თქვენი ხელით მხრებს ჩამოშლილ თმათა,

რომ, კვლავ ვგრძნობდე - თქვენს მშვიდ სუნთქვას

და ვხედავდე - ჩემთვის ძვირფას აჩრდილს...

სანამ - მუზა, ჩემგან შორეთს გაფრინდება

და წარიტანს ჩემი სულის ნაწილს.

12.10.01
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2006, 01:14 PM

* * *
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.

შენიშვნა: ლექსის ბოლო სტრიქონები ეკუთვნის XX საუკუნის ცნობილ სახალხო პოეტს - მიხა ხელაშვილს.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 4 2006, 07:12 PM

ციტატა(marine @ Dec 4 2006, 12:14 PM) *

* * *
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.

შენიშვნა: ლექსის ბოლო სტრიქონები ეკუთვნის XX საუკუნის ცნობილ სახალხო პოეტს - მიხა ხელაშვილს.


საინტერესოა ამ მშვენიერი ლექსების ავტორების ვინაობაც ( შესაძლოა ასეთ ცნობილ ლექსს არ მიეთითოს ავტორი) მაგრამ ... smile.gif


გულახდილი საუბარი ღმერთთან

ისე ბობოქრობს სული ეული, ვით, მტკვრის ზვირთები,
ამ ხმისგან მერე გაოცებული გავირინდები
და ყურს მივუგდებ სულის ძახილს, ვის უხმობს ნეტავ,
რით ვერ განელდა ეს მონატრება - გარდასულ დღეთა...

სიყვარული მე ვიცი - უსაზღვრო და უსაშველო,
მაგრამ, უფალო, მე არ ვიცი სულს - რით ვუშველო.
შენ, ზიარებით ვიცი სიმშვიდეს გამინაწილებ,
მეკრძალვის მაინც, რომ შევეხო ღვთიურ ნაწილებს...

ფუჭი ფიქრით და ოცნებებით არვის ვაწუხებ
და ამ კითხვისთვის, ნუ გამკიცხავ, ნუ დამამწუხრებ,
თუ, სიყვარილი ღმერთი არის - გულს რად ამწუხრებს,
ხშირად მის ირგვლივ, ათასმაგვარს ვისმენ პასუხებს...

გზის დასალიერს, მაინც ყველა შენ გიხმობს ღმერთო,
ნუთუ, ღაღადისს არ შეისმენ ?! შენ, ერთად-ერთო...
ვიღაც მწყურვალი თუ ეწაფვის თასიდან ეროსს,
”შენ” ამ ფიალას როგორ აცლი ხელიდან ღმერთო?!

მე, საყვედური არ მითქვია ამ სიტყვით შენი,
მადლობის მეტი რა შეგკადრო, ჩემი ხარ მხსნელი,
შენ, თუ მოგიხმე, ვუხმობ სიყვარულს მწერალოვ ბედის,
მ, ბაგეთაგან არ დამცდება სხვა, ხოტბის მეტი,

თუ, ნებას დამრთავ, შევსვავ ფიალას - სავსეს ეროსით,
შენს წმინდა ნაწილს ვეზიარები - მადლით შემოსილს...

11.21.1997
მთავარ ანგელოზის დღე
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: rondelini თარიღი: Dec 4 2006, 07:57 PM

საყვარელონო იქნებ ნახოთ ეს ლინქი....... რომელიც მამა ლევან ნავროზაშვილს ეხება http://forum.ge/?f=25&showtopic=33693824

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Dec 4 2006, 08:10 PM

rondelini

http://church.ge/index.php?showtopic=483 გადახედე smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Dec 4 2006, 10:44 PM

teo მინდა გითხრა, ესე მაგრა გალაკტიონისა და ჩემი ერთი ძმაკაცის გარდა სხვისი არავის ლექსი არ მომწონებია ძაან მაგარი ლექსები გაქვს

ხალხნო ჩემი ლექსია ეს და იმედია მკაცრად არ განსჯით smile.gif

შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში
შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების
ის ღამე ჩემთვის სიხარულია
როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში
იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს
ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ?
ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს
სანატრელსა და ოცნების პასუხს
შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს
იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს,
მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა
და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები?
მას მარტო ტოვებ?!
შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა
და მარტოობის შეგრძნება მწარე
ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში
ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები!

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Dec 4 2006, 10:52 PM

კაი სიტყვებიაsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2006, 01:14 PM

ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამოკრული უნდა იყოს ყველა გინეკოლოგიური განყოფილების კართან, სადაც აბორტის გასაკეთებლად მიდიან დედები..

ძახილი

I

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები,
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის "დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირი სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

II

ჰოი,დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს?
ვინ მოუაროს შენს ზვრებს და ანბანს,
შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე,
- კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური,
-მიწაში დედავ...
და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგდებდით,
"ვეფხისტყაოსანს" თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...
ძახილი

I

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზ გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუხსულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები,
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის "დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირი სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

II

ჰოი,დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს?
ვინ მოუაროს შენს ზვრებს და ანბანს,
შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე,
- კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური,
-მიწაში დედავ...
და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგდებდით,
"ვეფხისტყაოსანს" თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...
შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 5 2006, 01:21 PM

ამ ლექსისთვის შოთა ნიშნიანიძეს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მენიჭა... დამსახურებულად smile.gif

უი, ბოლო ნაწილი აკლია:

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2006, 01:27 PM

QUOTE(მარიამი @ Dec 5 2006, 01:21 PM) *

ამ ლექსისთვის შოთა ნიშნიანიძეს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მენიჭა... დამსახურებულად smile.gif

უი, ბოლო ნაწილი აკლია:

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..


გამომრჩენია.. smile.gif
მადლობა, მარიამ, მივამატეsmile.gif

არ ვიცოდი პრემიის შესახებ, მართლაც დამსახურებულად მიუნიჭებიათ. საოცარი ლექსია, შეუძლებელია წაიკითხო და ცრემლები არ მოგადგეს თვალზე..

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 6 2006, 09:42 PM

ციტატა(beqa.shuxoshvili @ Dec 4 2006, 09:44 PM) *

teo მინდა გითხრა, ესე მაგრა გალაკტიონისა და ჩემი ერთი ძმაკაცის გარდა სხვისი არავის ლექსი არ მომწონებია ძაან მაგარი ლექსები გაქვს

ხალხნო ჩემი ლექსია ეს და იმედია მკაცრად არ განსჯით smile.gif



რატომ უნდა განგსაჯოთ მკაცრად ყველას თავისებური სტილი აქვს წერის, ჩემი აზრით შენ ლირიკული ლექსების მოტრფიალე ხარ და იმედია კიდევ ვიხილავთ რაიმეს შენი შემოქმედებიდან. smile.gif

rolleyes.gif ბექა ამ სმაილიკს ესთი სიწითლე აკლია, დიდი გალაქტიონის სახელის შემდეგ ჩემი ლექსები რა მოსატანია... მაგრამ დიდი მადლობამინდა მოგიხადო შენ, იმათ ვინც კითხულობს და ნასიამოვნები რჩება ჩემი ლექსების კითხვით და ვერ აგიღწერთ როგორ ვმადლობ უფლის განგებას რომ ჩემებური წერის უნარი მიბოძა...

ეს ლექსიც სწორედ უფლის განგებას მივუძღვენი: -


გ ა ნ გ ე ბ ა ს . . .

მადლობა მინდა მოგიხადო, მადლობა დიდი,

შენ, მაზიარე პოეზიას, მასწავლე ფიქრი,

დიდხანს ვეძებდი, ჩემი სულის, მენახა სახე

და უსხეულო, თალხ რითმებში უეცრად ვნახე.

რითმათა ქროლვა, ისე მოჰგავს ჩემს სულის ქროლვას,

ენკენის თვეში, ათასფერად ფოთოლთა თრთოლვას,

რომ, მე მეგონა, თითქოს, გავჩნდი ნარნარა სიოდ,

სიოდ, რომელსაც, ხელს ვერ მიაწვდენ, თუნდ ბევრი სდიო

და მე ვიპოვე ჩემი სულის სახე სივრცეში,

ვერცხლის სირმებად დაჰბნეოდა მთვარეს სხივებში

და პოეზიის წრეწირები ქარგავდა ტატნობს . . .

ქედს, გიხრი კრძალვით, შენ - იმ ერთადერთს,

ყველა, რომ გნატრობს . . .

03.28.02
თეა კანდელაკი





ციტატა(marine @ Dec 5 2006, 12:14 PM) *

ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამოკრული უნდა იყოს ყველა გინეკოლოგიური განყოფილების კართან, სადაც აბორტის გასაკეთებლად მიდიან დედები..

ძახილი

I

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი...


გაიხარე მარინე, ამ კომენტარის შემდეგ თითქოს პირველად წამეკითხოს ისე გამცრა და შანთივით დამიარა სხეულში, წარმომიდგენია რა დაემართება ამ ლექსის წაკითხვისას აბორტის გასალკეთებლად მისულ დედას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 11:55 AM

teo..

შენი ლექსი "განგებას..." ძალიან მომეწონა, ძალიან გულწრფელია.. smile.gif

რაც შეეხება ნიშნიანიძის ლექსს, ჩემს ახლობელს, რომელსაც ბევრი აბორტი აქვს გაკეთებული, წავუკითხე და ტირილი დაიწყო.. sad.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 14 2006, 12:22 AM

არ დაიცალო ფითლები ჩემი გრძნობების სამხელად...

ჩემო პატარა ყვავილო,
ჩემო ლამაზო გვირილავ,
თუ, მართლა გულით გიყვარვარ,
სხვასთან რაღატომ მიდიხარ,

რატომ მიტოვებ იარას,
გული რად დამიდარდეო,
თუ ჩემზე ძლიერ უყვარხარ,
ღმერთმანი, გაიხარეო.

ჩემო პატარა ალერსო,
ცის ანგელოზის დარი ხარ...
უშენოდ, როგორ ვიქნები,
იქნებ, დამხედო მალი-მალ.

ჩემი შენდამი ალერსი,
თოვლის ფიფქებზე თეთრია,
სიყვარული რით გადმოქცე,
სიტყვა - არაფრის მთქმელია.

რად გინდა, მისი სიმდიდრე,
მისი ფარჩა და ხავერდი,
თუ, ეს ალერსი არ იქნა,
ან, სიყვარული ნამხელი...

არ დაიცალო ფოთლები,
ჩემი გრძნობების სამხელად,
ჩემო პატარა ალერსო,
ამას, რად უნდა გამხელა.

არ დაიცალო ფოთლები,
სული, ხომ გეტკინებაო,
იქნებ, ფოთლებმა -" არა" სთქვან,
თვალს, ვრემლი გედინებაო,

თუ, არ ენდობი გულის თქმას,
ენაც - ეშმაკმა დალახვრა,
მაშინ, თვალებში ჩამხედე,
თვალებს არ უყვართ დამალვა.

ჩემო პატარა ალერსო,
ჩემო პატარა გვირილავ,
ასე ძლიერ, რომ მიყვარხარ,
სხვასთან რ ა ღ ა ტ ო მ მიდიხარ?!.

04.24. 1996
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 14 2006, 01:38 AM

dRes
Cveni sicocxle erTi dRe aris,
Ar elodo rom xvalc iqneba,
Tu es erTi DRe dakarge uqmad,
MaS xvalindelic daikargeba.
radgan ar ici-xvale icocxleb?
Da meore dRe gagiTendeba?
Mxolod dRes cocxlob da dRes arsebob
Da xvalindelic kvlav dRes iqneba.
sicocxle dRes gaqvs da DRes suldgmulob,
Gana ici xval ra gelodeba?
Tu Sen dRes cocxlob , es ar niSnavs rom
xvalec aseve ganmeordeba.
xSirad ifiqre, rom DResve kvdebi,
rogor warsdgebi uflis winaSe?
aRar giSvelis is Seni ‘xvale’
da yovelives maSin mixvdebi.
dRes xar? Arsebob? sikeTe Tese!
Nnu acden uqmad am boZebul dRes,
iloce sulis gadasarCenad,
Eende mxolod Sens, Semqmnel ufal-RmerTs.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 14 2006, 02:25 AM

* * *

უფალო ღმერთო, რაღაცა მტანჯავს,

რაღაც მაწუხებს ყველაზე ძლიერ...

საჭმელ - სასმელი?! არ მაკლია შენი წყალობით.

არც, სიმდიდრე და თაყვანს ცემა არ მაქვს ურიგო,

მაგრამ, სულ სხვაა ის ტკივილი, რაც ასე მტანჯავს,

მაგრამ, სულ სხვაა ის განცდები, რასაც განვიცდი.

რაც გვსურს, იმწუთას შევისრილებთ გიჟურ წადილით,

კაცსაც, კი, მოვკლავთ, ოღონდ ჩვენი - "მე" იყოს კარგად...

ასე, გაივლის დრო და ჟამი, ეს საუკუნეც და

გვავიწყდება, რომ, ყველა გზა - შენს კართან მოვა...

1994
თეა კანდელაკი

ჩემი ცხოვრება მზის ჩასვლას დაემსგავსა ჩემი ცხოვრება,

მზის ჩასვლას დაემსგავსა და
აიკეცა დაღლილი ფრთები,
მაგრამ, სიცოცხლის ნეტარებით
უწინდელივით მე ახლაც ვთვრები -
შესული ხანში...

მაგრამ, ჟამთასვლის ულმობელობას,
უკვე ჩემს სულშიც დაუთოვია
და ბედის მწერალს, მიმქროლავს ეტლით
თვით, ანგელოზიც დაუთხოვია
მფარველი სულის...

და შევცქერ სიმწრით,
საოცარ ხილვას ჩამავალს მზისას,
ოქროსფერ ცრემლებს
დალალებივით მოლივლივეს თავთუხებისას
და ჩემგან შორით -

სულიდან თითქოს ამომიფრინდა ფრთა-თეთრი ჩიტი,
ვიდრე მეგონა უფრორე მაღლა
და მოცელილი სხეული ჩემი
მძლავრ მარწუხებით შებოჭა დაღლამ
ოქროს ძნასავით...

და დავესვენე, კვირტობის თვეში,
მწვანე ფოთლებით დაჯავშნულ ხეებს,
ცაზე ღრუბლები ჩემს სახელს წერდნენ
მე კი მივყავდი, შორს,სულთა მხლებლებს
შემოსილებს შარავანდედით და...

მზის ჩასვლის დარად, ავიკეცე
დაღლილმა ფრთები...

27. 2000
თეა კანდელაკი



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2006, 02:45 PM

ეკა ქევანიშვილი

შენ გამოზოგვით

შენ გამოზოგვით,
როგორც ახალ წლამდე შესანახი ჩურჩხელა,
და აუცილებლად ზამთარში დასალევი ატმის კომპოტი.
ერთი კილო კოწახურის კარამელი,
საგარეო ფეხსაცმელი
და ღია ფერის პალტო (წვიმაში ცოდვაა).
შენ გამოზოგვით.
ნახევარი ჩაის კოვზი,
წამლის მეოთხედი უზმოზე,
მარტოხელას პენსია,
ბოლო ყლუპები უდაბნოში...
შენ გამოზოგვით,
როგორც მამაჩემის საბძელში თივა,
20 წლის წინ ნაყიდი თოფი - კვირაობით სანადიროდ.
გამოგიზოგავ,
რომ ბებიობამდე მეყოს შენი სიყვარული.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 15 2006, 01:54 AM

...სივრცეში გაიფანტა ამინ...
(ორთოდოქს ებრაელ პაციენტთან მუშაობის დროს)

ახლა ლოცვაში დამღამებია და
სივრცეში იფანტება - ამინ!
აგერ ერთის სულში რწმენამ დაივანა
მეორე მიკედვლია - დარვინს.
რა საოცარია ეს წუთისოფელი
ნეტავ რისთვის არის დავა,
სანამ ამ ქაოსში სიმართლეს გავარკვევთ
წლები ფეხაკრეფით გავა.
წავა და გადივლის ღრმა უღელტეხილებს,
ჭიუხვებს, მთებსა და სერებს,
მათ ნაკვალევზე კი ვით მიქელანჯელო
"სხვები" მოხატავენ ფერებს
და აირ-დაირევა ამ ფერთა ციალში
შავსა და თეთრ შორის ზღვარი,
კეთილს, ბოროტისგან ნისლი გადაფარავს,
სიყალბის მოვარდება ღვარი...
"ძველი" და "ახალი" ერთმანეთს შეეხლება,
ვიღაც სულს მიყიდის მოლას,
მე უფალ იესოს ლოცვა აღვუვლინე ,
ჩემს გვერდით კითხულობდნენ - თორას.
შემაკრთო "ერთ-არსის" დანაწევრებამ
მკერდზე მოვიძიე ჯვარი
დაე, უფალმა განსაჯოს ჩვენს შორის
რაოდენ დიდი იყო ზღვარი,
ჩემსა და მას შორის - თორას რომ ფურცლავდა,
მას შორის - ვინც სწავლობდა დარვინს,
მე "ჩემს" ღმერთს მოვუხმე, მათ უხმეს "თავისას" და
სივრცეში გაიფანტა - ამინ!


03.23.04
თეა კანდელაკი



პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Dec 15 2006, 02:18 AM

teas kidev erti genialuri leqsi gaixare smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 15 2006, 12:37 PM

დღეს ანა კალანდაძის დაბადების დღეა

ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით,
საქართველოის ყოვლის
მპყრობელმან
ვისურვე დავით
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით
ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო
მიუტევები?
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს
რაი გადარდებს?
გასწიე იგი ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე
თუ ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ?
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა...
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 12:40 PM

teo..

ძალიან ლამაზი ლექსიაsmile.gif ძალიან მომეწონა!!! smile.gif

შენ გაბრალებ

შენ გაბრალებ დეკემბერში უთოვლობას,
და პირამდე ემოციის თასით დაცლას,
რა როგორ და რანაირად დაგაჯერო,
ანგელოზებს ველოდები ფიფქის ნაცვლად.

შენ გაბრალებ, გული ღელავს დამუნჯებით,
პატარა ხნით გააყუჩე ფეთქვა მისი,
რია-რია ფანტელებით დაგაბრალებ,
რომ გაცალე ემოციის ეს სასმისი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 02:51 PM

QUOTE(კანონისტი @ Dec 15 2006, 12:37 PM) *

დღეს ანა კალანდაძის დაბადების დღეა


smile.gif smile.gif

ეს ანა კალანდაძის ვებ-გვერდია:

http://publish.dlf.ge/anakalandadze/

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 15 2006, 03:25 PM

მე რატი ამაღლობელის ლექსს დავწერ.....



***
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.





პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 03:28 PM

_MATASI_

ეს ლექსი არ ვიცოდი, რა ლამაზია!!! smile.gif დიდი მადლობა რომ განათავსე აქ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 15 2006, 04:09 PM

ესეც ჩემი ლექსი: smile.gif

წმიდა ანდრია მეორედ მოდის

ხვალ, 5 სექტემბერს საქართველოში
ჩამოაბრძანებენ ქართველი ერის
განმანათლებლის, წმიდა ანდრია
მოციქულის თავის ქალას...


ოდეს უფალი ამაღლდა ზეცად
და დაგვიტოვა მან წმიდა მცნება,
ყოველ წარმართთა ერთა მოქცევა
მან მოციქულთა ხელით ინება

და აი, ჟამსა წილისყრისასა,
სად წასულიყვნენ მოციქულები,
ივერიაში საქადაგებლად
ღმერთმა ინება თვით ღვთისმშობელი.

მაგრამ ღვთის დედა გრძნობდა რა უკვე
თვის მიძინებას მოახლოებულს
საქართველოში წასვლის კურთხევა
მისცა ანდრია პირველწოდებულს

წმიდა ანდრიამ ლოცვით და მარხვით
და ქადაგებით მან სახიერით
თვისითა მადლით და ღვთის განგებით
ჯოჯოხეთისგან იხსნა ივერი

საცხონებელად სულის და ხორცის
მან დაგვიტოვა ჩვენ ეკლესია
სისხლი და ხორცი უფლისა ჩვენის
სარწმუნოება უწმიდესია

ეს იყო პირველ საუკუნეში.
მას აქეთ ბევრმა დრომ ჩაიარა
და სამწუხაროდ, ნაცვლად უფლისა
ბევრმა ეშმაკიც კი აღიარა

მძიმე ჟამი აქვს ჩვენს საქართველოს
ურწმუნოება მძლავრობს დღეს ჩვენში,
მაგრამ უფალი დაინდობს იმ ხალხს
მორწმუნე თუნდაც რომ იყოს ერთი

დიდება ძალსა უფლის ჩვენის
რომ მოიბრუნა მან გული ჩვენზე
რომ არ გაგვწირა, არ მიგვატოვა
გარდმოიხილა ქართველთა ერზე

ნიშნად წყალობის უზენაესის
და სიყვარულის ერთა ქართველთა
წმიდა ანდრია მეორედ მოდის
ქრისტიანობის საქადაგებლად

იყავნ დიდება უკუნისამდე
უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა!
ეჰა, ქართველნო, "უფალი მეფობს"
და არა შვილნი ამა სოფლისა

ვძლიოთ ჯვრის ძალით მომავალ ბოროტს
და ნუ დავკარგავთ ღვთის ამ წყალობას
ქრისტეს ნათელით გაბრწყინებული
რწმენით დავუხვდეთ მეორედ მოსვლას!

4 სექტემბერი, 2002 წელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 04:18 PM

კანონისტი

რა კარგი ლექსი დაგიწერია!! smile.gif

ესეც ჩემი პოეზიიდან:

უფალს

როცა მარტო ვარ, მე არ ვარ მარტო,
შენ არ ხარ ჩემთან და ჩემთანა ხარ,
სავსე ვარ შენით, შენზე ფიქრებით,
ეს სიყვარულიც შენისთანაა.

დავდივარ მარტო და შენთან ერთად,
ვდუმვარ და თან გღლი ჩემი სიტყვებით,
მერე შენს სახლში სტურმად შემოვალ
და სიყვარულში გამოგიტყდები.




პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 15 2006, 09:20 PM

ციტატა(კანონისტი @ Dec 15 2006, 03:09 PM) *

ესეც ჩემი ლექსი: smile.gif

წმიდა ანდრია მეორედ მოდის


...ნიშნად წყალობის უზენაესის
და სიყვარულის ერთა ქართველთა
წმიდა ანდრია მეორედ მოდის
ქრისტიანობის საქადაგებლად

იყავნ დიდება უკუნისამდე
უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა!
ეჰა, ქართველნო, "უფალი მეფობს"
და არა შვილნი ამა სოფლისა...



ულამაზესია აზრიც და რითმაც ... "...ნიშნად წყალობის უზენაესის
და სიყვარულის ერთა ქართველთა..."

დაგლოცოს უფალმა



ციტატა(_MATASI_ @ Dec 15 2006, 02:25 PM) *

მე რატი ამაღლობელის ლექსს დავწერ.....

***
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.


დიდებულია ... მატასი იქნებ კიდევ შემოგვთავაზოთ მისი ლექსები დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი. გმადლობთ


მარინე ულამაზესი ლირიკა გაქვს ცუდია რომ ტაშის სმაილიკი არ გვაქვს აქ

მარინე ულამაზესი ლირიკა გაქვს ცუდია რომ ტაშის სმაილიკი არ გვაქვს აქ

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 15 2006, 09:20 PM

ესეც კიდევ ერთი რატის ლექსი



უძღები შვილის ლოცვა


მონატრების მონატრება მომეძალა,
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა.
მიმოვფანტე თუკი შენგნით მომეცა რა
უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა.
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა
რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმა
არ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი,
მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი.
გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა,
გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა.
მამავ ცჰემო, ყოველტა უწინარესთა,
იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 15 2006, 09:52 PM

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ
ემ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო,-
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი,-
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის,-
იმ ერთის პოვნის,-
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!


ესეც ჩემი(!) მუხრანი rolleyes.gif

უნდა იცოდე!

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი, -
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, -
ის როცა ფიქრობს, -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.
ღიმილი შენი
არ გეგონოს მარტო შენი.
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი, -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი, -
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, -
შენი ერთგული კაცია იგი!



პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 15 2006, 10:06 PM

საქართველო და... უსვეტიცხოვლო?!

სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!

საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?! -
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! -
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, -
იხელახლებს იმგვარი დრო და...
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..

სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!

საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!



მგონი მოგეწონებათ ეს ლექსი rolleyes.gif


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 17 2006, 09:46 AM

დღეს ბარბარობაა და გილოცავთ, მისი მადლი შეგეწიოთ... იმედია ბევრი ეზიარებოდით კიდეც და ყველას ვინც წმინდა ზიარების საიდუმლოს ეზიარა გჩუქნით ამ ლექსს

ა ლ ი ლ უ ი ა

რაც მოსახდენია, სჯობს მო ხდეს ახლა !
ახლა, როდესაც სულში ჰქრის ქარი,
თუნდ, ჩამომექცეს მე თავზე ზეცა,
თუნდ, მომიხუროს სუყველამ კარი ...

თუ მოსახდენია, სჯობს მოხდეს ახლა !
ამ წამს, როდესაც ჩამოჰკრეს ზარი,
გამომაცალონ თუნდ ფეხქვეშ მოწა!
ჩამომაყარონ, თუნდ, მთიდან ზვავი!

რაც მოსახდენია, სჯობს მოხდეს ახლა !
თუნდ აღიმართოს სიკვდილი ჩემს წინ !
არ მეშინია ! ო, გესმით ?!. არა !
ამ წამს, თუნდ ჩემს სულს გავიღებ სხვის წილ.

თუ მოსახდენია, სჯობს მოხდე ს ახლა !
სიკვდილის მკვლელი აზვირთდა სისხლი!
ო, მოხდეს ახლა, როცა სხეულში
ჩამომეღვარა მაცხოვრის სხივ ი ...

როს მოზეიმე სულში ზეიმობ ს,
ღმერთი - დემონის დამაქცევარი,
ჩამსახლებია და ციდა სულით ,
დამაქვს აღთქმა და დამაქვს მცნებანი ...

რაც მოსახდენია, სჯობს მო ხდეს ახლა !
მალე კი, ყველა კარი გამიღეთ !
ო, ზიარებავ, ამ სასწაულით -
წმინდა სამების სახელს ვადიდებ .

ალილუია მაღალო ღმერთო,
დაემხოს ! ყველა მოწმე დემონის !
დაე, აღზევდეს, ვინც გეზია რა,
ვინც კი, შენს წმინდა სახელს ემონვის !

ალილუია მაღალო ღმერთო,
ალილუია - ისმის ოსანა.
ცად აღავლინა ხოტბანი შენნი -
ხელკურთხეულმა ყველა მგოსან ...

ალილუია მაღალო ღმერთო ...
ალილუია - ისმის ოსანა.

09.28.98
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 17 2006, 12:27 PM

თეო...

შეცდომაა: ეხლა
სწორია: ახლა

biggrin.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 01:15 PM

(ალბათ მოვა დრო ...)
ტერენტი გრანელი

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.


მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 18 2006, 05:11 AM

ციტატა(kato_Bato @ Dec 17 2006, 11:27 AM) *

თეო...

შეცდომაა: ეხლა
სწორია: ახლა

biggrin.gif


იცი აქ (ამერიკაში) ერთგვარი უბედურება გვჭირს, ქართულის, რუსულის, ესპანურის და ინგლისურის აღრევა... ერთხელ საბაგიროთი მივდიოდით და ამერიკელებთან ერთად მე და ჩემი მეგობარი გოგონა ვიყავით მინდოდა მისთვის მიმემართა "თუ შეიძლება მიაჭირე ღილაკს"... ამ დროს ამერიკელმა გამომხედა და ინსტიქტურად ორივეს მივმართე : მი-ა-ფუშ-ეთ ფლიიზ smile.gif laugh.gif

ისე თუ იცით ერთმა ქუთაისელმა როგორ იკითხა რომელი საათი იყო?? ნამდვილი ამბავია მანჰეტენზე მიდის ქუთაისელი აჩერებს ზანგს და ეკითხება(ქუთაისური კილოთი) ვოთ თაიმ იზ ით ფორეგზემპლ? laugh.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2006, 11:57 AM

QUOTE(teo.. @ Dec 15 2006, 09:20 PM) *

მარინე ულამაზესი ლირიკა გაქვს ცუდია რომ ტაშის სმაილიკი არ გვაქვს აქ


დიდი მადლობა, თეო, თბილი სიტყვებისთვის smile.gif ყველაზე მეტად შენი პოეზია იმსახურებს ტაშის სიცილაკს! smile.gif


ბოლოს და ბოლოს, როცა მოგძებნი,
ჩემი გრძნობის და სუნთქვის ნაწილო,
არ იურაო, მინდა, რომ შენ ერთს
სიცოცხლე ჩემი გაგინაწილო.

პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Dec 19 2006, 11:02 PM

ნიკოლოზ ბარათაშვილი

შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Dec 19 2006, 11:35 PM

გალაკტიონ ტაბიძე

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 19 2006, 11:48 PM

სულეთის მგზავრი


ვერ გავცდი ვეროდეს სიკვდილის მარწუხებს,
ცხოვრება მტანჯავს და სინდისი მაწუხებს.
ვიცი, სიყვარული სიკვდილის ნაპირებს
დამიპირისპირებს, დამიპირდაპირებს.
და თუ გადავლახავ უხილავ მახეებს,
ამჟამად საკუთარ სახეს რომ არ აჩენს .
ჩემს სახელს დავარქმევ ზღურბლის მოდარაჯეს.
მარჯვენას გავუწწვდი, რადგანაც ამჯერად
სიკვდილის უმწეო მუქარის არ მჯერა.
თუმც ასგზის დავეცი, მაგრამ აწ თავიდან
მზის მზითვებს მზის ტახტზე ზვირთებად ავიტან...



ნუ რა თქმა უნდა ისევ რატი smile.gif

პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Dec 19 2006, 11:54 PM

გალაკტიონ ტაბიძე

სადღეგრძელო იყოს მისი

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!

აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2006, 12:26 PM

დოდო ჭუმბურიძე

* * *

თუ იქნები, უნდა იყო ერთადერთი...
ახლა მგონი მეოცნებე რომანის გმირს ვგევარ,
ნეტავ ერთი, რანაირად უყვარდათ ერთმანეთი
ადამსა და ევას?
არ შემახო მტირალობის, მწუხარების კილო,
არ მარგუნო მწარე ეჭვის თუთუნივით წევა,
შეველევი ტელევიზორს, ესტრადას და კინოს,
შევეჩვევი ღამეების დაქანცულად თევას, -
უნდა ვიყო ოღონდ შენთვის ერთადერთი,
როგორც ქვეყნად ერთადერთი მე ვარ...
ნეტავ მართლა რანაირად უყვარდათ ერთმანეთი
ადამსა და ევას?!

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 20 2006, 10:19 PM

ციტატა(_MATASI_ @ Dec 19 2006, 10:48 PM) *

სულეთის მგზავრი
ვერ გავცდი ვეროდეს სიკვდილის მარწუხებს,
ცხოვრება მტანჯავს და სინდისი მაწუხებს.
ვიცი, სიყვარული სიკვდილის ნაპირებს
დამიპირისპირებს, დამიპირდაპირებს.
და თუ გადავლახავ უხილავ მახეებს,
ამჟამად საკუთარ სახეს რომ არ აჩენს .
ჩემს სახელს დავარქმევ ზღურბლის მოდარაჯეს.
მარჯვენას გავუწწვდი, რადგანაც ამჯერად
სიკვდილის უმწეო მუქარის არ მჯერა.
თუმც ასგზის დავეცი, მაგრამ აწ თავიდან
მზის მზითვებს მზის ტახტზე ზვირთებად ავიტან...
ნუ რა თქმა უნდა ისევ რატი smile.gif


საერთოდ ძლიერი პოეზია მხოლოდ ლამაზი რითმით არ გამოიხატება... იქ სადაც ლამაზი რითმა და ძლიერი აზრი თანწყობაში, ერთმანეთს ავსებს ,ის არის ძლიერი პოეზია . ბრავო, ბრავო , ბრავო


ციტატა(marine @ Dec 20 2006, 11:26 AM) *

დოდო ჭუმბურიძე

* * *

თუ იქნები, უნდა იყო ერთადერთი...


ლამაზი ლექსია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 20 2006, 10:56 PM

დიდი ხანია ამ თემაში არ შემომიხედავს და.......
უზარმაზარი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ლექსების კითხვისას განვიცადე smile.gif
მომნატრებია.... smile.gif

პ.ს. უფ, ეს ქუდები რა არის კაცო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2006, 10:58 PM

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

მივაწერო ვისია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 12:18 PM

ია სულაბერიძე

ადამს

მე არ ვარ ევა, თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი -
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია!

ხუმრობა იქით - შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი"!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 21 2006, 12:33 PM

QUOTE(marine @ Dec 21 2006, 12:18 PM) *

ია სულაბერიძე

ადამს

მე არ ვარ ევა, თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი -
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია!

ხუმრობა იქით - შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი"!


ჩემს თანამშრომელ კაცებს წავუკითხე! smile.gif სულ მაგ ნეკნზე მედავებიან laugh.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 12:37 PM

მარიამი

smile.gif smile.gif მოეწონათ??

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 21 2006, 12:38 PM

QUOTE(marine @ Dec 21 2006, 12:37 PM) *

მარიამი

smile.gif smile.gif მოეწონათ??


კი smile.gif გაეცინათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 12:42 PM

მარიამი
smile.gif smile.gif

ია სულაბერიძე


* * *

დასდევ მსუბუქად დასხლეტილ კაბას,
მზერა - ხან ცეცხლი, ხანაც - ყინული,
და როგორც ტყვიით - სამიზნე დაფა,
შენი თვალებით ვარ დაცხრილული.

და როგორც ტყვია - სამიზნე დაფას,
შენი თვალებიც ვერაფერს მაკლებს,
გაკლივარ, როგორც სიმართლე - ზღაპარას,
გაკლივარ, როგორც მაკლები - საკლებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 03:20 PM

"იცით მე ვინ ვარ? იცით მე ვინ ვარ?
-რომ არ ვთქვა ბევრი,-
მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,
გურამიშვილის - ვარ ცოტა ცრემლი
და ერთი თასმა ვაჟას ქალმისა...
მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,
ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა:
ამიტომ მქვია, ალბათ, პოეტი
და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა..."

(სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 22 2006, 11:46 AM

ძალიან მიყვარს ილია მართლის ეს ლექსი. მჯერა, იგი ასე შესთხოვს ცათა სასუფეველშიც ზეციურ დედოფალს საქართველოს გადარჩენას:

დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა,
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა.

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მიეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ სრბოლა,
მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

დედაო ღვთისა, შენთვისა ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამიდან არ იციან, რა არს მშვიდობა
მიიღე მათი პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, შეისყიდეს ტანჯვით შენდობა

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!
ჰოი სახიერო, ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარჰხოცო ხალხსა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 11:51 AM

ია სულაბერიძე

საქართველოს

მე ვერ დაგიფრთხობ ქურდბაცაცა პირისფარეშებს,
და ვერც მახვილით დავუხვდები მომხდურს გარეშეს,
მერე შენ რა, თუ არც სიცოცხლე და არც სიკვდილი
არ შემიძლია, სასურველო, მე შენს გარეშე.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:24 PM

არა მინდა რა,მილხინს თუ მიჭირს,
არაფერსა ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.

ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული...

შოთა ნიშნიანიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:30 PM

მარინე
smile.gif რა ლამაზი ლექსია, არ მქონდა წაკითხული..

* * *
დაუთოვია ფიქრის
კალთებზე,
აღარ მაღელვებს
ფეთქვა კვირტების,
ახლა არავინ
აღარ დამეძებს,
ახლა არავის
აღარ ვჭირდები.
გაფრინდნენ
ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც
კარგად ვეტევი,
და იმ ნატვრისთვალს,
მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ
თავგამეტებით.

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:34 PM

marine
smile.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Dec 22 2006, 05:40 PM

ციტატა
ადამს

მე არ ვარ ევა, თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი -
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია!

ხუმრობა იქით - შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი"!

ეს ვისი ლექსია?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:40 PM

მარინე
smile.gifამ ლექსს შენთვის განვათავსებ:

"ქვეყანა შევძარ, ხანაც ღმერთებს შევთხოვდი შველას.
ვნახე ერთხელ და გეფიცებით, ლოცვად ვიწამე,
თურმე მე დიდხანს, ზევით-ზევით, ცად რომ ვეძებდი,
ეს ანგელოზი აქ ყოფილა დედამიწაზე."

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:41 PM

სულ რომ არ იყოს ტანჯვაც,წვალებაც,
სნეულება თუ გარდაცვალება,
მაშინ ხომ ქვეყნად არ იქნებოდა
არც თანაგრძნობა,არც შებრალება.

სულ რომ არ იყოს ქვეყნად ცოდვები,
თუნდაც გაჩენის პირველ დღიდანვე
არ იქნებოდა არც შეცოდება,
არც სინანული და არც წმინდანი.

ტკივილო,თუმცა ტანჯვას მარგუნებ
და მიფითრდება სიმწრით ტუჩები,
შენ მაინცა ხარ საღვთო სალბუნი
ხვალის იმედით და გაყუჩებით.

გავუძლებ ტანჯვას, თუ კი მომელის
ტკივილს ავიტან,როგორც ტიტანი,
ოღონდ მიმრავლე თანამგრძნობელი,
სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი.
შოთა ნიშნიანიძე


პ.ს. გამაჟრჟოლა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:41 PM

Cotne

ია სულაბერიძის

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:43 PM

ციტატა(marine @ Dec 22 2006, 05:40 PM) *

მარინე
smile.gifამ ლექსს შენთვის განვათავსებ:

"ქვეყანა შევძარ, ხანაც ღმერთებს შევთხოვდი შველას.
ვნახე ერთხელ და გეფიცებით, ლოცვად ვიწამე,
თურმე მე დიდხანს, ზევით-ზევით, ცად რომ ვეძებდი,
ეს ანგელოზი აქ ყოფილა დედამიწაზე."

marine,სიტყვები არ მყოფნის smile.gif გენაცვალე შენ smile.gif
შენი ლექსია? smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:46 PM

მარინე
smile.gif მიხარია რომ მოგეწონა. ჩემი დაწერილი არაა. ავტორი ბიჭია მაგრამ სახელი არ მახსოვს (მგონი ზურა), გვარი კი ლეშკაშელია..

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:47 PM

ციტატა(marine @ Dec 22 2006, 05:46 PM) *

მარინე
smile.gif მიხარია რომ მოგეწონა. ჩემი დაწერილი არაა. ავტორი ბიჭია მაგრამ სახელი არ მახსოვს (მგონი ზურა), გვარი კი ლეშკაშელია..

smile.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Dec 22 2006, 05:48 PM

როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,
რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»
არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აი, მე
ისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,
კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარ
და სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმით
ამთავრებინებ თამაშს და ისევ მარტივად
სწყვეტ საქმეს, რაიც რთულია თურმე სხვათათვის,
ვისი სიზმარიც ვერასდროს აღწევს ცხადამდის,
ხსოვნა _ დღე-ღამის საზღვარსაც ვეღარ გადადის...
ამიტომ უნდა იტკინო კაცმა რაღაცა,
თუ ჯანმრთელი ხარ ქვასავით, თორემ ფაფასაც
ვერ ჭამ ადვილად, როდესაც ზოგ-ზოგს ათ-ათი
ჭრილობა უჩანს და შველას ელის აღარსად...


ეს ლექსი ძალიან მიყვარს, არ ვიცი ვისია სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:50 PM

cotne
ვისიც არ უნდა იყოს,უგვრძნია ადამიანს ტკივილის არსი smile.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Dec 22 2006, 05:50 PM

მარინე
ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:53 PM

ციტატა(Cotne @ Dec 22 2006, 05:50 PM) *

მარინე
ნამდვილად smile.gif

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:55 PM

მარინე
Cotne

დიდი მადლობა ლამაზი ლექსების წაკითხვის საშუალება რომ მომეცით. smile.gif გავდივარ და კეთილ სურვილებს დაგიტოვებთ! smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:56 PM

marine
ღმერთს ებარებოდე! smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 05:57 PM

მარინე
შენ კი ღმერთს ეყვარებოდე! smile.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Dec 22 2006, 05:58 PM

marine
ღმერთმა გაგახაროსsmile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 05:59 PM

ციტატა(marine @ Dec 22 2006, 05:57 PM) *

მარინე
შენ კი ღმერთს ეყვარებოდე! smile.gif

smile.gif არ წახვიდე რა sad.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 22 2006, 07:09 PM

საქართველოს მომავალი
მისივე წარსულისა და აწმყოს
ნამრავლის ტოლია!

წარსული მოცემულია,
აწმყო მოსაძებნია,
მომავალი მოსაპოვებელია!
პასუხი
იპოვეთ საკუთარ გულში,
თუ კი ამ გულში ის სისხლი ჩქეფს,
ბარიკადებზე რომ იღვრება
ბიბლიური დროიდან დღემდე...

მორის ფოცხიშვილი

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 23 2006, 03:00 AM

რა ლამაზი ლექსებია, ყველა იმდენად ლამაზია რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif ისე ცალკე თემად ხომ არ გვაქვს ფორუმელთა პოეზია? ზოგჯერ ისე მიწევს დაწერა რომ ხან ილიას , ხან გალაკტიონის ხან კიათასი გრანდიოზული პოეტის ლექსების მერე ვწერ და ცოტა არ იყოს უხერხულია rolleyes.gif უი, ამას ქუქუა დაჰკარგვია ახალ წელს არ ზეიმობს??

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Dec 23 2006, 05:43 PM

'' ვიღაც ხელს მიწვდის''

ვიქნები მარტო, დუმს ოთახი, ხელში დავითნი,
აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ,
ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემ ძვლებს დაითვლის,
ყველა კითხვაზე მოხმობის დგეს ვინც მიპასუხებს.

დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის,
ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე,
ანარეკლების ელვარებით გადავსებული
და გზა, თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ.

ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ,
გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი,
ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ სახლის თავხედან,
ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებ დასათვლელი.

გივი ალხაზიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2006, 02:57 PM

ტაძარში

შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები,
სანთლის გალობას ვისმენ და ვთვრები,
ნაჭედ ხატებზე სინათლის შუქი
ითვლის სისავსეს ძვირფასი თვლების.

შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები,
ხატების ლოცვას ვისმენ და ვთვრები
და უცებ არღვევს სიჩუმის დუმილს
შემოფრენილი მტრედების ფრთები.

შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები,
ანგელოზების ჩურჩულში ვთვრები,
ანთიანთებით გამთბარ კედლებზე
დაულეველი მადლად იღვრები.

შენს ტაძარს მკრთალი ახლავს ფერები,
საკმევლის სუნში ისევე ვთვრები,
მერე დაღლილი და მხნე საოცრად,
გამოვდივარ და სივრცეს ვერევი...






პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 27 2006, 11:05 PM

ვინც ლექსებს წერთ, მოწერეთ თქვენი ლექსები მოწმუნენო.... ან თუ ვინმეს გაქვთ სხვისი ლამაზი ლექსი........(პოეტისას არ ვგულისხმობ) ქვემოთ მიაწერეთ გთხოვთ ლექსის ავტორის სახელი და გვარი, თუ თქვენ წერთ თქვენი სახელი და გვარი....

ამით სძლო

ა-ჰა მოხდა სასწაული, მოგვევლინა კაცთ იესო,
მ-არიამზედ სთქვა უფალმა, ღვთIს ძIს დედა იყოს ესო,
ი-გი ყრმა ბაგაში გაჩნდა, ღვთის შვილს იესო არქვესო,
თ-ვე კი დეკემბერი იყო, ოცდახუთსა მოხდა ესო.
ს-ასწაულებს მოახდენდა, კურნავდა ყრუთ, სნეულთ, ბრმებსო,
ძ-ეს უფლისას ბრალი დასდეს სასწაულს რით მოახდენსო,
ლ-ერწამ ჰყარეს, ყვრიმალთ სცემეს, თან ჯვარზედაც გააკრესო,
ო-რთ ავაზაკთ გაუტოლეს, მათთან ერთად გასწირესო.

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 28 2006, 04:44 PM

მარიამის თხოვნით...

მათხოვარი

ვარ ცარიელი, _ გეუბნები, _ აი
სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაი-
სრულია.
ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული
მე ვარ ჯალათი.
გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _
გთხოვთ მათხოვარი!




ცრემლების ლოცვა

მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში
ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი
და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა,
ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი.
ახლა დამტოვე ფიქრის ამარა,
სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს,
ვარ ცარიელი როგორც სამარე _
რომლიდან აღსდექ.


რატი ამაღლობელი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 28 2006, 05:07 PM

_MATASI_
დიდი მადლობა smile.gif ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Dec 28 2006, 11:16 PM

არქიმანდრიტი შიოს ლექსია

აზრი თესლია საქმისა
საქმე იწყება აზრიდან,
აზრი თესლია საქმისა,
კაცად კაცადი ისაა
ვინც იცის წონა აზრისა.

ვინც გულმოდგინედ უმზადებს
მიწას თესლს, ვიდრე დათესავს,
ვინც უფლის აღმოცენებულს,
ღამეებს მისთვის გატეხავს.

ვინაც მოწეულ მოსავალს
დააბინავებს, გზას მისცემს,
ყველაფერს უფლით აკეთებს,
ყველაფრით უფალს ადიდებს.

1996 წ
+ შიო

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 29 2006, 12:17 AM

mr_morrisonდიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Dec 29 2006, 12:42 AM

ნაწყვეტები მთავარეპისკოპოს თადეოზის(ერისკაცობაში მირიან იორამაშვილი) ლექსებიდან:

"ღმერერთმა ნუ ქნას,აქ დამთავრდეს
უფლის განაჩენი...
ცოცხალი ხარ?-ჯერ კიდევ გაქვს
ჟამი გადარჩენის..."

"ვინ სიყვარულით აჯობა ყველას,
იგი შემორჩა გულს სიხარულად...
სხვაფრივ უაზროდ და უფერულად,
მიფრინავს ასე დღეთა მარულა."

მეუფე შესთხოვს დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს:

"...შენი მახვილი უხილავე დაეც ორგულებს,
შეზარე კვალად, გოლიათებრ ვითარ ზარავდი,
მამულის მტერი დააჩოქე შენს ცათა ქვეშე,
იავარ ჰყავი გარეწარი და მოთარეშე...
შენ დაგვიფარე, ვით გვფარავდი, აწ და მარადის..."

მეუფე მიმართავს პატარებს:

"თქვე ერთმანეთზე კარგებო,
სხივებით დასაქარგებო,
ყოველთვის გულთან სამყოფნო,
ერის მტრებდასაკარგებო."

მეუფე თადეოზი ჯვრითა და კალმით ლოცავს სრულიად საქართველოს:

"ღმერთი დიდია, ის გვიხსნის,
მტერო, ნუმც გაგიხარია...
ჯვარს გოლგოთაზე აიტანს,
გასწევს ვინც კარგი ხარია."


პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Dec 29 2006, 12:56 AM

არ ვიცი ავტორი, მაგრამ ძალიან მიყვარს. სმს-ით მომწერეს:

გაილამაზე ყოველი დილა
იყავ ყოველთვის ლაღი და წმინდა
არ შეგეშინდეს ძნელი აღმართის -
ჩვენთან არ ღმერთი აწ და მარადის!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 29 2006, 01:18 AM

წმიდა ნინო

შენ მაღალი ხარ, ბუმბერაზი, მიუწვდომელი
მე კი პატარა ჭიაყელა და დალეული
ვითარ ანდრია, მოციქულთა სწორი დედა ხარ
მე კი ვინა ვარ ერთი გიჟი გადარეული

შენ განანათლე ივერია დედაო ნინო
როგორ გავბედო და მოგართვა მე შენ სალამი
როგორ ავიღო მე ცოდვილმა შენსა საქებრად
გული ცახცახებს, მიკანკალებს ხელში კალამი

მხურვალე ლოცვით დაამსხვრიე არმაზ-ზადენი
მტკვარში განათლე საქართველო, დიდი, პატარა
მეფე-დედოფალს მიუბოძე შენ სილამაზე
დღემდე ქართველმა შენი სახე გულით ატარა

შენი ხატის წინ დავიჩოქებ, ვილოცებ გულით
დედაო ნინო, მომიტევე კადნიერება
სამგზის სანატრელს, მუდარით გთხოვ და ნუ შემრისხავ
და მომანიჭე უღირსსა ბერსა ბედნიერება

შენზე ვლოცულობ დღე და ღამე წმიდაო ნინო
როგორ მწყურია შენი საფლავის ამბორი, კოცნა
განმარტოება შენი გაძრის მაყვლოვანებში
და მუხლმოყრილსა სამშობლოსთვის მხურვალე ლოცვა

დედაო ნინო შეისმინე ტკივილი ჩემი
შავი ღამეა, მეძინება, ქრება სანთელი
სასოება და სიყვარული შენზე მოვიღე
ჩემს სულში ბნელა, მომანიჭე მე ღვთის ნათელი.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


ჯვარი


ჯვარზე აკრავდნენ დამნაშავეებს.
ჯვარზე აკრავდნენ ძველად მონებს და …
ჯვარზე სიკვდილი ბევრს უგემია,
ჯვრიდან ტანჯულთა კვნესა ისმოდა.

მაგრამ ჯვარს აცვეს ოდეს უფალი,
ჩვენი ცოდვები თავად იტვირთა.
ავაზაკს ზეცის კარი გაუღო,
ზეცა კი შვების ცრემლით იტირა.

და ჩვენ კი ახლა ჯვარით ვარსებობთ,
ჯვარი კიაფობს ჩვენსა გულებში.
მწუხარე ვართ თუ გახარებულნი,
მხოლოდ ჯვარია ჩვენში ნუგეში.

”ჯვარი”, ”ჯვარცმული” _ ეს ორი მცნება
ქართველის სულში ჩაბეჭდილია.
ჯვარის გარეშე ჩვენი ცხოვრება,
ვიცოდეთ ყველამ განწირულია.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

ღამე


მონასტერში ძალზე ლამაზია
ნათელი და მთვარიანი ღამე.
ციმციმებენ ვარსკვლავები ნაზად
ღამე გულში სევდა-ფიქრებს აჩენს.

ღამე გულში ლოცვის სურვილს აჩენს
და ადიდებ შემოქმედს და გამჩენს.
ღამე მართლა ძალზე ლამაზია,
ღამე ფარავს ახლა დავით გარეჯს.

მიკიოტი რომ გაჰკივის სადღაც,
ცელქი სიო ლაზღანდარებს ხევში,
მთვარე ნელა აფახულებს წამწამს,
მელიები კი ჩხავიან ტყეში.

ზოგი ფხიზლობს, ზოგსაც სძინავს ტკბილად.
ზოგი ბორგავს, ზოგს კი ალბათ სცივა.
ასეთია გარეჯული ღამე,
ღამე გულში ლოცვის სურვილს ბადებს.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


* * *


როცა სენაკში დავანთებ სანთელს…
გულში შემოდის ფარული სევდა.
გამახსენდება ჩემი წარსული,
მომაგონდება ჩემი ბავშვობა.

როცა ვიყავი ძალზედ პატარა,
ვერ გავდიოდი შიშით ეზოში.
როდესაც ბინდი ჩამოწვებოდა,
ჩუმად ვწვებოდა მაშინ ლოგინში.

და მოვიგონებ ჩემს სიჭაბუკეს,
როცა ვიგრძენი შიში უფლისა.
ღმერთი არაა ძალზე მრისხანე,
სიყვარულია ჩვენი გულისა.

კვლავ მაგონდება ჩემი დედ-მამა,
ძმა ჩემი, ჩემი ამხანაგები,
ჩემი სახლ-კარი და სიყვარული…
აჰა, ჩაიწვა ჩემი სანთელი.


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

სიბერე


ახლობლები, დედაჩემი
უკვე საფლავებში წვანან.
ალბათ ჩემი ვარსკვლავი და
მზე და მთვარეც მალე ჩავა.

ეჰ, დავბერდი, მეც დავბერდი,
ხელი, ფეხი მიკანკალებს
და სამსჯავროს ხსენებაზე
სული ძლიერ მიცახცახებს.

მინდა როგორმე გავმართლდე,
მაგრამ რა გინდა, ბედია _
ცოდვილზე ცოდვილს უფალთან
თხოვნაც ვერ გამიბედია.

უნდა მოვასწრო ვილოცო,
მოვინანიო ცოდვები.
მერე კი სიკვდილს გულდინჯად
და მშვიდად დაველოდები.


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

* * *


ღამით შევედი ეკლესიაში,
ჩუმად ავანთე ორი სანთელი.
ერთი დედაჩემს, ხოლო მეორე _
ჩვენი პატარა საქართველოსთვის.

გარეთ მთვარეც არ ანათებდა,
იწვოდა ჩემი ორი სანთელი.
უცებ ვიგრძენი ეკლესიაში
და დავინახე მე ღვთის ნათელი.

თითქოს მეზმანა საწყალი დედა,
მანუგეშებდა, მეფერებოდა.
თვით ღვთისმშობელიც კი მიღიმოდა,
თითქოს ხატიდან გადმოდიოდა.

ნუ გეშინია შვილო, _ თქვა დედამ _
გულმოწყალეა უფალი ჩვენი,
ღვთისმშობლისაა ეს საქართველო,
ღვთისმშობლისაა სამშობლო ჩვენი.

ილოცე მუდამ, _ კვლავ მითხრა დედამ _
იყავი მუდამ ერთგული ღვთისა.
ჩვენ საქართველოს მუდამ დაიცვს
ფარველი ჩვენი და დედა ღვთისა.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 29 2006, 01:19 AM

დათიკო
მამა ნაუმი ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 29 2006, 01:37 AM

* * *


წუთისოფელს მაშორებს
მონასტერის კედლები.
არ დამერღვეს სიმშვიდე
უფალო, გევედრები.

სათნოებავ სულისა,
ძახილს შენსას მე ველი.
მხოლოდ მშვიდთა ხვედრია
ცათა სასუფეველი.

მე ჩემს წილხვედრ ცხოვრებით
ტყუილად რად მოვცდები,
შეიწყნაროს ცამ ჩემი
ცრემლიანი ლოცვები.

და შორს ჩემგან სიკვდილო,
თვალს რომ რისხავ შენა ხარ.
რაც უნდა სცადო, ჩემს რწმენას
მაინც ვეღარ შელახავ.

რაც უნდა სცადო, სიცოცხლით
მაინც არ დავვოკდები.
ჩემს სავალ გზას გავლევ და
ვალმოხდილი მოვკვდები.

წუთისოფელს მაშორებს
მონასტერის კედლები.
არ დამერღვეს სიმშვიდე
უფალო, გევედრები.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


ალექსანდრე

ციტატა
მამა ნაუმი ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი

არა მარტო ლექსებს, მოთხრობებსაც smile.gif
ბავშვობაში კი ვიოლინოზეც უკრავდა biggrin.gif

* * *


სანთლის შუქი დასთამაშებს მიტრას,
სანთლის შუქი ლოცვის სურვილს აჩენს.
ვიღებ მიწას ლოცვით მკერდში ვიკრავ
და მადლობას ვწირავ ქვეყნის გამჩენს.

უგარეჯოდ არსებობა არ მწამს,
ვდგავარ როგორც მევენახე ზვრებში.
მთვარე ნელა აფახურებს წამწამს,
სისხამზე რომ ჩაიწვება მზეში.

დღისით ცხელა და ზეცა ვერ გლანდავს,
ლუკიანეს ნაკვალევზე მიჰქრი.
მოგიყვება გარდასულ დღის ამბავს,
ქარის ფრთებზე დარწეული ფიქრი.

რაკი გმოსავს მადლი ჯვრის და ხატის,
მიტომ დროსაც აღარა აქვს მოცლა.
საგარეჯოდ გულსა გარჯა სწადის,
სულს სწადია საგარეჯოდ ლოცვა.

სანთლის შუქი დასთამაშებს მიტრას.
სანთლის შუქი ლოცვის სურვილს აჩენს.
ვიღებ მიწას ლოცვით მკერდში ვიკრავ
და მადლობას ვწირავ ქვეყნის გამჩენს.



მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

ბერი


ბერობა არ არის ადვილი ინსტიტუტი,
ბერობა არ არის იოლი საქმე.
ბერობა არ გეგონოს სკვნილისა ტრიალი
ან კიდევ გართობა და უბრალო რამე.

ბერი ღვთის საქმეს ემსახურება.
ბერის სანთელი ყოველთვის ანთია.
მისი ლოცვანი გადაშლილია,
ამ ცხოვრებისათვის იგი მკვდარია.

შეხედე ბერის დაღარულ სახეს,
იმის თვალებში ტანჯვა წაიკითხე.
წადი, განმარტოვდი ღვთის მაძიებელო,
უდიდეს მამათა ცხოვრება იკითხე.

ბერის თვალთაგან სევდა იღვრება.
ეს კი ნიშანია სინანულისა.
იქნება ცხოვრება განვლო მან უაზროდ,
ჰპოვა მან ლოცვებში წამალი გულისა.

ბერი ხარ? ყველაფერს დაგაბრალებენ
განგიკითხავენ, შეგაგინებენ,
სულის სიწმინდეს წაგიბილწავენ
და სიკვდილსაც კი მოგანატრებენ.

ამიტომ ბერი მარტომყოფია,
მისი სენაკი კი დახურული.
მისი ლოცვანი გადაშლილი და
მისი სანთელი ჩაუქრობელი.

გახსოვდეს, ბერობა არ არის იოლი.
ბერობა არ არის იოლი საქმე.
ბერობას არ ნიშნავს სკვნილების ტრიალი
ან კიდევ თამაში, გართობა რამე.


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

ღამის ლოცვა


ლოცვებს ბერი ყოველთვის კითხულობს.
დღისით და ღამით ლოცულობს ბერი,
რომ შეავედროს მაღალ ღმერთს იმან
უცხო, მოყვასი, სამშობლო, ერი.

მაგრამ არსებობს განკუთვნილი დრო.
მე ასე მჯერა, მე ასე ვფიქრობ.
თუ გილოცია ღამით მარტოკას,
დამეთანხმები მე ცოდვილს თვითონ.

ღამე მშვიდია, წყნარი და შავი
და ეშმაკს ნეტავ რა უნდა მეტი.
ბილწი ფიქრები და ავი სული
და განსაცდელი შიგG გულში შედის.

მე ვდგები ღამით და ვიწყებ ლოცვას,
არ ისმის არა ხმა და ხმაური.
შორსაა ჩემგან ყოველდღიური
დავიდარაბა, აურზაური.

ხატის წინ წყნარად ანთია სანთელი,
ბერი ჩუმი ხმით კითხულობს ლოცვებს.
იხსენებს იგი გარდასული დღის
თავის საქმეებს, ჩადენილ ცოდვებს.

და ხატებიდან შემოგვცქერიან
წმიდა მამები და ღვთისმშობელი.
გეფერებიან და გიღიმიან
და გამხნევებენ როგორც მშობელნი.

და გვიან, ღამის მყუდროებაში,
ბერის ლოცვები ღმერთამდე ადის
და უფლის მადლი ზეცით გარდამო,
ჩვენ ცოდვილ კაცთა გულამდე დადის.


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)




მოწყენილობის წამალი


ბერს მოწყენის ჭია დამეუფლა.
მე მარტოსულს მომეძალა სევდა.
აღარა მსურს წერა, წიგნის კითხვა.
შემეწევა ეხლა ვინმე ნეტა?

გარეთ გასვლაც აღარ მინდა არა.
მარტოობის მე ბურუსი მფარავს.
რა ვაკეთო მე ტვითონაც არ ვიცი,
სულიერი ტკივილები მტანჯავს.

მოდი ჩემთან _ მესმის ხმა იდუმალი,
წაიკითხე ჩემი ლოცვა, მამაო,
და მიღიმის ხატიდან ღვთისმშობელი,
ნუ გგონია ეს ცხოვრება ამაო.

ნუთუ ღმერთო ეს მაცხოვრის ხმა არის?
გულში როგორ ჩუმად შემოსულა.
წაიკითხე, წაიკითხე ფსალმუნი
მიუტევე უფალს შენი ზრუნვა.

ეჰ, რა მცირე, მცირე რწმენა მქონია,
დამავიწყდა ალბათ მე მაცხოვარი.
მას კი თურმე მე ყოველთვის ვახსოვარ
და მომძებნა დაკარგული ცხოვარი.

მოგეწყინა? აAბა ზეცას შეხედე
ვარსკვლავები როგორ გიღიმიან.
გავსებული მთვარეც იქვე ბრძანდება,
ვერცხლის ეტლით როგორ დაბრძანდება.

ხვალე ალბათ მზე ჩახჩახა ამოვა,
დღე იქნება ლამაზი და ნათელი.
და ჩემს გულში ახლა თვითონ ქრისტეა.
ჰა, გამქრალა მოწყენა და ნაღველი.

მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)



* * *

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული,
დღეს განიხარებს ქართველი ერი.
დღეს ერთად არის მთელი ქვეყანა,
ერთად ლოცულობს ერი და ბერი.

ამინდიც ძალზე მშვენიერია,
მომლოცველებით გაივსო ეზო.
ხმატკბილად გალობს სიონის გუნდი,
შორიდან მესმის მე მისი ექო.

მთავრდება წირვა, სუფრა იშლება.
ყველა ფუსფუსებს და იღიმება.
და სიხარულით დიდად აღსავსე
ეს ჩემი გული ფართოდ იღება.

და ლოცავს ყველას დღეს ღვთისმშობელი
და ჩვენც ვილოცოთ სამშობლოსათვის.
ვიყოთ ერთგულნი ეკლესიისა
და შევიყვაროთ ყველამ მოყვასი.

ეს მზე წითელი, სხივმშვენიერი,
დღესასწაულმა გააკამკამა.
ჩვენი გულები და ჩვენი სული
თვით ღვთისმშობელმა აამღელვარა.


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


თელავური ჩანახატი


შემოდგომაა… შუამთის წყალთან
ამოუფენავთ თიხის ჭურჭელი.
ხიდან ცვენილი ხმელი ფოთლებით
მოფენილია მთელი ქუჩები.

დაუწურიათ უკვე ყურძენი
და ნელი სიოც იზრდება ქარში.
დიდი ჭადარი გაძარცვულია,
სიცივე დგება ახლა თელავში.

თელავს უხდება ყველა დრო ალბათ,
ღიმილიც, სევდაც საამური აქვს.
მე ნადიკვრიდან დავცქერი ქალაქს
და ჰორიზონტზე ძლივს ვარჩევ ხანძარს.

მართლა ცეცხლია? იქნება ვცდები
იქნებ მატყუებს მე ჩემი თვალი
გზას მივუყვები გიგოს გორისკენ
და გუილტ მიმაქვს ბოღმა და დარდი.

ვეძებ მეგობრებს, ვეღარ ვპოულობ.
აღარ არიან, ვინ სად წასულა.
უნდა მოვძებნო, უნდა მოვნახო,
ღმერთო, რამდენი წელი გასულა.

და მე აღმოვჩნდი სასაფლაოზე _
ახალგაზრდები, ხანშიშესულნი
ყველა უდროოდ გარდაცვლილნი და
იმ ქვეყნად მაინც დროზე წასულნი.

და ვუნთებ იმათ ერთადერთ სანთელს,
ბოთლიდან კი ვსვამ მე მათთვის ღვინოს.
მათი სულები, დატანჯულები
სასუფეველში რომ მაინც იყოს.

ჩემი თელავი კვნესის და ოხრავს,
მაგრამ გული აქვს მას ძალზე დიდი.
ახლა ბინდია, კვლავ გათენდება,
ჩემი წლები კი მიდის და მიდის…


მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)


* * *


წვიმიან ამინდში განმარტოება და
ბიბლიის წაკითხვა ყველაფერს მირჩევნია.
მიღმიურ სამყაროში ვმოგზაურობ და
წინაპრები ჩვენი ტკბილად მიღიმიან.

აშურის მეფე და ეგვიპტის ფარაონი
თავისი ჯარებით ისრაელს ერტყმიან.
თითქოს ჩამესმის ისართა ზუზუნი,
ადამის ძენი ერთმანეთს ებრძვიან.

ძველი აღთქმიდან გმირებს გამოვიხმობ _
სამსონს და დალილას, დავით მეფსალმუნეს.
სოლომონის სიბრძნემ და ქებათა ლექსებმა
დაკოდილ გულზე როგორ მისალბუნეს.

წყნარი საღამოა, ნავზე დახრილები
თევზებს იჭერენ პეტრე და იაკობ.
ალბათ აქვეა იესო მაცხოვარი,
წყალზე გამოივლის, იგავებს მიამბობს.

ბიბლია ჩემი სიყვარულის წყაროა,
ფსალმუნი კი _ სულის წამალი სარგო.
რამდენჯერაც დამჭირდა დაცემულს წამოდგომა,
დავეწაფე მის ლექსებს და მაშინვე მარგო.

წვიმა კი ასხამს და შხაპუნობს წვეთები,
ყვავილებს უსველებენ დასიცხულ თვალებს.
ქარი დატუქსავს და ღრუბლები წავლენ,
მორცხვად თავს დაგვიკრავს ახალი მთვარე.

კვლავ განმეორდება ასეთი ამინდები _
იქნება წვიმაც და გზებიც უვალი.
მზეც ლამაზია, მთვარე უკეთესი,
მყუდრო სენაკში კი სუფევს უფალი.



მღვდემონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 11:35 AM

ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას

ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა,
აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად.
პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან,
ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა.

ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი,
ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს,
მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი,
ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა.

კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის,
ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ,
ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის,
სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს.

ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა
ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად,
პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან,
ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა.

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 11:48 AM

* * *

იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ,
დავმონებივარ სიყვარულს შენსას,
ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა
განადიდებენ სამებას ერთარსს.

მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო
და გულზე შენი სახე მეხატოს,
შენდობისათვის, წყალობისათვის
წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს!

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 29 2006, 12:04 PM

ციტატა(marine @ Dec 29 2006, 11:48 AM) *

* * *

იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ,
დავმონებივარ სიყვარულს შენსას,
ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა
განადიდებენ სამებას ერთარსს.

მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო
და გულზე შენი სახე მეხატოს,
შენდობისათვის, წყალობისათვის
წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს!

ვისი ლექსია იქნებ მიაწერო? smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 29 2006, 12:39 PM

QUOTE
ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას

ეს რომელი ეკლესიაა? ასეთი ლამაზი ლექსი რომ მიუძღვნეს... smile.gif ქაშუეთთან რატომ არის დაკავშირებული?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 01:25 PM

მარიამი

ეს ლექსი მამას დაწერილია.. smile.gif სოფელი ქარტა ხაშურის რაიონს ეკუთვნის, ამჟამად ტაძარი დანგრეულია სამწუხაროდ, მაგრამ ნანგრევებზე ეტყობა რომ გრანდიოზული იყო.. ჩემი წინაპრები იქ ლოცულობდნენ.. ქაშუეთთან ალბათ იმიტომაა დაკავშირებული რომ ორივე წმინდა გიორგის სახელობისაა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 01:31 PM

miss_kartveli

ჩემი დაწერილია და ამიტომ აღარ მივაწერე.. smile.gif IPB Image

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 29 2006, 03:19 PM

ციტატა(marine @ Dec 29 2006, 01:31 PM) *

miss_kartveli

ჩემი დაწერილია და ამიტომ აღარ მივაწერე.. smile.gif IPB-ს სურათი

ძალიან კარგი, ყოჩაღ, ცოტა ხანში გეტყვი მერე რატომაც მინდოდა, ჯერ ერთი საინტერესოა თუ ვინმე ფორუმელი წერს ლექსებს, გავაცნოთ ერთმანეთს საკუთარი შემოქმედება დ მეორეც ერთი მეც მინდა რაღაცისთვის და..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 03:35 PM

miss_kartveli

მადლობა, ჩემი უბრალო ლექსი რომ მოგეწონა.. smile.gif

ახალ თემებშიც არის პოეზიის თემა გახსნილი და ხომ არ ჯობია აქ ფორუმელებმა მხოლოდ საკუთარი ლექსები განვათავსოთ და ამით განსხვავდებოდეს?

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Dec 29 2006, 03:40 PM

ციტატა(marine @ Dec 29 2006, 03:35 PM) *

miss_kartveli

მადლობა, ჩემი უბრალო ლექსი რომ მოგეწონა.. smile.gif

ახალ თემებშიც არის პოეზიის თემა გახსნილი და ხომ არ ჯობია აქ ფორუმელებმა მხოლოდ საკუთარი ლექსები განვათავსოთ და ამით განსხვავდებოდეს?

მართალი ხარ. ვინც წერს ლექსებს გამოგზავნოს და სახელი და გვარი მიაწეროს

Ggza sinaTlisken



gGzaabneuli,

bBrazmoreuli

vecemi muxlze, vyviri mTel xmaze:

_netav ra xdeba amqveyanaze?

ratom bneldeba?

dDa ar Tendeba?

ratom gvidgeba ukuni Rame?

mMesmis xma viRacis:

_pasuxi kargad ici!

me gekiTxebi, netav ra xdeba?

sad daikarga kacTmoyvareba?

Mmoyvasisa da mtris siyvaruili,

locviT da marxviT WirSi gaZleba?

rad dagimonaT ampartavnebam?

aAn ar mogbezrdaT ciliswameba?

tyuil-ubralod bralis dadeba

dDa umizezod Tavis marTleba?

rada gaqvT gulSi Suri da mtroba,

rad dagekargaT urTierTndoba?

ratom gitacebT Zarcva, mruSoba,

Cagvra, taceba, xveta, qurdoba?

aAdams rad uCivi?

Tavad xar adami!

Eevas rad uCivi,

Tavad xar eva!

rad gaviwydeba Sen uflis mcnebaQ?!

gGinda, rom gqondes mudam dideba,

yYvelasgan gesmodes Sen Seni qeba.

Tu saWiroa, yvelam Segibralos,

Tavad ki aArvin ar gebraleba.



_ nu mkicxav ase, gTxov Semibrale……..



_Sen Tavad Sens suls rad ar ibraleb?

Sexede Sens guls, ra DdReSi aris,

Ggana ver xedav?-codvis budes hgavs,

Mmikvirs amdeni codvis Cadena,

aAn ar gaRelvebs, an ara gwamlavs?

Mme mikvirs, ase rad daiviwye,

uUflis mcneba da mis siyvaruli?

Tu codvas iden, ratom ara gaqvs,

CadenilisTvis myis sinanuli?



_gTxov, axla mainc Sewyvite kicxva,

aRar axseno usamarTloba!

Tu borotebam daisadgura,

maS Cven davkargavT uflis wyalobas.

Ees vTqvi da sul mTlad dauZlurebulma,

Mmimovixede aravin Canda,

Eaxla xom mis xmam qveyana SeZra,

Gguli SeZrwunda , gadamiqanda.

_sad xar? vina xar?_mTeli xmiT viZaxdi_

MmTeli saaTi morals mikiTxavdi,

vici borotebam gadaaWarba,

Mmagram sikeTe sul ar gamqrala.

mMivxvdi vinca xar,

sindisis xma xarQ!

Aase medgrad rom mkicxav da mZraxav.

bBerebis locviT gadarCenili,

Nnetav sikeTev rad xar devnili?

mZuls, mZags Cemi Tavi,

codvis budea,

TiTqos Cems garSemo didi gubea.

WaobSi veflobi,

vin aris mSveleli?

uUfali RmerTi yovlis Semqmneli.

Mme rom gavCumdi, dadumda arec.

Rrublebs qveS Canda fermkrTali mTvare,

Mme gavuyevi gzas Cebnelebuls,

Dda didi sevda mawveboda guls.

Cemi codvebiT dafiqrebulma,

TiTqos SevvniSne susti naTeli,

maRlobze idga uflis taZari.

taZarSi endo Taflis sanTeli.

“iq aris sikeTe da saTnoeba,

ai, Am cxovrebiT gvelis cxovneba.”






პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 04:26 PM

ბარათაშვილის მონოლოგი

ვაპირებ ცხოვრებას! სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე, ყოველ წამს ვაპირებ ცხოვრებას!
ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი - თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავქციე ცხოვრებად სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგლი!
ო, ღმერთო! როდემდე, როდემდე, როდემდე...
გადიან დღეები და მგონი ვბერდები, -
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები!
და ისევ - ლოდინი, და ისევ მზადება,
და გული ცივდება - ჩამქრალი საკირე...
სიცოსცხლე თავდება! სიცოსცხლე თავდება!
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 04:55 PM

ნიკოლოზ_V

ნიკო, რა ლამაზი ლექსია!! smile.gif შენია? IPB Image

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 05:22 PM



მუხრან მაჭავარიანი

***

შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!

შენით თენდება შენით ღამდება,
შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენახარ!

======================


***

მე გამოვდივარ,
დღის ბოლოა, -
სრულდება 6.
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის,
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით.

დაგინახავ და ...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ;
შუაზამთარში
მეყურება
შრიალი ხეთა...
რაც მართალია, - მართალია, -
გულწრფელად მიკვირს, -
ყველა
ცემსავით რო არ ღელავ, -
შენ როცა გხედავს.

=====================

***

დღეს ჩემ გულში,
შეიძლება არ იცოდე შენ,
მთელი თავის სიდიადით მოიკეცა მზემ.
არის წელი 22
რაც ვარსებობ მე -
და ამხელა სიხარული არ მიგვრძნია ჯერ.

მჯერა:
დღეის ამას იქით,
ვინც რა უნდა თქვა,
საუკუნოდ იარსებებს
ეს ლამაზი დღე;
რაც არ უნდა ცუდი დარი
დაიჭიროს ხვალ,
ტყუილია! - ვერაფერი
ვეღარ შემცვლის მე.

===================

***

ხარ ბედნიერი,
ხარუკვდავი,
ხარ გაზაფხული, -
გაგამარადა,
გაგადიდა პოეტის გულმა...
ძგერს გული ჩემი, -
კარგი გული!...
დაუგდე ყური! -
იყავი ჩუმად.

ყოველ დროს, -
ყველგან,
ყველგან,
ყველგანა
გული შენ გიხმობს...


ციტატა(marine @ Dec 29 2006, 04:55 PM) *

ნიკოლოზ_V

ნიკო, რა ლამაზი ლექსია!! smile.gif შენია? IPB-ს სურათი


ჩემი არაა, მაგრამ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 05:27 PM

QUOTE(ნიკოლოზ_V @ Dec 29 2006, 05:22 PM) *

[size=2]

ჩემი არაა, მაგრამ...


smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 05:36 PM


***
გაივლის დრო და...
- გახსოვს?! -
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ.
აგევსება თვალები ცრემლით.

- აი,
ხომ ხედავ -
სასურველის
მიღწევა შევძელ.
- აი,
ხომ ხედავ -
გავამართლე იმედი შენი.

გაივლის დრო და...
- გახსოვს?! -
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ.
აგევსება თვალები ცრემლით.

- აი,
ხომ ხედავ -
რაც მინდოდა,
ვერაფრით შევძელ.
- აი -
ხომ ხედავ -
გავამტყუნე იმედი შენი.
გაივლის დრო და...
უნდა ითქვას ორიდან ერთი.
გაივლის დრო და...
გამოჩნდება ახალი ვინმე.
გაივლის დრო და...
- თქვი,
რომელს გეტყვი! -
მეორეს?!
პირველს?!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 05:43 PM

"ლექსში ჩაკარგულო, მზეში ჩაქარგულო,
ერთი სურვილი მაქვს, ოქროს ღიმილმჩენო:
ლამაზ ყვავილებად ფეხქვეშ დაგეფინო,
ასგზის წმინდანო და ასგზის ღმერთო ჩემო."

ზურა ლეშკაშელი

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 29 2006, 05:49 PM


ციტატა
მუხრან მაჭავარიანი

მაჭავარიანის ლექსებია ხო ? smile.gif


"ფიქრებს მიწიერს ცხოვრებაზე გაუღე კარი
არა დამრჩა რა ცისქვეშეთში გაუგებარი ,
და საბოლოოდ ის ვიცი , რო არა ვიცი რა
აი , ეს არის მთელი ჩემი მონაპოვარი ":D
ესეც ჩვენი აღმოსავლელი ძმაbiggrin.gif ომარ ხაიმი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 06:02 PM


***
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ:
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელლსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.

ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს........

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 06:26 PM


***
გამოვა რამე თუ არ გამოვა?!
რისგან გამოვა და რა გამოვა?!
მზე არ ამოვა, თუ მზე არ ამოვა?!
განთიადია თუ საღამოა?!
განთიადია თუ საღამოა -
გამოვა ნეტაა?..........

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 06:39 PM



ისევ გახსენი გული ჩემი


ისევ გახსენი გული ჩემი სიყვარულისთვის,
ჰყავ თვალნი ჩემნი სიხარულის ცრემლით სავსენი...
ყვავილთ სიმშვიდე დამიმკვიდრე მიუცილები,
სიყვარულისთვის ბაგე ჩემი ისევ გახსენი!
ისევ გაკვეთე შენ ურჩხული გაუმაძღარი
და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ...
განახვენ ჩემთვის, ო, განახვენ ტაძრისა ბჭენი,
და მე შემოვალ ყვავილებით, ხელუწიფარო!
მე არასოდეს არ ჩავაქრობ შენს წმინდა სანთელს,
მისი ნათელი - ჩემთვის მარად ტკბილგანსასვენი...
შენ დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ,
სიყვარულისთვის გული ჩემი ისევ გახსენი!

ანა კალანდაძე

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 08:16 PM

რა ვქნა? რა გითხრა? შვების მომფენი
ვით მოვიპოვო შენზე უფლება?
როგორ გავბედო ხელუყოფელი
შენი სტიქიის დასაკუთრება?
ან როგორ გავხსნა ასე ვაგლახად
გადაკვანძული ბედის ქარაგმა,
როცა ნამდვილად ჩემი არა ხარ
და მეშინია შენი დაკარგვა?!

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Dec 29 2006, 10:48 PM

ციტატა
ნიკო, რა ლამაზი ლექსია!! შენია?

მიხეილ ქვლივიძისაა თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 29 2006, 10:52 PM

ციტატა(Cotne @ Dec 29 2006, 10:48 PM) *

მიხეილ ქვლივიძისაა თუ არ ვცდები


მართალი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 31 2006, 09:34 AM

ძირში მოჭრილი ფრთები

მე გავექეცი ტკივილს,
მინდა იცოდეს ყველამ.
სულში - სიმართლე კივის,
გული სხვაგვარად ფეთქავს.

მე გავექეცი ტკივილს
შევრისხე შუღლი, წყენა ...
განვაგდე სულის გარეთ-
საფეხურების წყებად

უძირო იარები ...
ცრემლიც მდიოდა ღაწვებს ...
შეიპყრეს "სიმართლე" და
მბრუნავ კოცონზე დაწვეს.

მერე, ცარიელ კედლებს
შეუყვა რუხი ალი
ფრთები მოაჭრეს "ფრინველს"
მუხლზე დაეცა ქალი ...

და წარიტაცა ქარმა-
თეთრი მანდილი ველად,
-მირჩიე! რა გზით ვსდიო
სიმართლეს კვალში - სელა...

გარს მიმოებნა ლოცვა
ჯურღმულის აზრთა დახლებს,
მერე, შეასკდა ექოდ -
მთებს, ჭიუხვებს და საკნებს

და დამიყარეს ფეხქვეშ
ძირში მოჭრილი ფრთები,
ვიდექ და ფიქრთა გორა
გარს მოხვეული გზები

ლაბირინთების დარად
შემომხვეოდა სხეულს,
სულს მიხუთავდა დარდი
მე "სათნოებას" ჩვეულს

ძირში მოჭრილი ფრთები ...
სულს დაჩნეული ბზარი ...
ვიდექ მწვერვალზე მარტო,
რეკდა სამრეკლოს ზარი ...

მე გავექეცი ტკივილს
მინდა იცოდეს ყველამ,
სულში სიმართლე კივის,
გულიც სხვაგვარად ფეთქავს.

09.16.2005
ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი





მოთმინება თუ მეყოფა

უფალს შევცოდე და მიმძიმს
მუდამ, მე ამ ''ჯვრის'' ტარება,
მომწყურდა ლოცვა, და უფლის -
კურთხევა და ნეტარება.

''გზას'' მივუყვები, არ ვიცი,
ბილიკი სად გამეყოფა,
ნაზარევლის გზას გავყვები -
მოთმინება თუ მეყოფა . . .

თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 31 2006, 12:23 PM

"რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!"

მიხეილ ქვლივიძე

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 2 2007, 10:22 PM

მომწერეთ რა თქვენი ლექსებიიი........ მჭირდება... თან სახელი და გვარი მიწერეთ

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 3 2007, 02:40 AM

დათიკო, ეს რომელი მამა ნაუმია, მოსკოვის ქართული ტაძრიდან?

პოსტის ავტორი: ennka თარიღი: Jan 3 2007, 12:10 PM

>>>
დაე, ჰკურნავდეს ადამის მოდგმას
ღმერთს რა ენებიც გაუჩენია.
თუ ჩემი ენა ხვალ უნდა მოკვდეს,
მე რომ დღეს მოვკვდე ის მირჩევნია.

>>>
ვინაც მამულში დაბრუნებას აღარ ელოდა,
გაგიყოლია ვით სიცოცხლის ძალა მარადი.
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ალბათ, ამიტომ დაპატარევდი.

>>>
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი.
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2007, 01:35 PM

აუ არასდროს არ მესმოდა ლექსის სწავლის მუღამი , აი ვაჟას ლექსის სწავლა სხვა ამბავია მარა დანარჩენი არასდროს არ მსიამოვნებდა! (წაკითხვა მიყვარს მაგრა)

პოსტის ავტორი: nikousha თარიღი: Jan 5 2007, 02:04 AM

აქ მარტო ქართული პოეზიაა ??
ინგლისური არ შეიძლება ??

პოსტის ავტორი: ლაშა_გიორგი თარიღი: Jan 5 2007, 02:44 AM

ციტატა
აქ მარტო ქართული პოეზიაა ??
ინგლისური არ შეიძლება ??

არა ძმა, რომელ ენაზეც შენ გაგიხარდება დაწერე, მთავარია რამე უცენზური ლსიტყვები არ იყოს გამოყენებული wink.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 5 2007, 03:03 PM

ჩემთან არის ქ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში მოძღვარი-მამა ნაუმი

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Jan 9 2007, 05:29 PM

"BE OF GOOD CHEER!"

Temptation came to me today,

And oh, I felt that I must stray

Down primrose paths, forgetting all. . . .

The city's fevered, siren call

Spoke to my soul, its whispered cry

Said, "Live, for Youth, too soon, will die!"



So all alone, when work was done,

I sought the park. The setting sun

Had left a bit of warmth for me --

I found a bench beneath a tree,

And sat and thought.



My life is hard,

Sometimes my heart seems battle-scarred,

With longings keen, and bitter fears,

And want, and suffering, and tears.



Temptation spoke, and Youth spoke back;

The night seemed cold and grimly black,

And every light was like a star

That cleft the sky -- they were so far,

So very far away! And I

Was lonely, there, beneath the sky. . . .



There used to be a little farm

A tiny place, remote from harm;

There used to be a mother frail

And sweet, with hair as silver-pale

As the faint moon. She heard me say

The words when first I learned to pray. . . .



Above me in the silent trees,

I heard the rustles of the breeze,

It sounded like her step, as light

As dreams across an endless night.

My mother --



Ah, the name so sweet,

Brought memories on noiseless feet,

And softly in the darkness, there,

I breathed my little childhood prayer. . . .



Do prayers have answers? As I prayed

A Presence came, and gently laid

A Hand upon my arm. I knew

That Someone kind, and good, and true

Was very near. Upon my soul

A peace swept down, and left it whole.

I felt a calm steal over me,

The same that stilled the troubled sea

Where Jesus walked.



My fears were laid,

Temptation left me unafraid.

And as I smiled, there in the park,

A voice spoke through the fragrant dark.

"Be of good cheer!" the words rang out

Like music through the city's shout.



And all the lights that I could see

Were stars of home, agleam for me!



Margaret E. Sangste

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 9 2007, 07:38 PM

რადგან ტერენტი ახსენეთ... ესეც გეყვარებათ...


გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას, და როცა სიშორეზე ტირის როილაი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თამაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ. მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა აღარ ვიქნები ცოცხალი. მე მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი უკვდავი სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გერეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველაგან ვიყო.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არიან სიტყვები გრძნობისათვის, გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

ტერენტი გრანელი







აი ეს კი ლერი ალიმონაკმა დაწერა მასზე: "იმ კაცს, ვინც მთელი გაწამებული წუთისოფელი სულის ხსნასა და სიწმინდეს შესწირა, სულის სნეულება დასწამეს...
ვერავინ გაიგო, რომ ქვეყნად არსებობენ მოხეტიალე, უთავსასთუმლო, მიუსაფარი პოეტები, რომელთაც ცოტა სითბო, ცოტა თანაგრძნობა და ერთი ნატეხი პური სჭირდებათ..."

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 9 2007, 07:39 PM

_MATASI_
გაიხარე მაგრად მიყვარს ეს სიტყვები... ტერენტი გრანელიუც საერტოდ.... ცჰემს ბლოკნოტსჰი მაქვს ცჰაწერილი

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 9 2007, 07:54 PM

zogjer foTolic xmadabla tiris


cas rom avxede varskvlaviTrToda,
mkrTalad mzis sxivi jerac mnaTobda,
TiTqos es dari me ar metrfoda,
marto Cems gulSI wvimda da Tovda.
ratomRac es dRe aras ambobda,
misi tkivili arvis axsovda,
es mdumareba masac adnobda
da usityvodac Tvis dards mandobda.
TiTqos es nisli fiqrebs amkobda,
me ki mesmoda is ras ambobda,
TiTqos davyruvdi, is ki damunjda,
magram me vgrZnobdi is rasac grZnobda.
es Semodgoma yvavilT aWnobda,
niavic foTlis moclas lamobda
mas jer sicocxle isev swyuroda,
magram buneba mas ar wyalobda.
iwureboda es Semodgoma,
dro m odioda sicivis, yinvis,
aRsasruls idga xmeli foToli
da eSinoda mware sikvdilis.
da oqrosferze zed nacrisferi
daerTo mware fiqrebi wvimis,
da dasvelebul did xeebs Sois
celqi niavi daqris da wivis.
me ki vigrZeni rom es niavi
foTols ayenebs rogor did tkivils.
roca zed cremli Camogordeba,
maSin foTolic xmadabla tiris.
sustma niavma mohglija xidan
da ucbad mospso sicocxle misi
morCa. . . gaTavda. . . maradiulad. . .
gaxdeba igi nawili miwis.
es oriode xmeli foToli
eloda niavs mware sikvdilis,
da aRsasruliT SeSinebuli
zogjer foTolic xmadabla tiris.



საკუთარი

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Jan 10 2007, 06:37 PM

.....
,,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა
წმიდა იყავნ სახელი შენი,,..
განმინათლე სული ჩემი და გონება მიწიერი,
მაზიარე ზეციურ მადლს,
ვიყო მარად ცხვარი შენი...

ეს ჩემი უდიდესი თხოვნაა მამაზეციერის მიმართ..

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 10 2007, 07:45 PM

ციტატა(_MATASI_ @ Dec 28 2006, 03:44 PM) *

მარიამის თხოვნით...

ცრემლების ლოცვა

მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში
ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი
და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა,
ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი.
ახლა დამტოვე ფიქრის ამარა,
სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს,
ვარ ცარიელი როგორც სამარე _
რომლიდან აღსდექ.
რატი ამაღლობელი


MATASI კიდევ ერთხელ დიდი მადლობა... რატი ამაღლობელის ლექსებს ჩემს საყვარელ ლექსებს შორის დიდი ადგილი უკავია. გაიხარე

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 10 2007, 07:56 PM

სონეტი 1
ლ ო ც ვ ა


მე შენ მჭირდები,
ჩემი სული ღატაკია - ლიცვის გარეშე,
არარაობა . . .
შარაგზაზე მიყრილი მტვერი . . .

ძეო ღვთისაო,
მხოლოდ შენით შევიცანი - ჩემი "რაობა",
შენს კალთას მიკრულს -
ვერ დამაკლებს ვერაფერს მტერი.

არა ვარ ღირსი,
ჩვილი ბავშვივით აყვანილი მატარო ხელით,
მაგრამ, ნურც, ისე მომიძაგებ,
ეშმა დამლახვრავს.

თან გამოგყვები,
ვით უღირსი, უძღები შვილი,
ისე, ვით მტვერი მიეკვრება
გზაზე ქალამანს.

მე შენ მჭირდები,
ჩემი სული ღატაკია ლოცვის გარეშე,
შეუმოსავი . . .

ჰოი, უფალო
გთხოვ, გამიყოლო საუკუნო სავალ ბილიკზე
ცოდვით მმოსავი

თუ, განმერიდე,
ვიცი, სულიც განმიდგება,
სხეულს დატოვებს . . .

ძეო ღვთისაო,
მე ხომ, შენში შევიცანი - ჩემი "რაობა"
ნუ მიმატოვებ . . .


04.07.05
ხარება
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 10 2007, 08:02 PM

ციტატა(teo.. @ Jan 10 2007, 07:56 PM) *

სონეტი 1
ლ ო ც ვ ა


მე შენ მჭირდები,
ჩემი სული ღატაკია - ლიცვის გარეშე,
არარაობა . . .
შარაგზაზე მიყრილი მტვერი . . .

ძეო ღვთისაო,
მხოლოდ შენით შევიცანი - ჩემი "რაობა",
შენს კალთას მიკრულს -
ვერ დამაკლებს ვერაფერს მტერი.

არა ვარ ღირსი,
ჩვილი ბავშვივით აყვანილი მატარო ხელით,
მაგრამ, ნურც, ისე მომიძაგებ,
ეშმა დამლახვრავს.

თან გამოგყვები,
ვით უღირსი, უძღები შვილი,
ისე, ვით მტვერი მიეკვრება
გზაზე ქალამანს.

მე შენ მჭირდები,
ჩემი სული ღატაკია ლოცვის გარეშე,
შეუმოსავი . . .

ჰოი, უფალო
გთხოვ, გამიყოლო საუკუნო სავალ ბილიკზე
ცოდვით მმოსავი

თუ, განმერიდე,
ვიცი, სულიც განმიდგება,
სხეულს დატოვებს . . .

ძეო ღვთისაო,
მე ხომ, შენში შევიცანი - ჩემი "რაობა"
ნუ მიმატოვებ . . .
04.07.05
ხარება
თეა კანდელაკი


თეო,ამ ლექსს ეპითეტს ვერ ვუძებნი... smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 10 2007, 08:07 PM

"ჩემი ფერია სიმწიფე ვაზის,
კვნესა კდეების,მწუხრი ბუნების,
ფერი-ყოველი სათნოს და ნაზის
განშორების და არდაბრუნების.
ჩემი ფერია ყვითელი ფერი
ფერი მზისა და ცხელი ქვიშისა
ფერი სიბერის,გედის სიმღერის,
და მომავალი კვდომის შიშისა"
ინოლა გურგულია

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 10 2007, 08:21 PM

მინდა და მინდა

მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
მინდა და მინდა! _
ვადიდო მინდა
ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა
უწყლო,
უმზეო,
უძირო
ჭიდან, _
სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _
სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _
ძნელია ძალზე გაძლება სადაც!

ძლიერო ყოვლად! _
უშველე მათაც!


მუხრან მაჭავარიანი




ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 10 2007, 08:25 PM

SeCerdi!!!
hoi, sabralov, RvTis naSDobno adamianno,
Tqveni sulebi RvTis gareSe sad daZrZwiano,
adamis Zeo dagikargavs goniereba,
gagnelebia kacTa mimarT lmobiereba.
Sens sulSi ukve Caqrobila RvTis dananTebi
da daSTenila mis adgilas sanTlis naRvenTi,
bneli gizidavs, Tavsac aqcev borotT safarad,
Sens suls nu aZlev, nu dauTmob eSma-satanas.
sanTels ar anTeb, eSmaks ukmev piriT, gonebiT,
ufals zurgs aqcev codvisa da eSmas monebiT,
sulis sawyisi gevedreba Cumi godebiT_
zurgs ar akido, ar CasZiro codvis lodebiT.
sigaretsa swev, ver moiSale avi mania,
da ukve medgrad fexs ikidebs narkomania,
ras eZalebi, risTvis kvdebi adamiano,
imisTvis gaCndi, rom kacT suli daaziano?
SeCerdi!!!...... xorci ziandeba amdeni SxamiT,
SeCerdi!!!...... ara gamogiva siavis malviT,
SeCerdi!!!...... nu swev, RmerTs daunTe locviT sanTeli,
SeCerdi!!!...... sulSi ar Caaqro wmida naTeli!


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 10 2007, 08:26 PM

ფ ს კ ვ ნ ი ლ ი

„ უფალო იესო ქრისტე...“ - თითებში მიცურავდა ფსკვნილი
ცოდვათა დატევების დარად უსახურდებოდა ფიქრი
წვიმა დამდიოდა თავზე, ზეცას ნისლისფერი ეკრა
და შევყურებდი სივრცეს, ვით თვალწინ გაშლილ ეკრანს

ჩემს წინ ოკეანე რუხი, ჩანდა დიადი და ციდა
ვიღაც, გამჭვირვალე წვეთებს მაყრიდა უსახური ციდან
თითებში თამაშობდა ფსკვნილი, ბაგე მეპობოდა მლოცავს
სველი ფიცარნაგი ფეხქვეშ თითქოს აყოლილი ლოცვას

ჭრიალით გამოსცემდა ბგერებს, წვიმა კვლავ მიკრავდა მოცარტს,
ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს ფეხქვეშ მილაგებდა მორცხვად
ქარი... ო, ეს გიჟი ქარი უტიფრად მეკვრებოდა მკერდზე
ბაგიდან იტაცებდა სიტყვებს, ხან თმას მიწეწავდა მხრებზე...

ვიგრძენ წუთისოფლის სუნთქვა, ამაოებათა დარი
ნაბიჯი ავაყოლე ლოცვას, მესმა გალობათა ქნარი
სულში მეღვრებოდა სითბოდ - ბგერები, მიმწვდარი სმენას
სიმძიმე დაჰკარგვოდა სხეულს უფრთოდ აპირებდა ფრენას

„უფალო იესო ქრისტე...“- თითებში მიცურავდა ფსკვნილი
ცოდვათა დატევების დარად უსახურდებოდა ფიქრი


01.31.2006
ამერიკა ნიუ-იორკი


პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 10 2007, 08:31 PM

სხვისიც ყოფილა,
თუ ყოფილა
ჩემს თვალზე ცრემლი.
ვყოფილვარ სხვისი სიბრალურით
მრავალჯერ ჩუმად...
ყოვლადძლიერო,
გახარება თუ გინდა ჩემი, -
უნარი სხვისი გახარების
მიბოძე უმალ.

და კიდევ,
თუ არ შემომწყრები,
მისმინე ერთიც:
სიხარბე ახლავს,
სამწუხაროდ,სიხარულს რადგან,-
თუ შემიძლია,
დამაყენე იმდენად მაღლა,-
არ შეეხარბოს სიხარული
არავის ჩემი

მუხრან მაჭავარიანი

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 10 2007, 08:35 PM

მაოცებთ smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 10 2007, 08:35 PM

ციტატა(მარინე @ Jan 10 2007, 08:31 PM) *

სხვისიც ყოფილა,
თუ ყოფილა
ჩემს თვალზე ცრემლი.
ვყოფილვარ სხვისი სიბრალურით
მრავალჯერ ჩუმად...
ყოვლადძლიერო,
გახარება თუ გინდა ჩემი, -
უნარი სხვისი გახარების
მიბოძე უმალ.

და კიდევ,
თუ არ შემომწყრები,
მისმინე ერთიც:
სიხარბე ახლავს,
სამწუხაროდ,სიხარულს რადგან,-
თუ შემიძლია,
დამაყენე იმდენად მაღლა,-
არ შეეხარბოს სიხარული
არავის ჩემი



შენი ლექსია?

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 10 2007, 08:37 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 10 2007, 08:35 PM) *

შენი ლექსია?

მუხრანმა დაწერა,მაგრამ ჩემიცაა smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 10 2007, 08:38 PM

პოეზიის საღამოა მშვიდი ...
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი ..



ეს ჩემგან ეხსპრონტად biggrin.gif laugh.gif
კარგები ხართ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 10 2007, 08:39 PM

ციტატა(მარინე @ Jan 10 2007, 08:37 PM) *

მუხრანმა დაწერა,მაგრამ ჩემიცაა smile.gif



rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 11 2007, 11:03 PM

მაკა, თხოვნა მაქვს შენთან: მამის და ბაბუის ლექსებიც რომ დაგვიწერო აქ შეიძლება? ერთი კი წერია უკვე, წმინდა გიორგის ეკლესიაზე...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 11 2007, 11:16 PM

ლილიანა
მაგარი ხარ რა laugh.gif
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი ლილიანა მოდერია მშვიდი laugh.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 12 2007, 06:58 PM

ა პ ო კ ა ლ ი ფ ს ი

ახლა ისევ ცის კიდესთან
დაჰქრის ქარი, კვეთავს ელვა.
ჟამთა სრბოლამ ციფერფლატზე
უსწრაფესად გაიელვა -
რუდუნებუთ დაკიდული
ისრები და ატყდა რეკვა,
ვინც, გაიგო დროის ფასი -
ლაბირინთიც გადაკვეთა.

ისმა თითქოს :- ჩოწისფერში,
მზე მთვარესთან მართავს დუელს.
აღარ უფლობს უფალი და
აღარც მართავს პრინცი - უელსს.
თითქოს ჩაფრა სანთელი და
დრო დამდგარა ახლა "სხვისი",
ირგვლივ მხოლოდ უდაბნოა,
აღარსად სჩანს ოაზისი. . .

აიშალა ქვესკნელის და
ზეციურთა მონაგარი,
წყალმა - თვისი წარიტაცა,
ქარმაც - თავის მონატანი.
აფრიალა აღმა-დაღმა,
არ აცილა ღობე-ყორეს,
საღი მთა-ბარს შეაფინა,
ფუჭი, უგდო სვავს და ყორნებს . . .

. . . მერე, ისევ იყო წვიმა,
იყო ჯვარცმა, იყო ფიქრი.
"დასასრული" - გაქრა ისე,
როგორც ვნება, როგორც ფითრი.
დაივანა ზეცის სხივმა,
იყო - აღთქმა, იყო - ნისლი,
იყო უფლის აღდგომა და
ამაღლება - მარად მისი.

ახლა ისევ ცის კიდესთან
დაჰქრის ქარი, კვეთავს ელვა,
ჟამთა სრბოლვამ ციფერფლატზე
უსწრაფესად გაიელვა.

08.14.03
მარიამობის მარხვის დასაწყისი
თეა კანდელაკი


პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 12 2007, 09:49 PM

დავით გურამიშვილი

დავითიანი
კდ. მზეთა-მზის შესხმა და ჭეშმარიტის გზის თხოვნა დავითისაგან


დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო,
მიუწდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო,
უფალო უფლებათაო, მეფეთ მეუფეო!
უბერებელო, უკვდაო, მყოფო, შეურყეო, -
შენ გაქებ და გეაჯები დაკარგულო ტყვეო,
მომიხსენე მონა შენი, ნუ დამივიწყეო!
ვით მე გთხოვე, ჭეშმარიტი შენ გზა მაუწყეო!


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 13 2007, 02:41 AM

დრო - სუნთქვასავით გარდასული...


დრო, სუნთქვასავით გარდასული, თვალსა და ხელს შუა ქარივით გაჰქრა.
მივყვებით ცხოვრებას, მივყვებით, მაგრამ, ვერავინ გვეტყვის, ვერაფერს მართალს.
...დრო ისევ მიჰქრის, მიიპარება, როგორც ღრუბელი ცის კამარაზე...
ჩვენი ცხოვრება ისე მცირეა, ბევრად პატარა, ჩიტ ნაცარაზე.
ყვავილის სურნელს გაჰფანტავს ქარი, ყვავილის სურნელს თავბრუს დამხვევად,
შემოგვაპარებს სიო ნაზ ალერსს, ჩურჩულს დაგვიწყებს სევდა ნარევად...
ღამე, ხეთა ჯარს გაახვევს ბინდში და მკლავ-გაშლილი მთრთოლვარე სიო,
თმას აუწეწავს ქორფა ბალახით აბიბინებულ თმა აშლილ მინდორს...
იქ, მწვერვალისკენ გადახლართული ბილიკი თეთრი, თვალ-მიუწვდენი და ისე ვიწრო
ღვთის სასუფეველს წააგავს ეს გზა, ედემის ზღურბლთან მიმდგარა თითქოს...
დრო სუნთქვასავით გარდასული გვიტოვებს მსტოვრებს,
ჭილ-ყვავთა გუნდი დასტრიალებს ბექობზე მძორებს...
შეჩერდი, მზეო! ნუ, დაეშვები დასავლეთით, შეჩერდი, მზეო!
აღმოსავლეთი გაგვიცისკროვნე მუდამ რომ, მზეობს...

შეჩერდი, წამო! ისედაც, ერთი ამოსუნთქვა ხარ და მიტომ ვნაღვლობ,
ფრთა-მოხატული პეპელას დარად სამარადჟამო სიცოცხლეს ვნატრობ.
იმღერე, სულო! იმღერე, თორემ დრო გასწყვეტს სიმებს,
შენგან ფარულად, შენი გალობაც გაჰყვება ფიქრებს,
მოგენატრება თუნდ წამიერად წარსულის ხილვა,
დანამავ ცრემლით მოგონებებს, გარდაქმნილს ფიქრად...
იმღერე, სულო და ფრთა გაშალე ვით თეთრი გედი,
ვინ იცის, ღმერთმა ვის როგორი არგუნა ბედი...
დაფლითე ბადე! ან, ჯავშანი, სულს რატომ სთრგუნავ
და ამოფრინდი უფსკრულიდან რომელიც - გთრგუნავს!
გაშალე, ფრთები! არწივის დარად აიჭერ ცაში,
ან, როგორც თევზი გააპე ტალღა და შეუპოვრად შესცურე ზღვაში...
ნუ ჩაეშვები დასავლეთს მზეო, ნუ ჩაეშვები,
თორემ, ოცნება ნაადრევად დაგვათოვს ფიფქად...
ო, ამ ხანმოკლე წუთისოფელს ვინ რას გაუგებს,
ზოგს, ზუსტად მისი წამიერი სიცოცხლე ხიბლავს.
ო, ფრთა გაშლილი ამღერდი სულო, ვით, მომაკვდავი ამაყი გედი,
ვინ იცის, ღმერთმა დაბადების წამს, ვის თავს, როგორი დაგვწერა ბედი...


07.29.1998
საქართველო
თეა კანდელაკი


პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 13 2007, 03:57 AM

თეოო ულამაზესი და უმშვენიერესი ლექსები გაქვს გაიხარე წარმატებებს გისურვებ სულ smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 14 2007, 12:20 AM

მიცქირე თვალში
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?
იდექი წყნარად
და ბინდიან
თვალში მიყურე...
ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.
გინდ აღმიდგინე
ისევ გული,
გინდ დამიხურე.
მიცქირე თვალში
ო, ჩემს თვალში
საშინელება
იგრძენი განა?!


გ.ტაბიძე

პ.ს. მიყვარს ეს ლექსი!!!

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 14 2007, 12:24 PM

LOVE'S PHILOSOPHY


The Fountains mingle with the River
And the Rivers with the Ocean,
The winds of Heaven mix for ever
With a sweet emotion;
Nothing in the world is single;
All things by a law divine
In one spirit meet and mingle,
Why not I with thine?
See the mountains kiss high Heaven
And the waves clasp one another.
No sister-flower would be forgiven
If it disdained its brother.
And the sunlight clasps the earth
And the moonbeams kiss the sea;
What is all this sweet work worth
If thou kiss not me?

By P.B. Shelley

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2007, 05:31 PM

მარიამი

წიგნის პრეზენტაციაზე რაც წავიკითხე, ჯერ იმ ლექსებს განვათავსებ:

ჩემი გვარი და სახელი
გამოგონილი როდია, -
გელაშვილები ამ ქვეყნად
თვით გელათიდან მოდიან!
მოდიან ულაყ ცხენებზე
ამხედრებულნი, ქებულნი...
სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც
გვარით ვარ მირონცხებული.

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 15 2007, 10:03 PM

მარინე თუ სურვილი გექნებათ დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებ თქვენს ლექსებს ჩემს საიტზე არსებულ ან-ლაინ გაზეთში - "ვებ სტუდიო ექო", მკითხველს შესაძლებლობა ეძლევათ ლექსებს გაუკეთონ კომენტარი.

პატივისცემით თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 15 2007, 10:15 PM

marine
დიდი მადლობა smile.gif დანარჩენებიც ხომ იქნება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2007, 04:10 PM

teo..

დიდი მადლობა, კარგი იდეაა!! smile.gif საიტის მისამართს ხომ მეტყვი? smile.gif თეო, შენი პოეზია საოცარია!!!!!!!! დიდი მომავალი ელის შენს ლექსებს smile.gif

მარიამი

აუცილებლად იქნება დანარჩენებიც!!! smile.gif მარიამ, უკვე მომენატრე, რა საყვარელი ხარ.. smile.gif

დედას

უშენოდ ვხვდები ამ ცისკრის ვარსკვლავს,
ცხოვრების წყალი უშენოდ მიდის...
შენ რომ დაგვტოვე, ის დარდი მახლავს,
გულს არ სცილდება ჯანღი და ბინდი.

ამ აღდგომასაც უშენოდ ვხდებით,
გავუძლებ განა ამდენ კაეშანს?
გათეთრდა, დედავ, ფიქრებით თმები,
ჩემი ბილიკი თავქვე დაეშვა.

ახლა სურათთან დავბორიალობ,
არ მიშუშდება გულში იარა
და მჯერა, დედა, სიკეთისათვის
ღმერთმა მიგიღო და გაზიარა.

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 16 2007, 04:23 PM

QUOTE
მარიამი

აუცილებლად იქნება დანარჩენებიც!!! მარიამ, უკვე მომენატრე, რა საყვარელი ხარ..


wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2007, 05:03 PM

მარიამი
მამას ამ ლექსს ახლა შენთვის დავწერ საჩუქრად!! smile.gif smile.gif smile.gif დედაზე რომ იყო შეყვარებული, მაშინ დაწერა:

სიმღერა

თოვლის ფიფქი ქათქათა ფრთით გკოცნის,
ზედ ადნება მაგ ბროლივით ლოყებს.
ნუ მიწოდებ უსაქმურს და მოცლილს,
მაგ ფიფქებს რომ მეც მეგზურად მოვყვე.

ეს ზამთარი გაფრინდება მალე,
თბილი წვიმა შენს ალვის ხეს განბანს.
ვერ წამიხვალ ვერსად, გენაცვალე,
ათას ქალში ვიცნობ მე შენს კაბას.

რად გამირბი, რად მარიდებ მზერას,
თოვლიანში თუ დავდივარ - შენთვის...
მე სურვილებს ვერ მოვთოკავ, ვერა,
მზად ვარ დღესვე დაგიჩოქო ფერხთით.

იანვარიც გაილევა მალე,
თბილი წვიმა იასამნებს განბანს,
საოცნებოდ მყავხარ, გენაცვალე...
ათას ქალში ვიცნობ შენს ჭრელ კაბას.

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Jan 16 2007, 05:06 PM

"ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე ყველაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი.
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი.
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი.''

smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 16 2007, 05:29 PM

წმიდაო გიორგი
დიდების რაინდო,
ვუმზერ შენს ხატებას
და სული მხნედ არის
შემუსრე უწმინდურ
დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო -
შენი გეორგია
წმიდაო რაინდო,
გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი
და უფლის სვე-დარი!

ზვიად გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2007, 05:46 PM

კანონისტი
რა ლამაზი ლექსია!!! მადლობა, დავით!! smile.gif

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Jan 16 2007, 06:34 PM

რისთვის მიყვარხარ


რისთვის მიყვარხარ? მისთვის რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალებში ეს სიყვარული;
მისთვის რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული!



რისთვის მიყვარხარ? მისთვის რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა.
მისთვის მიყვარხარ რომ მაძლევ ტანჯვას
და ამ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა!

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 16 2007, 09:09 PM

ციტატა(marine @ Jan 16 2007, 03:10 PM) *

teo..

დიდი მადლობა, კარგი იდეაა!! smile.gif საიტის მისამართს ხომ მეტყვი? smile.gif თეო, შენი პოეზია საოცარია!!!!!!!! დიდი მომავალი ელის შენს ლექსებს smile.gif


მაკა მოგწერე ჩემი კოორდინატები, გამომიგზავნე ის ლექსები რომლებიც გინდა რომ პირველად გამოვაქვეყნოთ და გამზადებულ ლინკს მოგაწვდი... ჩემი პოეზიის შეფასებისთვის ყველას დიდ მადლობა მინდა მოგიხადოთ, თუ ვინმეს სიამოვნებას ვანიჭებ ესეც უფლის მადლის წყალობით , ჩემით კი სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბავ smile.gif

კეთილი სურვილებით თეო
გფარავდეთ უფალი


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 16 2007, 09:21 PM

„ნიღაბი“?! ვის რად უნდა „სხვისა“!

მე არც უწინ ვიყავ „ისტი“,
არც ახლა მივეკვრები „სექტას“.
სულში სიმართლე რომ წივის
ვიცი შეერთვება „ზეკაცს“.

ვიცი ბილიკია ვიწრო,
ირგვლივ მოფენილი ბარდით,
შორეთს ტატნობი რომ მოსჩანს
მიხვალ წუხილით და დარდით.

სთხოვე პატიება უფალს
სულო, „ბინძურო“ და „ციდავ“,
შენში დემონი თუ სახლობს,
როგორ დაივანებ წმინდანს.

სთხოვე პატიება უფალს
სთხოვე „გულითა“ და „გონით“,
რწმენა გადაგარჩენს მოკვდავს
ძალა - შემოჭრილი ლოცვის...

მე არც უწინ ვიყავ - „ისტი“
„ნიღაბი“ რად მინდოდა სხვისა
სული - მიმიღია უფლის.
ხორცი კი - სახებად ღვთისა.

მე „ის“ ვარ რაც ვიყავ უწინ
„ამაყიც“; „თავმდაბალიც“; „ციდაც“...
სულთან - დუელი აქვს „დემონს“
სული კი, კვლავ „სამებას“ ფიცავს.

მენგრევა თავს ქვეყანა ბილწი,
ვიღაცა მავანთ-მავანს კიცხავს,
დაატყდა „უტიფართა ხუნტას“
ამაოებათა რისხვა.

დრო წალეკს რასაც ერქვა - „ჩვენი“,
„ნიღაბი“ ?! ვის რად უნდა „სხვისა“!
„სული“ - მიგვიღია უფლის და
„ხორცი“ - სახებად ღვთისა!


08.07.06
ა.შ.შ
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2007, 12:35 PM

teo..

ახლა მეილით გადმოგიგზავნი ჩემ წიგნს და შენ რომელი ლექსიც გენდომება ის გამოაქვეყნე smile.gif წინასწარ დიდი მადლობა!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 17 2007, 12:40 PM

teo..
შესანიშნავია

marine

ციტატა
რა ლამაზი ლექსია!!! მადლობა, დავით!!

არაფრის, გაიხარე!
პატრიოტული ლექსები ჩემი სტიქიაა... laugh.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Jan 17 2007, 01:09 PM

ი ტაკ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2007, 02:12 PM

მაკას

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
თოვლმა ხაშური უკვე მოფარა,
მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელ-ჭრულა
ჩემი იმედის სინდიოფალავ!

ფრიდონ გელაშვილი

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Jan 17 2007, 04:52 PM

იესოსადმი
(ლოცვის მაგიერ)
რა ტკბილი არის შენი სასჯელი,
მართალი გულის რისხვა და წყრომა,
მე ეგ-ღა დამრჩა სულის სახსნელად,
ალბათ ფუჭია ახლა სხვა შრომა.
არ გამიცრუო ბოლო იმედი,
თუ გზას გადავცდი შენსკენ მომავალს,
მრუდი გზის გავლა მაინც ბოლომდე
არ დამაცალო, რამეთუ ბრმა ვარ.
მყის დამატეხე თავს შენი რისხვა,
თუნდ არ კმაროდეს გამოფხიზლებად,
დაე, ნუ ჩათვლი ზედმეტად კიცხვას,
ნურც გამწარებას, ტანჯვით მხილებას.
არ დამაცალო სვლა მცდარ ბილიკზე,
გზაზე, რომელიც შენსას შორდება,
მე თუ ჯიუტად ვალ დაღუპვისკენ,
თუ ბილწს არ მინდა გამოსწორება,
იმ ბავშვის სული მაინც დაინდე,
ვინც უგნურებამ თვისმა იმსხვერპლა,
გეენის ცეცხლად თავში აინთე,
კვნესის, ვაების უქრობელ ცეცხლად
შენ გევედრები იესო ქრისტე,
ბილწი-გულმართალს, სულმწყრალი-კეთილს,
ოჰ, დროზე ადრე შენ შემიზიღე,
მომეცი ტანჯვა მე ძეზე მეტი.
ნუ ამარიდებ თვალს, თუნდ მწყრომარეს,
და ნუ მიმიშვებ მრუდე ნებაზე,
ჯობია მომკლა მარად მცდომარე,
ვიდრე შევბღალო ტატოს ემბაზი.
სჯობს გამათავო ერთი სიკვდილით,
ვიდრე აღსასრულდეს, რაც შენ არა გსურს,
ოჰ, სინდისი-ღა ზეცისკენ ყვირის,
რწმენით მოელის სასჯელს-შენს პასუპხს.
როცა შენ მსჯიდი, თუმცა ვწვალობდი,
მაგრამ ეს მზერა მე არ მტოვებდა,
მე ზეცის მიმართ უხმოდ ვგალობდი,
მსჯიდი, ესე იგი მაინც მწყალობდი,
სული გეძახდა და სასოება.
და ნუ იყოფინ, შეჩერდეს ტანჯვა,
ოჰ გევედრები, ღმერთო, მხურვალედ,
ბოლომდე მექმენ ჯალათად, დასჯად,
მე გეაჯები კეთილმწყურვალე.
შენ განმიკითხე ყოველი ბიჯი,
რადგან დიდია ცდუნება ჩემში,
ეს ყოველივე ხომ კარგად იცი,
ვზივარ სხეულში, როგორც მყრალ გემში.
ჰოი, უფალო, მომეცი ძალა,
მივხვდე რა არის ამჟამად სწორი,
გთხოვ, არ გამწირო, არა და არა,
იქნებ გზა შენსკენ აღმოჩნდეს შორი.
გთხოვ, რომ არ მიმცე მაცდურს არასგზით,
თუნდ ამას კიდეც ვიმსახურებდე,
სჯობია მომკლა ცეცხლით ანაგზით,
ვიდრე სხვა თვალით ღმერთს გიყურებდე.
ოჰ, ნუ იყოფინ, ღმერთო, უფალო,
რომ სიყვარული მომიკლას ვინმემ,
არ მიმატოვო მტერთან უფაროდ,
მაცდურს სასჯელის ცეცხლი აწვიმე.
ჩემზე ზრუნავდი, მრავალმოწყალევ,
მადლით, მხილებით, მკაცრი სასჯელით,
კვლავაც იზრუნე, თუ გსურს-მაწამე,
დაე, წამება გახდეს ასწილი,
ოღონდ არ მიმცე მე ჩემს გულისთქმებს,
არ მიმატოვო მათთან ბრზოლაში,
თუკი მივნებდი არ ცოდვილ ფიქრებს,
მარად მამყოფე სულის ძრწოლაში,
ნუ გაიხარებ ჩემზე მაცდური,
ნუ გავებმები კრული მახეში,
არ დამავიწყო შავი წარსული,
არ დამთმო კრავი ჩემს სიცოცხლეში.
მექმენ მფარველად, მექმენ დამხმარედ,
მექმენ დამსჯელად და შემბორკველად,
თუ არ აღმადგენ, როგორც ლაზარეს,
ნუ გამხდი ავის კარზე მროკველად.
უმალ დამფალი, დამასამარე,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ან დამაბრმავე, ან მასაპყარე,
არ მიმატოვო სული ქართული.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლი ჩემში
დაე, მაწვიმდეს კვლავ თავში თქეში,
წამლად ვსვა ტანჯვა უზარმაზარი.
გულისთქმა მყრალი და შესაზარი,
აპრილის სუნთქვას და სულიწმიდას,
დაე, ნუ დაწნეხავს უხსენებელი,
იესო, ღმერთო, ო, როგორ მინდა,
ჩემივ სინდისით ვიქნა ვნებული.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
მართალი ბიჭის წყრომას და ცრემლებს,
შენ შეგავედრებ თუ არ დასდინდა
ასეთი ცრემლი დილეგის კედლებს.
ამ დილეგიდან ნუ გამომიშვებ,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ნუ გამხდი ბოროტს, ღმერთო და შიშველს
შენ დამითრგუნე ესე მაცდური.
აპრილის ცრემლი წრფელი და სუფთა,
მე ისე მახსოვს, როგორც ედემი,
ან ქუჩის ბოლოს რხეული თუთა,
და საფეხბურთე ლაღი კედელი,
ან მეზობლების წყრომა ფეხბურთზე,
და სიკეთეში ბრწყინვა ასგვარი,
ამ მოგონებებს ყრუ ტანჯვით ვუმზერ
ისიც ბოროტმა სულმა წამგვარა.
თუ არ ეღირსა გენმეორება
ჩემს ლაღ ბავშვობას, ჩემს ლამაზ ედემს,
მფარველი ჩემი ნუ განმშორდება,
ვინაც მჩუქნიდა ბავშვობის გედებს.
შენ დამიფარე, ღმერთო მაღალო,
და შემაწიე მფარველი სული,
ძველო დღეთაო, მარად ახალი
შენ შემოგცქერი გაოგნებული.
მამაო, ვცოდე, მამო, ვცოდე,
არა ვარ ღირსი შენის ძეობის,
მე ახლა უნდა ცრემლებში ვთრთოდე,
მე-დამკარგველი ჩემი მეობის...
შენ არ გამწირო, თუ ჩემი თავი
აწ საბოლოოდ მე გამიწირავს,
მომე სამარე და მიწა შავი,
სად თვით უცოდველ ბავშვებსაც სძინავთ,
ოღონდ არ მხადო კერძი ეშმაკის,
ოღონდ მომეცი მადლი ხმელ გულში,
თუნდ ხსნა მომეცი გონის შეშლაში,
როგორც მალამო სინდისის წყლულში,
არ დამცე, აღარ, არ დამაწიო,
ის რაიც უკან უნდა რჩებოდეს,
დაე, სირცხვილში ყველამ დამცინოს,
ბილწი გულისთქმა ოღონდ დნებოდეს.
არ მითხრა, არა რომ გვიანია,
რომ ჩემი შრომა არის ამაო,
მე ვინანიებ, მე ვინანიებ,
მე ვინანიებ ტკბილო მამო.

ტატო ნინუა

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 17 2007, 05:44 PM





ნუ გაიხეტე გული, მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ,
არ დაადუმო შენი "ლილე" და
მოვალ, აგინთებ კანდელს.

თუ გინდა ფეთქვით, ოღონდ დამიხვდი
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის.

შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად,
დიდი ხანია რომ გენატრება
მოვალ იმ პირველ კაცად...

შენი გუთნის და შენი აკვანის
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის
სწორედ ის ბიჭი მოდის![/quote]
ეს ვისი ლექსია?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 17 2007, 06:02 PM

. . .

ტირის სანთელი და იცით რატომ?
ალბათ იწვის და ისიც მარტო;
ტირის სანთელი და იცით რატომ?
შემცოდებელი ერთი ჰყავს მარტო.
ეს ერთი მე ვარ და იცით რატომ?
რადგან მასავით მეც ვიწვი მარტო.



. . .


ცრემლი რომ ვიყო,
შენს თვალებზე დავგორდებოდი,
შენს ლოყებზე ვიცხოვრებდი
და
შენს ტუჩებზე მოვკვდებოდი.


. . .

რა მოკლე ყოფილა სიცოცხლე პატარა სიზმარივით,
რა ბოლო ჰქონია ცხოვრებას უსაზღვრო სინანულივით,
რა ფრთები ჰქონია ოცნებას უმანკო სიბრალულივით,
რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე სიკვდილის დასასრულით.




ციტატა
ეს ვისი ლექსია?


მგონი ცუდად დავსვი შეკითხვა.დავით შენთვის უნდა მეკითხა,შენი დაწერილი ხომ არ არის-მეთქი.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 17 2007, 08:36 PM

ნახეთ,რა ვიპოვეეეეეეეეე


მაკა გელაშვილი

წმინდა მარინეს წამება

წარმართ მშობლების წიაღში იშვა,
მამა ქურუმად იყო ცნობილი,
დედა ადრევე გარდაიცვალა,
ოჯახი იყო ღმერთდაგმობილი.

მალე მარინე წამოიზარდა
სულხორცეულად ლამაზი, ზრდილი,
ჯერ მის სიწმინდეს, სიმშვენიერს,
არ დაჰფენოდა ბოროტის ჩრდილი.

თორმეტი წლისამ შეიცნო ქრისტე,
გულით ეწადა ნათლობა წმინდა,
მაგრამ სოფელში არ იყო მღვდელი,
სისხლის დათხევა გადაეწყვიტა.

ქურუმმა მამამ უარყო შვილი
და შეიძულა სიწმინდე მისი,
მაგრამ მარინემ უფალს მიანდო
უბიწოება სულისა თვისი.

ოლიმბრიოსმა, გულქვა ეპარქმა,
ქრისტიანებს რომ დევნიდა ყველგან,
მინდორში თვალი მოჰკრა მარინეს,
თხუთმეტი წლისას, გამოსულს ცხვრებთან.

აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქს
ბინძური გული აუვსო ვნებამ,
ცოლობა სთხოვა, პასუხიც სთხოვა,
სურდა გაეგო ქალწულის ნება.

წმინდა მარინემ არ დაუმალა,
მორწმუნე იყო და ქრისტეს სძალი,
ოლიმბრიოსმა ბრძანება გასცა,
წამოეყვანათ უბიწო ძალით.

უღვთო სამსაჯავროს ბევრი უცქერდა,
მარინე მტკიცედ იცავდა რწმენას,
არ ეშინოდა და მხნედ სჯეროდა
რომ ის შეძლებდა ტკივილთ დათმენას.

კერპებს არაფრით არ სცა თაყვანი,
არ შეიცვალა ქალწულმა ნება,
ეპარქს შესძულდა და განრისხებით
მისი უბიწო სხეული გვემა.

ხორცებს ჯიჯგნიდნენ ხეზე მიმსჭვალულს,
უფლის შეწევნთი არ გრძნობდა ტკივილს,
მოწამის გამო, ირგვლივ მყოფ ხალხში
გაიგონებდით უჩუმარ ტირილს.

მარინეს ლოცვა აღწევდა ზეცას,
ხორცი მიწაზე ცვიოდა ირგვლივ,
ვინც კი იწამა იესო ქრისტე
წმინდანის თავზე ხედავდა გვირგვინს.

დაწყლულებული ჩასვეს დილეგში,
ყველა იარა გამთელდა უცებ.
ეხარა ქალწულს უფლის მტრედისგან
რომ ძლიერ ტანჯვას კიდევ გაუძლებს.

უკანასკნელი ღვაწლის დღეც დადგა,
განკურნებული მარინე გვემეს,
სანთლებით მთელი სხეული დასწვეს,
ვერ იკავებდა მნახველი ცრემლებს.

მარტვილმა უფალს ნათლობა სთხოვა,
ლოცვად აღაპყრო წმინდა თვალები,
ეპარქმა წყალში დახრჩობა სცადა
ხელფეხშეკრულის, განაწამების.

უცებ მიწისძვრა მოხდა ძლიერი,
მიწას დაემხო ყველა მტანჯველი,
წმინდანს ნუგეში ზეციდანა სცა
იესომ, მჯდომმა მამის მარჯვენით.

მრავალმა მაშინ იწამა ქრისტე,
მათი წამებაც ახშობდა სუნთქვას,
ქალწულ მარინეს წარკვეთეს თავი
და წმინდა სული შეჰვედრა უფალს.








orthodoxy@wanex.net
2003

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 17 2007, 08:38 PM

მარინე
rolleyes.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 17 2007, 08:40 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 17 2007, 08:38 PM) *

მარინე
rolleyes.gif tongue.gif

ხომ კარგი აღმოჩენაა...ამას გვიმალავდა marine? biggrin.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 17 2007, 09:22 PM

ციტატა(marine @ Jan 17 2007, 11:35 AM) *

teo..

ახლა მეილით გადმოგიგზავნი ჩემ წიგნს და შენ რომელი ლექსიც გენდომება ის გამოაქვეყნე smile.gif წინასწარ დიდი მადლობა!!!!!!! smile.gif


მაკა უღრმესი მადლობა smile.gif თქვენი ერთ-ერთი ლექსი განვათავსე ვებ სტუდია ექოზე და წინა გვერდის სათაურად თქვენივე ლექსის ერთი ტაეპი გამოვიყენე (რადგან ლექსი უსათაურო იყო)თუ რაიმეს შეცვლა გინდა მომწერე.
იხილეთ http://ertoba.net/echo1/sppro/bpg/default.asp

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 17 2007, 09:54 PM

***
ბაზრისთავს უცებ ჯამბაზთა
ყიჟინამ დაიგრგვინაო:
ისმინეთ, რინდთა ქუჩაზე
რომელთაც გიდევთ ბინაო!

ვაზის ასული გაგვექცა
ამ ორიოდ დღის წინაო,
უფრთხილდით, თორემ გადაგრევთ,
თუ შემოგიხტათ შინაო.

ტანთ ლალის კაბა ჩაიცვა
ლამაზად აიბზინაო,
თავზე გვირგვინად მოირგო
ბუშტები პაწაწინაო.

ჭკუა-გონებას მოსტაცებს
მას, ვინც დახვდება წინაო.
რარიგად დავასაჩუქრებ,
თუ ვინმემ მაპოვნინაო.

ვინც დამიმალავს, ჰაი, რომ
ჯოჯოხეთს მივცე ბინაო.
გოგონა ვარდისფერია,
მთვრალი და ყოყლოჩინაო

თუ ვინმე სადმე წააწყდეთ,
ჰაფეზს მიჰგვარეთ შინაო.

ჰაფეზი
(თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა)

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 01:35 AM

kato_Bato
ჰაფეზის პოეზია ლამაზია... smile.gif
როგორც ეს... smile.gif ... და მსუბუქი _ ნიავივით... და კეკლუცი smile.gif .......
...


პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 02:19 AM

რუსულად შეიძლება? smile.gif ...
რა ვიცი.. ლექსად ხან ასეც მერითმება... smile.gif ...
...

* * *

как спрятатся во сне?!...
надежда брошенна на растерзание...
и мысли чистые в изгнании
я обрекла.

пустила лучь
в глубь синних вод
улыбка-солнце_
лунный свет!

и божество_слепых признание
даст душам мир_
как дар из Вне!...


პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 18 2007, 02:22 AM

მაგარია თიო IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 18 2007, 03:03 AM

მე ამ ცხოვრების გასაღებს ვეძებ - ვერ მიპოვნია.
გონებას ვეძებ - ბრმად ვერ ვივლი ამ მძიმე გზაზე - ვერ მიპოვნია,
ხბო რომ ხბო არის, გაიზრდება, დადეგბა ხარი,
მე კი ვარ ასე - გავიზარდო, არ შემიძლია.
მეუბნებიან: "გაჩუმდი და არ დაგინახოთ!" - არ შემიძლია!
როგორ, სიმართლე ცხრაკლიტულში გადავინახო? არ შემიძლია!
თვალითა ვხედავ ძალადობას, მუშაობს თავი. - არ შემიძლია!
მზეს ვუთხრა: "ჩაქრი! ნუ ანათებ! იყავი შავი!" - არ შემიძლია!

საბირი

***
მზეს ეძებს ვაზი, მზე მის გულში ჩაქარგულია,
სიყვარულს ეძებს კაცის გული -- არ დაიდარდოს!
ვისთვისაც მზე და სიყვარული დაკარგულია,
უმჯობესია არასოდეს არ დაიბადოს.

მირზა შაფი


***
ცრემლმა დანამა ტიტა, ვარდი და მიმოზები?
გულს ნუ გაიტეხ!
ისევ იხილავს შვების დღეებს ვნებული გული-
გულს ნუ გაიტეხ!
ციხის საკანში გიკრან თავი თუნდაც უხეშად -
გულს ნუ გაიტეხ!
მარტო ყურანი და ღამეც რომ დაგრჩეს ნუგეშად-
გულს ნუ გაიტეხ!

იმად ფახიკი

***
რა სიჭაბუკე დამიკარგავს, რამ გამახაროს?
კვალიც აღარ ჩანს ძველი შვების, ტკბილსანეტაროს.
მე ჩამეძინა უკვდავების წყაროსთან, მწყურვალს,
და ვერ შევნიშნე, რომ დამშრალა სისცოცხლის წყარო.
აღარ მახსოვს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 10:58 AM

teo..

უღრმესი მადლობა!!!!!!!!!!!!!! smile.gif რა ლამაზად ჩაგისვამს სურათებიც და ლექსიც!!! smile.gif სათაურიც ძალიან მომეწონა!!!!!!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 03:50 PM

მარინე
გეთანხმები ნამდვილადდ

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:02 PM

იდექი მედგრად,
არ იბრძოდე,
არას იტყოდე...
მაშ რად ხარ ქვეყნად,
მხოლოდ წუხილს გამოიტყოდე?!
გინდოდეს შენად...
მხოლოდ შენი "მე"-სთვის იღწვოდე,
არ გინდა თავად
რომ სხვის ცეცხლში იდგე, იწვოდე?!
თავსა გრძნობ კარგად,
ავსა სხვისთვის არა ინდომებ?!
შესაძლებლობას სიკეთის ქმნის ვისთვის იტოვებ?
შენს ნაჭუჭიდან გამოსვლასა არა ინდომებ?
მაშ რისთვის გაჩნდი,
ტვინს არ ანძრევ რ გსურს ფიქრობდე?
თუმცა კი იცი,
არ გსურს სხვითვის კეთილს იქმოდე,?
მაშ იუდა ხარ
თუ არ უთქვამთ, ახლა იცოდე!
თავს ნუ იმართლებ
არ ხარ ავი, ბოროტმოქმედი,
უქმობა არის
ბოროტების წინამორბედი.

(საკუთარი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 04:10 PM

smile.gif smile.gif wub.gif wub.gif

რა საყვარლები ხართ, გოგოებო.. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 04:56 PM

გიორგი ზუხბაია

იქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ

იქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ...
გულში ცრემლებმა ზეცა დალია.
ცისარტყველაზე იჯდა მოხუცი
და მხარზე ჰყავდა ჭიამაია.

ის დაჰყურებდა, მოწყენილობით,
ზღვის ლურჯ ნაპირთან ფეხშიშველ ბავშვებს,
და მქრქალი ზეცა მზეში წვებოდა,
და სიფერადე ამკობდა ხაზებს.

ცისარტყელაზე იჯდა მოხუცი,
და როცა ზეცამ წყალი დალია,
მისი მხრებიდან აფრინდა უცებ
კოპლებიანი ჭიამაია...

აქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ...

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 19 2007, 12:48 AM

გახიარე ნიკოლოზ smile.gif
ძლიაან მომეწონა! smile.gif .......

აი, ისევ ჩემი... smile.gif ........ :



* * *

скажи о брошенной душе
не к сожалениу _а с любовю
приятные слова
и пусть _
с усталым вздохом я покоюсь!
....
и столь прекрасны ледяные
зимы_пушистые цветы_
как нежный отблеск милых грёз
сквозь бесконечной суеты...

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 19 2007, 01:37 AM

QUOTE
მე ჩამეძინა უკვდავების წყაროსთან, მწყურვალს,
და ვერ შევნიშნე, რომ დამშრალა სისცოცხლის წყარო

ეს მაგარი სტრიქონებია smile.gif

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 19 2007, 01:53 AM

ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან ჩემეული
თითო ნიღაბი_
ზოგგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის,
და ზოგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ,
ყველასათვის უცნობი დავრჩი.

ბესიკ ხარანაული

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 19 2007, 01:20 PM


ნიკოლოზ_V

ავტორიც მიაწერე ხოლმე რა smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 20 2007, 02:30 AM

უდიდესი სასჯელი სიყვარულისა
წყარო მდინარე მწუხარებისა,
არის ხორციელ სიყვარულისა,
ამან დასაჯა თვისი მოტრფენი
ცხელი ცრემლებით დადაგულია.

არ არს სასჯელი ქვეყანაზედა
უდიდეს ამა სიყვარულისა,
ცეცხლის ტბა უდის გეენიისა,
ოხვრა ვაების მწველი გულისა.

ვისაც აქვს საქმე სიყვარულთანა
მან შეჰკრა მასთან პირობა დიდი,
რომ განემზადოს დღე-ღამ სასჯელად
მანამ არ ჩატწდეს საწუთუ ხიდი.

წყარო მდინარე მწუხარებისა,
არის ხორციელს სიყვარულისა,
ამან დასაჯა თვისი მოტრფენი
ცხელი ცრემლებით დადაგულია.


***
იხილა სული, ვინმე ასული
ხედვა ბრძნული, ხელმწიფურ ცრემლი
შვენებით ქმნილი, ანგელოზ თნული,
უხელოდ კრული და დატანჯული.

განკრთა ჭაბუკი ოცნების ფერად,
ადამიანად ძვლივს დასაჯერად;
ესე ღვთისაგან ჩემდაა წერად
მიხარის მე რად, გიადის მზერად.

წმ. ალექსი შუშანია

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 06:12 PM

"როგორ არ მინდა, ძლიერო სენო ,
ლექსში ქართულად რო მოგიხსენო !
როგორ არ მინდა , ჩემს სიჭაბუკეს
დააჩდეს შენი შავი ჩრდილები !
ეს რა უშრეტი ცეცლით დამბუგე ,
პირს მარიდებენ ქალიშვილები !
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა ,
ჩემს წინააღმდეგ აღსდეგი ახლა ,
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს ,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შენშინდი ცოტა .
შენ გადუქროლე ღომის ქარვასვლებს
და შეშფოთე რომაელები ,
მაგრამ ახალი დროის ქალ -ვაჟებს
ამაოდ ცდილობ , ვერ გაერევი !
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლაბომ ახლა .
ო, განვედ ჩემგან , ძლიერო სენო ,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს .


ლადო ასათიანი

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 20 2007, 06:51 PM

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე;
"ეჰ...წუთიც მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!"

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფორ და უფრო წუხდნენ ამაზე:
"ეჰ...წუთიც მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!"

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ლადო ასათიანი

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 21 2007, 08:21 PM

მე დავით გურამიშვილის ერთ სტროფს დავწერ. ჯერ-ჯერობით მეტს ვერა და მერე უფრო მეტს დავწერ. გურამიშვილი გენიოსია. ეტყობა მის ლექსებს რომ დიდი წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის სეხნიაა:

ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ,
ეგრეთ, ვგონებ, არცა შენ გინდოს,
შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა,
ღმერთმა შენ შენი ცოდვა შეგინდოს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2007, 12:51 PM

ეს აკროსტიხი დამიწერა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა (წიგნის პრეზენტაციაზე წინასიტყვაობით რომ გამოვიდა). ძალიან მომეწონა და მინდა რომ თქვენც წაგიკითხოთ smile.gif

მაკას!
(ლექსი დაწერილია შენი შემოქმედებითი საღამოს შთაბეჭდილებების ქვეშ)

უსიკის ჰანგი და ლოდინი უსაზღვრო,

რ ისმის ჩურჩულიც კი ბაგეთაგან.

დება ბატონოს და სიკეთე ბოგინოს,

რის აღზევება პოეტთა მეფისაგან.

ული ძალუმად ძგერს, ბგერა ბგერასა ცვლის,

რწყმის რითმა რითმას, სტრიქონი - სტრიქონს,

ამაზი ქალბატონი ლექსებს კითხულობს და

სეულ მსმენელთა გულს უმალ იპყრობს.

ენით ამაყობენ დედა და დეიდა,

ალიც მოიხადე მამა-პაპათა,

ცოდე, არ მოგაკლებს წყალობას უფალი,

ამაზი ცხოვრებით გაივლი გზა-შარას!..

დიდე... აღზევდი, ძვირფასო მაკა!!!

ქეთინო
2007წ. 13.01

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Jan 23 2007, 12:59 PM



ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 23 2007, 02:58 PM

შეხვეწილი
ეს ლექსი კი არ იკითხება, იმღერება smile.gif ისეთი რითმი აქვს smile.gif



თქვი არჯაკელო ხვიარა,
ქსანზედ ვინ ჩამოიარა?
_რავი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
_მეც სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...
smile.gif

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 23 2007, 03:27 PM

იყო მხნეობა ბროლის ჭაღების,
განათებული გვქონდა დარბაზი,
სავსე ხორხოცით, კვამლის თაღებით,
ხარბი თვალით და მქისე ნაფაზით,

და ფანჯრებიდან გადმოღვრილ შუქში
ამოვლებული დილიდან ვწერდი,
ლექსის თარიღად დასმული _ გუშინ!...
ნიშნავდა ძველი სიმღერის წერტილს.

ძველი მოტივი და სიმარტოვე
როცა ნისლიან ნავსადგურს ხატავს,
წასული გემის სევდა ვათოვე
ჩვენი ნიშნობის ცარიელ ქაღალდს.

ნისლი ნისლია,
მოალბობს განცდას,
როცა იმედი ტალღებში მიქრის,
და თუ ცხოვრება იმ სიზმარს ასცდა,
შენია წვიმა, ნისლი და ფიქრი.

მევიოლინეს მიჰყავდა გემი.
საითაც მხოლოდ ნისლები ჩანან...
და სრიალებდა სიმებზე ხემი,
როგორც მაჯაზე გასმული დანა.

ვწერდი დილამდე, მოდებულ ხავსით,
გახსნილ მაჯიდან დადენილ წვეთით
და ჰორიზონტის ბოლოში დავსვი
გემი, რომელიც მოჰგავდა წერტილს.

_გათავდა ძველი, ახალი მხოლოდ_
რეკდა საყურე ზარით წყვეტილით
და ჰორიზონტის სტრიქონის ბოლოს
გამკრთალი გემის დავსვი წერტილი.

დათო მაღრაძე

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 23 2007, 03:34 PM

მინდა თოვდეს,
ქსოვდე წინდას...
ბედი გვქონდეს
თოვდეს მინდა.

მინდა ოდენ
მეჯდე წინ და
მე ლექსს ვქსოვდე
შენ კი - წინდას.

რატი ამაღლობელი

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 23 2007, 04:06 PM

მკაფიო ფერის თამამი კილო
გახუნებული ნისლის შვავებით
ხის ჩარჩოებზე გაჭიმულ ტილოს
ეღვენთებოდა თავშეკავებით.

ექო, რომელიც მთებმა გალეწეს
აღწევდა მაინც _ დაჭრილი მტრედი,
მოლბერთსაც როგორც ფერთა სარეცელს
სწვდებოდა ფერი მოტუსულ ფრთებით.

არწევდნენ სიტყვებს მკრთალი ნავები.
მედღაბნებოდა ქაღალდზე ნატვრაც,
და რადგან ნისლის ბარდზე დავები,
სველი ნაწერი გავშალე აფრად.

ჩემი ხომალდი დაიძრა ასე:
წყალში შესულმა შევბედე პანტომს,
და უკვე ახალ მოტივით ვავსებ
ძველ ნავსადგურის ნისლიან ფართობს.

შენი ფანჯრიდან გადმოღვრილ შუქში
ამოვლებული და გალუმპული
ვდგავარ და დამდის, ისე ვით გუშინ
ჩანჩქერის ქაფი ოქროს ბუმბულის.

და შენც აბზინებ სხეულში გოგოს,_
დეკაზე ბჟუტავს სხივი სადაფის.
და გვიმსაპინძლებს ისევე როგორც,
ნიშნობის ღამეს გრილი სარდაფი.

დათო მაღრაძე

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 24 2007, 09:47 PM

_MATASI_

ლამაზი ლექსია

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 24 2007, 09:52 PM

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.
ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრსიტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა - რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
და წარსული სიმზრად მექცა, მომავალი - ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი - იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს;
თუმცა შუბლზე სამარცხვინო დაღი მინდა დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)