IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 137 138 139 140 141 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Aug 9 2017, 07:37 PM
პოსტი #2761


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახლა უეცრად უნდა მოვკვდე რომ...
მერე ხელახლა უნდა ვიშვე რომ...
იქნება მერე მაინც მოხვიდე,
იქნება მერე მაინც მიშველო...

თორემ თუ გაქრა ყველა სურვილი,
და დამრჩა ერთი: ყრუ და შიშველი..
ვიცი, რომ მერე ვეღარ მიპოვნი,
ვიცი, რომ მერე ვეღარ მიშველი...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 12:54 PM
პოსტი #2762


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
მე გამახსენდა: არსებობს მიწა,
არსებობს ზეცა და ეს ზაფხული,
საბედნიეროდ თავისთან მიწვევს
სათიბებსა და მზეში ჩაფლული.

მე გამახსენდა მუხათა ჩერო,
სიგრილე, სადაც სველი ნეშოა,
მე გამახსენდა და მივხდი ჩემო,
რომ უშენობაც სანუგეშოა.

რომ თვალებს შურით და მტრობით დავსილს,
არ შესწევს ძალა ზეცის დანახვის,
მეტადრე, როგორ ყვავილობს ხავსი
და რა უჩუმრად დადის ბალახი,

რომ ბედი ჩემი მივანდე უფალს
და თავისუფლად ვსუნთქავ უშენოდ,
მე მივხდი, ისევ წარსული მღუპავს,
თავს წარსულისგან უნდა ვუშველო.

მე უშენობას სულ აღარ ვდარდობ,
მიყვარს სიტყვასთან სულის კავშირი,
დღეს დავიბადე და მარტოდმარტო,
ახლა სიარულს ვსწავლობ ბავშვივით!

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2017, 12:01 PM
პოსტი #2763


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი პოეზია მძაფრად გამოხატავს მიღმურ სამყაროსთან მიახლების სურვილს."

/პოეტი ეკა ბაქრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2017, 08:20 AM
პოსტი #2764


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდა, ქართულ პოეზიას ვუბრუნდები, ვეძებ საინტერესო სიტყვებს, ლექსი სიახლის პოვნაში მეხმარება"

/მომღერალი ნინო ქათამაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 10:55 PM
პოსტი #2765


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...განა სულ ასეთი ვიყავ,
ვით ნაავდრალი ზეცა,
ერთ დროს მეც ვიყავ მზის სწორი,
მეც გაზაფხული მეცვა..."


"...მზე იკბინება ვნებიანად, მგესლავს სინათლე
და სიზმრებიდან გამოვდივარ ხელის ცეცებით".

/მაყვალა გონაშვილი/

გაუცხოება

მიჯაჭვული ვარ შენით მიწაზე,
დახურულია ზეცის კარედი,
რატომ მეგონა, რომ შენთან მაინც,
რომ შენთან მაინც გავიხარებდი?!
მე ვარ ცის შვილი, ვარსკვლავთა ნაცვლად
დამეჭორფლება ლექსებით სახე,
უძრახ მდინარეს გავატან დილით
თავდავიწყებას, სიზმრად რომ ვნახე.
შენ ისევ ბრაზობ? რა მოხდა მერე,
სადაფის ღილი თუ შესწყდა ხალათს,
ვიცი, შენ ჩემი აღარა გჯერა,
გაუცხოებას ეძახი ღალატს.
მეკი, მე რა ვქნა? ათასჯერ თქმული
მეტაფორების ტკბილ-მწარე კვამლით
მევსება თვალი, ვერაფერს ვხედავ,
დაკარგულია ზეცამდე კვალი.
ნეტავ მხევალის ბედსა და იღბალს
ასე სანამდე ველოლიავო,
დამტოვე, წადი, ხვალიდან ისევ
უნდა ფიქრივით მარტომ ვიარო.
მარტო გავუყვე ისევ რძის ბილიკს,
მარტომ შევაღო ზეცის კარედი.
რატომ მეგონა, რომ შენთან მაინც,
რომ შენთან მაინც გავიხარებდი?

/მაყვალა გონაშვილი/

პეპელა

ვარ მარტოდ-მარტო, ქალაქში ბნელა.
ქუჩაში ფრინავს ერთი პეპელა
და არემარეს ფარფატით ართობს.
თოვაშიც ფრინავს პეპელა ლურჯი!
ხელში მიჭირავს რემბრანტის ფუნჯი
და ნაზად მათოვს.
მე ვხატავ ფიფქებს... არ არის შველა, -
ტილოზე ვერსად ვნახე პეპელა,
და მივხვდი მაშინ:
ფიფქებში არსად იყო პატარა,
პეპელა მხოლოდ გულმა ატარა
ოცნების ზღვაში.
ვარ მარტოდ-მარტო, ქალაქში ბნელა,
და მხოლოდ გულში დაფარფატებს
ლურჯი პეპელა...

/სერგი ლომაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 02:28 PM
პოსტი #2766


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არავინ იცის, თუ რაა პოეზია, ღმერთივით შეუცნობელია იგი"

/სერგი ლომაძე/

"გაშლილია ლექსების სუფრა"

/გულნაზ ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 12:37 PM
პოსტი #2767


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იყო და... ქარი და ქუჩა,
მე - შენზე ფიქრები მეცვა,
შენ - ჩემზე ფიქრები გემოსა..
ჩვენ გვეცვა ყველაზე მოდურად,
ჩვენ გვეცვა ყველაზე სადად...
...და ქარმა გაქცევა სცადა,
..და ფიქრი გვეხვია მოდულად...
..და გვეცვა ყველაზე სადად
..და გვეცვა ყველაზე მოდურად...
...და ვგრძნობდით ფოთლების კეცვას..
...და ვგრძნობდით სექტემბრის შემოსვლას,
მე შენზე ფიქრები მეცვა,
შენ ჩემზე ფიქრები გემოსა...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2017, 01:53 PM
პოსტი #2768


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ისევ მღლის...
როგორ მღლის
მსგავსება დღეთა...
უგულო მოკითხვა -
"რა ხდება შენთან?"...
ფანჯრიდან
თვალთვალი
შორეულ გზათა...
არყოფნა,
ვინც ძლიერ
მჭირდება, მათთან.
დარდი მღლის...
როგორ მღლის...
როგორ მღლის...
როგორ...
ჩავკალი
ჩემს სულში
ფუსფუსა გოგო...
ვეღარ ვგრძნობ
ცისაკენ
აღერილ ფრთებს და
თრთის გული,
ჩიტივით
უმწეოდ კრთება
და ვდგავარ,
მიწის გოჯს
შეზრდილი
თითქოს...
ბევრს არა,
უფალო,
მხოლოდ ფრთებს ვითხოვ!

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 04:36 PM
პოსტი #2769


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
გუშინ მომცეს საჩუქრად -
არც ნაკლები, არც მეტი -
მწვანექაღალდმოკრული
ორი პიტნის კანფეტი.

წამოვედი... გზადაგზა
გულზე დარდი მომშორდა,
თითქოს გარეჯელივით
„მადლის ქვები“ მომქონდა.

მათი სითბო სხეულის
კუთხე-კუნჭულს ატანდა...
მივხვდი: ქალი გულიდან
მთელ სიყვარულს მატანდა!..

მიგიღიათ საჩუქრად
ორი პიტნის კანფეტი? -
გარეჯელის ქვებივით -
არც ნაკლები, არც მეტი...

ნანა კობახიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2017, 11:05 PM
პოსტი #2770


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სწორედ სულიწმინდისგან მომდინარეობს საერთოდ შემოქმედებითი ნიჭი და მათ შორის, პოეზიაც".

/პოეტი მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2017, 10:46 AM
პოსტი #2771


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტი ერთგვარი შუამავალია ხილულ სამყაროსა და ზესოფელს შორის. მისი ხორციელი სამყოფელი დედამიწაა, სულიერი სამშობლო კი - ზესოფელი და იგი ერთდროულად ორივე სამყაროს ბინადარია. შემოქმედებითი პროცესი დღემდე აუხსნელია, რადგან შემოქმედი ამ დროს სხვა განზომილებაში გადადის სულიერად და ისეთ რამეებს ჭვრეტს გონების თვალით, რაც ამგვარ უნარმოკლებულს არც დაესიზმრება."

/პოეტი მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 03:33 PM
პოსტი #2772


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დრო ვერაფერს ცვლის,
მე ისევ ვდუმვარ,
მე ისევ ვუსმენ წვეთების ხმაურს.
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და ჩაის ორთქლი დაცურავს ირგვლივ.
მე მახსენდება წითელი კაბა
ის მიხვრა-მოხვრა,
წვიმა და ვალსი...
მე მახსენდება ჩემი ფიქრების
უსასრულობის ლურჯი აღმართი.
და ისე მტკივა შენი სიშორე,
და ისე მტკივა შენი არყოფნა,
რომ ხორხთან მოსულ
სიტყვებს - "მიყვარხარ"!
ნერწყვივით ვყლაპავ და ვირინდები.
აქ წვიმებია,
მაგრამ რა წვიმა,
ანდა რა თოვლი,
ანდა რა ქარი
ანდა საერთოდ რა შეედრება ჩემს სულში
მქროლავ ქარიშხლის მორევს.
გადაშლია საწოლთან ბრონტე
და მე არ ვიცი ამ ქარიშხალში
თუ ვის გავანდო ჩემი ეჭვები და სურვილები..
უახლოვდება საათი თორმეტს,
მე კი მეასედ მოგიახლოვდი...
რა ძლიერია ფიქრები ზოგჯერ,
რა ლამაზია ფიქრები ზოგჯერ,
რა სასტიკია ფიქრები ზოგჯერ...
მე ვღელავ ახლა,
და კედელს ვუმზერ,
იგივე რიდით, როგორც შენ ერთ დროს,
და შენსავით დუმს თეთრი კედელი,
და შენსავით დუმს თეთრი კედელი,
როგორც სიშორის უსასრულობა...
სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ახლა,
და უთქმელობას მელანში ვურევ,
როგორც საკუთარ უიმედობის
ცისფერ ელექსირს.
ისევ წვიმს,
მე კი არ შემიძლია,
რომ შევიყვარო ეს წვიმა უფრო,
ვიდრე უშენოდ სავსე ოთახი.
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და უსიამო წარსულის ხმები...
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და ჩაის ორთქლი დაცურავს ირგვლივ.

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 09:05 PM
პოსტი #2773


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტები ყველაზე ადრე კვდებიან და
პოეტები ყველაზე დიდი ხნით ცოცხლობენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2017, 10:19 AM
პოსტი #2774


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სითბოთი გაჟღენთილი გულის ძარღვებზე მოსხმული, სისხლის წვეთებით დაღვინებული ლექსები".

/გულნაზ ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2017, 10:20 AM
პოსტი #2775


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეზია რაღაც უცნაური სუბსტანციაა, შეუვალი ნივთიერებაა, რომელიც არავითარ ალქიმიურ ჩარევას არ ექვემდებარება. მეექვსე გრძნობა უნდა გქონდეს მომადლებული, თუ არადა, ვერაფერს გახდები, როგორც არ უნდა დაანაწევრო ლექსი, მისი ზემოქმედების საიდუმლოს ვერ მიაგნებ... პოეტობა ქვეყნიერების ხედვის სავსებით თავისებური ნიჭია. ეს ნიჭი ღრმა პიროვნებისეულ პლასტებს ამჟღავნებს. ამ ნიჭის მქონე ადამიანი შეიძლება წერდეს ან არ წერდეს ლექსებს, მაგრამ არ შეიძლება თავისებურად არ ხედავდეს სამყაროს და გარკვეულწილად თვითონაც არ იყოს თავისებური"

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2017, 03:19 PM
პოსტი #2776


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ო,ახლა არა,
ეს იყოს მერე,
მერე და მერე,
ასი წლის მერე,
რაც ვთქვი
რაც ვწერე,
აბა რა ვიცი.
ვიცი ყველას რომ
ვერ მოგეფერეთ.

ნათელა შაინიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2017, 09:53 AM
პოსტი #2777


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე როცა მოვკვდი, მაშინ ვიგრძენი
თვალებზე შენი ხელის შეხება...
მე როცა მოვკვდი მაშინ ვიგრძენი
ოთახში შენი სუსტი ფეხები...

და მე ვიწექი მშვიდად, მდუმარედ
და მე ვიგრძენი შენი ხელები..
გვიან მოსული ჩემი სტუმარი
მკვდარსაც მიყვარდი იმ გახელებით..

როდესაც მაშინ... როცა მეღვიძა,
როდესაც ფიქრმა სული შეღება..
და მე ვიცანი შენი ფეხის ხმა
და მე ვიგრძენი შენი შეხება...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2017, 10:19 AM
პოსტი #2778


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად იტყვიან ხოლმე, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისთვის ვწერთო. ჩემი აზრით, ასეთი რამ არ არსებობს. ყოველი ნაწერი აუცილებლად გულისხმობს მეორე ადამიანსაც - გამგებს, მკითხველს, მსმენელს. სხვა შემთხვევაში საკუთარი სათქმელის გამოხატვის, აღსარების ასეთი ფორმა უაზრობა იქნებოდა. ასე რომ, ზოგადად, როდესაც პოეტი წერს ლექსს, იგი ყოველთვის გულისხმობს მკითხველს. ამიტომ ნათლად უნდა აზროვნებდეს. ხანდახან გამოხატვის ფორმა შეიძლება რთულია, მაგრამ ეს სირთულე უნდა იყოს ბუნებრივი. რთული სათქმელი რთულად ითქმება. სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულია პოეზიის ენაც. მაგალითად, სიმბოლისტმა პოეტებმა პრიორიტეტი მიანიჭეს მუსიკას, მუსიკალურ ჟღერადობას. აქ ლაპარაკია ენის მუსიკაზე. ამიტომ მათი პოეზია აღსაქმელად უფრო რთულია და გულისხმობს მკითხველისგან პოეზიის გაგების განსაკუთრებულ უნარს. პოეტმა ნათლად უნდა წეროს, მაგრამ ყოველთვის ვერ მოვთხოვთ, იმდენად ნათელი იყოს მისი ნათქვამი, რომ ბავშვმაც გაიგოს."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2017, 09:30 AM
პოსტი #2779


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნამდვილი პოეზია, ჩემი აზრით, ლირიკული პოეზიაა. ლირიკა არის წინასწარგანუჭვრეტელი რამ. არსებითად კი ლირიკოსი პოეტი დამოკიდებულია წამიერ შთაგონებაზე და არა პირიქით. ეს არის განწყობა, რომელიც პოეტს უნდა დაეუფლოს მოულოდნელად. ეს არ არის დამოკიდებული თვით პოეტის ნება-სურვილზე. ეს შთაგონება, განწყობა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა ანდა მარტოობამ, ანდა გარკვეულმა ემოციურმა ბიძგებმა. თვითონ პოეტმა კი იმ მომენტში არ იცის, რაზე დაწერს ლექსს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შთაგონება, გნებავთ მუზა, არის წინასწარგანუჭვრეტელი, მოულოდნელი, მოუხელთებელი რამ.
როდესაც მუზა მოუკაკუნებს კარზე, ლირიკოსი პოეტი ცდილობს, ეს განწყობა მოიხელთოს, მისი ვერბალიზაცია მოახდინოს, ენობრივად დააფიქსიროს. სიტყვა და განწყობა, ჩემი აზრით, ერთად მოდის. პოეტს შეიძლება აეკვიატოს სიტყვა, ინტონაცია ან აზრი. ყოველივე ამას, მაგალითად, ალექსანდრ ბლოკი ეძახდა მუსიკას. გარე მოვლენებს იგი აღიქვამდა როგორც ტონალობებს, ინტონაციებს, ჟღერადობებს, მუსიკას არქმევდა ყოველივე ამას და წერდა ლექსებს. ასე მოდიოდა მასთან შთაგონება. სხვათა შორის, ამ შემოქმედებით პროცესზე ბევრი ლექსი დაწერილა. ტიციან ტაბიძესაც აქვს:
"მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლეც ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს".
ეს ლექსი, მე თუ მკითხავთ, თავად არის "მოვარდნილი მეწყერი". ლირიკოსი პოეტი მთელი არსებით უნდა იყოს მომლოდინე იმ წუთებისა, როდესაც მას დაეუფლება შთაგონება."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2017, 11:23 AM
პოსტი #2780


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტური შედევრების წაკითხვისას აღფრთოვანებასთან ერთად ფარული სევდაც გვეუფლება იმის გამო, რომ რასაც ინტუიციურად ვგრძნობდით, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოთქვა. პოეტს აქვს რაღაც გრძნეული ნიჭი, სიტყვიერ ფენომენში გაასაგნოს, განფინოს აზრი, წარმოდგენა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 137 138 139 140 141 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი