თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ხელოვანები საქართველოში

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 03:02 PM

ვფიქრობ ერთ-ერთი აქტუალური თემა უნდა იყოს. რა ბედი ეწევათ ჩვენს ხელოვანებს სამშობლოში, აფასებენ თუ არა, ვის აფასებენ და ვის არა, რატომ გარბიან ზოგიერთები საზღვარგარეთ...

ეს კითხვები მე დიდი ხანია მაწუხებს...
პასუხები, ხან მგონია რომ მაქვს, ხან კიდე საერთოდ გონს არ ვარ

აი ფაქტი რომელმაც დამამწუხრა:

ოპერის თეატრს მოწვეული დირიჟორი ეყოლება.. მანამდე კი ჰყავდა აზმაიფარაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელადაც და დირიჟორადაც... მაგრამ გაუშვეს..

აი ინფორმაციის ლინკი:
http://www.ambebi.ge/kultura/15912-operis-theatrs-akhali-mthavari-motsveuli-dirizhori-hyavs.html

რატომ? აზმაიფარაშვილი იყო შეუფერებელი? რით?

მე აღშფოთებული ვარ dry.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 29 2010, 04:01 PM

ქევანა

ციტატა
ოპერის თეატრს მოწვეული დირიჟორი ეყოლება.. მანამდე კი ჰყავდა აზმაიფარაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელადაც და დირიჟორადაც... მაგრამ გაუშვეს..

ტყემალზე ვზივარ blink.gif
ნუ საერთოდ ისე ჩვენს ქვეყანაში დირიჟორების საკითხი ცოტა რთულად დგას smile.gif მას შემდეგ რაც ჯანო კახიძე გარდაიცვალა, შემცვლელის მოძებნა ჭირს smile.gif
ნუ მისი ვაჟი _ ვახტანგ კახიძე აგრძელებს მამის საქმიანობას და თბილისის სიმფონიური ორკესიტრის ხელმძღვანელია, თუმცა როგორც ვიცი მათ არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება smile.gif
ყოველ შემთხვევაშI სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და კაპელა არის ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაქვემდებარებაშI, რომელსაც ნიკა მემანიძვილი ხელმძღვანელობს, ნიკა არის დირიჟორი, არა და პროფესიით პიანისტი და კომპოზიტორია smile.gif
ძალიან კარგი დირიჟორი გვყავდა აგრეთვე ალექსი მაჭავარიანის შვილი _ ვახტანგ მაჭავარიანი, მარა ისიც გაუშვეს sad.gif
ნუ რა ვთქვა არ ვიცი sad.gif ფაქტია, რომ კადრების ნაკლებობაა ამ დარგში, თან სერიოზული

ქევან შენი არ იყოს მეც ხანდახან ისეთ განწყობაზე ვარ ხოლმე რომ ხელოვნება და მით უმეტეს მუსიკა არავის არ უნდა ამ ქვეყანაშI sad.gif სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა smile.gif
ვინც კი დღეს თბილისის კონსერვატორიაშI ნიჭიერი სტუდენტი სწავლობს, ყველა საზვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს, იმიტომ რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ჩვენ ქვეყანაში მათ უბრალოდ არ აქვთ sad.gif
ხელოვენაბს ჩვენს ქვეყანაშI ჯეროვნად ვერ აფასებენ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 05:20 PM

ციტატა
ნიკა მემანიძვილი ხელმძღვანელობს, ნიკა არის დირიჟორი, არა და პროფესიით პიანისტი და კომპოზიტორია

ეგ კაცი მე გამაგიჟებს.... როგორც კომპოზიტორი, ნორმალურია, ერთხელ დაწერა ჩვენი უცხოეთში მოღვაწე პიანისტისთვის და მახსოვს ტელევიზორში იყო,
მაგრამ როცა არ ხარ დირიჟორი, რა გედირიჟორება კაცს?

ციტატა
ხელოვენაბს ჩვენს ქვეყანაშI ჯეროვნად ვერ აფასებენ

ხოდა აი რატო:
მუსიკოსების ბაზარი არ არის? (ბაზარი ანუ ამ შემთხვევაში მუსიკოსების პროდუქტი რომ გასაღდეს, ვგულისხმობ კონცერტების გამართვას)
თუ მუსიკა არ ესმის საზოგადოებას? (ანუ გაუნათლებელი საზოგადოებაა?)
თუ ორივე ერთად? sad.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 29 2010, 05:48 PM

ქევანა

ციტატა
როგორც კომპოზიტორი, ნორმალურია

ხო ნუ biggrin.gif თუ არ ჩავთვლით იმას რომ დღემდე კონსერვატორიის მაგისტრატურაში სწავლობს მგონი უკვე მეოთხე წელია laugh.gif
ციტატა
თუ მუსიკა არ ესმის საზოგადოებას? (ანუ გაუნათლებელი საზოგადოებაა?)თუ ორივე ერთად?

ორივეა ქევან ორივე და ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს სერიოზულად sad.gif
დამისახელე ახალგაზრდა ვინც კლასიკურ მუსიკას უსმენს? smile.gif ძალიან იშვიათია ასეთი ახალგაზრდა და ისიც ხელოვანი ოჯახის შვილი ალბატ ან თავად პროფესიით მუსიკოსი smile.gif
აი ეს საზოგადოება დადის დღეს კლასიკური მუსიკის კონცერტებზე, რაც იმართება smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:20 PM

"ხელოვნებამ, ზომისა და წონის მხრივ, დიდი და პატარა არ იცის"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:47 PM

"ხელოვნება საერთოდ ყველა ხალხს ეკუთვნის, სადაც უნდა იშვას. არა აქვს საკუთარი მამული, მაგრამ სამშობლო კი აქვს"

/აკაკი წერეთელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)