IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა)
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:19 AM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ ამ ფორუმზე უამრავი თემაა,რომელიც გახსნილია პატრიარქის ერთი კონკრეტული განცხადების ან წარმოთქმული სიტყვის შესახებ,რომლებიც მცირე ხანში მივიწყებული ხდება.რის გამოც არის უამრავი თემა და მათგან უმცირესია შედარებით აქტუალური.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი სიტყვები და განცხადებები ყველა ამ თემაში მოვაქციოთ,სხვა უსარგებლო თემები კი დავხუროთ...
------------------------------------------

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 სექტემბერი, 2004 წელი

. . .
თქვენ აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
+ + +

წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209.
-------------------------------------------------------

"ერთხელ უწმიდესს ჰკითხეს: თქვენი მიტრა ოქროსიაო? - მან კი მიუგო: ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინიაო!"
-------------------------------------------------------
"ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით, ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა; თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის."
-----------------------------------------------
ილია II

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქის ილია II-ის
სიტყვა ჟურნალ "მნათობის" პრეზენტაციაზე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, 30 ოქტომბერი, 2006 წელი

"საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი,
მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!"

ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ "მნათობის" გამოცემის განახლებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი!

ჟურნალ "მნათობის" გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა _ ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი.

შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს _ ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი "ვეფხისტყაოსანი" და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი.

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება!

ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება.

ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო.

არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.

რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.

მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:48 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა

დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, მეორეს მოსვლისას წყალობით განმკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, - დიდება შენდა.

„შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო და გევედრებით, შენ ღმერთო ჩვენო“.

ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქუს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და დაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: „მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

2003 წლის 9 მარტი
-------------------------------------------------------



+ + +
წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ. 212-214.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა
"გლობალიზაციის და ცივილიზაციათა დიალოგის საერთაშორისო ფორუმზე"
შერატონ-მეტეხი პალასი, 24 სექტემბერი, 2004 წელი

. . .
გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა და იგი უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებას.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო გახდა გლობალური. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შთანთქონ მცირე ქვეყნების კულტურული, სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, რათა შეიქმნას ერთიანი და უსახო კულტურა.

ზოგს ჰგონია, თითქოს მცირე ერების სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი ქმნის კონფლიქტს და დაპირისპირებას, რაც შესაძლოა მტრობასა და შუღლშიც გადაიზარდოს. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. ეს ფასეულობანი, მათი მრავალფეროვნება, პირიქით ამდიდრებს მსოფლიოს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს საკაცობრიო ღირებულებათა ზნეობრივი ღერძი, რასაც ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ იგი ხელს შეუწყობს ცივილიზაციათა შორის დიალოგს. ეს საქმე საშურია.

დღეს ფილოსოფიაში და საერთოდ აზროვნებაში არსებობს ასეთი ცნება: სწრაფი რეაგირების კულტურა. მართლაც, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები დედამიწაზე, რომ შესაბამისად მათი სწრაფად აღქმა არის საჭირო, და არა მარტოოდენ აღქმა, არამედ გაანალიზება და სათანადო რეაგირება.

. . .
ადამიანი არის გონიერი არსება, იგია ხატება ღვთისა და ღვთისაგან ბოძებული გონება მან აუცილებლად კეთილად უნდა გამოიყენოს.

როცა ცივილიზაციათა შორის დიალოგის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ არა მარტო კულტურათა შორის დიალოგს, არამედ რელიგიებს შორის დიალოგსაც. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ დიალოგის დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ დოგმატიკას, ჩვენს მრწამსს, რელიგიის არსს. რადგან თუკი დავიწყებთ კამათს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგია, მაშინვე აღიმართება კედელი უშუალოდ ჩვენს შორის, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარი საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენ შეცვიძლია ვიმსჯელოთ ისეთ თანამედროვე პრობლემებზე, როგორიცაა გენური ინჟინერია, კლონირება, ეკოლოგია და სხვა. თანამედროვე მეცნიერება ამ საკითხებს რელიგიურ ლიდერებს ეკითხება და მათაც უნდა მისცენ შესაბამისი შეფასება ზემოაღნიშნულ პრობლემებს.

. . .
მიმაჩნია, რომ ცივილიზაციათა შორის დიალოგი აუცილებელია და საქართველოც აქტიურად უჭერს მხარს მას.

. . .
სიბრძნე - სოფია გვმართებს ყველას, რათა ცივილიზაციათა შორის კონფლიქტი ავიცილოთ, ეს კი ყოვლად აუცილებელია.

+ + + + + + + + + + + + + + +

წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209-211.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:06 AM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სიტყვა, წარმოთქმული თბილისის სასულიერო აკადემიაში რექტორის რანგში მისვლის პირველ დღეს (ფრაგმენტი)
5 მარტი, 2003 წელი


. . . უნდა ამაღლდეს ჩვენი აკადემიური დონე, ჩვენი ზნეობა.
. . . ჩვენი ეკლესია პოლიტიზირებული ძალა არ უნდა გახდეს, რადგან ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ მთელ ერს ამთლიანებდეს. არა მარტო საქართველოს მკვიდრთ, არამედ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც ამთლიანებდეს სამშობლოსთან. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის სულ ერთია, რა მოხდება პოლიტიკურ წრეებში, თუ რომელი მთავრობა და რომელი ხელისუფლება გვეყოლება. ეს გასაგებია. მაგრამ, ამავე დროს, ეკლესია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს.

. . . განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სტუდენტების ინტელექტუალურ ზრდას. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტყებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და არა მარტო მათთან, არამედ საშუალო სკოლებთანაც. მიმაჩნია, რომ სასულიერო სემინარია და აკადემია ეტალონი და მაგალითი უნდა იყოს არა მარტო საქართველოში არსებული სასულიერო სასწავლებლებისათვის, არამედ საერო სასწავლებლებისთვისაც. . . .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:18 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი

გელათის სამონასტრო კომპლექსი, 24 იანვარი, 2004 წელი

...


განგებამ უფლისამ დაგადგინათ დღეს თქვენ ამ დიდებულ ტაძარში, რათა მოგენიჭოთ მადლი ღვთისა ჩვენი ქვეყნის წარსამართებლად.

...


გავიხსენოთ, როგორი იავარქმნილი საქართველო ჩაიბარა 16 წლის დავით აღმაშენებელმა, მაგრამ ღვთით შეძლო ერის სულიერი ამაღლება და მისი განმტკიცება; ამასთან, ქვეყნის განვრცობა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

თქვენც შეჭირვებული ქვეყნის მმართველობა გბარდებათ. მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ უფლის წყალობით დიდი გამარჯვების მოპოვება რეალურია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და სულით ძლიერი, დიდი საქართველოს აღდგენა, "რაითა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".

თქვენი წარმატების დიდი გარანტი არის ხალხის ნდობა. ეს მეტად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ და ამას გაფრთხილება უნდა.

არიან ხელისუფალნი, რომელნიც სათნო ეყოფიან კაცთა და მხოლოდ მიწიერი საზრუნავით მოცულნი ცდილობენ, დროის შესაბამისად იმოქმედონ. ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან სახეს ისტორიისა.

არიან ხელისუფალნი, რომელნიც თავისი ქმედებით, უპირველეს ყოვლისა, სათნო ეყოფიან უფალს და ჯილდოდ მიწიერ დიდებასაც იღებენ. როგორც წესი, მათი სახელი საუკუნეებს ახსოვთ.

არჩევანი თქვენზეა.

აქ, ამ ტაძარიდან იწყება თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოღვაწეობის პირველი დღე. ინებოს ღმერთმა, რომ ეს გზა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილწარმატების მომტანი.

. . . ძლევამოსილი საქართველოს ისტორიული დროშის აღდგენა და გელათში წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება სიმბოლურია და დიდად საპასუხისმგებლო, ვინაიდან აქ არა მარტო დგევანდელი, არამედ მთელი ზეციური საქართველო დგას და "თვენგან ჩვეულებისაებრ მამულის სვლას" მოითხოვს. ბედნიერია ხელისუფალი, ვისი შემწე და მფარველიც ისინი იქნებიან.

წყარო: წიგნიდან - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ, გამომცემლობა "გეოკერია", თბილისი 2004 წელი, გვერდები 289-290.



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:29 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვა წარმოთქმული საერთაშორისო კონფერენციაზე "მეცნიერება და რელიგია"

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 23 მაისი, 2005 წელი

ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ეკლესიის, ასევე მეცნიერებისათვის. რწმენასა და მეცნიერებას შორის ურთიერთდა მოკიდებულება უძველესი თემაა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ჳ-ჳჳ საუკუნეებში განიხილებოდა საკითხი, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ცოდნა და რწმენა. ამ თემას ეხებოდა ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. იგი ამბობს, რომ ცოდნაში უკვე აუცილებლად არის რწმენა და, პირიქით, რწმენაში არის ცოდნა და რომ პირველადი მაინც რწმენაა: ამასთან, მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, მორწმუნე და მცოდნე კი _ მეგობარი ღვთისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზისია.

მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მუდამ იყო ტრადიცია რწმენასა და ცოდნას შორის სიახლოვისა. ამიტომაც ქვეყანაში ყოველი მონასტერი არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანე იყო, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც.

ზოგჯერ ამბობენ, თითქოს რწმენა და ცოდნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი შეხედულებაა, ვინაიდან ეს ორი სფერო განიხილავს ორ სხვა და სხვა საკითხს _ სულს, სულიერ სამყაროს და ფიზიკურს, მატერიალურს, რომლებიც, თავისთავად, ურთიერთკავშირში არიან.

მინდა შეგახსენოთ ბიბლიიდან ადგილი, შესაქმის მესამე დღე: `და თქვა უფალმან: აღმოაცენოს მიწამ მცენარეულობა...~ ე.ი. უფალი აძლევს ძალას მიწას, მატერიას, ქმნადობას. ხჳხ საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი მეცნიერი, ასტრონომი კამილ ფლამარიონი, რომელიც ძალიან ხშირად ეხება სულისა და მატერიის ურთიერთკავშირს. მას აქვს შესანიშნავი წიგნი _ `ღმერთი ბუნებაში~, სადაც სხვა საკითხებს შორის ეხება თემას _ ძალა და მატერია, ანუ ძალა ხელმძღვანელობს მატერიას თუ მატერიას გააჩნია ძალა.

შუასაუკუნეების ლიბერალიზმმა ჩვენი ხალხი ათეიზმამდე მიიყვანა. ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს ათეიზმი, ურწმუნოება.

კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ ის თემატიკა, რომელიც ამ კონფერენციაზეა მოყვანილი და ის მოხსენებები, რომლებიც იქნება წაკითხული, მეტად საჭიროა ჩვენი ახალგაზრდობისათვის. დღეს, როცა მოწმენი ვართ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესისა, რაც მიმაჩნია, რომ თითქმის გარდაუვალია და აუცილებლად იქნება, უნდა გვქონდეს იმდენი სულიერი ძალა, რომ გავარჩიოთ, სად არის ჭეშმარიტება და სად არა, რა არის მისაღები და რა _ არა. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი სულიერი და ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:02 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
2008 წლის 14 10ოქტომბერი


მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია კი განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწორედ პარტიარქი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც რუსების მიერ გაცამტვერებული ქართული სოფლებიდან დაღუპული მეომრების ცხედრები გამოასვენა. საქართველოს საპარტიარქომ ომის დღეებში მოსკოვში წერილიც გააგზავნა, რომელიც რუსული მხარისგან, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. როგორ უყურებს ქართული ეკლესია მართლმადიდებლური რუსეთის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად იცნობენ, რა პოზიცა აქვს ქვეყანაში და მის გაერთ მიმდინარე პროცესებსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ესახება ეკლესიას ჩვენი ქვეყნის მომავალი? ერთობ საინტერესოდ გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ფრანგულ ჟურნალ “ლაკრუასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

_ შეიარაღებული დაპირისპირების დღეებში და შემდგომაც თქვენ წერილი გაუგზავნეთ მოსკოვის მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, თუ მიიღეთ რამე პასუხი და თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბოლოდროინდელი კონფლიქტის თაობაზე, როდესაც მართლმადიდებელი რუსები ბომბავდნენ მართლმადიდებელ ქართველებს?
_ იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან. რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ამ კონფლიქტს რელიგიური ნიადაგი არ გააჩნია. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. მით უმეტეს, რომ მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ სიძულვილში არ გადაზრდილა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა. იმედი მაქვს, რუსი ხალხის სარწმუნოებიდან და გულკეთილობიდან გამომდინარე, არც ქართველებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში.



_ როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში?
_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, მცირე ექსკურსი უნდა გავაკეთო. ჩვენს წინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო. მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხევაში გამოსაყენებლად. საბჭოთა წყობილების არსებობის პერიოდში, ამ რეგიონებში ინერგებოდა იდეოლოგია, რაც ქვეყნის დაყოფას და ავტონომიების იზოლირებას უწყობდა ხელს. იმის გამო, რომ აჭარაში თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობაა, ამ პროპაგანდამ სათანადოდ ვერ იმუშავა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი, რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა. თვით სახელწოდება “სამხრეთ ოსეთი” ისევე, როგორც ჩრდილო ოსეთი, კომუნისტების დარქმეულია. ასეთი გეოგრაფიული ტოპონიმები არასოდეს არსებობდა. ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილო კავკასიაში, ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილო ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო.

სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერს და ეთნოწმენდა მოაწყვეს. ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარმიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან. არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური ან თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს. ბუნებრივია, საქართველო ვერასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია ჩვენთვის, როგორიც ფრანგებისთის _ ორლეანი, ან რუსებისთვის _ სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი... რეალურად, ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.



_ რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საუვერენიტეტი? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს _ დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
_ რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება. ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს მოუტანს რუსეთს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.

მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული. მიზნის მისაღწევად ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის. ასევე, მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ, პირველ რიგში, ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს. ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით, - მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებს და ახმოვანებს ზოგიერთი ევროპელი მეცნიერიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მაინც იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.



_ ბოლო კონფლიქტის შედეგად, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იძულებით გადაადგილებული. როგორია თქვენი შეფასება დაღუპულთა და ლტოლვილთა რიცხვის, ასევე იმ ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა ეკლესიებს, სახლებსა და საკუთრებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უკან დაბრუნება და მათი სახლების ხელახალი აშენება?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ქართული მხრიდან გარდაცვლილია დაახლოებით 300 ადამიანი (როგორც სამხედრო, ისე _ სამოქალაქო), იძულებით გადაადგილებული იყო დაახლოებით 260 000, ამჟამად კი არის 40 000 პიროვნება. მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს. ვიცით, რომ სერიოზულად დაზიანდა სოფელ ხეითისა, იკორთის, ქემერტის, სვერის ეკლესიები, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას რეზიდენციის ნაწილი, რომელსაც დაეცა ჭურვი. საერთოდ, ჩვენი ინფორმაცია მეტად მწირია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ გვაქვს. ცნობისთვის: ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ხუთასზე მეტი ძეგლია, რომელთა უმრავლესობას ბუნებრივია, სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება დასჭირდება. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად მე და ჩემთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები შევედით გორში და ნიქოზში (ცხინვალამდე ერთი კილომეტრის დაშორებით). ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვერც უბრალო ადამიანები, ვერც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და პრესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. მოვინახულეთ დარჩენილი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, რომელთაც დიდი საფრთხის მიუხედავად, არ დატოვეს ეს ეპარქიები. ამაში დაგვეხმარა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე და გენერალი ბორისოვი. იმ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ექვსი გარდაცვლილი. შემდეგ ეს პროცესი გააგრძელეს ჩვენმა მოძღვრებმა. საერთო ჯამში, მათ მიერ გადმოსვენებულია 120-მდე გარდაცვლილი. ყოველდღიურად ჩვენს მიერ გაიცემოდა და გაიცემა ორი-სამი ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია, რაც ძირითადად ხალხის შემოწირულობაა. ჩვენი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობამ უშურველად გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მიმაჩნია, რომ დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის მათი უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევით ჯერ იქ შეიქმნას მათი უსაფრთხოების პირობები და გარანტიები. ასევე, აუცილებელია, ადგილებზე შეიქმნას მცირე წარმოებები, რომ ხალხმა თავისი თავი თვითონ შეინახოს.



_ როგორია თქვენი შეფასება საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით კრიზისის პერიოდში და მის შემდეგ? ფიქრობთ, რომ ნაციონალური ერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მთავრობის ლიდერთა და ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შეფასება?
_ ხელისუფლების მხრიდან დიდი მუშაობა გაიწია, რათა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭრა ჰქონოდა და ეს მიზანი მიაღწეულ იქნა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც ნაციონალური ერთობა, ისე _ ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება. ჩვენი მოსახლეობა ელის გარკვეულ კითხვებზე პასუხს. დემოკრატია თავისთავად გულისხმობს მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას. რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.



_ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით?
_ პირველ რიგში, თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, საქართველოს საპატრიარქოს. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად, ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს და ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა. ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ანხორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ გავუძელით დროის გამოცდას. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს. უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ანხორციელებს. ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს, იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.
http://www.fact.ge/news.aspx


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 08:50 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია ჳჳ სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე `მშვიდობა და შემწყნარებლობა~

7-9 ნოემბერი, 2005 წელი, სტამბული

ყველას გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. კავკასია, ანუ ის რეგიონი, სადაც ჩემი ქვეყანა მდებარეობს, ევროპისა და აზიის შესაყარზეა და ბუნებრივია, რომ იგი იყო და არის დიდი კულტურებისა და მათი ინტერესების გადაკვეთის ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის მსურველნი ყოველთვის მრავლად გვყავდა და მუდმივად გვიწევდა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, საქართველომ შეძლო მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი მეობის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პარალელურად სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გამოჩენა.

ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ. სწორედ მან განსაზღვრა ჩვენი ცხოვრების, აზროვნებისა და ურთიერთობების წესი. სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი პატივისცემა და მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი დღესაც ჩვენი ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა; თუმცა სხვა პრობლემები მრავლად გვაქვს.

ამჟამად საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ორ რესპუბლიკაში, არის სიტუაცია, რომელსაც ვერც მშვიდობიანს ვუწოდებთ და ვერც საომარს. სულ მცირედი ბიძგიც კი შეიძლება აქ სისხლისღვრის მიზეზად იქცეს. ისევე, როგორც შესაძლოა, გონივრულად წარმოებულმა პოლიტიკამ ნამდვილი მშვიდობისათვის მიგვაღწევინოს. ამიტომაც ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და აზრების ურთიერთგაზიარება მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

მართალია, ამა თუ იმ ქვეყანაში, ანდა ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის პრობლემას ძირითადად პოლიტიკოსები წყვეტენ, მაგრამ იქ, სადაც მშვიდობის დამყარების და სამართლიანობის აღდგენის სურვილი რეალურია, რელიგიურ მოღვაწეებსაც ბევრი რამის გაკეთება ძალუძთ, მაგრამ აუცილებელია ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა:

თუ ჩვენ შევძლებთ ადამიანების სულიერად და ზნეობრივად სწორად აღზრდას, მშვიდობიან თანაარსებობას მივაღწევთ; მაშინ არც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით და არც ტერორიზმის პრობლემა იქნება ასე მწვავე.

ერთი შეხედვით თითქოს ადვილია ამის განხორციელება, რადგან თითქმის ყველა ძირითადი რელიგია სიკეთეს და შემწყნარებლობას ქადაგებს და მათ მიმდევართა რიცხვიც მრავლადაა მსოფლიოში, მაგრამ შედეგი არ არის სასურველი, რადგან სხვა და სხვა რელიგიებსა და კულტურებში არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომელნიც სულიერად ასაზრდოებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხელს უწყობენ შიდა დაპირისპირებებს, ხოლო დიდი რელიგიების როლი დღემდე არ არის სათანადოდ გამოყენებული, პასიურია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენაც ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, ხხჳ საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ ძალები გლობალური და ლოკალური საკითხების გადასაჭრელად. დღეს უკვე ყველამ გაიგო, რომ წავიდა დრო პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტისა. დღეს მას უკვე ცვლის ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა ისინი არ იქცნენ მორიგი დაპირისპირების საფუძვლად, არამედ ხელი შეუწყონ კულტურათა ურთიერთგამდიდრებისა და ეკონომიკური ურთიერთსარგებლიანობის პროცესს.

ეს პრინციპი უნდა იქნას გამოყენებული იმ საკითხის გადაწყვეტისასაც, რასაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემს ქვეყანას გარეშე ძალებმა ხელოვნურად მოახვიეს თავს ეთნოკონფლიქტები, დაიღვარა ძმათა სისხლი. ამასთან, სახეზე გვაქვს ეთნიკური და რელიგიური (იგულისხმება საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურების გამოდევნა) წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რის შედეგადაც უკვე 14 წელია 300 000-ზე მეტი ქართველი თავისი მკვიდრი მიწიდანაა გაძევებული. მართალია, ყველა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დე-იურე დე-ფაქტოდ არ იქცა.

თანამედროვე მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ასეთი სახის ლოკალური კონფლიქტების მოგვარებასაც, რათა არ მოხდეს მისი გადაზრდა გლობალურ უთანხმოებაში. ამ საქმეში კი პოლიტიკოსებთან ერთად თავისი სიტყვა რელიგიის წარმომადგენლებმაც უნდა თქვან და თავის მხრივ აქტიურად შეუწყონ ხელი ერთა შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენას.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ სულიერად, კულტურულად, ინტელექტუალურად განვითარებული პიროვნებანი, თუ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, თუ როგორი საზოგადოება და როგორი სახელმწიფო გვექნება; გლობალური მასშტაბით კი იგი განაპირობებს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის ურთიერთობებს. და რადგანაც სწორი პასუხის გაცემა რელიგიების პრეროგატივაა, კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები მნიშვნელოვანწილად რელიგიურ ლიდერებსაც უპყრიათ ხელთ. ამას თანამედროვე მსოფლიო უკვე აცნობიერებს; ეს ფორუმიც ამის დადასტურებაა.

ერთხელ კიდევ მოგესალმებით ყველას და გისურვებთ წარმატებებს ღვთისსათნო მიზანთა განხორციელებაში. ჩემი მიმართვა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მსურს დავამთავრო:

`უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით~.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 22 2011, 09:01 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა საქართველოს ეკლესიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე

საპატრიარქოს რეზიდენცია, 24 მარტი, 2006 წ.

`დღესაც არიან ადამიანები, რომელნიც ებრძვიან ეკლესიას და ამით ებრძვიან ქართველ ერს~

ქალბატონებო და ბატონებო,

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ დიდ დღეს. მინდა, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენი ერისათვის. ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოს ეკლესია ეს არის პატრიარქი, მღვდელმთავრები და სამღვდელოება. ეს არის მთელი ერი, ეს არის ის ძალა, რომელიც ამთლიანებდა, ადუღაბებდა და დღესაც ამთლიანებს ქართველ ერს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწიერ ეკლესიას უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, არის კიდევ ზეციური ეკლესია, რომელსაც უკვე ამ ქვეყნიდან წასულები ქმნიან და მას მოზეიმე ეკლესიას უწოდებენ. ჩვენ ყოველგვარი ბრძოლა უნდა ავიტანოთ და უნდა გავიმარჯვოთ, უნდა მტკიცედ ვიდგეთ და გვესმოდეს ეკლესიის მნიშვნელობა, ეკლესიის ძალა. ჩვენ არ გვჭირდება მაღალი საერო თანამდებობები, საერთოდ არაფერი, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ერის კეთილდღეობა და მისი მთლიანობა.

რა არის ავტოკეფალია? ეს სიტყვა ბერძნულია და შედგება ორი სიტყვისაგან - `ავტოს~ და `კეფალოს~, `ავტოს~ ნიშნავს - თვითონ, `კეფალოს~ - თავი, ანუ თვითონ თავის თავი, თვითმმართველი. ჩვენ ვამბობთ და ცნობილია, რომ საქართველომ ავტოკეფალია ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, თითქმის არ არსებობს პირდაპირი საბუთი. იყო ასეთი დიდი მეცნიერი და კანონისტი - ბალსამონი, ხ საუკუნეში. იგი შემდეგ ანტიოქიის პატრიარქიც გახდა. როდესაც ბალსამონი განმარტავს მსოფლიო კრებების დადგენილებებს, წერს (ეს არის ერთადერთი ძველი საბუთი და მასშიც ყველაფერი გარკვევით არ არის ნათქვამი):- ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, დამოუკიდელობა ნეტარი პეტრეს დროს მიიღოო. სიტყვებში `ნეტარი პეტრეს დროს~, იგულისმება ანტიოქიის პატრიარქი. მაგრამ რომელ პეტრზეა საუბარი? პეტრე ანტიოქიის პატრიარქებს ერქვათ მე-5 საუკუნეშიც და მე-11 საუკუნეშიც. თუ მეათე საუკუნეში იყო ბალსამონი, არ იტყოდა, რომ `ამბობენ~, რადგან დროის მიხედვით, ბალსამონისა და პატრიარქ პეტრეს მოღვაწობის ეპოქები ერთმანეთთან ახლოა, თან ერთი მეორეს უსწრებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიგულისხმოთ მეხუთე საუკუნის ანტიოქიის პატრიარქი პეტრე (საოცარია, რომ ამ დროს, ჩვენს პირველი კათალიკოსსაც პეტრე ჰქვია, მეორე გახლდათ სამუელ კათალიკოსი და ორივენი, საქართველოს ეკლესიის მიერ, წმიდანებადაა შერაცხული).

ასე რომ, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღო.

ახლა მინდა გავიხსენო თავად მსოფლიო პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მსოფლიო პატრიარქის როლი ძალიან ძლიერი და დიდი გახლდათ მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი. როდესაც მე-5 საუკუნეში მთავარეპისკოპოს მიქაელსა და მეფე ვახტანგ გორგასალს შორის მოხდა კონფლიქტი, ვახტანგ გორგასალმა დახმარებისთვის მიმართა არა ანტიოქიის პატრიარქს, არამედ მსოფლიო პატრიარქს და იმდროინდელი მთავარეპისკოპოსი მიქაელი საქართველოდან გაიწვიეს (იგი მოსანანიებლად გაიგზავნა ე.წ. დაუძინებელთა მონასტერში, სადაც დღე და ღამე ლოცულობდნენ), ამის შემდეგ გამორჩეული იქნა კათოლიკოსი პეტერე, ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი კულტურის აღორძინება.

როდესაც ჩვენს დროს დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, მსოფლიო პატრიარქი ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ, არსებობს ბალსამონის ცნობა, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკფალურია, მეორე მხრივ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის და ვინ უბოძა დამოუკიდებლობა ამა თუ იმ ეკლესიას. მათი აზრით, ავტოკეფალია ეკლესიას ან მსოფლიო კრებამ უნდა მიანიჭოს ან მსოფლიო პატრიარქმა, ხოლო ამგვარი საბუთი ჩვენ არ გაგვაჩნდა. აი, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა იყო ასეული წლების განმავლობაში.

1964 წელს, როცა მე ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი გახლდით, 31 წლისა, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე გაიმართა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრება, სადაც მეც ვიმყოფებოდი. საქართველოს ეკლესიას კრებაზე ადგილი ავტონომიურ ეკლესიათა შორის ჰქონდა მიჩნეული. იქ შევხვდი მსოფლიო პატრიარქის დელეგაციას, რომელსაც ცნობილი პიროვნება, მიტროპოლიტი მელიტონი მეთაურობდა (იგი საქართველოშიც ბრძანდებოდა, ჩემი კურთხევის შემდეგ). ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მკვეთრი და მკაცრი კამათი. მე ვუთხარი, რომ საქართველოს ეკლესია, ავტონომიური არასოდეს ყოფილა და რომ ჩვენ შევდიოდით ანტიოქიის საპატრიარქოში და არა მსოფლიო საპატრიარქოში. მათ ეს ასე მიაჩნდათ და ასევე იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდრებშიც. სხვათაშორის, იქ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბრიუსელის მთავარეპისკოპოსმა ვასილი კრივოშეინმა, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ, იგი ცხოვრობდა ათონის მთაზე, ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული ენა. წარმოშობით პეტერბურგიდან გახლდათ და ამ კამათის დროს აქტიურად ეჭირა ჩვენი მხარე, იცავდა ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ რუსი იყო.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქ ეფრემ ჳჳ მოვახსენე, რომ აუცილებლია საპროტესტო წერილი გაგვეგზავნა მსოფლიო პატრიარქისთვის, რომელიც საქართველოს ეკლესიას მიიჩნევს, როგორც ავტონომიურს. ეს წერილი დაიწერა, გაიგზავნა და აი, აქედან, ფაქტიურად როდოსიდან დაიწყო ჩვენი დავა და კამათი კანონიერი სტატუსის აღდგენის თაობაზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ როცა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე დაიწყო მსჯელობა, მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე ბრძანდებოდა ძალიან ცნობილი ადამიანი, პატრიარქი დიმიტრიოსი. თავად მისი არჩევაც სასწაულებრივი გახლდათ, როცა მსოფლიო პატრიარქს ირჩევდნენ, მიტროპოლიტების სიაში უკანასკნელი იყო და სწორედ ის იქნა გამორჩეული. იგი ძალიან თავმდაბალი და სულიერი ადამიანი იყო და ასეთი თავმდაბლური სიტყვებით მიმართა მიტროპოლიტებს და საეკლესიო პირებს, როცა აირჩიეს: - მე როგორც კანდიდატთა სიაში ვიყავი სულ ბოლო, ასე დავრჩები და მუდამ თქვენი მსახური ვიქნებიო.

მინდა ვთქვა, რომ არაერთი მოგზაურობა, დელეგაციების გაცვლა მოხდა ჩვენსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის. ჩვენი დელეგაცია, ჩემი მონაწილეობით, არაერთხელ იყო ჩასული კონსტანტინეპოლში, იქედანეც იმყოფებოდნენ დელეგატები. ერთ-ერთი ვიზიტის დროს თავად პატრიარქი დიმიტრიოსიც ჩამობრძანდა. როცა ნახა საქართველო, ჩვენი ეკლესია, ის სულიერი ძალა, რომელიც სუფევს ჩვენს ქვეყანაში, მან პირდაპირ უთხრა თავის მიტროპოლიტებს, რომ აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყვიტოთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ამის შემდეგ კვლავ გვეწვია ძალიან დიდი დელეგაცია კონსტანტინეპოლიდან, მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი მეცნიერები, მათ შორის ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ბაბილინა ლომინაძე, ზაზა ალექსიძე, ნოდარ ლომოური, როინ მეტრეველი და სხვები.

ჩვენ მოვამზადეთ სათანადო დოკუმენტები, რაც კი მოგვეპოვებოდა, დაწყებული მელქისედეკ პირველიდან. ცნობილია მელქისედეკ კათოლიკოსის სიგელი, როცა შეწირულობას აკეთებს სვეტიცხოველში და ხელს აწერს, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შემდეგი საბუთი გახლავთ ხჳვ საუკუნისა, როცა პატრიარქი ნიკოლოზი ასეთ საბუთს ადგენს - `მე, ნიკოლოზმან, მეექვსე პატრიარქმან~, მეექვსში აქ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ეკლესიას ეჭირა მეექვსე ადგილი - რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიების შემდეგ. არსებობს ასევე რომის პაპების წერილები, სადაც პირდაპირ წერენ - `მის უწმიდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს~ და ა.შ. ეს ბოლო ცნობა მსოფლიო საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რომის პაპს, პატრიარქებს შორის პირველი ადგილი ეკავა, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ანუ მსოფლიო პატრიარქზე წინ იდგა.

შეთანხმების დოკუმენტების მომზადების პროცესში ყოველ დეტალს ვაქცევდით ყურადღებას. მაგალითად, მირონის კურთხევა ავტოკეფალური ეკლესიის ერთ-ერთი თვისებაა. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგატებმა გვითხრეს, აღმოსავლეთის ეკლესიებს - ალექსანდრიას, ანტიოქიას, იერუსალიმს, ყველას მსოფლიო საპატრიარქოდან მიაქვს ნაკურთხი მირონი, თქვენც ასე უნდა მოიქცეთო. მე ვუთხარი, ამის შესახებ საეკლესიო კრებები გაიმართა, იყო მთელი დავა, რომ საქართველოს ეკლესიას მირონის მოხარშვისა და მირონის კურთხევის უფლება მოეპოვებინა. თუმცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. ბოლოს შევთანხმდით და დოკუმენტი ასე შევადგინეთ - -მირონის შესახებ მიღებულ იქნას ტრადიციების მიხედვით. აი, ასეთი გაურკვეველი წინადადება დავწერეთ. ტრადიციების მიხედვით, იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ტრადიცია.

ბოლოს, როცა მსოფლიო პატრიარქს უნდა ეცნო ჩვენი ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება, საკამათო გახდა ერთი სიტყვა, აღარც კი მახსოვს რა, რომელზეც, ისე მიდიოდნენ მოსკოვში, რომ ვერ შევთანხმდით. გამოდიოდა, რომ ყველაფერი წყალში იყრებოდა. კომისიის წევრები თვითმფრინავის ტრაპის წინ იდგნენ, როცა დაურეკეს კონსტანტინოპოლიდან და თანხმობა მისცეს. აი, იქ, აეროპორტში, გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მივაღწიეთ შეთანხმებას და ყველაფერი კეთილად დამთავრდა.

1990 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის სტატუსის მინიჭებისათვის, ჩვენ მიგვიწვიეს კონსტანტინეპოლში. ეს მეტად მიშვნელოვანი ფაქტი, ისტორიული მომენტი, გადაღებულია, ალბათ რომელიმე სატელევიზიო არხს მივაწოდებთ, რათა ქართველმა საზოგადოებამ იხილოს, როგორ მოხდა ყოველივე. სიგელებს ხელს აწერს მსოფლიო პატრიარქი და მთელი სინოდი, და ეს ხდებოდა დიდი მოწიწებით და სასოებით. ჩვენ გვაქვს ორი სიგელი - ერთი აღიარება ავტოკეფალიისა და მეორე კათალიკოს-პატრიარქის წოდებისა. აქ იყო კიდევ ერთი პირობა, ჩაეწერათ კათალიკოს-პატრიარქი იბეერიისა, მე ვუთხარი, რომ არა, იბერიისა არა, უნდა ჩაიწეროს სრულიად საქართველოსი. მინდა, გაკეთდეს ამ სიგელების ასლები და მიეწოდოს ჩვენს უნივერსიტეტს, სახელმწიფო არქივს და სხვა დაწესებულებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ თარიღს. ვიმეორებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას. მინდა იცოდეთ, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომელნიც ებრძვიან ეკლესიას და ამით ებრძვიან ქართველ ერს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ეკლესიის გახლეჩას და ღმერთმა არ მოასწროს ისინი ამ დღეს. ქართველი ერი ამას არასოდეს დაუშვებს. ქართველ ერს ესმის, რა არის მისთვის საქართველოს ეკლესია.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ჩვენთან არს ღმერთი.



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 27 2011, 05:59 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია წუხელ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილებთან დაკავშირებით. “გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი გვაქვს, ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია II-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და კათოლიკოს-პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ ქართველი მეფეების – ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დააყენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთიდან გუშინ, დაახლოებით 21.00 საათზე დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძარში წავიდა, სადაც მრევლს შეხვდა და დალოცა.

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა. უწმინდესი 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოსკოვში ვიზიტის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა და მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოსკოვში მყოფ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა.

გიორგობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ წირვა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
ავტორი: ნინო არღვლიანი
წყარო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...esiisthvis.html
http://orthodox-geo.com/"


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 28 2011, 09:57 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს პატრიარქი: "პატრიარქებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ "
2011-11-20

"ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

"ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ", - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა, მონაწილეობას იღებს რუსეთის პატრიარქის 65-წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 5 2012, 07:46 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქის ღია მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ბატონ პან გი მუნს

„აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება
კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა"

გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით და რადგან ახლო მომავალში იგეგმება გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც იქნება განხილული, მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ცნობილ პრობლემებთან მიმართებაში.

შევნიშნავ, რომ ჩემი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და მე, როგორც მათი სულიერი მამა, რომელსაც მორალური ვალდებულებები მაკისრია ქვეყნის წინაშე, ამ ხალხის სახელით მოგმართავთ პირადად თქვენ და გაეროს ყველა წევრს, ასევე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.

საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა, რომელიც კავკასიაში სხვადასხვა ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, რთულ გეოპოლიტიკურ ადგილზე მდებარეობს, რის გამოც საუკუნეთა მანძილზე მრავალი განსაცდელის გადატანა მოუწია და მიუხედავად ამისა, დღემდე შეძლო თავისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. იგი მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა, რომელსაც 3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი და 2000-წლოვანი, ქრისტიანული ცხოვრების ისტორია აქვს. ქრისტიანობა განმსჭვალავდა და განმსჭვალავს ჩვ(სამენი ყოფის ყველა სფეროს.

სწორედ ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებამ და ჩვენი ხალხის მოსიყვარულე ხასიათმა განაპირობა ის, რომ აქ არასოდეს ჰქონია ადგილი რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა-შევიწროებას. საქართველოში ყველა კარგად გრძნობს თავს. ამიტომაც იყო, რომ საუკუნეთა მანძილზე მრავლად სახლდებოდნენ აქ მეზობელი ხალხების და სხვა ერების ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, ბერძნები, რუსები... რომლებიც შემდეგ ახლო ურთიერთობაში (მათ შორის ნათესაურში) შედიოდნენ ქართველებთან და ჩვენთან ერთად აშენებდნენ ერთიან ქართულ სახელმწიფოს. იგივე ითქმის აფხაზებისა და ოსების მიმართაც.

ოსებიც და აფხაზების დიდი ნაწილიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენენ. მე თვითონ 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და მათთან სიყვარულით სავსე წლები მაკავშირებს. ჩვენმა სახელმწიფომ შექმნა ყველა პირობა, რომ აფხაზებს მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ განათლების სისტემა (მათ შორის უნივერსიტეტიც), მასმედია, თეატრი და სხვა.

ეროვნული თვითშეგნების განვითარებისათვის ასევე ყველა პირობა ჰქონოდათ ოსებსაც.

მე ახლოს ვიცნობ მათ, დავიბადე ქ. ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე) და საერთოდ წარმოშობით ვარ საქართველოს იმ კუთხიდან, სადაც ოსები ახლაც სახლობენ.

და არა მარტო იქ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ოსები და აფხაზები დღესაც მშვიდობიანად ცხოვრობენ და მათ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან ამ კონფლიქტების შემდეგ პრობლემები არ შექმნიათ. ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ როგორც აფხაზების, ისე ოსებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებები საქართველოში ყოველთვის სამაგალითოდ იყო და არის დაცული, რადგან მათ ჩვენ აღვიქვამდით და აღვიქვამთ, როგორც ჩვენს ძმებს.

სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) ძმათამკვლელი ომის შემდეგ დევნილ ქართულ მოსახლეობას 17 წელზე მეტია თავის მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალება არ მისცემია და არც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ასეთივე მდგომარეობაში არიან 2008 წლის აგვისტოს შემდგომ სამაჩაბლოდან ლტოლვილნიც.

ეს, და საერთოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები, ჩვენთვის არის დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და ამიტომაც ზემოაღნიშნულ პრობლემებს ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ ეთნოკონფლიქტს ვერ დავარქმევთ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც (სამაჩაბლო) მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ ყოველთვის ქართველები წარმოადგენდნენ, რადგან ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია; ხოლო ავტონომიური ერთეულები აქ მხოლოდ XX ს-ის 20-იან წლებში შეიქმნა, როდესაც კომუნისტებმა დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო და ყოველგვარი სამართლებრივი და ისტორიული საფუძვლის გარეშე ჩამოაყალიბეს აჭარის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები; ამასთან, ამ მხარეებში ისეთ იდეოლოგიას ნერგავდნენ, რაც ქვეყნიდან აღნიშნული რეგიონების იზოლირებას შეუწყობდა ხელს.

ეს იყო საქართველოს დაშინების და საჭირო შემთხვევაში დაშლის მიზნით ჩადებული ერთგვარი ნაღმები, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ამოქმედდა.

ამიტომაც მივიჩნევთ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა, რადგან, ვიმეორებ, ასეთი სუბიექტები ისტორიულად არასოდეს არსებობდა, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის იმპერია 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „გათიშე და იბატონეს" პოლიტიკას ახორციელებდა. ფაქტია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ ყველა ქვეყანაში და თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება მათი სეპარატისტული მოთხოვნების ლეგიტიმაცია, ბუნებრივია, მსოფლიოში მოხდება დაუსრულებელი დაპირისპირებებისა და ომების პროვოცირება, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს ყველას.

მოგმართავთ გაეროს ყველა წევრს და პირველ რიგში თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პან გი მუნ და გთხოვთ, გამონახოთ მეთოდები და საშუალებები მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

მოგმართავთ იმ იმედით, რომ, მართალია, დღეს კაცობრიობის წინაშე მრავალი გლობალური პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემებზე მაღლა დგას სიმართლე, სიმართლე თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც საქართველოა.

გვჯერა, გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მომავალი ეფუძნება არა ძალის სამართალს, არამედ სამართლიანობის ძალას და, აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს, რადგან მშვიდობა სამართლის გარეშე არ არსებობს.

მაშ, ღმერთი მშვიდობისა და სიმართლისა იყოს ჩვენ შორის, ამინ!

(www.eklesia.you.ge)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 4 2012, 09:38 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203





--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2012, 12:18 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203





ნახეთ რა მაგარია...
ღმერთო გვიდღეგრძელე უწმინდესი!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 3 2013, 09:38 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს
20:49 03-01-2013
სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში უწმინდესის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა. ილია მეორემ სამების ახალგაზრდული ცენტრი უკვე დატოვა. მანამდე პატრიარქმა შეკრებილებს სამადლობელი სიტყვით მიმართა. უწმინდესმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა უფალს, რომ შეაძლებინა 35 წელი ემართა ეკლესია. მისი თქმით, ქედს იხრის წინაპრების, პატრიარქების, მეფეების, მამების წინაშე, რომ მათი ლოცვით შეძლო ყოფილიყო ეკლესიის წინამძღოლი.
პატრიარქმა მიმართა მრევლს, შეინარჩუნონ რწმენა, სიყვარული სამშობლოსადმი, არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ ფესვებს წყდება, სულიერად კვდება.
უწმინდესმა დალოცა ყველა ოჯახი, სამების ცენტრში შეკრებილები, მისი ნათლულები, რომელიც უკვე 13 ათასია საქართველოში. მან ასევე მიმართა მრევლს, რომ ბედნიერება არის ერთობაში, ილოცონ მისთვის და ისიც ილოცებს მათთვის. პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებასაც, რომ მათ წინაშე დგას ერი, გაუფრთხილდნენ ერს, ეცოდებოდეთ და დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს.
უწმინდესის საიუბილეო ღონისძიება დაახლოებით ორი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ერთი საათით ადრე დასრულდა, რადგან უწმინდესისთვის იუბილის მილოცვის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი გახდა საღამოს წარმართვა. საღამოს დასაწყისში პატრიარქს იუბილე მეუფე დანიელმა და მეუფე ეფრემმა მიულოცეს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...irvebulebs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 12:46 AM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"მე მახსენდება საახალწლო კონცერტი ბათუმში. იქ შუბერტის "ავე მარია" შეასრულა სოფიკომ. ისეთი ნაზი იყო, ისეთი მოსაწონი, იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა "ავე მარია". ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა. მე მინდა დავლოცო სოფიკო, რომ მომცა სურვილი, ენერგია და ძალა, დამეწერა ეს" - უწმინდესმა ღვთისმშობლის საგალობლის ისტორია პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე გაიხსენა და ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს პირველის და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატივცემულოდ საზეიმო ვახშამი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართა.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...dze-sheaqo.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2013, 01:21 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ
21:21 22-01-2013
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ, - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უწმინდესმა რუსეთის პრეზიდენტთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი იმ საკითხებს შეეხება, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.
"ხვალ არის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ჩვენ შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა და მინდა ვთქვა, რომ ასეთივე სურვილი აქვს რუსეთს", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორე უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...oviyvanoth.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 2 2013, 09:52 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე

2013-01-21

თქვენო უწმინდესობავ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო, თქვენო აღმატებულებავ, ლიბანის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო გზების პრეზიდენტო, მღველთმთავარნო, მოძღვარნო, ქალბატონებო და ბატონებო! მომეცა შესაძლებლობა სიყვარულით მოგესალმოთ ყველას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი შეხვედრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდმა, რომელსაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი არკადის ძე ალექსეევი ხელმძღვანელობს, პრემიით დამაჯილდოვა. ეს ფონდი მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობით; ფონდის მიერ დაჯილდოებულნი იყვნენ ცნობილი პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული მოღვაწეები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებლობის და ზოგადად ქრისტიანობის განვითარებასა და განმტკიცებაში. დღეს, როდესაც ამ პრემიას ვიღებ, მას მივიჩნევ არა როგორც ჩემი ღვაწლის შედეგს, არამედ როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებას, რომელმაც, მიუხედავად კომუნისტური და პოსტკომუნისტური პერიოდის სერიოზული სიძნელეებისა, გამოავლინა უსაზღვრო სიყვარული ღვთისადმი და აღადგინა ათასობით ეკლესია და მონასტერი, აღიდგინა სულიერება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი დაჯილდოება მოხდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის დამოკიდებულება რთულია და მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ძალისხმევით არის შენარჩუნებული სულიერი კავშირი და კეთილი ურთიერთობა. ვფიქრობ, დღევანდელი მოვლენა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირის აღდგენასაც. მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის შეიძლება ნორმალური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზეიმებს სამართლიანობა და საქართველოს დაუბრუნდება მისი ძირძველი ტერიტორიები, _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რაც იქნება კავკასიაში რთული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი პირობა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე მან მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდა სიძნელეებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის წყალობით, და რუსეთისა და საქართველოს (ბუნებრივია, იგულისხმება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც) ბრძენი და ძლიერი პიროვნებების თანადგომით, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესია ყველასთვის. საქართველოში ჩვენ წამოვწიეთ ხალხთა შორის ურთიერთობის სამი ასპექტი, სამი ფასეულობა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის და სამართლიანობის დამყარებას, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის; ეს არის _ ღმერთი, სამშობლო, ადამიანი: მართლმადიდებლური რწმენა ღვთისა, სამშობლოს სიყვარულის გაცნობიერება და ადამიანი, როგორც უდიდესი ფასეულობა. ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, იგი არასოდეს მიაყენებს ზიანს არც სხვა ადამიანს და არც ქვეყანას. უნდა ვეცადოთ, განვამტკიცოთ ეს გრძნობები ჩვენში თუ გვსურს, ვიყოთ ამ სოფლად ღირსეული პიროვნებები და ზეცის მოქალაქენი. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ჩემთვის ასეთი მაღალი ჯილდოს გადმოცემისთვის. გამოსვლა კი მინდა დავამთავრო იოანე ოქროპირის სიტყვებით: „მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“.
http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=738


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 27 2013, 09:40 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"
პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლია საპატიმროებშიც მოხვდეს და ამ წმინდა წერილს პატიმრებიც ეზიარონ. "პალიტრამედია" პატრიარქის ინიციატივას სააღდგომოდ აუცილებლად შეასრულებს და პატიმრებს ციხეებში ბიბლიას გაუგზავნის

ჩვენს მრავალი განსაცდელით აღსავსე დროში ვის არ უფიქრია ხსნისა და შვების ძიებაზე, ამიტომაც ყველა ოჯახში უნდა იყოს ბიბლია, ვკითხულობდეთ მას, ვიდრე ვცოცხლობთ...

"არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს"

მას მერე, რაც გამომცემლობამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა და პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + 1 + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ყველა განსაკუთრებულად ელოდა ბიბლიას... დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენც - მედიასახლის თანამშრომლები მაღალპოლიგრაფიულ დონეზე, საპატრიარქოს დამუშავებული ტექსტით გამოცემულ დაბადებას... შეგახსენებთ, რომ საგამომცემლო სახლმა "პალიტრამ" ბიბლიის გამოცემასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რჩევა პატრიარქისთვის ეკითხა. მისი კურთხევით, ბიბლია უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ არა დანომრილი... კურთხევა შესრულდა...

სასიგნალო ეგზემპლარების გამოცემისთანავე მედიასახლის თანამშრომლები საპატრიარქოს ვეწვიეთ. თან რამდენიმე ახლადგამოცემული ბიბლიაც მივართვით უწმინდესს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა დიდი პატივია, თანაც არაჩვეულებრივი

საშუალებაა, მოუსმინო ჩვენი ერის მწყემსმთავარს, მისი თითოეული სიტყვა კიდევ ერთხელ მიიღო სიბრძნედ და სწავლებად, მიიტანო მკითხველამდე და ამით სწორი ორიენტირის დასახვაში დაეხმარო საზოგადოებას.
საუბრის თემა წიგნებსა და კითხვას უკავშირდებოდა. პატრიარქმა ბრძანა: "უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წიგნისკენ მოვაბრუნოთ საზოგადოება. არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს".
უწმინდესმა და უნეტარესმა სიყვარულით გაიხსენა ბავშვობა და პირველი წიგნი, რომელიც თავად შეიძინა:

"ადრე ასე იყო - ყულაბაში ყრიდნენ ხურდას.…მეც მქონდა სალარო, ძაღლის ფორმა ჰქონდა. გასატეხი იყო. გავტეხე და ავიღე ფული... მაშინ ვლადიკავკაზში ვცხოვრობდით... პირველ კლასში ვიყავი, შეიძლება არც ვსწავლობდი... ავიღებდი მელანს და თითებს გავითხუპნიდი, ვითომ წერა-კითხვა ვიცოდი. ახლოს იყო წიგნის მაღაზია, შევედი და ჩემთვის უცხო სამყარო ვნახე. რომელი გინდაო, - მკითხეს. ვუყურებდი ლამაზ ყდებს, ერთი ცოტა მოლურჯო იყო და - ის-მეთქი. ზედ ეწერა "ვოლგა-ვოლგა". ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე".


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/72351-qtsminda-...l#ixzz2M7eH3OTO


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 7 2013, 01:45 AM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი სიტყვაა-

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა საქართველოს ეკლესიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე

საპატრიარქოს რეზიდენცია, 24 მარტი, 2006 წ.

`დღესაც არიან ადამიანები, რომელნიც ებრძვიან ეკლესიას და ამით ებრძვიან ქართველ ერს~

ქალბატონებო და ბატონებო,

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ დიდ დღეს. მინდა, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენი ერისათვის. ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოს ეკლესია ეს არის პატრიარქი, მღვდელმთავრები და სამღვდელოება. ეს არის მთელი ერი, ეს არის ის ძალა, რომელიც ამთლიანებდა, ადუღაბებდა და დღესაც ამთლიანებს ქართველ ერს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწიერ ეკლესიას უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, არის კიდევ ზეციური ეკლესია, რომელსაც უკვე ამ ქვეყნიდან წასულები ქმნიან და მას მოზეიმე ეკლესიას უწოდებენ. ჩვენ ყოველგვარი ბრძოლა უნდა ავიტანოთ და უნდა გავიმარჯვოთ, უნდა მტკიცედ ვიდგეთ და გვესმოდეს ეკლესიის მნიშვნელობა, ეკლესიის ძალა. ჩვენ არ გვჭირდება მაღალი საერო თანამდებობები, საერთოდ არაფერი, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ერის კეთილდღეობა და მისი მთლიანობა.

რა არის ავტოკეფალია? ეს სიტყვა ბერძნულია და შედგება ორი სიტყვისაგან - `ავტოს~ და `კეფალოს~, `ავტოს~ ნიშნავს - თვითონ, `კეფალოს~ - თავი, ანუ თვითონ თავის თავი, თვითმმართველი. ჩვენ ვამბობთ და ცნობილია, რომ საქართველომ ავტოკეფალია ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, თითქმის არ არსებობს პირდაპირი საბუთი. იყო ასეთი დიდი მეცნიერი და კანონისტი - ბალსამონი, ხ საუკუნეში. იგი შემდეგ ანტიოქიის პატრიარქიც გახდა. როდესაც ბალსამონი განმარტავს მსოფლიო კრებების დადგენილებებს, წერს (ეს არის ერთადერთი ძველი საბუთი და მასშიც ყველაფერი გარკვევით არ არის ნათქვამი):- ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, დამოუკიდელობა ნეტარი პეტრეს დროს მიიღოო. სიტყვებში `ნეტარი პეტრეს დროს~, იგულისმება ანტიოქიის პატრიარქი. მაგრამ რომელ პეტრზეა საუბარი? პეტრე ანტიოქიის პატრიარქებს ერქვათ მე-5 საუკუნეშიც და მე-11 საუკუნეშიც. თუ მეათე საუკუნეში იყო ბალსამონი, არ იტყოდა, რომ `ამბობენ~, რადგან დროის მიხედვით, ბალსამონისა და პატრიარქ პეტრეს მოღვაწობის ეპოქები ერთმანეთთან ახლოა, თან ერთი მეორეს უსწრებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიგულისხმოთ მეხუთე საუკუნის ანტიოქიის პატრიარქი პეტრე (საოცარია, რომ ამ დროს, ჩვენს პირველი კათალიკოსსაც პეტრე ჰქვია, მეორე გახლდათ სამუელ კათალიკოსი და ორივენი, საქართველოს ეკლესიის მიერ, წმიდანებადაა შერაცხული).

ასე რომ, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღო.

ახლა მინდა გავიხსენო თავად მსოფლიო პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მსოფლიო პატრიარქის როლი ძალიან ძლიერი და დიდი გახლდათ მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი. როდესაც მე-5 საუკუნეში მთავარეპისკოპოს მიქაელსა და მეფე ვახტანგ გორგასალს შორის მოხდა კონფლიქტი, ვახტანგ გორგასალმა დახმარებისთვის მიმართა არა ანტიოქიის პატრიარქს, არამედ მსოფლიო პატრიარქს და იმდროინდელი მთავარეპისკოპოსი მიქაელი საქართველოდან გაიწვიეს (იგი მოსანანიებლად გაიგზავნა ე.წ. დაუძინებელთა მონასტერში, სადაც დღე და ღამე ლოცულობდნენ), ამის შემდეგ გამორჩეული იქნა კათოლიკოსი პეტერე, ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი კულტურის აღორძინება.

როდესაც ჩვენს დროს დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, მსოფლიო პატრიარქი ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ, არსებობს ბალსამონის ცნობა, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკფალურია, მეორე მხრივ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის და ვინ უბოძა დამოუკიდებლობა ამა თუ იმ ეკლესიას. მათი აზრით, ავტოკეფალია ეკლესიას ან მსოფლიო კრებამ უნდა მიანიჭოს ან მსოფლიო პატრიარქმა, ხოლო ამგვარი საბუთი ჩვენ არ გაგვაჩნდა. აი, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა იყო ასეული წლების განმავლობაში.

1964 წელს, როცა მე ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი გახლდით, 31 წლისა, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე გაიმართა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრება, სადაც მეც ვიმყოფებოდი. საქართველოს ეკლესიას კრებაზე ადგილი ავტონომიურ ეკლესიათა შორის ჰქონდა მიჩნეული. იქ შევხვდი მსოფლიო პატრიარქის დელეგაციას, რომელსაც ცნობილი პიროვნება, მიტროპოლიტი მელიტონი მეთაურობდა (იგი საქართველოშიც ბრძანდებოდა, ჩემი კურთხევის შემდეგ). ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მკვეთრი და მკაცრი კამათი. მე ვუთხარი, რომ საქართველოს ეკლესია, ავტონომიური არასოდეს ყოფილა და რომ ჩვენ შევდიოდით ანტიოქიის საპატრიარქოში და არა მსოფლიო საპატრიარქოში. მათ ეს ასე მიაჩნდათ და ასევე იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდრებშიც. სხვათაშორის, იქ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბრიუსელის მთავარეპისკოპოსმა ვასილი კრივოშეინმა, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ, იგი ცხოვრობდა ათონის მთაზე, ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული ენა. წარმოშობით პეტერბურგიდან გახლდათ და ამ კამათის დროს აქტიურად ეჭირა ჩვენი მხარე, იცავდა ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ რუსი იყო.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქ ეფრემ ჳჳ მოვახსენე, რომ აუცილებლია საპროტესტო წერილი გაგვეგზავნა მსოფლიო პატრიარქისთვის, რომელიც საქართველოს ეკლესიას მიიჩნევს, როგორც ავტონომიურს. ეს წერილი დაიწერა, გაიგზავნა და აი, აქედან, ფაქტიურად როდოსიდან დაიწყო ჩვენი დავა და კამათი კანონიერი სტატუსის აღდგენის თაობაზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ როცა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე დაიწყო მსჯელობა, მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე ბრძანდებოდა ძალიან ცნობილი ადამიანი, პატრიარქი დიმიტრიოსი. თავად მისი არჩევაც სასწაულებრივი გახლდათ, როცა მსოფლიო პატრიარქს ირჩევდნენ, მიტროპოლიტების სიაში უკანასკნელი იყო და სწორედ ის იქნა გამორჩეული. იგი ძალიან თავმდაბალი და სულიერი ადამიანი იყო და ასეთი თავმდაბლური სიტყვებით მიმართა მიტროპოლიტებს და საეკლესიო პირებს, როცა აირჩიეს: - მე როგორც კანდიდატთა სიაში ვიყავი სულ ბოლო, ასე დავრჩები და მუდამ თქვენი მსახური ვიქნებიო.

მინდა ვთქვა, რომ არაერთი მოგზაურობა, დელეგაციების გაცვლა მოხდა ჩვენსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის. ჩვენი დელეგაცია, ჩემი მონაწილეობით, არაერთხელ იყო ჩასული კონსტანტინეპოლში, იქედანეც იმყოფებოდნენ დელეგატები. ერთ-ერთი ვიზიტის დროს თავად პატრიარქი დიმიტრიოსიც ჩამობრძანდა. როცა ნახა საქართველო, ჩვენი ეკლესია, ის სულიერი ძალა, რომელიც სუფევს ჩვენს ქვეყანაში, მან პირდაპირ უთხრა თავის მიტროპოლიტებს, რომ აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყვიტოთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ამის შემდეგ კვლავ გვეწვია ძალიან დიდი დელეგაცია კონსტანტინეპოლიდან, მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი მეცნიერები, მათ შორის ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ბაბილინა ლომინაძე, ზაზა ალექსიძე, ნოდარ ლომოური, როინ მეტრეველი და სხვები.

ჩვენ მოვამზადეთ სათანადო დოკუმენტები, რაც კი მოგვეპოვებოდა, დაწყებული მელქისედეკ პირველიდან. ცნობილია მელქისედეკ კათოლიკოსის სიგელი, როცა შეწირულობას აკეთებს სვეტიცხოველში და ხელს აწერს, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შემდეგი საბუთი გახლავთ ხჳვ საუკუნისა, როცა პატრიარქი ნიკოლოზი ასეთ საბუთს ადგენს - `მე, ნიკოლოზმან, მეექვსე პატრიარქმან~, მეექვსში აქ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ეკლესიას ეჭირა მეექვსე ადგილი - რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიების შემდეგ. არსებობს ასევე რომის პაპების წერილები, სადაც პირდაპირ წერენ - `მის უწმიდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს~ და ა.შ. ეს ბოლო ცნობა მსოფლიო საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რომის პაპს, პატრიარქებს შორის პირველი ადგილი ეკავა, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ანუ მსოფლიო პატრიარქზე წინ იდგა.

შეთანხმების დოკუმენტების მომზადების პროცესში ყოველ დეტალს ვაქცევდით ყურადღებას. მაგალითად, მირონის კურთხევა ავტოკეფალური ეკლესიის ერთ-ერთი თვისებაა. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგატებმა გვითხრეს, აღმოსავლეთის ეკლესიებს - ალექსანდრიას, ანტიოქიას, იერუსალიმს, ყველას მსოფლიო საპატრიარქოდან მიაქვს ნაკურთხი მირონი, თქვენც ასე უნდა მოიქცეთო. მე ვუთხარი, ამის შესახებ საეკლესიო კრებები გაიმართა, იყო მთელი დავა, რომ საქართველოს ეკლესიას მირონის მოხარშვისა და მირონის კურთხევის უფლება მოეპოვებინა. თუმცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. ბოლოს შევთანხმდით და დოკუმენტი ასე შევადგინეთ - -მირონის შესახებ მიღებულ იქნას ტრადიციების მიხედვით. აი, ასეთი გაურკვეველი წინადადება დავწერეთ. ტრადიციების მიხედვით, იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ტრადიცია.

ბოლოს, როცა მსოფლიო პატრიარქს უნდა ეცნო ჩვენი ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება, საკამათო გახდა ერთი სიტყვა, აღარც კი მახსოვს რა, რომელზეც, ისე მიდიოდნენ მოსკოვში, რომ ვერ შევთანხმდით. გამოდიოდა, რომ ყველაფერი წყალში იყრებოდა. კომისიის წევრები თვითმფრინავის ტრაპის წინ იდგნენ, როცა დაურეკეს კონსტანტინოპოლიდან და თანხმობა მისცეს. აი, იქ, აეროპორტში, გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მივაღწიეთ შეთანხმებას და ყველაფერი კეთილად დამთავრდა.

1990 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის სტატუსის მინიჭებისათვის, ჩვენ მიგვიწვიეს კონსტანტინეპოლში. ეს მეტად მიშვნელოვანი ფაქტი, ისტორიული მომენტი, გადაღებულია, ალბათ რომელიმე სატელევიზიო არხს მივაწოდებთ, რათა ქართველმა საზოგადოებამ იხილოს, როგორ მოხდა ყოველივე. სიგელებს ხელს აწერს მსოფლიო პატრიარქი და მთელი სინოდი, და ეს ხდებოდა დიდი მოწიწებით და სასოებით. ჩვენ გვაქვს ორი სიგელი - ერთი აღიარება ავტოკეფალიისა და მეორე კათალიკოს-პატრიარქის წოდებისა. აქ იყო კიდევ ერთი პირობა, ჩაეწერათ კათალიკოს-პატრიარქი იბეერიისა, მე ვუთხარი, რომ არა, იბერიისა არა, უნდა ჩაიწეროს სრულიად საქართველოსი. მინდა, გაკეთდეს ამ სიგელების ასლები და მიეწოდოს ჩვენს უნივერსიტეტს, სახელმწიფო არქივს და სხვა დაწესებულებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ თარიღს. ვიმეორებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას. მინდა იცოდეთ, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომელნიც ებრძვიან ეკლესიას და ამით ებრძვიან ქართველ ერს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ეკლესიის გახლეჩას და ღმერთმა არ მოასწროს ისინი ამ დღეს. ქართველი ერი ამას არასოდეს დაუშვებს. ქართველ ერს ესმის, რა არის მისთვის საქართველოს ეკლესია.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ჩვენთან არს ღმერთი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 25 2013, 11:45 PM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ილია მეორე - პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო
სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

უწმინდესმა ახალგაზრდები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა.

"ნამდვილად ისტორიული დღეა, რომ ახალგაზრდა ადამიანების მიერ დაარსდა პარლამენტი", - აღნიშნა პატრიარქმა და მიმართა ახალგაზრდებს, რომ ეს მათთვის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც არის ღვთისა და ერის წინაშე.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ღვთის ნებაზე. ამიტომ ჩვენი ენერგია უნდა დავუახლოვოთ ღვთის მადლს, ენერგიას, უნდა მოხდეს სინერგია. თუ ჩვენი ენერგია ღვთის ენერგიას დაშორდება, ჩვენ სიკეთეს კი არა, ბოროტებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენ. ადვილია კრიტიკა, მით უმეტეს სხვა ადამიანების. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენს მოღვაწეობას, თუ თქვენ გექნებათ კავშირი უფროს თაობასთან", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ მივედით თითქმის უფსკრულთან და ამ უფსკრულიდან გამოგვაცილა უფალმა, ამით მოგვცა იმედი კეთილისმყოფელობის.

პატრიარქმა მიმართა ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, რადგან ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ქართველებს გაქვს, არის ის, რომ ჩვენი ნათქვამი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია და სხვებს არ ვუსმენთ.

"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სხვებს და ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, იქონიეთ კავშირი უფროს თაობასთან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა ხშირად აკრიტიკებს მშობლებს, ახლობლებს, ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც თვითონ იწყებს ცხოვრებას, ამ რთული გზის გავლას, თვითონვე ხდება ისეთი, როგორც მისი მშობლები და

უფროსი თაობა იყო, თავად ხდება მედროვე. უწმინდესმა მიანიშნა ახალგაზრდებს, რომ ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

"ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს", ეს არის მითითება იმაზე, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, რომ გქონდეთ თქვენ მტკიცე სარწმუნოება, მართლმადიდებელი", - ბრძანა უწმინდესმა ახალგაზრდა პარლამენტარებთან შეხვედრაზე.

უწმინდესმა უსურვა ახალგაზრდებს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და თავმდაბლობა, რადგანაც, პატრიარქის თქმით, უფალი თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.

პატრიარქმა ახალგაზრდა პარლამენტარებს საჩუქრად მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონები გადასცა.

2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა 2 მაისს ქუთაისის პარლამენტში გაიმართება. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/76573-ili...l#ixzz2RVRSPhm1


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი