წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Mar 19 2024, 04:01 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქიმანდრიტ ნექტარიოს ანტონოპულოსის წიგნი - "მთავარეპისკოპოსი ლუკა [ვოინო-იასენეცკი]" 2002 წლის მაისში ჩამივარდა ხელში - ჩემმა დამ მაჩუქა (პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი ვარ). ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად შეიცვალა.
1999 წლის დეკემბრიდან სერიოზული პრობლემა გამიჩნდა თვალებზე, თავდაპირველად მარცხენაზე (ბადურის დაშრევება), შემდეგ კი მარჯვენაზეც. ლაზერით ოპერაციამ არათუ არ მიშველა, არამედ მხედველობა გამიუარესდა კიდევაც. მკურნალი ექიმი ძალზე შეშფოთებული გახლდათ, რადგან ჩემი მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. მას ჩემ გამოჯანმრთელებაში ეჭვი ეპარებოდა და დაბრმავებას მიწინასწარმეტყველებდა. ექიმმა შემდგომი მისვლის დრო დამინიშნა, რათა ახალი ოპერაციის დღე დაენიშნა. მაგრამ ამ დროისთვის იგი ავად გახდა. დადგა აგვისტო და გადავწყვიტე, წამეკითხა ნაჩუქარი წიგნი წმიდა ლუკას შესახებ. მახსოვს, კითხვა ღამით დავიწყე და რადგან წიგნი ძალიან კარგად იყო დაწერილი, სწრაფად ვკითხულობდი. როდესაც 45-ე გვერდზე გადავედი, შევამჩნიე, რომ უკვე სრულიად გარკვევით ვხედავდი (ამ გვერდზე აღწერილია ერთი ბრმის განკურნების შესახებ თვით წმინდანის ქირურგიული ჩარევის მეშვეობით). ამ წუთისთვის ისევე კარგად ვხედავდი, როგორც ავად გახდომამდე. ერთი საათის განმავლობაში 96 გვერდი წავიკითხე, კითხვა სიამოვნებას მანიჭებდა. მეორე დღეს, როდესაც წიგნის კითხვა განვაგრძე, იგივე მოხდა. დავრწმუნდი, რომ რაღაც ხდებოდა, სწრაფად დავამთავრე წიგნის კითხვა და გადავწყვიტე, რომ ეს წმინდანი განმკურნავდა. წმიდა ლუკას ნაწილების თაყვანისცემის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ როგორ უნდა გამეკეთებინა ეს? რუსეთი ხომ ძალზე შორსაა. ამ კითხვაზე პასუხი წიგნის უკანასკნელ გვერდზე ვიპოვე, სადაც ეწერა, რომ წმიდანის პატარა ნაწილი ფივის მახლობლად სამატას მონასტერშიც იყო დაბრძანებული. ამრიგად, ორი დღის შემდეგ უკვე მონასტერში ვიყავი და ღირსი გავხდი, მრავლისდამთმენი წმინდანისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილებისთვის თაყვანი მეცა. ეს იყო უნიკალური წამი, დაუვიწყარი მღელვარება. სიმსუბუქემ და სიხარულმა აღავსო ჩემი სული. გავიდა რამდენიმე თვე. ჩემს მკურნალ ექიმს შევხვდი. გასინჯვის შემდეგ ვერც მან და ვერც მე თვალებს ვაერ დავუჯერეთ, მხედველობა სრულიად აღდგა, კვალიც აღარ დარჩენილიყო არა მხოლოდ ავადმყოფობის, არამედ ოპერაციისაც კი. ვმადლობ წმინდანს და ვევედრები უფალს, ღირსი გამოხადოს თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებიან ლუსკუმას ყირიმში" /ბეტი პერისტეროპულუ, ქირურგი-გინეკოლოგი ქ. ათენი, 2002 წლის სექტემბერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 19 2024, 07:12 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1998 წლის 20 მაისს დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლევისას სწორ ნაწლავზე პოლიპი აღმომაჩნდა. ანალიზი ამიღეს და გამოსაკვლევად გამგზავნეს. გიგზავნით ანალიზის შედეგებს. მხურვალედ ვევედრებოდი წმიდა ლუკას [ვოინო-იასენეცკი], როგორც ქირურგს, მოეცილებინა ჩემთვის ეს პოლიპი, მისი კანდელის ზეთს ვსვამდი, ვლოცულობდი. 15 ივნისს სემაშკოს სახელობის საოლქო საავადმყოფოში დავწექი პოლიპის მოსაშორებლად. ნაწლავებში აპარატის შეყვანის პროცედურა ძალზე მტკივნეულია, ჩემი უძლურების გამო კი ამ ტკივილის ატანა არ შემეძლო, ვყვიროდი. ორჯერ თუ სამჯერ ექიმმა გულმოდგინედ გამოიკვლია ჩემი ნაწლავები, მაგრამ პოლიპი ვერ იპოვა. ყველა გაოცებული იყო. ვუპასუხე, რომ იგი თვით წმიდა ლუკამ მომაცილა და ვთხოვე, სასწრაფოდ მოეცილებინათ აპარატი. რასაკვირველია, მაშინვე მადლობა გადავუხადე უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდა ლუკას.
ნურასოდეს მიეცემით სასოწარკვეთილებას, რადგან ღვთის ნების გარეშე ჩვენი თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება; და თუ მწუხარება ან ავადმყოფობა შეგვემთხვევა, ეს ღვთის უდიდესი წყალობა და სიყვარულია ჩვენ ცოდვილების მიმართ. დიდება შენდა, ყოვლადმოწყალეო უფალო, დიდება შენდა!" /მონაზონი გალინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2024, 12:44 PM
პოსტი
#63
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე, ნადეჟდა სიმინოს ასული რევიაკინა, დავიბადე სიმფეროპოლში, ცოტა ხნის წინ კი საცხოვრებლად გვარდეისკოეში გადავედი.
1998 წლის 11 ოქტომბერს უკრაინაში ციცაბო მთიდან ვეშვებოდი. პატარა ქვას დავაბიჯე, ფეხი გადამიბრუნდა და უხერხულად გადამეხარა შიდა მხარეს. ტკაცუნის ხმა გავიგე და წვივის ქვედა მხარეს ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ძვალმა კანი გაჭრა და გარეთ გამოვიდა. მაშინვე დავჯექი და ამ ადგილს ხელი დავაფარე. ამ შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე ნათესავისგან გამოვსლისას ვთქვი: "დამღალა ამ ცხოვრებამ!" და მაშინვე გავიფიქრე: "რას ვამბობ! ეს ხომ ცოდვაა!" მაგრამ, როგორც ჩანს სათანადო სინანულის გარეშე. სასწრაფო დახმარებამ ლუგოვსკის საავადმყოფოში წამიყვანა. სურათზე ღია მოტეხილობა აღმოჩნდა, თანაც ორმაგი და ხრახნისებრი. ასეთი მოტეხილობა ოპერაციის გარეშე ვერ რჩება, ამიტომ ოპერაცია ისე დამიდგინეს, არც კი შემითანხმდნენ.მაშინვე უარი ვთქვი: "როგორც უფალი ინებებს, ისე მოხდეს". მიპასუხეს, რომ შესაძლოა, ოსტეომიელიტი განვითარდეს. ეს კი ძვლის თითქმის მოურჩენელი დაავადებაა. ჩემი თხოვნით გამოიხაძეს ჩემი ახლობელი მორწმუნე ადამიანები. მათ მომიტანეს დაუჯდომლები: წმიდა ლუკასი [ვოინო-იასენეცკი], მაცხოვრის, დედა ღვთისმშობლის, მფარველი ანგელოზის. მაშინვე დავიწყე ყოველდღიურად დაუჯდომლის კითხვა. წმიდა ლუკას საფლავის მიწა მომიტანეს, რომელიც მაშინვე ფეხზე შევიზილე და ნაკურთხი ზეთიც ვიცხე. ექიმები კი მაინც ოპერაციისთვის მამზადებდნენ. ჩემ საზიარებლად ტაძრიდან მამა იოანე მოვიდა. მანამდე ხელწერილი დავწერე, რომ ოპერაციაზე უარს ვამბობდი. ექიმი ცოტა გაბრაზდა და მითხრა: - ხვალ კიდევ გადავიღებთ სურათს დასარმწუნებლად. წინა საღამოს რაღაც ფრთხილი მოძრაობა თუ შეხება შევიგრძენი წვივის გვერდით, შემდეგ უფრო მაღლაც, სადაც ძვალი გარეთ გამოვიდა. იგივე განმეორდა დღისითაც. თავი ვერ შევიკავე და ჩემ გვერდით მწოლთ გავუმხილე, რა შეგრძნებაც მქონდა - თითქოს ვიღაც ფეხზე მეხებოდა. ყველამ გაოცებით შემომხედა და მეც გავჩუმდი. იმ ღამით პირველად მეძინა ღრმად. მანამდე ყოველი ღამე მტანჯველი იყო. "დაიღალე ცხოვრებით? იწექი და დაისვენე", - ეს აზრი თავიდან არ გამომდიოდა. უეცრად იმან გამაღვიძა, რომ ფეხი დამოუკიდებლად მკვეთრად გაინძრა - მტკივნეულად, მაგრამ ასატანად. ცოტა შევშინდი და დაველოდე, მეგონა, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა, მაგრამ შეუმჩნევლად ჩამეძინა. მეორე დღეს პალატაში რენტგენის აპარატი შემოიტანეს და სურათი გადამიღეს. ერთი დღის შემდეგ შემოვლის დროს ექიმმა ფეხს დახვდა და უხერხულად შემკრთალმა მითხრა: - სურათმა აჩვენა, რომ ოპერაციის გაკეთება საჭირო არ არის. ისეთმა სიხარულმა ამიტანა, რომ ღვთის შეწევნა, რომლის იმედიც ასე მქონდა, მოწყალე მკურნალის, ყირიმის მთავარეპისკოპოს ლუკა აღმსარებლის შემწეობით აღსურლდა. ექიმების მიერ დადგენილი ორი თვის ნაცვლად თაბაშირი მხოლოდ ერთი თვე მედო. შემიძლია, სახარებაზე დავამოწმო, რომ ეს ყოველივე ასე აღსრულდა ჩემზე" /ნადეჟდა სიმონის ასული რევიაკინა, დ. გვარდესიკოე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2024, 02:56 PM
პოსტი
#64
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ მასთან [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] მიღებაზე მივიდა გამხდარი, ღონემიხდილი ქალი შეხვეული ყელით. ეს იყო ალექსანდრა ვასილის ასული ბორისოვა. 1948 წელს მისი ოფიცერი ქმარი შორეულ აღმოსავლეთში მსახურებისათვის გააგზავნეს. ქალი იქ გაცივდა და ყელი მძიმედ დაუავადდა. სამხედრო ჰოსპიტალში აქტიური მკურნალობის მიუხედავად, ავადმყოფის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ავადმყოფობა სულ უფრო რთულდებოდა: მაღალი ტემპერატურა, ყელის საშინელი ტკივილი. ყლაპვა შეუძლებელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში იგი მხოლოდ წყალს სვამდა. ექიმთა კონსილიუმმა განაცხადა, რომ დახმარება აღარაფრით შეეძლო და ავადმყოფს სამშობლობში, ყირიმში დაბრუნება ურჩია. წარმოსადგენია სასოწარკვეთილება ახლაგაზრდა ქალისა, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მისი მშობლები მორწმუნე ადამიანები იყვნენ და იგი მეუფე ლუკასთან მიიყვანეს. მეუფემ კეთილგანწყობით მიიღო სნეული, ყელი გაუსინჯა და თქვა, რომ ავადმყოფი მასთან რომ არ მიეყვანათ, შედეგი სავალალო იქნებოდა. მეუფემ ილოცა, ჯვარი გადასახა ქალს და უთხრა: "ახლა შენ ჯანმრთელი ხარ. მოიხსენი ყელიდან სახვევები, ცოტა ყველანაირი საკვები მიიღე, უფრო მეტად მჟავე და მარილიანი, ჭამის წინ და შემდეგ ყელში ხსნარი გამოივლე - ერთი ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი მარილი და 2-3 წვეთი იოდი." როდესაც ავადმყოფი წმიდა მამისგან გამოვიდა, თავს უკვე მხნედ და მსუბუქად გრძნობდა. მან ყველაფრის ჭამა დაიწყო და მეორე დღეს დაავიწყდა კიდეც, რომ ყელი სტკიოდა. ერთი თვის შემდეგ იგი შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრა ქმართან. იქ ყველა გააოცა მისმა სწრაფმა გამოჯანმრთელებამ. თვითონ ალექსანდრა თვლის, რომ მასზე სასწაული აღსრულდა და წმიდა მამამ განკურნა იგი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2024, 04:06 PM
პოსტი
#65
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მადლიერებით მინდა გიამბოთ წმიდა მღველმთავარ ლუკას (ვოინო-იასენეცკი) მიერ ჩემი ავადმყოფი ქაალიშვილს ირინას განკურნების შესახებ. ჩემი ქალიშვილი ავადმყოფია - ორი წლის ასაკში ეპილეფსიით დაავადდა, ახლა უკვე 25 წლისაა და ხშირი და რთული შეტევები აქვს. ახლა კიდევ ერთი უბედურება დაგვემატა - შინაგანი ჩირქგროვა კუდუსუნზე. წავედით ქირურგთან, რომელმაც 1996 წლის 20 მარტს ოპერაცია დაგვინიშნა და ამიხსნა, რომ ამ ავადმყოფობისას ყოველ 3-4 თვეში ერთხელ გაწმენდა იქნებოდა საჭირო. მაგრამ, ღვთის წყალობით, 20 მარტს წმიდა ლუკას წმიდა ნაწილების ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანებაზე წავედით. მთელი გზა წმიდა ნაწილების გვერდით მივდიოდით. მსვლელობის დროს წმიდა ლუკას ვევედრებოდით, რომ მას თვითონ გაეკეთებინა ოპერაცია კუდუსუნის ჩირქგროვაზე. როდესაც სახლში, თეოდოსიაში დავბრუნდით, გვიან საღამოს აღმოვაჩინეთ, რომ ჩირქგროვა დახურული იყო, იგი მხოლოდ გასასუფთავებელი გახდა. ეს სრულიად უმტკივნეულოდ მოხდა. შემდეგ დავდიოდით ქირურგთან, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა, რომ ჩირქგროვის ადგილას ვერაფერი აღმოაჩინა - კვალიც კი აღარ იყო დარჩენილი.
მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და არაფერი განახლებულა. ვმადლობ წმიდა ლუკას ჩემი ავადმყოფი ქალიშვილის, ირინას შეწევნისათვის. მხოლოდ 4 წელია, ეკლესიაში დავდივარ. მივხვდი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია ჩვენი ხსნა; იმედი გამიჩნდა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდანთა ლოცვით განკურნავს ჩემ ავადმყოფ ირინასაც" /გალინა კრივორუჩკო, ქ. თეოდოსიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძრის მრევლი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 02:53 PM
პოსტი
#66
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
განკურნება მანტიით შეხებისას
"1993 წელს, როცა სერაფიმე საროველი საზეიმოდ შეირაცხა წმიდანად, მისი საბერო მანტია გადააბრძანეს მოსკოვის უსპენსკის ტაძარში. ამ დროს მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა ერთი ქალი, ეკატერინა კრაიჟევა. მას ჰქონდა კუჭის რთული ავადმყოფობა და არ შველოდა საავადმყოფობს მრავალწლიანი მკურნალობა. ეს ავადმყოფობა მას გაუჩნდა 1886 წელს, ანუ ქალი იტანჯებოდა 17 წლის განმავლობაში. ქალს მუდმივად შეკრული ჰქონდა მუცელი, დადიოდა მოხრილი და ხშირად კარგავდა გონებას ძლიერი ტკივილებისგან. გაიგო რა ამბავი წმ. სერაფიმე საროველის მანტიის შესახებ, ის ტაძარში გაეშურა. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ის იყო ტაძართან, მაგრამ რიგში დაახლოებით ორი საათი იდგა, რათა ტაძარში შესულიყო. ხოლო როცა მიუახლოვდა ხატს, დაეცა მუხლებზე, ის რაღაც აღფრთოვანებამ მოიცვა, რომელიც დიდი ხანი არ გადიოდა. როცა ის გონს მოეგო, ემთხვია მანტიას და წამოდგა. მოულოდნელად იგრძნო მდგომარეობის შემსუბუქება. სახლში ქალი დაბრუნდა დაახლოებით დილით ხუთ საათზე. ის დაწვა დასასვენებლად, ხოლო როცა ადგა, თავს სრულებით ჯანმრთელად გრძნობდა, იმდენად, რომ თავად ვერ იჯერებდა საკუთარ გამოჯანმრთელებას. იმ დღეს მან თავი შეიკავა და არ მოუყვა თავის ახლობლებს, თუ რა შეემთხვა. ეშინოდა, არ დაბრუნებულიყო ავადმყოფობა. მაგრამ მეორე დღესაც გაგრძელდა მისი ჯანმრთელი თვითშეგრძნება. მაშინ კი მოუყვა მომხდარის შესახებ ახლობლებს და ყველამ განადიდა ქრისტე ღმერთი და მისი საოცარი წმინდანი - ღირსი სერაფიმე საროველი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 08:43 PM
პოსტი
#67
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ილია მურომელი ითლვება ხელ-ფეხისა და ხერხემლის დაავადებების მკურნალად, მასვე ევედრებიან ფიზიკური და სულიერი უძლურების დროს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 09:47 PM
პოსტი
#68
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იპატი - (XIV ს.) ღირსი იპატი მკურნალი თეოდოსის მღვიმეებში მოღვაწეობდა, ის მთელ დღეს ავადმყოფების მსახურებაში ატრებდა, ღამით კი მხურვალედ ლოცულობდა, ამავდროულად მკაცრი მარხვის ღვაწლსაც აღასრულებდა და პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევდა. ასეთი თავდადებული ღვაწლისთვის უფალმა ის კურნების ნიჭით დააჯილდოვა, ღირსი მამა ხელდასხმით კურნავდა სნეულებს და დღემდე შეეწევა მათ, ვინც სარწმუნოებით სთხოვს განკურნებას. ხსენება 13/04 (31/03)"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 12:56 PM
პოსტი
#69
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეგნატე - (1434) პეჩორის ლავრის არქიმანდრიტი. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წმინდა ცხოვრებისთვის კურნების ნიჭი მიემადლა, იკურნებოდნენ ისინიც, ვისთვისაც ღირსი მამა ლოცვას აღავლენდა, და ისინიც, ვინც მის ნალოც სეფისკვერს მიიღებდა. ღირსი ეგნატეს კანონიზაცია მოხდა XVII ს-ში. მისი ნეშტი დასვენებულია შორეულ მღვიმეებში. ცალკე ხსენება: 2/01 (20/12)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 02:00 PM
პოსტი
#70
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ათანასე დაყუდებული სიკვდილის შემდეგ სასწაულთმოქმედებით განდიდდა. [კიევ-პეჩორის] ლავრის პატერიკი მოგვითხრობს, რომ მონაზონ ბაბილას, როემლიც ფეხების ტკივილით იტანჯებოდა, ღირსმა ათანასემ ხილვაში განკურნება აღუთქვა, დილით ბაბილა მის ნეშტს მოეხვია და განიკურნა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2024, 04:28 PM
პოსტი
#71
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს ქალიშვილს ჰქონდა ძლიერი ალერგია 3 წლის წინ. მე თავადაც ვიტანჯებოდი ალერგიისგან ბავშვობაში, მაგრამ მას რაღაც საშინელება სჭირდა.
წმ. მღვდელმთავარ ლუკაზე მსმენოდა, მაგრამ როცა ყირიმში ჩავედი დასასვენებლად ზაფხულში, რატომღაც ის არ გამხსენებია. და აი, 10 ივნისს ჩემს შვილს ძლიერი ფხანა დაეწყო. ის სულ გაწითლდა, ალერგია ჰქონდა გართულების პიკურ მდგომარეობაში. შემდგომ დღეს ჩვენ ვაპირებდით ბახჩისარში ექსკურსიაზე წასვლას, მაგრამ ისე ვიყავი განერვიულებული, გადავწყვიტე, სადმე წმიდა წყაროზე წამეყვანა შვილი და იქ გამებანა, ისე ვიყავი შეწუხებული მისი ამ ალერგიით. როგორც კი გათენდა, თვალები გავახილე თუ არა - პირველი აზრი, რამაც გამიელვა - ლუკა ყირიმელი! როგორ დამავიწყდა ის?! მე და ქმარმა მოვილაპარაკეთ, შეგვეცვალა გეგმები და სიმფეროპოლში გავმგზავრებულიყავით. მივედით და რას ვხედავთ - სავსეა ხალხით! როცა ბოლოჯერ იქ ვიყავით, არავინ იყო, ახლა კი ვერ გაივლიდი. ტაძარი უკვე იკეტებოდა და ვეღარ შევძლებდით წმ. ნაწილებზე მთხვევას. მაგრამ ტაძარს შემოვუარეთ და დავინახეთ, რომ იქ კარი ღია იყო. ვიკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა შესვლა და ჩვენ გაგვატარეს - ჩვენ ვიყავით ბოლო, ვინც ემთხვია წმ. ნაწილებს, იქვე ავიღეთ წმ. ზეთი და მოვემზადეთ შინ დასაბრუნებლად. მაგრამ რატომღაც მანქანა არ დაიქოქა - მას ნაწილი ჰქონდა გატეხილი. ეს მანქანა სიმფეროპოლში იჯარით ავიღეთ. ამ მანქანით დაგეგმილ ბახჩისარში რომ გავმგზავრებულიყავით, თან სამი ბავშვით, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. აქ კი მალევე გამოგვიგზავნეს სხვა მანქანა. დავბრუნდით სასტუმროში თუ არა, ბავშვს წმ. ზეთი ვცხეთ და დიდება უფალს - რამდენიმე თვეა გასული და არც ერთხელ არ ჰქონია ალერგიის შეტევა, ანუ ის მყისიერად გაქრა. სამი წლის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა - როგორც წესი, ალერგია ბავშვს რამდენიმე დღეში ერთხელ ემართებოდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 11 ივნისს წმ. ლუკა მღვდელმთავრის ხსენების დღეა - აი, ასე თავად მოძღვარმა მიგვიწვია თავისთან. ჩვენ ძალიან გვიყვარს წმ. ლუკა და პატივს მივაგებთ მას." /მილანა იგოლკინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 25 2024, 10:15 AM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ვინმეს რომელიმე წმინდანის მიმართ განსაკუთრებული კრძალულება აქვს, ე.ი. წმინდანი მას ამა თუ იმ გზით გულში საიდუმლოდ ესაუბრა. თითოეულ ადამიანს რაღაც მოვლენა აკავშირებს იმ წმინდანთან, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. ეს მოვლენა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, შეიძლება უბრალოც. აი, მაგალითად, როცა კონიცაში ვცხოვრობდი, რადგანაც ბავშვობიდან წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში დავდიოდი, მის მიმართ დიდი კრძალულება მაქვს. წმინდა ბარბარე დამეხმარა სამხედრო სამსახურშიც, როცა კაშირგაბმულობის ნაწილში დამადგინეს მაშინ, როცა განათლება არ მქონდა მიღებული. ასევე დამეხმარა სანატორიუმშიც ფილტვების ოპერაციის მერე. მაშინ ექიმებმა მითხრეს, რომ, როგორც კი ფილტვი გაიწმინდებოდა, მაშინვე მომაშორებდნენ აპარატს, რომელსაც მილების საშუალებით ფილტვიდან წყალი გამოჰქონდა. წესით ხუთ დღეში უნდა დამთავრებულიყო სითხის ამოღება, მაგრამ ოცდახუთი დღე იყო გასული და მილები ისევ შეერთებული მქონდა, რაც ძალიან მტანჯავა. შაბათს, სამ დეკემბერს, ველოდებოდი ექიმებს, რათა ამ მოწამეობისგან გავეთავისუფლებინე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდნენ. კვირა დილით, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ჩემთვის ვთქვი: "წმინდა ბარბარეს დახმარება რომ ნდომებოდა, აქამდე უნდა დამხმარებოდა. ექიმები წასულები არიან, დღეს კვირაა და გამორიცხულია, რომ მოვიდნენ. ახლა ვინ მომაშორებს მილებს?" ამას რამდენიმე უკმაყოფილო სიტყვაც მივაყოლე: "რამდენჯერ ამინთია კანდლები წმინდა ბარბარე ტაძარში, რამდენჯერ ზეთი, კანდლის უღლები მიმიტანია, ვასუფთავებდი და ვაწესრიგებდი ეკლესიას. ახლა ორი მილი ვერ უნდა გამომიღონ?" თუმცა მერე გავიფიქრე: "როგორც ჩანს, წმინდა ბარბარე რაღაცით დავამწუხრე და ამიტომაც არ იზრუნა ჩემზე". ამ დროს მოულოდნელად ხმაური მომესმა: "რა ხდება? ვინმეს რამე შეემთხვა?" - ვქთვი გაკვირვებულმა. მითხრეს ექიმები მოვიდნენო. არ ვიცი, საავადმყოდოს დირექტორს რა მოეჩვენა, დილით ადრიანად ექიმები პალატაში შემოვიდნენ და მითხრეს: "ნაბრძანები გვაქვს, რომ მილები მოგაშოროთ". წმინდა ბარბარეს "არ ესიამოვნა" რომ დავიწუწუნე და უკმაყოფილება გამოვთქვი! ცოტა უნდა დაიწუწუნო კიდეც! თუმცა უკეთესია, არ დაიწუწუნო, რადგან ეს კეთილშობილებას გამოხატავს"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2024, 04:14 PM
პოსტი
#73
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზაფხულში მე ვიყავი სტუმრად. იყო სიცხე, უჰაერობა. მე მივეყრდენი ცივ ბატარეას - სასიამოვნო სიცივემ ორგანიზმში დამიარა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მარცხენა გვერდში, რომლითაც ვიყავი მიყრდნობილი ბატარეას, ამტკივდა. მწვავე ტკივილისგან არ ვიცოდი რა მექნა. დავიწყე მკურნალობა, მტკივან გვერდზე მატყლს, ბეწვს, ტყავს ვიდებდი, ვიუთოებდი თბილი უთოთი, ვიდებდი თბილ ხელს, მაგრამ არაფერი მშველოდა. წუთიერ შვებას ცვლიდა გულის გამაწვრილებელი ტკივილი.
გავიდა რამდენიმე წელი. ახლა სხვაგან ვიყავი სტუმრად. ჩვენ მონაცვლეობით ვკითხულობდით დაუჯდომელს ღირსი სერაფიმე საროველის მიმართ. ღვთის მადლმა გარემოგვიცვა, ჩვენ ვგრძნობდით უფლის მყოფობას: გული ენთო სიხარულისა და ნეტარებისგან. მე თითქოს ვიგრძენი ზურგს უკან ღირსი სერაფიმეს ყოფნა. მე ვხედავდი მას, მაგრამ თვალებით კი არა, არც კეფით, არამედ მთელი ჩემი სხეულით, თითქოს მთელი სხეული ერთიან ხედვად იქცა. ფიქრით მე მივმართე ღირს მამას: - მამა სერაფიმე, მხოლოდ შემეხე თითი მარცხენა გვერდზე, აი, აქ - და მე მჯერა - ის განიკურნება! მამაო, ოღონდ შემეხე! და მოულოდნელად ის თითქოს მომიახლოვდა და თავისი თითი შემახო მარჯვენა გვერზე, წელის არეში; შემდგომ თითი სხეულის შიგნითვე გაატარა მარჯვენიდან მარცხნივ. ამ მომენტში მე ვიგრძენი - განვიკურნე! ეს საოცრება იყო: მე ველოდი, რომ მარცხენა გვერდზე, მაგრამ მან დაიწყო მარჯვენა მხრიდან და თან კი არ შემეხო, არამედ თითი სხეულში, როგორც წყალში, ისე შეყო. დიდება უფალს! აზრით, შიშით ვმადლობდი და შეუწყვეტლივ ვაგრძელებდი დაუჯდომლის კითხვას, - მადლობა მამაო სერაფიმე! განკურნებიდან გავიდა დაახლოებით 15 წელი და სულ მახსოვს, თითქოს ეს იყო გუშინ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2024, 03:07 PM
პოსტი
#74
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2015 წელს საქართველოში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "მავედრებელი" - იმ ორიგინალი ხატის ასლი, რომლის წინაშეც ლოცულობდა ღირსი სერაფიმე საროველი.
მან მოიარა საქართველოს ბევრი კუთხე, მორწმუნეების სანუგეშოდ. ჟურნალისტმა ირმა ხარშილაძემ შეაგროვა მოწმობები ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ. აი, ერთ-ერთი მათგანი. ამ სასწაულის შესახებ ცნობა გაავრცელა ნატალია ციციკაშვილმა, ცხრა წლის განკურნებული გოგონას დედამ. ერთხელ ის და ბავშვი სიმღერის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდნენ და უცაბებდად გოგონა ისე ცუდად გახდა, რომ ვერ შეძლო გზის გაგძელება - მან ლამის გონება დაკარგა. მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გოგონა გადაიყვანეს გორის საავადმყოფოში. პატარა ანას არ შეეძლო სიარული. ის გამოკვლევებზე დატოვეს, თუმცა ვერავითარი შედეგი ვერ მიიღეს... ნატალია იხსენებს: "როცა ჩვენს ოჯახში დიდი განსაცდელი დგება, ჩვენ, როგორც წესი, 12 სახარების სანთელს ვანთებთ. ის ამჯერადაც ავანთეთ. მთელი ოჯახი ვლოცულობდით. ანა ვაზიარეთ ზედიზედ რამდენჯერმე და 19 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, ბავშვი ნევროპათოლოგთან წავიყვანე. ივარაუდეს, რომ მას ნეიროვირუსული ინფექცია ჰქონდა და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ თბილისში წაგვეყვანა, რადგან მხოლოდ იქ შეიძლებოდა იმ ინექციის გაკეთება, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა. ჩემი შვილი იაშვილის კლინიკაში მივიყვანეთ, სადაც შაბათ ღამით ძლიერი შეტევა დაემართა. მორიგე ექიმებს ეშინოდათ, რომ პროცესი ხელებზეც გადავიდოდა. ორშაბათს გამკლვევები უნდა დაეწყოთ. სასწაულთმოქმედი ხატი "მავედრებელი" ჩამოაბრძანეს გორში 20 დეკემბერს, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისში ვიყავით და ვერ მივედით ტაძარში მის თაყვანსაცემად. ჩემმა მეუღლემ ბავშვისთვის შეიძინა ხატის პატარა ასლი. ბავშვმა მაშინვე გაიკეთა თავსაფარი და მკერდზე მიიდო რა ხატი, დაიწყო ლოცვა. მე მაქვს ფოტოც, რომელიც საავადმყოფოში გადავიღეთ. მე და ჩემი შვილი გამუდმებით ვლოცულობდით; და აი, როცა დაიწყეს გამოკვლევები - ექიმებმა ორგანიზმში ვეღარაფერი აღმოაჩინეს - თქვეს, რომ ყველაფერი წერსრიგში იყო! აი ასე, მკუნალობის გარეშე, გაგვიშვეს სახლში. როგორც კი სახლში დავბრუნდით, მაშინვე გავეშურეთ ტაძარში, რუსული სასწაულთმოქმედი ხატისადმი თაყვანის საცემად. ის უკვე გიმნაზიასთან არსებულ წმ. გიორგის ტაძარში იყო გადაბრძანებული. ანამ თავისი ხატი მიაბრძანა ტაძარში. როგორც კი ჩვენ შევედით ტაძარში, ანა წინ წავიდა. ამ დრომდე მას სიარული არ შეეძლო. მან თავისი ხატი დედანს მიადო, დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. სწორედ მაშინ გადმოვიდა მირონი ჩვენს ხატზე. ეს იყო საოცრება! ჯერ კიდევ წინა დღეს ბავშვს არ შეეძლო კიბეზე ასლვაც კი, ახლა კი მთელი ერთი საათი პარაკლისს დაესწრო დაჩოქილი, შემდგომ წამოდგა და ნორმალურად გაიარა! ჩვენმა ხატმა დაიწყო მირონდენა. როცა ანამ გაიგო, რომ დედანი ხატი თბილისის სიონის ტაძარში გადააბრძანეს, ძალიან გვთხოვა, რომ რუსეთში მის გამგზავნრებამდე კვლავ ეცა მისთვის თაყვანი. ჟურნალისტის კითხვაზე ანამ თავად მოყვა მომხდარი: "მე ჩემი ხატი მივადე სასწაულთმოქმედ ხატს და დაჩოქილმა მთელი პარაკლისი მოვისმინე, ბოლოს კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვთხოვე: დედაო, ღვთისა, გევედრები, დაიფარე ჩვენი ოჯახი ყოველგვარი განსაცდელისა და ავადმყოფობისგან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 26 2024, 06:00 PM
პოსტი
#75
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი ლეონი მრავალ სულიერ ნიჭს ფლობდა, მათ შორის განკურნებისასაც. მასთან ბევრი ეშმაკეული მიუყვანიათ განსაკურნებლად. ეშმაკებზე გამარჯვებას ღირსმა ლეონმა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ მიაღწია, რაც საკუთარი ვნებები დაამარცხა. არავის უნახავს იგი აღშფოთებული ან განრისხებული; არავის გაუგონია მისგან დრტვინვა. სიმშვიდესა და ქრისტიანულ სიხარულს იგი არასდროს დაუტოვებია. ღირსი ლეონი მუდმივად იესოს ლოცვით იყო დაკავებული. თავის მოწაფის შეკითხვაზე, როგორ მოიპოვა მან ასეთი ნიჭი, ღირსი მამა პასუხობდა: "იცხოვრე მარტივად, ღმერთი არც შენ დაგტოვებს და მოგივლენს თავის წყალობას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 26 2024, 08:55 PM
პოსტი
#76
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ბერთან [ღირს პაისი ათონელთან] მოვიდა ათონის მთაზე არსებული სასულიერო სკოლა "ათონიადადან" ერთი ბიჭი, რომელსაც კუჭის წყლული აწუხებდა. "აქ მოდი, გეორგაკი"! - უთხრა ბერმა ბიჭს, რომელსაც არ იცნობდა, თავის კელიაში წაიყვანა, არსენი კაბადოკიელის წმინდა ნაწილებით აკურთხა და ბიჭი მორჩა - ყველაფერმა გაუარა! კუჭი ტკივილს აღარასდროს შეუწუხებია"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2024, 08:47 PM
პოსტი
#77
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მთაწმინდაზე დაბრუნებულმა მამა დანიელმა წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან თავისი ნივთები წამოიღო და ძველ ვატოპედში წავიდა. იქ ჯერ კიდევ კარგად მოწყობაც ვერ მოასწრო, რომ ნეფრიტის მწვავე შეტევები დაეწყო. ამჯერად "საწერტელი ხორცთა" ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა მამა დანიელისთვის და რამდენიმე კვირა ლოგინს მიეჯაჭვა იგი.
მონასტრის უხუცესები სიყვარულით ემსახურებოდნენ ბერს, მაგრამ უმეტესი სიყვარული და მზრუნველობა მთაწმინდის დიდმა ექიმმა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა. ვატოპედში ღვთისმშობელს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ამ მონასტრის მთავარი ტაძარი ხარების სახელზეა ნაკურთხი. აქვეა მისი სასწაულთმოქმედი ხატები, აგრეთვე - სასწაულთმოქმედი სარტყელი, რომელიც ადრე კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა. მამა დანიელსაც განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდა ყოვლადწმიდა დედოფლის მიმართ და მხურვალე ცრემლებით შესთხოვა, არ მიეტოვებინა სნეულების სარეცელზე. ეჭვიც არ შეპარვია, რომ შეწევნას მიიღებდა. და მართლაც, ყოვლადწმიდა ღვითსმშობლის დადების დღესასწაულზე (ძველი სტილით 31 აგვისტოს) ავადმყოფი მოულოდნელად განიკურნა, და თანაც ეს განკურნება იყო სრული! სასტიკ სნეულებას, რომელიც ათი წლის მანძილზე ტანჯავდა, იგი აღარასოდეს შეუწუხებია. და ნუთუ შეძლებდა, სიტყვები მოენახა, რათა ღირსეულად შეემკო ყოვლადწმიდა დედა მონაზვნებისა? "ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, უმაღლესო წმინდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნეო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხართა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო..." /არქიმანდრიტი ქერუბიმი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 21 2024, 02:36 PM
პოსტი
#78
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჯერ კიდევ დედა სერაფიმას სიცოცხლეში, როცა მისი მორჩილი ვიყავი, ძალზე მძიმე ავადმყოფობა მეწვია, სახელწოდებით სისტემური წითელი მგლურა. დაავადება იმდენად გართულდა, რომ ბევრი ორგანო ჩაითრია და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ექიმებმა პრედნიზოლონის დიდი დოზით მკურნალობა დამინიშნეს. ეს ძალზე მძიმე პრეპარატია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. რამდენიმე ოპერაციის გაკეთებაც მომიხდა. სიარული მიჭირდა. დედა სერაფიმამ მითხრა, არ იდარდო, აიღე ეს მამა ვიტალის [სიდორენკო] ჯოხი (რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო დროს იყენებდა, რადგან სიარული უჭირდა) და ბერი გატარებსო. ამის შემდეგ, მართლაც, თითქმის 10 წელი გავიდა, მე კი, მამა ვიტალის მეოხებით, ცოცხალი ვარ და გადაადგილებას ვახერხებ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა დროდადრო მეტისმეტად მირთულდება და მაშინ მამა ვიტალისა და დედა სერაფიმას შეწევნაც არ აყოვნებს. მორიგი ასეთი შემოტევისას ძილში ვიხილე, რომ ჩემს სახლში მამა ვიტალი და დედა სერაფიმა მოსულიყვნენ. ბერი სრული შესამოსელით იდგა ოთახში, სადაც მე წყლიან სათლში ვიდექი, ისინი კი მე უღირსს ფეხებს მბანდნენ. მეორე დღეს ტკივილებმა იკლო... მათი ხილვის ღირსი კიდევ ერთხელ გავხდი: მამა ვიტალი და დედა სერაფიმა ისევ ჩემს სახლში მოსულიყვნენ. დედა სერაფიმა ჩემს საწოლზე იჯდა და ბერის ცხოვრებაზე მიამბობდა. მამა ვიტალი მიუბრუნდა და ჰკითხა, ვინ არის, რომ ჩემს ცხოვრებაზე უყვებიო. დედა სერაფიმას ეცვა ჟილეტი, რომელზეც ეკერა ღილები, სადაც ადამიანების ფოტოები იყო ჩაკრული. მამა ვიტალის კითხვაზე დედა სერაფიმამ უსიტყვოდ აჩვენა ერთ-ერთი ღილი ჩემი სურათით... და ბოლოს, ჩემი მეორე დიაგნოზია არახოცკინის ლიმპომა, რაც სიმსივნეს ნიშნავს. რამდენიმე წლის წინ სპლენექტომია გამიკეთეს (ელენთა ამომკვეთეს). ამის შემდეგ, როგორც წესი, 9 თვეზე მეტხანს ვერ ცოცხლობენ, მე კი მამა ვიტალის ლოცვითა და შეწევნით, უკვე 5 წელია ცოცხალი ვარ (ჩემი უმძიმესი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დიგნოზების წერილობითი დასტურები ხელთ მაქვს, რაც ექიმების გაოცებას იწვევს). ვთვლი, რომ ეს მამა ვიტალის ლოცვითა და შეწევნით ხდება; დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი