გაშვილებულები... დაკარგულები..., როგორ მოვიქცეთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაშვილებულები... დაკარგულები..., როგორ მოვიქცეთ? |
marine |
Mar 5 2023, 02:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა ანტონიოს სასწაული
პატივისცემით - მარია კ: "ეს სასწაული შემემთხვა სამი წლის წინ, წმინდა ანტონის წყალობით. ვიცი, რომ არსებობენ ურწმუნო ადამიანები, მიკვირს მათი, რადგან რწმენამ გადამარჩინა მთელი ეს წლები, რაც დაკარგულ შვილს ვეძებდი. ვიპოვე 15 წლის. დავიბადე კორინთოში, 14 წლისას შემიყვარდა მეზობელი, თითქმის ჩემი ხნის ბიჭი. მოგვიანებით დავფეხმძიმდი, როგორც ხვდებით, ეს იყო დიდი პრობლემა - ორი მოზარდი მშობლები ვხდებოდით. ბავშვის დატოვება არც კი გვიფიქრია. მატერიალურადაც გვიჭირდა. მამამ წამიყვანა ერთ-ერთ სამშობიაროში და იქ ვიმშობიარე. არც ვიცოდი, გოგო იყო თუ ბიჭი. ფსიქოლოგიურად არ ვიყავი ისე მდგომარეობაში, რომ მეკითხა. იმაზეღა ვფიქრობდი, თუ რა დამემართა და რა მელოდებოდა წინ. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა მაღაზიაში დავიწყე. რაც დრო გადიოდა, სინანული უფრო მერეოდა და ბავშვის მამასთან გავწყვიტე ურთიერთობა. მან სწავლა გააგრძელა და გახდა ადვოკატი. მისი უკვე აღარაფერი მაინტერესებდა. ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ამ თემაზე არ ესაუბრათ, რადგან ხედავდნენ, როგორ ვდარდობდი. ჩემი ერთადერთი დარდი ჩემი შვილი იყო, მინდოდა, მცოდნოდა ცოცხალი თუ იყო და თუ იცოდა, ნაშვილები რომ იყო. გავიდა რამდენიმე წელი და მირეკავენ ერთ-ერთი ტელევიზიის ანგელიკი ნიკოლულის გადაცემიდან. აინტერესებდათ ინფორმაცია ჩემი შვილის შესახებ, რომელსაც ეძებდა ბიოლოგიური მამა, მეკითხებოდნენ, ხომ არ ვიცოდი, ვის ჰყავდა ნაშვილები ჩემი გოგონა. გამიკვირდა - რატომ გოგონა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ბიჭი გავაჩინე. ჩემი ყოფილი შეყვარებული, ჩემი შვილის მამა დაქორწინებულა, მაგრამ მის ცოლს არ შეეძლო შვილის გაჩენა, ამიტომ დაიწყო ჩემი გოგონას ძებნა. ამ ამბავმა მეტად გამიმძაფრა სინანული და ძიების გრძნობა. მამას არ უნდოდა რამე ეთქვა, დედაც დუმდა. მამშვიდებდნენ, გოგონა კარგადაა, რატომ უნდა ავურიოთ ცხოვრებაო, მაგრამ ეს პასუხი არ მაკმაყოფილებდა, ვტიროდი, ვემუდარეობდი ორივეს, ვემუქრებოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ასეთ განადგურებულს ერთმა ქალბატონმა მირჩია, სთხოვე წმინდა ანტონს და გაპოვნინებს შვილსო. მაშინვე ვიყიდე წმიდანის ხატი და ყოველ საღამოს თვალცრემლიანი ვლოცულობდი. მოხდა სასწაული, წმინდანის სახელობის სადღესასწაულო დღის წინ მქონდა ხილვა, როგორც ფილმში, ისე ვნახე მთელი ჩემი ცხოვრება და გამახსენდა მშობიარობის დღე. მაშინ სამშობიაროში მოვიდა ჩემი ბიძაშვილი სოფელ აგრინიოდან, რაღაც ჩასჩურჩულა მამაჩემს, მას გაეღიმა. ამ ხილვისთანავე წამოვხტი საწოლიდან, მივხვდი, რომ ჩემი ბიძაშვილის გოგონა ანთი, ჩემი შვილი იყო. მეორე დღესვე მეუღლემ ყველაფერი მომიყვა და დამიდასტურა, რომ ანთი ჩემი გოგონაა. მან იცოდა, რომ ნაშვილებია, მაგრამ არ იცოდა დედის ვინაობა. დღეს მან იცის, დედა ვინ არის და ამისთვის წმინდა ანტონის დიდი მადლობელი ვარ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 17 2024, 09:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ელენა ბიტიუკოვას უგზო-უკვლოდ დაეკარგა არასრულწლოვანი შვილი. დარდით გულმოკლული დედა ეძებდა მას და გულმოდგინედ ლოცულობდა მეუფე ლუკას [ვოინო-იასენეცკი] საფლავზე. და აი, ბზობის კვირის წინ დაკარგული შვილი დაბრუნდა და განაცხადა, რომ რაღაც უხილავმა ძალამ აიძულა, დედა გახსენებოდა და სახლში დაბრუნებულიყო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი