IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.

1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ.

2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია.

ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც:

ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი


და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან.

ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც.

შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი


დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით.

აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია.

აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა.

ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ.

ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა.

ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად).

კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა


დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან...

ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს?

სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865


შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას...

რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა.

ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?   Jul 13 2007, 02:33 AM
კანონისტი   ვიმეორებ: რატომ ჰქ...   Jul 18 2007, 03:52 PM
ალექსანდრე   ვიმეორებ: [b]რატომ ჰ...   Jul 18 2007, 03:54 PM
კანუდოსელი   იმიტომ რომ არ უნდა ...   Jul 18 2007, 03:55 PM
კანონისტი   კანუდოსელი ყოველ ...   Jul 18 2007, 03:56 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ყოველ ...   Jul 18 2007, 03:57 PM
ალექსანდრე   თქვენ არ გეწყინოთ ...   Jul 18 2007, 03:59 PM
კანონისტი   ალექსანდრე სანდრო...   Jul 18 2007, 04:20 PM
Sotiris   რის გამოც კინაღამ ...   Jul 18 2007, 04:31 PM
კანუდოსელი   თან თუ არ ეზიარები,...   Jul 18 2007, 05:01 PM
კანონისტი   Sotiris წინასწარმეტყვ...   Jul 18 2007, 04:32 PM
Sotiris   აგერ შეადარეთ: http://all...   Jul 18 2007, 04:43 PM
di_onise   ხოო.. კარგი იქნება ს...   Jul 18 2007, 04:54 PM
Sotiris   ხოო.. კარგი იქნება ...   Jul 18 2007, 05:17 PM
იოანა   არა, ამ ქართველები...   Jul 18 2007, 05:31 PM
Sotiris   კარგი რა სოტირის, ა...   Jul 18 2007, 05:46 PM
იოანა   სანამ ამ კითხვას დ...   Jul 18 2007, 05:54 PM
Sotiris   წავიკითხე და გავი...   Jul 18 2007, 06:04 PM
იოანა   არ არსებობს სამონ...   Jul 18 2007, 06:09 PM
Sotiris   ეგ გასაგებია და რა...   Jul 18 2007, 06:22 PM
იოანა   ზოგადად დაჯდომა რ...   Jul 18 2007, 09:13 PM
Sotiris   არ დამისკვნია, აქე...   Jul 18 2007, 09:55 PM
კანუდოსელი   ჯდომა რომ შესაძლე...   Jul 19 2007, 12:11 PM
გიორგი   აქ ჩემთვის, შენთვი...   Jul 19 2007, 12:23 PM
მნათე   ეს რომ აღმოვთქვი, ...   Jul 18 2007, 05:10 PM
კანუდოსელი   ეს რომ აღმოვთქვი, რ...   Jul 18 2007, 05:11 PM
კანონისტი   მნათე ანუ შენც ლოკ...   Jul 18 2007, 05:13 PM
catherina_10   კანუდოსელ SOTIRIS ra cinikosobaa   Jul 18 2007, 05:16 PM
კანუდოსელი   კანუდოსელ SOTIRIS ra cinikosoba...   Jul 18 2007, 05:28 PM
კანონისტი   Sotiris ..... შორის კი მოს...   Jul 18 2007, 05:23 PM
catherina_10   კაი შემეშალა ბოდიშ...   Jul 18 2007, 05:35 PM
კანუდოსელი   კაი შემეშალა ბოდი...   Jul 18 2007, 05:39 PM
di_onise   Sotiris :doh:   Jul 18 2007, 05:38 PM
მხევალი ნინო   კანონისტი სხვათა...   Jul 18 2007, 05:40 PM
იოანა   მე უსკამო ეკელსია ...   Jul 18 2007, 05:41 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ზაზა, ...   Jul 18 2007, 05:43 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ზაზა, ა...   Jul 18 2007, 05:46 PM
catherina_10   სოტირის აწი თქვენგ...   Jul 18 2007, 05:45 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ჩემს ...   Jul 18 2007, 05:47 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ჩემს ე...   Jul 18 2007, 05:49 PM
k@the   მე პირადად წირვაზე...   Jul 18 2007, 05:49 PM
Sotiris   მე პირადად წირვაზ...   Jul 18 2007, 05:56 PM
კანუდოსელი   მოკლედ როგორც ფილმ...   Jul 18 2007, 06:00 PM
გიორგი   მოკლედ როგორც კავ...   Jul 18 2007, 06:02 PM
კანუდოსელი   ეკლესიაში დაჯდომა...   Jul 18 2007, 06:05 PM
მხევალი ნინო   Sotiris შენ რამენაირა...   Jul 18 2007, 05:52 PM
კანონისტი   აღსდეგიიიიინ   Jul 18 2007, 05:53 PM
კანუდოსელი   [size=5][b]აღსდეგიიიიინ ...   Jul 18 2007, 05:55 PM
იოანა   მაგაზე მაგარი გან...   Jul 18 2007, 06:02 PM
di_onise   [size=5][b]აღსდეგიიიიინ ...   Jul 19 2007, 12:03 AM
კანონისტი   კანუდოსელი :D :D ანუ...   Jul 18 2007, 05:56 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი :D :D ანუ ...   Jul 18 2007, 05:57 PM
catherina_10   "რომელ ეკლეისაში ...   Jul 18 2007, 06:00 PM
Sotiris   "რომელ ეკლეისაში...   Jul 18 2007, 06:14 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ეს ხო...   Jul 18 2007, 06:00 PM
კანუდოსელი   ყველა იჯდა? ყველა ...   Jul 18 2007, 06:03 PM
k@the   ღმრთისმსახურების ...   Jul 18 2007, 06:03 PM
მხევალი ნინო   გიორგი ნენა, მე გ...   Jul 18 2007, 06:04 PM
გიორგი   დოგმატური ალიან ხ...   Jul 18 2007, 06:07 PM
კანუდოსელი   დაჯდომა დაუშვებელ...   Jul 18 2007, 06:07 PM
კანონისტი   აი, მაგალითად, რამდ...   Jul 18 2007, 06:06 PM
athos   :blink: :lol: :lol: :lol:   Jul 18 2007, 06:07 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი აჰა, გ...   Jul 18 2007, 06:07 PM
გიორგი   ზაზა, ნუთუ ერთი მაი...   Jul 18 2007, 06:09 PM
მხევალი ნინო   გიორგი ამ სიტყვე...   Jul 18 2007, 06:09 PM
მნათე   უხ თქვე სატანიკოსე...   Jul 18 2007, 06:09 PM
მხევალი ნინო   გიორგი გიორგი, ბო...   Jul 18 2007, 06:10 PM
გიორგი   გიორგი გიროგი, ბოლ...   Jul 18 2007, 06:12 PM
კანონისტი   მნათე გესმის ზაზა? ...   Jul 18 2007, 06:11 PM
მხევალი ნინო   კანონისტი პროვოკ...   Jul 18 2007, 06:12 PM
მნათე   ნტ, მე შეუზავებელი...   Jul 18 2007, 06:12 PM
კანონისტი   აი, მაგალითად, რამდ...   Jul 18 2007, 06:13 PM
მხევალი ნინო   ზაზა და სოტირისი შ...   Jul 18 2007, 06:13 PM
გიორგი   ზაზა და სოტირისი შ...   Jul 18 2007, 06:15 PM
მხევალი ნინო   მნათე ნწუ, სვეტლი...   Jul 18 2007, 06:14 PM
მნათე   ნწნწნწნწნნწნწნწნ...   Jul 18 2007, 06:16 PM
მხევალი ნინო   გიორგი გიო, რას ა...   Jul 18 2007, 06:19 PM
გიორგი   გიორგი გიო, რას ამ...   Jul 18 2007, 06:19 PM
Sotiris   ეს ხალხი გამაგიჟე...   Jul 18 2007, 06:28 PM
გიორგი   მართლმადიდებელი დ...   Jul 18 2007, 06:32 PM
Sotiris   თუნდაც ეგ. როგორ შე...   Jul 18 2007, 06:40 PM
k@the   კანუდოსელი და სოტი...   Jul 18 2007, 06:24 PM
გიორგი   კანუდოსელი და სოტ...   Jul 18 2007, 06:26 PM
k@the   აქ ჩემს არ ყოფნაში ...   Jul 18 2007, 06:45 PM
გიორგი   ან ნაკურთხი იყოს, მ...   Jul 18 2007, 06:48 PM
Sotiris   ან ნაკურთხი იყოს, მ...   Jul 18 2007, 06:50 PM
k@the   რატომ წამოგცვივდა...   Jul 18 2007, 06:49 PM
გიორგი   არა! სად წერია ეგ ...   Jul 18 2007, 06:53 PM
Sotiris   არა! სად წერია ეგ ...   Jul 18 2007, 06:58 PM
გიორგი   ლატერანის 85-ე "მს...   Jul 18 2007, 07:03 PM
k@the   ლატერანის 85-ე "მს...   Jul 18 2007, 07:01 PM
k@the   Sotiris ეხ, მე მეგონა შე...   Jul 18 2007, 07:05 PM
გიორგი   Sotiris ეხ, მე მეგონა შე...   Jul 18 2007, 07:07 PM
მხევალი ნინო   di_onise მეორენაირად ს...   Jul 19 2007, 09:15 AM
კანუდოსელი   di_onise მეორენაირად სუ...   Jul 19 2007, 11:20 AM
გიორგი   და სიბრძნით აღემა...   Jul 19 2007, 12:38 PM
კანონისტი   კანუდოსელი როგორ ...   Jul 19 2007, 11:31 AM
კანონისტი   კანუდოსელი სხვათა...   Jul 19 2007, 11:41 AM
catherina_10   "არსებობენ ადამი...   Jul 19 2007, 12:37 PM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 09:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი