IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ
marine
პოსტი Feb 5 2014, 02:07 PM
პოსტი #61

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ენავ იესოს ხნისა

ოცდაცამეტი ასო,
ოცდაცამეტი წლისა,
ენავ, იესოს მსგავსო, ...
ენავ, იესოს ხნისა.
ოცდაცამეტი წვეთი,
სისხლის, ცრემლის და ოფლის,
სანთლის მდუღარე ღვენთი
შიში არყოფნა–ყოფნის.
ყარსო, ლაზარე ყარსო,
კუპრი თუხთუხებს ცოდვის,
ღმერთი აღადგენს მკვდარსო,
ჰოდა, იესო მოდის,
ოცდაცამეტი წლისა,
ჯვარს შევაჭედეთ...ვაცვით...
ენას სამყაროს ხნისას,
ვსპობთ 'ყველა წესის დაცვით."
ჯვარცმულს აღდგომა ელის,
ასეა მამის ნება,
გული ოსანას მღერის,
აღსდგა...ლაზარე დგება.
ოცდაცამეტი ასო,
ოცდაცამეტი წლისა,
ენაო ქრისტეს მსგავსო,
ენავ იესოს ხნისა.

/ნანა მეფარიშვილი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2014, 05:06 PM
პოსტი #62

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"გავუფრთხილდეთ ქართულ ენას - ქართული საგალობლებივით ღვთიურად ტკბილხმოვანს, ღვთიურად სრულყოფილს. "ყოველი საიდუმლო ამა ენასა შინა დამარხულ არს!", ნუ განიკითხავთ ჩვენს პატრიარქს ამა ენითა".

/პოეტი ვაჟა ოთარაშვილი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2015, 10:35 PM
პოსტი #63

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"საქართველოში პირველად ნოეს შთამომავლობიდან იაფეტის შვილები - თუბალი და მაშუქი დასახლებულან და ჩვენს მშობლიურ ქართულ ენაზე დაუწყიათ საუბარი.

ქართული ენის დღე, ანუ როგორც საეკლესიო კალენდარშია შეტანილი, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", ყოველთვის დიდმარხვის ვნების კვირეულის წინა შაბათს, ლაზარეს შაბათს აღინიშნება, რადგან იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველებით, ქართული ენა კვლავ დაიბრუნებს სიცოცხლეს და დიდებულებას და ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს საყოველთაო სამსჯავრო ამ ენაზე მოხდება. წელს ეს დღე 4 აპრილს უწევს.

მუხრან მაჭავარიანი წერს:

"ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა,
ღმერთია, ბედისწერაა,
ზღვა როა! - იმოდენაა".

/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 33/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2015, 10:26 PM
პოსტი #64

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ხმა კატამონთან

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს,
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა,
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რა მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა,
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოვლის მთქმელო,
ყოვლის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო,
ხან – ფუნჯო ჩემო, ხან- საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ, სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყრმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ, უჭკნობს,
შენ, ხატად ქცეულს
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენო ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

/ირაკლი აბაშიძე/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2015, 01:46 PM
პოსტი #65

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ენა ქართული

ენა ქართული–
ჩვენს ძარღვებში მიმოფანტული.
ფერეიდნელი
ღირსი კაცის შემონახული
ათასი წელი...
აქეთ ტაოს და
იქეთ კლარჯელის ნატიფი ხელით.
ენა ქართული
ის ჩვენს გენში მიმოფანტული.
დღეს, საქართველოს
ფერად სახლებს
აკლია ხელი
აკლია სული
ენა ქართული –
ის,ჩვენს სისხლში მიმოფანტული!

ანა (ქალთამზე) სურმანიძე

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2015, 02:47 PM
პოსტი #66

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ა- ი სამშობლო, აი ენა ჩემი ქართული,
ბ- ნელეთს რამდენჯერ გამოხსნილი უფლის მარჯვენით,
გ- ულის ფიცარზე დაწერილი ჯვარგამართული,
დ- ღემდე ურყევად მოტანილი ქვეყნის გამჩენით.
ე- წერათ სულზე და იქ, სადაც ვერავინ შლიდა,
ვ- ისთვისაც ენა უფალივით ერთ-არსი იყო,
ზ- ვირთად შეკრული საუნჯეა უხსოვარ დღიდან,
თ- აობებს, ჩვენი არსობისთვის წყალობა გვიყო.
ი- კვირტებოდა,მატეანეს ჩუქურთმად კრავდა,
კ- ედლებს ტაძრისას გვიხატავდა, გვიზრდიდა რწმენას,
ლ- ითონჩამოქნილს შემოქმედად თვით ღმერთი ჰყავდა,
მ- ირონდადენილ საჩუქურთმე ღმერთების ენას.
ნ- უგეშად ქმნილი, წმიდანებმა დაატკბეს მადლით,
ო- ი, უფალო,შენ ქართველი ხომ არ ხარ ნეტავ???
პ- ურის და ღვინის საბარძიმე სიწმიდეს გადრით,
ჟ- ღურტულის ენავ,შენს ქებას და დიდებას ვბედავ.
რ- ამდენჯერ ცადეს,ვერ შეგცვალეს,ვერ ჩაკლეს შენში,
ს- ული და ფეთქვა გიმძლავრებდა მადლიან ლოცვებს,
ტ- კივილითა და სისხლით გწერდნენ ქვასა თუ ხეში,
უ- ღმერთოდ მყოფნი, ასო-ასო გაჭრიდნენ ხორცებს.
ფ- არნავაზ მეფის ხილვა თუ ხარ თავად უფლისგან,
ქ- ართულო ჩემო,საოცნებო გაქვს სიტყვის წყობა,
ღ- მერთმა რამდენჯერ გამოგიხსნა მძიმე უღლისგან,
ყ- მუოდა მტერი, შენ შესძელი სიკეთით გმობა.
შ- ენშია ჩემო, საიდულმო, აწ დამარხული,
ჩ- ვეული თმენით დაელოდე მეორედ მოსვლას,
ც- ისა და მიწის სიწმინდე ხარ,თვალდანახული,
ძ- ვალსა და რბილში რომ დაუვლი სათქმელად მგოსანს.
წ- მიდაო ენავ, გალობის და ლოცვის სადარო,
ჭ- ირის დღეებში უფრო მეტად გიჭრიდა თვალი,
ხ- ვალის იმედად,მამულისთვის ნაჭედო ფარო,
ჯ- ვარი გეწეროს საუკუნოდ გეწეროს ჯვარი.
ჰ- ერიო ენავ, შენ სამყაროს შეაზანზარებ,
უფლის- მოსვლისას წამოდექი ფეხზე ლაზარე.

ნანა მეფარიშვილი

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2015, 09:00 PM
პოსტი #67

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ენა და სამება

სადღაც წამიყვანა,
სულ სხვა რამ მითხრა,
ენით ვერ აღწერს ვერცერთი ენა.
მხოლოდ ქართულმა, ზეცაში აიყვანა სამივე რითმა
და განუწესა ყველას თავისი - მარცვალი -ბგერა.

...და ამეტყუელდა დიდებით გასანთლული.

"და იყო სიტყვა" და იყო ღმერთი!
ანბანთაგება ამა ენისა იწყება ძირძველი ასომთავრულით.

...და ამეტყუელდა ენითა ამით ყოველი სული-
-უკვე სხეულში დატყვევებული ‘’მშვიდობის ზავით’’.

თანდათან დაჭკნა კაცის სხეული,
(ცოდნას ივიწყებს გამყარებული)
პირველი რითმა უკვე სნეული - უცხო მუსიკას შეყვარებული.

და გაქრა ცოდნა ჭეშმარიტების,
სამოთხის სიბრძნეს ტაბუ დაადეს,
მაგრამ სულმა და პირველმა რითმამ საეკლესიო ბგერა ააგეს,
-ბგერა ნუსხური,
( ხუცესთა განსჯა)
(პასუხი კითხვაზე) - რად დაისაჯა?...

-არქივი ისტორიის ყოველთა დღეთა,
ვით დიდი მცხეთის სვეტიცხოველი,
სახლი მეფეთა,
ძახილი ძეთა,
დედა ბიბლია – წიგნის მშობელი.

სუფთა წყაროთა სუფთა დინებით,
(სიტყვა უფლისა - სიცოცხლის ზარი)
წმიდა სამებამ თვისი დიდებით
რითმებს არგუნა მცველად "მხედარი"

დიდება უფალს! რადგან გასამდა
და ყოველივე ქართულ ენაში.
დიდება უფალს! რადგან ამღერდა-
-სამივე რითმა საქართველოში.

აღსდექ საქართველოვ!
წმიდაო გიორგი!
აღსდექ მამათა წმიდა სულებო!
ხეხილი დარგეთ,
ბაღი განაშენეთ,
თვით ედემიდან წამოსულებო!!!

გიორგი (გოჩა) რევაზიშვილი 2000 წ აშშ. ნიუ-იორკი.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2015, 07:35 PM
პოსტი #68

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"14 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პრიველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "სახელმწიფო ენა საუნივერსიტეტო კურსებსა და სახელმძღვანელოებიში".

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

მან სრულიად საქართველოს მიულოცა სადღესასწაულო თარიღი და მოკლედ მიმოიხილა ქართული ენის მდგომარეობა რუსული ოკუპაციის პერიოდში, როდესაც ქართულმა ენამ დაკარგა სახელწმიფოებრივი სტატუსი და გადაიქცა ე.წ. "საშინაო ენად".

/"საპატრიარქოს უწყებანის" დანართი, N16, 2015/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2015, 11:06 PM
პოსტი #69

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

პოსტი Jul 22 2015, 07:02 PM
პოსტი #70

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"გადამწერლობა ძველ საქართველოში ხელობად ითვლებოდა. იწერებოდა ძირითადად ტყავზე (საქართველოში მას ადგილობრივ ამზადებდნენ ხბოს ან ბატკნის ტყავისგან)"

/"ლამპარი" N2, 2015, გვ. 18/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2015, 10:53 AM
პოსტი #71

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

ხატი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“

/FB/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2015, 03:46 PM
პოსტი #72

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მრავალსაუკუნოვანი ქართული ენა ქართველთა მეობის (ქართველური იდენტობის) საფუძველთა საფუძველია, მართლმადიდებლობა კი ქართველობის გვირგვინის - ქართული ცნობიერების - ჩამომძერწავია.
p.s. მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიონი ქართველია; ამათგან 4 მილიონი მუსლიმანია. მე დიდ პატივს ვცემ წინა თაობებისა თუ დღევანდელ მუსლიმან ქართველებს, რომელთაც დედაენის შენარჩუნებით ქართველობა შეინარჩუნეს. გამუსლიმანებულმა ქართველებმა ქართველური მეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას დიდი შინაგანი ძალა შეალიეს, შესაბამისად, ნაკლები ენერგია დაუთმეს ქართულენოვანი მუსლიმანური კულტურის შექმნას.

/ტარიელ ფუტკარაძე/
/FB/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2015, 09:21 PM
პოსტი #73

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"[დავით გურამიშვილმა] მშობლიურ შემოგარენსა და ქართულ, დინჯ, დარბაისლურ საუბარს დანატრებულმა, უცხო მიწაზე ქართული ენა აღმერთა და ეროვნული პოეზიის ლირიკული შედევრები შექმნა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 373/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2015, 01:16 PM
პოსტი #74

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ქართული სიტყვა დავით გურამიშვილისათვის იგივე საქართველოა. ამიტომაც ქართული სიტყვა, ენის ფენომენი მის შემოქმედებაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს. იგი ქართულ სიტყვას ისე ხელშესახებად განიცდის, როგორც ცოცხალ, საყვარელ არსებას"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 402/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2015, 01:37 PM
პოსტი #75

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ქართული სიტყვის მადლის ზეცის თავანამდე ამტყორცნი"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 423/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2015, 12:38 PM
პოსტი #76

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა დემოგრაფიული დარგის სპეციალისტებთან და ისინი ამბობენ, რომ უცხოეთში წასული ქართველების გადაგვარება უკვე მეორე თაობიდან იწყება! ხშირ შემთხვევაში უკვე მეორე თაობა ვეღარ ლაპარაკობს ქართულად. გვახსოვდეს, ქართული ენა - ესაა ჩვენი ოქროს ზღუდე და მას სათუთად უნდა გავუფრთხილდეთ!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2015, 08:24 PM
პოსტი #77

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მშობლიურ ენას, იოანე ზოსიმესავით, მან [ირაკლი აბაშიძემ] უპოვა თვისება მჟღერადი სიმისა, ამ სიმს მძლავრად ჩამოჰკრა ხელი, შეარხია, სმენად საამოდ ამჟრჟოლი ხმა გამოაცემინა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 497/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2015, 09:15 PM
პოსტი #78

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მშობლიური სიტყვის ეშხი, ლაზათი, ფერი, გემო, სუნი, ჯავარი"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 504/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2015, 04:13 PM
პოსტი #79

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„1978 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა. ეს მუხლი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1921 წელს შევიდა. ბოლშევიკებმა მისი ამოღება ვერ გაბედეს მაშინ, როცა საქართველო დაიპყრეს - შეეშინდათ ხალხისა. ახლა კი მოსკოვში რატომღაც ეგონათ, რომ ქართველ კაცს გულზე აღარ მოხვდებოდა ენის წართმევა. 1978 წლის 14 აპრილს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია. მოსკოვი იძულებული გახდა, უკან წაეღო თავისი უგუნური მოთხოვნა“.

/ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული
„კარიბჭე“ N17, 2015, გვ.19/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2015, 04:00 PM
პოსტი #80

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

20 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი და ადგილზე მომუშავე ექსპედიცია მოინახულა.

ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა - ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი, 20 აგვისტო, 2015 წელი

/FB/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 10:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი