IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტრაგედია თბილისში :(
marine
პოსტი Jun 15 2015, 07:48 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, ყველას მოგეხსენებათ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ sad.gif

გთხოვთ, ყველამ ლოცვებში მოვიხსენიოთ გარდაცვლილთა სულები და დავფიქრდეთ, თუ რატომ მოხდა ეს უბედურება ჩვენს თავს...


"- ჩვენ თუ ღმერთი დავკარგეთ, ნურაფრით ვიქნებით უკმაყოფილო. უბედურებამ ყველას კარზე მოაკაკუნა"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

"უნდა იყოს გათვალისწინებული ის რაც მოხდა და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა"

/ილია II/

"ყველას შეეშინდა მიწისძვრისა, მე კი შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზისა".

/წმ. იოანე ოქროპირი/




IPB-ს სურათი


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2015, 10:51 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წუხელ გოგონა წყალმა წაიღო,
არ ჩანდა ღმერთი და კაცი ბჭობდა,
ასეთი ცოდვა ნეტავ რა იყო,
რადგან საუბარს დუმილი სჯობდა...

ღიმილით წვიმას უშვერდა ხელებს,
ზურგშექცეული ღმერთის ამარა,
ცამ, მოვარდნილი ნიაღვრის მერე,
ქალაქის თავზე დაასამარა...

თვალები ჭამდა ნაცრისფერ ქვიშას,
შეშინებული გარბოდნენ მგლები,
ღმერთმა დატოვა კუთვნილი ნიშა
და ადამიანს მისივე ნებით

მისცა ველური მხეცთა ბუნება,
განსჯის და ბჭობის, ბჭობის და განსჯის,
მაგრამ ვინც შენ არ გემსახურება,
ნუთუ ასეთი სიმკაცრით დასჯი...

მაშინ გვქონია ბევრი საერთო,
წყალმა ჩამიქრო ჭიაკოკონა,
რადგან ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,
წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა...

/მამა პეტრე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 10:23 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 10:35 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სტიქიისას დაღუპული გოგონას-ინდირა ზარანდიას ჩანაწერებიდან

- პარადოქსია ჩვენს დროში, რომ გვაქვს უფრო მაღალი შენობები, მაგრამ ვართ ნაკლებად ტოლერანტულები, გვაქვს უფრო ფართო გზები, მაგრამ ვიწრო თვალთახედვა.

ვხარჯავთ მეტს, ვიღებთ ნაკლებს, ვყიდულებთ მეტს, გვიხარია ნაკლებად. გვაქვს უფრო დიდი სახლები, მაგრამ უფრო პატარა ოჯახები, ვართ უკეთესად კეთილმოწყობილები, მაგრამ გვაქვს ნაკლები დრო. გვაქვს უფრო მეტი ცოდნა, მაგრამ ვართ ნაკლებად გონიერები, გვყავს მეტი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს მეტი პრობლემა, გვაქვს უკეთესი მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.

ვსვამთ ძალიან ბევრს, ვეწევით ძალიან ბევრს, დროს დაუფიქრებლად ვხარჯავთ, ვიცინით ძალიან ცოტას, ავტომობილებს ვმართავთ ძალიან სწრაფად, ვბრაზდებით იოლად, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ვკითხულობთ ძალიან ცოტას, ძალიან ბევრს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ ძალიან იშვითად. გავზარდეთ ჩვენი ქონება, მარამ შევამცირეთ ჩვენი ღირებულებები. ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად.

ვისწავლეთ, როგორ ვიარსებოთ, მაგრამ არა როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ სიცოცხლეს ვამატებთ წლებს, მაგრამ არა წლებს - სიცოცხლეს. ჩვენ შევძელით მთვარეზე გაფრენა და უკან დაბრუნება, მაგრამ გვიჭირს ქუჩის გადაკვეთა და ახალი მეზობლის გაცნობა. ჩვენ დავიპყარით გარესამყარო, მაგრამ შინაგანი სამყარო ვერა.

ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, მაგრამ არა უკეთესს საქმეებს. ჩვენ გავწმინდეთ ჰაერი, მაგრამ დავიბინძურეთ სული. ვწერთ მეტს, ვსწავლობთ ნაკლებს. ვგეგმავთ ბევრს, ვაღწევთ ნაკლებს. ვისწავლეთ მიტოვება და გამოქცევა, მაგრამ არა ლოდინი. ჩვენ ვქმნით მეტ კომპიუტერს, მაგრამ გვაქვს უფრო და უფრო ნაკლები კომუნიკაცია.

ეს არის დრო სწრაფი კვების და ცუდი მონელების, დიდი თანამდებობის მქონეების, მაგრამ ნაკლებად ღირსეულების. დღეს არის დრო სწრაფი მოგების და ნაკლები ურთიერთოების. დრო გაზრდილი შემოსავლებიი და განქორწინებების გაზრდილი რიცხვის. ლამაზი სახლების და განადგურებული ოჯახების.

ეს არის დრო მანძილის მალე დაფარვისა, სარეკლამო მორალისა, ერთღამიანი ურთიერთობებისა, ჭარბწონიანი სხეულების და ტაბლეტების, რომლებსაც მოვყავართ ხასიათზე, გვამშვიდებენ და გვკლავენ.

ეს არის დრო, როცა ტექნოლოგიას შეუძლია მოიტანოს ეს წერილი თქვენამდე, და დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მისი გაანალიზება, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს "Delete"
დაიმახსოვრეთ,რომ უნდა გაატაროთ დრო მათთან ვინც გიყვართ, რადგან მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან. თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ - ეს ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ცენტიც არ დაგიჯდებათ...

ინდი ზარანდია


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 11:34 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გლოვა არ ნიშნავს სახის ჩამოხოკვას და ძაძების შემოსვას.გლოვაა როცა მღერი და შეწყვეტ,ცეკვავ და შეწყვეტ,ხატავ და შეწყვეტ,ოღონდ დროებით....რომ ისევ იმღერო მათთვის ვინც დაიღუპა,იცეკვო მათთვის ვინც დაიღუპა,დახატო მათთვის ვინც დაიღუპა.

/ანტონ გაგუა/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 02:46 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაც მწუხარება არ არის, არც გადარჩენაა"

/წმ. სერაფიმე საროველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 09:14 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაგვიცევ და გვიხსენ ჩუენ წვიმისაგან ღუართასა, რომელი ცოდვათა ჩუენთა მიერ მოიწევის ჩვენ ზედა "

/კონდაკი 4. დაუჯდომელი ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა - პურთათვის სიუხვისმომნიჭებელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი Jun 17 2015, 10:52 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ნეტავ რატომ მოხდა? (ღვრთის ნებას ვგულისხმობ)... და რატომ მაინდამაინც თბილისსში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2015, 01:50 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Zukazuka314 @ Jun 17 2015, 11:52 PM) *

ნეტავ რატომ მოხდა? (ღვრთის ნებას ვგულისხმობ)... და რატომ მაინდამაინც თბილისსში?


ერი რომ მძიმე, უფლის განმარისხებელ ცოდვებშია ჩაფლული, იმიტომ მოხდა და პლიუს ამას, სანამ გვერდით გვეყოლება ისეთი "ქრისტიანები" ყოველგვარ უზნეობასა და გარყვნილებას რომ მხარს უჭერენ, ეს ტრაგედია მონაგონი იქნება, ისეთი რამ მოგველის სასჯელად... ბიბლია წაიკითხე, ზუკა და ასეთი შეკითხვები აღარ დაგებადება...


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 18 2015, 04:16 PM
პოსტი #10


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მამა პეტრე: ვინც თვლის, რომ ღმერთმა შური იძია, ის შორსაა მართლმადიდებლობისგან


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2015, 04:48 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ის არის ახლოს მართლმადიდებლობასთან ვინც ბიბლიას და შესაბამისად უფლის სიტყვებს ენდობა...



"ხშირად მრავალთაგან მესმის, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და უეჭველად გადაარჩენს ყველას. ის, რომ გეჰენია იქნება, ვფიქრობ საკმარისად დამაჯერებლად დავამტკიცეთ, როცა წარმოვიდგინეთ წარღვნა, სხვა ადრინდელი უბედურებები და ავღნიშნეთ, რომ მათი შემოქმედი ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს ამჟამინდელ ცოდვილებსაც. თუ მან დასაჯა ისინი, ვინც სჯულის მიცემამდე სცოდავდა, უეჭველად დასჯის მადლით შემოსილთ, რომლებმაც უფრო მძიმედ დააშავეს.
შეიძლება მითხრა: საჭიროა მხოლოდ მუქარა და არა დასჯა. ნინეველებს, რომ სცოდნოდათ: მათთვის დაწესებული სასჯელი მარტოოდენ მუქარა იყო, არ შეინანებდნენ.გინდა, ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელი მუქარა იყოს და სხვა არაფერი? ეს შენზეა დამოკიდებული გამოსწორდი და სასჯელიც მუქარად დარჩება. თუ მას არად ჩააგდებ, ნუ იყოფინ - მაშინ საქმით იწვნევ. წარღვნამდე მცხოვრებთ მუქარის რომ შეშინებოდათ, იგი სინამდვილედ არ ექცეოდათ."

წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

მე-3 საუბარი ფილიმონის მიმართ ეპისტოლეზე


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2015, 09:32 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ღმერთმა აცხოვნოს მიცვალებულები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2015, 11:03 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


მამის ლოცვა
(ივლიტას მამას...)
***
მამას დაჰკარგვია შვილი,
სატრფოს დაჰკარგვია ცოლი,
გასწყდა მარგალიტის მძივი,
გასძვრა ჯვარ_ნაწერი რგოლი.

სცივათ ტან_გადაჭრილ ვერხვებს,
სხივი დასცემია ოლარს,
ძალა გამოსცლიათ ფეხებს,
ქუჩებს ცოდვის წვიმა თქორავს.

ცისკრის შეწყვეტილა ლოცვა,
ცრემლი ეცემოდა კაბას,
წმიდა ანგელოზი როცა,
შვილის უყვებოდა ამბავს.

მიწად საფლავები დუღდა,
დილას ეცლებოდა ბინდი,
მამა_ტკივილისგან სწუხდა,
მოძღვარს_სახე ჰქონდა მშვიდი.

მეხმა გასტეხაო წამით,
თავად შეუდგაო ღმერთი,
მამას დაჰკარგვია ღამით,
მძივზე მარგალიტი ერთი.

ზეცამ აარიდა თვალი,
მშობლის სულისშემძრელ მზერას.
წყალმა მოსტაცაო ქალი,
სატრფოც ვერ გახდაო ვერას.

ქარი მოვარდნილა მწუხრზე,
მეწყერს მოუშლია ერდო,
მამა შემდგარიყო მუხლზე,
მხარზე ქრისტეს ხელი ედო.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 3 2016, 07:56 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აუფ, მოუნელებელი ტრაგედიაა : (
გახედვა არ მინდა ზოოპარისკენ!



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 23 2016, 10:48 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მხევალი ნინო
საშინელება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2018, 03:33 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



sad.gif დღეს ტრაგედიის მომსწრე გავხდი... ჩვენ ტაძარში მოასვენეს რიკოთის გვირაბთან ავარიაში დაღუპული ექვსი მიცვალებული, მათ შორის ორი პატარა ბავშვი... sad.gif ეს ისეთი დამთრგუნველი იყო, რომ სიტყვები ვერ გადმოსცემს... მიცვალებულებს სახეები დასისხლიანებულ-დასახიჩრებული ჰქონდათ... ახალგაზრდა დედა და პატარა ბავშვი ერთ ჩასასვენებელში იწვნენ... მოკლედ ეს იყო ტრაგედაზე მეტი... sad.gif მე არ ვიცი მათი ოჯახის წევრების რა ფსიქიკამ უნდა გაუძლოს ამხელა ტკივილს... sad.gif არ ვიცი ვინ იყო მათი, ერთი ახალგაზრდა კაცი, მწუხარებისგან გულშეღონებული, ცუდად გახდა და გარეთ გაიყვანეს, ტაძრის ეზოში დააჯინეს სკამზე... sad.gif

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები... ღმერთმა გადაატანინოს ახლობლებს მათთან განშორება...

მაპატიეთ, თუ დაგამძიმეთ, მაგრამ შეძრული ვარ... sad.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2019, 07:22 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,508
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველ დღე ისეთი საშინელება ხდება, გასული დღის ტრაგედიას გავიწყებს".

/მამა დავითი (ოქრუაშვილი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th February 2019 - 02:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი