IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
შოთაძე
პოსტი Oct 5 2007, 03:18 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

...
მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც.

სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება.

ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება.

სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია.

ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს.

ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება.

ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ...

მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა.

ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან.

ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის.

ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...

სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია...

ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს...

"ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..."


მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"
№ 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Homo Faber
პოსტი Oct 5 2007, 04:32 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 22-May 07
წევრი № 1,988



shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif


--------------------
ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Oct 5 2007, 10:04 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...



თეოდორე გიგნაძესნაირი ჭკვიანი და ღრმად მოაზროვნე კაცი თითზე ჩამოსათვლელია ვინც მე შემხვედრია, აქ რა წერია ეგ რომ გაიგო მანამდე ბევრი რამე უნდა გქონდეს წაკითხული და გაგებული, ყველასთვის არ წერია ეს...

ზრდილობა იხმარე წერისას, ბოდვა რომელი ნაწერია მაგას ყველა წაიკიტხავს


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Oct 5 2007, 10:54 AM
პოსტი #4


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



Homo Faber
ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...


მამა თეოდორე გიგნაზე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საკმაოდ განათლებული და კარგად მოაზროვნე. ამიტომ არ გაქვს მასზე იმის თქმის უფლება რომ "ბოდავს". თან გაითვალისწინე რომ ის სასულიერო პირია.

თუ უკეთესი რამის თქმა შენ შეგიძლია გისმენთ...


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 5 2007, 11:49 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



Homo Faber
ამისთვის წესების მიხედვით გაფრთხილება მინიმუმ გეკუთვნის smile.gifგაითვალისწინე აწი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 5 2007, 12:33 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Homo Faber
შემთხვევით ხომ არ გავიწყდება, რომ მართლმადიდებლური ფორუმზე ხარ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 5 2007, 12:36 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს


არგუმენტები ვერ დავინახე, რამაც თავის მხრივ შენი პოსტი აქცია უზარმაზარ ბოდვად... yes.gif

თავს სულელურ მდგომარეობაშI ნუღა ჩაიგდებ....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 5 2007, 12:48 PM
პოსტი #8


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



Homo Faber
სამწუხაროდ შენ ბოდავ mad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Oct 5 2007, 01:16 PM
პოსტი #9


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ძალიან საინტერესო ნააზრევია. ასეთ ნაშრომს არ შეიძლება ბოდვა ეწოდოს. მე ძალიან მიყვარს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები, რომელსაც რადიო ივერიის საშუალებით ხშირად ვუსმენ ხოლმე. მამა თეოდორე ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ისეთ თემებზე, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს ეხება და ცდილობს ჩვენც დაგვანახოს ისინი, რათა ერთობლივად აღმოვფხვრათ.


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2007, 01:28 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(shota_shotadze @ Oct 5 2007, 03:18 AM) *

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...



სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ რა ქნას ეკლესიამ როცა მაგალითად სკოლებში, ბოროტ ძალთა გამოისობით, აღარ ისწავლება რელიგია, უქმდება სალოცავები.. ხატი მხოლოდ უბრალო ატრიბუტადაა ჩათვლილი და მხოლოდ ღონიძიების შემთხვევაში უნდა იქნას სკოლაში შეტანილი.. მალე ალბათ ბავშვებს აუკრძალავენ ყელზე ჯვრის ტარებას..

რა ქნას ეკლესიამ როცა ასე ებრძვიან?? sad.gif რა ქნას როცა არ აძლევენ ამ ყველაფრის შესაძლებლობას რაც ზემოთაა ჩამოწერილი?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 5 2007, 01:39 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

საღვთისმეტყველო გაზრებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეს აგრესია იმის ბრალია რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს აღარ ვცემთ, გვინდა ყოველთვის ყველგან ყველაფერში გვეთანხმებოდნენ, აღარ ვითვალისწინებთ სხვის აზრს, ელემენტარული მოთმინება არ გაგვაჩნია.. sad.gif
ამ ბოლო დროს მოთმინება არც მე მყოფნის, როცა ვხედავ რომ რაღაც სისულელეს დააბრეხვებენ.. თან როგორს იცით? რაც აშკარად და თვალნათლივ ცხადია, რაც თეთრია, მაგრამ მაინც რო იძახიან შავიაო... ასეთ დროს სულგრძელი და მომთმენი უნდა იყო... მაგრამ მე აღარ შემიძლია, ალბათ გადავიღალე.... რა ბედნიერები არიან ისინი, ვინ მონასტერში მიდიან სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად... rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
babykido1
პოსტი Oct 5 2007, 02:53 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 784



Homo Faber
ამ საქციელით შენ არა მამა თეოდორეს მიაყენე შეურაცხყოფა, არამედ ნებით თუ უნებლიეთ თავად ღმერთს შეეხე, იმიტომ რომ ეს არა უბრალოდ რიგითი პიროვნების აზრია, არამედ ეკლესიის (მის ერთგულ მსახურთა) პირით თავად ღვთის სიტყვა ითქმება. წმიდა წერილიდან შეგახსენებ ამის შესახებ:

"რამეთუ სახარება ჩვენი თქვენდა მომართ იყო არა მარტო სიტყვით, არამედ ძალით და სულით წმიდითა" (თეს. 1:5)

ამავე დროს, უფალი შეურაცხყოფილი ვერანაირად ვერ იქნება. ის თავად ღმერთია და უბრალოდ ვერ მიადგება შეურაცხყოფა. ამიტომ ყოველი ასეთი ადამიანი თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას.

ამდენს იმიტომ გიწერ, რომ იმედი მაქვს ეს გაუცნობიერებლად მოხდა და ჩაუღრმავდები. რათქმა უნდა არჩევანი შენია და არავინ გიზღუდავს. უფალი გულის კართან დგას და თავმდაბლურად რეკს.. ძალით მადლი არ არსებობს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 5 2007, 03:04 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



Homo Faber
მეგობარო,ისეთ ადამიანზე დაწერე ჩემი დაცვა მას არ ჭირდება და არც უნდა ვბედავდე,მაგრამ სანამ ასე ხელაღებით ვინმეზე ისაუბრებ, ჯერ გაიკითხ გამოიკითხე (თუ არ გსმენია მასზე) იქნებ ვინმე საპატივცემულო პირია?! თუ დაინტერესდები და გაეცნობი მის ქადაგებებს და ნარკვევ-ნაშრომებს ბევრ საინტერესოს და მანამდე გაუგონარს აღმოაჩენ!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 5 2007, 10:53 PM
პოსტი #14


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(Homo Faber @ Oct 5 2007, 04:32 AM) *


ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif


იქნებ დაასაბუთო რატომ არის ბოდვა? არ მესმის რატომ შეილება სასულიერო ადამიანის ნაშრომი იყოს ბოდვა, მაშინ ჩვენი ნაშრომი რა უნდა იყოს? მემგონი არც გაქვს კარგად წაკითხული და გააზრებული ეს თემა თორე არ დაწერდი იმას რაც დაწერე.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 5 2007, 11:29 PM
პოსტი #15


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



ეს რა მესმის sad.gif

მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 5 2007, 11:31 PM
პოსტი #16


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(სერგი @ Oct 5 2007, 11:29 PM) *

მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია

შეგიდძლია ეს დისკი დადო ფორუმზე?
წინასწარ გიხდი მადლობას. smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 5 2007, 11:35 PM
პოსტი #17


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Homo Faber @ Oct 5 2007, 04:32 AM) *

shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif


ჩემი კომენტარის გაკეთებას აღარ აქვს აზრი... იწნა პოსტებს ვიზიარებ და უბრალოდ მინდა გითხრა რომ სასულიერო პირებთან როდესაც გვაქვს საქმე და ვუწოდებთ მის ქადაგებას "ბოდვას" მაშინ ჩვენ ხმა არ გვაქვს ამოსაღები...

მამა თეოდორე არის ძალიან განათლებული და მცოდნე ადამიანი. მისი ქადაგებები წაკითხული ან მოსმენილი რომ გქონდეს ამას აღარ იტყოდი... smile.gif

ციტატა
მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია


გეთანხმები... მართლაც არაჩვეულებრივი მქადაგებელია..

პ.ს მერე,როცა აღარ დაგჭირდებათ მაგ დისკებს ხომ მათხოვებთ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 5 2007, 11:38 PM
პოსტი #18


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია smile.gif

ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ

http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 5 2007, 11:57 PM
პოსტი #19


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(სერგი @ Oct 5 2007, 11:38 PM) *

ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია smile.gif

ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ

http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html


დიდი მადლობა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 5 2007, 11:58 PM
პოსტი #20


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



მოკლედ ეხლა აქ დაგიდებთ ქადაგებების სარჩევს რათქმაუნდა დეკანოზ თეოდორეს ქადაგებებისას. და რომელიმე თემა ამოირჩიეთ ხოლო მე ზომებს ვნახავ მანამდე და ვნახოდ თუ შევძელი ატვირთვა აგიტვირთავთ მთელი ღამეც რომ დამჭირდეს


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 10:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი