IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა მამათა ნაშრომები ქალ-ვაჟურ სიყვარულთან დაკავშირებით
shota-rustavi
პოსტი Jan 9 2008, 12:43 AM
პოსტი #1


B A J O
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,602



მაინტერესებს თუ არის წმიდა მამათა ნაშრომები ქალ-ვაჟის სიყვარულთან დაკავშიებით

თუ გაქვთ რამე ნაშრომი, წმიდა მამების ამ თემასთან დაკავშირებით მომაწოდეთ ... ძალიან მჭირდება ...


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
რუსთავიდან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 9 2008, 12:56 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(shota-rustavi @ Jan 8 2008, 11:43 PM) *

მაინტერესებს თუ არის წმიდა მამათა ნაშრომები ქალ-ვაჟის სიყვარულთან დაკავშიებით (ქორწინებამდე)

არსებობს ქალ-ვაჟურ სიყვარულთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ჩანაწერები, მაგრამ ასე ცალსახად გამოყოფილი, რომ მხოლოდ ქორიწინებამდე არ შემხვედრია. rolleyes.gif

საერთოდ ამ კუთხით ყველაზე საინტერესოა (რაც მე ვიცი) მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელი - სიყვარულის საიდუმლო (საუბარი ქრისტეანულ ქორწინებაზე) (შედი ამ ლინკზე yes.gif ) მანდ ბევრი საინტერესო რამეა მოთხრობილი საერთოდ სიყვარულზე და ქორწინებაზე, ნაწილობრივ ქორწინებამდელი სიყვარულის ასპექტებიცაა განხილული.

აქ თანდათანობით ჩამოვწერ საინტერესო ადგილებს ზემოთხსენებული ჩანაწერიდან:

ციტატა
როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.

ჩემი აზრით, საერთოდ ამოუცნობია თუ როგორ და საიდან იწყება ქალ-ვაჟური სიყვარული... რადგან შეყვარებული შეიძლება გარეგნულად არც ყველაზე ლამაზი იყოს, არც ყველაზე ჭკვიანი, არც ყველაზე განათლებული და არც რაიმე ძალზედ გამორჩეული თვისების მატარებელი, რითაც ყველაზე აღმატებული იქნებოდა, მაგრამ როგორც ანტონ სუროჟელი ამბობს შეყვარებულს მაინც ხიბლავს ერთი რომელიმე ადამიანი და დარწმუნებულია მის მშვენიერებაში, თუმცა ეს სიბრმავე არაა, ეს არის ძალიან რეალური დამოკიდებულება, რადგან შეყვარებული ადამიანი მოტყუებული კი არ არის, მან ზუსტად იცის თავისი შეყვარებულის ცუდი მხარეები, მაგრამ არ ამახვილებს მასზე ყურადღებას, არ სურს განკითხვა და მზადაა ყველაფერი გასწიროს მისთვის, მიტროპოლიტი ამას "ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულებას" და "სიყვარულის ნამდვილ დასაწყისს" უწოდებს. საერთოდ ქალ-ვაჟური სიყვარულიც ჩვეულებრივი სიყვარულია და ძალიან ადამიანური ურთიერთობებიდან და ურთიერთგაგებიდან იწყება, როდესაც გრძნობ, რომ ადამიანი ძალიან ახლობელი გახდა შენთვის, მზად ხარ რომ ნებისმიერი რაიმე აპატიო, არ განიკითხო, ნერვიულობ და განიცდი მის რთულ მდგომარეობას, მასზე ფიქრი სიამოვნებას განიჭებს და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს.

ციტატა
ეს შეეხება ქორწინებას ყველანაირ მიმართებაში, არა მარტო გრძნობების, არა მარტო ფიქრთა ერთობას, არამედ ხორციელ ერთობასაც. ოღონდ საჭიროა გვახსოვდეს, საჭიროა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ხორციელი ერთობა არის მათი ურთიერთობის არა დასაწყისი, არამედ სისავსე და ზღვარი, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ადამიანი შეერთდა გულით, გონებით, სულით, მათი ერთობა შეიძლება გადაიზარდოს, გადავიდეს ხორციელ მთლიანობაში, რომელიც ამ დროს არის უკვე არა ხარბი ფლობა ერთიმეორისა, არა პასიური დანებება ერთიმეორისადმი, არამედ წმინდა საიდუმლო

მე ვთვლი, რომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რაც ქალ-ვაჟურ სიყვარულში გასათვალისწინებელია და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთან, რომელიც გვიყვარს უპირველეს ყოვლისა სულიერი, გონებრივი და ადამიანური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, ხორციელი ვნება და სიახლოვის სურვილი უნდა იყოს გამოწვეული პიროვნული სიახლოვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკვე ვნებაა და სავარაუდოდ არც თუ ქრისტეანული გაგრძელება უწერია. ანტონ სუროჟელის მიერ მითითებული ამ რჩევის არ შესრულება არის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი შემდგომი ოჯახური უსიამოვნებების ან სულაც ოჯახის დანგრევის. არ შეიძლება ადამიანს ბოლომდე არ იცნობდე, მისი სული არ გიყვარდეს და მხოლოდ სილამაზით გამოწვეული ხორციელი სიახლოვის გამო ისწრაფვოდე მისკენ. ბოლომდე უნდა შეძლოს ადამიანმა იმის გაცნობიერება თუ რას ნიშნავს, რომ ხორციელი სიახლოვე უნდა იყოს არა ურთიერთობის დაწყების საფუძველი, არამედ პირიქით - სულიერი და ინტელექტუალური ურთიერთგაგების შედეგი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 9 2008, 02:47 PM
პოსტი #3


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ადამიანს შეუყვარდება სხვა ადამიანი, რადგან უეცრად, თავისთვის მოულოდნელად, მასში დაინახავს რაღაც ისეთს, რაც ადრე არასოდეს უნახავს. ხდება ხოლმე: ახალგაზრდა ადამიანები, ქალიშვილები ეკუთვნიან რაღაც საერთო წრეს, ცხოვრობენ ერთანეთის გვერდით, მუშაობენ ერთად, მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უეცრად ის, ვისაც აქამდე ვერავინ ამჩნევდა, ექცევა ამ წრიდან ვინმეს ინტერესების ცენტრში: რაღაც მომენტში ერთმა ადამიანმა დაინახა მეორე არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულსა და გონებაში რაღაცნაირი წვდომით. და ეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ერთ-ერთი იყო მრავალთა შორის, მისთვის უეცრად ერთადერთი ხდება. მაშინ ადამიანი წარმოდგება ახალი მშვენებით, ახალი სიღრმით, ახალი მნიშვნელობით. ასეთი ზმანება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით, შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც დროის გავლის შემდეგ, ეს ზმანება მკრთალდება (როგორც ხდება ხოლმე, რომ მზე ფანჯრიდან გადავა და უეცრად ამ ფანჯრის ნათება მკრთალდება). ამ მომენტში საქმეში ერევა რწმენა. რწმენა აი, რა გზით: რწმენა, როგორც დაჯერება, რომ ის, რაც ოდესღაც იყო თვალნათლივი, ხოლო ახლა გახდა უჩინარი - სარწმუნოა, უეჭველია. ასეთი რწმენით ვცხოვრობთ ნეტ-ნაკლებად ყველანი. არის ხოლმე განსაკუთრებული, ღრმა, ამაღლევებელი შეხვედრის მომენტები; შემდეგომ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას; მაგრამ კვლავ აღმოვჩნდებით რა პირისპირ ადამიანთან, რომელიც ამ განცდასთან არის დაკავშირებული, ვიცით, რომ ჩვენს მიერ დანახული - არ არის მთლიანი ადამიანი, რომ მასში არის ისეთი სიღრმე, რომლის დანახვა ახლა მეტად აღარ შეგვიძლია. და ამ ადამიანთან ახლებურ ურთიერთობაში შევდივართ. ეს ძალზე აშკარად არის გამოვლენილი შეუღლების წესის რიგ ლოცვებში.

ძალიან ლამაზად არის აღწერილი თუ როგორ შემოდის სიყვარული ადამიანში... მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია თუ რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც ამაღელვებელი სიყვარული ფერმკრთალდება. ამ მომენტს მიტროპოლიტი აფასებს, როგორც იმ დადებითი თვისებების ვეღარ შემჩნევის, რისთვისაც გვიყვარდა ადამიანი, მაგრამ არა სრულიად გაქრობის, რადგან თუ ნამდვილი სიყვარული შეგვიძლია მაშინ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ შეყვარებული (შემდგომში მეუღლე) ეს ის ადამიანია, რომელმაც უსაზღვრო სიხარული მოგვანიჭა, უნდა გავიხსენოთ ამაღელვებელი და მიმზიდველი ურთიერთობის მომენტები და ვიცოდეთ, რომ ეს შეგუებამ გააფერმკრთალა, რეალურად კი არ გამქრალა, ისევ არსებობს და ახლებურ, მუდმივ სიყვარულში გადაიზარდა.
ციტატა
მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ადამიანი უყვართ არა რაღაცის გამო, არამედ პირიქით, ის შეიძლება გახდეს დიდი მნიშვნელობის, შესანიშნავი ადამიანი იმის გამო, რომ უყვართ.

აი, მიტროპოლიტის ეს ნათქვამი უმნიშვნელოვანესია... პრაქტიკულ ცხოვრებაშიც ასეა, შეყვარებული უმშვენიერესი ადამიანი გვგონია, რადგან მასში მხოლოდ და მხოლოდ დადებითის დანახვას ვცდილობთ.
ციტატა
და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა ადამიანის განახლებისა, ერთადერთი გზა, მივცეთ ადამიანს საშუალება, ბოლომდე გადაგვიშალოს გული, არის ის, რომ გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს არა მხოლოდ მისი სათნოებების გამო, არამედ იმისდა მიუხედავად, რომ იგი არასრულყოფილია; გვიყვარდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანია და იმიტომ, რომ ადამიანი თავისთავად ასე დიადი და მშვენიერია.

ნამდვილ ქრისტეანს ყველა ადამიანის ასე შეყვარება უნდა შეეძლოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იმისკენ მაინც უნდა მივისწრაფოდეთ, რომ საკუთარი შეყვარებულის ნამდვილი შეყვარება შევძლოთ და მივისწრაფოდეთ ისეთი სიყვარულისკენ, როგორიც ანტონ სუროჟელს უწერია ანუ გვიყვარდეს მასში ადამიანი და არა რაღაც ნაკლებმნიშვნელოვანი მხარეები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 9 2008, 04:37 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლიათ ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც მოიცავს თავის თავში სხვადსხვა მშვინვიერებასა და სულიერებას.

ეს სიტყვებიც ანტონ სუროჟელს ეკუთვნის. ისევ და ისევ სიყვარულის შედეგად გამოწვეულ ხორციელ სიახლოვეს აქვს ხაზი გასმული და არა პირიქით - ხორციელი მოხიბვლით გამოწვეულ სიყვარულს.





--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jan 17 2008, 09:05 AM
პოსტი #5


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ეხლა მომისმინეთ...
ოთხი გვერდი გავასუფთავე იმდენი უაზრობა და ოFFტოპიკი იყო დაწერილი...
კარგად იცით რომ ზოგიერთი თქვენგანი არა მხოლოდ ვორნს არამედ მინიმუმ 24 საათიან ბანს იმსახურებდა, უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მოგვიანებით მომიწია თემის დათვალიერება, არ მინდა ახლა იმ უაზრობაზე ყურადღების გამახვილება და ხელახლა წინა პლანზე წამოწევა... ამიტომ ხმაურისა და გაფრთხილებების გარეშე გავწმინდე თემა... მაგრამ მომავლისთვის გაითვალისწინეთ, კიდევ ერთი თემისგარეთა პოსტი სასიამოვნო შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ...

ახლა რაც შეეხება შოთაძე და სემინარიელი ლელა, თქვენს პოსტებს, ისინი იყო კონკრეტულად ამ თემისთვის სრულიად შეუფერებელი და აბსოლიტურად განსხვავებული. (მართალია შოთაძე თავგამოდებით ამტკიცებდი ეს პოსტები ამ თემას შეესაბამებაო, მაგრამ ასე არ იყო) რის შედეგადაც თემას მიეცით აბსოლიტურად განსხვავებული მიმართულება, რაც თავად თემის ავტორისთვისაც კი აღმოჩნდა მიუღებელი... რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მომხმარებლებზე.


მოკლედ რთული და გაურკვეველი და მითუმეტეს დიდი სადავო საკამათო აქ არაფერი არააა, ადამიანმა გასაგებად დასვა კონკრეტული კითხვა,

"მაინტერესებს თუ არის წმიდა მამათა ნაშრომები ქალ-ვაჟის სიყვარულთან დაკავშიებით"

და მიიღო საკმაოდ ვრცელი, საკმაოდ საინტერესო პასუხი...

თემის ავტორს აქვს კონკრეტული კითხვა და თხოვნა

"თუ გაქვთ რამე ნაშრომი, წმიდა მამების ამ თემასთან დაკავშირებით მომაწოდეთ ... ძალიან მჭირდება ..."

თუ მოგეპოვებათ რაიმე ინფორმაცია, საკითხთან დაკავშირებით, დაპოსტედ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში და დაპოსტეთ ისეთივე კონკრეტული პასუხი როგორც კითხვაა დასმული... დანარჩენი ნებისმიერი თემისგარეთა პოსტი წაიშლება და პოსტის ავტორი დასაჩუქრდება 24 საათიანი საგზურით საიტიდან შორს smile.gif განსატვირთად wink.gif
biggrin.gif

გმადლობთ smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 12:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი