IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა შიო მღვიმელის სასწაული
lado s
პოსტი Feb 15 2007, 09:38 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გილოცავთ მირქმისა და წმიდა შიო მღვიმელის დღესასწაულებს. შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის უცნობია
წმიდა მამის ცხოვრებაში აღწერილი ეს საგულისხმო ამბავი:

წმ. შიო მღვიმელის სასწაული

დიდებული მამა შიოს ხსენების დღეს მღვიმის (შიომღვიმის) მონასტერში შეიკრიბა ერი; ჩვეულებისამებრ იქ იყო მეფე და ყველა მთავარი, და მამათმთავარი სარმიანე, თავის ყველა ეპისკოპოსთან ერთად. იქ იყვნენ აგრეთვე იაკობიტთა სარწმუნოების1 ეგვიპტელი კაცები, რომლებიც თბილისიდან მოვიდნენ. მათ, როგორც კი ნახეს, რომ კათალიკოსი მოვიდა, მივიდნენ მასთან და თავიანთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ძღვენი მიართვეს. მისგან კურთხევის მიღების შემდეგ უთხრეს: “წმიდაო მეუფეო, დღეს შენი წმიდა ხელით ზიარების ღირსი გაგვხადე”. ხოლო კათალიკოსმა არ გამოიკითხა, თუ ვინ ან რა სარწმუნოებისანი იყვნენ და დაავალა თავის დიაკონს, ზიარების დროს მოეყანა ისინი. აღესრულა წირვა, მივიდნენ ეს კაცები და აზიარა სარმიანე კათალიკოსმა თავისი ხელით. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, მეფემ ყველანი ტრაპეზზე დაპატიჟა და ამის შემდეგ კათალიკოსი მცხეთაში წავიდა, რადგან მეორე დღეს ყოველთა სულთა ქრისტეანეთა სახსენებელზე იყო მისასვლელი.
ღამით ძილში სარმიანე კათალიკოსს საშინელი და დიდებული შესახედაობის კაცები ეჩვენენ. ერთი მათგანი იყო მღვდელთმოძღვარი, რომელსაც თავზე კუნკულის მსგავსი თავსაბური ემოსა, ხოლო მეორე – მოხუცებული მონაზონი, რომელსაც ჯვრიანი ოქროს კვერთხი ეკავა. ამ კაცების დანახვაზე სარმიანეს ზარი დაეცა და ფიქრობდა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ვიდრე იგი საგონებელში იყო, უცნობები მივიდნენ მასთან და მოსასხამი მოხადეს, რის შემდეგაც მღვდელთმოძღვარი გაუჩინარდა, ხოლო მონაზონმა უთხრა: “ჰოი, სარმიანე, როგორ განიცდი შენს თავს?” სარმიანემ მიუგო: “შეურაცხყოფილად”. ბერმა ჰკითხა: “ძალიან მოგწონს ეგ საქმე?” კათალიკოსმა მიუგო: “არა, რადგან ჩემზე მყოფი ღვთის ნიშანი წამართვით”. ბერმა ჰკითხა: “ჰოი, ძმაო! რომლებმაც განაშიშვლეს ქრისტე ღმერთი ბუნებისა და მოქმედებისა და ნებისაგან და არცა ღვთაებით საცნაური ჰყვეს იგი და არც კაცებით გამოაჩინეს მისი ძალა, შენ ისინი ქრისტეს ხორცსა და სისხლს აზიარე. რამდენად მძიმედ მიიჩნევს ამას ცისა და ქვეყნის შემოქმედი!” კათალიკოსმა ჰკითხა: “ვის შესახებ მეუბნები უფალო ჩემო?” ბერმა მიუგო: “იმათზე, რომელთაგანაც ძღვენი მიიღე და ამან დააბრმავა შენი გული, რომ აღარ გამოგეკითხა, თუ ვინ არიან ისინი, და ამგვარად შეურაცხჰყავი სჯული ღვთისა იმ ბილწი მწვალებლების მიერ, და აი შენც შიშველი ხარ ღვთის მადლისაგან”. კათალიკოსი შეშინდა ამ სიტყვების გამგონე, ზარი დაეცა და ძლივს მიუგო: “ვინ ხარ, ჩემო ბატონო, ესე რომ ეძიებ ჩემს ცხონებას, ან ის ეპისკოპოსი ვინ იყო, პირველად რომ ვიხილე შენთან ერთად?” მოხუცებულმა უპასუხა: “ის ეპისკოპოსი ალექსანდრიის მამამთავარი კირილეა, რომელმაც მრავალი იღვაწა მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, რომელიც შენ დღეს უწმინდურად დათრგუნე, მე კი შიო ვარ, მონა ღვთისა”. ბერი გაუჩინარდა, ხოლო სარმიანეს ძილი გაუკრთა, შეშფოთებული ურვასა და მწუხარებას მიეცა და სასწრაფოდ ბრძანა, ყველა ეპისკოპოსი ეკლესიაში შეკრებილიყო. მან ეპისკოპოსებს ჩვენების შესახებ ცრემლით უამბო და ჰკითხა, როგორ შეენანებინა ეს საქმე. მათ გადაწყვიტეს, პირველ რიგში იაკობიტთაგან მიღებული ძღვენი ჭიშკრის გარეთ დაეწვათ, ხოლო კათალიკოსს უთხრეს: “შენ კი იჩქარე და მიდი წმიდა შიოს მონასტერში და პირველად მადლობა შესწირე, რადგან ასეთი ზრუნვით გამოგეცხადა, შემდეგ კი ამ ორმოცი დღის განმავლობაში დიდი მოღვაწეობით გამოაჩინე სინანული. ხოლო ჩვენ თითოეული გულმოდგინე ლოცვითა და მარხვით შევევედრებით ღმერთს მაგ შენი ბრალის შენდობისათვის, იქნებ ინებოს თავისი ძვირუხსენებლობით და საქმის აღსასრულიც გამოგვიცხადოს, რომლითაც გულსავსე ვიქნებით”. მოეწონა ეს სიტყვა კათალიკოსს და განთიადისას ყველა ეპისკოპოსს ამცნო, რომ იქ (მცხეთაში) აღესრულებინათ მარტვილის დღესასწაული და ყველასგან ლოცვა ითხოვა. თვითონ სარკინის მღვიმეში მივიდა, ნეტარი შიოს საფლავის წინ დაემხო და მრავალი სინანულითა და ცრემლით ამას ამბობდა: “მამაო, განფინე წმიდანი ლოცვანი შენნი მამობრივი წინაშე ღვთისა და მითხოვე შენდობა, რამეთუ ჩემი უდებებით გავარისხე ღმერთი და არ გავალ აქედან, სანამ ბრალთა შენდობის გულსავსებას არ მივიღებ”. იმყოფებოდა იმ მღვიმეში ფრიადი გულმოდგინებით, ლოცვითა და მარხვით. დადგა ღამე წმიდა და დიდებული კვირიაკისა და სარმიანეს დაღლილობისაგან ჩაეძინა. ძილში იხილა, რომ გოლგოთის წინ იდგა და ჯვარცმულ ქრისტეს, ჩვენს ღმერთს ხედავდა. სარმიანე საშინელ კაცებს ეპყრათ, რომლებმაც ჯვარცმულის წინაშე მიიყვანეს და იმ შეცოდებისთვის სთხოვდნენ პასუხს. ის კი აქეთ-იქით იხედებოდა, რომ შემწე ეპოვა და ვერავის პოულობდა. და აი, მოგვიანებით ნახა, რომ დიდებული მღვდელმთავარი კირილე, რომელიც მანამდეც იხილა, და ნეტარი მამა შიო, იმავე ჯვრიანი კვერთხით ხელში, იქ დიდი პატივითა და დიდი ბრწყინვალებით შემოსილნი შეიყვანეს. დადგნენ ისინი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და ევედრებოდნენ სარმიანესთვის. წმიდა მამებმა ჯვარცმულისგან ასეთი ბრძანება მიიღეს: “ხომ ხედავთ, როგორ ვიტანჯები ამ ჯვარისაგან, და ჩემი მტრები, ვისგანაც ყოველდღე ეს ტანჯვა შემემთხვევა, ჩემი ხორცის საჭმელად შეიყვანა და ჩემი სისხლი მისცა სასმელად. არ არის სარმიანე შენდობის ღირსი, მაგრამ თქვენი სიყვარულისა და ვედრების გამო ვაძლევ შენდობას, უთხარით, რომ ამიერიდან გაფრთხილდეს”. მოიტანეს წმიდა მამებმა იგივე მოსასხამი და შემოსეს სარმიანე. გამოიღვიძა კათალიკოსმა ამ ჩვენებისაგან და აღევსო გული სიხარულით, მაგრამ ეჭვობდა, იქნებ ეს ხილვა ჭეშმარიტი არ არისო. როდესაც გათენდა, მოვიდა მასთან ეპისკოპოსი ფილიპე, რომელიც ეპისკოპოსთა კრებას გამოეგზავნა, და მოიტანა ეპისტოლე, რომელშიც ეწერა: “დიდ მამამთავარს, ჩვენს მეუფე სარმიანეს, გიხაროდენ! შენი შვილები, შენს სიწმიდეს დამორჩილებულნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რომ აღარ დატანჯო შენი მოხუცებული გვამი, რადგან მოწყალება მოიღო ღმერთმა დიდებულმა წმიდა მამა შიოს მეოხებით, რომელიც გამოგვიჩნდა მის უღირს მონებს, რიცხვით ხუთს, და თითოეულს გვიბრძანა: “მიუტევა ღმერთმა კათალიკოს სარმიანეს ბრალნი მისნი და ეჭვის გარეშე მიიყვანეთ თქვენი მწყემსი”. აწ გვიბრძანოს შენმა სიწმინდემ, რომ ყველანი მანდ მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველმოქმედ მამა შიოს”.
ეს წერილი რომ წაიკითხა, გამხნევდა სარმიანე და ყველა ეპისკოპოსის მასთან შეკრება ბრძანა, ეკლესიის კრებულთან ერთად, და მრავალი მადლობა შესწირა ღმრეთსა და მამა შიოს. ამ საქმის სამადლობელად განაჩინა, რომ კათოლიკე ეკლესიის შემონაწირით ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმიდა შიოს საფლავზე.
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

“თხრობა სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა”, მიქაელ საბინინი “საქართველოს სამოთხე”, პეტერბურგი, 1882, გვ. 262-264.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 01:02 AM
პოსტი #2


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ვა საინტერესო ამბავია არ ვიცოდი ან არ მახსოვდა smile.gif დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif მარა ისე ძაან ძნელია კითხვა ჩემთვის აქედან და წარმომიდგენია აკრეფა რა იქნებოდა ღმერთმა შეგიწიროს smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiki
პოსტი Oct 16 2007, 09:56 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 12-September 07
წევრი № 2,732



შეგეწიოთ შიო მგვიმელიიი,დზალიან მიყვარსსს ეს ცმინდანიიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 17 2007, 06:47 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



საინტერესოა smile.gif

პ.ს თუ აბზაცებად გამოყოფ ტექსტს, ბევრად გააადვილებს წაკითხვას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 17 2007, 02:02 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



lado s
დიდი მადლობა. smile.gif

მგონი ესეც დაგაინტერესებთ.

შიოს მარანი - ულეველი სიმდიდრისა და უხვი დოვლათის სინონიმია
მცხეთის რაიონში სოფ. ძეგვის პირდაპირ მდ. მტკვრის გაღმა მთებში შიო მღვიმის მონასტერი მდებარეობს. იგი წმინდა შიომ დააარსა VI საუკუნეში. მონასტერს ჰქონდა მარანი და გულუხვი ბერი ღვინით უმასპინძლდებოდა მლოცველებს. გადმოცემით, ქვევრებში ღვინო ულეველი იყო, რადგან დღის განმავლობაში დანაკლულებული ქვევრები დილით ზენაარის მადლით პირთამდე სავსე ხვდებოდა წმინდა ბერს.
(http://children.iatp.ge/mcerloba/idiomebi/...gamotqmebi.htm)




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 17 2007, 08:16 PM
პოსტი #6


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



აუ შიო მღვიმელში ასვლა და დარჩენბა ერთი ორი კვირით ოცნება მაქ და აუცილებლათ ავალ, მინდა საქართველოში რაც მონასტრებია Yველა მოვილოცო და ცოტახნით მაინც დავრჩე

ძალიან საინტეროსო რამ გავიგე შეგიწიროს უფალმა ამის დაწერისთვის


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jan 11 2008, 06:31 PM
პოსტი #7


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(lado s @ Feb 15 2007, 09:38 PM) *

გილოცავთ მირქმისა და წმიდა შიო მღვიმელის დღესასწაულებს. შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის უცნობია
წმიდა მამის ცხოვრებაში აღწერილი ეს საგულისხმო ამბავი:

წმ. შიო მღვიმელის სასწაული

დიდებული მამა შიოს ხსენების დღეს მღვიმის (შიომღვიმის) მონასტერში შეიკრიბა ერი; ჩვეულებისამებრ იქ იყო მეფე და ყველა მთავარი, და მამათმთავარი სარმიანე, თავის ყველა ეპისკოპოსთან ერთად. იქ იყვნენ აგრეთვე იაკობიტთა სარწმუნოების1 ეგვიპტელი კაცები, რომლებიც თბილისიდან მოვიდნენ. მათ, როგორც კი ნახეს, რომ კათალიკოსი მოვიდა, მივიდნენ მასთან და თავიანთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ძღვენი მიართვეს. მისგან კურთხევის მიღების შემდეგ უთხრეს: “წმიდაო მეუფეო, დღეს შენი წმიდა ხელით ზიარების ღირსი გაგვხადე”. ხოლო კათალიკოსმა არ გამოიკითხა, თუ ვინ ან რა სარწმუნოებისანი იყვნენ და დაავალა თავის დიაკონს, ზიარების დროს მოეყანა ისინი. აღესრულა წირვა, მივიდნენ ეს კაცები და აზიარა სარმიანე კათალიკოსმა თავისი ხელით. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, მეფემ ყველანი ტრაპეზზე დაპატიჟა და ამის შემდეგ კათალიკოსი მცხეთაში წავიდა, რადგან მეორე დღეს ყოველთა სულთა ქრისტეანეთა სახსენებელზე იყო მისასვლელი.
ღამით ძილში სარმიანე კათალიკოსს საშინელი და დიდებული შესახედაობის კაცები ეჩვენენ. ერთი მათგანი იყო მღვდელთმოძღვარი, რომელსაც თავზე კუნკულის მსგავსი თავსაბური ემოსა, ხოლო მეორე – მოხუცებული მონაზონი, რომელსაც ჯვრიანი ოქროს კვერთხი ეკავა. ამ კაცების დანახვაზე სარმიანეს ზარი დაეცა და ფიქრობდა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ვიდრე იგი საგონებელში იყო, უცნობები მივიდნენ მასთან და მოსასხამი მოხადეს, რის შემდეგაც მღვდელთმოძღვარი გაუჩინარდა, ხოლო მონაზონმა უთხრა: “ჰოი, სარმიანე, როგორ განიცდი შენს თავს?” სარმიანემ მიუგო: “შეურაცხყოფილად”. ბერმა ჰკითხა: “ძალიან მოგწონს ეგ საქმე?” კათალიკოსმა მიუგო: “არა, რადგან ჩემზე მყოფი ღვთის ნიშანი წამართვით”. ბერმა ჰკითხა: “ჰოი, ძმაო! რომლებმაც განაშიშვლეს ქრისტე ღმერთი ბუნებისა და მოქმედებისა და ნებისაგან და არცა ღვთაებით საცნაური ჰყვეს იგი და არც კაცებით გამოაჩინეს მისი ძალა, შენ ისინი ქრისტეს ხორცსა და სისხლს აზიარე. რამდენად მძიმედ მიიჩნევს ამას ცისა და ქვეყნის შემოქმედი!” კათალიკოსმა ჰკითხა: “ვის შესახებ მეუბნები უფალო ჩემო?” ბერმა მიუგო: “იმათზე, რომელთაგანაც ძღვენი მიიღე და ამან დააბრმავა შენი გული, რომ აღარ გამოგეკითხა, თუ ვინ არიან ისინი, და ამგვარად შეურაცხჰყავი სჯული ღვთისა იმ ბილწი მწვალებლების მიერ, და აი შენც შიშველი ხარ ღვთის მადლისაგან”. კათალიკოსი შეშინდა ამ სიტყვების გამგონე, ზარი დაეცა და ძლივს მიუგო: “ვინ ხარ, ჩემო ბატონო, ესე რომ ეძიებ ჩემს ცხონებას, ან ის ეპისკოპოსი ვინ იყო, პირველად რომ ვიხილე შენთან ერთად?” მოხუცებულმა უპასუხა: “ის ეპისკოპოსი ალექსანდრიის მამამთავარი კირილეა, რომელმაც მრავალი იღვაწა მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, რომელიც შენ დღეს უწმინდურად დათრგუნე, მე კი შიო ვარ, მონა ღვთისა”. ბერი გაუჩინარდა, ხოლო სარმიანეს ძილი გაუკრთა, შეშფოთებული ურვასა და მწუხარებას მიეცა და სასწრაფოდ ბრძანა, ყველა ეპისკოპოსი ეკლესიაში შეკრებილიყო. მან ეპისკოპოსებს ჩვენების შესახებ ცრემლით უამბო და ჰკითხა, როგორ შეენანებინა ეს საქმე. მათ გადაწყვიტეს, პირველ რიგში იაკობიტთაგან მიღებული ძღვენი ჭიშკრის გარეთ დაეწვათ, ხოლო კათალიკოსს უთხრეს: “შენ კი იჩქარე და მიდი წმიდა შიოს მონასტერში და პირველად მადლობა შესწირე, რადგან ასეთი ზრუნვით გამოგეცხადა, შემდეგ კი ამ ორმოცი დღის განმავლობაში დიდი მოღვაწეობით გამოაჩინე სინანული. ხოლო ჩვენ თითოეული გულმოდგინე ლოცვითა და მარხვით შევევედრებით ღმერთს მაგ შენი ბრალის შენდობისათვის, იქნებ ინებოს თავისი ძვირუხსენებლობით და საქმის აღსასრულიც გამოგვიცხადოს, რომლითაც გულსავსე ვიქნებით”. მოეწონა ეს სიტყვა კათალიკოსს და განთიადისას ყველა ეპისკოპოსს ამცნო, რომ იქ (მცხეთაში) აღესრულებინათ მარტვილის დღესასწაული და ყველასგან ლოცვა ითხოვა. თვითონ სარკინის მღვიმეში მივიდა, ნეტარი შიოს საფლავის წინ დაემხო და მრავალი სინანულითა და ცრემლით ამას ამბობდა: “მამაო, განფინე წმიდანი ლოცვანი შენნი მამობრივი წინაშე ღვთისა და მითხოვე შენდობა, რამეთუ ჩემი უდებებით გავარისხე ღმერთი და არ გავალ აქედან, სანამ ბრალთა შენდობის გულსავსებას არ მივიღებ”. იმყოფებოდა იმ მღვიმეში ფრიადი გულმოდგინებით, ლოცვითა და მარხვით. დადგა ღამე წმიდა და დიდებული კვირიაკისა და სარმიანეს დაღლილობისაგან ჩაეძინა. ძილში იხილა, რომ გოლგოთის წინ იდგა და ჯვარცმულ ქრისტეს, ჩვენს ღმერთს ხედავდა. სარმიანე საშინელ კაცებს ეპყრათ, რომლებმაც ჯვარცმულის წინაშე მიიყვანეს და იმ შეცოდებისთვის სთხოვდნენ პასუხს. ის კი აქეთ-იქით იხედებოდა, რომ შემწე ეპოვა და ვერავის პოულობდა. და აი, მოგვიანებით ნახა, რომ დიდებული მღვდელმთავარი კირილე, რომელიც მანამდეც იხილა, და ნეტარი მამა შიო, იმავე ჯვრიანი კვერთხით ხელში, იქ დიდი პატივითა და დიდი ბრწყინვალებით შემოსილნი შეიყვანეს. დადგნენ ისინი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და ევედრებოდნენ სარმიანესთვის. წმიდა მამებმა ჯვარცმულისგან ასეთი ბრძანება მიიღეს: “ხომ ხედავთ, როგორ ვიტანჯები ამ ჯვარისაგან, და ჩემი მტრები, ვისგანაც ყოველდღე ეს ტანჯვა შემემთხვევა, ჩემი ხორცის საჭმელად შეიყვანა და ჩემი სისხლი მისცა სასმელად. არ არის სარმიანე შენდობის ღირსი, მაგრამ თქვენი სიყვარულისა და ვედრების გამო ვაძლევ შენდობას, უთხარით, რომ ამიერიდან გაფრთხილდეს”. მოიტანეს წმიდა მამებმა იგივე მოსასხამი და შემოსეს სარმიანე. გამოიღვიძა კათალიკოსმა ამ ჩვენებისაგან და აღევსო გული სიხარულით, მაგრამ ეჭვობდა, იქნებ ეს ხილვა ჭეშმარიტი არ არისო. როდესაც გათენდა, მოვიდა მასთან ეპისკოპოსი ფილიპე, რომელიც ეპისკოპოსთა კრებას გამოეგზავნა, და მოიტანა ეპისტოლე, რომელშიც ეწერა: “დიდ მამამთავარს, ჩვენს მეუფე სარმიანეს, გიხაროდენ! შენი შვილები, შენს სიწმიდეს დამორჩილებულნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რომ აღარ დატანჯო შენი მოხუცებული გვამი, რადგან მოწყალება მოიღო ღმერთმა დიდებულმა წმიდა მამა შიოს მეოხებით, რომელიც გამოგვიჩნდა მის უღირს მონებს, რიცხვით ხუთს, და თითოეულს გვიბრძანა: “მიუტევა ღმერთმა კათალიკოს სარმიანეს ბრალნი მისნი და ეჭვის გარეშე მიიყვანეთ თქვენი მწყემსი”. აწ გვიბრძანოს შენმა სიწმინდემ, რომ ყველანი მანდ მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველმოქმედ მამა შიოს”.
ეს წერილი რომ წაიკითხა, გამხნევდა სარმიანე და ყველა ეპისკოპოსის მასთან შეკრება ბრძანა, ეკლესიის კრებულთან ერთად, და მრავალი მადლობა შესწირა ღმრეთსა და მამა შიოს. ამ საქმის სამადლობელად განაჩინა, რომ კათოლიკე ეკლესიის შემონაწირით ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმიდა შიოს საფლავზე.
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

“თხრობა სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა”, მიქაელ საბინინი “საქართველოს სამოთხე”, პეტერბურგი, 1882, გვ. 262-264.

ძალიან საინტერესოა ამას წინათ რო მოვილოცეთ წმინდა შიოს საფლავი ბერმა პროღოლოემ გვიამბო ეგ ამბავი ძალიან საინტრესოა და ბევრი რამგვიამბო კიდევ


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia333
პოსტი Jan 11 2008, 06:37 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი № 3,276



შიომღვიმის მონასტერში, წმინდა შიოს ხსენების დღეს ვიყავი,მქონდა საშვალება წმინდანის წმინდა ნაწილებს მივახლებოდი, მღვიმეში პარაკლისსაც დავესწარი.ამ მონასტრის მოლოცვა,ერთ-ერთი ლამაზი დღე იყო ჩემთვის .
მიყვარს ეს წმინდანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი