IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა
კანონისტი
პოსტი Dec 4 2006, 12:09 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქრისტეს მიერ ძმებო და დებო,

ყველას გვახსოვს ალბათ უწმიდესის კურთხევა, დავლოცოთ ერთმანეთი. ურთიერთლოცვა გარდამოგვივლენს საღვთო მადლს, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, ხოლო დამლოცავს ასწილად დაუბრუნდება მისი ლოცვა.

გუშინდელმა დღემ დააჩქარა ჩემში ამ იდეის თქვენთვის შემოთავაზება. მოდით ამ თემაში დავლოცოთ ერთმანეთი, როგორც ერთობლივად, ისე პირადად, ვუსურვოთ სიკეთენი და წყალობა ღვთისა.

განსაკუთრებით გთხოვთ შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ ოფტოპიკები

მაშ, ასე პირველ მაგალითს მე მოგცემთ და დავლოცავ ფორუმის ყველა წევრს და ადმინისტრატორ გიორგის smile.gif

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!

ჰოი, წმიდაო ძლევაშემოსილო გიორგი, უფლისა მიერ ქუეყანისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, მე უღირსი და უხმარო მონაი ღმრთისა, ვითარცა შვილი შენ მიერ საკვირველად დაცულისა ქართუელთა ერისა, გევედრები რათა მფარველ ექმნა მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, დაიცევ იგი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, აკურთხე ყოველნი საქმენი მისნი, დაულოცე მოყვარულნი და უმრავლე იგინი, მტერნი მოკეთედ უქციე, ჩემ მიერ აღვლენილი ყოველნი სიტყუანი ლოცვათა ჩემთანი, დაღაცათუ გაფანტულითა გონებითა, გარნა გულითა ჩემითა აღმოთქმულნი, შესწირე უფალსა გიორგისათვის, რათა შენ თანა ადიდებდეს შენ მიერ ბარბაროზთა წინაშე უშიშრად აღსარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   დავლოცოთ ერთმანეთი   Dec 4 2006, 12:09 PM
marine   "უფალმა მრავალჟა...   Feb 2 2016, 12:36 PM
marine   "ღერმეთ უჯამზირი...   Feb 17 2016, 12:14 PM
marine   "გისურვებთ მყარ ჯ...   Mar 5 2016, 09:31 PM
marine   მარიამ მაგდალინელ...   Apr 4 2016, 12:29 PM
marine   "უფალი იყოს მისი ...   Jul 20 2016, 12:40 PM
marine   "გისურვებთ ყოველ...   Aug 25 2016, 09:57 PM
marine   "ძალა მკლავში და ...   Sep 1 2016, 11:53 AM
marine   ...რაც ძვირფასია სულ...   Aug 22 2017, 02:51 PM
marine   "იხარეთ, მოშენდით...   Aug 31 2017, 12:19 PM
marine   "ღმერთმა სიმყარე ...   Sep 17 2017, 02:03 PM
marine   "ღმერთმა დაგლოცო...   Sep 27 2017, 04:12 PM
marine   "წყალობა და ჯანმრ...   Oct 11 2017, 10:12 PM
marine   "უფალმა დაგიფარო...   Dec 24 2017, 05:43 PM
marine   "ვილოცებ თქვენთვ...   Dec 29 2017, 06:37 PM
marine   "გავძლიერდეთ მარ...   Jan 6 2018, 10:21 AM
marine   "სიყვარულით გაცხ...   Jan 16 2018, 11:13 AM
marine   "ჩვენგან ხსენებუ...   Feb 1 2018, 02:53 PM
marine   "ღმერთმა დაგლოცო...   Mar 11 2018, 09:01 PM
marine   "ღმერთმა ყველა და...   May 17 2018, 06:48 PM
marine   "იყავით ღვთისგან ...   Jul 11 2018, 04:28 PM
marine   "მაღალთა შინა ღმე...   Aug 5 2018, 08:16 PM
marine   "გისურვებთ უფლის ...   Nov 26 2019, 05:42 PM
marine   "უფალმა ნამდვილი ...   Dec 8 2019, 01:52 PM
marine   "ამაღლდით რწმენი...   Dec 13 2019, 09:45 PM
marine   "ყველას ვუსურვებ ...   Dec 18 2019, 10:20 PM
marine   "ღმერთმა დალოცოს,...   Dec 19 2019, 03:37 PM
marine   "ღმერთმა დალოცოს,...   Dec 19 2019, 03:54 PM
marine   "ღვთის წყალობა გფ...   Jan 2 2020, 09:37 PM
marine   "წყალობა უფლისა თ...   Apr 11 2020, 07:58 PM
marine   "გაიხარეთ, ქრისტე...   May 21 2020, 09:31 PM
marine   "ღმერთმა დალოცოს ...   Jul 11 2020, 06:38 PM
marine   "ღმერთმა დაგლოცო...   Jul 19 2020, 10:25 PM
marine   "დაგილოცოთ ღმერთ...   Oct 31 2020, 10:09 PM
marine   "უფალმა გაკურთხო...   Nov 6 2020, 01:28 PM
marine   "ერთმანეთის სიყვ...   Nov 24 2020, 08:49 PM
marine   "დაწყებულია სული...   Dec 1 2020, 08:47 PM
marine   "ღმერთი მოწყალეა ...   Dec 14 2020, 07:25 PM
marine   "სიკეთეს, სიხარულ...   Dec 31 2020, 01:37 PM
marine   "დაე, დაემკვდიროს...   Jan 3 2021, 02:26 PM
marine   "მადლი და წყალობა...   Dec 16 2021, 09:10 PM
marine   "ღმერთმა დაგლოცო...   Dec 22 2021, 01:03 PM
marine   "[ღმერთმა] დაგლოც...   Jan 11 2022, 03:03 PM
marine   "ქება და დიდება ჩ...   Nov 25 2022, 07:17 PM
marine   "უფალმა დაგლოცოთ ...   Jan 27 2023, 09:52 PM
4 გვერდი V « < 2 3 4


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 01:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი