ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Feb 16 2008, 01:42 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გაცნობებთ, რომ
17 თებერვალს, 16:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოინახულებს დასავლეთ ევროპის მიტოპოლიტი აბრაამი. ეკლესიის მისამართია: Fährstr. 95, 40221 Düsseldorf-Hamm გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min. http://www.mrewli.de/ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
xornabujeli |
Feb 16 2008, 03:10 AM
პოსტი
#3
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ეს არის ამერიკის ქალაქ ვაშინგტონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ღმრთისმსახურების განრიგი:
ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინება ინგლისურ,ქართულ და სლავურ ენებზე. წირვა ყოველ კვირადღეს და დიდი დღესასწაულებზე დილის 9:00 (ინგლისურ ენაზე) და დილის 10:45 (ქართულ,ინგლისურ და სლავურ ენებზე) ყოველ კვირადღეს, წირვას მოსდევს პარაკლისი 13:00 საათზე (ქართულ ენაზე) ამას გარდა ყოველი თვის პირველ შაბათს დილის 10:00 საათზე აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. მწუხრი ,ყოველი თვის პირველ პარასკევს 17:00 საათზე. მწუხრის შემდეგ აღსარება. ღვთისმსახურნი: დეკანოზი კონსტანტინე უაიტი (ტაძრის წინამძღვარი), დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე. -------------------------------------------------------------------------------------------- მისამართი: 3500 Massachusetts Ave NW, Washington,DC. http://www.mrevli.org -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
xornabujeli |
Feb 16 2008, 03:54 AM
პოსტი
#4
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია
ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. თებერლვალ-მარტის ღვთისმსახურებათა განრიგი: თებერვალი 2008 02.02. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან! 03.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში, +662); მოწამისა ნეოფიტესი (+303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (+III); მოწამისა აგნია ქალწულისა (+დაახლ. 304); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (+VII); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (+1556). 09.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში 10.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ღირსისა ეფრემ ასურისა (+373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (+IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (+VII). კრება რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა. 14.02. ხუთშაბათი 18:00სთ სადღესასწაულო მწუხრი, ცისკარი 15.02. პარასკევი 09:30სთ სადღესასწაულო წირვა მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ლამპრობა. 16.02. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 17.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. შემდგომი დღესასწაული მიგებებისა. ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა (+VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (+დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (+III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (+868). 23.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ქალაქ Bonn - ში 24.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა უძღები შვილის კვირიაკე. მღვდელმოწამისა ვლასისა (+დაახლ. 316); მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (+დაახლ. 867). მარტი 2008 01.03. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან! 02.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება. ნიკოლოზისა, ყოვლისა საქართველოისა კათალიკოს-პატრიარქისა (+1591); ლეონისა, რომის პაპისა (+461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (+IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+449-450). 08.03. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში 09.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ყველიერის კვირიაკე. მოგონება სამოთხიდან ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე. მღვდელმთავრისა ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+806). 10.03. ორშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი, დასაწყისი დიდმარხვის პირველი შვიდეულისა. 11.03. სამშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 12.03. ოთხშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 13.03. ხუთშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 15.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 16.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის I კვირიაკე. მართლმადიდებლობის ზეიმი. იოანე (ოქროპირი) IV-სი, ყოვლისა საქართველოჲსა კათოლიკოს-პატრიარქისა (+1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ბასილისკოსი (აფხაზეთის კომანში აღსრულებულისა, +დაახლ. 308); ღირსისა პიამა ქალწულისა (+337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქიელი ხუცისა (+361-3613). 22.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 23.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის II კვირიაკე. მღვდელმთავრისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360); ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (+XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მისთანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანეკტოსი, პავლესი და კრისკენტოსი (+III); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (+III); ღირსისა ანასტასიასი (+567-568). კრება ყოველთა ღირსთა მამათა კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა. 29.03. შაბათი საღამოს ლოცვა არ ჩატარდება! 30.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის III, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა (+1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (+411); მოწამისა მარინოსი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
iako |
Feb 16 2008, 01:36 PM
პოსტი
#5
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მიუნხენში იმყოფება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მეუფე თებერვლის ბოლომდე იქ დარჩება.
შტუტტგარტში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება შაბათს 1 მარტს. ისე კი რეგულარულად ყოველი თვის პირველ შაბათ დღეს. მოძღვარი მამა თამაზი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
k@the |
Feb 17 2008, 01:36 AM
პოსტი
#6
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
xornabujeli
დიდი მადლობა გიორგი. გაგახარებს ღმერთი! iako იაკო, მისამართი ხო არ იცი, შტუდგარტში სად ტარდება ხოლმე ეგ წირვა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Feb 17 2008, 01:56 AM
პოსტი
#7
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გაცნობებთ, რომ
23 თებერვალს, 09:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე. ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee. Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
Feb 17 2008, 02:22 PM
პოსტი
#8
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
კეტ
ეს არის მისამართი, სადაც ტარდება ქართული წირვა თვეში ერთხელ: Neue Straße 176, 70186 Stuttgart -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
k@the |
Feb 18 2008, 02:56 AM
პოსტი
#9
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
17.02.2008 Düsseldorf
მართალია ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ვიყავი დიუსელდორფში. მეუფე აბრაამმა დაგვლოცა, პარაკლისსაც დავესწარი. ძალიან ბედნიერი დავბრუნდი სახლში და თქვენთვის რამოდენიმე სურათიც გამოვიყოლე მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Feb 18 2008, 03:09 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გაიხარე, ქეტევან
რა კარგია ახლოს რომ ხარ, ჩემგან შორსაა, მაქ კი არა შტუტგარტშიც ვერ ვივლი. მადლობა, რომ ეს თემა არსებობს ინფორმაცია მაინც გვაქვს,სად რა ხდება. |
xornabujeli |
Feb 18 2008, 03:40 AM
პოსტი
#11
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი კარგი პიროვნებაა,მამა დოსითე,ღმერთმა გააძლიეროს. ღმერთმა გააძლიეროს,გაიგე აბა... მართლაც ისტორიული ფოტოა,შენ სად ხარ? -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
შოთაძე |
Feb 18 2008, 03:45 AM
პოსტი
#12
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
k@the
ციტატა მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს სამებაში მსახურობდა ხო მამა დოსითე? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
Feb 18 2008, 03:50 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
|
k@the |
Feb 18 2008, 01:47 PM
პოსტი
#14
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
xornabujeli
სურათი მე გადავიღე , სახელს გავიგებ იმ გერმანელის. შოთაძე კი შოთაძე, ასე თქვეს სამებაში მსახურობდაო. მართლა ძალიან თბილი ადამიანი ჩანს staywhite -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანონისტი |
Feb 18 2008, 06:12 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
ციტატა მე არასოდეს ვყოფილვარ ქართულ წირვაზე მალე დაესწრები, უფლის მადლით და წყალობით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
iako |
Feb 23 2008, 12:04 PM
პოსტი
#16
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
კეტ
მამა დოსითე ბრიუსელში მოღვაწეობს მგონი?დიუსელდორფში მას იწვევენ? -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
k@the |
Feb 23 2008, 09:05 PM
პოსტი
#17
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
iako
მამა დოსითე არ ვიცი სად მოღვაწეობს და არ მგონია დიუსელდორფში გადმოეყვანათ, მგონი მეუფეს ახლდა უბრალოდ ანთვერპენში მოღვაწეობს მამა აბიბოსი და ის ჩამოდიოდა ხოლმე დიუსელდორფში , ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მამა ისე იყო. მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცი დიუსელდორფში როგორ და რა იქნება. დღეს ბონნში ვიყავი, მამა თამაზის წირვას დავესწარი ეხლა სამსახურში ვარ და საღამოსკენ ერთ-ორ სურათს დავდებ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
xornabujeli |
Feb 24 2008, 12:58 AM
პოსტი
#18
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
iako მამა დოსითე არ ვიცი სად მოღვაწეობს და არ მგონია დიუსელდორფში გადმოეყვანათ, მგონი მეუფეს ახლდა უბრალოდ ანთვერპენში მოღვაწეობს მამა აბიბოსი და ის ჩამოდიოდა ხოლმე დიუსელდორფში , ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მამა ისე იყო. მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცი დიუსელდორფში როგორ და რა იქნება. დღეს ბონნში ვიყავი, მამა თამაზის წირვას დავესწარი ეხლა სამსახურში ვარ და საღამოსკენ ერთ-ორ სურათს დავდებ მე და ჩემი მეუღლე მამა თამაზის და მის ძმებს ვიცნობთ,სანამ მღვდელი გახდებოდა ჩვენ ერთი სულიერი მოძვარი გვყავდა მამა ზაქარია(ძინძიბაძე),რომ ნახავ უთხარი მამა ზაქარიას სულიერმა შვილებმა გიორგიმ და მარიკამ მოგიკითხეს თბილისიდან თქო.აბა კარგად! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
k@the |
Feb 24 2008, 01:32 AM
პოსტი
#19
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
23.02.2008
როგორც შეგპირდით, ვდებ რამოდენიმე სურათს... დღეს ქალაქ ბონში (Bonn), ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, წირვა აღავლინა მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეულმა მღვდელმა თამაზ ლომიძემ. ეს ბერძნული ეკლესია, მე როგორც ვიცი ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარია გერმანიაში. ულამაზესად და უთბილესადაა მოხატული ტაძარი. თვალს ვერ წყვიტავ ადამიანი ფრესკებს. ეს კი ჩვენი მგალობლები. წირვისას ამაღლებულ განწყობას რომ გვიქმნიან. კარგად გალობენ მამა თამაზი, უაღრესად უშუალო და თბილი ადამიანი . თავის გამოხედვით და ქადაგებით, გიწვევს მოდითო ეკლესიაში . მასთან საუბარს არაფერი ჯობია. რაღაცნაირად ვმშვიდდები, კეთილად რომ ამბობს ''შეგინდოს უფალმაო''. თქვენი მონა-მორჩილი, დღეს გახარებული k@the xornabujeli აუცილებლად გადავცემ გიორგი. თუმცა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მომიხერხდება ალბათ მისი ნახვა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
Feb 24 2008, 05:06 PM
პოსტი
#20
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მართლაც ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია მამა თამაზი. სასიამოვნოა მასთან საუბარი. ისე მშვიდად გარიგებს, ქადაგებს. თავისი გულახდილობით გეხმარება მასთან ბოლომდე გაიხსნა.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი