თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მილოცვა _ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

პოსტის ავტორი: დიმიტრი_ თარიღი: May 6 2012, 10:31 AM

გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის - ქრისტეს დიდი მოწამის წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმ. გიორგის დიდი სიყვარულის გამო „გეორგიას“ უწოდებენ უცხოელნი. დიახ ძმანო, წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა.

დაილოცოს განგება ღვთისა, ვინ ჴასწვდება მის სიღრმესა და სიდიადეს. წმიდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს არს არც სხვა დიდი წმიდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმიდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არც ერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმიდა გიორგისათვის. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმიდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება, ძმანო? რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმიდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვარის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ქართველობა ვერ გაუმკლავდებოდა იმ ურიცხვ მტერს, დღენიადაგ რომ ეხვია გარს. ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმიდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმიდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმიდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა. წმიდა დიდმოწამე გიორგის მიმართავდა განსაცდელის ჟამს დიდი და პატარა, ერი და ბერი და წმიდანიც არ აკლებდა მეოხებას თავის რჩეულ შვილებს. წმიდა გიორგით მოხდა ქართველთა ყველა დიდი გამარჯვება ბოროტ ძალებზე. წმიდა გიორგის მეოხებით უნდა მოხდეს მომავალში ჩვენი ხსნაც.

ამიტომ, საყვარელო ძმანო, მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

© 1982 წ მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)




მრავალს დაესწარით ! wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 6 2012, 12:10 PM

მეც გილცავთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: May 6 2012, 02:16 PM

გოლოცავთ! წმიდა გიორგის შემწეობა არ მოგკლებოდეთ.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: May 6 2012, 08:01 PM

გილოცავთ გიორგობას zafxuli.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2012, 02:00 PM

ყველა გიორგის და განსაკუთრებით ადმინს ვულოცავ გიორგობას!!! smile.gif ძალიან ბედნიერი და წარმატებულები ყოფილიყავით smile.gif ჩემმა მოძღვარმა იქადაგა, რომ არც ერთი გიორგი არაა დაჩაგრული, რადგან ყველანი წმინდა გიორგის მსგავსად მებრძოლები არიან smile.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: May 7 2012, 09:28 PM

მეც გილოცავთ ყველას..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 6 2013, 08:20 PM

ყველას გილოცავთ წმ.გიორგის ხსენების დღეს!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 6 2013, 09:50 PM

გილოცავთ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 6 2013, 11:11 PM

მე უკვე მოგილოცეთ და კიდევ გილოცავთ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 6 2014, 12:53 AM

G_saxva
გილოცავ სახვა !!!

(ყველას გილოცავთ)
:

biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 6 2014, 09:26 AM

A.V.M
გაიხარე გენაცვალე kiss1.gif

ყველას გილოცავთ ულამაზეს დღესაწაულს. წმინდა დიდმოწამე გიორგის ძალითა და მეოხებით მთელ საქართველოს სიკეთე ბედნიერი გამძლეობა ლხინი და ერთიანობა ჰქონოდეს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 6 2014, 11:31 AM

გილოცავთ გიორგობას, ნუ განსაკუთრებით G_saxva-ს რა თქმა უნდა
yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 6 2014, 02:58 PM

qetevano
kiss1.gif გაიზარდე დიდი გოგო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)