IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე
ალექსანდრე
პოსტი Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი smile.gif

ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა smile.gif მაშ ასე smile.gif

გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
_ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე.
ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა.
- იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე?
- ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო.
შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო...
- ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს?
-ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს..
- შენ გინახავს ის კატა?
-კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს
-რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები?
-სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო.
ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა.
- ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ?
-მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს.
-ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ?
-არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის.
-სად იყრიან თავს?
ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ.
-როგორ, შენც სთხოვე დახმარება?
-(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა.
-ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს?
-კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ.
-ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო?
-დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Nov 27 2013, 04:00 PM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ულტურული პრობლემა! ტრადიციების შეურაცხყოფა, მათ შეუსრულებლობაზე მეტად, მათი ფორმალური დაცვაა... ტაძარში დაჯდომაზე ფიქრს მირჩევნია, სახლში ფანჯრებთან ვილოცო... სამწუხაროდ, ეს დღევანდელი დღეა...

ვდგავარ ადგილზე, რომელსაც ბავშვობიდან ვენდობი და ვეღარ გამიგია, ზეთისცხებაა თუ - პურის რიგი.

დღესასწაულები ჩვენში აღარ პასუხობენ სახელს, ამბიონიდან წივილ-კივილით აღებული წყალი გზაში კარგავს ღვთაებრიობას! "აბგონით" აღებული სეფისკვერიც ჩვეულებრივი პურია...

აღსარება - როგორც "პატაკი", გადასწრებით მიღებული ზიარება, ხმაურის გამო შეწყვეტილი სახარება და სხვ. ეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის "მრევლია", მთელი თავისი დეკადანსით... კვირის წირვაზე სიარული მასისთვის პერმანენტულობად ქცეულა და "მორწმუნეს" სახელიც ერთგვარი პრესტიჟია.

... მე ვიდექი შობის ღამეს და მრცხვენოდა, რომ ლიტურგიაზე უკეთ ხალხის საუბარი და ერთმანეთის მიმოკითხვები მესმოდა. წირვა ჰგავდა საპარლამენტო სხდომის ჩოჩქოლს და ზეთისცხების რიტუალი - 90-იანი წლების პურის რიგს! მწუხრს, მოძღვრის მიერ უფლის დიდების პარალელურად, "ამკობდა" რეპლიკები: "ჩუმად, წირვაა..." "ნუ საუბრობთ!" "მოუსმინეთ მამაოს" და სხვა...



მოგვიანებით ყველაზე პატარა ტაძრებშიც კი საჭირო გახდა გაძლიერებული დინამიკების დაყენება და "პეტლიჩკები" ანაფორაზე, მაგრამ მაინც ხშირად ისმოდა "სუ..."

ბევრჯერ შევსწრებივარ სეფისკვერის ასაღებად რამდენიმეჯერ გაწვდილ ერთსა და იმავე ხელს. პატარაობისას მეგონა, თუ ორ ლექსს ვიტყოდი, თოვლის ბაბუა ორ საჩუქარს მომცემდა... ...და ტაძარი ხალხით მართლაც ემსგავსება ერთ დიდ საბავშვო ბაღს, ჩვენ - უდიერ და ურჩ ბავშვებს, რომლებსაც ურთიერთსიყვარულზე ქადაგება სახლამდე ვეღარ მიჰყვებათ და გზაში ეკარგებათ ქრისტე.

ვიღაცა ჩამომართმევს სათქმელს განკითხვად; ვიღაც მიხვდება, რომ ეს პამფლეტი დეკადენტობა კი არა, დაღლილი მხილებაა, უკეთესობისაკენ შეცვლის მქრქალი იმედი და დაჭყეტილი თვალებიდან გამოჟონილი სიბრაზე. მოწიწება? ეს ის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც წარსულში დარჩა და ალბათ ამიტომ ხდება საჭირო, ჯვარზე მთხვევის რიგის სტიქაროსნებით გამაგრება.

ასე რომ, ხშირია სტიქარიანი "სექიურითის" გაოცებულ-განერვიულებული სახე.
გამარჯობა! მე მორწმუნე ვარ, ზიარების მერე სიგარეტს ვეწევი და სამარხვო ყველს ვჭამ!..
ერთხელ ჩემი უბნის ეკლესიაში ხატებს არიგებდნენ, მაგრამ ეს უფრო აქციას ჰგავდა ან გრანდიოზული ფასდაკლების პირველ დღეს. მასის მოწოლილმა ინერციამ გოგო წააქცია. მიშველება კი არა, ემპათიური გამომეტყველებით ლამის ზედ გადააბიჯეს.



კიდევ ორს გული შეუწუხდა. ხმაური სახლამდე აღწევდა. "მრევლს" დაავიწყდა მიზეზი, რისთვისაც იყო მისული. მაინტერესებს, სად და რატომ დაკიდებენ გაწევ-გამოწევაში, კოლონიალურად "წართმეულ" ხატებს. ამ დაბღვერილ სახეებს ერქვა "გიყვარდეს მოყვასი შენი"?..

ნუთუ ისე გეჩქარებათ "მადლის" აღება, რომ ფიზიკურ ზეწოლამდე ცოტა გაკლიათ? ნუთუ ისე "გიყვართ" ღმერთი, რომ ზიარებისას ბარძიმს ეტაკებით ლამის... ირგვლივ ვიყურები და მეშინია, ვინმე მავანმა ეს ყველაფერი არ გადაიღოს... ისედაც მიზანში ამოღებულ დედა ეკლესიას კიდევ ერთხელ არ დაარტყან "გარეშეებმა", თუმცა ვინ ვართ ჩვენ, "შიგნითურები"?

ტაძრის კედლებში ჭიდაობამ ფრესკები გაცრიცა და მე, ისედაც უძლურმორწმუნეს, მეზარება კვირას ადრე ადგომა, ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მრევლს რიტუალის პარალელურად ვეჭიდავო და უფრო გაღიზიანებული გამოვიდე, ვიდრე შესვლამდე ვიყავი. შეიძლება ლაჩრობაა, თავს რომ იმით ვიმშვიდებ, გარეთ სახარება არ ისმის და შიგნით დგომა გაუსაძლისია-მეთქი, მაგრამ უკულტურობასთან სპარინგი ძლიერი მორწმუნეებისთვის დამითმია.

ადრე ვცდილობდი, თვალდახუჭული ჩავწვდომოდი ლოცვის არსს, ორმხრივი მოძრაობა ერთი წუთითაც არ წყდებოდა და მე გაუხეშებული გავდიოდი ტაძრიდან. გნებავთ, დავაბრალოთ უნებისყოფობას (თუ ეს გაამართლებს "მძიმე არტილერიის" საქციელს)...

როცა ბავშვი ვიყავი, ხშირად ვიღებდი ჩემი მოძღვრისგან შენიშვნებს ტაძარში ქცევასთან დაკავშირებით. მერე გავიზარდე და მადლობას ვიხდი ერთგვარი რელიგიური ეგზისტენციალიზმისთვის. ტაძრის გარეთ არაორდინარულობა ხშირად მიშლიდა ხელს, ჩავმჯდარიყავი მრევლის სტანდარტებში. ამიტომ არასდროს მითქვამს, რომ მორწმუნე ვარ, თავს არ ვთვლიდი ამ სტატუსის ღირსად. ახლა კი, მრცხვენია ვთქვა - მე ვარ "მრევლი".

არ მესმის, რას გულისხმობენ თანამედროვე ქართველები, როდესაც ტურისტებში ეროვნული ფასეულობებით და კულტურით იკვეხნიან. ეს ყველაფერი უკვე მითად ქცეული წარსულია. XXI საუკუნეში ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ X საუკუნეში მოკვეთილი სხვისი მარჯვენით და ისტორიის ფურცლებზე დარჩენილი არაგველებით (რომელთა შთამომავლობაც ნაკლებად კი არა, საერთოდ არ გვეტყობა!).

დღევანდელი საქართველო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, საამაყოდან ცოტაზე შორსაა. ნაბადიც აღარ იკემსვის და დახეულ ჯინსებშორის გაპარულ ზნეს, ეჭვი მაქვს, დავეწიოთ. ის ხალხი კი, რომელიც ჯერჯერობით ავსებს ტაძარს, დღევანდელი საქართველოა.

წყალმა წვეთ-წვეთად დენით ქვა გახვრიტაო. გარედან დაწყებულმა დეგრადირებამ ჩემს, ჩვენს შიგნით შეაღწია...

...მერე ტაძრებში... და "ცოტა არა უშავს" პრინციპით ბევრს რაღა ვუყოთ ნეტა... ჩვენი კულტურა, "ჭამა-სმა დიდად შესარგი", საცივში ჩადებული თავია. მერე ისევ ის თავი ბევრი თავია, კვირას რომ გროვდება წირვაზე და დღეს ქართული მრევლის სრულიად ასიმილაციური პორტრეტი ყველანაირად არღვევს იმაგინატიურობას, გამონაკლისი სეგმენტები კი მასაში ისრისებიან.

მირჩევნია, თვალები ლოცვისას დავხუჭო, ვიდრე - რეალობის წინაშე. ამიტომ არ ვეცდები ჩემი შფოთის მონორიზებას და: Dexi et animem levavi* (ლათ: მე ვთქვი და შვება მივეცი სულს*)

თეკლა ლაზი
ნაკადული: ჟურნალი "და ქალი"

ვაიმე რა მშვენიერად წერს ვეთანხმები 90% ყველაფერში. გაიხრე კარგო ქართველო ადამიანი... მგონი ეს ცალკე თემასაც მოითხოვს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   საინტერესო საგაზეთო სტატიები   Oct 4 2006, 05:58 AM
ალექსანდრე   მრავალ მორწმუნეს ს...   Oct 4 2006, 02:51 PM
seminarieli lela   [b]ფარისევლები თანა...   Feb 28 2008, 01:14 PM
მხევალი ნინო   seminarieli lela შენი სტატია...   Feb 28 2008, 01:18 PM
seminarieli lela   seminarieli lela შენი სტატია ...   Feb 28 2008, 03:29 PM
xornabujeli   :) როგორია ადამიანი ...   Jun 21 2008, 04:06 PM
Genesis   :) როგორია ადამიანი...   Sep 13 2008, 05:46 PM
demetre89   ყოველივე ეს მართლა...   Sep 4 2008, 12:24 AM
nino_ni   კაი სტატიებია....გაგ...   Sep 13 2008, 05:41 PM
KAIROS   მდას... ასე არ შეიძლ...   Mar 9 2010, 09:50 AM
KAIROS   ზემოთ მოყვანილის გ...   Mar 9 2010, 10:01 AM
კანუდოსელი   კურაევი აშკარად ან...   Mar 9 2010, 10:14 AM
KAIROS   ეგ ცნობილი ხერხია ...   Mar 20 2010, 10:02 AM
knata   მგონი ამ განყოფილე...   Nov 15 2010, 09:54 PM
მარიამი   მგონი ამ განყოფილ...   Nov 16 2010, 11:02 AM
აკაკი   სახარების ორიგინა...   Feb 18 2011, 01:33 PM
seminarieli89   .:Lela:. კარგი სტატია იყ...   Sep 12 2012, 01:47 AM
ნოე   http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...-ckho...   Oct 9 2012, 10:54 PM
A.V.M   საპროტესტო აქცია ტ...   Jul 5 2013, 01:31 PM
G_saxva   საპროტესტო აქცია ...   Jul 5 2013, 02:55 PM
qetevano   მამა ნიკოლოზის გამ...   Jul 5 2013, 03:20 PM
G_saxva   პ.ს. ეს ყველაფერი ი...   Jul 5 2013, 03:36 PM
qetevano   G_saxva შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:41 PM
G_saxva   G_saxva შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:46 PM
qetevano   G_saxva დანარჩენი არ იც...   Jul 5 2013, 03:52 PM
G_saxva   G_saxva დანარჩენი არ ი...   Jul 5 2013, 03:58 PM
qetevano   G_saxva ამაზე საერთოდ ა...   Jul 5 2013, 04:06 PM
G_saxva   G_saxva ამაზე საერთოდ ...   Jul 5 2013, 04:10 PM
qetevano   G_saxva დიადი მბრძანებ...   Jul 5 2013, 04:13 PM
G_saxva   [b]G_saxva დიადი მბრძანე...   Jul 5 2013, 04:15 PM
A.V.M   მგონი აზრზზე არ ვა...   Jul 6 2013, 01:14 PM
A.V.M   19:01 / 05-11-2013 ტაილანდში ტ...   Nov 5 2013, 10:22 PM
Atm@n   "უცხო პლანეტებიც ...   Nov 9 2013, 02:13 PM
A.V.M   ეჰ...   Nov 9 2013, 03:55 PM
G_saxva   ინტერნეტჰიტი: ჩინე...   Nov 25 2013, 12:25 PM
qetevano   მე არ მომეწონა ეგ ე...   Nov 25 2013, 01:49 PM
G_saxva   qetevano ბაყაყებზე და ძა...   Nov 25 2013, 02:03 PM
qetevano   G_saxva სულ ცუდზეა ხაზი ...   Nov 25 2013, 02:05 PM
G_saxva   qetevano ღმერთმა დაგვიფ...   Nov 25 2013, 02:07 PM
qetevano   G_saxva ის არ მიყვარს კი...   Nov 25 2013, 02:15 PM
G_saxva   G_saxva ის არ მიყვარს კ...   Nov 25 2013, 02:21 PM
qetevano   G_saxva მერე მანდ ისეა გ...   Nov 25 2013, 02:25 PM
G_saxva   qetevano ვაი რომ არა მარ...   Nov 25 2013, 03:37 PM
G_saxva   ულტურული პრობლემა...   Nov 27 2013, 04:00 PM
qetevano   ნამდვილად არის ეს ...   Nov 27 2013, 04:31 PM
G_saxva   qetevano :D კოშმარი კარგი ...   Nov 27 2013, 04:36 PM
qetevano   აი ეს მართლა კოშმა...   Nov 27 2013, 05:01 PM
G_saxva   qetevano სათაურის მერე დ...   Nov 27 2013, 05:19 PM
One truth   მოკლედ უკვე რამოდ...   Dec 17 2013, 07:22 AM
marine   ქვის კვალი მანქანი...   Jun 14 2020, 07:43 PM
marine   კარგი თუ ცუდი? ვინ ი...   Aug 3 2020, 08:00 PM
marine   პლასიდო დომინგოს დ...   Aug 31 2020, 10:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 10:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი