თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ლენინი - ანტიქრისტე?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 01:20 PM

ეს შედარებები ფორუმ.გე-ზე ვიპოვე. მაინტერესებს თქვენი აზრიც. არის ამაში რაღაც საინტერესო smile.gif





1. ლენინმა ათეიზმი იქადაგა და დაარსა ათეისტური სახელმწიფო. 1919 მარტში კომუნისტური (ათეისტური) ინტერნაციონალი დაარსა.
1922 ნოემბერში ბოლო სახალხო გამოსვლაჰქონდა მოსკოვის საბჭოზე.

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). (გამოც.იოან. 12)

2. ლენინი იყო იმ შვიდ თავთაგანი რომლებიც მართავდნენ წითელ ათეისტურ სახელმწიფოს . 1918 დაჭრილი იყო სასიკვდილოდ , მაგრამ განიკურნა.

3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. (გამოც.იოან. 12)

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი
ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა
მხეცის კვალდაკვალ. (გამოც.იოან. 13)
3.მეორე თავმა(სტალინმა) განადიდა პირველი (ლენინი) მისი სახელით მოქმედებდა.

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი(სტალინი), მიწიდან (СТАЛЬ - რკინა) ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

12. ის (სტალინი) მოქმედებს მხეცის ( ათეისტური იდეოლოგიის - კომუნისტური პარტიის) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და
მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ (ლენინი) მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა( ლენინი). (გამოც.იოან. 13)
4. ლენინის დროშის ქვეშ მარშირებდა მთელი სოციალისტური თანამეგობრობა - 30 ქვეყნამდე და იდევნებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბუდისტები, კრიშნაიდები, იუდევლები,
ისლამი...

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.

7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და

ენას.

8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა,
რომელიც დაკლულ იქნა.

9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. (გამოც.იოან. 13)


ლენინი როგორც ვიცით ებრაელი იყო,, და ანტიქრისტეც ამბობენ ებრაელთა ტომიდან იქნება ანუ კონკრეტულად დანის ტომიდან ,, საინტერესოა ლენინის ფესვები ხომ არ უკავშირდება დანის ტომს..?


70 წლიან კომუნისტურ გარემოში იგნორირებული იყო ყველა ვინც კომკავშირელი და პარტიული არ იყო. ყველასთვის ცალსახად ცნობილი იყო, რომ ვერაფერს
მიაღწევდა კარიერაში ათეისტური ბეჭდის გარეშე. ამ ბეჭედზე ისახებოდა ლ ე ნ ი ნ ი ს თავი, რომელსაც;

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი).

გამც. იოანესი 13


პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jul 12 2010, 01:26 PM

ანუ სატანის მმართველობამ უკვე ჩაიარა?? jump.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 01:30 PM

Heinrich von Sinsheim

ჩაიარა, ოღონდ დროებით.

2012 წლიდან ახალი ნათელი ეპოქა იწყება. კალი იუგის საბოლოო სიბნელემდე ერთი კარგად გაიბრწყინებს ნათელი (ოღონდ საკმაოდ დიდი ხნით a075.gif )


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2010, 01:50 PM

doh.gif doh.gif
ვავა ჩქიმ ცოდო

რაის ლენინი? ეგრე ნერონიც შეიძლება ჩაითვალოს...ანტიქრისტეს მართველობის შემდეგ მეორედ მოსვლას ველოდებით, ასევე ანტიქრისტეს მმართველობის დროს უნდა გამოჩნდნენ ძველი აღთქმის 2 წინასწარმეტყველი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი უნდა დაბრუნდეს სასწაულებრივად, ათონის მთიდან ბერები უნდა წამოვიდნენ.

თან ანტიქრისტე იქნება კრავის ტყავში გახვეული მგელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 02:06 PM

ikanosi

კიდე საფლავებიდან უნდა წამოდგნენ მიცვალებულები biggrin.gif


მე მგონი ყველაზე მეტად მართლმადიდებლობას არ აწყობს, ანტიქრისტე რომ აღარ მოვიდეს! ყურით მოათრევენ, შენ ხო არ უბერავ,წინასწარმეტყველება გინდა ჩაგვიშალოო? biggrin.gif

ყველაფერი ზუსტად ისე არ ხდება როგორც წინასწარმეტყველებებშია ხოლმე, მითუმეტეს იმ წინასწარმეტყველებაში, რომელიც ოდესღაც აპოკრიფი იყო.

წმინდანები მა რას აკეთებენ? მლოცველები რას აკეთებენ?

ატმენაა ატმენააა. აღარ მოვია ანტიქრისტე არააა. იყო უკვე მოსული biggrin.gif

მერწყულის ეპოქა იწყებაააა! მოვა ახალი დირექტორი და განათდება ცა! biggrin.gif

ის რეალობა, რომელიც დაწერილ იყო, შეიცვალა სხვა რეალობით. თუ ძალიან მოინდომებთ მართლა მოვა ის შეჩვენებული და ძალიან გინდათ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 02:31 PM

Atman

როგორ ფიქრობ ნორმალური თემაა?

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jul 12 2010, 02:34 PM

afxazi
ნორმალური რა მხრივ??

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 02:37 PM

Heinrich von Sinsheim

ციტატა
ნორმალური რა მხრივ??


მე ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლის შესახება საუბარი უბრალოდ უაზრობაა, აი ასეთი თემა მგონია ეს თემა. თუმცა თუ გინდათ ისაუბრეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 02:40 PM

afxazi

ციტატა
მე ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლის შესახება საუბარი უბრალოდ უაზრობაა, აი ასეთი თემა მგონია ეს თემა. თუმცა თუ გინდათ ისაუბრეთ


კაი რა აფხაზ. ამ სიცხეში მეტი რა ვაკეთოთ? რომ დავიძინო უფრო დამცხება biggrin.gif

თან არის ამ თემაში რაღაც ექსისტენციალური biggrin.gif

ხო და ანტიქრისტე კიდე მართლა ილუზიაა! არსებობს ერთადერთი რეალობა და ეს რეალობა ღმერთია a075.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 02:54 PM

Atman

ციტატა
კაი რა აფხაზ. ამ სიცხეში მეტი რა ვაკეთოთ?


laugh.gif laugh.gif

კარგი, ხელს აღარ შეგიშლით.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 12 2010, 02:57 PM

ციტატა(Atman @ Jul 12 2010, 02:40 PM) *

afxazi
კაი რა აფხაზ. ამ სიცხეში მეტი რა ვაკეთოთ? რომ დავიძინო უფრო დამცხება biggrin.gif

თან არის ამ თემაში რაღაც ექსისტენციალური biggrin.gif

ხო და ანტიქრისტე კიდე მართლა ილუზიაა! არსებობს ერთადერთი რეალობა და ეს რეალობა ღმერთია a075.gif

laugh.gif ნეტა შენ ლენინის მეტი გასართობი თუ ვერაფერი იპოვნე tongue.gif
ისე რა საცოდავია,დამარხვაც არ ეღირსა...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 02:58 PM

afxazi

ან შენ რაზე საუბრობ საინტერესოზე ჩვენ რო გვმოძღვრავ? biggrin.gif

რო გამოჯგიმულხარ სენატის თავმჯდომარედ, ხანდახან მოგვაწვდინე ზემოდან ხმა laugh.gif

შენ გეკითხები პირადად: ანტიქრისტე რომ აღარ მოვიდეს ძალიან გეწყინება? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 12 2010, 03:09 PM

Atman

ყოფილა დრო როცა ანტიქრისტე არ ყოფილა დედამიწაზე? smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 12 2010, 03:13 PM

ციტატა
რომ დავიძინო უფრო დამცხება


biggrin.gif

და რატომ, დღისით იძინებ? laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 03:27 PM

აკაკი

ციტატა
ყოფილა დრო როცა ანტიქრისტე არ ყოფილა დედამიწაზე?


რაც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მას, მით უფრო დიდი ძალა აქვს...

და ყოფილა დრო, როცა არ აქცევდნენ ყურადღებას და ადამიანებისთვის მხოლოდ ღმერთი იყო ერთადერთი რეალობა...

სიბნელე რომ განდევნო, სინათლე უნდა გააძლიერო. ანტოიქრისტე ილუზიაა, წარმოშობილი სიბნელისგან და უმეცრებისგან.

თოკი სიბნელეში გველად გეჩვენება, როცა გაანათებ ხვდები, რომ თოკი ყოფილა.

ყველანაირი ეგრეგორი ცოცხლობს, რასაც შექმნი (ოღონდ დროებით) ჰოდა ასეთია ანტიქრისტეც, ეგრეგორი, რომელიც შევქმენით და რომელსაც ვკვებათ ჩვენი რწმენით იმის შესახებ, რომ მას დიდი ძალა აქვს.

რამდენი ხანია ამ ფორუმზე ქრისტეს შესახებ არაფერი მსმენია. მხოლოდ ნეგატივზე ვსაუბრობთ და მაქსიმუმ წმინდანებზე (და მათაც ბევრი აკრიტიკებს).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 03:32 PM

Atman

ციტატა
შენ გეკითხები პირადად: ანტიქრისტე რომ აღარ მოვიდეს ძალიან გეწყინება? smile.gif


რადგან სერიოზული სმაილი იყო ბოლოში მე სერიოზულად გიპასუხებ biggrin.gif

მოკლედ მეორედ მოსვლა ეს საცირკო სანახაობა არააა, რომლის არ გამართვა სინანულს აღძრავს ჩვენში, რომ რაღაც საინტერესო წარმოდგენას ვაკლდებით. ან პირიქით, რომლის გამართვაც ჩვენ სიამოვნებას მოგვანიჭებს.

ზოგადად საკითხი მეორედ მოსვლის შესახებ ერთ-ერთი ღრმა და ცენტრალური საკითხია ქრისტიანული ეკლესიისთვის. ეკლესიაში მოღვაწე ავტორიტეტი მამები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ მეორედ მოსვლაზე საუბარს, რადგან არასწორად გადმოცემულ სწავლებას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. ეს დღეს არის, რომ ყოველ მეორეს პირზე მხოლოს მეორედ მოსვლის საკითხი აკერია და სწორედ იმ წარმოდგენით, რაც უკვე ზემოთ ვახსენე. ადამიანები უფრო რაღაც საინტერესო წარმოდგენას ელოდებენია, ვიდრე შემზარავ (კარგი გაგებით) მოვლენას.

საკითხს ვერ დავაყენებთ ისე თითქოს შეიძლება არ აღესრულს ეს მოვლენა. ეს არის გარდაუვალი და ამაში დაეჭვება (უარყოფას ვგულისხმობ, თორემ ეჭვი შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ ამ ეჭვის დაძლევას უნდა ეძიებდეს ის) უკვე ქრისტიანობისგან გადახვევაა.

მეორედ მოსვლა არ ასოცირდება ნგრევასა და კატასტროფასთან. ამის შესახებ თუნდაც გრიგოლ ნოსელი მშვენივრად საუბრობს. ასე რომ ის წარმოდგენა, თითქოს მეორედ მოსვლისას დედამიწა პირდაპირი მნიშვნელობით ამოყირავდება, დაინგრევა და ა.შ. უფრო მდაბალი წარმოდგენაა ამ მოვლენისა, ვიდრე რეალური. ცხადია, ეს მოვლენა შემზარავია, რადგან გონებისთვის დაუტევნელ სიმაღლეს ატარებს. ეს არის მოვლენა, როდესა დასრულდება მატერიალური დროის მიმდინარეობა, როდესაც ყველას მიეგება ღვთიური მართლმსაჯულებით.

ყველი დღე ქრისტიანისთვის მეორედ მოსვლაა, რადგან არ უწყის მან როდის გარდაიცვლება. ამიტომ ის ყოველთვის მზად უნდა იყოს, მისი სინდისი ყოველთვის განწმენდილი უნდა იყოს.


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 03:36 PM

afxazi

სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა ერთი-და იგივეა მართლმადიდებლობისთვის?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 03:44 PM

Atman

ციტატა
სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა ერთი-და იგივეა მართლმადიდებლობისთვის?


მე არ ვიტყოდი რომ აღსასრული, არამედ დასასრული. მეორედ მოსვლა ეს მატერიალური დროის დასასრულია.

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jul 12 2010, 03:46 PM

afxazi
ჩვენი სამყაროს აღსასრული ხომ არის მეორედ მოსვლა?? მაგ. დედამიწა ხომ აღარ იქნება? თუ იქნება?? mellow.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2010, 03:48 PM

ციტატა(Atman @ Jul 12 2010, 03:40 PM) *

afxazi
კაი რა აფხაზ. ამ სიცხეში მეტი რა ვაკეთოთ? რომ დავიძინო უფრო დამცხება biggrin.gif

თან არის ამ თემაში რაღაც ექსისტენციალური biggrin.gif

ხო და ანტიქრისტე კიდე მართლა ილუზიაა! არსებობს ერთადერთი რეალობა და ეს რეალობა ღმერთია a075.gif

რა გეშველება laugh.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 12 2010, 03:55 PM

Heinrich von Sinsheim

ციტატა
ჩვენი სამყაროს აღსასრული ხომ არის მეორედ მოსვლა?? მაგ. დედამიწა ხომ აღარ იქნება? თუ იქნება??


იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. შეუძლებელია იმის გადმოცემა რა იქნება. ეს არ იქნება მატერიალურობა. ხოდა აბა როგორ ვისაუბროთ ამის შესახებ. უბრალოდ ახალი ცა და ახალი მიწა.

ხადი დღეს რასაც ვხედავთ ეს აღარ იქნება.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2010, 03:57 PM

მოესწრებით კაცო ნუ გეშინიათ biggrin.gif ადრე თუ გვიან მაინც ნახავთ

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jul 12 2010, 03:59 PM

ვნახავთ და ანტიქრისტე ილიჩიც იქ დაგვხვდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 04:02 PM

ციტატა
მე არ ვიტყოდი რომ აღსასრული, არამედ დასასრული. მეორედ მოსვლა ეს მატერიალური დროის დასასრულია.


მატერიალური სამყაროს და დროის ციკლურობაზე რას იტყვი? არ გჯერა მაგის? sad.gif

ზამთარს ისევ გაზაფხული მოსდევს! (იგიულისხმება იგივე დედამიწა და არა სულიერი გაზაფხული ან სხვაგან მყოფი გაზაფხული (ესეცაა რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად დედამიწას ვგულისხმობ).

აი რატო მიყვარს ვედები. ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია იქ (ცოტა თავიდან უნდა ტვინის გაყანყალება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2010, 04:05 PM

Atman

ციტატა
მატერიალური სამყაროს და დროის ციკლურობაზე რას იტყვი? არ გჯერა მაგის?

მაინც შენსას ექაჩები biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 04:15 PM

ikanosi

რა ვქნა ეგრეა და ჩემი ბრალია? sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2010, 04:19 PM

Atman

ციტატა
რა ვქნა ეგრეა და ჩემი ბრალია?

მოვა დრო და განახებ რომ ეგრე არაა (ან მე ან ვინმე)
თემიდან არ გადავუხვიოთ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 04:20 PM

ikanosi

ციტატა
მოვა დრო და განახებ რომ ეგრე არაა


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მცხელა რა ნუ მაცინებ sad.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 12 2010, 04:23 PM

ციტატა(Atman @ Jul 12 2010, 03:36 PM) *

afxazi

სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა ერთი-და იგივეა მართლმადიდებლობისთვის?


პასუხი: ცხადია, სამყაროს აღსასრული დაკავშირებულია უფლის მეორედ მოსვლასთან, რომლის შემდეგაც სამყარო განახლდება და დადგება მარადიული, ნეტარი ცხოვრება უფლის სასუფეველში.

ჩემის აზრით თემა "ლენინი-ანტიქრისტე" არცთუ უინტერესოა. მართალია, არასწორი შეხედულების ქადაგებამ ანტიქრისტეს შესახებ შეიძლება მრავალი დააბნიოს, რაც ცოდვაში ჩაეთვლება მქადაგებელს, მაგრამ არც გულხედაკრეფილი ჯდომაა მისაღები. დიდი სიფრთხილით და წმიდა მამათა სწავლების გათვალისწინებით უნდა დავაკვირდეთ დროებას, რომ გულისხმავყოთ რომელ ეპოქაში ვცხოვრობთ და ახლოს არის თუ არა ანტიქრისტეს მოსვლა. საინტერესოა რომ რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მღვდელმა სერგი კობზარმა სწორედ ლენინი ივარაუდა ანტიქრისტედ. დაწერა უზარმაზარი შრომა და ამტკიცებს, რომ ლენინი აღსდგება მკვდრეთით (სხვათა შორის, გამიგია, რომ მისი ტვინი ინახება ლონდონში, ხოლო სხეულს დღემდე რომ არ ასაფლავებენ ყველამ უწყის).

ლენინის გაცოცხლებაო, ირწმუნება ეს მღვდელმსახური, იქნებაო თანამედროვე მედიცინის სასწაულებრივი შესაძლებლობებისა და ძლევამოსილების დემონსტრირება. გაცოცხლებული ლენინი თურმე კვლავ აღადგენს კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა კავშირს. სწორედ ამ პროცესში მას საბოლოოდ გაანადგურებსო დასავლეთი. მოსკოვს აღგვიან პირისაგან მიწისა. ლენინის სამხილებლად გამოჩნდებაო იოანე ღვთისმეტყველი.

შემდეგ ამ მღვდელს გადმოცემული აქვს ქილიაზმის (ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების) თავისებური ვერსია, რომლის ბოლოს მოხდება გოგისა და მაგოგის აჯანყება, რომელსაც საბოლოოდ დაამარცხებს ქრისტე და დაიწყება სამარადისო ცხოვრება.

ავტორი თავისი ნაშრომის შესახებ წერს, რომ მისი მიზანია: "გამოხატოს წმიდა წერილის, მართლმადიდებელ წმინდანთა და მოაზროვნეთა სწავლება ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს შესახებ, და მაქსიმალური სიზუსტით დაალაგოს მომავალ მოვლენათა ქრონოლოგია". ავტორის თქმით მის მიერ გადმოცემული შეხედულება ანტიქრისტესა და ესქატოლოგიის შესახებ, თვით ბოლო ჟამის მოვლენათა ქრონოლოგიური თანამიმდევრობის გაგება, არ წარმოადგენენ ავტორის პირად გამოცხადებას. "მან მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო დაეწერა ის, რაც ექვსი წლის განმავლობაში მომისმენია ჩემი სულიერი მამისგან, დიმიტრი ჩუიკოვისგან", რომელსაც მიუყვანია ის მართლმადიდებელ ეკლესიაში (თუ არ ვცდები ეს ავტორი ადრე იყო ბაპტისტი).

ავტორი აცხადებს, რომ მისი ნაშრომი "სრულიადაც არ არის ფუნდამენტალური, არამედ მხოლოდ მოკრძალებული ნარკვევი და მცდელობა მოამზადოს მართლმადიდებელთა ცნობიერება სხვა უფრო საფუძვლიანი ნაშრომისთვის მოცემულ თემაზე, რომელიც დღის ნათელს მოგვიანებით იხილავს".

ყველაზე საინტერესო ამ მღვდლის ვერსიაში არის ის, რომ ლენინის ანტიქრისტეობის დასამტკიცებლად, ის ეყრდნობა ოფიციალური, რუსული ეკლესიის წმინდანთა და ბერ-მონაზონთა წინასწარმეტყველებებს. მისი თქმით, ამ წინასწარმეტყველებების სხვაგვარად გაგება შეუძლებელია თუ არა ლენინთან მიმართებაში.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 04:30 PM

ციტატა
პასუხი: ცხადია, სამყაროს აღსასრული დაკავშირებულია უფლის მეორედ მოსვლასთან, რომლის შემდეგაც სამყარო განახლდება და დადგება მარადიული, ნეტარი ცხოვრება უფლის სასუფეველში.


უფლის სასუფეველი ცალკე თემაა. მე კონკრეტულად დედამიწას ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 12 2010, 04:32 PM

ციტატა(Atman @ Jul 12 2010, 04:30 PM) *

უფლის სასუფეველი ცალკე თემაა. მე კონკრეტულად დედამიწას ვგულისხმობ.



მართლმადიდებლური ესქატოლოგიის მიხედვით, მეორედ მოსვლის დროს დედამიწა სრულიად განახლდება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 04:54 PM

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
მართლმადიდებლური ესქატოლოგიის მიხედვით, მეორედ მოსვლის დროს დედამიწა სრულიად განახლდება.


განახლება სხვაა. ამაში მეც გეთანხმები, მაგრამ მართლმადიდებლობა თუ არ ვცდები ამბობს, რომ დედამიწა განადგურდება, ხოლო ვინც დაიმსახურებს ცათა სასუფეველში წავა.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 12 2010, 05:25 PM

Atman

შენზ3ე ადამიანო სიცხემ ნამეტანი იმოქმდა თუ რა გჭირს? biggrin.gif იმედს ვიტოვებ რომ საღ ჭკუაზე ხარ და ამ თემით "გვეკაიფები" biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 05:35 PM

ნანინა

შენი აზრით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 12 2010, 05:38 PM

Atman
ჩემი აზრი დავწერე უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 12 2010, 07:12 PM

ციტატა(Atman @ Jul 12 2010, 04:54 PM) *

dzvelmartlmadidebeli
განახლება სხვაა. ამაში მეც გეთანხმები, მაგრამ მართლმადიდებლობა თუ არ ვცდები ამბობს, რომ დედამიწა განადგურდება, ხოლო ვინც დაიმსახურებს ცათა სასუფეველში წავა.



სიმართლე გითხრა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. განახლება ძველის განადგურებასაც გულისხმობს (მითუმეტეს სამყაროს აღსასრულისა და მეორედ მოსვლის კონტექსტში). არსებითად ამას მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს, მთავარია ამ განახლების თუ განადგურების შემდეგ, ახალ ცასა და ახალ მიწას დავიმკვიდრებთ თუ არა. აი, რაზე უფრო გვმართებს ფიქრი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 07:14 PM

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
სიმართლე გითხრა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. განახლება ძველის განადგურებასაც გულისხმობს (მითუმეტეს სამყაროს აღსასრულისა და მეორედ მოსვლის კონტექსტში). არსებითად ამას მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს, მთავარია ამ განახლების თუ განადგურების შემდეგ, ახალ ცასა და ახალ მიწას დავიმკვიდრებთ თუ არა. აი, რაზე უფრო გვმართებს ფიქრი.


განახლებაში ნოეს დროინდელი ისტორიის მსგავს განახლებას ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 12 2010, 07:39 PM

Atman

ციტატა
განახლებაში ნოეს დროინდელი ისტორიის მსგავს განახლებას ვგულისხმობ.


როგორც მახსოვს (შესაბამისი წყაროების მოძიება შეიძლება), წმიდა მამები ასწავლიან, რომ მეორედ მოსვლის წინაც ისე იქნება, როგორც ნოეს დროს იყო, ანუ: ადამიანები მიატოვებენ ღმერთს, მიეცემიან გარყვნილებას და წარწყმედის გზას დაადგებიან. მაგრამ ნოეს დროისგან განსხვავებით, დედამიწას მაშინ წალეკავს არა წყალი, არამედ ცეცხლი. მისით განადგურდება (განახლდება) დედამიწა. ამავე დროს, დედამიწის განახლება, ახალი ცა და ახალი მიწა, ეს უფლის ახალი შემოქმედებითი აქტია და არა ცეცხლის მოქმედების შედეგი. ნოეს დროს, მიწა არ განადგურებულა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), როგორც კი დაიწრიტა წყალი მიწაც გამოჩნდა. ცეცხლით განადგურების შემთხვევაში კი ასე როდი იქნება. თუ წმიდა წერილს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ნადგურდება არა მარტო დედამიწა, არამედ სამყაროც. "ცა გრაგნილივით დაიგრაგნებაო" ნათქვამია წერილში. დაიწყება კოსმიური პერტურბაციები. სამყარო შეიცვლება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 12 2010, 07:42 PM

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 12 2010, 08:39 PM) *

Atman
როგორც მახსოვს (შესაბამისი წყაროების მოძიება შეიძლება), წმიდა მამები ასწავლიან, რომ მეორედ მოსვლის წინაც ისე იქნება, როგორც ნოეს დროს იყო, ანუ: ადამიანები მიატოვებენ ღმერთს, მიეცემიან გარყვნილებას და წარწყმედის გზას დაადგებიან. მაგრამ ნოეს დროისგან განსხვავებით, დედამიწას მაშინ წალეკავს არა წყალი, არამედ ცეცხლი. მისით განადგურდება (განახლდება) დედამიწა. ამავე დროს, დედამიწის განახლება, ახალი ცა და ახალი მიწა, ეს უფლის ახალი შემოქმედებითი აქტია და არა ცეცხლის მოქმედების შედეგი. ნოეს დროს, მიწა არ განადგურებულა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), როგორც კი დაიწრიტა წყალი მიწაც გამოჩნდა. ცეცხლით განადგურების შემთხვევაში კი ასე როდი იქნება. თუ წმიდა წერილს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ნადგურდება არა მარტო დედამიწა, არამედ სამყაროც. "ცა გრაგნილივით დაიგრაგნებაო" ნათქვამია წერილში. დაიწყება კოსმიური პერტურბაციები. სამყარო შეიცვლება.



ეგეც მოხდება, მაგრამ ეგ ძაააააალიან შორეული მომავალია. მანამდე ლაითი კატაკლიზმები იქნება მალე.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 13 2010, 07:05 PM

Atman

ციტატა
ეგეც მოხდება, მაგრამ ეგ ძაააააალიან შორეული მომავალია. მანამდე ლაითი კატაკლიზმები იქნება მალე.


კი, ეგრეა, "ლაითიც" იქნება და "არა ლაითიც..." თუმცა კატაკლიზმებს არა მარტო ბუნებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ველით... ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მიწიერთა ცხოვრება... წამიკითხავს, რომ დადგება დრო, როდესაც ქაღალდის ფული (ნაღდი ანგარიშსწორება) გავა პრაქტიკიდან და სახელმწიფოები საყოველთაოდ გადავლენ ელექტრონულ მომსახურეობაზე. ფული ბანკში იდება და მასთან რიგით მოქალაქეს კავშირი მხოლოდ საკუთარი ელექტრობარათით ექნება. შემდეგ კი ისიც გაუქმდება, და ცხადია, ეს ანტიქრისტეს დროს მოხდება, როდესაც მისი ბეჭდის გარეშე ვერაფერს "ვერც იყიდი, ვერც გაყიდი"... ტყეში მოგვიწევს ცხოვრება...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 13 2010, 07:18 PM

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 13 2010, 08:05 PM) *

Atman
კი, ეგრეა, "ლაითიც" იქნება და "არა ლაითიც..." თუმცა კატაკლიზმებს არა მარტო ბუნებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ველით... ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მიწიერთა ცხოვრება... წამიკითხავს, რომ დადგება დრო, როდესაც ქაღალდის ფული (ნაღდი ანგარიშსწორება) გავა პრაქტიკიდან და სახელმწიფოები საყოველთაოდ გადავლენ ელექტრონულ მომსახურეობაზე. ფული ბანკში იდება და მასთან რიგით მოქალაქეს კავშირი მხოლოდ საკუთარი ელექტრობარათით ექნება. შემდეგ კი ისიც გაუქმდება, და ცხადია, ეს ანტიქრისტეს დროს მოხდება, როდესაც მისი ბეჭდის გარეშე ვერაფერს "ვერც იყიდი, ვერც გაყიდი"... ტყეში მოგვიწევს ცხოვრება...



არა მგონია ეგრე მოხდეს. ელექტრონული ფული კი არა, შეიძლება საერთოდ ფასი დაკარგოს ყველანაირმა ფულმა, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა კი საერთოდ გაუფასურდეს.

აი როცა წყალი და პური ოქროზე ძვირფასი გახდება, მაშინ ნახავთ რა არის ნატურალური ანგარიშსწორება biggrin.gif

დღევანდელი ცივილიზაციის განვითარების არიმანული (ტექნოკრატიული) სცენარი გადაიდოოოო. გაცილებით მალე და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. პატარ-პატარა ომები იქნება ალბათ, მაგრამ მთავარ სათქმელს ბუნება იტყვის და არა მასონები ან კონკრეტული პიროვნება"ანტიქრისტეს" სახით.


ერთი სავარაუდო სცენარია კიდევ: ისლამური სამყარო გაძლიერდება და თითქმის მთელ მსოფლიოს "გადაუვლის". ყველაზე მეტი ენერგია მაგ სამყაროს აქვს ახლა და ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალიც (შინაგანი და არა გარეგნული).

ცოტა ვედების კუთხიდანაც თუ მივუდგები, ისლამურ სამყაროს შივა აკონტროლებს. შივა კი ღმერთის დამსჯელი ენერგიის მფლობელი პიროვნებაა და ეს სცენარიც შესაძლებელია.

მაგრამ რატომღაც კატაკლიზმების სცენარი უფრო რეალური მგონია.

"ჩიპები", "მიპები" და ა.შ. უბრალოდ ვერ მოასწრებენ დანერგვას. მასონებს და მატერიალისტებს კი შინაგანი ძალა თითქმის აღარ აქვთ და კიბოს უჯრედებს გვანან, რომლებიც უნდა მოიშოროს ორგანიზმმა.

თუმცა ეგეცაა, რომ ადამიანის ფანტაზია ყველაფერს მოუძებნის შესაბამის ფორმას. აგერ როგორც ლენინის ანტიქრისტეობაზეა ვარაუდი, ისევე იქნება სხვაზეც, ჰოდა არჩიე მერე რომელია ტყუილი და რომელი მართალი.

ისევ დედამიწა გვიშველის ასე მგონია, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა და ინდრას (ზევსის) - ჭექაქუხილის და წვიმის ღმერთის დახმარებით! ოღონდ მერე მე არ დამაბრალოთ დაგვთარსა და მართლა ეგრე მოხდაო! ეს საუკეთესო სცენარია ამ სცენარებს შორის smile.gif

დედამიწამ უნდა ამოისუნთქოს და გაიწმინდოს ნაგვისგან!

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 13 2010, 08:14 PM

Atman

ციტატა
ისევ დედამიწა გვიშველის ასე მგონია, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა და ინდრას (ზევსის) - ჭექაქუხილის და წვიმის ღმერთის დახმარებით! ოღონდ მერე მე არ დამაბრალოთ დაგვთარსა და მართლა ეგრე მოხდაო! ეს საუკეთესო სცენარია ამ სცენარებს შორის


ნუ ნერვიულობ, მთავრობამ არ დაგაბრალოს რამე თორემ, ჩვენ არაფერს დაგაბრალებთ!... biggrin.gif

რაც შეეხება "ჭექა-ქუხილის ღმერთ" ინდრას, მოკლედ და ლაკონურად მინდა გითხრა, წმ. დავით წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან!". მჯერა რომ ასეა და ნუ მიწყენ, შენი ინდრაც და შივაც ჩვეულებრივი ეშმაკები ბრძანდებიან...

ციტატა
არა მგონია ეგრე მოხდეს. ელექტრონული ფული კი არა, შეიძლება საერთოდ ფასი დაკარგოს ყველანაირმა ფულმა, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა კი საერთოდ გაუფასურდეს.


შენ კი არ გგონია, მარა ვითომ შენ რომ გგონია ეგრე იქნებოდეს იქნებააა?... umnik3.gif

ციტატა
დღევანდელი ცივილიზაციის განვითარების არიმანული (ტექნოკრატიული) სცენარი გადაიდოოოო. გაცილებით მალე და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. პატარ-პატარა ომები იქნება ალბათ, მაგრამ მთავარ სათქმელს ბუნება იტყვის და არა მასონები ან კონკრეტული პიროვნება"ანტიქრისტეს" სახით.


როგორ კარგად ხარ ინფორმირებული მომავალზე! საიდან იცი ეგ ყველაფერი? "შივასთან" ხომ არ იყავი თათბირზე?... girl_angel.gif

ციტატა
ერთი სავარაუდო სცენარია კიდევ: ისლამური სამყარო გაძლიერდება და თითქმის მთელ მსოფლიოს "გადაუვლის". ყველაზე მეტი ენერგია მაგ სამყაროს აქვს ახლა და ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალიც (შინაგანი და არა გარეგნული). ცოტა ვედების კუთხიდანაც თუ მივუდგები, ისლამურ სამყაროს შივა აკონტროლებს. შივა კი ღმერთის დამსჯელი ენერგიის მფლობელი პიროვნებაა და ეს სცენარიც შესაძლებელია.


შივა, თუ არ ვცდები სანსკრიტზე ნიშნავს "მოწყალეს" და ინდუიზმში სამყაროს დამანგრეველ და აღმაშენებელ საწყისებს განასახიერებს. ცნობილია ისეთი სახელწოდებებითაც, როგორიცაა რუდრა, შანკარა, შამბხუ, მახადევა. მას დაუფუძნებია იოგა. ისლამთან რა კავშირი აქვს "შივას"? fiqri.gif

ისლამის და ინდუიზმის ზედმიწევნითი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ პირველად მესმის ისლამს შივა "აკონტროლებსო". ისლამისტებმა არ გაგიგონ ეგ თორემ ჯიხადს გამოგიცხადებენ. isrebi.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2010, 08:25 PM

http://www.radikal.ru

სიკვდილის წინ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 13 2010, 08:42 PM

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
რაც შეეხება "ჭექა-ქუხილის ღმერთ" ინდრას, მოკლედ და ლაკონურად მინდა გითხრა, წმ. დავით წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან!". მჯერა რომ ასეა და ნუ მიწყენ, შენი ინდრაც და შივაც ჩვეულებრივი ეშმაკები ბრძანდებიან...


ღმერთიათქო არ მითქვამს,. ან თუ ვთქვი შემეშალა. ნახევარღმერთები არიან ინდრაც და შივაც, ოღონდ შენც ნუ აყენებ შეურაცხყოფას და ეშმაკებს ნუ უწოდებ.

ციტატა
შივა, თუ არ ვცდები სანსკრიტზე ნიშნავს "მოწყალეს" და ინდუიზმში სამყაროს დამანგრეველ და აღმაშენებელ საწყისებს განასახიერებს. ცნობილია ისეთი სახელწოდებებითაც, როგორიცაა რუდრა, შანკარა, შამბხუ, მახადევა. მას დაუფუძნებია იოგა. ისლამთან რა კავშირი აქვს "შივას"?


მე ვედების მიხედვით ვლაპარაკობ. მუჰამედი კი ვედების მიხედვით შივასთან იყო კავშირში.

ციტატა
როგორ კარგად ხარ ინფორმირებული მომავალზე! საიდან იცი ეგ ყველაფერი? "შივასთან" ხომ არ იყავი თათბირზე?...


ეს ჩემი ვარაუდებია უბრალოდ smile.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 13 2010, 09:03 PM

ციტატა(Atman @ Jul 13 2010, 08:42 PM) *

dzvelmartlmadidebeli
ღმერთიათქო არ მითქვამს,. ან თუ ვთქვი შემეშალა. ნახევარღმერთები არიან ინდრაც და შივაც, ოღონდ შენც ნუ აყენებ შეურაცხყოფას და ეშმაკებს ნუ უწოდებ.
მე ვედების მიხედვით ვლაპარაკობ. მუჰამედი კი ვედების მიხედვით შივასთან იყო კავშირში.
ეს ჩემი ვარაუდებია უბრალოდ smile.gif


კაი, ცოტა გაგეხუმრე, არ გეწყინოს.

ისე, ეშმაკებს რაც შეეხება, ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ეგრეა და რა ვქნა. ასე წერია ფსალმუნში (მე ოდნავ შემეშალა): "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5).



ციტატა(abo @ Jul 13 2010, 08:25 PM) *

http://www.radikal.ru

სიკვდილის წინ.



ლენინის ამაზე უფრო საშინელი სურათი არ მინახავს. ნამდვილად ეშმაკეულია. ამბობენ, სიკვდილის წინ რაღაცეებს ხედავდა და ბღაოდაო... მართალი იქნება...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 13 2010, 09:21 PM

ციტატა
ისე, ეშმაკებს რაც შეეხება, ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ეგრეა და რა ვქნა. ასე წერია ფსალმუნში (მე ოდნავ შემეშალა): "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5).


მათდამი, როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემა "ეშმაკის" გზაა ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ისინი არ არიან ეშმაკნი და ღმერთის ნების შემსრულებელი მისი ერთგული მსახურები არიან. ინდრა ნახევარღმერთების მეფედ ითვლება (ისევე როგორც ზევსია ოლიმპოს მთაზე მთავარი). ინდრა და ზევსი ერთიო და იგივეა, ოღონდ წარმოდგენა მასზე ცოტა განსხვავდება ვედებში და ბერძნულ მითოლოგიაში.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 13 2010, 10:57 PM

ციტატა(Atman @ Jul 13 2010, 09:21 PM) *

მათდამი, როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემა "ეშმაკის" გზაა ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ისინი არ არიან ეშმაკნი და ღმერთის ნების შემსრულებელი მისი ერთგული მსახურები არიან. ინდრა ნახევარღმერთების მეფედ ითვლება (ისევე როგორც ზევსია ოლიმპოს მთაზე მთავარი). ინდრა და ზევსი ერთიო და იგივეა, ოღონდ წარმოდგენა მასზე ცოტა განსხვავდება ვედებში და ბერძნულ მითოლოგიაში.


აჰა, დაიწყო ისევ.

კაცო, თუ მათი ,,ღმერთნი’’ ეშმაკ არიან, თვითონ ხომ გამოდიან ეშმაკის თაყვანისმცემლები?!
ასეთი ადამიანი კი, ვერასდროს იქნება ჭეშმარიტი ღმერთის ნების შემსრულებელი და მისი მსახური.

რამდენჯერ უნდა გადავღეჭოთ ეს თემა??

ხვაწიტ!!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 14 2010, 05:51 AM

terra

ისინი სტიქიის მბრძანებელნი არიან. სტიქიის მბრძანებელი კი ღმერთს ემორჩილება და მისი თაყვანისმცემელია. ინდრა წვიმის მბრძანებელია და შენი აზრით ეშმაკს სცემს თაყვანს?

"ეშმაკის" თაყვანისცემაში მე სხვა რამე ვიგულისხმე. ვინც სტიქიის მბრძანებლებს სცემს თაყვანს ვერ იქნება ღვთისმსახური, მაგრამ ეშმაკიც შეუფერებელი სიტყვაა, უფრო კერპთაყვანისმცემელი გამოდის. ინდრა არაა ეშმაკი და თუ შეიძლება შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, მითუმეტეს ამ სიცხეში , თორე წვიმა აღარ მოვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 14 2010, 08:22 AM

ციტატა(Atman @ Jul 14 2010, 05:51 AM) *

terra

ისინი სტიქიის მბრძანებელნი არიან. სტიქიის მბრძანებელი კი ღმერთს ემორჩილება და მისი თაყვანისმცემელია. ინდრა წვიმის მბრძანებელია და შენი აზრით ეშმაკს სცემს თაყვანს?

"ეშმაკის" თაყვანისცემაში მე სხვა რამე ვიგულისხმე. ვინც სტიქიის მბრძანებლებს სცემს თაყვანს ვერ იქნება ღვთისმსახური, მაგრამ ეშმაკიც შეუფერებელი სიტყვაა, უფრო კერპთაყვანისმცემელი გამოდის. ინდრა არაა ეშმაკი და თუ შეიძლება შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, მითუმეტეს ამ სიცხეში , თორე წვიმა აღარ მოვა biggrin.gif

ანუ შენ თვლი რომ ეგენი "სული ნიავქარისანი äრიან? დახლოებით?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 14 2010, 08:30 AM

ციტატა
ანუ შენ თვლი რომ ეგენი "სული ნიავქარისანი äრიან? დახლოებით?


სული ნიავქარისა არ ვიცი რას ნიშნავს.

ნახევარღმერთების უმეტესობას რაღაც კონკრეტული ფუნქცია აქვს. ზოგი ჰაერის ელემენტს განაგებს (ქარს), ზოგი ცეცხლისას, ზოგი წყლისას და ა.შ.

"ალქიმიკოსის" ბოლოშია ეგ კარგად აღწერილი, როცა მზეს, მიწას, ქარს და ა.შ. მიმართავს მთავარი გმირი...

წვიმის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდება ღმერთის ნების გარეშე, მაგრამ ამ ნებას კონკრეტული ნახევარღმერთები და მათი მსახურები ასრულებენ.

ხოლო ის ნახევარღმერთი, ვინც ღმერთის ნებას აღარ ასრულებს, ეცემა და კარგავს ნახევარღმერთის "თანამდებობას".

თემას ნუ გავცდებით...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 14 2010, 08:50 AM

მოკლედ, კარგად ვიხალისე ამ თემის წაკითხვით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 14 2010, 09:13 AM

ნაინა

ციტატა
მოკლედ, კარგად ვიხალისე ამ თემის წაკითხვით


ვისი დამსახურებაა მერე? user.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 14 2010, 10:28 AM

Atman

ციტატა
ვისი დამსახურებაა მერე?

აბა გამოიცანი tongue.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 14 2010, 05:50 PM

ციტატა(Atman @ Jul 14 2010, 08:30 AM) *

ნახევარღმერთების უმეტესობას რაღაც კონკრეტული ფუნქცია აქვს. ზოგი ჰაერის ელემენტს განაგებს (ქარს), ზოგი ცეცხლისას, ზოგი წყლისას და ა.შ.


ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს "ნახევრადღმერთები" რაღა უბედურებაა? რას ნიშნავს "ნახევრადღმერთი"? როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

ქრისტეანობაში, მაგალითად, ასეთი მცნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. არის ერთი სრული ღმერთი და მორჩა! დანარჩენი არსებები არიან ამ ერთი ღმერთის ქმნილებანი და მათ ღმრთის ბუნება არ გააჩნიათ, არც ღვთიური ბუნების ნაწილი. ხოლო ტერმინი "ნახევრადღმერთი" გულისხმობს ალბათ იმას, რომ მას ღმრთის ბუნების ნაწილი გააჩნია. თუ ასეა იქნებ ამიხსნათ როგორ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 14 2010, 07:07 PM

dzvelmartlmadidebeli
ანუ პოლითეიზმი უფროსწორედ, ჰენოთეიზმი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 14 2010, 07:21 PM

ნეტაი თქვენ რა : )

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Jul 14 2010, 07:35 PM

გაქანებული საბჭოეთის დროა და საპირველმაისოდ იმართება ფილარმონიაში კონცერტი, გამოდის დიქტორი და აცხადებს: ეხლა პატარა გიორგი წაიკითხავს ლექსს დიდ ბელადზე, ლენინზე.

გიორგი:
დაგიჭყეტია თვალები,
დაგივქვეტია ყურები.....

და პირდაპირი ეთერიც ითიშება, ბავშვს ლექსი შეეშალა smile.gif))))))))

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 14 2010, 02:04 PM

კარგით რა რა ანტიქრისტე,რა ეშმაკი,რა სატანა

იეჰოვა გადაგვარჩენს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 16 2010, 10:01 AM

ნიკა ქუცნიაშვილი

მართლაც! biggrin.gif

"რადგან იეჰოვაა ჩვენი მსაჯული, იეჰოვაა ჩვენი რჯულმდებელი, იეჰოვაა ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ." (ესაია 33:22) biggrin.gif

კარგი ეხლა არ გამომეკიდო ამ პოსტზე, უბრალოდ რატომღაც მგონია აგდებულად დაწერე და განახე, რომ ეგ ფრაზა ბიბლიაში მოიპოვება... biggrin.gif

dzvelmartlmadidebeli

ნახევარღმერთები არ არიან, მაგრამ რითი ახსნით ღმერთის მიერ თავისი ბუნების გაყოფას მისსავე შობილთან? smile.gif როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს? smile.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jan 1 2011, 02:11 PM

Otherguy

ციტატა
ნახევარღმერთები არ არიან, მაგრამ რითი ახსნით ღმერთის მიერ თავისი ბუნების გაყოფას მისსავე შობილთან? როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს?


ღმრთის ბუნება მარტივია და შეუდგენელია, ამიტომაც, ის შეუძლებელია დაიყოს, დანაწევრდეს და ა. შ. წმიდა წერილში არსად არის გამოყენებული ფრაზა, რომლის მიხედვითაც ვინმეს მიეცემოდა შესაძლებლობა ელაპარაკა "საღმრთო ბუნების დაყოფაზე".

არც მართლმადიდებლობაშია ასეთი სწავლება. მე ვწერდი და კიდევ ვიმეორებ: ქრისტეანობაში, "ნახევრადღმერთის" ცნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. არსებობს მხოლოდ ერთი და სრული ღმერთი! დანარჩენი არსებები არიან ამ ერთი ღმერთის ქმნილებანი და მათ ღმრთის ბუნება არ გააჩნიათ, არც ღვთიური ბუნების ნაწილი. თუ ვინმე დამიმოწმებს ადგილს წერილიდან, სადაც ადამიანებზე, ღმრთის ერთგულებზე ნათქვამია: "ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6), უნდა ვიცოდეთ, რომ აქ "ღმერთი" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ და არც ადამიანებს უნდა მივაკუთვნოთ საღმრთო ბუნების ნაწილის მიღება და არც ღმერთზე ვიფიქროთ, რომ მას მოაკლდა ან მოსწყდა რაღაც "ნაწილი". ადამიანები ღებულობენ ღმრთის მადლს, "იმოსებიან" ამ მადლით, როგორც მაგალითად მზის სხივით, ან მზის სითბოთი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ადამიანმა მიიღო მზის ბუნება და გახდა მზესავით. ადამიანი მასში სულიწმიდის დამკვიდრების შემდეგ ხდება მადლისმიერი "ღმერთი", რასაც მამები მადლისმიერ განღმრთობას უწოდებენ.

რაც შეეხება ღმრთის ძეს (ალბათ ეს იგულისხმე "ღმრთისავე შობილში"), მამა, ძე და სულიწმიდა, ეს სამი ღმერთი კი არ არის, არამედ ერთი ღმერთი. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი (სამ იპოსტასოვანი). ადამიანის გონებისთვის ღმრთის ბუნება მიუწვდომელია, ამიტომაც ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები არ აღვწერთ (და არც ძალგვიძს) თუ როგორ არის სამი იპოსტასი ერთ ღმერთში. წმიდა წერილმა გვასწავლა მხოლოდ ის, რომ ძე იშვება მამისგან, სულიწმიდა კი მამისგან გამოდის. "შობა" და "გამოსვლა" ღმრთის ბუნების საიდუმლოა და არც მათი პირდაპირი, უხეში გაგებაა მისაღები. ასევე მიუწვდომელია თუ რა განსხვავებაა ძის "შობასა" და სულიწმიდის "გამომავლობას" შორის.

ამდენად, შენს შეკითხვაზე:
ციტატა
როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს?
გიპასუხებ: ღმერთს თავისი უქმნელი ბუნება არავისთვის "გაუყვია".

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 08:18 PM

მარტო ლენინი კი არა,ყველა ქრისტეს წინააღმდეგი ანტიქრისტეა .სახარებაში ვნახოთ.თუმცა ლენინი ერთ-ერთი მათგანია,რადგან ის ქრისტეს ეკლესიის სრული მტერი იყო

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 09:32 PM

აუ ლენინი ხო მოკვდა? biggrin.gif კაი რა თემააა ეს რა ლენინი biggrin.gif სტალინი ჰიტლეეეეეეეეეეერ

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Mar 1 2011, 09:53 PM

მგონია რომ ტექსტი კომბინირებულია და მასში შეგვიძლია წაიკითხოთ ლენინზეც და იმ ანტიქრისტეზე რომელიც მოვა.. მე მაინც მესამე მსოფლიო ომი იქნება ასე მგონია.. არ ვიცი არ ვიცი რას შემოაგდებს ცხოვრება biggrin.gif

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 09:57 PM

ციტატა(starscream @ Mar 1 2011, 09:53 PM) *

მგონია რომ ტექსტი კომბინირებულია და მასში შეგვიძლია წაიკითხოთ ლენინზეც და იმ ანტიქრისტეზე რომელიც მოვა.. მე მაინც მესამე მსოფლიო ომი იქნება ასე მგონია.. არ ვიცი არ ვიცი რას შემოაგდებს ცხოვრება biggrin.gif

მეც ესე მგონია მეგობარო,ხომ ხედავ რა ხდება ეგვიპტიდან რომ დავიწყოთ

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Mar 1 2011, 10:25 PM

+++თამარი+++

ციტატა
მეც ესე მგონია მეგობარო,ხომ ხედავ რა ხდება ეგვიპტიდან რომ დავიწყოთ

ხელოვნურად შექმნილი აურზაური და "დაფარული" ომი რესურსების გადანაწილებისათვის.. მეორე მსოფლიო ომის დროს ამბობდნენ უკვე სამხედროები რომ მსოფლიო ომი არ იქნებოდა არამედ იქნებოდა ცხელი წერტილები გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილებში ჰოდა ქმნიან ასეთ ცხელწერტილებს ხელოვნურად და ამით აღრმავებენ კრიზისს მერე დაიწყებენ მსოფლიო ომს რომ იარაღები დაყიდონ და ამით მაყუთი გააკეთონ

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 10:28 PM

ციტატა(starscream @ Mar 1 2011, 10:25 PM) *

+++თამარი+++

ხელოვნურად შექმნილი აურზაური და "დაფარული" ომი რესურსების გადანაწილებისათვის.. მეორე მსოფლიო ომის დროს ამბობდნენ უკვე სამხედროები რომ მსოფლიო ომი არ იქნებოდა არამედ იქნებოდა ცხელი წერტილები გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილებში ჰოდა ქმნიან ასეთ ცხელწერტილებს ხელოვნურად და ამით აღრმავებენ კრიზისს მერე დაიწყებენ მსოფლიო ომს რომ იარაღები დაყიდონ და ამით მაყუთი გააკეთონ

კი ეგრეა ჩემო კარგოო.ეს ძალიან ცუდია

პოსტის ავტორი: თემარტ თარიღი: Jun 19 2016, 03:05 PM




35 წელია ხილვა მაქვს რომ ანტიქრისტე ლენინია. იოანეს წინასწარმეტყველებაში წითელი ცხენი, წითელი ურჩხული და შვიდთავიანი მხეცი ერთიდაიგივე კომუნისტური საბჭოთ კავშირია.



იოანეს გამოცხადების განმარტება.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ გამოფხიზლდეთ და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე. იოანეს გამოც. 6 თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური სახელმწიფოს საბჭოთა რუსეთის დაარსებაზე,დანგრევაზე და კომუნისტური იდეოლოგიიის ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:

გამოც.იოანესი 6,2 - ეს ყველა ის ძალებია რაც დაუპირისპირდა ღვთისმგმობელ კომუნისტებს თეთრგვარდიელებიდან დაწყებული ტეჩერით და რეიგანით დამთავრებული.
გამოც.იოანესი 6,4 - ეს ღვთისმგმობელი წითელი კომუნისტური იმპერიის სახეა, კომინტერნის მეთაურობით.
გამოც.იოანესი 6,5-8 - ეს ის შიმშილი და უბედურებებია რაც მოჰყვება კომუნისტების დანარჩენ მსოფლიოსთან დაპირისპირებას.
გამოც.იოანესი 8-11 - ეს ჩერნობილის კატასროფაა, აფსინდა იგივე ჩერნობილია.
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და სოციალისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა,რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტების რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული რესპუბლიკები,სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი.(მერე დაყვეს 15 რესპუბლიკად)
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია,რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას და ათეიზმს.
გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად(თავი) ლენინის და ათეიზმის,კომუნისტური იდეალების სადიდებლად.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია.
გამოც.იოანესი 17,11 – ეს გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული.
გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა როდესაც ქრისტიანული ევროკავშირი და ა.შ.შ. დაშლიან რა ღვთისმგმობელურ კომუნისტურ იმპერიას 1991 წელს, ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ და ეს რესპუბლიკები შეუერთდება ევროკავშირს.
ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, სადაც ეზეკიელ 38.2-3 -ში რირდაპირ რუსეთზეა მითითება და რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება - ესაია 14,20 (ლენინი ისევ მავზოლეუმშია), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.
დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ, ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს, რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელები იოანეს გამოცხადებასთან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ესადაგება და ასახავს.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://ru.zhurnal.lib.tu/r/romanchuk 1/666 3.shtml
<a href="http://ru.wikipedia..org/wik/комунистическая_партия_Советского_Союза" target="_blank">http://ru.wikipedia..org/wik/комуни

В ноябре-декабре 1936 года на Чрезвычайном VIII Всесоюзном съезде Советов была принята новая Конституция СССР - Сталинская Конституция победившего социализма.В качестве союзных республик по Сталинской Конституции в состав СССР вошло 11 советских социалистических республик: РСФСР, УССР, БССР, Азербайджанская ССР, Грузинская ССР, Армянская ССР, Туркменская ССР, Узбекская ССР, Таджикская ССР, Казахская ССР, Киргизская ССР. В союзные республики входят 22 автономные республики и 9 автономных областей.Основа этого союза - "добровольность и правовое равенство членов Союза" (Сталин). Каждая союзная республика имеет свою Конституцию, учитывающую особенности республики и построенную в полном соответствии с Конституцией СССР.
http://press.try.md/item.php?id=4463
Теперь насчет тугодумия. Этот симптом мы встречаем на последнем отрезке жизни Владимира Ильича. Уже 3 марта 1921 года, то есть за год (!) до официально указываемого историками срока «начала болезни», Ленин пишет Л. Каменеву записку: «т. Каменев! Вижу, что на съезде, вероятно, не смогу читать доклада. Ухудшение в болезни после трех месяцев лечения явное: меня «утешали» тем, что я преувеличиваю насчет аксельродовского состояния...»
12 მინიშნებაა იოანეს წინასწარმეტყველებაში ანტიქრსტეზე , რომელიც ლენინზე მიგვითითებს.

1.წითელი დრაკონი(იოან.გამოცხ. 12.3)- კომუნისტების დროშის ფერი.
2.შვიდთავიანი მხეცის პირველი თავი(იოან.გამოცხ. 13.12)-კომუნისტური იმპერიის პირველი ბელადი
3.ღვთის მგმობელი თავი(იოან.გამოცხ. 13.5) - ათეიზმის ქადაგება
4.ბრძოლა წმიდანებთან და გამარჯვება(იოან.გამოცხ. 13.7)- ბოლშევიკების გამარჯვება რუსეთის სამოქალაქო ომში
5.ტახტს დაიდგავს ღვთის ტაძარში(მეორე თესალონ. 2.4) - ლენინმა ტახტი დაიდგა მართლმადიდებლურ ეკლესიათა კომპლექსში კრემლში.
6.თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული(იოან.გამოცხ. 13.3) - მძიმედ დაჭრა კაპლანმა
7.მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე(იოან.გამოცხ. 13.5) - ქმედითუნარიანი იყო 1917 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის მარტამდე,რასაც თავისიწერილით ადასტურებს
8.მეორე თავი აიძულებს თაყვანი სცენ პირველ მხეცს(იოან.გამოცხ. 13.12) - სტალინმა გააფეტიშა ლენინი.
9.ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს(იოან.გამოცხ. 13.17) - ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია-კოლექტივიზაცია.
10.არ დაიმარხება(ესაია 14.20) - ლენინი დღესაც მავზოლეუმშია.
11. მოსკოვი სადაც დაიდო ტახტი ლენინმა შვიდ გორაკზეა აშენებული(იოან.გამოცხ. 17.9)
12. მრავალ წყალზეა აშენებული მოსკოვი (იოან.გამოცხ. 17.1)მოსკოვის ქვეშ ზღვა აღმოაჩინეს.

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 17 2017, 08:41 AM

მამა გაბრიელი ამბობდა:
ახლა უკვე ბოლო ჟამია!
როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად,ისეა მოახლოებული…
რა არ ვეცადე,მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი(ანტიქრისტესი). ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა:-ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს;მოდი გაბრიელ მე დაგიწერ მის სახელს,-და ასე მაუწყა უფლის ანგელოზმა მისი სახელი…ეს კი, თქვენ არ გეხებათ-კაცთათვის ჯერ დაფარულია! smile.gif

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 17 2017, 09:53 AM

Elzaa
კი ლენინიც ანტიქრისტეა... რათქმაუნდა სტალინიც და დანარჩენი არა ქრისტიანებიც

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 17 2017, 02:33 PM

ციტატა(რობინი @ Feb 17 2017, 09:53 AM) *

Elzaa
კი ლენინიც ანტიქრისტეა... რათქმაუნდა სტალინიც და დანარჩენი არა ქრისტიანებიც

გეთანხმები biggrin.gif ჯერ ყველაფერი წინაა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)