IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> უილიამ შექსპირი, სონეტები
გიორგი
პოსტი Dec 11 2007, 01:51 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



უილიამ შექსპირი (1564 - 1616) იყო დიდი ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, დღეს ის ფართო წრეებში მოიაზრება, როგორც უდიდესი ინგლისურენოვანი მწერალი და მსოფლიოს უდიადესი დრამატურგი. მისი ჩვენამდე შემორჩენილი შემოქმედება მოიცავს 38 პიესას, 154 სონეტს, ორ დიდ მთხრობელობით და კიდევ რამოდენიმე სხვა პოემას. მისი პიესები გადათარგმნილია ყველა ძირითად ცოცხალ ენაზე და იდგმება უფრო ხშირად ვიდრე სხვა რომელიმე დრამატურგის შემოქმედება.

IPB-ს სურათი
უილიამ შექსპირი - ე.წ. "ჩანდოს" პორტრეტი, პორტრეთა ეროვნული გალერეა, ლონდონი

შექსპირის სონეტები წარმოადგენს ლექსების კრებულს სონეტის ფორმით, რომელიც მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული, მშვენიერება, უკვდავება და ა.შ. სავარაუდოდ სონეტები დაწერილია მრავალი წლის განმავლობაში, ყველა 154 ლექსი (სონეტი) პირველად გამოჩნდა 1609 წლის კრებულში სათაურით შექსპირის სონეტები(ორიგ. SHAKE-SPEARE's SONNETS).

შექსპირზე ამბობენ, რომ მას სხვა არაფერი რომ დაეწერა სონეტების გარდა ის მაინც ჩაითვლებოდა კაცობრიობის გენიალურ მწერლადო, სწორედ ამიტომ ამ თემაში განვიხილოთ და დავწეროთ მისი სონეტები, როგორც ქართულ ენაზე ისე დედანში - ინგლისურად.

პირველად მინდა დავწერო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მე-10 სონეტი, რომელიც ქართულადაც და ინგლისურადაც ზეპირად ვისწავლე. (თარგმანი რეზო თაბუკაშვილის)

სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე;
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,
გინდა დალეწო სიყვარულის წმინდა ტაძარი,
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება,
მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არის?
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდეს მაგ ლამაზი სახის სადარი,
და სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე,
ასე თუ წახვალ,ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?
შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად!


ინგლისურად დედანში (ორიგინალი):

For shame! deny that thou bear'st love to any,
Who for thyself art so unprovident.
Grant, if thou wilt, thou art beloved of many,
But that thou none lovest is most evident;
For thou art so possess'd with murderous hate
That 'gainst thyself thou stick'st not to conspire.
Seeking that beauteous roof to ruinate
Which to repair should be thy chief desire.
O, change thy thought, that I may change my mind!
Shall hate be fairer lodged than gentle love?
Be, as thy presence is, gracious and kind,
Or to thyself at least kind-hearted prove:
Make thee another self, for love of me,
That beauty still may live in thine or thee.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 11 2007, 02:11 PM
პოსტი #2


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სონეტი XLVII

ჩემს გულს და თვალებს კავშირი აქვთ თურმე ფარული,
მოყვარესავით სწყალობს ერთი მუდამ მეორეს;
როცა გულს ძლიერ შეაწუხებს ზღვა სიყვარული
და როცა თვალი ამას მზერით გაიმეორებს,

მაშინ შენს ერთგულ მაყურებლად იქცევა თვალი
და გულსაც უხმობს, ვით მსახიობს, დაგხვდეს სცენაზე,
გულსაც სწადია დაუბრუნოს მოყვარეს ვალი
და თვალს მასპინძლობს ოცნებების გამოფენაზე.

და რადგან ასე ყოველ დილით კვლავ მეორდება,
თვალი იმ ტკივილს რომ ანელებს, გულს რომ ვნებია,
მათი წყალობით შენზე ფიქრი მეც არ მშორდება
და მივდევ იმ ფიქრს, შენ რომ კვალში აგდევნებია.

როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული,
მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული.


wub.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 11 2007, 02:28 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 11 2007, 02:42 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
thumbs.gif
ციტატა(მნათე @ Dec 11 2007, 02:28 PM) *

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა

thumbs.gif thumbs.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 11 2007, 03:03 PM
პოსტი #5


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სონეტი XLIX

ის დროც დადგება, _ თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 11 2007, 03:53 PM
პოსტი #6


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სონეტი LXX

ნუ დაღონდები, თუ აუგად გახსენეს ისევ,
სინათლის ძრახვა ხომ წესია ბნელი გონების...
ეჭვის აჩრდილებს სილამაზეც იფერებს ისე,
თითქოს ლაჟვარდებს შესევია გუნდი ყორნების.

ლამაზ ვარდებშიც დაიბუდეს თითქოს მატლებმა,
შენც ბოროტებას თითქოს კეთილ მძევლად ხლებიხარ
და მაინც ცოდვა შენ წყალობად მოგემადლება,
რადგან საწუთროს გაზაფხულად მოვლინებიხარ.

შენ უკვე გასცდი სიყმაწვილის დღეთა ცდუნებებს _
გზად დასაძლევი რაც შემოგხვდა, ყველა იძლია,
მაგრამ ცხოვრებას ჯერ ვერსაით ჰპოვებ უვნებელს,
ცილისწამების დაძლევა თუ არ შეგიძლია.

რომ არ გყოლოდა მოშურნეთა ჯარი მხლებელად,
შენ დაგრჩებოდა ყველა გული საბრძანებელად.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 11 2007, 04:44 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(მნათე @ Dec 11 2007, 12:28 PM) *

66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 11 2007, 05:53 PM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ვერსად ვერ ვიპოვე 74-ე სონეტი, ოღონდ რეზო თაბუკაშვილის თარგმანი მინდა, ასე იწყება:
"როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს..."

თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ დადოთ ამ თემაში

P.S. სონეტებს მიუწერეთ ხოლმე ვისი თარგმანია. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 11 2007, 06:27 PM
პოსტი #9


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



გიორგი
მადლობ 2kiss.gif

სონეტი 74

უილიამ შექსპირი


როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრარ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.

ვიცი, ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა,
რადგან შენშია ჩემი ლექსი - ჩემი ქონება,
მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა,
სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად.

შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.

სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,
მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.

მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

პ.ს. მეც თაბუკაშვილის ნათარგმნები უფრო მომწონს smile.gif და რამოდენიმე სონეტი ელერდაშვილისაც კარგად აქვს ნათარგმნი smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 11 2007, 06:38 PM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ქეთი.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ქეთუშ 2kiss.gif

ეს სონეტი ძალიან მიყვარს, დიდხანს ვეძებდი და ვერსად ვიპოვე, რა კარგ დროს გამოჩნდი, გაიხარე smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 11 2007, 07:03 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაპხული გადის - ხანმოკლეა მისი არსება.
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნება ჩემი ლექსი უკვდავყოფილი.


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Dec 11 2007, 07:37 PM
პოსტი #12


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



"...დიდი ბუნება მარტო ტანით არ არის დიდი
მაღალ ტაძარში მაღალია სულისკვეთებაც..."

ჰამლეტი


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Dec 11 2007, 07:45 PM
პოსტი #13


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



48-ე სონეტი

როცა შორს მივალ საგანძურის მალვას ვუნდები
მშვიდად ვიქნები, რადგან განძი სკივრში იდება
მიყვარს, როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები
და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.
მაგრამ ძვირფასო, როგორ შევძლო შენი შენახვა?!
თუმც მირჩევნიხარ უძვისფასეს თვალმარგალიტებს
ჩემი ლხენა ხარ, ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ,
გტოვებ...და ვიცი, ავაზაკებს ვერ აგარიდებ.
შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი,
მკერდში დაგმალავ, სანდო სკივრად სხვა რა ვინატრო,
შიგ ხან ნებივრობ, ხან წახვალ და გადიხვეწები
ან იქნებ ვცდები და ჩემს გულში არც კი ბინადრობ?!
მოგიპარავენ! მე ხომ ვიცი ქვეყნად რა ხდება,
შენ თუ გიყურა ანგელოზიც ქურდი გახდება!




--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Dec 11 2007, 09:11 PM
პოსტი #14


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698




შექსპირის ყველა სონეტი ძალიან მომწონს მაგრამ განსაკუთრებით 109 უძლიერესია, ძალიან ძალიან მიყვარს smile.gif

Sonnet 109

O never say that I was false of heart

O, never say that I was false of heart,
Though absence seem'd my flame to qualify.
As easy might I from myself depart
As from my soul, which in thy breast doth lie:
That is my home of love: if I have ranged,
Like him that travels I return again,
Just to the time, not with the time exchanged,
So that myself bring water for my stain.
Never believe, though in my nature reign'd
All frailties that besiege all kinds of blood,
That it could so preposterously be stain'd,
To leave for nothing all thy sum of good;
For nothing this wide universe I call,
Save thou, my rose; in it thou art my all.


სონეტი 109

გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას.

შენი მკერდია ჩემი გრძობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.

არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო_ისე დავეცი,
გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.

შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.

მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 11 2007, 10:32 PM
პოსტი #15


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Sonet 50

How heavy do I journey on the way,
When what I seek, my weary travel's end,
Doth teach that ease and that repose to say,
'Thus far the miles are measured from thy friend!'
The beast that bears me, tired with my woe,
Plods dully on, to bear that weight in me,
As if by some instinct the wretch did know
His rider lov'd not speed being made from thee.
The bloody spur cannot provoke him on,
That sometimes anger thrusts into his hide,
Which heavily he answers with a groan,
More sharp to me than spurring to his side;
For that same groan doth put this in my mind,
My grief lies onward, and my joy behind.




სონეტი 50


მივყვები გზას და აღარ მექცა სასრული ბოლოდ,
აღარც მეღირსა დასვენება შორი გზისაგან...
მცირე ხანს სადმე თუ შევჩერდი, ეს მესმის მხოლოდ:
`შორს წამოსულხარ ახლა შენი მეგობრისაგან~.

ცხენიც კი მძიმედ ფეხს მიითრევს შორეულ გზაზე,
მხედრის წუხილმა თითქოს მასაც ხელი დარია,
თითქოს ისიც გრძნობს, რომ მარტო ვარ ამქვეყანაზე
და შორს ვინც დარჩა, ჩემი კარგი მეგობარია.

საბრალო პირუტყვს აღარც დეზის შემოკვრა შველის
და თუ გაწყრომით ავუჩქარებ ნაბიჯს როგორღაც,
დაიკვნესებს და თითქოს ამით დანდობას ელის,
მე კი ვკვნესივარ უგზოდაც და უმეგობროდაც.

გზადმიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე:
წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე
.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TuTashxia
პოსტი Dec 11 2007, 10:58 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420



აუუუ მაგარია ძააან.ვგიჟდებიი wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 12 2007, 04:46 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მეფე ლირის ელ ვერსია ხომ არ გაქვთ ვინმეს?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 12 2007, 05:11 AM
პოსტი #18


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მნათე @ Dec 12 2007, 01:46 AM) *

მეფე ლირის ელ ვერსია ხომ არ გაქვთ ვინმეს?

აქედან გადმოწერე. ინეტ-ში ვნახე


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 12 2007, 02:25 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



k@the

გმადლობ, ეს მაქვს, არასრულია sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 12 2007, 06:07 PM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ქეთი. @ Dec 11 2007, 06:27 PM) *

შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.



ძალიან მომწონს 74-ე სონეტის ეს სიტყვები... yes.gif უძლიერესია...

ციტატა(ქეთი. @ Dec 11 2007, 06:27 PM) *

როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრამ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.


გამოყოფაც კი ჭირს, ყველა ძალიან მაგარია, თუმცა აქ განსაკუთრებით ბოლო ორი სტრიქონი მომწონს.

ციტატა( @ Dec 11 2007, 01:51 PM) *

მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არის?
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდეს მაგ ლამაზი სახის სადარი,
და სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.


ესიც გამორჩეული სონეტია... ამ ადგილს გამოვყოფდი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი