თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ საზვერე

პოსტის ავტორი: guaramii თარიღი: Mar 28 2011, 07:02 PM

თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?

პოსტის ავტორი: dato989 თარიღი: May 22 2011, 03:03 PM

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და სხვა მამებიც. სერაფიმ როუზს აქვს ეს ყველაფერი შეკრებილი. http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=78:2011-05-21-13-50-36&catid=3:2011-04-15-20-20-47&Itemid=17

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: May 22 2011, 07:29 PM

guaramii

ციტატა
თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?


თუ არ ვცდები წმ. კირილე იერუსალიმელი.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 22 2011, 07:37 PM

და იქნებ მოსამენი ვერსიებიც გქონდეთ (მათთვის ვისაც კითხვა ეზარება ) biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: May 22 2011, 07:43 PM

toka@

ციტატა
და იქნებ მოსამენი ვერსიებიც გქონდეთ (მათთვის ვისაც კითხვა ეზარება )


მომიტევეთ, ხუმრობა ვერ გავიგე. ალბათ იუმორის გრძნობა მაკლია. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: May 22 2011, 07:54 PM

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ May 22 2011, 07:29 PM) *

თუ არ ვცდები წმ. კირილე იერუსალიმელი.


საზვერეებზე? ეს უფრო გვიანდელი სწავლება მგონია

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: May 22 2011, 08:44 PM

Lidl

ციტატა
საზვერეებზე? ეს უფრო გვიანდელი სწავლება მგონია


სპეციალურად ეს საკითხი არ შემისწავლია, მაგრამ შემხვედრია წმ. კირილეს სწავლება ამ თემაზე. თუმცა, ის წმ. ბასილი ახლის ცხოვრებაში გადმოცემული სწავლების იდენტური არ არის. შევეცდები ახლო მომავალში ვნახო წმ. კირილეს ეს სწავლება (თუ რამე არ მეშლება) და შემოგთავაზოთ.

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 23 2011, 10:11 PM

ციტატა(guaramii @ Mar 28 2011, 07:02 PM) *

თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?


წმინდა ვასილის ნაშრომი საზვერეების შესახებ ეს არის გნოსტიკური ნაზავი მართლამდიდებლობასთან, რომელიც იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ ძნელია გაარჩიო სად იწყება მართლმადიდებლობა და სად გნოსტიციზმი.

საზვერეების შესახებ შედარებით სრულად ძველი საუკუნეების მამებიდან საუბრობს მხოლოდ კირილე ალექსანდრიელი, რის გაცნობასაც გირჩევ. ესეც ლინკი, http://tvorenia.russportal.ru/index.php?id=saeculum.v.k_02_0031. ეს საკითხი მართლმადიდებლურ სამყაროში წამოიწია XIX ს. ძირითადად რუსულ ეკლესიაში, შესაბამისად ბევრ რუს წმინდანს აქვს შედარებით სრულად მიმოხილული ეს საკითხი, მაგრამ ყველაზე საფუძვლიანად ამ საკითხზე ფრანგი მართლმადიდებელი თეოლოგი ჟან კლოდ ლარშე საუბრობს, სამწუხაროდ რამდენადაც ვიცი მისი ეს ნაშრომი ფრანგულად არის და სხვა ენებზე ჯერ არ უთაგმნიათ, ხოლო თუ ფრანგული იცი და გაინტერესებს ეს საკითხი, გირჩევ წაიკითხო. დასავლელი მართლმადიდებლების ნაწილი ზოგადად საზვერეების თემას სკეპტიკურად უყურებენ, მაგალითზე შემიძლება მოვიყავანო ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი ლაზარე პუაჰილო, რომელიც მიწასთან ასწორებს ვასილი ახლის ამ ნაშრომს და ჩემის აზრით ვარდება უკიდურესობაში, რადგან ამ საკითხის ირგვლივ ძირითადში ხსენებული ნაშრომიდან ამოდის. მის ნაშრომს შეგიძლია http://www.lib.ge/body_text.php?5465.

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: May 24 2011, 02:45 PM

death

ლაზარე პუჰალო საოცარი ადამიანია, მაგრამ მეჩვენება რომ ძალიან თამამად ლაპარაკობს, ვფიქრობ მისი ზოგიერთი მოსაზრება შესაძლოა სახიფათო იყოს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 16 2011, 08:43 AM

საქმე იმაშია რომ სწავლება საზვერეების შესახებ,არ წარმოადგენს კანონიკურ (დოგმატურ)სწავლებას მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
ვასილი ახალი წმინდანია და არ შეიძლება ამხელა სწავლება ეკლესიაში ტყულად და ცრუდ შემოეტანოს.
ხოლო თუ ვიღაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას ეწინააღმდეგება,ეგ მისი პრობლემაა და არ ნიშნავს,რომ სწავლება საზვერეების შესახებ მცდარია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 3 2011, 09:11 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ხოლო თუ ვიღაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას ეწინააღმდეგება,ეგ მისი პრობლემაა და არ ნიშნავს,რომ სწავლება საზვერეების შესახებ მცდარია.



გააჩნია როგორ ახსნი საზვერეს, ანუ როგორ ასწავლი.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 3 2011, 10:51 AM

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ May 22 2011, 07:43 PM) *

toka@
მომიტევეთ, ხუმრობა ვერ გავიგე. ალბათ იუმორის გრძნობა მაკლია. biggrin.gif

ახლა შენ თუ იმორი არ გაცვია ეგ შენი პრობლემაა tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 20 2012, 01:50 AM

ვასილი ახლის ცხოვრებაში როგორც მახსოვს თეოდორამ ნახა მაგ საზვერეებზე სიზმარი თეოდორა კიდე წმინდანი არ იყო... "ჩემი სიცოცხლე თქვენი სიცოცხლეა" ამ წიგნშI მამა გაბრიელსაც აქვს ეგ განმარტებული, ზუსტად აღარ მახსოვს რას იძახის

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 20 2012, 01:01 PM

vaxushti13

ციტატა
თეოდორა კიდე წმინდანი არ იყო

ვასილი ახლის მოწაფე ღირსი თეოდორა კონსტანტილოპოლელი წმიდანია და მისი ხსენება ძველი სტილით 30 დეკემბერსაა.

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Oct 4 2013, 09:12 PM

ეს საზვერეები სულ გადამავიწყდა (ანუ მათი არსებობა ეხლა დამარტყა უცებ თავში) როგორც მახსოვს სულ 19-20 საზვერეა და თითოეულში არის რამდენიმე ცოდვა.. ისიც მახსოვს რომ თუ ერთ ერთი საზვერე ვერ გადალახე მაშინ იმავე საზვერეში ხვდები და იმ ცოდვების მიხედვით მოგეზღვება რა ცოდვებიც ამ საზვერეშია გაიგივებული... ეხლა რა მაინტერეესებს...

სიტყვაზე მე მაქვს ბევრი ცოდვა ჩადენილი და პირველივე საზვერე ვერ გავიარე და დავრჩი ამ საზვერეში, რა გამოდის სხვა ცოდვებზე აღარ ვაგებ პასუხს??? ( არა მგონია ასე იოლად გამოვძვრე biggrin.gif )
მეორე იმდენად ბევრი რამეა ამ 20 ვე საზვერეში რომ ალბათ მარტო სრულყოფილი ადამიანი თუ შესძლებს მის გადალახვას....
მესამე მჯერა თუ არ მჯერა არ ვიცი.... თქვენი აზრი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 24 2014, 12:34 AM

საზვერეების შესახებ სწავლება არის მართლმადიდებლური სწავლება. ახლა ვკითხულობ სერაფიმ როუზის წიგნს, რომლის ძირითადი ნაწილი, სადაც მართლმადიდებელი წმინდანების ციტატებია მოყვანილი, დამთავრებული მაქვს. გარდა ამისა, გავაკეთე გამოკვლევა სხვა წყაროებიდანაც და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის წმინდათ მართლმადიდებლური სწავლება. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაზარე პუხალო (რომლის არგუმენტები წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც) არის ცრუმეტყველი და არა მართლმადიდებელი. საზვერეებზე მოთხრობილია:

1) დიდი სალოსი წმინდანის, რომელიც მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, სვიმონ სალოსის ცხოვრებაში. მისი ცხოვრების ინგლისური ვერსია არის ინტერნეტშიც და ყველას შეუძლია დაგუგლოს: life of symeon holy fool for the christ. დაახლოებით 28 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო. თუ მარტო საზვერეების შესახებ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითოთ მისი ლოცვა დედამისზე, თუ არ ვცდები მე-2 თავშია, და ასევე მე-2 გვერდი.

2) ათონის მთაზე ბერებს აქვთ 2 დიდი საკითხავი: ერთი არის "ფილოკალია" და მეორე "ევერგეტინოს". ორივე საკითხავში არის საკმაო რაოდენობით მასალა ამაზე. "ევერგეტინოს"-ში, რომელიც ე.წ. ჰიპოთეზებს მოიცავს, ამაზე მოთხრობილია მე-9, მე-10 და მე-11 ჰიპოთეზაში. ესენიც მაქვს ჩემი ორი თვალით ნანახი. ხოლო, თუ რამდენად დიდი მნიშნველობისაა ეს წიგნები ათონის ბერებისათვის, ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ.

3) ასევე შეგიძლია წაიკითხოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება". მე ანტონი დიდის ცხოვრება არა მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან წაკითხული მაკვს.

4) ასევე უწერია ამაზე წმინდა გრიგოლი დიდ დიალოღოსს.

5) ასევე უწერიათ სხვა ძველ წმინდანებს: ეფრემ ასურელს, დიადოხოს ფოტიელს, დოროთე ღაზელს, სვიმონ მესვეტეს, იოანე სინელს (კიბისაღმწერელს), პეტრე დამასკელს და ა.შ.

6) ახალი წმინდანებიდან ამაზე განსაკუთრებით ბევრი აქვს ნაწერი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს. ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს ნაშრომი "სლოვო ო სმერტი" (ანუ "სიკვდილის შესახებ"), სადაც მთელი თავი აქვს დათმობილი საზვერეებს.

7) სხვა ახალი წმინდანები, რომლებიც საზვერეებზე საუბრობენ: თეოფანე დაყუდებული, იოანი მაქსიმოვიჩი (შანხაელი), იოანე კრესტიანკინი, ნიკოლოზ ველიმეროვიჩი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2014, 01:24 AM

guest1
საიდან დააკოპირე პოსტი ?

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 24 2014, 02:17 AM

რა საიდან დავაკოპირე შე კაი ადამიანო?! მუზა მომივიდა და ჩემით დავწერე smile.gif

რაზეცა ვთქვი წაკითხული მაქვს მეთქი, ისინი წაკითხული მაქვს. დარანჩენი წმინდანები რა ჩამოვთვალე, მაგათ მიერ წარმოთქმულ ციტატებზე ბევრ ლინკს დავდებ, თუ გაინტერესებს. აი ეგ ციტატებიც წაკითხული მაქვს; წმინდა იოანე შანხაელის ქადაგებაც მაქვს წაკითხული ამ თემაზე და საინტერესო რამეს ამბობს იმ ქადაგებაში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)