თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ დავით სოსლანის გენეალოგია

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 10 2007, 11:08 AM

................

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 10 2007, 11:31 AM

................

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 10 2007, 11:35 AM

მე მაქვს რაღაც საინტერესო გამოკვლევა მაგასთან დაკავშირებით... wink.gif მაგრამ ალბათ საღამოს თუ დავდებ... ეხლა არ მცალია, იმედია ამას OFF-ად არ ჩამითვლით... laugh.gif
წიგნის ავტორი (მე რომელსაც ვგულისხმობ biggrin.gif) არის ლოლაშვილი....

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 10 2007, 01:16 PM

დავით სოსლანზე უწერია ვახუშტი ბატონიშვილს
ალდეს და გიორგი I- ის შთამომავალია.
მაქვს სახლში გენეალოგია.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 10 2007, 01:18 PM

................

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 10 2007, 08:53 PM

პაწა მოვიცალე... biggrin.gif
ესე იგი ივანე ლოლაშვილი "დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება"
თბ.1971 წ
ეს ნარკვევი ეხება იმ მოსაზრებების გაქარწყლებას, რომელიც ერთმა "ვაი არქეოლოგმა" წარმოადგინა... smile.gif

ნუ, თავის დროზე, ხმა გავარდა გინდა თუ არა დავით სოსლანის აკლდამა აღმოვაჩინეთო სოფელ ნუზალში....
ხოდა ლოლაშვილს აქ უწერია დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ, მოყვანილი აქვს წყაროები, რომელთა გადამოწმებას მგონი ბატონი მოდერიც შეძლებს... wink.gif

დავით სოსლანი იყო დედითაც და მამითაც ბაგრატიონი, ამას წერს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, "ისტორიათა და აზმათა"-ს ავტორი (თამარის ეპოქა), ანტონ კათალიკოსი და სხვა.

აი გენეალოგიაც:
გიორგი I
დიმიტრი (ოვსთა მეფის ასულ ალდესგან)
დავით
ათონი
ჯადარონი
დავით სოსლან

ეს დიმიტრი ეურჩა თავის ნახევარძმას ბაგრატს და მიემხრო ბიზანტიელებს, გადასცა მათ ანაკოფიის ციხე. მოკლედ, დიმიტრიმ ვერაფერი გააწყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. მას დარჩა შვილი დავითი, რომელიც ბებიამ იშვილა და გაიქცა მამულეთში. "მუნ შვილებულმან იქორწინა ოვსთა მეფის ასულა ზედა და ძე მისი ათონ, ოვსეთს მყოფი იგი, მამულით იწოდა მეფედ ოვსთა" ვახუშტი, საქ. ისტორია, I, 1885, გვ. 202 (აქედან აქვს მოყვანილი ციტატა ლოლაშვილს)....
ასე მოხდა ოსეთში ბარატიონთა დამკვიდრება....

მოკლედ, ეს ამხელა რომ ვიწვალე... დააფასეთ tongue.gif

ახლა ჩემი აზრი მოდის, რომლის პირველწყარო მე ვარ... biggrin.gif
ნუ, ეხლა

ციტატა
4) საყურადღებო ისაა, რომ თურმე მამრობითი ხაზის ბაგრატიონი არსებობდა და მაინც თამრი იქნა მიჩნეული ტახტის მემკვიდრედ. ე.ი. ქალზე გადადიოდა მემკვიდრეობა მაშინაც კი, როცა მამაკაცი მემკვიდრეები არსებობდნენ წინა შტოებიდან?

ამაზე მინდა გითხრა, რომ დემნა ბატონიშვილს უფრო მეტი უფლებები ქონდა, სოსლანთან შედარებით მაგრამ გიორგი III რის გიორგი III (არ მიყვარს ეგ მეფე mad.gif ), როგორ ტახტი დაეთმო დემნასთვის?.. ეტყობა სოსლანს არ უყურებდა ტახტის მაძიებლად, თორე მაგასაც არ აცოცხლებდა ალბათ... ასე რომ ნუ გიკვირთ, ბატონო.....


მე სხვა რამ მაინტერესებს და მაღელვებს.
კერძოდ, ხომ არ მოხდა სისხლის აღრევა?

თამარის დედა ოვსთა მეფის ასულია, დავით სოსლანიც ოვსთა სამეფო გვარისაა... sad.gif

ეს საკითხი ლოლაშვილსაც აინტერესებდა, მაგრამ მკვლევარი წერს რომ ისტორიული წყაროები საკმაოდ მწირია და უერთიერთსაწინააღდეგო, ასე რომ დასკვნების გამოტანა შეუძლებელია-ო...


პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 10 2007, 10:27 PM

...............

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 10 2007, 10:32 PM

არა მხოლოდ დემეტრე, ბაგრატ მეოთხეც დაქორწინებული იყო ოვსთა მეფის ასულზე. ეს ერთგვარი პოლიტიკური სვლაც იყო, როგორც სჩანს.

ბაგრატს როდესაც გარდაეცვალა პირველი ცოლი (ბიზანტიის იმპერატოსრის ასული - ელენე დედოფალი) შეირთო ოვსთა მეფე ურდურეს ასული ბორენა--,,დაი დორღორელისა".
ბაგრატი ამ ნაბიჯით იძენდა ძლიერ მოკავშირეს, რომელიც გამოადგებოდა ბიზანტიასთან მოსალოდნელი შეჯახების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ბაგრატი ახდენდა თავისი ნახევარძმის დემეტრეს--გიორგი პირველისა და ოვსთა მეფის ასულის ალდეს ვაჟის ნეიტრალიზებასაც, რომელსაც, შესაძლებელია მხარში ამოსდგომოდნენ ოვსნი თანამოძმენი ტახტისთვის ატეხილ ბრძოლაში.

წყარო: (მატიანე ქართლისა, გვ 295. გ თოგოშვილი, საქართველო ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ 132, 134, 135)

თამარ მეფემდე ჯერ კიდევ დიდი დროა ამ პერიოდიდან, მაგრამ სისხლის აღრევას ჩემის აზრით ალბად კი ექნებოდა ადგილი.

მამა დაქორწინებულია ოვსთა მეფის ასულზე და შვილიც (პირველი ქორწინებიდან) ცოლად ირთავს ოვსთა მეფის ასულს.

დანარჩენს როგორც შევძლებ ნელ ნელა გავაგრძელებ.

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 10 2007, 10:51 PM

ეხლა დავდებ ლინკს სადაც ბაგრატ მესამე კურაპალატიდან დაწყებული გენეალოგიური ხეა დახატული (ერთიანი საქართველოს პერიოდის)

http://www.istoria.ge/dinastiebi/bagrationebi/1008-1466.htm

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 10 2007, 10:57 PM

...............

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 10 2007, 11:24 PM

lenus ოვსთა მეფეების გენეალოგიაში მართლა ნაკლებად ვერკვევი, ისე კი თუ რამეს მოვიძიებ აუცილებლად დავწერ.
გაერთიანებული საქართველოს მეფეთა გენეალოგიურ ხეშიც ეგრეა აღნიშნული.

გიორგი პირველს ჰყავდა 2 ცოლი.
პირველი: მარიამი სომეხთა (ვასპურაკანის) მეფის სენექერემის ასული.
მეორე: ალდე, ოვსთა მეფის ასული.

გიორგის ცოლისაგან ჰყავდა დემეტრე, საიდანაც ვრცელდება დავით სოსლანის ხაზი.

ხოლო პირველი ცოლისაგან ჰყავდა ბაგრატ მეოთხე.

ბაგრატ მეოთხესაც ჰყავდა 2 ცოლი.

პირველი: ელენე, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ მესამის ძმის შვილი.
მეორე: ბორენა, ოვსთა მეფის ურდირეს ასული.

აქედან კი მართლა ასე გამოვიდა, გიორგის ანუ მამის მეორე ცოლიც ოვსთა მეფის ასული იყო და შვილის ანუ ბაგრატის მეორე ცოლიც ოვსთა მეფის ასული იყო.


პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 11 2007, 12:12 AM

...............

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 11 2007, 12:27 AM

...............

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 11 2007, 12:36 AM

lenus

ციტატა
მართალია, მაგრა შესაძლებელია ოსებს ორი მეფე ჰყავდათ ან ორივე მეფე მოქმედი არ იყო ან ოსებს ორი სხვადასხვა სახელმწიფო წარმონაქმნი გააჩნდათ.



კი, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ დავწერე ასე გამოვიდა თქო, გენეალოგიაშიც მოვიკოჭლებ და ოსეთის მეფეებშიც, მაგრამ რაც ჩვენს წიგნებში წერია, იქედან თუ ვიხელმძღვანელებთ თითქოს ასე გამოდის.
ამიტომ მართლა საინტერესოა ოსეთის მეფეთა ისტორია.
მეც მოვძებნი, მაგრამ თუ შენც სადმე ნახო გაგვაგებინე.
გაიხარე.

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 11 2007, 02:06 AM

lenus

ციტატა
ვიცი მე ეს სქემები. საინტერესოა ძალიან, მაგრამ ძალიან დიდი ცდომილებებია უცხოურსაიტოვან გენეაოლოგიურ მონაცემებთან.


ეგ გასაგებია, მაგრამ თითქოს უფრო ქართველ ისტორიკოს-მკვლევარებს ვემხრობი, ვიდრე უცხოელებს.
შეიძლება ვცდები კიდეც, პრეტენზია არა მაქვს რომ რასაც ვამბობ 100% სიმართლეა.

ისე კი ყველა აზრი გასათვალისწინებელია.

დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებშიც სწორეს ისე წერია როგორც წინა პოსტებში ავღნიშნე.

ჯერ-ჯერობით ოსეთში ორმეფობის დასამტკიცებლად ვერაფერი არმოვაჩინე, ეგებ ვინმეს ჰქონდეს მსგავსი ინფორმაცია და მოგვაწოდოს.

მართლა საინტერესო ყოფილა გენეალოგია.

თუ ზედმეტ დაინტერესებაში გადამივიდა lenus იცოდე ბრალს შენ დაგდებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 11 2007, 02:58 AM

ციტატა
თანაც ვერ დაწერ კაცი ოფიციალურ ნაშრომში რომ დავითის შვილი კატა იყო ბოზანტიის იმპერატორის რძალი, თუ ბიზანტიის შემსწავლელმა გენეალოგმა თავისი წყაროებით ეს არ დაადასტურა...

ბიზანტიელი გენეალოგები როგორ წერენ მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ ქართლის ცხოვრებაში არის მოყვანილი ის ფაქტი რომ დავით აღმაშენებლის ასული კატა ბიზანტიაში იყო გათხოვილი, დავწერ სრულ მონაკვეთს როგორც გადმოგვცემს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამ ამბებთან დაკავშირებით. იგულისხმება როგორც ვიცი 1116 წელი.

,,მასვე წელსა ასული თვისი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თვისი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარცა ორნი მნათობნი--ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს --ცისკროვანს ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიღებულნი მზეებრთა შარავანდედთანი''

ერთის მხრივ არის ვარაუდი, რომ დავითის ასული კატა დაქორწინდა ანა კომნენოსისა და ნიკიფორე კრიენიოსის უფროს ვაჟზე --ალექსიზე, მაგრამ, როგორც უკანასკნელ ხანს მეცნიერებმა (ო, ლორთქიფანიძე, ვ, კოპალიანი, შ, მესხია) დააზუსტეს, იგი მისთხოვებია ბიზანტიის იმპერატორის ალექსი კომნენოსის უმცროს ძეს --ისაკს.

თამარის ქორწინება 1105-1106 წლებშია სავარაუდებელი.
მასზეც არის დავა, რომ დავითის ასული თამარი დაქორწინებულა აფრიდუნ შირვანშაჰის ძეზე --მანუჩარ მეორეზე.
მ.ბროსე და დ. ბაქრაძე თვლიდნენ რომ თამარის ქმარი მანუჩარი კი არა აღსართანი იყო, ამ მოსაზრების მცდარობა დაასაბუთა ე. პახომოვმა. აღსართანი თამარის ქმარი კი არა
შვილი იყო. თამარის პირველი ისტორიკოსი პირდაპირ მიუთითებს, რომ აღსართანი გიორგი მესამის ,,მამის დის წული'' იყო.

ასეა აღწერილი ქართლის ცხოვრებაში, პირველი. გვ 334. და ქართლის ცხოვრება. მეორე. გვ 17
და სწორედ ასე წერია დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებშიც. გვ 288-289-292

,,

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 11 2007, 06:53 AM

...............

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 11 2007, 09:17 AM

lenus

ციტატა
თანახმა, ვარ იყოს ჩემი ბრალი
იმის გარანტიას მოგცემ მალე, მარტო არ იქნები )) აქ იმისთნაა გენალოგიური ტაბულები უნდა გავშალო, ყველას დააინტერესებს



ოჰოო უკვე დამაინტრიგებლად ჟღერს, დიდი ინტერესით ველოდები. smile.gif


ციტატა
რაც შეეხება ბიზანტიის გენელოგია, არ შეგეკამათებიან თუ არაფერი საწინააღმდეგო არ უწერიათ თვითონ, მაგრამ როდესაც ჩვენი წყარო იმათ ჩანაწერებთან წინააღდეგობაში მოდის, სხვა ხერხებია საძებნი სიმართლის დასამტკიცებლად.


კი ეგეცაა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ რომ მათთანაც ისე წერია ყველაფერი როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ და ისტორიულ დოკუმენტებშია ნაჩვენები.
თანაც ეს ხომ სამეფო გვარების დაკავშირება იყო.
მაგრამ გამორიცხული არაფერია, შენც იცი ქართველ ისტორიკოს მკვლევარებშიც განსხვავებული აზრებია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 11 2007, 10:22 AM

...............

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 11 2007, 08:00 PM

lenus

ციტატა
ამიტომ მინდა ისეთი ტაბულები შევქმნა, სადაც წყაროებით იქნება ყოველი პერსონა წარმოდგენილი, და მერე უნდა ვაჩვენო "კამანდას". კაი ხნის საქმეა. უცებ არ მოხდება, ალბათ 1 წელი.


მართლა დავინტერესდი და აბა რასაც იპოვი გაგვაგებინე ხოლმე.

ასეთი რთული თუ იყო სიმართლე გითხრა და არც მეგონა.

წარმატებებს გისურვებ და ველი ახალ-ახალ ინფორმაციებს smile.gif

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 12 2007, 11:17 AM

nini_1

ციტატა
გიორგი პირველს ჰყავდა 2 ცოლი.
პირველი: მარიამი სომეხთა (ვასპურაკანის) მეფის სენექერემის ასული.
მეორე: ალდე, ოვსთა მეფის ასული.

ალდე გიორგი მეფის ოფიციალური ცოლი არ ყოფილა. გიორგი I სიკვდილამდე ერთადერთი ქალის მეუღლე იყო და ეს ზემოთ ნახსენები მარიამი დედოფალია.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 8 2009, 06:06 PM

ციტატა(Misha_kartveli @ Oct 12 2007, 11:17 AM) *

nini_1

ალდე გიორგი მეფის ოფიციალური ცოლი არ ყოფილა. გიორგი I სიკვდილამდე ერთადერთი ქალის მეუღლე იყო და ეს ზემოთ ნახსენები მარიამი დედოფალია.


ალდე სწორედაც რომ ოფიციალური ცოლი იყო რის გამოც ქართველი ფეოდალების ერთი ნაწილი გიორგის გარდაცვალების შემდეგ (1027 წ.) სრულიად ჩვილ დემეტრეს გამეფებასაც კი ითხოვდა ბაგრატის ნაცვლად.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 8 2009, 07:21 PM

ციტატა(sable @ Jun 8 2009, 06:06 PM) *

ალდე სწორედაც რომ ოფიციალური ცოლი იყო რის გამოც ქართველი ფეოდალების ერთი ნაწილი გიორგის გარდაცვალების შემდეგ (1027 წ.) სრულიად ჩვილ დემეტრეს გამეფებასაც კი ითხოვდა ბაგრატის ნაცვლად.

საბუთი? ზაგსიდან პლზ.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 15 2009, 02:40 PM

ციტატა(bekas @ Jun 8 2009, 07:21 PM) *

საბუთი? ზაგსიდან პლზ.


გიორგი კედრენე, რომელიც ალდეს ახსენებს და მატიანე ქართლისა, რომელიც გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტის ირგვლივ ატეხილ არეულობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ბაგრატი გაამეფეს ხოლო დემეტრეს და დედამისს კომპენსაციის ვარიანტში ანაკოფიის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია უბოძეს მამულად.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 20 2009, 06:09 PM

ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული.
თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა,
ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 20 2009, 06:42 PM

ციტატა(ივერიელი @ Dec 20 2009, 06:09 PM) *

ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული.
თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა,
ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა.


ცარაზოვი კი არა ცარაზონი ჯერ ერთიც გაარუსულეს იმ ქართული წარწერის შინაარსი, რომელიც დვალეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ზოგი გვიანი ხანით XVIII ს. ხოლო ზოგი XIV ს. ათარიღებს თუმცა წარწერა, როგორ ჩანს მოგვიანებით არის ხელახლა გადაწერილი და მასში XIV ს. ამბებია აღწერილი, ამგენად XIV ს. მისი დათარირება არ არის გამორიცხული ხოლო ცარაზონებად მოხსენებულია იქ არა დავით სოსლანი არამედ ოს-ბაღათარი და მისი ძმები რომელებიც საქართველოში იყვნენ გაზრდილები XIII ს. მეორე ნახევარში როდესაც ისინი მონღოლებმა გამოდევნეს სამშობლოდან (1263 დაახ.). ითვლებოდნენ საქართველოს მეფის ვასალებად და მთავრებად ხოლო მას მერე რაც დავით VIII აუჯანყდა მონღოლებს 1297 წელს (განხეთქილება ჯერ კიდევ 95 ჩამოვარდა) დაიჭირეს მონღოლების მხარე და მიიტაცეს გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაყაჩაღობდნენ საქართველოში და ოსეთში პოზიციებს იძლიერებდნენ. საბოლოოდ ბოლო მოუღო მათ პარპაშს გიორგი V ბრწყინვალემ.

როგორც ვარაუდობენ მათი ფრესკებია ნუზალის ეკლსესიაში დავით სოსლანის წინაპრების გვერდით, თუმცა ეგ ბოლომდე მაინც არ არის დადასტურებული იქვე საფლავია, სადაც იძახდნენ რომ დავით სოსლანია დაკრძალულიო მაგრამ ეგ ტყუილია სოსლანი დაკრძალულია გელათში, ეხლა თვლიან რომ ოს-ბაღათარია იქ დაკრძალული (ნუ ალბათ არის კიდეც). ნუ ოსები შეიძლება მიიჩნევდნენ რომ რახაბ ამ ფრესკების გვერდით ჩნდება ცარაზონთა ფრესკებიც გამოდის რომ დავით სოსლანი და მისი წინაპრებიც ცარაზონები იყვნენო მაგრამ ეგ კავშირი არ მტკიცდება ისტორიული წყაროებით მითუმეტეს გვერთან დაკავშირებით. ნათესაობა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაგდან ორივე კლანი ოსეთის ელიტას წარმოადგენდა მაგრამ სოსლანის კლანი არ წოდებულა არცერთ წყაროში ცარაზონად და არც რაიმე მსგავი ტერმინი არ გვხვდება მათ ეტიმოლოგიაში, ეს კლანი სავარაუდოდ მოგვიანებით ჩნდება.

მოკლედ, სოსლანი და მისი წინაპრები იწოდებიან ან ბაგატიონებად ან ეფრემიანებად და არა ცარაზონებად ასე, რომ მაგ ქალმა რაც ამოიკითხა ის ცნობა არ არის გამყარებული არანაირი წყაროთი, რაც დავით სოსლანის ცარაზონობას დაადასტურებს, ამასთან ეგრეც რომ ყოფილიყო ოფიციალურად ბაგრატიონები გიორგი IV ლაშადან მოყოლებული იწოდებიან ბაგრატიონებად და მათ სამეფო გვარს არ ემატება არანაირი სხვა ეპითეტი, წაიკითხოს ნებისმიერი სამეფო სიგელი და ნახავს.


მოკლედ ძაან ვიწრონაციონალური ბოდვაა და მეტი არაფერი რაც მან თქვა.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 20 2009, 07:42 PM

ციტატა
ცარაზოვი კი არა ცარაზონი

კი გაარუსეს როგორც ბაგრატიონების განშტოებები გადაიყვვანეს რუსულ ყაიდაზე, (გრუზინსკი იმერენსკი და მუხრანსკი).
ციტატა
მოკლედ ძაან ვიწრონაციონალური ბოდვაა და მეტი არაფერი რაც მან თქვა.

რა თქმა უნდა ბოდვაა, უბრალოდ მე გამოვთქვი გულის ტკივილი რომ არასწორი ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან და ამით წამლავენ მსოფლიოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2014, 03:30 PM

"დავით სოსლანი დედით ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო".

/საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის, მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ,

მესამე გამოცემა, ლიტერა 2011, გვ. 90/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 05:02 PM

"ერთზე მეტი სახელის რქმევის ტრადიცია ფეოდალური პერიოდის ქართულმა წყაროებმაც შემოგვინახა. აქ შეიძლება გავიხსენოთ "ლაშა-გიორგი", "დავით-სოსლანი", "ქობულ-სტეფანოზი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 296/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 02:18 PM

"თამარი და სოსლანი სწორედ მეშვიდე ხარისხის სისხლით ნათესავები იყვნენ: ძმა და და - რუსუდანი და დემეტრე I (მეორე ხარისხი), მათი შვილები - გიორგი III და ათონ (IV ხარისხი), მათი შვილები თამარ და ჯადრონ (VI ხარისხი), ჯადრონის შვილი სოსლანი (VII ხარისხი). მაგრამ, მიუხედავად ამისა, კათოლიკოსის უმაღლესი ლოცვა-კურთხევით კონიუქტურულ-პოლიტიკური მოსაზრებებით ეს ქორწინება მაინც შედგა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.260/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)