თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ცისკრის ლოცვები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2020, 03:02 PM

"პოლილეი"

"ფსალმუნების შემდეგ იწყება ცისკრის ყველაზე საზეიმო ნაწილი - "პოლილეი" (ძველად მას "მრავალსაგალობლიანს" უწოდებდნენ). ამ დროისთვის ეკლესიაში სანთლებს ანთებენ, ანთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება აინთოს...ცისკარი თანმიმდევრულად გვიამბობს უფლის ხელთუქმნელ ნათელზე, რომელიც მისი განკაცებით და მკვდრეთით აღდგომით გამოგვიჩნდა"



"იწყება სძლისპირების, თეოდორე სტუდიელის (მე-9 საუკუნე) ცხრა აღსავლის კითხვა. მთელი კანონი, ანუ რიგი საეკლესიო საგალობლებისა რომელიმე წმინდანისა თუ დღესასწაულისადმი განკუთვნილი, შედგება ცხრა სძლისპირისაგან. მათი რიცხვი ანგელოზთა ცხრა დასს შეესატყვისება, რომელიც წმინდა სამებას უგალობენ. აღსავლები სინანულის გამომხატველი სიტყვებით გულს აღგვიმაღლებენ და სახარების მოსასმენად შეგვამზადებენ. მათ კიბის საფეხურებივით აჰყავთ ქრისტიანის სული მიწიდან ცისკენ, მწუხარებიდან სინანულისკენ"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)