განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი |
Otherguy |
Dec 12 2010, 05:23 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მე პირადად გამოტოვებულებზე კი არ გავამახვილებდი ყურადღებას, არამედ წინააღმდეგობებზე... თუნდაც - ყველა სხვა სახარებაში იუდა ამბორით გასცემს კაცის ძეს, იოანეს სახარებაში კი იესო თავად ამბობს რომ თვითონ არის ის ვინც სჭირდებათ... მაგრამ არ მინდა თემა გავაოფო...
-------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Berckley |
Dec 12 2010, 10:28 AM
პოსტი
#22
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ციტატა მე პირადად გამოტოვებულებზე კი არ გავამახვილებდი ყურადღებას, არამედ წინააღმდეგობებზე... თუნდაც - ყველა სხვა სახარებაში იუდა ამბორით გასცემს კაცის ძეს, იოანეს სახარებაში კი იესო თავად ამბობს რომ თვითონ არის ის ვინც სჭირდებათ... smile.gif მაგრამ არ მინდა თემა გავაოფო... smile.gif რატომ კარგი საკითხია,შეესაბამება ამ თემას (მერე რა რომ ლუკას და მათეს სახარებაზე არაა) მოდერს კიდევ ვთხოვ თემა მიპინოს და სახარებებში განსხვავებები აქ განვიხილოთ.მართლაც გასაკვირია,რომ იოანე რომელიც მაგ მომენტში ქრისტესთან იყო განსხვავებულად აღწერს ამ მომენტს.ანდაც შეიძლება სამივე მოციქული ცდებოდეს და იოანე იყოს მართალი (თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ იმ მომენტში ქრისტესთან ერთად იყო) -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
Otherguy |
Dec 12 2010, 10:39 AM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
რატომ კარგი საკითხია,შეესაბამება ამ თემას (მერე რა რომ ლუკას და მათეს სახარებაზე არაა) მოდერს კიდევ ვთხოვ თემა მიპინოს და სახარებებში განსხვავებები აქ განვიხილოთ. მართლაც გასაკვირია,რომ იოანე რომელიც მაგ მომენტში ქრისტესთან იყო განსხვავებულად აღწერს ამ მომენტს.ანდაც შეიძლება სამივე მოციქული ცდებოდეს და იოანე იყოს მართალი (თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ იმ მომენტში ქრისტესთან ერთად იყო) მიხარია თუ დაგაინტერესა... ჰო, მართლაც საინტერესოა რატომ განსხვავდება მოციქულთა მიერ აღწერილი იესოს გაცემა... იოანეს სახარებაში ფორმულა "მე ვარ (ის)", ძალიან ხშირად გვხვდება... ვთვლი ავტორს უფრო ამის დაწერა უნდოდა ამ მომენტში ვიდრე "რეალობის" აღწერა... არ ვიცი, აბა განსხვავების მიზეზი რა უნდა იყოს აზრზე არ ვარ... აი ამას გკითხავ: ვის მიჰქონდა იესოს ჯვარი? 1. თავად იესოს - იოანე 19:17 2. სიმონ კირინელს - მათე 27:32, მარკოზი 15:21, ლუკა 23:36 რომელია სწორი? როგორც წინა შემთხვევაში, იოანე თუ სხვა სახარების ავტორები? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Berckley |
Dec 12 2010, 11:52 AM
პოსტი
#24
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ალბათ კიდევ ის შემთხვევაა,რომ სახარებები ავსებს ერთმანეთს.შესაძლოა თავიდან იესოს მისქონდა თავისი ჯვარი(რომელიც მათემ,მარკოზმა,ლუკამ არ აღწერეს) და შემდეგ წამოაღებინეს სიმონ კირინელს (რომელსაც იოანე არ აღწერს)
-------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
Otherguy |
Dec 12 2010, 11:56 AM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ნიკა ქუცნიაშვილი
არამგონია, მანდ წერია რომ იესომ ჯვარი მიიტანა გოლგოთამდე და სიმონ კირინელმა აბა რა დროს ათრია ჯვარი? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Sonenleufer |
Dec 12 2010, 08:00 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 |
თემა როგორ უნდა მივპინო, ანუ რას ნიშნავს ეს?
|
Berckley |
Dec 12 2010, 08:07 PM
პოსტი
#27
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
შენ არა მოდერმა უნდა მიპინოს
-------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
■გიორგი■ |
Dec 13 2010, 05:28 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
რატომ კარგი საკითხია,შეესაბამება ამ თემას (მერე რა რომ ლუკას და მათეს სახარებაზე არაა) მოდერს კიდევ ვთხოვ თემა მიპინოს და სახარებებში განსხვავებები აქ განვიხილოთ. მართლაც გასაკვირია,რომ იოანე რომელიც მაგ მომენტში ქრისტესთან იყო განსხვავებულად აღწერს ამ მომენტს.ანდაც შეიძლება სამივე მოციქული ცდებოდეს და იოანე იყოს მართალი (თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ იმ მომენტში ქრისტესთან ერთად იყო) ნიკა ქუცნიაშვილი დათიკომ წინა გვერდზე კარგად აღნიშნა: "სახარებები ერთმანეთს ავსებს დაა არ არის აუცილებელი ოთხივე სახარებაში ერთიდაიგივე ტექსტი ეწეროს. ის ფაქტი რომ ერთში წერია, მეორეში კი არა არ ნიშნავს იმას რომ რაიმე შეცდომასთან გვაქვს საქმე". სახარების ერთი მწერალი თუ არ აღნიშნავს იმ ფაქტს რომ იუდამ იესო ამბორით გასცა, ეს არ ნიშნავს რომ ის სხვა სახარებაში იესოს გაცემის აღწერას ეწინააღმდეგება. სახარებები სხვა და სხვა ადმაიანების მიერ დაიწერა და ზოგი ამა თუ იმ მოვლენის ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტზე უსვავს ხაზს. სულ ესაა. ასეთი შემთხვევები კი სახარებებში ხშირია. ერთ კაცს რომ დაეწერა ოთხივე სახარება, მაშინ ზუსტად ერთნაირი იქნებოდა. ოთხივე სახარება რომ ზუსტად ერთმანეთის ანალოგიური ყოფილიყო, კრიტიკოსები იტყოდნენ, ერთმა კაცმა დაწერაო. მოკლედ რომ ვთქვათ, სახარებები ერთმანეთს ავსებენ. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Berckley |
Dec 13 2010, 07:36 PM
პოსტი
#29
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
მერე ვინ თქვა,რომ ამ თემაში მარტო ის უნდა განვიხილოდ რო ამ სახარებაში ეს არ წერია იმაში ეს არა,სახარებებში განსხვავებებს განვიხილავთ აქ
-------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
beks777 |
Feb 27 2011, 07:18 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
მათეს,ლუკას და მარკოზის სახარებები ერთმანეთს ავსებენ,ეს სახარებები არის სინოპტიკური.
მათე წერდა მორწმუნე იუდეველებისთვის,ლუკა კი ყველასთვის. -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
lamara |
Feb 27 2011, 10:17 PM
პოსტი
#31
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
რაც შეეხება იესოს წარმომავლობის სხვადასხვაგვარ აღწერას. (თანაც დააკვირდით, რომ ზოგიერთი სახელი ორივეშია მოხსენიებული) გიპასუხებთ. (რომელმა მოძღვარმა განმიმარტა სამწუხაროდ არ მახსოვს ) გაიხსენეთ ლევიტელთა კანონი, რომ თუ მამაკაცი გარდაიცვლებოდა ისე, რომ შვილი არ დარჩებოდა, მაშინ მის ძმას ეძლეოდა უფლება ის ქალი ცოლად მოეყვანა და აღედგინა თესლი ძმისთვის, ბავშვი, რომელიც ამ ქორწინების შედეგად ჩნდებოდა იმ გარდაცვლილის შვილად ითვლებოდა. ასე, რომ ერთ სახარებაში ლევიტელთა სწორედ ამ კანონის მიხედვითაა გადმოცემული იესოს წარმოშობა, მეორეში კი აღნიშნული კანონი არ არის გათვალისწინებული.
-------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 11:51 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ფთხილად სახარებასთან
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
beks777 |
Mar 6 2011, 03:09 AM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
ზემოთ უკვე გარკვეულწილად ვიმსჯელეთ მარადქალწულისა და ღვთისმშობლის, ქებაზე აღმატებული წმინდა მარიამის შესახებ და წარმოვაჩინეთ ყველაზე უფრო არსებითი: რომ იგი არის საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და იწოდება კიდეც ასე. ახლა, რაც დაგვიკლია, იმას შევავსებთ.
როგორც ღვთის წინასაუკუნო და წინასწარმცოდნეობითი განზრახვით იყო წინაგანსაზღვრული, აგრეთვე წინასწარმეტყველთაგან, სულიწმინდის მიერ, მრავალგვარი ხატებითა და სიტყვებით გამოხატული და წინაქადაგებული, აღმოცენდა იგი წინაგანსაზღვრულ ჟამს დავითისეული ძირისგან ამ უკანასკნელისადმი მიცემულ აღთქმათა გამო, რადგან თქმულია: „ეფიცა უფალი დავითს ჭეშმარიტებას და არ უარყოფს მას. შენი მუცლის ნაყოფისგან დავსვამ შენს ტახტზე“ (ფს. 131,11). და კიდევ: „ერთგზის ვეფიცე ჩემს წმინდანს, ვეცრუები კი დავითს? მისი თესლი უკუნისამდე დარჩება და მისი ტახტი - როგორც მზე ჩემს წინაშე და როგორც მთვარე, - შემტკიცებული უკუნისამდე და სარწმუნო მოწმე ცაში“ (ფს. 88,36-38). ესაიაც ამბობს: „აღმოცენდება კვერთხი იესესგან და ყვავილი ამოვა ძირისგან“ (ესაია 11,1). ის, რომ იოსები დავითისეული ტომის შთამომავალია, აშკარად წარმოაჩინეს უსამღვდელოესმა მახარებლებმა მათემ და ლუკამ, თუმცა მათეს იოსები სოლომონის გზით გამოჰყავს დავითისგან, ლუკას კი - ნათანის გზით. რაც შეეხება წმინდა ქალწულის შობას, ამის შესახებ ორივემ დაიდუმა. საჭიროა ვიცოდეთ, რომ არც ებრაელთა ჩვეულება იყო და არც საღვთო წერილისა, ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. ამასთან, არსებობდა რჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისგან. ამიტომ, რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები, შთამომავალი დავითისეული ტომისა, მართალი იყო, წმინდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა იგი, თუ მარიამიც იმავე სკიპტრის1 შთამომავალი არ იქნებოდა. ამიტომაც, როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა. ამასთან, საჭიროა იმის ცოდნაც, რომ არსებობდა შემდეგი რჯულდება. როდესაც ძმა უშვილოდ აღესრულებოდა, მის ძმას გარდაცვლილის ცოლი უნდა შეერთო და თესლი აღედგინა ძმისთვის. ვინც ამ გზით იშვებოდა, ბუნებითად მეორისა ანუ მშობლისა იქნებოდა, მაგრამ რჯულდების თანახმად - გარდაცვლილისა. ამრიგად, ნათანის, დავითის ძის, ხაზით ლევმა შვა მელქი და პანთერი, პანთერმა შვა ბარპანთერი, ასე ზედწოდებული. ამ ბარპანთერმა შვა იოაკიმი, იოაკიმმა კი შვა წმინდა ღვთისმშობელი. მეორე მხრივ, სოლომონის, დავითის ძის ხაზით, მატთანს ჰყავდა ცოლი, რომლისგანაც შვა მან იაკობი, ხოლო როდესაც აღესრულა მატთანი, მელქიმ ნათანის ტომიდან, ლევის ძემ და პანთერის ძმამ, შეირთო მატთანის ცოლი, დედა იაკობისა და მისგან ეყოლა ელი. ამგვარად, იაკობი, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, გახდნენ ძმები ერთი დედისგან. ამასთან, ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, აღესრულა უშვილოდ. მისი ცოლი შეირთო იაკობმა, მისმა ძმამ, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და შვა იოსები. ამრიგად, იოსები ბუნებითად შვილია იაკობისა, სოლომონის შთამომავლისა, რჯულდებითად კი - ელისა, ნათანის შთამომავლისა.(წმ.იოანე დამასკელი -მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმცემა.თავი ოთხმოცდამეშვიდე") -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი