წმინდა სინოდის სხდომა, სხდომის ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა სინოდის სხდომა, სხდომის ოქმი |
კანონისტი |
Apr 30 2009, 08:21 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
30 აპრილი, 2009 წელი
ა.წ. 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად არჩეულ იქნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი); სხდომას არ ესწრებოდნენ: რუსთავის და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე, (ჩახვაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე); 1. წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მისასალმება და შესავალი სიტყვა, სადაც იგი შეეხო საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასაც და გამოთქვა იმედი მოვლენების მშვიდობიანი განვითარებისა. 2. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიას (ჭანტურია) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გადაწყდა - ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას გადაეცეს ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრე თავისი ტერიტორიით. 3. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს (ჭუაძე) ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ, რომელიც ეხება მსჯავრდებულების მიმაგრებას ეპარქიების მონასტრებში. გადაწყდა: მღვდელმთავრებმა წარმოადგინონ სია იმ მონასტრებისა, სადაც, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, გაიგზავნებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები. 4. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის გაფართოების შესახებ. გადაწყდა: სასწავლო კომიტეტი გარდაიქმნას სასწავლო ცენტრად და დამტკიცდეს სასწავლო ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: საბჭოს თავმჯდომარე: ცურტაველი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი), საბჭოს წევრები: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი); ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), სამთავისისა და გორის მთავრეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი მიქაელ გალდავა. 5. წმიდა სინოდმა განიხილა ქართული ხორბლის, ვაზის და სხვა ადგილობრივი კულტურების აღორძინებასთან დაკავშირებული საკითხები. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი და მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ცენტრმა უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისათვის. 6. წმიდა სინოდმა ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი და დაენიშნოს კეთილმოწესე. 7. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) წმიდა სინოდს მოახსენა თავის ეპარქიაში არსებული სირთულეებისა და მათი დაძლევის პერსპექტივის შესახებ. წმიდა სინოდმა განაჩინა: ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების. ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების. გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების. დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების. ე) ავსტრალიის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების. 8. წმიდა სინოდმა განაჩინა, შეიქმნას, ანალიტიკური ცენტრი, ღრმა აზროვნების სასკოლო პროგრამებს შესამუშავებლად. 9. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე). ხელდასხმა შედგება ა.წ. 3 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
სარდიონ |
Apr 30 2009, 08:43 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
"დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული...."
აუ რა მაგრა ჟღერს. ისე ბევრი სოფლელია მანდ წასული აქ ტოხისჭერა რო ეთაკილებათ და უკან ჩამოსვლა ესიკვდილებათ. -------------------- KILL YOUR TV !
|
lch |
Apr 30 2009, 10:35 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე) საიდან არის, სად მოღვაწეობს... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
Apr 30 2009, 11:18 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა 9. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე). ხელდასხმა შედგება ა.წ. 3 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა. ვაა რა კაია არკადიიი ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი თურმე რატომ მირეკავდნენ დიდება ღმერთს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Apr 30 2009, 11:20 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვაა რა კაია არკადიიი ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი თურმე რატომ მირეკავდნენ დიდება ღმერთს! გილოცავ მეგობრის გაეპისკოპოსებას -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Apr 30 2009, 11:21 PM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გილოცავ მეგობრის გაეპისკოპოსებას მუჩას გრაციას ვურეკავ, არ იღებს , შეიფერა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Apr 30 2009, 11:23 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მუჩას გრაციას ვურეკავ, არ იღებს , შეიფერა საზღვარგარეთის ნომრებს აღარ პასუხობს -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
k@the |
May 1 2009, 11:40 AM
პოსტი
#8
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ციტატა ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების. ამის აუცილებლობა იყო? ანუ, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია მეუფე აბრაამს აღარ ემორჩილებიან? გამოეყოს რას ნიშნავს? იმხელაა დასავლეთ ევროპა რომ დასაყოფია? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
May 1 2009, 11:50 AM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების ეეე.. ეს აკლია წმიდა სინოდის დადგენილებაში რომელიც მოყვანილია საპატრიარქოს ვებ.გვერდზე http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=457 კანონ, შენ ხომ არ დააწინაურე გერასიმე ჰა? ისე აღმოსავლეთ ევროპაში რომელი ქვეყნები შედის არაა დაზუსტებული? ციტატა ამის აუცილებლობა იყო იყო ქეთ, განსაკუთრებით ბრიტანეთი, ნუ ირლანდია ალბათ იმიტომ შევიდა, რომ უბრალოდ ერთ ზონაშია, ისე საწყენია ირლანდიაში ვცხოვრობდი და ვიცი, რომ იმათი სამრევლოს დაარსება და ყველაფერი მეუფე აბრაამის და ირლანდიელი ქართველების ერთობლივ მოღვაწეობას უკავშირდება. დაყოფა კი ალბათ მოხდა ევროპაში არსებული სხვადასხვა პრობლემებით, რომ ყველაფერი ერთ კაცს აღარ დააწვეს... კანონ, ერთი კარგად განმიმარტე ეს ჩემი ძმა და მეგობარი რად დანიშნეს? ერთგან წერია რომ სერგია ჰერეთისა ციტატა ჰერეთის მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი(?) და დაენიშნოს კეთილმოწესე(?). და მერე მელქისედეკს ციტატა ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა. აბა რა ხდება? კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
May 1 2009, 04:39 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
სავარაუდოდ იქნება ჰერეთის ტიტულარული ეპისკოპოსი (ანუ, სახელდებით) და ფუნქციურად შეასრულებს ჰერეთის კეთილმოწესის (ანუ ბლაღოჩინის) კომპეტენციას. ანუ რახან ეპარქია იქნება სტავროპიგიალური, კანონიკურად დაექვემდებარება პატრიარქს, ხოლო მამა მელქისედეკი შეასრულებს პატრიარქის ქორეპისკოპოსის ფუნქციას ჰერეთში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბიძია თომა |
May 1 2009, 05:24 PM
პოსტი
#11
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ვაა რა კაია არკადიიი ძალიან მაგარია, ესეც ჩემი ნომერ მესამე ძმაეპისკოპოსი თურმე რატომ მირეკავდნენ დიდება ღმერთს! დანარჩენები რომლები არიან? -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
კანონისტი |
May 1 2009, 06:03 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ეეე.. ეს აკლია წმიდა სინოდის დადგენილებაში რომელიც მოყვანილია საპატრიარქოს ვებ.გვერდზე ეხლა ვნახე... მე რომ დავაკოპირე, ეწერა.... ისე კი გამიკვირდა, აღმ.-ში ხომ მართლმადიდებლური საპატრიარქოებია და რად უნდოდა... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
May 1 2009, 07:54 PM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დანარჩენები რომლები არიან? რავი მგონი მეღა დავრჩი არავინ, ჯერ... ციტატა აღმ.-ში ხომ მართლმადიდებლური საპატრიარქოებია და რად უნდოდა... ხო რა მეც ვერ გავიგე, როგორც კანუდოსა იტყვის PH (პრავასლავნი ქაოს ) მოკლედ ტიტულარული ეპისკოპოსის პრეცედენტი, მგონი ჩვენთან პირველია -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lch |
May 1 2009, 09:15 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
კანონისტი
ციტატა სავარაუდოდ იქნება ჰერეთის ტიტულარული ეპისკოპოსი (ანუ, სახელდებით) და ფუნქციურად შეასრულებს ჰერეთის კეთილმოწესის (ანუ ბლაღოჩინის) კომპეტენციას. ანუ რახან ეპარქია იქნება სტავროპიგიალური, კანონიკურად დაექვემდებარება პატრიარქს, ხოლო მამა მელქისედეკი შეასრულებს პატრიარქის ქორეპისკოპოსის ფუნქციას ჰერეთში. და რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი რამის გამოგონება?... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
May 1 2009, 09:32 PM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი რამის გამოგონება?... ეს არსებული პრაქტიკაა ლამის უკვე ყველა ეკლესიაში, მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
May 1 2009, 09:44 PM
პოსტი
#16
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
KAIROS
დროზე მოიყვანე ცოლი, თორე ვატყობ გაგიყენებენ შენც მაგ გზას -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ავგუსტინე |
May 1 2009, 10:34 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა ეს არსებული პრაქტიკაა ლამის უკვე ყველა ეკლესიაში, მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან. ეკუმენისტია? მასონების დანიშნული იქნება ეგა! -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
KAIROS |
May 1 2009, 11:07 PM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დროზე მოიყვანე ცოლი, თორე ვატყობ გაგიყენებენ შენც მაგ გზას :D ჯერ მეკითხებიან კიდე, მაგრამ ცოტა ხანში აღარ შემეკითხებიან ვატყობ :D უნდა ვუშველო თავს :( ციტატა ეკუმენისტია :D კითხე :D პ.ს. მაინც ველაპარაკე ძალიან ღელავდა |
ავგუსტინე |
May 1 2009, 11:24 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
KAIROS
ეპისკოპოსი რომ იქნები, ხელზე უნდა გემთხვიო? თუ პოსტებზე? იხარეთ: † კაიროსი -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
lch |
May 3 2009, 02:24 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა მამა მელქისედეკი კი გახლავთ პოლიგლოტი,მათ შორის ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგიტრი და დოქტორანტი, ნამოღვაწარი აქვს საბერძნეთში და ესპანეთში, შესაბამისად მისი ცოდნის და გამოცდილების ეპისკოპოსი აუცილებლად სჭირდებათ საპატრიარქოში, როგორც ხდება სხვაგან. ხო, ხო, აუცილებლად, უფრო კარგად, შიგნიდანვე რო განხორციელდეს "თავისუფლების ინსტიტუტის" ბინძური გეგმები: მართმადიდებლური, ქართულ-ეროვნული ტრადიციების დაკნინება-მოსპობა... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 10:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი