IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> წმ. სინოდის სხდომა, ოქმი
კანონისტი
პოსტი Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი #1

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება.

3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 11:42 AM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

რაში ჭირდებათ ეს ვერ გავიგე, არ დაემორჩილებიან და რას უზავენ საინტერესოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 22 2010, 12:09 PM
პოსტი #3

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

ციტატა
არ დაემორჩილებიან და რას უზავენ საინტერესოა

სინოდის დადგენილებას ვინც არ ემორჩილება, იმან რაღად უნდა სხვისგან დასჯა, უკვე თვისი თავი თვითონვე ჰყავს დასჯილი. მაგაზე მეტი უბედურება რა უნდა მოსწიო საკუთარ თავს.

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 12:24 PM
პოსტი #4

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

ციტატა(მარიამი @ Dec 22 2010, 12:09 PM) *

სინოდის დადგენილებას ვინც არ ემორჩილება, იმან რაღად უნდა სხვისგან დასჯა, უკვე თვისი თავი თვითონვე ჰყავს დასჯილი. მაგაზე მეტი უბედურება რა უნდა მოსწიო საკუთარ თავს.

ზოგადი სიტყვებია, არის მონასტრები სადაც ბიზანტიური სტილით გალობენ,
მატერიალურად ავტონომიურები არიან, სინოდის დადგენილებას არ დაემორჩილებიან,
სხვა პრობლემა არაა ეკლესიაში?
რაღა მაინცდამაინც მისი ერთგული შვილების წინააღმდეგ უნდა გაილაშქრონ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 22 2010, 12:25 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398

ციტატა(sandro40 @ Dec 22 2010, 11:42 AM) *

რაში ჭირდებათ ეს ვერ გავიგე, არ დაემორჩილებიან და რას უზავენ საინტერესოა

განაკანონებენ.

ციტატა
მატერიალურად ავტონომიურები არიან, სინოდის დადგენილებას არ დაემორჩილებიან

რა შუაშია მატერიალურად ავტონომიურობა smile.gif
საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ხომ შედიან.
ჰოდა, უნდა დაემორჩილონ.

--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 22 2010, 12:26 PM
პოსტი #6

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

ციტატა
სინოდის დადგენილებას არ დაემორჩილებიან

არ დაემორჩილებიან და ტაფაზე შეიწვებიან gio.gif (იმ ქვეყნად რა თქმა უნდა) (პ.ს. მე ეგ არ მინდა და არ მიხარია. იმედი მაქვს, რომ შეინანებენ). საქართველოში არ არსებობს ისეთი ავტონომიური მონასტრები, რომლებსაც არ ევალებათ იერარქიის მორჩილება.

სხვათაშორის, იოანე დამასკელი რომ ჰყავთ პირზე აკერებული მაგ ხალხს, ის იოანე დამასკელი დაემორჩილა წინამძღვარს და შეწყვიტა საგალობლების წერა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღვთისმშობლისგან ჰქონდა კურთხევა. როცა საჭირო გახდა, ღვთისმშობელი თვითონ წინამძღვარს გამოეცხადა მერე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, რომელია სწორი საქციელი და რამხელა ცოდვაშია ეგ ხალხი.

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 01:06 PM
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

ციტატა(terra @ Dec 22 2010, 12:25 PM) *

განაკანონებენ.
რა შუაშია მატერიალურად ავტონომიურობა smile.gif
საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ხომ შედიან.
ჰოდა, უნდა დაემორჩილონ.

არ დაემორჩილებიან, მეც ვიცი და ვინც ეს დოკუმენტი მიიღო მათაც იციან,
ანუ წინასწარ აყალმაყალს აწყობენ, რაში ჭირდებათ

ციტატა(მარიამი @ Dec 22 2010, 12:26 PM) *

არ დაემორჩილებიან და ტაფაზე შეიწვებიან gio.gif (იმ ქვეყნად რა თქმა უნდა) (პ.ს. მე ეგ არ მინდა და არ მიხარია. იმედი მაქვს, რომ შეინანებენ). საქართველოში არ არსებობს ისეთი ავტონომიური მონასტრები, რომლებსაც არ ევალებათ იერარქიის მორჩილება.
სხვათაშორის, იოანე დამასკელი რომ ჰყავთ პირზე აკერებული მაგ ხალხს, ის იოანე დამასკელი დაემორჩილა წინამძღვარს და შეწყვიტა საგალობლების წერა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღვთისმშობლისგან ჰქონდა კურთხევა. როცა საჭირო გახდა, ღვთისმშობელი თვითონ წინამძღვარს გამოეცხადა მერე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, რომელია სწორი საქციელი და რამხელა ცოდვაშია ეგ ხალხი.

ევალებათ იერარქიის მორჩილება, კი, მაგრამ ხვალ რომ იერარქებმა კათოლიციზმი მიიიღონ იმასაც უნდა დაემორჩილონ? ეს რა ლოგიკაა

პოსტი Dec 22 2010, 01:19 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398

sandro40
ციტატა
ევალებათ იერარქიის მორჩილება, კი, მაგრამ ხვალ რომ იერარქებმა კათოლიციზმი მიიიღონ იმასაც უნდა დაემორჩილონ? ეს რა ლოგიკაა

კათოლიციზმის მიღება, დოგმატურ დონეზე ცდომილება და ჭეშმარიტი სწავლების უარყოფაა.
ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან?

ციტატა
არ დაემორჩილებიან,

და რა იცი, რომ არ დაემორჩილებიან?
ეგენიც ჩვენი ძმები არიან და ჩვენი ეკლესიის შვილები.
არიან მოძღვრები, რომლებსაც მოსწონთ ბიზანტიური გალობა, მაგრამ აუკრძალეს და ისინიც დამორჩილდნენ.
პრობლემას ვერ ვხედავ.

--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 22 2010, 01:21 PM
პოსტი #9

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

ისე რა ახირებაა ეს ბიზანტიური გალობა ვერ ვხდები, რა ქართული საგალობლები ცუდია თუ რაშია საქმე, ასე მგონია ეს უფრო რაღაცა პროტესტის ფორმას ჰგავს მათი მხრიდან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 01:29 PM
პოსტი #10

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

ციტატა(terra @ Dec 22 2010, 01:19 PM) *

sandro40

კათოლიციზმის მიღება, დოგმატურ დონეზე ცდომილება და ჭეშმარიტი სწავლების უარყოფაა.
ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან?
და რა იცი, რომ არ დაემორჩილებიან?
ეგენიც ჩვენი ძმები არიან და ჩვენი ეკლესიის შვილები.
არიან მოძღვრები, რომლებსაც მოსწონთ ბიზანტიური გალობა, მაგრამ აუკრძალეს და ისინიც დამორჩილდნენ.
პრობლემას ვერ ვხედავ.

ხოდა არც ბიზანტიური გალობაა დოგმატური გადაცდომა და გაანებონ თავი,
ვიცი რომ არ დაემორჩილებიან, მაქვს ინფორმაცია,
ძმებიც არიან და დებიც არიან და ასეთებად დარჩებიან, მაგრამ იქნება უსიამოვნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2010, 01:34 PM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(sandro40 @ Dec 22 2010, 01:29 PM) *

ხოდა არც ბიზანტიური გალობაა დოგმატური გადაცდომა და გაანებონ თავი,
ვიცი რომ არ დაემორჩილებიან, მაქვს ინფორმაცია,

გაუმარჯოს მმკ-ს biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 01:59 PM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 22 2010, 01:34 PM) *

გაუმარჯოს მმკ-ს biggrin.gif

გეწყინება მეგობარო, მაგრამ არ ვარ მმკა-ს აპოლოგეტი rolleyes.gif
ანუ, თუკი ბიზანტიურ გალობას ვუჭერ ვარ ე.ი. მმკის წევრი ვარ და ას. შ. ეს შAბლონი არ მუშაობს ამჯერად,
საინტერესო ისააა, რომ ბიზანტიური გალობა ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ქართულ გალობას,
არავისთVსი საფრთხეს არ წარმოადგენს

ციტატა(Funkenstein @ Dec 22 2010, 01:21 PM) *

ისე რა ახირებაა ეს ბიზანტიური გალობა ვერ ვხდები, რა ქართული საგალობლები ცუდია თუ რაშია საქმე, ასე მგონია ეს უფრო რაღაცა პროტესტის ფორმას ჰგავს მათი მხრიდან.

ცუდი, კარგი, რა შუაშია,
ქართული გალობა ულამაზესია, მე მომწონს,
მაგრამ ბიზანტიური გალობა ბიზანტისტების აზრით ხელს უწყობს მათ რომ მიიღონ მადლი,
ის რის გამოც აღესრულება ლიტურგია და რის გამოც ადამიანი ირჩევს ეკლესიურ ცხოვრებას,
მათი აზრით ქართული გალობა ამას ვერ იძლევა,

ოღონდ რომ არ გაცხარდეთ ისინი თავის აზრს არ ახვევენ სხვებს, უბრალოდ ითხოვენ რომ ხელს ნუ შეუშლით რა,მეტი არაფერი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2010, 02:03 PM
პოსტი #13

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(sandro40 @ Dec 22 2010, 01:59 PM) *

გეწყინება მეგობარო, მაგრამ არ ვარ მმკა-ს აპოლოგეტი rolleyes.gif

თქვენ არ მიგულისხმიხართ...არამეტ ის ვინც უარზე დგას რომ დაემორჩილოს სინოდს

ციტატა(sandro40 @ Dec 22 2010, 01:59 PM) *

საინტერესო ისააა, რომ ბიზანტიური გალობა ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ქართულ გალობას,
არავისთVსი საფრთხეს არ წარმოადგენს

გეთანხმებით და ამიტომაც არ იყო საჭირო ქვა რომ ააგდეს ბიზანტისტებმა და თავები შეუშვირეს - მთელი ვიტამინები ესააო...აქ დოგმატური-ეკლესიოლოგიურ-ლიტურგიკული პრობლემა იმალება ოღონდ არა იმ აზრით, რომ ან ერთი გალობა ან მეორე არაკანონიკურია, არამეტ რადგან ის ვინც არ ემორჩილება, ე.ი. თვლის, რომ პრინციპული საკითხია და ეკლესიაში პრინციპული საკითხები არის ან დოგმატური ან ეკლესიოლოგიური ან ლიტურგიკული...ყველა ამის გამო სქიზმასთან გვაქვს საქმე

ციტატა(sandro40 @ Dec 22 2010, 01:59 PM) *

ქართული გალობა ულამაზესია, მე მომწონს,
მაგრამ ბიზანტიური გალობა ბიზანტისტების აზრით ხელს უწყობს მათ რომ მიიღონ მადლი,
ის რის გამოც აღესრულება ლიტურგია და რის გამოც ადამიანი ირჩევს ეკლესიურ ცხოვრებას,
მათი აზრით ქართული გალობა ამას ვერ იძლევა

ეს მიუთითებს მათ სერიოზულად დაბალ ლიტურგიკულ ცოდნაზე

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 22 2010, 02:05 PM
პოსტი #14

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

კანონისტი
ციტატა
4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

კარგად წაიკითხოს ყველამ ეს

sandro40
ციტატა
ქართული გალობა ულამაზესია, მე მომწონს,მაგრამ ბიზანტიური გალობა ბიზანტისტების აზრით ხელს უწყობს მათ რომ მიიღონ მადლი, ის რის გამოც აღესრულება ლიტურგია და რის გამოც ადამიანი ირჩევს ეკლესიურ ცხოვრებას,მათი აზრით ქართული გალობა ამას ვერ იძლევა,

ვაი თქვენს პატრონსო ასე გადაეცი...
ხო ხახვი უთესიათ ჩვენ ჰიმნოგრაფებს, რომლებიც ახლა წმინდანებად არიან შერაცხული რა.. და მათზე მეტი მადლი ქონიათ ამათ a075.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2010, 02:08 PM
პოსტი #15

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ნანინა
სქიზმატები არიან ეგენი და ნეტა მალე გავიდნენ ოფიციალურად biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 22 2010, 02:12 PM
პოსტი #16

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

კანუდოსელი
სქიზმატები რამდენად არიან არ ვიცი, ნუ ამ საკითხში მე ვერ ვერკვევი, დოგმატიკურ დარღვევებს მგონი არ ამბობენ მარა აბა თავად დაფიქრდით ბატონო ზაზა, პატივცემული სონღულაშვილი რომ გაყვიროდა ეთნოფილეტიზმი ეთნოფილეტიზმიო და საქართველოს ეკლესიისკენ იშვერდა ხელს, ის რასაც ბერძნები აკეთებენ არაა ეთნოფილეტიზმი? მარტო ჩვენი გალობაა მადლიანიო რომ ამბობენ?? huh.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2010, 02:16 PM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ნანინა @ Dec 22 2010, 02:12 PM) *

სქიზმატები რამდენად არიან არ ვიცი, ნუ ამ საკითხში მე ვერ ვერკვევი, დოგმატიკურ დარღვევებს მგონი არ ამბობენ მარა აბა თავად დაფიქრდით ბატონო ზაზა, პატივცემული სონღულაშვილი რომ გაყვიროდა ეთნოფილეტიზმი ეთნოფილეტიზმიო და საქართველოს ეკლესიისკენ იშვერდა ხელს, ის რასაც ბერძნები აკეთებენ არაა ეთნოფილეტიზმი? მარტო ჩვენი გალობაა მადლიანიო რომ ამბობენ?? huh.gif

სქიზმა არსებობს ორი (ძირითადში...ანუ რომ არ წავიდეთ კიდევ დიფერენციაციაში) რამის გამო:

1. დოგმატური
2. არადოგმატური

მიზეზის გამო....ორივე შემთხვევაში ისინი ეკლესიის გარეთ აყენებენ საკუთარ თავს...

ბერძნებს რაც შეეხება: ის კანონი რომელიც აპელირებს ეთნოფილეტიზმის ერესზე, ბერძნებმა მიიღეს როგორც პასუხი ბულგარულ ეთნოფილეტიზმზე, მაგრამ მთელი აბსურდი და ქრისტიანული სიყვარულის ნიმუშად გამოდგება ის ფაქტი, რომ ეს იყო ბულგარული ეთნოფილეტიზმის განადგურების მცდელობა ბერძნული ეთნოფილეტიზმის მიერ biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 22 2010, 02:17 PM
პოსტი #18

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

საერთიდ ვერ ვხდები რა შუაშია გალობა და მადლი ერთმანეთთან, მე ხან რუსულ გალობას ვუსმენ ჩემს ტაძარში ხან ქართულს, ქართული უკეთესაც მხვდება კურში და უფრო მშობლიურია მეტი არაფერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 03:21 PM
პოსტი #19

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881

ციტატა(ნანინა @ Dec 22 2010, 02:05 PM) *

კანონისტი

კარგად წაიკითხოს ყველამ ეს

sandro40

ვაი თქვენს პატრონსო ასე გადაეცი...
ხო ხახვი უთესიათ ჩვენ ჰიმნოგრაფებს, რომლებიც ახლა წმინდანებად არიან შერაცხული რა.. და მათზე მეტი მადლი ქონიათ ამათ a075.gif

პატრონი, ძალიან კარგი ჰყავთ, მერწმუნე rolleyes.gif
არანაირი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მხოლოდ მოკრძალებული სურვილი რომ თავი გაანებოთ,
შეეეშვით იმ ხალხს, ისინი თავს არ გახვევენ არაფერს

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 22 2010, 02:08 PM) *

ნანინა
სქიზმატები არიან ეგენი და ნეტა მალე გავიდნენ ოფიციალურად biggrin.gif

ასე ხელაღებით ადამიანთა ჯგუფის გაწირვა..,
დას..

ვითომ მმკელებზე უფრო შემწყნარებელი ხარ სხვანაირად მოაზროვნეების მიმართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 22 2010, 03:34 PM
პოსტი #20

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

sandro40
ციტატა
არანაირი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მხოლოდ მოკრძალებული სურვილი რომ თავი გაანებოთ,შეეეშვით იმ ხალხს, ისინი თავს არ გახვევენ არაფერს

რას ნიშნავთ შეეშვით? როგორ შეეშვას სინოდი და პატრიარქი? არ ემორჩილებიან საქართველოს ეკლესიის კანონებს?????????

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი