წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
aia |
Dec 22 2010, 03:52 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 385 რეგისტრ.: 23-January 08 წევრი № 3,725 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად. 2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. მადლობა უფალს, გამახარე ძალიან ძალიან... გაგახაროს უფალმა...ყველაფრისათვის დიდება და მადლობა მოწყალე უფალს... -------------------- აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის |
sandro40 |
Dec 22 2010, 03:52 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 რას ნიშნავთ შეეშვით? როგორ შეეშვას სინოდი და პატრიარქი? არ ემორჩილებიან საქართველოს ეკლესიის კანონებს????????? სინოდმა მიიღო დადგენილება, რის საფუძველზე? რატომ უნდა დაემორჩილო იმას რაც არააა კნონიერი, პატრიოტული მოტივით მონაზვნებს უკრძალავენ ქრისტიანულ გალობას-სადური წესია, არადა ისინი თავისთვსი არიან, არავის არ ახვევენ თავის აზრს თავზე, მათი სულიერი განვითარებისთვის აუცილბელი ინსტრუმენტია ასეთი სახის გალობა და რატომ უნდა თქვან უარი, არ იტყვიან და მართლებიც იქნებიან |
კანუდოსელი |
Dec 22 2010, 03:58 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვითომ მმკელებზე უფრო შემწყნარებელი ხარ სხვანაირად მოაზროვნეების მიმართ? შემწყნარებელი ვარ, როცა საქმე ადამიანების ცემა-ტყეპაზე მიდგება და ეგენი უკვე გარეთ დგანან...მერე რაა, რომ არ თვლიან სწორად სინოდის გადაწყვეტილებას...ეგრე მეც არ ვთვლი, რომ კალენდარული სტილი იულიანური უნდა იყოს, რა ვქნა ახლა, გავიდე ამ იურისდიქციიდან? ჩემნაირი გიჟიც თუ ემორჩილება ეკლესიას, დავიჯერო მონაზვნები, რომელთათვის ლოცვაა სასუფევლის დამკვიდრების გზა - ასეთი რთულია? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 22 2010, 03:59 PM
პოსტი
#24
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sandro40
ციტატა თუკი კანონი არასწორია? რატომ უნდა დაემორჩილო, პატრიოტული მოტივით მონაზვნებს უკრძალავენ ქრისტიანულ გალობას,არადა ისინი თავისთვსი არიან, არავის არ ახვევენ თავის აზრს თავზე, მათი სულიერი განვითარებისთვის აუცილბელი ინსტრუმენტია ასეთი სახის გალობა და რატომ უნდა თქვან უარი, არ იტყვიან და მართლებიც იქნებიან შენ ამბობ რომ მთელი დანარჩენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება ცდება და მარტო ესენი არიან მართალი????? საერთოდ ჩახედილი ხართ ამ საკითხში თუ მღვდლებს ემორჩილებით ბრმად? საერთოდ იცით რა არის კანონიკა? სად იყვნენ ბერძნები ჩვენ რომ სამ ხმაში ვგალობდით.. კარგით რა ხალხო. რას ნიშნავს ქრისტიანული გალობა??? რა ქართული გალობა არაქრისტიანულია????? სისულელეებს მორჩით რა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Funkenstein |
Dec 22 2010, 04:01 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ციტატა არადა ისინი თავისთვსი არიან, არავის არ ახვევენ თავის აზრს თავზე, მათი სულიერი განვითარებისთვის აუცილბელი ინსტრუმენტია ასეთი სახის გალობა ბერ მონაზვნების ერთ ერთ უმთავრეს სათნოებას მორჩილება წარმოადგენს. რას ქვია მე ასე მინდა და ისე მინდა, ყველა მორჩილებს თავის წინამძღვარს. |
sandro40 |
Dec 22 2010, 04:09 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 შენ ამბობ რომ მთელი დანარჩენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება ცდება და მარტო ესენი არიან მართალი????? საერთოდ ჩახედილი ხართ ამ საკითხში თუ მღვდლებს ემორჩილებით ბრმად? საერთოდ იცით რა არის კანონიკა? სად იყვნენ ბერძნები ჩვენ რომ სამ ხმაში ვგალობდით.. კარგით რა ხალხო. რას ნიშნავს ქრისტიანული გალობა??? რა ქართული გალობა არაქრისტიანულია????? სისულელეებს მორჩით რა ბერძნები სად იყვნენ??? უკაცრავად უკაცრავად, ქართული გალობა ქრისტიანულია თუ არა თაავად შეაფასეთ, სხვებს კი ნუ აუკრძალავთ ქრისტიანულ გალობას, ვინმე იტყვის რომ ბიზანტიური სტილით გალობა არაქრისტიანულია? შემწყნარებელი ვარ, როცა საქმე ადამიანების ცემა-ტყეპაზე მიდგება და ეგენი უკვე გარეთ დგანან...მერე რაა, რომ არ თვლიან სწორად სინოდის გადაწყვეტილებას...ეგრე მეც არ ვთვლი, რომ კალენდარული სტილი იულიანური უნდა იყოს, რა ვქნა ახლა, გავიდე ამ იურისდიქციიდან? ჩემნაირი გიჟიც თუ ემორჩილება ეკლესიას, დავიჯერო მონაზვნები, რომელთათვის ლოცვაა სასუფევლის დამკვიდრების გზა - ასეთი რთულია? თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება შემწყნარებელი ვარ, როცა საქმე ადამიანების ცემა-ტყეპაზე მიდგება და ეგენი უკვე გარეთ დგანან...მერე რაა, რომ არ თვლიან სწორად სინოდის გადაწყვეტილებას...ეგრე მეც არ ვთვლი, რომ კალენდარული სტილი იულიანური უნდა იყოს, რა ვქნა ახლა, გავიდე ამ იურისდიქციიდან? ჩემნაირი გიჟიც თუ ემორჩილება ეკლესიას, დავიჯერო მონაზვნები, რომელთათვის ლოცვაა სასუფევლის დამკვიდრების გზა - ასეთი რთულია? თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება |
კანუდოსელი |
Dec 22 2010, 04:14 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება რა თქმა უნდა...უბრალოდ - ეშმაკი ყოფსო გამიგია და ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 22 2010, 04:24 PM
პოსტი
#28
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sandro40
ციტატა ბერძნები სად იყვნენ??? უკაცრავად უკაცრავად, ქართული გალობა ქრისტიანულია თუ არა თაავად შეაფასეთ,სხვებს კი ნუ აუკრძალავთ ქრისტიანულ გალობას, ვინმე იტყვის რომ ბიზანტიური სტილით გალობა არაქრისტიანულია? არა მე არ ვამბობ რომ ბერძნული გალობა არაქრისტიანული და არაკანონიკურია, მაგრამ ის, რასაც ეგენი აკეთებენ, ე.წ. ბერძნულ მედლოდიაზე დადებული ქართული ტექსტი არც მეტი არც ნაკლები ბღავილია. აბა მითხარი ვინ დააკანონა ასეთი სტილით გალობა? თუ არ მოწონთ ქართული გალობა მიბრძანდნენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან. ყველა დაფიქრდეს ქართული გალობის არაკანონიკურობაზე და არაქრისტიანულობაზე რომ საუბრობენ გაიხსენეთ მიქაელ მოდრეკილის, მინჩხის, მტბევარის ღვაწლი მაგრამ თქვენ ხომ აზრზეც არ ხართ ეს ჰიმნოგრაფები ვინ იყვნენ? ადამიანები რომლებიც ახლა წმინდანები არიან და სხვათა შორის X საუკუნეში მოღვაწეობდნენ. ახლა გინდათ თქვათ რომ მათ არაფერი გაუკეთებით? როცა არ იცით წაიკითხეთ და მერე იდავეთ რააააა http://www.orthodoxy.ge/galoba.htm ჯერ ეს გეყოფათ მარტო და როგორმე თქვენზე მეტი იცის წმინდა სინოდმა და ეს დადგენილება ჰაერზე არ გამოუტანია ამას ამტკიცებს ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციაც და ვისაც არ უნდა ამ ეკლესიის მორჩილება, მიბრძანდეს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანუდოსელი |
Dec 22 2010, 04:33 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვისაც არ უნდა ამ ეკლესიის მორჩილება, მიბრძანდეს შენ კანუდოსა ხომ არ დაგემართა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 22 2010, 04:34 PM
პოსტი
#30
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანუდოსელი
კარგი ახლა ზაზა შენღა აკლდი ამ ხალხს ისედაც ტვინი აქვთ არეული -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანუდოსელი |
Dec 22 2010, 04:36 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი კარგი ახლა ზაზა შენღა აკლდი ამ ხალხს ისედაც ტვინი აქვთ არეული პირიქით გოგო პირიქით...მე სწორედ ეგეთებს ვჭირდები აბა თუ მიხვდები რატომ? კაი, მე გეტყვი...მაგათზე გადართული სადღა მეცლება "ნეტარი" მაკარიასთვის და "უნეტარესი" სოფრონიასთვის? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sandro40 |
Dec 22 2010, 04:58 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
ნანინა
ძალიან მომწონს ქართული გალობები, სასიამოვნო მოსასმენია, ბერძნული უფრო მძიმე, მე მესმის თქენი, ზოგადად ქრისტიანობის აღქმა საკმაოდ ძნელია, რაც შეეხება ბღავილს-ზოგს ვიოლინოს ხმა ხერხის ხმას აგონებს მაგრამ ეს როდი ანკინებს ამ დიდებული ინსტრუმენტის ხმოვანებას, საჩხუბარი არაფერი გვაქვს, უბრალოდ, გაუგებარია, ქრისტიანებს რატომ უკრძალავთ ქრისტიანულ გალობას |
აკაკი |
Dec 22 2010, 05:04 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
sandro40
ეგვიპტურად რატომ არ ვგალობთ? კოპტურად (ძველ ეგვიპტურად) მაგალითად? ხომ ძველია, ხომ ძველი ფესვები აქვს... ის არ არის ქრისტიანული? ხომ ქრისტიანები გალობენ. მაინც და მაინც ბერძნული რატომ? |
ნანინა |
Dec 22 2010, 05:11 PM
პოსტი
#34
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sandro40
არგუმენტები შემოგაკლდათ და დატკბით? კარიგა კარგი ერთი რაღაცა ვერ გაიგეთ. ის, რასაც ესენი აკეთებენ იდეაში არც ქართულია და არც ბერძნული თორე ბერძნულ გალობას ენაცვალოს ჩემი თავი, დიდი სიამოვნებითაც მოვისმენ და ცაღიარებ კიდეც. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ქართული გალობა უნიკალურია და ერთადერთიაო არ ვამბობ, მაგრამ თურაშაული ვაშლის პატრონი ტყეში გარბოდაო, როცა მე ჩემს ქვეყანაში მაქვს უკვეა ადგილობრივ ეკლესიაში ქართული გალობის ტრადიცია რატომ ბერძნული აი რატო? იმიტოომ რომ ქართული არაკნონიკურიაო ამბობენ და ადებენ ქართულ ტექსტს ბერძნულ მელოდიას და გამოდის აბსურდი. თქვენ იცით თუ არა რომ ტექსტისა და მუსიკის ურთიერთდამოკიდებულება კიდევ ცალკე კანონიკის საკითხია? ქართულ გალობაში ასეა და დარწმუნებული ვარ ბერძნულშიც ასე იქნება. თავად ბერძნებს მოწონთ ასეთი გალობა??? არა მგონია.. ამით ისინი ქართUლსაც ამახინჯებენ და ბერძნულსაც... ასე რომ საკამათო არაფერია რა. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sandro40 |
Dec 22 2010, 05:15 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 ეგვიპტურად რატომ არ ვგალობთ? კოპტურად (ძველ ეგვიპტურად) მაგალითად? ხომ ძველია, ხომ ძველი ფესვები აქვს... ის არ არის ქრისტიანული? ხომ ქრისტიანები გალობენ. მაინც და მაინც ბერძნული რატომ? ძველად ქრისტიანებს ერთი გალობა გვქონდა, რაც დღეს ეგ. წოდებულ ბიზანტირ სტილშია შენარჩუნებული |
თამარი_ცქნაფო |
Dec 22 2010, 05:18 PM
პოსტი
#36
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
sandro40
მე საერთოდ არ მესმის, შენ რატომ წერ ამ საკითხზე. არა, კი არ გეკრძალება, მაგრამ შენივე სიტყვებს თუ დავუჯერებ... ბევრი მაგრამ არსებობს... პირველ რიგში, არაკომპეტენტურობა გალობის სფეროში. თავი რომ დავანებოთ ეკლესიურ გარემოში შენს მყოფობასა და ობიექტურ მიდგომას... ნუ მოკლედ, მაინც შემომეწერა... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
sandro40 |
Dec 22 2010, 05:19 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
'ნანინა'
ჩემი არგუმენტი ერთია, ქრისტიანობა უფრო დიდი ფასეულობააა ვიდრე ეროვნული, რა თქმა უნდა ქართველებს უფლება გვაქვს გვქონდეს ჩვენი ტრადიციული გალობა, არავინ ამაში არ გვეცილება, იგალობეთ, ოღონდ თქვენ ვერანაირ არგუმენტს ვერ მოიყვანთ იმის საწინააღმდეგოდ რომ ეგ. წოდებული ბიზანტიური სტილით შესრულებული ქართულენოვანი გალობა მიიჩნიოთ არაკანონიკურად |
აკაკი |
Dec 22 2010, 05:21 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
sandro40
სადღაა ბიზანტიური გალობის მელოდიები და ხმები შემორჩენილი შენც ხომ იცი (და მემგონი დიდი ხანია თემიდან გადავუხვიეთ ) |
თამარი_ცქნაფო |
Dec 22 2010, 05:26 PM
პოსტი
#39
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
sandro40 სადღაა ბიზანტიური გალობის მელოდიები და ხმები შემორჩენილი შენც ხომ იცი (და მემგონი დიდი ხანია თემიდან გადავუხვიეთ ) რა იცი, რომ იცის? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნანინა |
Dec 22 2010, 05:28 PM
პოსტი
#40
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sandro40
ციტატა ოღონდ თქვენ ვერანაირ არგუმენტს ვერ მოიყვანთ იმის საწინააღმდეგოდ რომ ეგ. წოდებული ბიზანტიური სტილით შესრულებული ქართულენოვანი გალობა მიიჩნიოთ არაკანონიკურად ვაიმეეე ამაზე ძლაიან გავბრაზდი. ეტყობა არ იცნობთ ამ საკითხს კარგად. გადახედეთ მ თემას http://church.ge/index.php?showtopic=434&st=0 საფუძვლიანად და მერე მეკამათეთ. ვეშაპომ იმდენი წერა ამ თემაზე და ვისაც ყურნი ასხენ ისმინეთ... მარა არ გსურთ და... sandro40 ციტატა ძველად ქრისტიანებს ერთი გალობა გვქონდა, რაც დღეს ეგ. წოდებულ ბიზანტირ სტილშია შენარჩუნებული ვაიმე ვაიმე აბა სტილი და აბა ბიზანტია. კარგით რა ხალხო. ზღაპრებს მორჩით რა. არაკომპეტენტური ხარ აშკარად ამ საკითხში -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი