წინააღმდეგობები კანონებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინააღმდეგობები კანონებში |
Otherguy |
Mar 5 2011, 02:16 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აი ნახეთ:
1) თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი. მოციქულთა კრების 67-ე კანონი ანუ აქ ჩანს, რომ მოტაცების მერე შეიძლება ცოლად ჰყავდეს - რაც სრული საშინელებაა... მაგრამ აქ: ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ(წყეული) იყვეს. ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები. 2) ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16] ბასილი დიდის მე-9 კანონი ეს თავისი არსით არასწორი რამაა, მაგრამ სხვა კანონში წერს: მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში ბასილი დიდის 39- კანონი. ანუ ქალი განწირულია მთელი ცხოვრება მრუში იყოს და არ ცხონდეს? ნუ კარგია, ცოტა თვალს გაახელს ქორწინებამდე, მაგრამ მაინც... 3) ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე. კართაგენის კრების 68-ე კანონი. არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში... 4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები მოციქულთა კრების 46-ე, ბასილი დიდის I კანონები მაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა... ისე, წმინდა კონსტანტინე დიდი არიანელმა მონათლა... რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
George Leluashvili |
Mar 5 2011, 02:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა,ან მრუშობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდლობის პატივი ეყრება და მგონი პირველ კანონში ამაზეა ლაპარაკი.ხოლო ერისკაცი მრუშობაზე უზიარებლობით ისჯება.
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Mar 5 2011, 02:27 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თუ შეიძლება ნუ ხსნით განყოფილებისთვის შეუსაბამო თემებს. დღეს უკვე მესამე თემისთვის მიხდება მისამართის შეცვლა. მე მგონი ამის გათვალისწინება ძნელი არ არის.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
benediqt |
Mar 6 2011, 05:38 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
mociquli qristesi
ციტატა საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა სხვათაშორის, ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს მიტროსანი დეკანოზი, რომელსაც ჰყავს მეორე ცოლი მგალობელი, და მისგან შვილიც ჰყავს. (პირველ ცოლს გაეყარა) მე მაინტერესებს, ჯვარი ვინ დასწერა ამ მოძღვარს... -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
მხევალი ნინო |
Mar 6 2011, 11:56 AM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
benediqt16
თემა ეხება კანონში წინააღდეგობებს და არა კონკრეტული პირის (ისიც გვარ-სახელის მითითებით) ცოდვილ ან წმინდა ცხოვრებას. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Otherguy |
Mar 6 2011, 07:12 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა,ან მრუშობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდლობის პატივი ეყრება და მგონი პირველ კანონში ამაზეა ლაპარაკი.ხოლო ერისკაცი მრუშობაზე უზიარებლობით ისჯება. პირველ კანონში მოტაცებაზეა საუბარი, ასე არაა? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ქევანა |
Mar 6 2011, 11:12 PM
პოსტი
#7
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
როდის დაიწერა, რომელ პერიოდში? ამას არ აქვს მნიშვნელობა?
ზუსტად არ ვიცი ეკლესიის ისტორია და ვერ გეტყვი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანონისტი |
Mar 15 2011, 01:09 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Otherguy
ციტატა თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი. მოციქულთა კრების 67-ე კანონი ანუ აქ ჩანს, რომ მოტაცების მერე შეიძლება ცოლად ჰყავდეს - რაც სრული საშინელებაა... მაგრამ აქ: ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ(წყეული) იყვეს. ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები. ეს ორი კანონი ერთმანეთს ავსებს და ადგენს შემდეგს: 1. ქალის მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით აკრძალულია. 2. ამის ხელშემწყობნი ისჯებიან. 3. გამტაცებელს უფლება არ აქვს სხვა მოიყვანოს, გარდა გატაცებულისა (ცხადია, თუ იგი თანახმაა) ციტატა 2. ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16] ბასილი დიდის მე-9 კანონი ეს თავისი არსით არასწორი რამაა, მაგრამ სხვა კანონში წერს: მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში ბასილი დიდის 39- კანონი. განმარტებები უნდა ნახო. აქ საუბარია იმაზე, რომ მრუშთან ვინც მრუშებით ცხოვრობს, თვითონაც მრუშია. ციტატა ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე. კართაგენის კრების 68-ე კანონი. არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში... ციტატა 4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები მოციქულთა კრების 46-ე, ბასილი დიდის I კანონები მაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა... ისე, წმინდა კონსტანტინე დიდი არიანელმა მონათლა... ვერ გავიგე, რისი თქმა გინდოდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
dzvelmartlmadidebeli |
May 4 2011, 02:50 PM
პოსტი
#9
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Otherguy
ციტატა 3) ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.კართაგენის კრების 68-ე კანონი. ჭეშმარიტად, ეს ასეა და სრულიად სამართლიანია ეს დადგენილება. ციტატა არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში... ძალიან საეჭვოა ამგვარი რამ ეთქვა წმ. იოანე ოქროპირს და კიდევ უფრო საეჭვო, მთელი ქრისტეანული სამყარო IV-V საუკუნეებში დადგომოდა ამგვარ შეხედულებას. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გაგვარკვევთ კანონთა შორის წინააღმდეგობაზე მსჯელობთ თუ მისდამი დაუმორჩილებლობაზე... აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ კანონს გააჩნია სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი. ციტატა 4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღებიმოციქულთა კრების 46-ე,ბასილი დიდის I კანონებიმაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა... თავიდან (პირველ ოთხ საუკუნეში) მწვალებელთა ნათლობის შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ. ამის გამოხატულებაა წმ. კვიპირიანეს დავა რომის პაპ სტეფანესთან, რომლებიც საპირისპირო პოზიციებს იცავდნენ. იგივეს ვხედავთ წმ. ბასილი დიდის განწესებებშიც. მოგვიანებით, მეექვსე მსოფლიო კრებისთვის, ეს საკითხი უკვე დარეგულირდა შემდეგნაირად: მწვალებლებს, რომლებიც რომლებიც არღვევენ ნათლობის გარეგნულ ფორმას, ანუ ნათლავენ არასწორად, არამართლმადიდებლურად და ნათლობისას არ ამბობენ ფორმულას: ინათლება მონა ღვთისა, სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამენ' - თავიდან ნათლავენ. ხოლო იმ მწვალებლებს, რომლებიც ნათლობის გარეგნულ მხარეს იცავენ (ანუ მართლმადიდებლობისგან განსვავებულად არ ნათლავენ) ღებულობენ მირონცხებით. ასე, რომ კანონებში არ არის არავითარი წინააღმდეგობა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი