IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> სინოდის შეუმცდარობის შესახებ
-ი ბ ე რ ი ე ლ ი
პოსტი Nov 17 2011, 01:42 PM
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 31-October 11
წევრი № 11,719

ყოველთვის არის თუ არა წმ. სინოდის დადგენილება შეუმცდარი, კანონიერი და სულიწმიდით ნაკარნახევი?

ეს საკითხი ახალი არ არის ეკლესიისთვის და მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ არის განმარტებული: მხოლოდ იმ კრების და ის დადგენილებებია კანონიერი და მისაღები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ეკლესიის სწავლებას, მის წმიდა გადმოცემას, დოგმატიკასა და კანონიკას, დედა ეკლესიის წეს-განგებულებას, მოწყობასა და ტრადიციებს. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს: წმიდა წერილს, 7 მსოფლიო კრების დადგენილებებს, დიდი სჯულის კანონს, წმიდა მამათა იმ ნააზრევებს, რომლებიც ეკლესიამ მისაღებად მიიჩნია. მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა გვესმოდეს წმ. მამათა სიტყვები: `ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და მერმეცა ჩუენცა~. ზემოთქმულისგან განსხვავებული ყველა სხვა დადგენილება, რა რანგის კრებამაც არ უნდა მიიღოს იგი, მიუღებელია აკლესიისთვის და უკანონოა.
სამწუხაროდ, პაპიზმის მწვალებლურმა სულმა განმსჭვალა არა მარტო დასავლეთის `ეკლესია~, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი იერარქი თუ მღვდელი, რომლებიც, პაპის უცდომელობის დოგმატის მსგავსად, ამტკიცებენ, რომ მათ მიერ პიროვნულად თუ კრებსითად მიღებული ყველა გადაწყვეტილება ჭეშმარიტების ენით მეტყველებს.
მართლა ყოველთვის შეუმცდარია სინოდი თუ მასაც შეიძლება მოუვიდეს შეცდომა?
სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, რომ არა მარტო წმ. სინოდები, არამედ ადგილობრივი და მსოფლიო კრებებიც კი ცდებოდნენ და იღებდნენ ეკლესიის სწავლებისა და კანონების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს:
449 წელს ეფესოში შედგა კრება, რომელმაც მიიღო მწვალებლური, მონოფიზიტური განჩინება და რომელსაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ უწოდა ავაზაკთა კრება.
754 წელს კონსტანტინოპოლში შედგა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც მიიღო მწვალებლური, ხატების თაყვანისცემის უარყოფის დადგენილება. ამ კრებამ ეკლესიიდან განდევნა და შეაჩვენა წმ. იოანე დამასკელი და წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი. ეკლესიის მიერ ეს კრება დაგმობილია.
ცრუ კრება, რომელიც უსწრებდა მე-7 მსოფლიო კრებას და რომელიც ეკლესიის მიერ `ავაზაკთა კრებად~ იქნა შერაცხული, - ეს ფაქტი ეკლესიამ ღვთისმსახურებაშიც კი ასახა (იხ. მე-7 მსოფლიო კრების ხსენების დღის მსახურების ცისკრის კანონი).
ამგვარად, მსოფლიო კრებების პრეტენზიის მქონე კრებებიც კი ცდებოდნენ, მიუხედავად მასში მონაწილე მღვდელმთავრების სოლიდური რაოდენობისა. მითუმეტეს, ადგილობრივი სინოდებიც არ არიან დაზღვეულნი შეცდომებისაგან. შორს რომ არ წავიდეთ, ახლო წარსულიდან და, მათ შორის, საქართველოს სინოდის მაგალითებს მოვიყვანთ, ასევე, რუსეთის სინოდისა, რადგან იმ პერიოდში მას გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკლესიაზე.
გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს და რუსეთის ეკლესიის სინოდებმა მიიღეს არაკონონიკური დადგენილება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ. არც ერთი ეკლესიის მრევლმა (სამართლიანად) არ მიიღო ეს უკანონო გადაწყვეტილება და ორივე ეკლესია დღესაც განაგრძობს ძველი საეკლესიო კალენდრით ცხოვრებას.
60-იან წლებში, რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდმა მიიღო ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო დადგენილება, კერძოდ, სიკვდილის საშიშროების შემთხვევაში
კათოლიკების ზიარება მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ან პირიქით, რომელიც პრაქტიკაში ვერ დამკვიდრდა და გაუქმდა.
80-90-იან წლებში რუმინეთის და ანტიოქიის ეკლესიებმა მიიღეს მწვალებლური დადგენილებები მონოფიზიტების შესახებ, რომლებიც ასევე არ დამკვიდრდა საეკლესიო ცხოვრებაში. ასევე ფინეთის ეკლესიის სინოდმა მიიღო ახალი სტილის კალენდარი და აღდგომას აღნიშნავს ახალი სტილით (რაც საქართველოს წმ. სინოდმა უარყოფითად შეაფასა).
60-იანი წლებიდან საქართველოს ეკლესია იყო „მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს“ წევრი, საიდანაც ღვთის შეწევნითა და წმ. სინოდის სწორი გადაწყვეტილებით გამოვიდა. ანუ, ემს-ში შესვლის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმა და სინანული გამოთქვა იმ შეცდომის გამო.
ამას გარდა მსოფლიო ეკლესიამ იცის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიას მოუხდენია რომელიმე პირის კანონიზაცია (წმინდანად შერაცხვა), თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, დარწმუნებულა რა შეცდომაში, გაუკეთებია იმავე პირის დეკანონიზაცია. სამწუხაროდ, წმინდანად შერაცხვა ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა და ხდება არა იმდენად პიროვნების ღვაწლისა და მისი წმინდა ცხოვრების გამო, არამედ გარკვეული იდეოლოგიის გატარების გამო, ზოგჯერ - გარედან დაკვეთით. წმინდანად შერაცხვის თემას ჩვენ მომავალშიც დავუბრუნდებით.
ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერთ ფაქტზე: მრავალ შემთხვევაში სხვადასხვა რანგის კრების, მათ შორის, სინოდის მცდარი გადაწყვეტილებები იმიტომ ვერ მკვიდრდებოდა ეკლესიის ცხოვრებაში, რომ მას არ იღებდა მორწმუნე ერი. როდესაც საქართველოს ეკლესიამ მიიღო ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება, ხალხი ისევ ძველი საეკლესიო სტილით აღნიშნავდა დღესასწაულებს და აიძულებდა სამღვდელოებას, იმ დღეს მისულიყვნენ ტაძრებში და იმ დღეს ჩაეტარებინათ ღვთისმსახურება. ეკლესიის ისტორიამ იცის უამრავი მაგალითი, როდესაც პატრიარქები, მთვდელმთავრები და სამღვდელოების უდიდესი ნაწილი ცდებოდა, სიახლის შემოტანას ცდილობდა, მაგრამ მრევლმა არ დაუშვა ეკლესიის სწავლების შერყვნა.
სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავენ აღმოსავლელი, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები თავის 1848 წლის 6 მაისის ეპისტოლეში, რომელიც ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც სარწმუნო და მნიშვნელოვანი მრგვლივმოსავლელი დოკუმენტი. ამ ეპისტოლეში პატრიარქები რჯულის ერთ-ერთ მთავარ დამცველად მრევლ მიიჩნევენ, რაც ასევე აღნიშნული და დადასტურებულია მრავალი წმიდა მამის მიერ, ეკლესიის ისტორიული გამოცდილებითა და მრავალი მაგალითით. კერძოდ ისინი წერენ: “ჩვენში არც პატრიარქებსა და არც (საეკლესიო) კრებებს არასდროს შეეძლოთ შემოეტანათ რაიმე სიახლე, იმიტომ, რომ კეთილმსახურების დამცველ-შემნახავი ჩვენში არის თვით სხეული ეკლესიისა, ანუ თვით მორწმუნე ერი, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი სარწმუნოების უცვალებლად და წმიდა მამათა რწმენასთან თანახმიერად დაცვა” (ეპისტოლე, § 17)

--------------------
"ნაცმოძრაობას ჰყავს დამჭერები, სიმართლეს კი მხადამჭერები" - დავით მაღრაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 18 2011, 10:46 PM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069

ციტატა(-ი ბ ე რ ი ე ლ ი @ Nov 17 2011, 01:42 PM) *

იბერიელო შენ ფორუმ.გე-ზეც ძალიან საინტერესო პოსტებს დებ გაიხარე.

--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2012, 05:41 PM
პოსტი #3

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

-ი ბ ე რ ი ე ლ ი

ნამდვილად, ადგილობრივი კრება და ეკლესიის წმ. სინოდი არ არის აღჭურვილი შეუმცდარობის ბეჭდით, თუმცა მისი სიმცდარის მიხვედრა და ჩაწვდომა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გარეგნულად ძნელია მიხვდე ამა თუ იმ მოსაზრების სისწორესა და სიმცდარეს, რიგით ქრისტიანს, რაც უნდა განსწავლული იყოს იგი, არ ძალუძს.

იერარქიულად იმავე ან ზემდგომ საეკლესიო კრებას შეუძლია განაჩინოს, რომ ქვემდგომი საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იყო მცდარი. უკიდურეს შემთხვევაში ეს შეუძლია იმავე კრებას, მხოლოდ მოტივირებული დასაბუთებით.

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Mar 5 2012, 07:48 PM
პოსტი #4

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059

შეუმცდარი ღმერთის გარდა არავინაა,მაგრამ ამგვარ საკითხებზე საუბრისას სჯობს თავი შევიკავოთ გაუაზრებელი ქმედებებისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი