თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ხატწერის შესწავლის მსურველთათვის

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Jun 26 2009, 06:07 PM

დაიწყო ხატწერის,მინიატურის,წიგნის მხატვრობისა და კალიგრაფიის პროფესიონალური სწავლება კომაროვის სახელობის ფიზიკა -მათემატიკურ საშუალო სკოლაში. სკოლა-სტუდიაში მიიღება ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნება.

ხატწერის,მინიატურის,წიგნის მხატვრობისა და კალიგრაფიის სკოლა-სტუდია


მიზანი: დაუფლებული პროფესიით კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს კომერციული დაკვეთების შესრულება და ამასთანავე აწარმოოს საკუთარი პროდუქცია.
გაიცემა სერთიფიკატი.

მოსწავლეები სრულიად შეისწავლიან ხატვის ძირითად პრინციპებს და გამოიმუშავებენ საკუთარ სტილს. პრაქტიკული მეცადინეობა მოიცავს წიგნის მოხატვისა და და ორნამენტული დეკორით შემკობის ხელოვნების შესწავლას,კომპიუტერის გამოყენებას, სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და წარმადობისათვის, კანონიკური ხატების შექმნას და კალიგრაფიული წარწერების დატანას.

მთავარი დისციპლინები:
1. ბუნებრივი ქვების და მინერალების სამხატვრო საქმეში გამოყენების ტექნოლოგიის გაცნობა და საღებავების დამზადება კვერცხის ემულსიის ბაზაზე.
2. ქაღალდის, ხის დაფისა და სხვა მასალების მომზადება და გრუნტით დაფარვა ნახატის შესაქმნელად.
3. წიგნის გრაფიკის, ორნამენტების, მინიატურისა და ხატწერის სტილების თავისებურებების შესწავლა უძველესი და თანამედროვე ტექნიკის განხილვით.
4. ფერის კანონიკა და იკონოგრაფია.
5. ლაქ-საღებავების შერევის ტექნიკა და ოქროს ფონის დადება-დამუშავება.
6. კომპიუტერის გამოყენება სამუშაო პროცესის წარმადობისათვის.

ჯგუფური მეცადინეობა 2 საათი, კვირაში 3 დღე. (ასაკი 12-45წ.)
პროფესიონალური კურსი -80 ლარი/თვე
დაწყებითი კურსი -50 ლარი/თვე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 31 91 08; 899 31 62 27, ან დაესწარით ერთ-ერთ მეცადინეობას "კომაროვის" სკოლაში: სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს 14.30სთ-დან.

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Aug 11 2009, 06:05 PM

როდის არის ხოლმე მეცადინეობები?



პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Aug 12 2009, 12:17 AM

qetevani-82
გაკვეთილებს ვინ ატარებს?




ციტატა(IkaMac @ Aug 11 2009, 06:05 PM) *

როდის არის ხოლმე მეცადინეობები?

უწერია წინა პოსტში
ციტატა

სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს 14.30სთ-დან.

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Aug 14 2009, 01:08 AM

ხატწერის გაკვეთილებს ატარებს გიორგი ეგნატაშვილი.

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Sep 25 2009, 12:35 PM

წმინდა ეგნატე ღირსშემოსილის სახელობის ხატწერის სკოლაში დაწერილი ხატები smile.gif
http://img8.imageshack.us/i/dsc07977p.jpg/

http://img225.imageshack.us/i/dsc08009.jpg/

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Sep 25 2009, 12:56 PM

http://img225.imageshack.us/i/dsc07987.jpg/
http://img225.imageshack.us/i/dsc06414z.jpg/


http://img225.imageshack.us/i/dsc06798.jpg/
http://img156.imageshack.us/i/dsc07601ye.jpg/
http://img156.imageshack.us/i/picture017b.jpg/
http://img156.imageshack.us/i/picture024xy.jpg/
ყველაზე პატარა მოსწავლე ნიკოლოზი smile.gif
http://img97.imageshack.us/i/picture025tt.jpg/

პოსტის ავტორი: IconPainter თარიღი: Dec 2 2010, 04:11 PM

ლევან ჩაგანავას სტუდია გიწვევთ ხატწერისა და მინიატურის სასწავლო კურსებზე. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები.

სასწავლო კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან.

თეორიული ნაწილი მოიცავს ხატწერის ისტორიის, აღმოსავლური და დასავლური სტილების ჩამოყალიბებისა და განვითარების, იკონოგრაფიის საფუძვლების, ფერისა და გამოსახულების კანონიკის შესწავლას.

პრაქტიკული ნაწილზე მოსწავლეები დაეუფლებიან ფანქრისა და ფუნჯის გამოყენების ტექნიკას კონტურთან და ფერთან მუშაობისათვის. შეისწავლიან სამხატვრო ტექნოლოგიებს ქაღალდის, ხის დაფისა და ლაქ-საღებავების მომზადებისათვის. ბიზანტიური, ბერძნული, ბალკანური, რუსული და ქართული ხატებისა და მინიატურების ასლების შექმნით გამოიმუშავებენ საკუთარ, უნიკალურ სტილს.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გაკვეთილის ღირებულება 10 ლარი. გაკვეთილების გრაფიკი და რაოდენობა მოსწავლის სურვილისამებრ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 32 75 09; 31 91 08; 899 953073

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 10 2013, 01:40 PM


ვფიქრობ საინტერესოა ამის ყურება დამწყები ხატმწერებისთვის.


ესეც კარგია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)